განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
030100119002976320
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100119002976320

№ 1/126-2019

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

28 მაისი, 2019 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ა--- ბ-----

ბრალდებული: დ----- ც-------–---–ი

მამის სახელი: ო-----

დაბადებული: 2---------

დაბადების ადგილი: ზ---------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგო----ეობა: დ------------–-

პირადი ნომერი: 4----------

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

მცხოვრები: საქართველო, ქ.ფ------ 9-------–-ს ხ-----ი N-----

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

1. დ----- ც-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 14 აპრილს დაახლოებით 23:00 საათზე, ნასვამ მდგო----ეობაში მყოფმა დ----- ც-------–---–მა ქ.ფ----–-- 9-------–-ს ხ-----ი N------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას, ოჯახის წევრის, არასრულწლოვან ლ---- ც-------–---–ის თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი მამას, ო----- ც-------–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო დედას - ა---–-- შ-------ს ხელი დაარტყა გულმკერდის არეში და ზურგით მიანარცხა კედელს, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა მათ.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გააანალიზა რა წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული დ----- ც-------–---–ი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

2019 წლის 15 მაისს წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნენ საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ განცხადებული მოცულობით, დაცვის მხარემ წარდგენილი მტკიცებულებებიდან ო----- ც-------–---–ის, ა---–-- შ-------ს და ლ---- ც-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ასევე, ე-–--- გ-------ს, შ----- თ------ის, ი-----–- მ-------ს, ფ-------- ნ---–--ის და დ----- ც-------–---–ის გამოკითხვის ოქმები სადავოდ მიიჩნია, ხოლო სხვა ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარემ მიიჩნია უდავო მტკიცებულებებად და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული ძალა.

 

3.1. არასრულწლოვანმა ლ---- ც-------–---–მა მოწმის წესით დაკითხვისას უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, იმ მოტივით, რომ არ სურს მისი მამის მიმართ ჩვენების მიცემა.

 

იხ.28.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.2. ო----- ც-------–---–მა მოწმის წესით დაკითხვისას უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, იმ მოტივით, რომ არ სურს მისი შვილის მიმართ ჩვენების მიცემა.

 

იხ.20.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.3. ა---–-- შ-------მ მოწმის წესით დაკითხვისას უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, იმ მოტივით, რომ არ სურს მისი შვილის მიმართ ჩვენების მიცემა.

 

იხ.20.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.4. მოწმე ე-–--- გ-------მ განმარტა, რომ არის დ----- ც-------–---–ის მეზობელი. დაახლოებით ღამის 11:00 საათზე შემოესმა ხმაური ც-------–---–ების ბინიდან, მივიდა და ნახა, რომ დ----- ც-------–---–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, რომელმაც დედას ა---–-- შ-------ს ხელი დაარტყა და კედელს მიანარცხა. მან ა---–-- შ------- თავის ბინაში წამოიყვანა, რადგან შეშინებული იყო და ტკივილსაც აღნიშნავდა. ა---–-- შ-------მ უთხრა, რომ დ----- ც-------–---–ს კონფლიქტი მოუვიდა თავის არასრულწლოვან შვილთან ლ---- ც-------–---–თან კომპიუტერთან დაკავშირებით, რასაც მოყვა ეს კონფლიქტი. ის პირადად არ შესწრებია დ-----, ლ---- და ო---- ც-------–---–ებს შორის კონფლიქტს, ლ---- მას არც კი უნახავს. ა---–-- შ-------სთან შეთანხმებით დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია.

 

იხ.27.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.4. მოწმე ფ-------- ნ---–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ფ------ ს----–---- ს-----------–--ში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 15 აპრილს შემოვიდა შეტყობინება დ----- ც-------–---–ის მიერ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მის მიერ გამოკითხულ იქნა ბრალდებულის მშობლები ო---- ც-------–---–ი და ა---–-- შ-------, რომლებმაც განმარტეს, რომ შვილის დ----- ც-------–---–ის მხრიდან მათ მიმართ, ადგილი ქონდა ძალადობის ფაქტს. მის მიერ დაკავებულ იქნა დ----- ც-------–---–ი, რომელმაც აღიარა დანაშაული. დაუნიშნა ექსპერტიზა დაზარალებულებს ო---- ც-------–---–ს და ა---–-- შ-------ს.

 

იხ.27.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.5. მოწმე ი-----–- მ-------მ განმარტა, რომ მუშაობს ფ------ ს----–---- ს-----------–--ში გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოჩენილა. მისი განმარტებით სამზარეულოში ხის მაგიდა იყო დაზიანებული, საძინებელში კომოდზე მოთავსებულ ლეპტოპს ქონდა მონიტორი დაზიანებული და ტანსაცმელი იყო მიმოფანტული. სხვა საგამოძიებო მოქმედებები მას არ ჩაუტარებია.

 

იხ.27.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

სამედიცინო ექსპერტიზების NN 002584119, 002583519 დასკვნების მიხედვით ო----- ც-------–---–ს და ა---–-- შ-------სსხეულებზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენენ.

 

დასკვნების ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოზე მოწმის წესით დაკისთხულმა (ექსპერტი) შ----- თ------ემ.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

 

4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

 

თითოეულ სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

 

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ----- ც-------–---–ის მიერ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ დ----- ც-------–---–ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების ამ ნაწილში, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ფაქტს პირდაპირ და უტყუარად ადასტურებს.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას შეკრებილი არ არის.

 

მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამრიგად, ბრალდებული დ----- ც-------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ დ----- ც-------–---–ის მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ვერ დგინდება დ----- ც-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა:

 

კერძოდ, ვერ დგინდება, რომ დ----- ც-------–---–მა არასრულწლოვან ლ---- ც-------–---–ის თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი მამას, ო----- ც-------–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო დედას - ა---–-- შ-------ს ხელი დაარტყა გულმკერდის არეში და ზურგით მიანარცხა კედელს. ლ---- ც-------–---–მა, ო---- ც-------–---–მა და ა---–-- შ-------მ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. მოწმე ე-–--- გ-------ს ჩვენება ერთი პირდაპირი მტკიცებულებაა, ა---–-- შ-------ს ეპიზოდთან დაკავშირებით. სხვა პირდაპირი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა დ----- ც-------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას საქმეში არ ფიგურირებს.

 

საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

 

საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

ლ---- ც-------–---–მა, ო---- ც-------–---–მა და ა---–-- შ-------მ, დ----- ც-------–---–ის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია მათი ჩვენებების შეფასება სხვა ირიბ ჩვენებებთან.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა, ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს. სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნას მიჩნეული. ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. რაც შეეხება ირიბ ჩვენებას ის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენება სხვა მტკიცებულებებით არის გამყარებული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-–-------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი მოწმე ე---------ს ჩვენების, პირდაპირი მტკიცებულების არსებობა ბრალდების ერთ ნაწილში (დანარჩენი ყველა მტკიცებულება ირიბია) არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც ის უნდა გამართლდეს.

 

დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტს, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.” შესაბამისად, ბრალდებული დ----- ც-------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დაადგინა :

 

1. ბრალდებული დ----- ც-------–---–ი (პირადი ნომერი 4----------) ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. დ----- ც-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას დ----- ც-------–---–ის (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფ------ 9-------–-ს ხ-----ი N---ში (საკადასტრო კოდი: 0------------------), 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

3. გამართლებულ დ----- ც-------–---–ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

4. საქმეს ნივთმტკიცება და საგნები არ ერთვის.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე