განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
050100118002657155
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151 , 126
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0-----------------

საქმე N 1-2---18

განაჩენი

საქართველოს სახელით

19.06.2019 წელი ქ.ო----------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩ---–-–---–ი

ბრალდების მხარე

პროკურორი: მ---------------ძე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N 0-----------

ბრალდებული: ვ----------------ძე

მამის სახელი: გ------ი

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, ა----–----ლის 1-ლი შესახვევი N 2

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და დამცირება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ.

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 12--ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ", ,,დ’’ ქვეპუნქტები.

გადაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის 111,12-–ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ----------------ძე, 201- წლის აპრილის შუა რიცხვებიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2000 წლის 1 ივნისს დაბადებულ ქ-------ნა ს--------–-ძესთან და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან ერთი თვის შემდეგ, ვ----------------ძე, ქ-------ნა ს--------–-ძის მიმართ გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახლში აღარ დადიოდა, უმიზეზოდ ეკამათებოდა და ეჭვიანობდა უსაფუძვლოდ, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას. 201- წლის 06 მაისს ქ-------ნა ს--------–-ძემ, ვ----------------ძეს გაუმხილა, რომ იყო ფეხმძიმედ, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა იგი, გახდა აგრესიული და სისტემატურად დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება არასრულწლოვან, ორსულ ქ-------ნა ს--------–-ძის მიმართ, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას. 201- წლის 16 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის შუალედში, ვ----------------ძემ, ო----------ში, ბ----ის ქუჩაზე მდებარე დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------ნა ს--------–-ძეს, იმ მოტივით, რომ ქ-------ნა ს--------–-ძის დედა მ----------–-ძე წინააღმდეგი იყო მათი შეუღლების, საცხოვრებელ სახლში აგინა დედის მისამართით, დაუწყო ლანძღვა უშვერი სიტყვებით, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და დამცირება. მომხდარი ფაქტიდან ერთი კვირის შემდეგ, ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ვ----------------ძემ ო----------ში, ბ----ის ქუჩაზე მდებარე დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, იმ მოტივით, რომ ქ-------ნა ს--------–-ძის დედა მ----------–-ძე მისულიყო ვ----------------ძის პირველ მეუღლესთან და ესაუბრა მასთან დაშორებაზე, ოჯახის წევრს, არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------ნა ს--------–-ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა დედის მისამართით, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და დამცირება. 201- წლის 10 ივლისს, 18:00 საათზე ვ----------------ძემ დროებით მფლობელობაში არსებულ ო----------ში ჯ-----–---–ის ქუჩა N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იმ მოტივით, რომ პოლიციაში არ შეეტანა მის მიმართ საჩივარი, ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულ ქ-------ნა ს--------–-ძეს დაუწყო დედის მისამართით გინება, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და დამცირება. 201- წლის 5 აგვისტოს ჭ---------ში, ნათესავის სახლში ყოფნისას ქ-------ნა ს--------–-ძეს სოციალური სამსახურიდან დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონით და განუმარტეს, რომ გადაიყვანდნენ თავშესაფარში. როცა ვ----------------ძემ გაიგო, რომ ქ-------ნა ს--------–-ძეს უკავშირდებოდა სოციალური მუშაკი, წაართვა ტელეფონი, რის შემდეგ ოჯახის წევრს, არასრულწლოვან, ორსულ ქ-------ნა ს--------–-ძეს დაუწყო კამათი, ლანძღვა უშვერი სიტყვებით, აგინა დედის მისამართით, უყვირა, ეუბნებოდა, რომ გამოეტანა განცხადება-საჩივარი პოლიციიდან, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და დამცირება. 201- წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, ჭ---------ში ნათესავის სახლში ყოფნისას ვ----------------ძეს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ქ-------ნა ს--------–-ძის დეიდა - ნ-----------–--ვი და სთხოვა ქ-------ნასთან გასაუბრება, რაზეც ვ----------------ძე გაღიზიანდა და არ მისცა გასაუბრების საშუალება. საუბრის დასრულების შემდეგ ვ----------------ძემ ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------ნა ს--------–-ძეს დაუწყო ხმამაღლა ყვირილი, აგინებდა დედის მისამართით, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, ხმამაღლა ეუბნებოდა, რომ ნუ აწუხებდნენ მისი ნათესავები და სთხოვდა პოლიციაში შეტანილი საჩივრის გამოტანას, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და დამცირება.

