განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
030100118002438152
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100118002438152

№1/97-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

17 ივნისი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივნები: თამარ მგალობლიშვილი, ვიქტორ ბერუჩაშვილი, ალექსანდრე ჩაჩიბაია, ირაკლი შენგელია, მარიამ წულაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი : ა-–---------- კ-------.

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ----–-- კ--------,ბრალდებული: ლ---- გ---------,მამის სახელი: გ---,დაბადებული: 2----.1--- წელი,დაბადების ადგილი: ქ. ფოთი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, ჭ--------- ქ. N--.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ----–-- კ--------,ბრალდებული: ა-–---------- ა-–--–---,მამის სახელი: ს-----,დაბადებული: 0----.1--- წელი,დაბადების ადგილი: ქ. ფოთი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, მ-------–---ს ქ. N3--28.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 04 თებერვალს, 02:43:23-02:50:45 საათის დროის შუალედში, ა-–---------- ა-–--–--- და ლ---- გ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით მუქარით თავს დაესხნენ ქ.ფოთი, ხ----ს გზატკეცილზე მდებარე შპს „ჯ------------ს“ („ლ-------–-“) ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს, ბ------ კ-------ს და დ------ შ--------ს, რომლებსაც წებოვანი ლენტით შეუკრეს ხელები, რის შემდეგაც ზემოხსენებული ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებისათვის განკუთვნილ ოთახში, კუთხსახეხის გამოყენებით გაჭრეს იქვე ოთახში მდგარი სეიფი, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ თანხას 31,480 ლარის ოდენობით, რითაც შპს „ჯ-----------ს“ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

2.1. 2018 წლის 4 თებერვალს შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში შევიდა შეტყობინება ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე „ლ-------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე, განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ.

 

2.2. 2018 წლის 04 თებერვალს 04:40 საათიდან 08:10 საათამდე დროის შუალედში, შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს დეტექტივ-გამომძიებელ ე-–----- ძ---------ს მიერ, კინოლოგიის ჯგუფის სპეციალისტ ლ---- ბ---–--ს, უფროსი ექსპერტის ლ--–- მ----ს და შპს „ჯ------------ს“ მენეჯერის უ-- ჯ----------ს მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მიმდინარეობდა ქ. ფოთი, ხ----ს გზატკეცილზე მდებარე ჰ--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–ზე“, ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში.

აღნიშნული ოქმით დგინდება შემდეგი გარემოებები:

ქალაქის მხრიდან გზის მარჯვენა მხარეს ბენზინგასამართ სადგურს გააჩნია საწვავის ჩასასხმელი ორი სვეტი, სვეტებისაგან 15 მეტრის დაშორებით მდებარეობს ოფისი შენობა, რომლიც წინა მხარეს შემინულია, ბენზინგასამართი სადგურის გარე პერიმეტს აკონტროლებს ვიდეო კამერები. ოფისის შენობაში მდებარეობს საოპერატორო ოთახი, რომელსაც გააჩნია მეტალო პლასტიკატის ერთფრთიანი შემინული კარი. საოპერატორო ოთახში მარჯვენა მხარეს კედელთან განთავსებულია ხის მაგიდა, რომელზედაც დევს პატარა ზომის ტელევიზორი, მაგიდის მარჯვენა კუთხეში კედელში ჩამონტაჟებულია ელექტრო ჩამრთველი. მარცხენა მხარეს განთავსებულია პატარა ზომის წითელი ფერის ხის ტუმბო, რომლის გვერდით დევს მუყაოს ყუთები. შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს სადაც განთავსებულია მენეჯერის ოთახის კარები, გვერდით დგას სკამი. სკამზე მოთავსებულია წითელ და შავ ფერებში გაწყობილი ნაჭრის ქურთუკი ინგლისურენოვანი წარწერით „L-----”, ასევე მარჯვენა მხარეს კედელთან დამონტაჟებულია ელექტროგამათბობელი, ხოლო მის გვერდით კედელთან მიდგმულის სკამი, საოპერატორო ოთახის შესასვლელიდან მარცხენა მხარეს დგას მაგიდა ორი სკამით, რომელზედაც დევს ტელევიზორის დისტანციური პულტი და პატარა ზომის განგაშის ღილაკი. აღნიშნული მაგიდიდან, დაახლოებით 50 სანტიმეტრში დგას ხის ტუმბო, რომელზედაც დევს წითელ და შავ ფერებში გაწყობილი ნაჭრის ქურთუკი ინგლისურენოვანი წარწერით „L-----”, 2,5 ლიტრიანი ტევადობის პლასტმასის ბოთლი, რომელშიც ასხია მცირე ზომის მუქი ფერის სითხე, ასევე დევს დაჭრილი პური, თეფში, ორი ცალი მინის ჭიქა და ერთი ცალი ვერცხლისფერი ჩანგალი. კედელთან კუთხეში მიდგმულია ტახტი. ტახტის გვერდით დგას ფულადი თანხის შესანახი რკინის პატარა ზომის კარადა ე.წ. სეიფი, რომელიც შეღებილია თეთრი ფერით და დამაგრებულია ბეტონის იატაკზე, სეიფის კარი დაკეტილია და ვიზუალური დათვალიერებით გარეთა და შიგნითა მხრიდან რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება, ხოლო აღნიშნული სეიფის ზედაპირი 10X15 სანტიმეტრზე ამოჭრილია და შიგნით განთავსებულია პოლიეთილენის პარკი წარწერით „თ----- ბ----“, სადაც აწყვია ლუქები, ასევე დევს ჟურნალები და ლ-------–-ს საწვავის ტალონები. ექსპერტ ლ--–- მ----ს მიერ სეიფში აღმოჩენილ იქნა 50-100 ლარიანი კუპიურები 2 300 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაბარდა შპს „ჯ----------- ლ-------–-ს“ მენეჯერს უ-- ჯ----------ს. სეიფის გვერდით კედელზე არის ტანსაცმლის საკიდი, სადაც ჩამოკიდებულია შარვალი და ქურთუკი. საოპერატორო ოთახის მარცხენა მხარეს კედლის კუთხეში ჭერზე დამაგრებულია ვიდეო კამერა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კინოლოგის მიერ საოპერატორო ოთახის კარებიდან ხელმარჯვნივ ტელევიზორი და ჩამრთველის წინ იატაკის ზედაპირიდან, ასევე საოპერატორო ოთახის მენეჯერის შესასვლელი კარების გვერდით მდგარი სკამის წინ იატაკის ზედაპირიდან, საოპერატორო ოთახის მარჯვენა მხარეს გამათბობელსა და ჩამრთველის გვერდით მდგარი სკამის წინ იატაკის ზედაპირიდან და საოპერატორო ოთახის მარცხენა მხარეს ფულადი თანხის შესანახი რკინის პატარა ზომის კარადის ე. წ. სეიფის წინ იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუშები აქტივიზირებული ნახშირის საშუალებით, რაც დაილუქა N36 ლუქის ნომრით ცალ-ცალკე 0,5 ლიტრიანი ტევადობის ქილაში ოთხ ცალად და მასზე გაკეთდა ხელმოწერები.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ოთახის შესასვლელი მეტალოპლასტმასის კარის გარეთა და შიგნითა სახელურების ზედაპირიდან ექსპერტმა, ბიოლოგიური ჩხირების გამოყენებით აიღო ანაწმენდები, რომლებიც მოთავსდა ორ ცალ სპეციალურ პაკეტში ნომრებით FCI408245 და FCI408246.

ოთახის შუა ადგილას მეტლახის იატაკზე აღმოჩენილ იქნა დაჭმუჭნული წებოვანი ლენტი, ე.წ. სკოჩი ორი ცალი, რომლებიც მოთავსდა ერთ ცალ სპეციალურ პაკეტში ნომრით FCI408244, ასევე ამოღებულ იქნა საოპერატორო ოთახის შესასვლელიდან მარჯვნივ, კედლის ქვედა მხარეს დამონტაჟებული ჩამრთველის პლასტმასის კორპუსი, რომელიც მოთავსდა ერთ ცალ სპეციალურ პაკეტში ნომრით FCI408243. საოპერატორო ოთახის მარცხენა მხარეს მდგარი ხის ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებულ იქნა წითელ და შავ ფერებში გაწყობილი ნაჭრის ქურთუკი ინგლისურენოვანი წარწერით „L-----”, რომელიც მოთავსდა ერთ ცალ სპეციალურ პაკეტში ნომრით FCI408253, ასევე საოპერატორო ოთახის მარჯვენა მხარეს მდგარი სკამის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა წითელ და შავ ფერებში გაწყობილი ნაჭრის ქურთუკი ინგლისურენოვანი წარწერით „L-----”, რომელიც მოთავსდა ერთ ცალ სპეციალურ პაკეტში ნომრით FCI408252. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შესაძლო ხელის კვლების აღმოჩენის მიზნით ექსპერტის მიერ ე.წ. სეიფის შიდა და გარე ზედაპირი დამუშავდა სპეციალური ფხვნილით, მაგრამ ხელის კვალი არ აღმოჩნდა.

 

იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ტომი N1, ს.ფ. 1-15.

 

2.3. 2018 წლის 04 თებერვალს, 14:15 საათიდან 15:00 საათამდე დროის შუალედში, შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- მ---–-----ს მიერ, უფროსი ექსპერტის ლ--–- მ----ს და შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამოძიებელ ა---------– ტ-------------- ერთად, ჩატარდა ადგილ-მდებარეობის დათვალიერება ქ. ფოთი ხ----ს ქუჩაზე მდებარე „ლ-------–-ს“ ბენზინგასამართი სადგურის უკანა ღია ტერიტორიაზე, დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში, რომლითაც დგინდება, რომ აღნიშნული ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული. „ლ-------–-ს“ ბენზინგასამართი სადგურის უკანა მხარეს, დაახლოებით 6 მეტრში მიუყვება რკინიგზის ლიანდაგი, რომლის გვერდითა მხარეს არის ეკალ-ბარდები და ბალახები, ხოლო ლიანდაგი დაფარულია ქვა-ღორღით. „ლ-------–-ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან ე-–----ს ქუჩის მიმართულებით, დაახლოებით 200 მეტრში ყოფილი ჰ-------------------ს ქარხნის ბეტონის ღონის უკან, ღია ტერიტორიაზე ეკალ-ბარდებში გამომძიებლის მიერ აღმოჩენილი იქნა ერთი წყვილი ნაჭრის რეზინნარევი შავ და წითელ ფერებში ხელთათმანი, წარწერით MBC, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში ლუქის ნომრით FCD843496, ასევე შავი ფერის ნაჭრის ქსოვილის ქუდი ე.წ. ნიღაბი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში ლუქის ნომრით FCD843495 და ერთი წყვილი თეთრი ფერის რეზინის თხელი ხელთათმანი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში ლუქის ნომრით FCD843494.

 

იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ტომი N1, ს.ფ. 23-34.

 

2.4. 2018 წლის 04 თებერვალს 18:25 საათიდან 19:50 საათამდე დროის შუალედში, შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს დეტექტივ-გამომძიებელ ე-–----- ძ---------ს მიერ, უფროსი ექსპერტის ლ--–- მ----ს და შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს ნ------ს განყოფილების უფროსის მოადგილის გ--–- შ-----–--ს მონაწილეობით და ბენზინგასამართ სადგურ შპს „ჯ------------ს“ მენეჯერ უ-- ჯ----------ს თანხმობით, ჩატარდა დამატებითი შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მიმდინარეობდა ქ. ფოთი, ხ----ს გზატკეცილზე მდებარე ჰ--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–ზე“, ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში. ქალაქის მხრიდან გზის მარჯვენა მხარეს ბენზინგასამართ სადგურს გააჩნია საწვავის ჩასასხმელი ორი სვეტი, სვეტებისაგან 15 მეტრის დაშორებით მდებარეობს ოფისი შენობა, რომლის წინა მხარე შემინულია, ბენზინგასამართი სადგურის გარე პერიმეტს აკონტროლებს ვიდეო კამერები. ოფისის შენობაში მდებარეობს საოპერატორო ოთახი, რომელსაც გააჩნია მეტალო პლასტიკატის ერთფრთიანი შემინული კარი. საოპერატორო ოთახში განთავსებულია ხის მაგიდა, რომელზედაც დევს პატარა ზომის ტელევიზორი, ტელევიზორის მაგიდაზე განთავსებულია შავი ფერის რკინის სეიფი, ასევე ოთახში დგას ტახტი, ხოლო ტახტის გვერდით დგას ფულადი თანხის შესანახი რკინის პატარა ზომის კარადა ე.წ. სეიფი, რომელიც შეღებილია ღია ნაცრისფერი ფერით და დამაგრებულია ბეტონის იატაკზე, სეიფის ზედაპირი 10X15 სანტიმეტრზე ამოჭრილია, რკინის სეიფის პირველ ზედა თაროზე აღმოჩენილია მცირე ზომის ორი ცალი მინის ნამსხვრევი, რომელიც დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში ნომრით FCD595487, ასევე რკინის სეიფის გარეთა წინა მარჯვენა და მარცხენა ზედაპირიდან აღებულ იქნა ანაფხეკები, რომელიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში ნომრით FCD595488. რკინის სეიფის ე.წ სეიფის შიგნითა ზედაპირიდან აღებულ იქნა მიკრონაწილაკები სამ ცალ წებოვან ფირზე, რომლებიც შემდეგ მოთავსდა ერთ ცალ სპეციალურ პაკეტში ნომრით FCD595489. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ღამით ხელოვნური განათების პირობებში.

 

იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ტომი N1, ს.ფ. 36-43.

 

2.5. დაზარალებულ ბ------ კ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---------- ა-–--–--- მისი მეზობელია, ხოლო ლ---- გ--------- მისი ძმის კლასელია. 2018 წლის 03 თებერვალს მის მეწყვილე დ----- შ--------სთან ერთად, 24 საათიანი მორიგეობის გრაფიკით, დილის 10:00 საათიდან მუშაობდა ქ. ფოთი, ხ----ს ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–ში“ ოპერატორის პოზიციაზე. ღამის საათებში, დაახლოებით 02:40 საათისთვის იმყოფებოდა საოპერატორო ოთახში მეწყვილესთან, დ----- შ--------სთან ერთად, რომელიც იწვა ტახტზე და ეძინა. ამ დროს საოპერატორო ოთახში შევიდა ორი მამაკაცი, რომლებსაც სახე დაფარული ჰქონდათ ნიღბებით, ამათგან ერთი მამაკაცი იყო მაღალი, ოდნავ სქელი აღნაგობით, ხოლო მეორე მამაკაცი დაბალი, გამხდარი აღნაგობით. მაღალ მამაკაცს ხელში ეჭირა პისტოლეტი, ხოლო მეორე - დაბალ მამაკაცს, ბალგარკა. ორივე მამაკაცს ხელებზე ეკეთათ ხელთათმანები. დაბალი აღნაგობის მამაკაცს ეცვა სამხედრო ქურთუკი, ხოლო მეორეს შავი ტანსაცმელი. მოწმემ განმარტა, რომ ემუქრებოდნენ, გაახდევინეს კურტკა, ჩააქრეს შუქი და ორივე ოპერატორს შეუკრეს ხელები წებოვანი ლენტით, რა დროსაც სამხედრო ქურთუკიანმა მამაკაცმა ბარგალკა, რომლის ფერიც მოწმეს არ ახსოვს, შეაერთა ჩამრთველში და გაჭრა სეიფი, საიდანაც ამოიღეს მათი ნავაჭრი ფული 7 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე ბ------ კ-------ს ჯიბეში ედო 200 ლარი და ისიც წაიღეს. ეს ყოველივე დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შემდეგ ორი მამაკაცი ბენზინგასამართი სადგურის მარცხენა მხარეს, ლიანდაგებისკენ გაიქცნენ. მოწმემ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა განგაშის ღილაკი, რასაც ხელი დააჭირა თავდამსხმელთა წასვლის და ხელების გათავისუფლების შემდეგ. შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ პოლიციის თანამშრომლებიც. მოწმემ განმარტა, რომ ორივე თავდამსხმელი მათ ემუქრებოდა, თუ გადაადგილდებოდნენ იარაღს გამოვიყენებთ და სასიკვდილოდ გაგიმეტებთო, აქვე განმარტა, რომ ა-–---------- ა-–--–---ს დაახლოებით 10 წელია იცნობს, მას განსხვავებული ხმის ტემბრი აქვს, დროთა განმავლობაში გაიხსენებდა, აღიდგენდა და შეძლებდა მის ამოცნობას, ამიტომ დარწმუნებული არ არის, რომ თავდამსხმელთაგან ერთერთი ა-–---------- ა-–--–--- იყო.

მოწმემ აღნიშნა, რომ სეიფი, საიდანაც ნიღბიანმა მამაკაცებმა ფული წაიღეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ საოპერატორო ოთახში იყო.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 04.03.2019 წ.

 

2.6. დაზარალებულმა დ----- შ--------მ განმარტა, რომ ბრალდებულებს ა-–---------- ა-–--–---ს და ლ---- გ---------ს არ იცნობს. 2018 წლის 03 თებერვალს მის მეწყვილე ბ------ კ-------სთან ერთად, 24 საათიანი მორიგეობის გრაფიკით, დილის 10:00 საათიდან მუშაობდა ქ. ფოთი, ხ----ს ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–ში“ ოპერატორის პოზიციაზე. აღნიშნულ ღამეს, 12:00 საათის შემდეგ, საოპერატორო ოთახში არსებულ ტახტზე დაიძინა, როცა გამოეღვიძა საოპერატორო ოთახში იმყოფებოდა ორი ნიღბიანი მამაკაცი, ერთი მაღალი, ხოლო მეორე დაბალი აღნაგობის, მაღალს ხელში ეჭირა პისტოლეტი და ხელები შეუკრა წებოვანი ლენტით, ხოლო მეორემ ოდნავ დაბალი აღნაგობის მამაკაცმა, რომელსაც ეცვა სამხედრო ქურთუკი, ბ------ კ-------ს გახადა ქურთუკი და ხელები შეუკრა წებოვანი ლენტით. ორივე მამაკაცს ხელებზე ეკეთათ ხელთათმანები. მოწმემ განმარტა, რომ ოთახში დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა ორი ნიღბიანი მამაკაცი. ჩააქრეს შუქი, ემუქრებოდნენ ხმა არ ამოიღოთო. დაბალმა მამაკაცმა ბარგალკის მეშვეობით გაჭრა სეიფი, საიდანაც ამოიღეს თანხა, თან ჰქონდათ ტომარა, რომელშიც ჩაყარეს ფული და გაიქცნენ, აღნიშნა, რომ განგაშის პულტი ჰქონდა ბ------ კ-------ს. ვინაიდან, მათ ხელები წებოვანი ლენტით ჰქონდათ შეკრული, მომხდარი ფაქტიდან 2-3 წუთში შეძლეს განგაშის ღილაკზე თითის დაჭერა. გამოძახებიდან, დაახლოებით 3-5 წუთში მოვიდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც მალევე მოჰყვნენ პოლიციის თანამშრომლები. როგორც მოწმე დ----- შ--------მ განმარტა, სეიფში მათ მიერ ნავაჭრი თანხა დაახლოებით 7000 ლარი იყო, ხოლო ბ------ კ-------ს ჯიბეში ჰქონდა ასევე ნავაჭრი 200 ლარი, რომელიც მაღალმა ნიღბიანმა მამაკაცმა ამოაცალა ჯიბიდან. თუმცა, მერე გაიგეს, რომ საერთო ჯამში 30 000 ლარამდე თანხა იყო წაღებული. მეორე სმენაში გასვლის დროს, ის სეიფი ისევ ადგილზე დახვდა. პოლიციის თანამშრომლებმა იმავე დღეს დაკითხეს.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 04.03.2019 წ.