 

1.2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ----------------ძე 201- წლის აპრილის შუა რიცხვებიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2000 წლის 01 ივნისს დაბადებულ ქ-------ნა ს--------–-ძესთან და და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან ერთი თვის შემდეგ, ვ----------------ძე ქ-------ნა ს--------–-ძის მიმართ გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახლში აღარ დადიოდა, უმიზეზოდ ეკამათებოდა და ეჭვიანობდა უსაფუძვლოდ. 201- წლის 06 მაისს ქ-------ნა ს--------–-ძემ, ვ----------------ძეს გაუმხილა, რომ იყო ფეხმძიმედ, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა, გახდა აგრესიული და სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 201- წლის 16 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის შუალედში, ვ----------------ძემ, ო----------ში, ბ----ის ქუჩაზე მდებარე დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულ ქ-------ნა ს--------–-ძეს, იმ მოტივით, რომ ქ-------ნა ს--------–-ძის დედა მ----------–-ძე წინააღმდეგი იყო მათი შეუღლების, საცხოვრებელ სახლში დაუწყო ჩხუბი, ჩაავლო თმებში ხელი, მოქაჩა ძლიერად, წააქცია და ათრია იატაკზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარი ფაქტიდან ერთი კვირის შემდეგ, ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ვ----------------ძემ ო----------ში, ბ----ის ქუჩაზე მდებარე დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, იმ მოტივით, რომ თითქოს ქ-------ნა ს--------–-ძის დედა მ----------–-ძე მისულიყო ვ----------------ძის პირველ მეუღლესთან და ესაუბრა მასთან დაშორებაზე, ოჯახის წევრს, არასრულწლოვან, ორსულ ქ-------ნა ს--------–-ძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 201- წლის 10 ივლისს, 18:00 საათზე ვ----------------ძემ დროებით მფლობელობაში არსებულ ო----------ში ჯ-----–---–ის ქუჩა N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იმ მოტივით, რომ პოლიციაში არ შეეტანა მის მიმართ საჩივარი, ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულ ქ-------ნა ს--------–-ძეს რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა ხელი სახეში, მძლავრად მოუჭირა და მოქაჩა ორთავე ხელით მხრებზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 201- წლის 5 აგვისტოს ჭ---------ში, ნათესავის სახლში ყოფნისას ქ-------ნა ს--------–-ძეს სოციალური სამსახურიდან დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონით და განუმარტეს, რომ გადაიყვანდნენ თავშესაფარში. როცა ვ----------------ძემ გაიგო, რომ ქ-------ნა ს--------–-ძეს უკავშირდებოდა სოციალური მუშაკი, წაართვა ტელეფონი, რის შემდეგ ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------ნა ს--------–-ძეს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ----------------ძე 201- წლის აპრილის შუა რიცხვებიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2000 წლის 01 ივნისს დაბადებულ ქ-------ნა ს--------–-ძესთან და და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან ერთი თვის შემდეგ, ვ----------------ძე ქ-------ნა ს--------–-ძის მიმართ გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახლში აღარ დადიოდა, უმიზეზოდ ეკამათებოდა და ეჭვიანობდა უსაფუძვლოდ. 201- წლის 06 მაისს ქ-------ნა ს--------–-ძემ, ვ----------------ძეს გაუმხილა, რომ იყო ფეხმძიმედ, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა და გახდა აგრესიული. 201- წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, ჭ---------ში ნათესავის სახლში ყოფნისას ვ----------------ძეს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ქ-------ნა ს--------–-ძის დეიდა - ნ-----------–--ვი და სთხოვა ქ-------ნასთან გასაუბრება, რაზეც ვ----------------ძე გაღიზიანდა და არ მისცა გასაუბრების საშუალება. საუბრის დასრულების შემდეგ ვ----------------ძემ ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------ნა ს--------–-ძეს დაუწყო ხმამაღლა ყვირილი, აგინებდა დედის მისამართით, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, ხმამაღლა ეუბნებოდა, რომ ნუ აწუხებდნენ მისი ნათესავები და სთხოვდა პოლიციაში შეტანილი საჩივრის გამოტანას, რის შემდეგ სამზარეულო ოთახიდან გამოიტანა დანა და ოჯახის წევრ არასრულწლოვან, ორსულად მყოფ ქ-------ნა ს--------–-ძეს მიადო ყელზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე ქამრის გამოყენებით დაემუქრა ჩამოხრჩობით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთ შეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ----------------ძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ვ----------------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,12-–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, "დ" ქვეპუნქტებით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,12-–ე მუხლის 11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტზე და ვ----------------ძე ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,12-–ე მუხლის 11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. დაზარალებულმა ქ-------ნა ს--------–-ძემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მეუღლის, ვ----------------ძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდებულმა ვ----------------ძემ, სასამართლო სხდომაზე უარის განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ--------–------ემ განმარტა, რომ არის გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკი. ნ--------–------ემ აღნიშნა, რომ გადმოცემით, ქ-------ნა ს--------–-ძისგან იცის ოჯახში არსებული ძალადობის შესახებ და თვითონ არ არის ფაქტის თვითმხილველი. მისი ჩვენებით, ამჟამად, ქ-------ნა ს--------–-ძეს და ვ----------------ძეს შორის არის კარგი ურთიერთობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ-----------–-----ამ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ქ-------ნა ს--------–-ძის გამოკითხვაში, როგორც ფსიქოლოგმა და გადმოცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები. თავად არასდროს შესწრებია ვ----------------ძის მიერ ქ-------ნა ს--------–-ძის მიმართ ძალადობას.

 

სასამართლო სხდომაზე დეტექტივ-გამომძიებელმა ი-----–--–---------ემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ-------------ემ და ექსპერტმა გ------ი ჩ---–-–---–მა დაადასტურეს, რომ ვ----------------ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

მხარეთ მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა შორის სისხლის სამართლის საქმეზე დასადგენი სადავო ფაქტობრივი გარემოებებისათვის მნიშვნელოვანია გ--–-------–--ის და მ----------–-ძის გამოკითხვის ოქმები და ქ-------ნა ს--------–-ძის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

გ--–-------–--ის გამოკითხვის ოქმით, არის მ----------–-ძის მეუღლე. მ----------–-ძეს, პირველი ქორწინებიდან ყავს შვილი ქ-------ნა ს--------–-ძე. 201- წლის 11 ივლისს ქ-------ნა ს--------–-ძე იმყოფებოდა მათთან ოჯახში, რა დროსაც ვ----------------ძემ, ურთიერთშელაპარაკების შედეგად არაერთხელ დაარტყა ხელი სახეში ქ-------ნა ს--------–-ძეს, რომელმაც დაიწყო ტირილი.

 

მ----------–-ძის გამოკითხვის ოქმით, არის ქ-------ნა ს--------–-ძის დედა. 201- წლის 11 ივლისს, ქ-------ნა ს--------–-ძე იმყოფებოდა მასთან ოჯახში, რა დროსაც ვ----------------ძემ, ურთიერთშელაპარაკების შედეგად არაერთხელ დაარტყა ხელი სახეში ქ-------ნა ს--------–-ძეს, რომელმაც დაიწყო ტირილი.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით, ქ-------ნა ს--------–-ძეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

3.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/54- გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოადგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.24 მუხლით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე, დაზარალებულმა, ქ-------ნა ს--------–-ძემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ვ----------------ძის მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის 40.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის 42.8 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

ამდენად, დაზარალებულმა უარი განაცხადა რა ჩვენების მიცემაზე, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიიღო, ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