 

2.7. 2018 წლის 11 თებერვალს შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა ცნობებს იმის შესახებ, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები იყვნენ ა-–---------- ს-----ს ძე ა-–--–--- და ლ---- გ---ს ძე გ---------.

 

იხ. ტომი 1. ს.ფ. 84,115.

 

2.8. 2018 წლის 11 თებერვალს ა-–---------- ა-–--–---მ უარი განაცხადა გამოკითხვასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე.

 

იხ. ტომი 1. ს.ფ. 138-140.

 

2.9. 2018 წლის 11 თებერვალს, 20:20-22:00 საათის დროის შუალედში, ლ---- გ---------მ გამოკითხვისას, ყაჩაღურ თავდასხმაში მისი და ა-–---------- ა-–--–---ს მონაწილეობის შესახებ, გამოძიებას მისცა აღიარებითი ჩვენება. იგი დააკავეს 2018 წლის 11 თებერვალს 20:20 საათზე, ხოლო ა-–---------- ა-–--–--- დააკავეს ამავე დღეს 23:00 საათზე.

 

იხ. ტომი 1. ს.ფ. 141-154.

 

2.10. 2018 წლის 12 თებერვალს ლ---- გ---------მ თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და ამავე დღეს, 01:30-03:30 საათის დროის შუალედში, შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს დეტექტივ-გამომძიებელ ე-–----- ძ---------ს მიერ, უფროსი ექსპერტის ლ--–- მ----ს, შპს „ჯ-----------ს“ მენეჯერ უ-- ჯ----------ს და უბნის ინსპექტორების უ--- ძ------ს და ა---------– ტ---------- მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლითაც დგინდება შემდეგი გარემოებები:

2018 წლის 12 თებერვალს, შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში გამომძიებლის მიერ წაკითხულ იქნა ლ---- გ---------ს მიერ 2018 წლის 11 თებერვალს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რის შემდეგაც ლ---- გ---------ს მიეცა წინადადება დაედასტურებინა გამოძიებისათვის მის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რაზედაც მან თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ ჩასხდნენ „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანაში და ლ---- გ---------ს მითითებით რ---------–-ს რ---–-ს და ს--------–--ს ქუჩის გავლით წავიდნენ ჭ--------- ქუჩაზე, სადაც გადაუხვიეს ქ. ფოთში, ყ-------სა და ქ------–----ს ქუჩების კვეთასთან კერძოდ: „ჯვართან“, სადაც ლ---- გ---------მ განმარტა, რომ 2018 წლის 03 თებერვალს შუადღის საათებში შეხვდა ა-–---------- ა-–--–---ს, რომელსაც შესთავაზა ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის „ლ-------–-ს“ დაყაჩაღება, რაზედაც ა-–---------- ა-–--–--- დათანხმდა. ლ---- გ---------ს განმარტებით, მან შესთავაზა ა-–---------- ა-–--–---ს ეშოვა სათამაშო პისტოლეტი და კუთხსახეხი (ბარგალკა), რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ზემოაღნიშნული ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორები თანხას რკინის სეიფში ინახავდნენ. 2018 წლის 04 თებერვალს 02:00 საათზე, გვიან ღამით, ერთმანეთს შეთანხმებისამებრ შეხვდნენ ქ. ფოთში ყ-------სა და ქ------–----ს ქუჩების გადაკვეთასთან კერძოდ „ჯვართან“, სადაც ა-–---------- ა-–--–---ს მოტანილი ჰქონდა შავი ფერის პლასტმასის სათამაშო პისტოლეტი, წებოვანი ლენტი, პატარა ზომის შავი ფერის კუთხსახეხი ე. წ. ბარგალკა და თეთრი ფერის ელსადენი, რომელიც ლ---- გ---------ს განმარტებით, მან მოათავსა მის მიერ წამოღებულ თეთრ ტომარაში. ასევე ა-–---------- ა-–--–---ს მისთვის თან ჰქონდა შავი ფერის ნიღაბი და წითელ-შავ ფერებში გაწყობილი ხელთათმანები, ხოლო მისი განმარტებით, მას თავისთვის ჰქონდა თეთრი ფერის რეზინის ხელთათმანი და შავი ფერის ნიღაბი. ამის შემდეგ ლ---- გ---------მ მიუთითა, თუ როგორ გაემართნენ ფეხით ყ-------ს ქუჩიდან შ--- ზ----ს ქუჩისკენ, საიდანაც გადაუხვიეს მ-------–---ს ქუჩაზე, შემდეგ გადაკვეთეს ა-----ს ქუჩა და ა-----ს ქუჩიდან გავიდნენ ს--------–--ს ქუჩაზე, სადაც გაიარეს ბ------ კ------ს ქუჩა და გადავიდნენ ე-–----ს ქუჩაზე, სადაც გადაუხვიეს მარცხნივ დაუსახლებელ ადგილას, კერძოდ: რკინიგზის ლიანდაგთან და გაემართნენ ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–-სკენ“, სადაც შევიდნენ უკანა მხრიდან და თავზე დაიხურეს ნიღბები. ლ---- გ---------მ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიუთითა საოპერატორო ოთახზე, სადაც შევიდნენ და ხელის მითითებით აჩვენა სკამი, სადაც იჯდა ერთი ოპერატორი, ხოლო მეორე ოპერატორი წამოწოლილი იყო დივანზე. ლ---- გ---------მ განმარტა, რომ საოპერატორო ოთახში პისტოლეტი ხელში ეჭირა ა-–---------- ა-–--–---ს, ხოლო კუთხსახეხი და დამაგრძელებელი ელექტროსადენი მას ედო ტომარაში. განმარტა, რომ შესვლისთანავე ა-–---------- ა-–--–---მ ოპერატორს მიუშვირა პისტოლეტი და უთხრა არ განძრეულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ერთ-ერთ ოპერატორს ა-–---------- ა-–--–---მ ჰკითხა, თუ სად იყო შუქის ჩამრთველი, რაზედაც ოპერატორმა მიუთითა, შემოსასვლელი კარის მარცხენა მხარეს კედლისკენ, სადაც მივიდა ა-–---------- ა-–--–--- და გამორთო შუქი. ლ---- გ---------მ განმარტა, რომ ოპერატორს მოსთხოვა ქურთუკის გახდა, რომელიც მან გაიხადა და გადასცა, ამის შემდეგ წებოვანი ლენტით შეუკრა ხელები ერთ-ერთ ოპერატორს, ხოლო მეორე ოპერატორს ა-–---------- ა-–--–---მ შეუკრა ხელები. ლ---- გ---------მ განაცხადა, რომ ტომრიდან ამოიღო შავი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხი და დამაგრძელებელი ელექტროსადენი შეაერთა იქვე რკინის სეიფთან ახლოს მდებარე როზეტზე და აღნიშნული კუთხსახეხით საოპერატორო ოთახში მდგარი რკინის სეიფის ზედა ნაწილი ამოჭრა, რაც გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, მიუთითა იქვე მდგარ სეიფზე, საიდანაც მან და ა-–---------- ა-–--–---მ ამოიღეს ფულადი თანხა, ჩადეს მათ მიერ მოტანილ თეთრი ფერის ტომარაში, ასევე ტომარაში ჩადეს მათ მიერ მოტანილი შავი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხი ე.წ. ბარგალკა და თეთრი ფერის ელექტრო დამაგრძელებელი. საოპერატორო ოთახიდან გასვლის დროს, ლ---- გ---------მ განმარტა, რომ ა-–---------- ა-–--–---მ ერთ-ერთ ოპერატორს ჯიბიდან ამოუღო ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც დაემუქრნენ მათ, რომ ხმა არ ამოეღოთ, თორემ დახოცავდნენ. ლ---- გ---------მ ხელის დემონსტრირებით მიუთითა „ლ-------–-ს“ მარჯვენა მხარეს, საიდანაც რკინიგზის ლიანდაგების გავლით გაიქცნენ ე-–----ს ქუჩისკენ და ზემოაღნიშნული ქუჩების კვეთასთან, კერძოდ: „ჯვართან“, სადაც გაჩერდნენ და ყაჩაღური გზით გატაცებული ფულადი თანხა დათვალეს, რომელიც შედგებოდა 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურებისაგან და საერთო ჯამში გამოვიდა 22 600 ლარი. აქედან ა-–---------- ა-–--–---მ მისცა მას მხოლოდ 5000 ლარი, ხოლო 17 600 ლარი თვითონ დაიტოვა. ამის შემდეგ ლ---- გ---------მ განაცხადა, რომ სახეზე აფარებული შავი ფერის ნიღაბი ჩაიდო სამხედრო ქურთუკში და სახლში წავიდა, ხოლო ა-–---------- ა-–--–---მ წაიღო თეთრი ფერის ტომარა, რომელშიც მოთავსებული იყო პატარა ზომის შავი ფერის კორპუსის მქონე ბარგალკა, თეთრი ფერის დამაგრძელებელი და მათ მიერ ყაჩაღური გზით გატაცებული ნაწილი თანხა 17 600 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ ლ---- გ---------ს მითითებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა ლ---- გ---------ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ფოთი, ჭ--------- პ------–------ N3--ში, სადაც ლ---- გ---------მ მიუთითა, მეორე სართულზე მისაღებ ოთახში მდგარ შეშის ღუმელზე, სადაც მისი განმარტებით დაწვა შავი ფერის სპორტული შარვალი, მარცხენა ტოტზე წინა მხარეს თეთრი ფერის ზოლებში გაწყობილი სამხედრო ზედა, შავი ფერის ნიღაბი, შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი და რეზინის თეთრი ფერის ხელთათმანი. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამით ხელოვნური განათების პირობებში, რომლის მიმდინარეობა დასურათებულია ექსპერტის მიერ.

ოქმს ერთვის ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტოფირი.

 

იხ. ტომი 1. ს.ფ.164-187.

 

2.11. მოწმეებმა ხ---- შ--------მ და რ---- ყ--–-----მ განმარტეს, რომ მუშაობენ შსს ქ. ფ-----ს დ-–--- პ---–-–--- სამსახურის ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორებად ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი მორიგეობის გრაფიკით. 2018 წლის 3 თებერვალს ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. 2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 02:57 საათზე ქ. ფოთი, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–-დან" შევიდა განგაშის სიგნალი და დაახლოებით 4 წუთში გამოცხადნენ გამოძახების ადგილას. მისვლისთანავე ადგილზე დაგხვდათ ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–-ს" თანამშრომელი ბ------ კ------- და დ------ შ--------, რომლებმაც აუხსნეს, რომ ორმა ნიღბიანმა მამაკაცმა დააყაჩაღა „ლ-------–-ს“ ავტოგასამართ სადგურის საოპერატორო ოთახი. ერთ-ერთი მამაკაცი შეიარღებული იყო პისტოლეტით, ბარგალკის გამოყენებით ამოჭრეს საოპერატორო ოთახში მდგარი რკინის სეიფის ზედა ნაწილი და წაიღეს ნავაჭრი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა მათთვის უცნობი იყო. მათი განმარტებით, ორივე ბოროტმოქმედი გაქცეულა ბენზინგასამართ სადგურ ,,ლ-------–-ს" უკანა მხარეს ღია დაუსახლებელი ტერიტორიის მიმართულებით. აღნიშნულ ფაქტზე შეატყობინეს შსს ქ. ფ-----ს დ-–--- ოპერატორს და ითხოვეს კრიმინალური პოლიციის გამოძახება. რამოდენიმე წუთის შემდეგ მოვიდა შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს თანამშრომლები. მათი მოსვლის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთში დატოვეს ტერიტორია.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 09.07.2018 წ.

 

2.12. მოწმე დ----- ხ-----–---მ განმარტა, რომ 2013 წლიდან მუშაობს ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ შპს "ჯ-----------ში" ,,ლ-------–ში“ ოპერატორის თანამდებობაზე. მორიგეობა უწევს ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი გრაფიკით. მასთან ერთად ცვლაში მორიგეობს მეორე ოპერატორი შ----- მ-------. 2018 წლის 03 თებერვალს 10:00 საათზე დაასრულა მუშაობა და სმენა ჩააბარეს სხვა ოპერატორებს დ------ შ--------ს და ბ------ კ-------ს. 2018 წლის 05 თებერვალს, დილის 09:00 საათზე გამოცხადდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომელმა ვ-–-------- ქ-----მ და ა------ პ---–----- უთხრეს, რომ 2018 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 02:40 საათზე ბ------ კ------- და დ------ შ-------- ორმა ბოროტმოქმედმა დააყაჩაღეს. როგორც თანამშრომლებისაგან გაიგო ერთ-ერთი შეიარაღებული ყოფილა პისტოლეტით და მათ საოპერატორო ოთახში მდგარი რკინის სეიფის ზედა ნაწილი ამოუჭრიათ ელექტრო ხერხით და წაუღიათ ფულადი თანხა, თუ რა რაოდენობის თანხა იყო მისთვის უცნობია.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 11.07.2018 წ.

 

2.13. მოწმე ა------ პ---–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის აგვისტოს თვიდან მუშაობს ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–ში“ ოპერატორის თანამდებობაზე. მორიგეობა უწევს ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი გრაფიკით და მასთან ერთად ცვლაში მორიგეობს მეორე ოპერატორი ვ-–-------- ქ-----. 2018 წლის 04 თებერვალს დილის 09:45 საათზე გამოცხადდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომელმა დ------ შ--------მ უთხრა, რომ 2018 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 02:40 საათზე ის და მასთან მყოფი ბ------ კ------- ორმა ბოროტმოქმედმა დააყაჩაღეს „ლ-------–-ს“ ავტოგასამართ სადგურში. როგორც თანამშრომლებისაგან გაიგო, ერთ-ერთი შეიარაღებული ყოფილა პისტოლეტით და საოპერატორო ოთახში მდგარი რკინის სეიფის ზედა ნაწილი ამოუჭრიათ ელექტრო ხერხით ე.წ. ბალგარკით“ და წაუღიათ ფულადი თანხა დაახლოებით 31 000 ლარამდე.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 11.07.2018 წ.

 

2.14. მოწმე ვ-–-------- ქ-----მ განმარტა, რომ 2016 წლიდან მუშაობს ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–ში“ ოპერატორის პოზიციაზე. მორიგეობა უწევს ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი გრაფიკით. მასთან ერთად ცვლაში მორიგეობს მეორე ოპერატორი ა------ პ---–----. 2018 წლის 04 თებერვალს დილის 09:45 საათზე გამოცხადდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომელმა დ------ შ--------მ უთხრა, რომ 2018 წლის 04 თებერვალს დაახლოებით 02:40 საათზე, ის და მასთან მყოფი ბ------ კ------- ორმა ბოროტმოქმედმა დააყაჩაღა „ლ-------–-ს“ ავტოგასამართ სადგურში. როგორც თანამშრომლებისაგან გაიგო, ერთ-ერთი შეიარღებული ყოფილა პისტოლეტით და საოპერატორო ოთახში მდგარი რკინის სეიფის ზედა ნაწილი ამოუჭრიათ ელექტრო ხერხით, ე.წ. "ბალგარკით“ და წაუღიათ ფულადი თანხა დაახლოებით 31 000 ლარამდე.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 12.12.2018 წ.

 

2.15. მოწმე ე-–----- ძ--------მა განმარტა, რომ მუშაობს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 12 თებერვალს მიიღო ინფორმაცია ქ. ფოთი, ხ----ს გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–ზე“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, რაზედაც დაიწყო გამოძიება. მის მიერ ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს ინსპექტორ-გამომძიებლებთან, ექსპერტებთან ლ---- ბ---–--სთან და ლ--–- მ----სთან ერთად, ძაღლის მონაწილეობის გარეშე, 2018 წლის 04 თებერვალს მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც დეტალურად აღწერეს და მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოგადაღება. ექსპერტებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საოპერატორო ოთახიდან ამოიღეს - შესასვლელი მეტალოპლასტმასის კარის გარეთა და შიგნითა სახელურების ზედაპირებიდან ანაწმენდები ბიოლოგიური ჩხირების საშუალებით, რომლებიც დაილუქა, დაჭმუჭნილი წებოვანი ლენტი ე.წ. სკოჩი ორი ცალი, რომელიც ასევე დაილუქა, საოპერატორო ოთახის შესასვლელიდან მარჯვნივ, კედლის ქვედა მხარეს დამონტაჟებული ჩამრთველის პლასტმასის კორპუსი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და ორი ცალი შავ და წითელ ფერებში გაწყობილი ნაჭრის ქურთუკი ინგლისური ენოვანი წარწერით ,,L-----”, რომელიც მოთავსდა ცალ-ცალკე სპეციალურ პაკეტებში, ასევე კინოლოგის მიერ ამოღებულ იქნა სუნის ნიმუშები აქტივიზირებული ნახშირის საშუალებით, რომელიც დაილუქა ოთხ ცალ სპეციალურ ქილებში. გამომძიებლის ხელმძღვანელობით ჩატარდა ა-–---------- ა-–--–---ს მამის - ს----- ა-–--–---ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ბარგალკა. ამის შემდეგ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების დროს მოწმის სახით დაკითხეს ლ---- გ---------, რომელმაც აღიარა მის მიერ ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–ზე“ ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმა და დაასახელა ყაჩაღურ თავდასხმაში მასთან ერთად მყოფი პირი - ა-–---------- ა-–--–---. ლ---- გ---------მ ასევე დეტალურად აღწერა, მათი შეთანხმების და ყაჩაღობამდე განხორციელებული მიმდინარეობა, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს ეზოდან და ლ---- გ---------ს მითითებით გაიარეს ყველა ქუჩა, რომელსაც ის ასახელებდა. ასევე ლ---- გ---------მ მის საცხოვრებელ სახლში მიუთითა ღუმელზე, სადაც დაწვა ტანსაცმელი, რომელიც ყაჩაღობის დროს ეცვა. ამის შემდეგ მოხდა ლ---- გ---------ს ბრალდებულის სახით დაკავება, დაინიშნა ექსპერტიზა, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და საგამოძიებო ექსპერიმენტი, რაზედაც ლ---- გ---------მ თანხმობა განაცხადა და შემდეგ წარედგინა ბრალი. გამომძიებელმა ე-–----- ძ--------მა განმარტა, რომ ლ---- გ---------მ უარი განაცხადა ადვოკატის დაცვაზე, დროებითი მოთავსების იზოლატორში მასთან შევიდა ადვოკატი ნ-------- ტ--------ა, რომლის დაცვაზეც უარი განაცხადა და ამის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 17.04.2018 წ.

 

2.16. მოწმე უ--- ძ------მ განმარტა, რომ მუშაობს შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს ნ------ს პ---–-–--- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. ფოთში, ხ----ს გზატკეცილზე მდებარე შპს ,,ჯ------------ს" ,,ლ-------–-ს" ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ---- გ---------სთან ერთად 2018 წლის 12 თებერვალს მონაწილეობა მიიღო მის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს დეტექტივ-გამომძიებელ ე-–----- ძ---------ს მიერ, ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს შენობაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეების, კერძოდ: ბრალდებულ ლ---- გ---------ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა---------– ტ----------, ექსპერტის ლ--–- მ----ს და მისი თანდასწრებით ხმამაღლა წაიკითხეს ლ---- გ---------ს ჩვენება და შესთავაზეს მას მოქმედების დემონსტრირებით დაედასტურებინა მის მიერ 2018 წლის 11 თებერვალს გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, რაზედაც ლ---- გ---------მ განაცხადა თანხმობა. ამის შემდეგ ლ---- გ---------ს მითითებით წავიდნენ რ---------–-ს რ---–-ს და ს--------–--ს ქუჩის გავლით ჭ--------- ქუჩაზე, სადაც გადაუხვიეს ქ. ფოთში, ყ-------სა და ქ------–----ს ქუჩების კვეთასთან, კერძოდ: ,,ჯვართან“, სადაც ლ---- გ---------მ განმარტა, რომ 2018 წლის 03 თებერვალს შუადღეს შეხვდა ა-–---------- ა-–--–---ს, რომელსაც შესთავაზა ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურ ,,ლ-------–-ს“ დაყაჩაღება და სთხოვა ეშოვა სათამაშო პისტოლეტი და კუთხსახეხი ე.წ. ბარგალკა. ამის შემდეგ ლ---- გ---------მ ხელით მიუთითა, თუ როგორ გაემართნენ ფეხით ყ-------ს ქუჩიდან შ--- ზ----ს ქუჩისკენ, საიდანაც გადაუხვიეს მ-------–---ს ქუჩაზე, შემდეგ გადაკვეთეს ა-----ს ქუჩა და ა-----ს ქუჩიდან გავიდნენ ს--------–--ს ქუჩაზე, საიდანაც შევიდნენ ბ------ კ------ს ქუჩისკენ და გადავიდნენ ე-–----ს ქუჩაზე, სადაც გადაუხვიეს მარცხნივ დაუსახლებელ ადგილას, კერძოდ: რკინიგზის ლიანდაგთან და ორივე ერთად, ფეხით გაემართნენ ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ლ-------–-სკენ“, სადაც უკანა მხრიდან მივიდნენ, თავზე წამოიცვეს ნიღბები. ამის შემდეგ ლ---- გ---------მ ხელით მიუთითა ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურ ,,ლ-------–-ს“ ოპერატორების ოთახი, სადაც შევიდნენ და ხელის დემონსტრირებით აჩვენა სკამი, სადაც იჯდა ერთი ოპერატორი, ხოლო მეორე ოპერატორი წამოწოლილი იყო დივანზე. ასევე ლ---- გ---------მ განმარტა, რომ საოპერატორო ოთახში პისტოლეტი ეკავა ა-–---------- ა-–--–---ს, ხოლო მას კუთხსახეხი და დამაგრძელებელი ედო ზემოაღნიშნულ ტომარაში. ლ---- გ---------მ ხელის დემონსტრირებით მიუთითა ,,ლ-------–-ს“ მარჯვენა მხარეს, საიდანაც რკინიგზის ლიანდაგების გავლით გაიქცნენ ე-–----ს ქუჩისკენ და მივიდნენ ყ-------სა და ქ------–----ს ქუჩის კვეთასთან ,,ჯვართან“, სადაც გაჩერდნენ და ყაჩაღური გზით გატაცებული ფულადი თანხა დათვალეს. ამის შემდეგ ლ---- გ---------ს მითითებით, მივიდნენ ქ .ფოთი, ჭ--------- პ------–------ N3--ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, სადაც ლ---- გ---------მ მათ მიუთითა მეორე სართულის მისაღებ ოთახში მდგარი შეშის ღუმელზე, სადაც დაწვა ყაჩაღობის დროს ტანთცმული შავი ფერის სპორტული შარვალი, სამხედრო ზედა, შავი ფერის ნიღაბი, შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი და რეზინის თეთრი ფერის ხელთათმანი. მოწმე უ--- ძ------მ აღნიშნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა ექსპერტმა ასახა ფოტოგადაღებით.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 01.10.2018 წ.

 

2.17. მოწმე ა---------– ტ---------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს ნ------ს პ---–-–--- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 თებერვალს მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ ე------ კ--–------ს მიერ ქ. ფოთში, მ-------–---ს ქუჩა N3--28-ში ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. გამომძიებელმა ჩხრეკის დაწყებამდე ა-–---------- ა-–--–---ს მამას ს----- ა-–--–---ს განუმარტა ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–-ს" ოპერატორებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ს----- ა-–--–---მ თანხმობა განაცხადა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ჩატარებაზე. ჩხრეკის შედეგად ბინის საძინებელ ოთახში მდგარი კარადის ზედაპირიდან ამოიღეს მამაკაცის შავი ფერის ნაქსოვი სვიტერი და სს „მ---- კ--------–-ს" ორი ცალი სალაროს შემოსავლის ორდერი და ერთი ცალი „ლ------ ჯ-ს" შემოსავლის ორდერი, ასევე მისაღებ ოთახში მდგარი დივნის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი წყვილი ნაჭრის ხელთათმანი, რომელიც ქვედა მხარეს არის შავი ფერის, ხოლო ზედა მხარეს წითელი ფერის, ხოლო საძინებელი ოთახის აივნიდან ამოიღეს მამაკაცის შავი ფერის ორი ცალი სპორტული ფეხსაცმელი, მათ შორის ერთ ცალი ნაჭრის, ხოლო მეორე ტყავის. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთ წყვილი ხელთათმანი, სვიტერი და ორი წყვილი ფეხსაცმელი დალუქეს პოლიეთილენის პარკში. მოწმე ა---------– ტ--------ამ მონაწილეობა მიიღო 2018 წლის 11 თებერვალს გამომძიებელ ე------ კ--–------ს მიერ ქ. ფოთში, ჭ--------- პ------–------ N3--ში ჩატარებული ლ---- გ---------ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკაში. ლ---- გ---------მ თანხმობა განაცხადა საცხოვრებელი სახლისა და სათავსოს ჩხრეკის ჩატარებაზე. ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის წინა ნაწილში მდებარე ოთახში მდგარი სკივრიდან ამოიღეს მამაკაცის კაპიუშონიანი ჭრელი სამხედრო ქურთუკი, რომელიც მოათავსეს პოლიეთილენის პარკში და დალუქეს ადგილზე. ასევე 2018 წლის 11 თებერვალს მონაწილეობა მივიღე გამომძიებელ ე------ კ--–------ს მიერ ქ. ფოთში, მ-------–---ს ქუჩა N4--29-ში ჩატარებული ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. 2018 წლის 04 თებერვალს დღის საათებში მონაწილეობა მივიღე შსს ქ.ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- მ---–-----სთან და ექსპერტ-კრიმინალისტთან ლ--–- მ----სთან ერთად ქ. ფოთი, ხ----ს ქუჩაზე მდებარე „ლ-------–-ს" ბენზინგასამართი სადგურის უკანა ღია ტერიტორიის დათვალიერებაში. „ლ-------–-ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან ე-–----ს ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 200 მეტრში, ყოფილი ჰ-------------------ს ქარხნის ბეტონის ღობის უკან, რკინიგზის ლიანდაგის გვერდით, ღია ტერიტორიაზე, ეკალ-ბარდებში აღმოჩენილი ერთი წყვილი ნაჭრის რეზინნარევი ხელთათმანი, შავ და წითელ ფრებში, ნაჭრის შავი ფერის ქსოვილის ქუდი ე.წ. ნიღაბი, ერთი წყვილი თეთრი ფერის რეზინის თხელი ხელთათმანი, რომლებიც მოთავსდა სამ ცალ სპეციალურ პაკეტებში და დაილუქა. ასევე, მოწმემ 2018 წლის 12 თებერვალს ღამის საათებში მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 24.07.2018 წ.

 

2.18. ექსპერტ ლ--–- მ----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს------------ კ--------–----------ი მთავარი ს-----------–--ს ს--------–-- ზ-------------ს ს------------ კ--------–---------- სამსახურში უფროსს ექსპერტად. 2018 წლის 04 თებერვალს ქ. ფოთში, ხ----ს გზატკეცილი ,,ჰ--------------ს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ შპს ,,ჯ------------ს" (,,ლ-------–-") თანამშრომლების მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, ღამის საათებში მონაწილეობა მიიღო შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს დეტექტივ-გამომძიებელ ე-–----- ძ--------თან და კინოლოგ ლ---- ბ---–--სთან ერთად ბენზინგასამართ სადგურ შპს ,,ჯ------------ს" ,,ლ-------–-ს" დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საოპერატორო ოთახიდან ამოიღეს - შესასვლელი მეტალოპლასტმასის კარის გარეთა და შიგნითა სახელურების ზედაპირებიდან ანაწმენდები ბიოლოგიური ჩხირების საშუალებით, რომლებიც მოთავსდა ორ ცალ სპეციალურ პაკეტში, დაჭმუჭნილი წებოვანი ლენტი ე.წ. სკოჩი ორი ცალი, რომელიც მოთავსდა ერთ ცალ სპეციალურ პაკეტში, საოპერატორო ოთახის შესასვლელიდან მარჯვნივ, კედლის ქვედა მხარეს დამონტაჟებული ჩამრთველის პლასტმასის კორპუსი, რომელიც მოთავსდა ერთ სპეციალურ პაკეტში და ორი ცალი შავ და წითელ ფერებში გაწყობილი ნაჭრის ქურთუკი ინგლისურ ენოვანი წარწერით ,,L-----”, რომელიც მოთავსდა ცალ-ცალკე სპეციალურ პაკეტებში, ასევე კინოლოგმა ამოიღო სუნის ნიმუშები აქტივიზირებული ნახშირის საშუალებით, რომელიც დაილუქა ოთხ ცალ სპეციალურ ქილებში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ხელის კვლები აღმოჩენილი არ იქნა.

ასევე, 2018 წლის 04 თებერვალს დღის საათებში მონაწილეობა მიიღო შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- მ---–-----სთან და ა---------– ტ-------------- ერთად ქ. ფოთი, ხ----ს ქუჩაზე მდებარე „ლ-------–-ს" ბენზინგასამართი სადგურის უკანა ღია ტერიტორიის დათვალიერებაში. „ლ-------–-ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან ე-–----ს ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 200 მეტრში, ყოფილი ჰ-------------------ს ქარხნის ბეტონის ღობის უკან, რკინიგზის ლიანდაგის გვერდით, ღია ტერიტორიაზე, ეკალ-ბარდებიდან ამოიღეს ერთი წყვილი ნაჭრის რეზინნარევი ხელთათმანი, შავ და წითელ ფერებში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში, ნაჭრის შავი ფერის ქსოვილის ქუდი, ე.წ. ნიღაბი, რომელიც მოთავსდა პაკეტში და ერთი წყვილი რეზინის თხელი ხელთათმანი, თეთრი ფერის, რომელიც მოთავსდა პაკეტში.

2018 წლის 04 თებერვალს მონაწილეობა მიიღო ბენზინგასამართ სადგურ შპს ,,ჯ------------ს" ,,ლ-------–-ს" საოპერატორო ოთახის დამატებით დათვალიერებაში, რა დროსაც რკინის კარადაში, ე.წ. სეიფში პირველ ზედა თაროზე აღმოჩნდა ორი ცალი მინის ნამსხვრევი მცირე ზომის, რომელიც ამოიღეს და დალუქეს სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში, ასევე რკინის სეიფის გარეთა ზედაპირიდან, კერძოდ: წინა მარჯვენა და მარცხენა ზედაპირებიდან ამოიღეს საღებავების ანაფხეკები, რომელიც მოთავსდა ერთ ცალ სპეციალურ პაკეტში, რკინის კარადის ე.წ. სეიფის შიგნითა ძირის ზედაპირიდან აიღეს მიკრონაწილაკები, სამ ცალ წებოვან ფირზე, რომელიც მოთავსდა ერთ ცალ სპეციალურ პაკეტში.

2018 წლის 12 თებერვალს, ღამის საათებში, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც ლ---- გ---------ს მითითებით რ---------–-ს რ---–-ს და ს--------–--ს ქუჩის გავლით გავიდნენ ჭ--------- ქუჩაზე, სადაც გადაუხვიეს ქ. ფოთში, ყ-------სა და ქ------–----ს ქუჩების კვეთასთან ,,ჯვართან“, სადაც ლ---- გ---------მ მიუთითა შეხვედრის ადგილი და განმარტა, რომ 2018 წლის 03 თებერვალს შუადღეს შეხვდა ა-–---------- ა-–--–---ს, რომელსაც შესთავაზა ქ.ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურ ,,ლ-------–-ს“ დაყაჩაღება და სთხოვა ეშოვა სათამაშო პისტოლეტი და კუთხსახეხი (ბარგალკა). ამის შემდეგ ლ---- გ---------მ ხელით მიუთითა, თუ როგორ გაემართნენ ფეხით ყ-------ს ქუჩიდან შ--- ზ----ს ქუჩისკენ, საიდანაც გადაუხვიეს მ-------–---ს ქუჩაზე, შემდეგ გადაკვეთეს ა-----ს ქუჩა და ა-----ს ქუჩიდან გავიდნენ ს--------–--ს ქუჩაზე, საიდანაც შევიდნენ ბ------ კ------ს ქუჩისკენ და გადავიდნენ ე-–----ს ქუჩაზე, სადაც გადაუხვიეს მარცხნივ დაუსახლებელ ადგილას, კერძოდ, რკინიგზის ლიანდაგთან და ორივე ერთად ფეხით გაემართეს ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ლ-------–-სკენ“, სადაც უკანა მხრიდან მივიდნენ, თავზე წამოიცვეს ნიღბები. ამის შემდეგ ლ---- გ---------მ ხელით მიუთითა ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურ ,,ლ-------–-ს“ ოპერატორების ოთახი, სადაც შევიდნენ და განმარტა, რომ საოპერატორო ოთახში პისტოლეტი ეკავა ა-–---------- ა-–--–---ს, ხოლო მას კუთხსახეხი და დამაგრძელებელი ედო ტომარაში. ასევე ხელით მიუთითა საოპერატორო ოთახის შემოსასვლელი კარის მარჯვენა მხარეს კედლისკენ და განმარტა, რომ ა-–---------- ა-–--–---მ გამორთო შუქის ჩამრთველი. ამის შემდეგ ლ---- გ---------მ აღწერა, თუ როგორ შეუკრეს წებოვანი ლენტით ხელები ორივე ოპერატორს და განაცხადა, რომ ტომრიდან ამოიღო შავი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხი და დამაგრძელებელი და სეიფის ზედა ნაწილი ამოჭრა, საიდანაც მან და ა-–---------- ა-–--–---მ ამოიღეს ფულადი თანხა და ჩადეს მათ მიერ მოტანილ თეთრი ფერის ტომარაში. ლ---- გ---------მ ხელის დემონსტრირებით მიუთითა ,,ლ-------–-ს“ მარჯვენა მხარეს, საიდანაც რკინიგზის ლიანდაგების გავლით გაიქცნენ ე-–----ს ქუჩისკენ და ზემოაღნიშნული ქუჩების გავლით მივიდნენ ყ-------სა და ქ------–----ს ქუჩის კვეთასთან ,,ჯვართან“, სადაც გაჩერდნენ და ყაჩაღური გზით გატაცებული ფულადი თანხა დათვალეს, რომელიც შედგებოდა 22 600 ლარისაგან, აქედან, ა-–---------- ა-–--–---მ მას მისცა მას მხოლოდ 5000 ლარი, ხოლო დანარჩენი 17 600 ლარი თვითონ დაიტოვა. ამის შემდეგ ლ---- გ---------ს მითითებით მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ფოთი, ჭ--------- პ------–------ N3--ში, სადაც უჩვენა მეორე სართულის მისაღებ ოთახში მდგარი შეშის ღუმელი, სადაც დაწვა ყაჩაღობის დროს ტანთცმული შავი ფერის სპორტული შარვალი, სამხედრო ზედა, შავი ფერის ნიღაბი, შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი და რეზინის თეთრი ფერის ხელთათმანი. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დაასრულეს, რომლის მსვლელობა ფოტოგრაფირებულ იქნა მათ მიერ. იმავე ღამით ლ---- გ---------საგან მისი თანხმობის საფუძველზე შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს ადმინისტრაციულ შენობაში ექსპერტ ლ--–- მ----ს მიერ ბამბის ჩხირების საშუალებით, პირის ღრუდან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსებულ და დალუქულ იქნა პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტში, ასევე 2018 წლის 13 თებერვალს ბრალდებულ ა-–---------- ა-–--–---საგან მისი თანხმობის საფუძველზე, შსს ს-----ს დროებით მოთავსების იზოლატორის შენობაში ექსპერტ ლ--–- მ----ს მიერ ბამბის ჩხირების საშუალებით, პირის ღრუდან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა და დაილუქა პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტში.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 01.10.2018 წ.

 

2.19. მოწმე უ-- ჯ----------მ განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,ჯ------------ს“ ავტოგასამართ სადგურის „ლ-------–-ის" მენეჯერის თანამდებობაზე, რომელიც მდებარეობს ქ. ფოთი, ხ----ს ქუჩა ,,ჰ--------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მუშაობა უწევს ყოველ დღიურად დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ავტოგასამართ სადგურ ,,ლ-------–ში“ დასაქმებულია ექვსი თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ სმენით რეჟიმში, ყოველ მესამე დღეს, 24 საათიანი გრაფიკით. 2018 წლის 03 თებერვალს მუშაობდა 18:00 საათამდე, დაასრულა მუშაობა და სამსახურში დატოვა ორი ოპერატორი ბ------ კ------- და დ------ შ--------. 2018 წლის 04 თებერვალს 03:15 საათზე, დაუკავშირდა ოპერატორი ბ------ კ-------, რომელმაც აცნობა, ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით და უთხრა, რომ სეიფიდან წაღებული იყო ნავაჭრი ფული. მოწმე უ-- ჯ---------- სასწრაფოდ მივიდა ,,ლ-------–ში“, სადაც დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები და ,,ლ-------–-ს" ოპერატორები. როგორც თანამშრომლებმა განუმარტეს, ღამის 00:10 საათზე, ერთ-ერთი ოპერატორი დ------ შ-------- წავიდა საოპერატორო ოთახში დასაძინებლად, ხოლო ბ------ კ------- იმყოფებოდა გარეთ სამუშაოს შესასრულებლად. დაახლოებით 02:40 საათზე, ვინაიდან ავტოგასამართ სადგურზე ავტომანქანები არ შემოდიოდა, ბ------ კ------- შევიდა ოპერატორების სამუშაო ოთახში და დაჯდა შესასვლელ კართან მდგარ მაგიდასთან, ხოლო დ----- შ-------- იმავე ოთახში წამოწოლილი იყო დივანზე და ეძინა. მოულოდნელად თავს დაესხათ ორი შენიღბული პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთს ხელში ეკავა პისტოლეტი და იარაღის მუქარით მოსთხოვეს ოპერატორებს ფული, ისინი ეუბნებოდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ნიღბიანმა მამაკაცმა ბ------ კ-------ს ჰკითხა, თუ სად იყო შუქის ჩამრთველი, რაზეც მან მიუთითა და მაშინათვე ჩააქრეს შუქი. მაღალმა ნიღბიანმა მამაკაცმა ე.წ. სკოჩით შეუკრა ხელი დ----- შ--------ს და თუ ხმას ამოიღებდა, დაემუქრა მოკვლით. ამის შემდეგ, საშუალო სიმაღლის ნიღბიანმა მამაკაცმა საოპერატორო ოთახის მაგიდასთან იატაკზე დადო მის ხელთ არსებული ტომარა და ბ------ კ-------ს უთხრა, სასწრაფოდ გაეხადა ქურთუკი და მიეცა მისთვის ისე, რომ ხელი ჯიბისაკენ არ წაეღო, რადგან არ მოეხერხებია განგაშის ღილაკზე ხელის დადება. ბ------ კ-------ს შეეშინდა და მაშინვე გაიხადა სამსახურეობრივი ქურთუკი და მიაწოდა. ბ------ კ-------საც შეუკრეს ხელები წებოვანი ლენტით და დასვეს დივანზე. შემდეგ საშუალო სიმაღლის მამაკაცმა ტომრიდან ამოიღო ელექტრო საჭრელი ე.წ. „ბალგარკა“, რომელიც შეაერთა ოთახის უკანა ნაწილში, სეიფის მოპირდაპირე მხარეს არსებულ ელექტრო ჩამრთველში და დაიწყო სეიფის ზედა ნაწილის ამოჭრა, რაც გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ სეიფიდან ორივე ნიღბიანმა მამაკაცმა ერთად ამოიღეს ნავაჭრი ფულადი თანხა, ე.წ. ბალგარკა ჩადეს ისევ ტომარაში და დაემუქრნენ ოპერატორებს, რომ ხმა არ ამოეღოთ, თორემ დახოცავდნენ. ასევე, ერთ-ერთმა ნიღბიანმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით, ბ------ კ-------ს ჯიბიდან ამოუღო ფული დაახლოებით 200 ლარამდე, რის შემდეგ მამაკაცები გაიქცნენ ბენზინგასამართ სადგურ ,,ლ-------–-ს“ უკანა მხარეს ღია დაუსახლებელი ტერიტორიის მიმართულებით, სადაც გადის სარკინიგზო ლიანდაგი. ამის შემდეგ, ოპერატორებმა - დ------ შ--------მ და ბ------ კ-------მ მოახერხეს ხელების გათავისუფლება და დაცვის სიგნალიზაციის ღილაკის მეშვეობით ბ------ კ-------მ მოითხოვა დახმარება. მოწმე უ-- ჯ----------მ განმარტა, რომ საგანგაშე ღილაკის დაჭერისას განგაში ფიქსირდება დაცვის პოლიციაში, რომლებიც მოდიან რამდენიმე წუთში. ავტოგასამართი სადგური აღჭურვილია ვიდეოჩამწერი კამერებით, რომელიც მიმართულია ავტოგასამართი სადგურის გარეთა პერიმეტრისკენ, ასევე საოპერატორო ოთახში დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ავტოგასამართ სადგურ „ლ-------–-ს“ მომუშავე თანამშრომელს შინაგანაწესით სამუშაო, ფულადი თანხა 150 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 150 ლარის ზემოთ ნამუშევარი თანხა უნდა მოათავსონ საოპერატორო ოთახში დამონტაჟებული რკინის სეიფში, რომელსაც ზედა მხარე სპეციალურად არის ამოჭრილი თანხის ჩასაგდებად. ორშაბათიდან პარასკევი დღის ჩათვლით ხდება ნავაჭრი ფულადი თანხის ინკასაცია, აქედან გამომდინარე ბოროტმოქმედების მიერ ავტოგასამართ სადგურ „ლ-------–-დან" ორი დღის ნავაჭრი ფულადი თანხა 31 480 ლარი იქნა წაღებული, რითაც კომპანიას მოადგა ქონებრივი ზიანი. იმავე ღამეს პოლიციის თანამშრომლების, კინოლოგის და ექსპერტ-კრიმინალის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი. დათვალიერების შედეგად კინოლოგმა აიღო სუნის ნიმუში, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტმა საოპერატორო ოთახის შესასვლელი კარის გარეთა და შიგნითა სახელურის ზედაპირებიდან ამოიღო ანაწმენდები, დაჭმუჭნული ორი წებოვანი ლენტი, ჩამრთველის პლასტმასის კორპუსი და ოპერატორების სამსახურებრივი ქურთუკი, რომლებიც დაილუქა. დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტმა სეიფში აღმოაჩინა ფულადი თანხა 50-100 ლარიანი კუპიურები, 2 300 ლარის ოდენობით, რომელიც მას გადასცეს. საოპერატორო ოთახში მდგარი სეიფის შიგნითა ზედაპირიდან ამოიღეს მინის პატარა ზომის ნამსხვრევები, მიკრონაწილაკები და სეიფის წინა მარჯვენა და მარცხენა ზედაპირებიდან ამოიღეს საღებავის ანაფხეკები, რომლებიც დალუქეს.

2018 წლის 12 თებერვალს ღამის საათებში ქ. ფოთი, ხ----ს გზატკეცილზე მდებარე შპს ,,ჯ------------ს" ,,ლ-------–-ს" ბენზინგასამართი სადგურში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, გამომძიებელმა აუხსნა, რომ 2018 წლის 04 თებერვალს ღამის საათებში შპს ,,ჯ------------ს" ,,ლ-------–-ს" ბენზინგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული ჰყავდათ პიროვნება და უნდა ჩაეტარებინათ დაკავებული პიროვნების მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენების დადასტურების მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტი. ბრალდებულმა ხელის დემონსტრირებით აღწერა ჩადენილი დანაშაულის მიმდინარეობა. ასევე მიუთითა რკინის სეიფთან ახლოს მდებარე როზეტზე, სადაც შავი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხი, დამაგრძელებელთან ერთად შეაერთა და აღნიშნული კუთხსახეხით საოპერატორო ოთახში მდგარი სეიფის ზედა ნაწილი ამოჭრა, საიდანაც მან და მასთან ერთად მყოფმა პიროვნებამ ამოიღეს ფულადი თანხა და ჩადეს მათ მიერ მოტანილ ტომარაში. მოწმემ განმარტა, რომ სეიფის გასაღები მხოლოდ მას აქვს და სეიფი დაკეტილი იყო, დაზიანებული სეიფი შეადუღა და რამდენიმე დღის შემდეგ ეს შედუღებული სეიფი გადასცა პოლიციის თანამშრომლებს, ხოლო მეორე დღეს შეიძინა ახალი სეიფი. ასევე გამოძიებას გადასცა განჩინების საფუძველზე ბენზინგასამართ სადგურის ოფისიდან გამოთხოვილი ამავე ოფისის ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერები.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 01.10.2018 წ.

 

2.20. მოწმე გ------- მ---–-----მ განმარტა, რომ მუშაობს შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 თებერვალს დღის საათებში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა---------– ტ-------------- და ექსპერტ-კრიმინალისტთან ლ--–- მ----სთან ერთად მონაწილეობდა ქ. ფოთი, ხ----ს ქუჩაზე მდებარე „ლ-------–-ს" ბენზინგასამართი სადგურის უკანა ღია ტერიტორიის დათვალიერებაში. „ლ-------–-ს“ ბენზინგასამართი სადგურიდან ე-–----ს ქუჩის მიმართულებით, დაახლოებით 200 მეტრში, ყოფილი ჰ-------------------ს ქარხნის ბეტონის ღობის უკან, რკინიგზის ლიანდაგის გვერდით, ღია ტერიტორიაზე, ეკალ-ბარდებში აღმოჩენილი ერთი წყვილი ნაჭრის რეზინნარევი ხელთათმანი, შავ და წითელ ფერებში, ნაჭრის შავი ფერის ქსოვილის ქუდი, ე.წ. ნიღაბი, ერთი წყვილი თეთრი ფერის რეზინის თხელი ხელთათმანი, რომლებიც მოთავსდა სამ ცალ სპეციალურ პაკეტებში და დაილუქა.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 10.12.2018 წ.

 

2.21. მოწმე ზ----- ე-–-------მ განმარტა, რომ მუშაობს შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 11 თებერვალს ჩაატარა ა------ მ---–----ს საცხოვრებელის სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკა, მდებარე სენაკის რაიონის, სოფელ ხ----–ში, საიდანაც ამოიღეს ფულადი თანხა, რომელიც ადგილზე დალუქეს და საგამოძიებო მოქმედებაში ყველა პირმა მოაწერა ხელი. ასევე განმარტა, რომ ა------ მ---–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სხვა ნივთი არ არის ამოღებული.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 24.10.2018 წ.

 

2.22. მოწმე ა-–--- შ-------ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 თებერვალს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–-ს" ოპერატორებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. 2018 წლის 11 თებერვალს მონაწილეობა მიიღო ქ. ფოთში, მ-------–---ს ქ.N3--28-ში მდებარე ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელ ბინის ჩხრეკის შედეგად ბინაში შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს მდებარე საძინებელ ოთახში მდგარი კარადის ზედა ნაწილიდან ამოიღეს შავი ფერის ნაქსოვი სვიტრი. მისაღებ ოთახში მდგარი დივანის ზედაპირიდან ამოიღეს ერთი წყვილი ნაჭრის ხელთათმანი, რომლის ქვედა ნაწილი არის შავი ფერის, ხოლო ზედა ნაწილი წითელი ფერის, ხოლო საძინებელი ოთახის აივნიდან ამოიღეს შავი ფერის ორი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, მათ შორის ერთ წყვილი იყო ნაჭრის, ხოლო მეორე წყვილი ტყავის. ამოღებული სვიტრი, ფეხსაცმლები და ხელთათმანი გამომძიებლის მიერ დაილუქა, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი. ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ ტანსაცმელზე, ფეხსაცმლებზე და სვიტრზე ს----- ა-–--–---მ განაცხადა, რომ ეკუთვნის მის შვილს ა-–---------- ა-–--–---ს. ასევე, მონაწილეობა მიიღო ქ. ფოთში, ჭ--------- პ------–------ N3--ში მდებარე ლ---- გ---------ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოში ჩატარებულ ჩხრეკაში. ლ---- გ---------ს მონაწილეობით ჩატარდა საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკა, რის შედეგად საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის წინა ნაწილში მდებარე ოთახში მდგარი სკივრიდან ამოიღეს მამაკაცის კაპიშონიანი ჭრელი სამხედრო ქურთუკი, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა---------– ტ-------------- და დეტექტივ-გამომძიებელ ე------ კ--–------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქ. ფოთში, მ-------–---ს ქუჩა N4--29-ში მდებარე ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. ჩხრეკის დასრულების შემდეგ წავიდა ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, სადაც მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე მეორე პირმა ლ---- გ---------მ მოწმის სახით გამოკითხვისას აღიარა, რომ ა-–---------- ა-–--–---სთან ერთად ჩაიდინა ყაჩაღური თავდასხმა. ამის შემდეგ ის მონაწილეობდა სენაკის რაიონის, სოფელ ხ----–ში მდებარე ა------ მ---–----ს საცხოვრებელის სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკაში საიდანაც ამოიღეს 13 ცალი 100 ლარიანი კუპიურა და 15 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, მოწმემ აღნიშნა, რომ ამ თანხის წარმომავლობა ოჯახის წევრებმა ვერ ახსნეს, სხვა ნივთი ა------ მ---–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს არ არის ამოღებული.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 20.08.2018 წ.

 

2.23. მოწმე მ-------- შ-----მ განმარტა, რომ მუშაობს შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 თებერვალს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ--–-- ზ---------სთან და კიდევ 2 მეზობელთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ ე-–----- ძ---------ს მიერ ქ. ფოთში, ა.ყ-------ს ქუჩა N53-ში ჩატარებული ა-–---------- ა-–--–---ს მამის, ს----- ა-–--–---ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკაში. ს----- ა-–--–---მ განაცხადა, რომ ორი ცალი - შავი და ყვითელი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხი ე.წ. ბარგალკა და ელექტრო დამაგრძელებელი კაბელი ინახებოდა მისი საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოში. ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ამოიღეს ყვითელი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხი, თეთრი ფერის ელექტრო დამაგრძელებელი კაბელი და შავი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხი.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 20.08.2018 წ.

 

2.24. მოწმე შ--–-- ზ---------მ განმარტა, რომ მუშაობს შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 თებერვალს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ-------- შ-----სთან ერთად მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ ე-–----- ძ---------ს მიერ ქ. ფოთში, ა.ყ-------ს ქუჩა N53-ში ჩატარებულ ა-–---------- ა-–--–---ს მამის - ს----- ა-–--–---ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკაში, საიდანაც ჩხრეკის შედეგად ამოიღეს შავი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხი ე.წ. ,,ბარგალკა“, ყვითელი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხი ე.წ. ,,ბარგალკა“ და თეთრი ფერის ელექტრო დამაგრძელებელი კაბელი.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 20.08.2018 წ.

 

2.25. მოწმე ლ--–- ნ-----–--–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. სისხლის სამართლის საქმეზე შპს "ჯ------------ს" „ლ-------–-ს“ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, 2018 წლის 11 თებერვალს მან გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხა გ---–----- ტ--------ა, ხოლო 2018 წლის 12 თებერვალს გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხა აღნიშნულ საქმეზე გამოკითხა ლ--- ხ---------. ასევე 2018 წლის წლის 12 თებერვალს მიმართა საქართველოს შსს ს--------–--ს ს-------------კ--------–---------- დეპარტამენტს ბრალდებულის სახით დაკავებული ა-–---------- ა-–--–---ს ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 10.12.2018 წ.

 

2.26. მოწმე გ------- ხ----–--მ განმარტა, რომ მუშაობს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 თებერვალს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–-ს“ ოპერატორებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. 2018 წლის 11 თებერვალს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა---------– ტ-------------- ერთად მონაწილეობა მიიღო დეტექტივ-გამომძიებელ ე------ კ--–------ს მიერ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ქ. ფოთში, მ-------–---ს ქ.N3--28-ში მდებარე ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რომელიც ა-–---------- ა-–--–---ს მამის ს----- ა-–--–---ს თანდასწრებით და თანხმობით ჩატარდა, რის შედეგად საძინებელ ოთახში მდგარი კარადის ზედა ნაწილიდან ამოიღეს შავი ფერის ნაქსოვი სვიტრი, ხელთათმანი, ფეხსაცმელი და ქვითრები. ასევე მონაწილეობა მიიღო ლ---- გ---------ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოში ჩატარებულ ჩხრეკაში, საიდანაც ამოიღეს მამაკაცის სამხედრო ქურთუკი.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 10.12.2018 წ.

 

2.27. მოწმე ბ------- კ--–-------მ განმარტა, რომ მუშაობს შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 11 თებერვალს მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ ზ----- ე-–-------ს მიერ სენაკის რაიონის სოფელ ხ----–ში გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ა------ მ---–----ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკაში. გამომძიებელმა ჩხრეკის დაწყებამდე ა------ მ---–----ს აუხსნა, რომ ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–-ს" ოპერატორებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე და შესაძლებელი იყო ა-–---------- ა-–--–--- სენაკის რაიონი სოფელი ხ----–ში მდებარე მისი სიმამრის ა------ მ---–----ს საცხოვრებელ სახლში, ინახავდა ყაჩაღური გზით გატაცებულ თანხას. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე საკუჭნაო ოთახში, ლეიბის ქვეშ ამოიღეს მრგვალ ჭურჭელში მოთავსებული 2050 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 11.07.2018 წ.

 

2.28. მოწმე პ----- ა-–-----------მ განმარტა, რომ მუშაობს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს ნ------ს პ---–-–--- განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 თებერვალს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში დაიწყო გამოძება სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურის თანამშრომლებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. მომხდარი ფაქტიდან ერთი კვირის შემდეგ მიიღო ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული ყაჩაღური თავდასხმის მონაწილე შესაძლებელია ყოფილიყო მის ტერიტორიაზე მცხოვრები ა-–---------- ა-–--–---, რომელიც დააკავა და გადაიყვანა შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 15.04.2019 წ.

 

2.29. 2018 წლის 13 თებერვალს, ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ფოთში, ხ----ს გზატკეცილზე მდებარე შპს „ჯ------------ს“ (ლ-------–-) ბენზინგასამართი სადგურის ოფისიდან ამოიღეს რკინის სეიფი, რომლის დაზიანებული ზედა ფრაგმენტი არის მიდუღებული.

 

იხ. ტომი 2. ს.ფ. 59-63.

 

2.30. მოწმე ფ-------- ნ---–---მ განმარტა, რომ მუშაობს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 თებერვალს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში დაიწყო გამოძება სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე 2018 წლის 13 თებერვალს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამოიღეს სეიფი, რომლის ზედა ნაწილი იყო შედუღებული.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 01.10.2018 წ.

 

2.31. მოწმე გ--–- შ-----–--მ განმარტა, რომ მუშაობს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს ნ------ს პ---–-–--- განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო, საგამოძიებო მოქმედებებში, კერძოდ: საოპერატორო ოთახის დათვალიერებაში, სადაც ექსპერტების მონაწილეობით სეიფის ზედაპირიდან ამოიღეს მინის ნამსხვრევები.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 04.09.2018 წ.

 

2.32. მოწმე ე------ კ--–------მ სასამართლო სხდომაზე დისტანციური დაკითხვის დროს განმარტა, რომ მუშაობს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მონაწილეობა მიიღო ლ---- გ---------ს დაკავებაში და ლ---- გ---------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში და დაადასტურა, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 08.05.2019 წ.

 

2.33. მოწმე გ---- წ--------–-- განმარტა, რომ 2013 წლიდან მუშაობს შპს „ლ-------– ჯ--------ს“ ლიცენზიანტ კომპანიაში შპს ,,ჯ------------ს“ დირექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 თებერვალს დილის საათებში დაუკავშირდა ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი უ-- ჯ---------- და უამბო მომხდარი ყაჩაღობის ფაქტის შესახებ. 2018 წლის 05 თებერვალს ჩამოვიდა ქ. ფოთში, გაეცნო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს და ოპერატორებმაც უამბეს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაარკვია, ორი ნიღბიანი მამაკაცს, რომელთაგან ერთ-ერთს ხელში ეკავა პისტოლეტი, იარაღის მუქარით მოუთხოვიათ ფული, ორივე ოპერატორს შეუკრეს ხელი წებოვანი ლენტით, ე.წ. სკოჩით. მეორე ნიღბიანმა მამაკაცმა სასწრაფოდ გაეხადა ქურთუკი ბ------ კ-------ს, რადგან მას ქურთუკში ედო განგაშის პულტი და არ მოეხერხებია განგაშის ღილაკზე ხელის დადება. თავდამსხმელებს თან ჰქონდათ ელექტრო საჭრელი ე.წ. ბალგარკა, რომლითაც ამოჭრეს სეიფის ზედა ნაწილი, საიდანაც გაიტაცეს თანხა 32 000 ლარამდე ოდენობით, ასევე ბ------ კ-------ს ძალის გამოყენებით ჯიბიდან ამოუღეს ნავაჭრი ფული დაახლოებით 200 ლარამდე და ამის შემდეგ გაიქცნენ ბენზინგასამართ სადგურ ,,ლ-------–-ს" უკანა მხარეს ღია დაუსახლებელი ტერიტორიის მიმართულებით, სადაც გადის სარკინიგზო ლიანდაგი. ამის შემდეგ ოპერატორებმა დ------ შ--------მ და ბ------ კ-------მ გაითავისუფლეს ხელები და მოახერხეს დაცვის სიგნალიზაციის ღილაკის მეშვეობით დახმარების გამოძახება. მოწმე გ---- წ--------–-- განმარტა, რომ ორშაბათიდან პარასკევი დღის ჩათვლით ხდება ნავაჭრი ფულადი თანხის ინკასაცია და აქედან გამომდინარე, ბოროტმოქმედების მიერ ავტოგასამართი სადგურიდან დღე ნახევრის ნავაჭრი ფულადი თანხა 31 480 ლარი იქნა წაღებული, რომელიც მკაცრად კონტროლდება აღრიცხვით და შემოსავლების სამსახურიდან შეძენილი სპეციალური მექანიზმით, შემდეგ ეს ინფორმაცია სრულად თავსდება შემოსავლების ვებ გვერდზე და დაანგარიშება ხდება წინა დღით გაყიდული საწვავის რაოდენობის მიხედვით. ეს ანგარიშდება ნაღდი თანხის გადახდის შემთხვევაში, ტალონებით და საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაშიც. თანხის შეკრების და დაანგარიშების დროს დადგინდა, რომ ყაჩაღობის შედეგად წაღებული იყო 31 480 ლარი.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 15.04.2018 წ.

 

2.34. 2018 წლის 12 თებერვალს ბრალდებულ ლ---- გ---------სგან, მისივე თანხმობით, კინოლოგ გ----- კ--------ს მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუში.

 

იხ. ტ.1.ს.ფ.184-185.

 

2.35. 2018 წლის 13 თებერვალს ბრალდებულ ა-–---------- ა-–--–---სგან, მისივე თანხმობით და ადვოკატის მონაწილეობით კინოლოგ გ------- კ----------ს მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუში.

 

იხ. ტ.2.ს.ფ.55-58.

 

2.36. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს გ----- კ--------მ და გ------- კ----------მ.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 20.03. და 15.04. 2019 წ.

 

2.37. ექსპერტ კინოლოგმა ლ---- ბ---–--მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მის მიერ 2018 წლის 4 თებერვალს, შემთხვევის ადგილზე, კერძოდ: საოპერატორო ოთახის სხვადასხვა წერტილებიდან, კანონის მოთხოვნათა დაცვით აღებულ იქნა სუნის კვალი.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 20.03.2018 წ.

 

ექსპერტ-კინოლოგებმა გ------- კ----------მ და ლ---- ბ---–--მ დამატებით აღნიშნეს, რომ სუნის ნიმუში დახურულ სივრცეში რჩება დაახლოებით 5-10 დღის განმავლობაში, ხოლო ღია სივრცეში - 24 საათი.

 

2.38. 2018 წლის 20 თებერვალს, ამავე წლის 8 თებერვლის ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ განხორციელებული ჩანაწერები.

 

იხ. ტ.2.ს.ფ.105-112.

 

2.39. სასამართლო სხდომაზე განხორციელდა წარმოდგენილი ვიდეოფირების დათვალიერება, რომლითაც დადგინდა შემდეგი გარემოებები:

N1 კამერა აფიქსირებს ბენზინგასამართი სადგურის საოპერატორო ოთახს, N2-ე კამერა აფიქსირებს ბენზინგასამართი სადგურის უკანა ღია ტერიტორიას, N3-ე კამერა აფიქსირებს ბენზინგასამართი სადგურის მარცხენა გვერდითა ტერიტორიას, ხოლო N4-ე კამერა აფიქსირებს ბენზინგასამართ სადგურის მარჯვენა და წინა ტერიტორიას.

N1 კამერის მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ 2018 წლის 04 თებერვალს 02:33:53 სთ-ზე ბენზინგასამართი სადგურის ოფისის საოპერატორო ოთახში შედის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ოთახში მყოფი ოპერატორი ბ------ კ------- უხურდავებს ფულს და ამის შემდეგ 02:35:21 სთ-ზე პოლიციის თანამშრომელი ტოვებს ბენზინგასამართ სადგურს, ხოლო ოპერატორი ბ------ კ------- და მასთან ერთად მყოფი მეორე ოპერატორი დ----- შ-------- რჩებიან ოფისში.

02:38:08 სთ-ზე ოპერატორი ბ------ კ------- ითვლის მის ხელთარსებულ ფულს, შემდეგ მიდის სეიფთან და სეიფში აგდებს თანხას, რის შემდეგ ჯდება ოფისში შესასვლელ კართან მდგარ მაგიდასთან.

02:43:23 სთ-ზე საოპერატორო ოთახში, სადაც იმყოფებიან ოპერატორები, შედის მაღალი, სქელი აღნაგობის მამაკაცი, მას ხელში უჭირავს შავი ფერის პისტოლეტი, აცვია შავი ფერის შარვალი და შავი ფერის სვიტერი, ხოლო თავზე და სახეზე ჩამოფარებული აქვს თეთრ და შავ ზოლებში გაწყობილი ქუდი ან ჯემპრის მკლავი. აღნიშნული მამაკაცი ოთახში შესვლისთანავე მის ხელთარსებულ პისტოლეტს უშვერს ოპერატორ ბ------ კ-------ს და მიემართება დივანზე მწოლიარე ოპერატორთან დ----- შ--------სთან და ეხება ხელებით, ამ დროს 02:43:27 სთ-ზე ოფისში შემოდის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც ზურგზე გადაკიდებული აქვს თეთრი ფერის ტომარა მასში მოთავსებული რაღაც საგნებით. აღნიშნულ მამაკაცს აცვია შავი ფერის სპორტული შარვალი მარცხენა ტოტზე წინა მხარეს თეთრი ფერის ზოლებში გაწყობილი, კაპიუშონიანი სამხედრო ქურთუკი, მას სახეზე აფარებული აქვს შავი ფერის ნიღაბი და თავზე ახურავს ქურთუკის კაპიუშონი. იგი ოთახში შესვლისთანავე მიემართება ოთახში მდგარ დივნისკენ. შემდეგ ისევ ბრუნდება უკან და თანქონებულ ტომარას დევს მაგიდის ქვემოთ იატაკზე, სადაც იმყოფება ოპერატორი ბ------ კ-------. ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღებული ბოროტმოქმედი პისტოლეტს უშვერს დივანზე მწოლიარე ოპერატორ დ----- შ--------ს და მიდის შესასვლელ კართან მარჯვენა კუთხეში, საიდანაც ოთახში აქრობს შუქს.

02:43:43 სთ-ზე ორივე ბოროტმოქმედი ოპერატორს ბ------ კ-------ს ძალის გამოყენებით ხდიან ქურთუკს და იძულებით სვამენ დივანზე. საშუალო სიმაღლის ბოროტმოქმედს თეთრი ფერის ტომარა მიაქვს სეიფთან და ამოაქვს კუთხსახეხი ე.წ. ,,ბარგალკა“ .

02:45:43 სთ-ზე ორივე ბოროტმოქმედი ტახტზე მყოფ ოპერატორებს ბ------ კ-------ს და დ----- შ--------ს ორივე ხელებს წინა მხარეს უკრავენ წებოვანი ლენტით. ამის შემდეგ ორივე ბოროტმოქმედი ერთმანეთის მონაცვლეობით იწყებს სეიფის ზედა ნაწილის ამოჭრას, აღნიშნული ნათლად ჩანს, რადგან სეიფის ხერხვისას ცეცხლის ნაპერწკლების ძლიერი ცვენის გამო კარგად არის განათებული. ხერხვისას ასევე ნათლად ჩანს, რომ ორივე ბოროტმოქმედს ტანთ აცვივათ ნაპერწკლები. ამის შემდეგ თეთრი ფერის ტომარაში ყრიან სეიფიდან ამოღებულ თანხას, ასევე დებენ ე.წ. ბალგარკას და ელექტროდამაგრძელებელ სადენს, რის შემდეგ 02:50:45 სთ-ზე ორივე ბოროტმოქმედი ტომარასთან ერთად ტოვებს ოთახს.

02:51:07 სთ-ზე ოპერატორი ბ------ კ------- გარბის ოთახში შესასვლელი კარებისკენ და ისევ ბრუნდება უკან და მიდის მაგიდასთან, ეძებს რაღაც ნივთს, შესასვლელ კართან მარჯვენა მხარეს არსებულ ჩამრთველის საშუალებით ანთებს შუქს. შემდეგ მიდის დივანზე მწოლიარე ოპერატორთან და ცდილობს მისთვის ხელების შეხსნას, შემდეგ იღებს ,,ლ-------–-ს" ქურთუკს, ჯიბიდან ამოაქვს სიგნალიზაციის დისტანციური ღილაკი და აჭერს ხელს, შემდეგ იღებს ტელეფონს და გადის ოფისიდან. ამ დროს ტახტიდან დგება მეორე ოპერატორი დ----- შ-------- და ხელებიდან იხსნის წებოვან ლენტს, რასაც აგდებს იქვე იატაკზე.

02:59: სთ-ზე ოფისში მიდის პოლიციის თანამშრომლები.

Nმე-3 კამერის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ 2018 წლის 04 თებერვალს 02:43:03 სთ-ზე ბენზინგასამართი სადგურის უკანა მარცხენა ტერიტორიიდან შენობის კედლის გაყოლებით მოდის N1 კამერის მიერ დაფიქსირებული ორი ბოროტმოქმედი და მიდიან ბენზინგასამართი სადგურის წინა მხარეს, რომელთაგან ერთ-ერთს, რომელსაც აცვია სამხედრო ქურთუკი, გადაკიდებული აქვს თეთრი ფერის ტომარა. Nმე-4 კამერის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ 2018 წლის 04 თებერვალს 02:28 სთ-ზე ბენზინგასამართ სადგურში მიდის პოლიციის პიკაპის მოდელის ავტომანქანა, საიდანაც ჩამოდის პოლიციის თანამშრომელი და შემდეგ ოპერატორთან ერთად შედის საოპერატორო ოთახში, საიდანაც პოლიციის თანამშრომელი და ოპერატორი მაშინათვე გამოდიან ოფისიდან და 02:35:32 სთ-ზე პოლიციის თანამშრომელი პიკაპის მოდელის ავტომანქანასთან ერთად ტოვებს ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიას. ამის შემდეგ 02:43:22 სთ-ზე ზემოთაღნიშნული ორი ბოროტმოქმედი შედის საოპერატორო ოთახში.

02:50:57 სთ-ზე ორივე ბოროტმოქმედი გამორბის საოპერატორო ოთახიდან, რომელთაგან სამხედრო ქურთუკიან ბოროტმოქმედს ზურგზე გადაკიდებული აქვს თეთრი ფერის ტომარა, რომელშიც მოთავსებული აქვს ნივთები და მირბიან ბენზინგასამართი სადგურის მარჯვენა მხარეს, სადაც ეფარებიან სათვალთვალო კამერის ხედვის არეალს. სირბილის დროს ნათლად ჩანს, რომ სქელი აღნაგობის ბოროტმოქმედს, რომელსაც აცვია შავი ფერის სვიტერი ხელზე უკეთია წითელი ფერის ხელთათმანი.

02:57 სთ-ზე ავტოგასამართ სადგურ ,,ლ-------–-ს" ტერიტორიაზე მოდის პოლიციის თანამშრომლები და 03:00 სთ-ზე სრულდება ვიდეომასალა.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 08.05.2019 წ. და ვიდეომასალის ამსახველი დისკი.

 

2.40. ლ---- ს----------–-ს ს----–----ს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მაისის N003458918 ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი სპეც. პაკეტში წარწერით:

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სპეც. პაკეტში წარწერით: „ბენზინგასამართ სადგურის „ლ-------–-“ დაყაჩაღების ფაქტზე შ/ა დათვალიერებისას ამოღებული (FCI408244) მოთავსებული გამჭვირვალე წებოვანი ლენტის, ე.წ „სკოჩის“ ორ ცალ ფრანგმენტზე აღინიშნება ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რომლებიც ვარგისია შემდგომი შესადარებელი კვლევებისათვის.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სპეც. პაკეტში, წარწერით: „ბენზინგასამართი სადგურის „ლ-------–-ს“ დაყაჩაღების ფაქტზე შ/ა დათვალიერებისას ამოღებული (FCI457753) მოთავსებულ ქურთუკზე და სპეც. პაკეტში, წარწერით: „ბენზინგასამართი სადგურის „ლ-------–-“ დაყაჩაღების ფაქტზე შ/ა დათვალიერებისას ამოღებული (FCI457752) მოთავსებულ ქურთუკზე აღინიშნება უცხო ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რომლებიც ვარგისია შემდგომი შესადარებელი კვლევებისათვის.

2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სპეც. პაკეტში წარწერით: „ბენზინგასამართი სადგურის „ლ-------–-“ უკანა ღია ტერიტორიის ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული (FCD843496) მოთავსებულ წყვილ ხელთათმანზე და სპეც. პაკეტში წარწერით: „ბენზინგასამართი სადგურის „ლ-------–-ს“ უკანა, ღია ტერიტორიის ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული (FCD843495) მოთავსებულ დაზიანებულ ქუდზე აღინიშნება უცხო ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რომლებიც ვარგისია შემდგომი შესადარებელი კვლევებისათვის.

- ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სპეც. პაკეტში წარწერით: „ბენზინგასამართი სადგურის „ლ-------–-ს“ უკანა, ღია ტერიტორიის ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული (FCD843494) მოთავსებულ წყვილ ხელთათმანზე ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

 

2.41. ლ---- ს----------–-ს ს----–----ს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 01 ივნისის N003649918 ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, პაკეტში წარწერით: „ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოთავსებული მოშავო ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხის საჭრელ პირზე აღენიშნება მოყავისფრო საღებავის დანაშრევები, რომლებიც განსხვავდება ფერით, ელფერით, მორფოლოგიით და მიკროსტრუქტურით ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „რკინის სეიფის გარეთა ზედაპირიდან კერძოდ: წინა, მარჯვენა და მარცხენა გვერდითა ზედაპირიდან აღებული (FCD1595488) მოთავსებული მოთეთრო-მორუხო ფერის საღებავის ნაწილაკებისაგან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტებში წარწერით: “ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული“ მოთავსებულ სადენების ხვეულაზე და მოყვითალო ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხის კორპუსზე და საჭრელ პირზე რაიმე სახის უცხო საღებავის მინალესი ან თავისუფლად მდებარე ნაწილაკები არ აღინიშნება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტებში წარწერით: “ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული (ნივთები) ტანსაცმელი“ მოთავსებულ სვიტერზე, ორ წყვილ ფეხსაცმელზე, და წყვილ ხელთათმანზე: პაკეტში წარწერით „ა-–---------- ა-–--–---საგან ამოღებული“ მოთავსებულ შარვალზე და პაკეტში წარწერით: „ლ---- გ---------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული“ მოთავსებულ ქურთუკზე რაიმე სახის საღებავის მინალესი ან თავისუფლად მდებარე ნაწილაკები არ აღინიშნება.

 

2.42. საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს ს-------------კ--------–----------ი დეპარტამენტის 2018 წლის 24 თებერვლის N45/22-133 ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 02:42 საათზე, ქ.ფოთში, ხ----ს გზატკეცილზე „ჰ--------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურ შპს „ჯ------------ს“ (ლ-------–-) ოპერატორების ბ------ კ-------სა და დ------ შ--------ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: საოპერატორო ოთახის კარებიდან ხელმარჯვნივ ტელევიზორი და ჩამრთველის წინ იატაკის ზედაპირიდან, ასევე საოპერატორო ოთახის მენეჯერის შესასვლელი კარების გვერდით მდგარი სკამის წინ იატაკის ზედაპირიდან, საოპერატორო ოთახის მარჯვენა მხარეს გამათბობელსა და ჩამრთველის გვერდით მდგარი სკამის წინ იატაკის ზედაპირიდან და საოპერატორო ოთახის მარცხენა მხარეს ფულადი თანხის შესანახი რკინის პატარა ზომის კარადის ე. წ. სეიფის წინ იატაკის ზედაპირიდან ამოღებულია სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების: ლ---- გ---------საგან და ა-–---------- ა-–--–---საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

 

სასამართლო სხდომაზე დისტანციური დაკითხვის დროს ექსპერტმა გ------- ტ--------მ, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ კვლევა ტარდება სამჯერადად, მასში რაიმე სახის ცდომილება ან უსწორობა გამორიცხულია, ამასთან კვლევის შედეგები უნიკალურია, ვინაიდან რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ტყუპებსაც, არ შეიძლება იდენტური სუნის ნიმუში ჰქონდეს.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 15.04.2019 წ.

 

2.43. ლ---- ს----------–-ს ს----–----ს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 აპრილის N002349718 ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი:

- პაკეტში წარწერით „ჩამრთველის პლასტმასის კორპუსი“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის დეტალებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელიც ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო ,გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფომატიულია.

- პაკეტში წარწერით „ანაწმენდები სველი და მშრალი ბიოლოგიური ჩხირებით... საოპერატორო ოთახის შესასვლელი მეტალოპლასმასის კარის გარეთა სახელურის ზედაპირიდან აღებული..“ და „..ანაწმენდები სველი და მშრალი ბიოლოგიური ჩხირებით... საოპერატორო ოთახის შესასვლელი მეტალოპლასმასის კარის შიგნითა სახელურის ზედაპირიდან აღებული..“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელშიც ა-–---------- ა-–--–---ს (პაკეტში წარწერით; „ბრალდებულ ა-–---------- ა-–--–---საგან აღებული ნერწვის ნიმუში“) და ლ---- გ---------ს (პაკეტში წარწერით; „ბრალდებულ ლ---- გ---------საგან აღებული ნერწვის ნიმუში ბიოლოგიურ ჩხირზე“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

- პაკეტში წარწერით: „ მინის ნამსხვრევი 2 (ორი) ცალი.“ მოთავსებული ორ ცალ მცირე ზომის მინის ნამსხვრევზე და პაკეტში წარწერით „ დაჭმუჭნული წებოვანი ლენტი ე.წ. „სკოჩი“ 2 (ორი) ცალი..“ მოთავსებული წებოვანი ლენტის ორ ცალ ფრაგმენტზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.

- პაკეტში წარწერით: „ნაჭრის შავი ფერის ქსოვილის ქუდი, ე.წ ნიღაბი..“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც იკვეთება მაჟორული (ძირითადი) წილი და არ ვლინდება შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა. ამავე ქუდიდან ამოღებულ თმის ღერებზე ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.

- პაკეტში წარწერით: „ნაჭრის რეზინნარევი ხელთათმანები, თეთრი ფერის 1 (ერთი) წყვილი..“ მოთავსებული ხელთათმანების შიდა ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლებშიც არ ვლინდება შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა.

- პაკეტში წარწერით: „რეზინის თხელი ხელთათმანები, თეთრი ფერის 1 (ერთი) წყვილი..“ მოთავსებული ერთ-ერთ ხელთათმანზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი სისხლს არ წარმოადგენს. ორივე ხელთათმანზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.

- პაკეტში წარწერით: „ შავ და წითელ ფერებში გაწყობილი ნაჭრის ქურთუკი წარწერით “L-----” 1 (ერთი) ცალი მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოყავისფრო და მბზინავი ზედაპირის მქონე ლაქები სისხლს არ წარმოადგენს.

- პაკეტში წარწერით: „..ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყვითელი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხი ე.წ „ბარგალკა“..““ მოთავსებულ კუთხსახეხზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა. ამავე კუთხსახეხზე არსებილი მოყავისფრო დანაშრევიბ სისხლს არ წარმოადგენს.

- პაკეტში წარწერით: „ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხი, ე.წ „ბარგალკა“ მოთავსებულ კუთხსახეხზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ა-–---------- ა-–--–---ს, ხოლო მინორული წილი - ლ---- გ---------ს.

- პაკეტში წარწერით: „ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული თეთრი ფერის გარსაცმიანი ელექტროდენის გამაგრძელებელი კაბელი..“ მოთავსებულ ელსადენზე არსებული მოყავისფრო-მოვარდისფრო დანაშრევი სისხლს არ წარმოადგენს. ამავე ელსადენზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.

- პაკეტში წარწერით: „ლ---- გ---------სა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამხედრო ქურთუკი“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი სისხლს არ წარმოადგენს.

სასამართლო სხდომაზე დისტანციური დაკითხვის დროს ექსპერტმა ვ---- ო-------მ, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შედეგები.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 15.04.2019 წ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

3.1. ბრალდების მხარემ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოითხოვა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

 

3.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულების უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, ბრალდებულ ლ---- გ---------ს მიმართ პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს ზეწოლა და მუქარა, შეიზღუდა ბრალდებულის დაცვის უფლება, ამავე დროს დაცვამ მიუთითა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტთან მიმართებაში.

 

4. დაცვის მხარემ საქმის არსებით განხილვაზე წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:

 

4.1. მოწმე ნ--–- მ----–---მ განმარტა, რომ იცნობს დაზარალებულებს ბ------ კ-------ს და დ------ შ--------ს, ისინი მის მეზობლად ცხოვრობენ. ბრალდებულ ა-–---------- ა-–--–---ს იცნობს ბავშვობიდან, მისი ახლობელია და მის მეზობლად აქვს მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქ. ფოთი, მ-------–---ს ქუჩა N40-ში. მოწმემ განმარტა, რომ ა-–---------- ა-–--–---მ დაიწყო მუშაობა და 2018 წლის თებერვლის დასაწყისში და ამ დროში, დილის საათებში მისი მაღაზიიდან შეიძინა შავ-წითელ ფერებში გაწყობილი ხელთათმანები, რომელიც სამსახურში სჭირდებოდა, რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, რომ ა-–---------- ა-–--–--- დააკავეს, სხვა ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით არ აქვს.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 29.05.2019 წ.

 

4.2. მოწმე თ-- მ---–----მ განმარტა, რომ ა-–---------- ა-–--–---საგან იცნობს ლ---- გ---------ს, ხოლო ა-–---------- ა-–--–--- მისი გარდაცვლილი დის ქმარია. 2018 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სენაკის რაიონის სოფელ ხ----–ში, დღის პირველ ნახევარში დაურეკა ა-–---------- ა-–--–---მ და უთხრა, რომ მიდიოდა სამძიმარზე და მათთან სახლში გაივლიდა. ამის შემდეგ შუადღის საათებში სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ ა-–---------- ა-–--–--- იყო დაკავებული ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლ-------–-ს" ოპერატორებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. გამომძიებელმა გააცნო დადგენილება საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის თაობაზე. თ-- მ---–----მ აღნიშნა, რომ ოჯახს ფულადი დანაზოგი ჰქონდა შენახული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე საკუჭნაო ოთახში, ლეიბის ქვეშ, რომელიც მამამ - ა------ მ---–----მ შეაგროვა საქონლის გაყიდვით მიღებული თანხით და ა-–---------- ა-–--–---ს შვილის - თ---–- ა-–--–---ს პენსიით, რომელიც იღებს პენსიას დედის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ დედამისს ჩანაწერის სახით აღნიშნული ჰქონდა ცალკე ფურცელზე, რომელიც გამოძიებამ არ ამოიღო და არ დაინტერესდა. მოწმემ აღნიშნა, როგორც მისთვის ცნობილია, ა-–---------- ა-–--–--- 2018 წლის 3-4 თებერვალს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა საკუთარ სახლში, მას ამ პერიოდში რაიმე ნივთი არ შეუძენია.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 29.05.2019 წ.

 

4.3. მოწმე ს----- ა-–--–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---------- ა-–--–--- მისი შვილია, ხოლო ლ---- გ--------- - მისი ნათლული. 2018 წლის 9 თუ 10 თებერვალს მიდიოდნენ სამძიმარზე ხობის რაიონის სოფელ ჭ--–------ში, რა დროსაც გააჩერა პატრულის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით, უცებ მოვიდა პოლიცია და ა-–---------- ა-–--–--- დააკავეს. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მასთან სახლში და მათი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს 2 ცალი ბალგარკა, ერთი დიდი, ხოლო მეორე პატარა ზომის, რომლებიც ა-–----------ს დაკავებამდე 15 დღით ადრე, მეზობელ ზ----- ხ----–--–---სგან ითხოვა, მათ ჩამრთველი ღილაკი ჰქონდათ დაზიანებული და საჭიროებისამებრ ვერ გამოიყენებდნენ, ისინი ჩაკეტილი ჰქონდა, თუმცა ოჯახის წევრებს, მათ შორის ა-–---------- ა-–--–---ს შეეძლო შეხება ჰქონოდა ამ ნივთთან, ხოლო ოჯახის წევრის გარდა სხვას პირს, მათ შორის ლ---- გ---------ს, მასთან წვდომა ვერ ექნებოდა.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 29.05.2019 წ.

 

4.4. მოწმე ნ-----–- ხ---------მ განმარტა, რომ ა-–---------- ა-–--–--- მათი ახლობელია, ხოლო ლ---- გ--------- მისი მაზლის შვილია და ისინი ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ. 2018 წლის 11 თებერვალს დააკავეს ლ---- გ---------, იმ საღამოს გვიანობამდე იმყოფებოდა ლ---- გ---------ს საცხოვრებელ სახლში, ღამის 2 საათი იქნებოდა, როდესაც მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მიიყვანეს ლ---- გ---------, ლ----იმ მათ აჩვენა შეშის ღუმელი, შემდეგ წაიყვანეს. მათი გასვლის შემდეგ, ნახეს ოთახში დაგდებული პატარა დაჭმუჭნული ქაღალდი, რომელზეც ეწერა „არაფერ შუაში არ ვარ და ადვოკატი აიყვანეთო“, შემდეგ ეს წერილი ლ----ის ოჯახმა გადასცა ადვოკატს. მოწმემ აღნიშნა, რომ ლ---- გ---------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იქ არ იმყოფებოდა.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 29.05.2019 წ.

 

4.5. დაცვის მხარის შუამდგომლობით საფუძველზე 2019 წლის 05 მაისს სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მ----------- ხ---------ს გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით, მოწმე გამოკითხვის ოქმში ასახავს, რომ მისი შვილი ლ---- გ--------- 2018 წლის 3-4 თებერვალს იმყოფებოდა სახლში და გვიანობამდე უყურებდნენ ტელევიზორს, იმ ღამეს, როდესაც ყაჩაღობა მოხდა, ლ---- გ--------- იყო სახლში. 2018 წლის 11 თებერვალს მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს ლ---- გ---------, ამის შემდეგ იქნებოდა 3 საათი, როდესაც ათამდე პოლიციელმა მოიყვანა ლ---- გ--------- სახლში, მას ხელზე ეკეთა ხელბორკილები, ერთ-ერთმა გამომძიებელმა მიიყვანა შეშის ღუმელთან, ქალმა გადაიღო ფოტოსურათი. მოწმე განმარტავს, რომ იმყოფებოდა ცუდად, თუმცა დაინახა, როგორ დააგდო იატაკზე პატარა ქაღალდი, სადაც ეწერა, რომ არ იყო დამნაშავე და სასწრაფოდ გაეგზავნათ მასთან ადვოკატი.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 29.05.2019 წ. ტომი 3. ს.ფ. 15-16.

 

4.6. დაცვის მხარის შუამდგომლობით, 2019 წლის 05 მაისს სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ადვოკატ ი-----–- ბ---------ს მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი ლ---- გ---------ს წერილი, სადაც ლ---- გ--------- აღნიშნავს, რომ არაფერი დაუშავებია და აუცილებლად სჭირდება ადვოკატი.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 29.05.2019 წ. ტომი 3. ს.ფ. 18.

 

4.7. ბრალდებულმა ა-–---------- ა-–--–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 3 თებერვალს იმყოფებოდა მეზობლად გასვენებაში, სადაც ქელეხის სუფრის თამადის მოადგილე იყო. იქ დალია და სუფრის შემდეგ წავიდა მამის სახლში, სადაც ჩაეძინა. ამავე დღეს საღამოს 8 საათი იქნებოდა ფეხით გადავიდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში. სახლში ასვლამდე უბანში შეხვდა მეზობელ ბიჭებს, რომლებთანაც დალია 1 კათხა ლუდი, შემდეგ წავიდა სახლში და დაიძინა. მეორე დილით შეიძინა ხელთათმანები, ვინაიდან გადიოდა სამსახურში და სჭირდებოდა. 2018 წლის 11 თებერვალს მიდიოდა მამასთან ერთად გასვენებაში მიდიოდა, რა დროსაც გზაზე გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და დააკავეს. აღნიშნა, რომ პოლიციაში ეუბნებოდნენ ეღიარებინა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მას სათქმელი არაფერი ჰქონდა. ამბობდნენ, რომ ჰქონდათ ვიდეო მასალა, რომელსაც აჩვენებდნენ, თუმცა მისთვის არაფერი უჩვენებიათ.

ა-–---------- ა-–--–---მ აღნიშნა, რომ ლ---- გ--------- იმ დღეების განმავლობაში არ უნახავს და მას 11 თებერვალს შეხვდა დაკავების შემდეგ. მამის ს----- ა-–--–---ს სახლიდან ამოღებულ ბარგალკებთან დაკავშირებით, განმარტა, რომ მამამ ის ბარგალკები სამუშაოდ ითხოვა მეზობელ ზ-----ი ხ----–--–---საგან და მას ამ ბარგალკებთან შეხება ჰქონდა, თუმცა ლ---- გ---------ს ჰქონდა თუ არა ამ ნივთებთან შეხება არ იცის. ა-–---------- ა-–--–---მ განმარტა, რომ წარმოდგენა არ აქვს, როგორ აღმოჩნდა მისი სუნის ნიმუშები საოპერატორო ოთახში, ვინაიდან ის იქ არასოდეს ყოფილა. ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 3-4 თებერვალს რა ტანსაცმელიც ეცვა, პოლიციელებს ის ტანსაცმელი არ ამოუღიათ.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 03.06.2019 წ.

 

4.8. ბრალდებულმა ლ---- გ---------მ განმარტა, რომ ა-–---------- ა-–--–---ს მამა - ს----- ა-–--–---, მისი ნათლიაა და ა-–----------სთან და მის ოჯახთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს, მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტი არ არსებობს.

2018 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის იყო პ----- ა-–----------- და ე------ კ--–------, სხვა პოლიციელები არ ახსოვს. პ----- ა-–-----------მ ჰკითხა სეიფი, იარაღი ან სამხედრო ქურთუკი ხომ არ ჰქონდა სახლში, რაზედაც ლ---- გ---------მ განუმარტა, რომ სახლის მეორე სართულზე ჰქონდა სამხედრო ქურთუკი, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს, გამომძიებელმა შეავსო ოქმები, რაზედაც ხელი მოაწერინეს. ამის შემდეგ პ----- ა-–-----------მ თქვა, რომ ლ---- გ--------- წაეყვანათ სამმართველოში, რაზედაც დათანხმდა და გაჰყვა მათ. მანქანაში ხელებზე დაადეს ხელბორკილი, შემდეგ აიყვანეს სამმართველოს შენობაში, სადაც 15-მდე პოლიციელი იყო, ემუქრებოდნენ, აშანტაჟებდნენ, აგინებდნენ, რათა ეღიარებინა დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეუბნებოდნენ, რომ იარაღს და ნარკოტიკს ჩაგიდებთო. სამმართველოში ყოფნის დროს მივიდა ექსპერტი ლ--–- მ---- და კინოლოგი, რომლებმაც მისგან ნიმუშები აიღეს და ცარიელ ქაღალდზე მოაწერინეს ხელი, ისე, რომ ნიმუშები არ დაულუქავთ.

შუაღამეს სამმართველოს უფროსმა ი-----–- ქ-----მ დაავალა ერთ პოლიციელს გაჰყოლოდა და სურათები გადაეღო, მას პოლიციის თანამშრომლები დაჰყვებოდნენ და მარტო არ ტოვებდნენ, თუმცა რამდენიმე წუთით ი-----–- ქ-----მ მარტო დატოვა თავის კაბინეტში, რა დროსაც ისარგებლა შემთხვევით და პატარა ფურცელზე დაწერა, რომ არაფერი დაუშავებია და სჭირდებოდა ადვოკატი და ეს ფურცელი ჩაიდო შარვლის წინა პატარა ჯიბეში და შემდგომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მისი სახლში მიყვანისას შეუმჩნევლად დააგდო ოთახის იატაკზე.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, მას პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, ნარკოტიკს ან იარაღს ჩაუდებდნენ. ამის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო ექსპერიმენტი, ატარეს ქუჩებში, შეიყვანეს საოპერატორო ოთახში, აიძულებდნენ ხელის გაშვერით მიეთითებინა ადგილები, უღებდნენ სურათებს, მისთვის გაურკვეველ რაღაც ფურცლებზე აწერინებდნენ ხელს. წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, ითხოვდა ადვოკატს, მაგრამ უშედეგოდ.

ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, დააბრუნეს სამმართველოში და შეასახლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მასთან შევიდა ადვოკატი ნ-------- ტ--------ა, რომლის დაცვის განხორციელებაზეც უარი განაცხადა ვინაიდან, როგორც მისთვის ცნობილი იყო ახლობლები და ოჯახის წევრები ადვოკატს აუყვანდნენ. მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ადვოკატ ნ-------- ტ----------თვის არაფერი უთქვამს, ვინაიდან მას არ ენდო ხანდაზმული ასაკის გამო და ჩათვალა, რომ ეს მისი ოჯახის მიერ გამოგზავნილი ადვოკატი არ იქნებოდა.

ადვოკატ ნ-------- ტ---------- წასვლიდან, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, მასთან შევიდა ადვოკატი ი-----–- ბ---------, რომელმაც უხსენა თავისი ოჯახის წევრების სახელები და ამით დარწმუნდა, რომ ეს ადვოკატი ოჯახმა გაუგზავნა.

ბრალდებულის განმარტებით, არ იცის, თუ როგორ დაემთხვა საოპერატორო ოთახში არსებულ სუნის ნიმუშებს მისი სუნი, ვინაიდან იქ არასოდეს ყოფილა, ხოლო რაც შეეხება ბარგალკას, არ გამორიცხავს შეხება ჰქონოდა, ვინაიდან იგი ხშირად დადიოდა ს----- ა-–--–---ს სახლში.

ბრალდებულმა ლ---- გ---------მ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 3-4 თებერვალს იმყოფებოდა ქ. ფოთში, შემდეგ რამდენიმე დღით წავიდა ქ. თბილისში ნათესავებთან, ქ. ფოთში 2018 წლის 11 თებერვალს დაბრუნდა.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 13.06.2019 წ.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აჯამებს რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5.1 2018 წლის 4 თებერვალს, 02:43:23-02:50:45 საათის დროის შუალედში ქ. ფოთში, ხ----ს ქუჩაზე მდებარე „ლ-------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე, განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა.

 

5.2. ყაჩაღური თავდასხმის დროს ორმა სახეზე ნიღაბაფარებულმა პირმა, პისტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით, სადგურის ოპერატორების ბ------ კ-------ს და დ----- შ--------ს მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების და მოკვლის მუქარით, თან ქონებული ტექნიკური საშუალებით - „კუთხსახეხით“ ამოჭრეს ლითონის სეიფის ზედა ნაწილი და გაიტაცეს შპს „ჯ-----------ს (ლ-------–-)“ კუთვნილი თანხა 31 480 ლარის ოდენობით.

 

5.3. აღნიშნულ ფაქტზე სსიპ-დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–---ზ-------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- ს-----------–--ში განგაშის სიგნალი შევიდა 2018 წლის 4 თებერვალს 02:57 საათზე, ხოლო ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ადგილზე გამოცხადდა 03:01 საათზე.

 

5.4. 2018 წლის 11 თებერვალს შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა ცნობებს იმის შესახებ, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები იყვნენ ა-–---------- ს-----ს ძე ა-–--–--- და ლ---- გ---ს ძე გ---------.

 

იხ. ტომი 1. ს.ფ. 84,115.

 

5.5. 2018 წლის 11 თებერვალს ა-–---------- ა-–--–---მ უარი განაცხადა გამოკითხვასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე.

 

იხ. ტომი 1. ს.ფ. 138-140.

 

5.6. 2018 წლის 11 თებერვალს, 20:20-22:00 საათის დროის შუალედში, ლ---- გ---------მ გამოკითხვისას, ყაჩაღურ თავდასხმაში მისი და ა-–---------- ა-–--–---ს მონაწილეობის შესახებ, გამოძიებას მისცა აღიარებითი ჩვენება. იგი დააკავეს 2018 წლის 11 თებერვალს 20:20 საათზე, ხოლო ა-–---------- ა-–--–--- დაკავებულ იქნა ამავე დღეს 23:00 საათზე.

 

იხ. ტომი 1. ს.ფ. 141-154.

 

5.7. 2018 წლის 12 თებერვალს ლ---- გ---------მ თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და ამავე დღეს, 01:30-03:30 საათის დროის შუალედში, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

 

იხ. ტომი 1. ს.ფ.164-187.

 

5.8. თავდაპირველად სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის პოზიციაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, ბრალდებულზე პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს ზეწოლა და მუქარა, შეიზღუდა ბრალდებულის დაცვის უფლება. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად დაცვა აპელირებს ლ---- გ---------ს ჩვენებაზე და მის მიერ წარმოდგენილ წერილზე, სადაც თითქოს ლ---- გ--------- წერს, რომ არაფერი დაუშავებია და ითხოვს ადვოკატს, რომელიც თავისივე განმარტებით, დაწერა პოლიციის უფროსის ოთახში, როდესაც ამ უკანასკნელმა მარტო დატოვა საკუთარ სამუშაო კაბინეტში და შემდეგ ბრალდებულმა მალულად დააგდო თავის სახლში, როდესაც ექსპერიმენტის დროს მიიყვანეს.

აღნიშნული პოზიცია, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ასევე ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ---- გ---------მ გამოკითხვის პროცესში, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობამდე და შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებში, არაერთხელ უარი განაცხადა ადვოკატზე, რაც საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა, ის არ წარმოადგენს პირს, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო დაცვას ექვემდებარება. ამავე დროს ლ---- გ---------ს 2018 წლის 12 თებერვალს წარედგინა ადვოკატი ნ-------- ტ--------ა, რომელზედაც უარი განცხადა, რაც სასამართლო სხდომაზე ახსნა ადვოკატის ხანდაზმული ასაკით და იმით, რომ არ ეგონა, თუ ეს ადვოკატი ოჯახის მიერ იყო აყვანილი. ამავე დღეს მისი დაცვის განხორციელება დაიწყო ადვოკატმა ი-----–- ბ---------მ.

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ---- გ---------ს ზემოაღნიშნული წერილი, ბრალდებულის დედამ ადვოკატ ი-----–- ბ---------ს წარუდგინა 2018 წლის 16 მარტს, ხოლო დაცვის მიერ ბრალდების მხარეს გადაეცა 2018 წლის 4 მაისს.

მართალია ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, მას აქვს უფლება საკუთარი შეხედულებით შეარჩიოს და წარადგინოს მტკიცებულება მისთვის სასურველ დროში, თუმცა დაცვის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადამოწმების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.

თუ ლ---- გ---------ს წერილში მითითებულ გარემოებას გავიზიარებთ, ასეთ შემთხვევაში ირღვევა ბრალდებულის დაცვის ფუნდამენტური უფლება და ისმის ლოგიკური კითხვა, თუ რატომ იქნა წარდგენილი აღნიშნული მტკიცებულება თითქმის სამი თვის შემდეგ, რატომ არ გადამოწმდა აღნიშნული ინფორმაცია თუნდაც პოლიციის უფროსის გამოკითხვის გზით. სწორედ ამიტომ შეიზღუდა სასამართლო გადაემოწმებინა ბრალდებულის ზემოაღნიშნული განმარტების რეალობა.

ასევე ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია ლ---- გ---------ს განმარტება იმის თაობაზე, რომ პოლიციის უფროსმა საკუთარ სამუშაო კაბინეტში, დაკავებული ბრალდებული მარტო დატოვა, რა დროსაც ისარგებლა შემთხვევით, ზემოაღნიშნული წერილი დაწერა და ჯიბეში შეინახა.

გარდა ამისა, აღნიშნული ფაქტი არ დაუდასტურებია საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე არცერთ პირს, ექსპერიმენტის მიმდინარეობა აისახა მრავალ ფოტოფირზე, რაც ერთვის საქმის მასალებს, ასევე ნაკლებად სარწმუნო და ალოგიკურია ის, რომ დაკავებულ ლ---- გ---------ს განეხორციელებინა ისეთი სახის მოქმედება, რაც შეუმჩნეველი გახდებოდა ექსპერიმენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელის მიერ. ამავე დროს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ლ---- გ---------ს წერილის ავთენტურობა, არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებით.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ ლ---- გ---------ს მიმართ განხორციელებული ზეწოლის, მუქარის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ, სასამართლო თვლის, რომ ლ---- გ---------ს უფლებები არ დარღვეულა, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას.

 

5.9. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მტკიცებულებით ბუნებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ოქმი, რომელიც დგება აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, ჩვენებად არ მიიჩნევა, მის მიმართ არ ვრცელდება სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა და მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება სასამართლომ გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას, თუმცა იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზე ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შეფასდეს, ბრალდებულ ლ---- გ---------ს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას, ხდება ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა, თუ გამოძიებისთვის ჩვენების (ინფორმაციის) მიწოდება.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული გარემოებებით დადგენილია, რომ ლ---- გ---------ს მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები, მათ შორის შპს „ჯ------------ს“ მენეჯერი უ-- ჯ----------, თანმიმდევრულად, შესაბამისი ქუჩების გავლით, გადაადგილდებიან მის მიერ დასახელებული მარშუტით, მიდიან შემთხვევის ადგილზე, შემდეგ იმ ქუჩებში და ადგილებში, რომლებიც გაიარეს ლ---- გ---------მ და ა-–---------- ა-–--–---მ თავდასხმის შემდეგ და ბოლოს კი, ლ---- გ---------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ეს უკანასკნელი უთითებს ღუმელს, რომელშიც დაწვა თავდასხმის დროს თანცმული ტანსაცმელი.

საქმის მასალების მიხედვით, ლ---- გ---------მ 2018 წლის 11 თებერვალს, 20:20-22:00 საათის დროის შუალედში, გამოკითხვისას გამოძიებას მისცა აღიარებითი ჩვენება, შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედებით დასრულდა ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემა, რომელიც არ გამოქვეყნებულა საქმის არსებითი განხილვის დროს, შესაბამისად არ დარღვეულა საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის მოთხოვნა, ხოლო იმავე დღეს 01:30-03:30 საათის დროის შუალედში, მისივე თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც აღიდგინა შერაცხული ქმედების ვითარების თითოეული წვრილმანი.

აღნიშნული გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას ლ---- გ---------მ განახორციელა ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა.

ამავე ექსპერიმენტში ლ---- გ---------, გარდა საკუთარი მოქმედებისა, ასევე დეტალურად აღწერს ა-–---------- ა-–--–---ს მოქმედებას, ფუნქციას და როლს დანაშაულის მომზადების, ჩადენის და შემდგომ პროცესში, ორივე მათგანის ჩაცმულობას, ხელთათმანების ფერს, მიუთითებს იმ ადგილს, სადაც შეხვდნენ დანაშაულის ჩადენამდე ერთმანეთს, ასევე იმ საგნებს, მათ შორის ორ ცალ კუთხსახეხს, რომელიც წამოიღო ა-–---------- ა-–--–---მ სეიფის გასაჭრელად, თავდასხმის დროს მოქმედების თანმიმდევრობას, თავდასხმის შემდეგ ორივე მათგანის გადაადგილების და დაშორების ადგილებს, თუ როგორ გაინაწილეს თანხა და ვის რა რაოდენობით თანხა შეხვდა და ა.შ. (იხ. ექსპერიმენტის ოქმის აღწერა).

როგორც აღინიშნა, ა-–---------- ა-–--–---მ უარი განაცხადა გამოკითხვასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე.

ზემოთ სასამართლოს მიერ გაკეთდა დასკვნა საგამოძიებო ექსპერიმენტის რელევანტურობასა და დასაშვებობაზე, მის პირდაპირი მტკიცებულებით ბუნებაზე, ასევე დადგინდა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას ლ---- გ---------მ განახორციელა ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა და არა გამოძიებისთვის ჩვენების (ინფორმაციის) მიწოდება.

ამ მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას ლ---- გ---------ს მიერ ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა, რელევანტური, დასაშვები და პირდაპირი მტკიცებულებაა, როგორც ლ---- გ---------ს, ასევე ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ შერაცხული ქმედების დასადასტურებლად.

 

5.10. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

რაც შეეხება აღნიშნული მტკიცებულების უტყუარობას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებზე:

თავდასხმის ამსახველი ფირის დათვალიერებით, დაზარალებულების ბ------ კ-------ს და დ----- შ--------ს ჩვენებებით და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას ლ---- გ---------ს მიერ ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ოქმით იკვეთება ბევრი ფაქტობრივი გარემოებების სრულიად იდენტური დამთხვევა, კერძოდ:

ფირზე არსებულ ჩანაწერში ჩანს, თუ რომელი ოპერატორი რა ვითარებაში იმყოფებოდა თავდასხმის მომენტში, როგორ უჭირავს ხელში მაღალი აღნაგობის თავდამსხმელს ხელში პისტოლეტის მაგვარი საგანი, თუ რა ფუნქციას ასრულებს კონკრეტული პირი, მათი ჩაცმულობა, მათ შორის მაღალი აღნაგობის მამაკაცის ხელზე მოწითალო ფერის, ხოლო შედარებით დაბალი მამაკაცის ხელზე მოთეთრო ფერის ხელთათმანი, როგორ იმორჩილებენ, ხდიან ქურთუკს და უკრავენ ხელებს ოპერატორებს, როგორ ამოაქვს დაბალი აღნაგობის მამაკაცს თეთრი ტომრიდან კუთხსახეხი და იწყებენ სეიფის ზედა ნაწილის გაჭრას, რის შემდეგადაც სეიფიდან ამოღებულ თანხას ყრიან თეთრი ფერის ტომარაში და ტოვებენ საოპერატორო ოთახს (დეტალურად იხილეთ წინამდებარე განაჩენში - ფირის დათვალიერება).

აღნიშნულ ვითარებას იდენტურად აღწერენ ბ------ კ------- და დ----- შ-------- თავიანთ ჩვენებში, ხოლო ლ---- გ--------- - საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის პროცესში (იხ. ჩვენებები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის აღწერა).

ფირში ასევე ნათლად ჩანს, თუ როგორ ხდიან ქურთუკს თავდამსხმელები ოპერატორს, რომელშიც განგაშის ღილაკია, ხოლო თავდასხმის დასრულებიდან, მას შემდეგ, რაც ოპერატორებმა მოახერხეს ხელების შეხსნა, დაახლოებით 7 წუთში შედის განგაშის სიგნალი დ-–--- პოლიციაში, რაც ასევე სრულ თანხვედარშია ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან.

ბუნებრივია ისმის ლოგიკური კითხვა, ლ---- გ--------- რომ არ ყოფილიყო ერთერთი, მეორე თავდამსხმელზე დაბალი აღნაგობის ყაჩაღობაში მონაწილე პირი, საიდან უნდა ცოდნოდა ამავე ყაჩაღობაში მონაწილე პირების მოქმედების ზემოთ ჩამოთვლილი წვრილმანი დეტალების შესახებ, ან კიდევ საიდან უნდა ცოდნოდათ პოლიციის თანამშრომლებს ლ---- გ---------ს სახლში არსებული ღუმელის ადგილმდებარეობა, ასევე ფირზე ასახული ვითარების შესახებ, როდესაც ფირი გამოთხოვილ იქნა 2018 წლის 20 თებერვალს, მისი დათვალიერება განხორციელდა 2018 წლის 1 მარტს, ხოლო ლ---- გ---------მ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 2018 წლის 12 თებერვალს ანუ ფირის დათვალიერებამდე, დაახლოებით 18 დღის ადრე.

სასამართლო ასევე მიუთითებს სხვა გარემოებებზე, რომლებიც განსახილველი მტკიცებულების (საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას ლ---- გ---------ს მიერ ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ოქმის) უტყუარობას ადასტურებს, კერძოდ:

ბრალდებულთა განმარტებით, ლ---- გ--------- ა-–---------- ა-–--–---ს მამის ნათლულია, მათ ახლო ურთიერთობა აქვთ. რაიმე სახის კონფლიქტი ან სუბიექტური ინტერესი მათ შორის, რამაც შესაძლოა ეჭვი გამოიწვიოს ლ---- გ---------ს მიერ ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მისი თანამონაწილის სახით დასახელებაში (განთქმაში), საქმის მასალებით არ დასტურდება და ამაზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

წარმოდგენილი ფირით, სხვა გარემოებებთან ერთად დგინდება, რომ თავდასხმაში მონაწილეობს ორი განსხვავებული აღნაგობის ადამიანი - ერთი მაღალი, ხოლო მეორე მასთან შედარებით დაბალი აღნაგობის, რაც ემთხვევა ბრალდებულთა აღნაგობის თანაფარდობას, კერძოდ: ა-–---------- ა-–--–---, ლ---- გ---------სთან შედარებით აშკარად მაღალი აღნაგობისაა.

ამრიგად, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას ლ---- გ---------ს მიერ ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ოქმს, მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო იყენებს ბრალდებულების ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ შერაცხული ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად.

 

5.11. როგორც აღინიშნა, 2018 წლის 4 თებერვალს, 04:40-08:10 საათამდე დროის შუალედში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კინოლოგის მიერ საოპერატორო ოთახის კარებიდან ხელმარჯვნივ ტელევიზორის და ჩამრთველის წინ იატაკის ზედაპირიდან, ასევე საოპერატორო ოთახის მენეჯერის შესასვლელი კარების გვერდით მდგარი სკამის წინ იატაკის ზედაპირიდან, საოპერატორო ოთახის მარჯვენა მხარეს გამათბობელსა და ჩამრთველის გვერდით მდგარი სკამის წინ იატაკის ზედაპირიდან და საოპერატორო ოთახის მარცხენა მხარეს ფულადი თანხის შესანახი რკინის პატარა ზომის კარადის, ე. წ. სეიფის წინ იატაკის ზედაპირიდან, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, ამოღებულ იქნა სუნის ნიმუშები.

ასევე საპროცესო კანონმდებლობის დაცვით იქნა აღებული ლ---- გ---------სგან და ა-–---------- ა-–--–---საგან სუნის ნიმუშები.

საქმეში არსებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საოპერატორო ოთახის კარებიდან ხელმარჯვნივ ტელევიზორი და ჩამრთველის წინ იატაკის ზედაპირიდან, ასევე საოპერატორო ოთახის მენეჯერის შესასვლელი კარების გვერდით მდგარი სკამის წინ იატაკის ზედაპირიდან, საოპერატორო ოთახის მარჯვენა მხარეს გამათბობელსა და ჩამრთველის გვერდით მდგარი სკამის წინ იატაკის ზედაპირიდან და საოპერატორო ოთახის მარცხენა მხარეს ფულადი თანხის შესანახი რკინის პატარა ზომის კარადის, ე. წ. სეიფის წინ იატაკის ზედაპირიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ლ---- გ---------სგან და ა-–---------- ა-–--–---საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

ექსპერტმა გ------- ტ--------მ, რომელმაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ექსპერტიზის შედეგები, დამატებით მიუთითა ამ შედეგების უტყუარობაზე და უნიკალურობაზე, აღნიშნა, რომ შეუძლებელია სხვადასხვა ადამიანს, მათ შორის ტყუპებსაც, ერთი და იგივე სუნი ჰქონდეს.

ექსპერტ-კინოლოგებმა გ------- კ----------მ და ლ---- ბ---–--მ აღნიშნეს, რომ სუნის ნიმუში დახურულ სივრცეში რჩება დაახლოებით 5-10 დღის განმავლობაში, ხოლო ღია სივრცეში - 24 საათი.

დადგენილია, რომ სუნის ნიმუშები აღებულია დახურულ სივრცეში - საოპერატორო ოთახში, იქ სადაც, 2018 წლის 4 თებერვალს, 02:43:23-02:50:45 საათის დროის შუალედში განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა.

ამრიგად, დადგენილია, რომ სუნის ნიმუშები აღებულია ყაჩაღური თავდასხმიდან, დაახლოებით 5 საათიან დროის შუალედში.

დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ მოუწოდებია ინფორმაცია ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს შემთხვევის ადგილზე (საოპერატორო ოთახში), შემთხვევამდე შესაძლო ყოფნის თაობაზე, აღნიშნულ ფაქტს ბრალდებულებიც კატეგორიულად უარყოფენ.

აღნიშნული მსჯელობით უტყუარად დასტურდება, რომ ლ---- გ--------- და ა-–---------- ა-–--–--- 2018 წლის 4 თებერვალს 02:43:23-02:50:45 საათის დროის შუალედში, იმყოფებოდნენ იმ საოპერატორო ოთახში, სადაც განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა, გარდა ამისა თავდასხმის ამსახველი ფირის დათვალიერებით, დაზარალებულების ბ------ კ-------ს და დ----- შ--------ს ჩვენებებით და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას ლ---- გ---------ს მიერ ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ოქმით დგინდება, რომ თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ ოთახის იმ წერტილებში, საიდანაც აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, შესაბამისად არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ სწორედ მათ ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება.

ამ მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რელევანტური, დასაშვები და პირდაპირი მტკიცებულებაა, როგორც ლ---- გ---------ს, ასევე ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ შერაცხული ქმედების დასადასტურებლად.

 

5.12. დაზარალებულმა ბ------ კ-------მ განმარტა, რომ ა-–---------- ა-–--–---ს დაახლოებით 10 წელია იცნობს, მას განსხვავებული ხმის ტემბრი აქვს, დროთა განმავლობაში გაიხსენებდა, აღიდგენდა და შეძლებდა მის ამოცნობას, ამიტომ დარწმუნებული არ არის, რომ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი ა-–---------- ა-–--–--- იყო.

აღნიშნული განმარტება, მისი არადამაჯერებლობის და არაკატეგორიულობის გათვალისწინებით, ვერ გააბათილებს ზემოთ განხილული მტკიცებულებების უტყუარობას და სარწმუნოობას.

 

5.13. საქმეში არსებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ა-–---------- ა-–--–---ს საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის კორპუსის მქონე კუთხსახეხზე ე.წ. „ბალგარკა“, არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ა-–---------- ა-–--–---ს, ხოლო მინორული წილი - ლ---- გ---------ს.

ა-–---------- ა-–--–---მ განმარტა, რომ ლ---- გ---------ს შემთხვევამდე არ შეხვედრია, ხოლო ა-–---------- ა-–--–---ს მამამ, მოწმე ს----- ა-–--–---მ აღნიშნა, რომ ამოღებული კუთხსახეხები მეზობლისგან ითხოვა, მათ ჩამრთველი ღილაკი ჰქონდათ დაზიანებული და ვერ გამოიყენებდნენ, ისინი ჩაკეტილი ჰქონდა, თუმცა ოჯახის წევრებს, მათ შორის ა-–---------- ა-–--–---ს შეეძლო შეხება ჰქონოდა ამ ნივთთან, ხოლო ოჯახის წევრის გარდა სხვას პირს, მათ შორის ლ---- გ---------ს, მასთან წვდომა ვერ ექნებოდა.

ამრიგად, დაცვის მხარემ ვერ ახსნა, თუ როგორ აღმოჩნდა დასახელებულ კუთხსახეხზე ლ---- გ---------ს გენეტიკური პროფილის მინორული წილი, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სეიფი გაჭრილია კუთხსახეხის გამოყენებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მარტოოდენ ის ფაქტი, რომ აღნიშნულ კუთხსახეხზე აღმოჩნდა ლ---- გ---------ს გენეტიკური პროფილის მინორული წილი, როგორც ცალკე აღებული პირდაპირი მტკიცებულება, უტყუარად ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ აღნიშნული კუთხსახეხით იქნა გაჭრილი სეიფი, მაგრამ აღნიშნული გარემოება ირიბად ამყარებს ზემოთ განხილული ორი პირდაპირი და სხვა ირიბი მტკიცებულებების უტყუარობას და სარწმუნოობას.

 

ამრიგად, სახეზეა ბრალდებულების ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელი ორი პირდაპირი მტკიცებულება, რომლებიც სხვა ზემოთ განხილულ ირიბ მტკიცებულებებთან ერთად, უტყუარად ადასტურებენ ბრალდებას.

 

5.14. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს დაცვის პოზიციაზე, რომელმაც ბრალდებულთა გამართლება მოითხოვა სამართალწარმოების პროცესში საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევების და მტკიცებულებათა არასაკმარისობის მოტივით და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ზემოთ იმსჯელა დაცვის მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტაციაზე კანონის დარღვევასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ ასეთი ფაქტები არ დასტურდება, ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებათა არასაკმარისობას, სასამართლო ამას არ იზიარებს და თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და ზემოთ განხილული მტკიცებულებები ქმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს მონაწილეობას ყაჩაღურ თავდასხმაში.

 

5.15. სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების კომპლექსური ანალიზის შედეგად, არ იზიარებს ბრალდებულთა ჩვენებებში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს და ზოგადად დ-–--- პოზიციას - ბრალდებულთა უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ის ცალსახად ეწინააღმდეგება და არ შეესაბამება არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილ გარემოებებს, რომლითაც დასტურდება ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს ბრალეულობა ბრალად შერაცხულ ქმედებაში. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულების ასეთი განმარტება და დაცვის პოზიცია ემსახურება ბრალდებულების პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.

 

5.16. რაც შეეხება ბრალდებულთა მიმართ შერაცხული ქმედების მუხლობრივ კვალიფიკაციას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ხელყოფს ერთდროულად ადამიანის საკუთრებას და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით და რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.

ყაჩაღობისას ფიზიკურ ძალადობას, შეიძლება შედეგად მოჰყვეს დაზარალებულის სხეულის დაზიანება ან შეუქმნას საშიშროება დაზარალებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ძალადობის გამოყენების მუქარა, ფსიქიკური ძალადობა უნდა იყოს რეალური, იმწუთიერი, რაც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით, ჟესტიკულაციით და ა.შ. რაც მთავარია დაზარალებული ამ ყველაფერს უნდა აღიქვამდეს რეალურად და მიიჩნევდეს, რომ თუ ქონების დაუფლებაში შეეწინააღმდეგება თავდამსხმელს, მან შესაძლოა მუქარა რეალურად განახორციელოს.

სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში.

ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორივე ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი, თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს, საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგრძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, კონკლუდენტური მოქმედებით, მაგ. ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებულ იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის დამთავრების განსაზღვრა თავდასხმის მომენტით შეუძლებელს ხდის ყაჩაღობის მცდელობის სტადიის არსებობას. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას. თუ ყაჩაღობა ჩადენილია ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, არ არის სავალდებულო, რომ ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის.

 

5.17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის განსაზღვრებას, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

საკასაციო პალატამ საქმეში №75აპ-17 აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობითი, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც.

 

5.18. ბრალდებულებს ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს შერაცხული აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ბრალდება.

აღნიშნული ნორმის დისპოზიცია გულისხმობს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

თავდასხმის ამსახველი ფირით, დაზარალებულების ბ------ კ-------ს და დ----- შ--------ს ჩვენებებით და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას ლ---- გ---------ს მიერ ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ოქმით, ასევე სხვა ირიბი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება შერაცხული ბრალდების ყველა მაკვალიფიცირებელი გარემოება, კერძოდ: იარაღის (პისტოლეტის) მაგვარი საგნის დემონსტრირება და ამ ნივთით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულების მიერ ამ მუქარის რეალურად აღქმა, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა, რა დროსაც ხელები შეუკრეს, ორივე თავდამსხმელის შეთანხმებული და ერთობლივი მოქმედება თავდასხმის დროს, რაც აშკარად მიუთითებს მათ მიერ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაზე.

შპს „ჯ------------ს“ დირქტორის გ---- წ--------–-ს ჩვენებით და მისი წერილით დადგენილია, რომ შპს „ჯ------------ს“ კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურიდან ყაჩაღური გზით გატაცებული იქნა 31 480 (ოცდათერთმეტი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარი, რაც დასტურდება ნავთობპროდუქტების მკაცრი აღრიცხვის ჟურნალის და საბუღალტრო ჩანაწერების მეშვეობით.

საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას ლ---- გ---------ს მიერ ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ოქმში ლ---- გ--------- მიუთითებს, რომ გატაცებულმა თანხამ შეადგინა 22 600 ლარი, საიდანაც ლ---- გ---------მ დაიტოვა 5000 ლარი, ხოლო 22 600 ლარი ა-–---------- ა-–--–---მ წაიღო.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

მიუხედავად იმისა, რომ შპს „ჯ------------ს“ დირქტორის გ---- წ--------–-ს ჩვენებას და ლ---- გ---------ს განმარტებას შორის, გატაცებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით განსხვავებაა, ორივე შემთხვევაში დასახელებული თანხის ოდენობა, სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, იძლევა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის შემადგენლობას, თუმცა სასამართლო გატაცებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით ეყრდნობა შპს „ჯ------------ს“ დირექტორის გ---- წ--------–-ს ჩვენებას და მის მიერ გაცემულ წერილს, ვინაიდან მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის ლოგიკური საფუძველი არ არსებობს, ამასთან გატაცებული თანხა - 31 480 (ოცდათერთმეტი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარი, დაანგარიშებულია ნავთობპროდუქტების მკაცრი აღრიცხვის ჟურნალის და საბუღალტრო ჩანაწერების მეშვეობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულების ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ შერაცხული ქმედების მუხლობრივი კვალიფიკაცია სწორია.

 

6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

6.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

 

6.2. თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

6.3. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

 

6.4. რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

6.5. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

6.6. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

6.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ:

 

ლ---- გ---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, აღნიშნული ქმედებით ლ---- გ---------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით;

 

ა-–---------- ა-–--–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, აღნიშნული ქმედებით ა-–---------- ა-–--–---მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები საქმის განხილვის პროცესში არ გამოკვეთილა.

 

8. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

8.2. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

8.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

8.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

8.5. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

8.6. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს წარმოადგენდა ყაჩაღური თავდასხმის გზით სხვისი ქონების დაუფლება.

ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება იყო პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედება.

მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომის ფარგლებში, დანაშაულის მსხვერპლი გახდა ბენზინგასამართი სადგურის ორი ოპერატორი, დამნაშავეები, საკუთარი დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად არ მოერიდნენ დაზარალებულების მიმართ მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური ტრამვის მიყენებას.

ქმედების განხორციელების სახე და ხერხი გამოიხატა ძალადობრივი ქმედებებში, რა დროსაც დააბეს დაზარალებულები, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით.

მართლსაწინააღმდეგო შედეგის სახით დადგა ის, რომ დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რაც დღემდე ანაზღაურებული არ არის.

 

8.7. ბრალდებულთა წარსული ცხოვრების შესახებ საქმეში მოიპოვება შემდეგი მასალები:

 

ლ---- გ--------- მსჯავრდებულია ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 471 მუხლის შესაბამისად, გადაედო 2 წლის ვადით. ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს.

 

იხ. ტომი 2 ს.ფ. 21-32.

 

საქართველოს შსს ც--------–----- კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის /ს-------–--------------–----–---–-------------------–---------–------–------–------- MIA 8------------ ცნობით ირკვევა, რომ 21.11.2012 წელს ბ----------–---ს საავტომობილო გზაზე, ყ------ს რაიონის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეებმა ნ------- მ--------ს ძე გ---------მ და ა-–---------- ს-----ს ძე ა-–--–---მ (დაბ. 0----.1--- წ.) და ა-----–- ვ--------ს ძე ა--–--–---მ ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებით,დააყაჩაღეს ბენზინგასამართი სადგური “ფ------ პ--------–-“. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მითითებულმა პირებმა, ფიზიკური ძალის გამოყენებისა და იარაღის მუქარით, დააბეს სადგურის ოპერატორი ჯ----–--- ბ---------- და სალაროდან გაიტაცეს ნაღდი ფული 4000 აზერბაიჯანული მანათი.

ხსენებულ ფაქტზე ყ------ს პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №120460049 საქმეზე, დანაშაული გათვალიწინებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 181.3. (ყაჩაღობა) და 228.4. (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა) მუხლებით.

საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა მოქალაქე ნ------- გ---------, მისგან ამოღებულ იქნა „კალაშნიკოვის“ მარკის ავტომატი და დანაშაულის ჩადენის სხვა იარაღები. რაც შეეხება ა-–---------- ა-–--–---ს და ა-----–- ა--–--–---ს, მათ მოახერხეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთა. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიმართ გამოცხადდა ძებნა (სამძებრო საქმე №20572).

21.06.2013 წელს შეწყდა სამძებრო საქმე, მას შემდეგ, რაც დადგინდა ა-–---------- ა-–--–---ს და ა-----–- ა--–--–---ს მოქალაქეობრივი კუთვნილება და ადგილსამყოფელი.

 

იხ. ტომი.2. ს.ფ. 52.

 

აღნიშნულ მონაცემებს სასამართლო არ იყენებს ბრალდებულთა მიმართ არც სასარგებლო და არც საწინააღმდეგო მოცემულობად.

პირადი და ეკონომიკური პირობების შესახებ სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებული ა-–---------- ა-–--–--- ქვრივია, ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი, ლ---- გ--------- დაუოჯახებელია.

სასამართლო ბრალდებულთა სასარგებლოდ განიხილავს იმ გარემოებას, რომ ორივე ბრალდებული საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დანიშნულ დროს ცხადდებოდნენ სასამართლო სხდომებზე, მათი მიზეზით არ მომხდარა სხდომის გადადება, არ შეუშლიათ ხელი საქმის არსებითი განხილვისთვის.

 

8.8. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული და მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა, შესაბამისად ლმობიერი სასჯელის დანიშვნა მიზანშეუწონელია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი ძირითად სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტი - თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე ვადით, სხვა ალტერნატიული სასჯელის გარეშე და ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, ან ჩადენისთანავე, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები (დანაშაული მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, დანაშაულის პრევენციის, მათი რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია ბრალდებულების ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს იზოლაცია და სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

8.9. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტულ ზომას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა ლ---- გ---------მ სამართალწარმოების საწყის ეტაპზე, აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან, გულწრფელად აღიარა შერაცხული ქმედება, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, გამოძიებას მიუთითა კონკრეტული ფაქტებისა და დეტალების შესახებ, ამავე ექსპერიმენტში ასევე აღწერა ა-–---------- ა-–--–---ს მოქმედება, როლი და ფუნქცია; სწორედ მისი ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა საქმეზე ერთერთი პირდაპირი მტკიცებულება, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.

მიუხედავად იმისა, რომ ლ---- გ---------მ შემდგომში შეწყვიტა თანამშრომლობა გამოძიებასთან, მის მიერ აღნიშნულ ეტაპზე გამოძიებასთან თანამშრომლობას სასამართლო განიხილავს სასჯელის დანიშვნის დროს ლ---- გ---------ს მიმართ სასარგებლო მოცემულობად.

იგივეს თქმა შეუძლებელია ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ, ამავე დროს, განსახილველი დანაშაულის განხორციელების დროს იკვეთება მისი შედარებით აქტიური როლი, როგორიცაა პისტოლეტის მაგვარი საგნით დაზარალებულთა დამორჩილება, მათ მიმართ ამ იარაღით მოკვლის მუქარის განხორციელება, ასევე დანაშაულის ჩასადენად კუთხსახეხებისა და სხვა ნივთების მიტანა.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ლ---- გ---------ს სასჯელი უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალიწინებული მინიმუმის ფარგლებში - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ა-–---------- ა-–--–---ს, მცირედით მეტი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით.

მითითებული სასჯელი სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდნენ საზოგადოებას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულთათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

9. ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

9.1. საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

საქმეზე ამოღებული ა-–---------- ა-–--–---ს კუთვნილი შარვალი, შავი ფერის კუთხსახეხი (ე.წ „ბარგალკა"), ყვითელი ფერის კუთხსახეხი (ე.წ „ბარგალკა"), თეთრი ფერის ელექტრო დამაგრძელებელი სადენი, რომლებიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს ა-–---------- ა-–--–---ს ან ამ ნივთების მესაკუთრეს;

ა-–---------- ა-–--–---ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის სვიტერი, ერთი წყვილი ნაჭრის ხელთათმანი, რომელიც ქვედა მხარეს არის შავი ფერის, ხოლო ზედა მხარეს წითელი ფერის, მამაკაცის შავი ფერის ორი ცალი სპორტული ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს ა-–---------- ა-–--–---ს;

ლ---- გ---------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მამაკაცის კაპიუშონიანი სამხედრო ქურთუკი, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

ლ---- გ---------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

ა-–---------- ა-–--–---ს ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

შპს „ჯ------------ს" (ლ-------–-) ოფისიდან ამოღებული ოთხი ცალი სუნის კვალი, რომლებიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

ა-–---------- ა-–--–---საგან აღებული ერთი ცალი სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

ლ---- გ---------საგან აღებული ერთი ცალი სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რკინის სეიფის გარეთა ზედაპირიდან აღებული საღებავების ანაფხეკები და რკინის სეიფის შიგნიდან აღებული მიკრონაწილაკები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რკინის სეიფის ზედა თაროზე აღმოჩენილი და ამოღებული ორი ცალი მინის ნამსხვრევი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საოპერატორო ოთახის შესასვლელი მეტალოპლასტმასის კარის გარეთა და შიგნითა სახელურების ზედაპირებიდან ბიოლოგიური ჩხირების საშუალებით აღებული ანაწმენდები, საოპერატორო ოთახის იატაკზე აღმოჩენილი და ამოღებული ორი ცალი დაჭმუჭნული წებოვანი ლენტი, განადგურდეს, ხოლო საოპერატორო ოთახიდან ამოღებული კედელზე დამონტაჟებული ჩამრთველის პლასტმასის კორპუსი, საოპერატორო ოთახიდან ამოღებული ორი ცალი ნაჭრის ქურთუკი ინგლისურენოვანი წარწერით ,,L-----”, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ერთი წყვილი ნაჭრის ხელთათმანი, შავი ფერის ნაქსოვი ქუდი ე.წ. ნიღაბი, ერთი წყვილი თეთრი ფერის რეზინის ხელთათმანი, რომლებიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

ა------ მ---–----ს საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა 2050 (ორიათას ორმოცდაათი) ლარი, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, უნდა დაუბრუნდეს ა------ მ---–----ს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს მიერ ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებულ თანხას;

შპს „ჯ------------ს“ („ლ-------–-") ოფისიდან ამოღებული რკინის სეიფი, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

საქმეზე ამოღებული ლ---- გ---------ს კუთვნილი „სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: „3-----------------" და „3-----------------", რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს ლ---- გ---------ს;

შპს ,,ჯ------------დან" („ლ-------–-") გამოთხოვილი ინფორმაცია ოფისის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ, 2018 წლის 31 იანვრის 10:00 საათიდან, 2018 წლის 04 თებერვალს 03:00 საათამდე დროის მონაკვეთში დაფიქსირებული 1 ტერაბაიტის მოცულობის გარევინჩესტერში ჩაწერილი ვიდეოჩანაწერების სახით, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

9.2. უნდა გაუქმდეს ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 20 000 ლარის ოდენობით და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა და ყადაღა უნდა მოეხსნას ნ--- კ------ს (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ფოთი, მ-------–---ს ქ.N4--14-ში, საკადასტრო კოდი: 0------------------, 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს;

ასევე უნდა გაუქმდეს ლ---- გ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 20 000 ლარის ოდენობით და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა და ყადაღა უნდა მოეხსნას ხ----- ხ---------ს (პ.ნ. 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ქ------–----ს ქ. N--, საკადასტრო კოდი: 0-----------, 20000 ლარის ღირებულების წილს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ა-–---------- ა-–--–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ა-–---------- ა-–--–---ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2018 წლის 11 თებერვლიდან, 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით, 3 (სამი) თვე და 5 (ხუთი) დღე.

ა-–---------- ა-–--–--- დაკავებულ იქნას სხდომის დარბაზში.

2. ბრალდებული ლ---- გ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

ლ---- გ---------ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 11 თებერვლიდან, 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით, 3 (სამი) თვე და 5 (ხუთი) დღე.

ლ---- გ--------- დაკავებულ იქნას სხდომის დარბაზში.

3. საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

საქმეზე ამოღებული ა-–---------- ა-–--–---ს კუთვნილი შარვალი, შავი ფერის კუთხსახეხი (ე.წ „ბარგალკა"), ყვითელი ფერის კუთხსახეხი (ე.წ „ბარგარკა"), თეთრი ფერის ელექტრო დამაგრძელებელი სადენი, რომლებიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს ა-–---------- ა-–--–---ს ან ამ ნივთების მესაკუთრეს;

ა-–---------- ა-–--–---ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის სვიტერი, ერთი წყვილი ნაჭრის ხელთათმანი, რომელიც ქვედა მხარეს არის შავი ფერის, ხოლო ზედა მხარეს წითელი ფერის, მამაკაცის შავი ფერის ორი ცალი სპორტული ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს ა-–---------- ა-–--–---ს;

ლ---- გ---------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მამაკაცის კაპიუშონიანი სამხედრო ქურთუკი, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

ლ---- გ---------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

ა-–---------- ა-–--–---ს ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

შპს „ჯ------------ს" (ლ-------–-) ოფისიდან ამოღებული ოთხი ცალი სუნის კვალი, რომლებიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

ა-–---------- ა-–--–---საგან აღებული ერთი ცალი სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

ლ---- გ---------საგან აღებული ერთი ცალი სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რკინის სეიფის გარეთა ზედაპირიდან აღებული საღებავების ანაფხეკები და რკინის სეიფის შიგნიდან აღებული მიკრონაწილაკები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, განადგურდეს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რკინის სეიფის ზედა თაროზე აღმოჩენილი და ამოღებული ორი ცალი მინის ნამსხვრევი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საოპერატორო ოთახის შესასვლელი მეტალოპლასტმასის კარის გარეთა და შიგნითა სახელურების ზედაპირებიდან ბიოლოგიური ჩხირების საშუალებით აღებული ანაწმენდები, საოპერატორო ოთახის იატაკზე აღმოჩენილი და ამოღებული ორი ცალი დაჭმუჭნული წებოვანი ლენტი, განადგურდეს, ხოლო საოპერატორო ოთახიდან ამოღებული კედელზე დამონტაჟებული ჩამრთველის პლასტმასის კორპუსი, საოპერატორო ოთახიდან ამოღებული ორი ცალი ნაჭრის ქურთუკი ინგლისურენოვანი წარწერით ,,L-----”, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ერთი წყვილი ნაჭრის ხელთათმანი, შავი ფერის ნაქსოვი ქუდი ე.წ. ნიღაბი, ერთი წყვილი თეთრი ფერის რეზინის ხელთათმანი, რომლებიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს;

ა------ მ---–----ს საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა 2050 (ორიათას ორმოცდაათი) ლარი, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს ა------ მ---–----ს;

შპს „ჯ------------ს" („ლ-------–-") ოფისიდან ამოღებული რკინის სეიფი, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

საქმეზე ამოღებული ლ---- გ---------ს კუთვნილი „სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: „3-----------------" და „3-----------------", რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, დაუბრუნდეს ლ---- გ---------ს;

შპს ,,ჯ------------დან" („ლ-------–-") გამოთხოვილი ინფორმაცია ოფისის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ, 2018 წლის 31 იანვრის 10:00 საათიდან, 2018 წლის 04 თებერვალს 03:00 საათამდე დროის მონაკვეთში დაფიქსირებული 1 ტერაბაიტის მოცულობის გარევინჩესტერში ჩაწერილი ვიდეოჩანაწერების სახით, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

4. ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, თითოეულისათვის გირაო 20 000 ლარის ოდენობით, გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს ლ---- გ---------ს და ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით დაწესებული ყველა ვალდებულება და მათ კანონის შესაბამისად დაუბრუნდეთ საკუთარი პირადობის მოწმობა და პასპორტი.

გაუქმდეს ა-–---------- ა-–--–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 20 000 ლარის უზრუნველსაყოფად ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა და ყადაღა მოეხსნას ნ--- კ------ს (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ფოთი, მ-------–---ს ქ.N4--14-ში, საკადასტრო კოდი: 0------------------, 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

გაუქმდეს ლ---- გ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 20 000 ლარის უზრუნველსაყოფად ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა და ყადაღა მოეხსნას ხ----- ხ---------ს (პ.ნ. 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ქ------–----ს ქ. N--, საკადასტრო კოდი: 0-----------, 20000 ლარის ღირებულების წილს.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე შოთა სირაძე