სასამართლო, ასევე ვერ გამოიყენებს მტკიცებულის სახით, ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოპოვებულ მიმოწერას სოციალური ქსელიდან, რადგან დაზარალებულმა უარი თქვა რა ჩვენების მიცემაზე, შეუძლებელია ტექსტში მოცემული ინფორმაციის სისწორის დადგენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოწმეები, ნ--------–------ე, ნ-----------–-----ა, ს-------------ძე, ნ-----–-------------–--ლი, ექსპერტი გ------ი ჩ---–--–---–ი, გამომძიებლები და პოლიციის თანამშრომლები არ არიან ფაქტის თვითმხილველები, რის გამოც მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს. ისინი მხოლოდ გადმოცემენ იმ ფაქტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა საშუალებით მოიპოვეს, რის გამოც დასახელებული ინფორმაცია ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების ნაწილში სახეზე არ არის.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ვ----------------ძის მხრიდან ქ-------ნა ს--------–-ძის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9.2 მუხლით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 259.3 მუხლით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვ----------------ძის მხრიდან ქ-------ნა ს--------–-ძის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

3.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----------------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,12-–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ "დ" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,12-–ე მუხლის 11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტზე (ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ) შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 12-–ე მუხლის 11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის სუბიექტია ოჯახის წევრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 11--ე, 118-ე, 120-ე, 12--ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 1-1-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

აღნიშნული მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ქ-------ნა ს--------–-ძე არის ბრალდებულის მეუღლე. მხარეები ასევე სადავოდ არ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ 201- წლის 11 ივლისს ქ-------ნა ს--------–-ძე იყო არასრულწლოვანი და ორსული.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქ-------ნა ს--------–-ძემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რის გამოც ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელმა მიიღო დაზარალებულისგან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად (იხილეთ პუნქტი 3.3.).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ----------------ძის მხრიდან ქ-------ნა ს--------–-ძეზე სისტემატური სხვაგვარი ძალადობის ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქმედების სისტემატურ ხასიათს.

 

რაც შეეხება 201- წლის 11 ივლისის ფაქტს, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი გ--–-------–--ის და მ----------–-ძის გამოკითხვის ოქმებით, დადგენილია, რომ 201- წლის 11 ივლისს, ქ-------ნა ს--------–-ძეს ვ----------------ძემ, ურთიერთშელაპარაკების შედეგად არაერთხელ დაარტყა ხელი სახეში, რის გამოც ქ-------ნა ს--------–-ძემ, დაიწყო ტირილი. 201- წლის 11 ივლისს, ცემის შედეგად ქ-------ნა ს--------–-ძეს აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც დადგინდა სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით. სასამართლო იზიარებს მოწმე გ--–-------–--ის და მ----------–-ძის გამოკითხვის ოქმებში გადმოცემულ ინფორმაციას, რადგან ისინი პირადად შეესწრნენ ცემის ფაქტს და მათი უშუალო მონაწილეობით იქნა ძალადობა აღკვეთილი. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, 201- წლის 11 ივლისს, ვ----------------ძის მიერ ქ-------ნა ს--------–-ძის მხოლოდ ერთხელ ცემის ფაქტი.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----------------ძის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,12-–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებიდან, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,12-–ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე და ვ----------------ძე ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,12-–ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით ვ----------------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ვ----------------ძე უნდა გამართლდეს, რადგან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც აღნიშნულ ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს დაედებოდა საფუძვლად.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ვ----------------ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ----------------ძე ნასამართლობის არ მქონეა, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, ვ----------------ძე და ქ-------ნა ს--------–-ძე შერიგდნენ და ცხოვრობენ ერთად, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვ----------------ძეს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს მსუბუქი სასჯელი ჯარიმის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-2-0-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ვ----------------ძე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

2. ვ----------------ძე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

3. ვ----------------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,12-–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ "დ" ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,12-–ე მუხლის 11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტზე.

 

4. ვ----------------ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,12-–ე მუხლის 11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

5. გაუქმდეს ვ----------------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. ვ----------------ძის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული ნ-----------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 2-0.00 კვ.მ. მდებარე ქალაქი ო----------ი, ჟ-------ს ქუჩა #1- საკადასტრო კოდი 2-.2-.4-.3--, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

6. ვ----------------ძეს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 111 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა