განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2020
საქმის ნომერი
010100118002598512
დავის ტიპი
150 2
თარიღი
30.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-0-00-1800259-512

საქმეN1-755/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: აკ-----------ია, ან---------–--ლი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ჯე---–-–-–--–-ძე

მამის სახელი: ნე–----

დაბადებული: 2--1--1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 6----------

მისამართი: ქობულეთი, სოფელი კვ-----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

2.ბრალდებული: ირ---–--------ძე

მამის სახელი: ვლ--------ი

დაბადებული: 2--0--1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 6----------

მისამართი: ქედის რაიონი, სოფელი ჯა-–---–---–-ბი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

ბრალდებულების ადვოკატი - პა-----–---ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------

 

1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი

 

1.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ჯე---–-–-–--–-ძის მიმართ:

 

20-8 წლის 10 მაის, ღამის საათებში ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N9--ში მდებარე კლუბ ,,ლ----ში’’ ყოფნისას, ჯე---–-–-–--–-ძე და ირ---–--------ძე, ალ-----------ს, ომ----------თის და ალ---------ნის წინააღმდეგობის მიუხედავად აიძულებდნენ მათ კლუბ ,,ლ----სთვის’’ გადაეხადათ მომსახურების თანხა. ამის შემდგომ ჯე---–-–-–--–-ძემ და ირ---–--------ძემ აიძულეს ალ-----------, რომ ჩამჯდარიყო ჯე---–-–-–--–-ძის კუთვნილ ,,მ---------ის’’ მოდელის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით C------ და წაიყვანეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ,,ვ-----–ის’’ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ჯე---–-–-–--–-ძემ და ირ---–--------ძემ ალ----------- აიძულეს, რომ მისი პლასტიკური ბარათიდან აღნიშნული ,,ვ-----–ის’’ ბენზინგასამართი სადგურის ტერმინალზე გაენაღდებინა 2500 ლარი და გადაეცა მათთვის. ამის შემდგომ ჯე---–-–-–--–-ძე და ირ---–--------ძე დაბრუნდნენ ქ. ბათუმში მდებარე კლუბ ,,ლ----ში’’ და ალ---------ნი აიძულეს გადაეხადა კლუბ ,,ლ----სთვის’’ მომსახურების თანხა 1000 თურქული ლირის ოდენობით.

 

1.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ირ---–--------ძის მიმართ:

 

20-8 წლის 10 მაის, ღამის საათებში ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N9--ში მდებარე კლუბ ,,ლ----ში’’ ყოფნისას, ჯე---–-–-–--–-ძე და ირ---–--------ძე, ალ-----------ს, ომ----------თის და ალ---------ნის წინააღმდეგობის მიუხედავად აიძულებდნენ მათ კლუბ ,,ლ----სთვის’’ გადაეხადათ მომსახურების თანხა. ამის შემდგომ ჯე---–-–-–--–-ძემ და ირ---–--------ძემ აიძულეს ალ-----------, რომ ჩამჯდარიყო ჯე---–-–-–--–-ძის კუთვნილ ,,მ---------ის’’ მოდელის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით C------ და წაიყვანეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ,,ვ-----–ის’’ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ჯე---–-–-–--–-ძემ და ირ---–--------ძემ ალ----------- აიძულეს, რომ მისი პლასტიკური ბარათიდან აღნიშნული ,,ვ-----–ის’’ ბენზინგასამართი სადგურის ტერმინალზე გაენაღდებინა 2500 ლარი და გადაეცა მათთვის. ამის შემდგომ ჯე---–-–-–--–-ძე და ირ---–--------ძე დაბრუნდნენ ქ. ბათუმში მდებარე კლუბ ,,ლ----ში’’ და ალ---------ნი აიძულეს გადაეხადა კლუბ ,,ლ----სთვის’’ მომსახურების თანხა 1000 თურქული ლირის ოდენობით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.3. სასამართლომ გააანალიზა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებულები ირ---–--------ძე და ჯე---–-–-–--–-ძე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ირ---–--------ძემ და ჯე---–-–-–--–-ძემ ჩაიდინეს იძულება ჯგუფურად;

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ალ---------ნის, ომ----------თის და ალ-----------ს განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო კლუბ „ლ----ში“ იძულებით გადაახდევინეს 5530 თურქული ლირა იქვე მომუშავე ირაკლიმ. (იხ. ს.ფ.1-5);

 

2.2. სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა მაგისტრ მოსამართლესთან ალ---------ნის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც ალ---------ნი სასამართლო აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას: საქართველოში სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა მეგობრებთან ალ---------ნთან და ომ----------თთან ერთად, იმ დროს როცა ავტომობილის დაზღვევას აკეთებდნენ, ორი გოგო მივიდა მათთან და მათი თხოვნით წამოიყვანეს ბათუმში; კარგად ფლობდნენ თურქულ ენას. კითხეს ღამის დასარჩენი სასტუმროს და საჭმელის შესახებ; დაპირდნენ დახმარებას საჭირო ადგილების შერჩევაში; მიიყვანეს, დისკო ბარ „ლ----ში“; ფასები მოიკითხეს, შეუკვეთეს ერთი კილო ცხვრის ხორცი, ნახევარი კილო ქათმის ხორცი, 500 (ხუთასი) გრამიანი დასალევი რახი , 2 (ორი) ბოთლი წყალი მოვითხოვეთ. თეთრი ჩვეულებრივი ტკბილის ასორტი მიუტანეს ასევე 3 (სამი) გაზირებული დასალევი წყალი; გოგონებიდან ერთ-ერთმა 3 (სამი) ჭიქა ვისკი მოითხოვა. მათაც ასევე შეუკვეთეს; გოგონები ხილის წვენსაც სვამდნენ. ხილის წვენში, როგორც უთხრეს თანხას მათ არ ართმევდნენ და მათთვის უფასო იყო; დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ერთი გოგო , როგორც თქვა, - საპირფარეშოში; მეორე გოგოც გავიდა და ისინი უკან აღარ დაბრუნებულან; გარკვეული დროის მერე, მიმტანს ანგარიში თხოვეს. ანგარიშში 6000 (ექვსი ათასი) ლარი ეწერა. მიმტან გოგოს დაუძახეს, რაიმე შეცდომა ხომ არ იყო ანგარიშთან დაკავშირებით. სახელით ჯ----–ი და თარჯიმანი სახელით - და----- მივიდნენ მასთან; უთხრეს, რომ ეს ფასები არარეალური იყო და ვერ გადაიხდიდნენ, ამდენი თანხა არ ჰქონდათ თან; 6000 (ექვსი ათასი) ლარი 10500 (ათიათასხუთასი) ლირას შეადგენდა თურქულ ფულს. შემდეგ 10500 ლირიდან 6000 (ექვსი ათასი) ლირაზე ჩამოვიდნენ. ამდენი თანხაც არ ჰქონდათ და ვერ გადაიხდიდნენ; კლუბის მეპატრონე ჯ----–ი გატეხილი თურქულით საუბრობდა, კარგად თურქული არ იცოდა, დედას აგინებდა და ლანძღავდა, რომ თანხა გადაეხადათ; ჯიბეში ორი საკრედიტო ბარათი ჰქონდა. ერთი 10000 (ათი ათასი) ლირამდე ლიმიტით; მეორე სადღაც 5000 (ხუთი ათასი) ლირამდე ლიმიტით; ჯ----–მა მათ უყვიროდა, ხოლო თარჯიმანი თარგმნიდა; თარჯიმანი და----- არ ყვიროდა, ის ფულის გამოსატანად რომ წავიდნენ, იქ ხმის ტონი ქონდა სხვაგვარი. აგრესიას არ გამოხატავდა; ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა და ორივე ამოიცნო ; განყოფილებაში გაიგო შემდეგ რომ თარჯიმანს ირაკლი ერქვა; ლიმიტი რომელზეც ცოტა ჰქონდა, ის ბარათი ამოიღო. მანქანაში ჩასვეს და ბენზინგასამართ სადგურზე წაიყვანეს თანხის მოსახსნელად. ეშინოდა, რადგანაც პირველად იყო ჩამოსული და აქაური კანონი არ იცოდა; ეგონათ, რომ არ გაუშვებდნენ; შიგნით ეუბნებოდნენ, რომ თუ სურდათ პოლიცია გამოეძახებინათ და ორმაგის გადახდა მოუწევდათ და კიდე სასამართლოები იქნებოდა, 2-3-4 თვის განმავლობაში საქართველოში დარჩენა მოუწევდათ; ეუბნებოდნენ, რომ თვითონ იყვნენ დამნაშავეები და ისინი არაფერს არ აშავებდნენ; მხოლოდ თვითონ წამიყვანეს თანხის გამოსატანად. მისი მეგობრები დარჩნენ კლუბში; მხოლოდ ჯ----–ი აგინებდა თურქულად და ჯიბეები დაცალეთო ეუბნებოდა, თარჯიმანი ამ ყველაფერს თარგმნიდა, მაგრამ მან თვითონ პირადულად არ აგინებდა. თარჯიმანი უფროსის ნათქვამს თარგმნიდა და რა თქმა უნდა ისეთი მდგომარეობით იყო, რომ მისი უფროსი იყო და მის მხარეს იჭერდა.ეუბნებოდა ირაკლი, რომ მე მათ დახმარებას ცდილობდა, მაგრამ თანხა იყო გადასახდელი და უნდა გადაეხადათ და გათავისუფლდებოდნენ ამ პრობლემიდან; ის თან თარგმნიდა, მაგრამ ურჩევდა მათ; ბენზინგასამართ სადგურზე გაიყვანეს. აპარატი მოიტანეს, სადაც ბარათის გატარება შეიძლებოდა. თარჯიმანმა ბარათი გამოართვა და აპარატში გაატარა. ორჯერ სპეციალურად კოდი შეცდომით შეიყვანა, რადგან თანხა არ უნდოდა რომ მოეხსნათ მისი ბარათიდან. ჯ----–იმ ყვირილი დაიწყო. თარჯიმანმაც უთხრა, რომ მიეცა თანხა და დაესვენა ამ პრობლემიდან; სხვა გზა არ ჰქონდა, მანქანაში აპარატი შემოაწოდეს, კოდი შევიყვანე და 5-ჯერ 500-500 ლარი ჩამოაჭრეს ბარათიდან, თურქულ ფულზე 4530 (ოთხი ათას ხუთას ოცდაათი) ლირას შეადგენს. ბარათზე სხვა თანხა აღარ ჰქონდა. მერე ერთ-ერთი ჩვეულებრივი ვიღაც ფორმიანი ადამიანი მოვიდა, ფული გადასცა თარჯიმანს, მან კი გადასცა ჯ----–ის, რაღაც თანხა იმ იქ მყოფ პირს დაუტოვეს და დაბრუნდნენ ისევ უკან; 1500 ლირას კიდევ ითხოვდნენ, ითხოვდა ჯ----–ი; თარჯიმანი თავისებურად ალამაზებდა თურქულად და თავისებურ აზრებსაც გამოხატავდა, უბრალოდ იმას ამბობდა, რომ თარჯიმანი იყო, მაგრამ არ ჯეროდა, რომ ის თარჯიმანი იყო. რაც შეეხება ავტომანქანას, ალბათ ტაქსი იყო; მძღოლი საერთოდ არვ ერეოდა არაფერში და ა და არც ძირს ჩამოსულა; მხოლოდ მანქანაში დაინახა.

1000 ლირა ალ---------ნს ქონდა ჯიბეში და ის 1000 ლირაც მისცეს; ამის შემდეგ ისევ თავიდან დასვეს მაგიდაზე და ეუბნებოდნენ რომ ეპატიჟებოდნენ და რას მიირთმევდნენ; ეს უკვე მის შემდეგ, როცა ნახეს რომ თანხა აღარ ჰქონდათ ;

შემდეგ წამოვიდნენ და სხვა სასტუმროში დარჩნენ; დილით თბილისში წავიდნენ, იქ ნაცნობები ჰყავდათ; მათ ურჩიეს მიემართათ პოლიციისთვის; მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, არც ჯიბეებში ჩაუყვიათ ხელი, თუმცა მათი მოთხოვნის საფუძველზე გადაიხადეს თანხა, რასაც თვლიან, რომ არის შეუსაბამო და არარეალური; (იხ ოქმის ჩანაწერი 14.05.20-8წ 15:45:53 სთ-16:30:23 )

 

2.3. სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა მაგისტრ მოსამართლესთან ალ---------ნის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც ალ---------ნი სასამართლო აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას: საქართველოში ჩამოვიდა მეგობრებთან ალ-----------სთან და ომერ ჯენითთან ერთად ომერ ჯენითის ფორდ ფოკუსის მარკის ავტომანქანით; ის სარფის საბაჟოზე მანქანით გადმოვიდა თავად კი ალპერ იენაისთან ერთად - ფეხით; ელოდებოდნენ მანქანის დაზღვევას. ამ დროს ორი გოგო მივიდა, თურქულ ენაზე კარგად საუბრობდნენ და თხოვეს ბათუმში წაყვანა; გზაში მსვლელობისას შეთავაზეს ადგილი, - სასტუმრო, სადაც შეძლებდნენ ჭამას და დასვენებას; სასტუმროს ქვევით იყო დისკო კლუბი და იქ შეიყვანეს. შეუკვეთეს ერთი კგ თხის ხორცი, ნახევარი კილო ქათმის ხორცი, 500 გრამის ოდენობით სასმელი ე.წ. „რახი“ მოიკითხეს და მისი ღირებულება იყო 70 ლარი; მათ გვერდით მყოფ გოგონებს ხილის წვენი მოუტანეს, გოგონებმა უთხრეს, რომ ისინი არ იხდიდნენ მომსახურებისთვის, რადგან ამ სასტუმროს კლიენტები იყვნენ; ცოტა ხნის შემდეგ ერთი გავიდა, როგორც თავად თქვა საპირფარეშოში; ფასებს შეკვეთისას კითხულობდნენ და მიმტანი მათ ეუბნებოდა; მაგიდაზე იყო მენიუ თუმცა მენიუში ამ სახის საკვების ფასები არ ეწერა;

 

რაც მიიღეს მაქსიმუმ 250-300 ლარს შეადგენდა. მაგრამ მათგან მოითხოვეს 6000 ლარი; თურქული ფულით 10500 ლირა იყო; როცა გააპროტესტეს ორი ბიჭი მოვიდა მათთან.

უთხრეს, რომ ამდენი თანხა არ ჰქონდათ და ვერ გადაიხდიდნენ, შემდეგ 8000 თურქულ ლირაზე ჩამოვიდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ამდენიც არ ჰქონდათ; ითხოვდნენ, რომ ჯიბეები ამოებრუნებინათ; ორი ადამიანი ეუბნებოდა ამ ყველაფერს ერთი დისკოს უფროსი იყო მეორე მისი თარჯიმანი. და----- ერქვა თარჯიმანს, მეორეს არ მახსოვს. ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა და ამოიცნო, როგორც თარჯიმანი ასევე კლუბის მეპატრონეც; დაუთმა თვითონ უთხრა რომ იყო თარჯიმანი და დღიურად 50 ლარს უხდიდნენ;

მეორე პირი სახელით არ წარმოუდგა მათ, ამბობდა, რომ უფროსი იყო თურქული კარგად არ იცოდა უბრალოდ თურქულად აგინებდა და ლანძღავდა მათ. გინება იცოდა ძალიან კარგად. ბოლოს ალ----------- წაიყვანეს სადღაც ფულის მოსახსნელად და 2-00 ლარი მოახსნევინეს ბარათიდან.

თვითონ დარჩა ადგილზე, გარეთაც არ უშვებდნენ. თავად 1000 ლირა ჰქონდა;

კლუბში ბევრნი იყვნენ მათ არაფერს არ ეუბნებოდნენ, თავზე ადგნენ და ლანძღავდა ის პირი, ვინც მათ უფროსად გაეცნო; თარჯიმანიც თარგმნიდა ამ ყველაფერს. წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ მათ. ჩხუბი და მუქარა გამოიხატებოდა იმაში, რომ აგინებდა მატ და ლანძღვადა , ემუქრებოდა, რომ დაუკავშირდებოდა პოლიციის განყოფილებას და მოუწევდათ უფრო მეტის გადახდა, ვიდრე თავაზობდნენ; რომ სანამ სასამართლო პროცესები არ დასრულდებოდა, ვერ დატოვებდნენ ქვეყანას; კლუბის მეპატრონე და თარჯიმანიც იყო ჩართული ამ საუბრებში; მათ ქართული არ იცოდნენ და რასაც თარჯიმანი ეუბნებოდა ის ესმოდათ მხოლოდ; თარჯიმანი რაიმე ამატებდა და თავისი ინიციატივით საუბრობდა თუ არა ვერ ადასტურებს;

უფროსი ძალიან მკაცრად და ხმამაღლა, უწმაწური სიტყვებით საუბრობდა. და თარჯიმანი ისევ ისეთი სიტყვებით გვითარგმნიდა. ხანდახან ვიდეო კამერით იღებდნენ, ვიდეოს გადაღებისას კარგად იქცეოდნენ, კამერას, რომ თიშავდნენ ისევ იძაბებოდა სიტუაცია და ხმამაღლა იწყებდნენ საუბარს.

გარდა იმისა, რაც მოხსნეს ბარათიდან , როცა ალ----------- წაიყვანეს, მას ფ ჰქონდა 1000 ლირა და ის დაამატებინეს; ჯიბეებიდან თანხა არ ამოუღიათ

თანხის გადახდაზე მოთხოვნა იყო ორივე მხრიდან მონაწილეობდა თარჯიმანი კლუბის მეპატრონესთან ერთად; იქ მყოფი სხვა პირები არ იყვნენ ჩართულები და არც საუბრობდნენ; ასევე მათთვის არავის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა; როცა თანხა რაც ჰქონდათ გადაიხადეს, ამის შემდეგ ისინი კარგად იქცეოდნენ; იფიქრეს რომ სასტუმროში დარჩებოდნენ, მაგრამ წამოვიდნენ და ქალაქში სადღაც სასტუმროში გაჩერდნენ. მეორე დღეს დილით ადრე თბილისში წავიდნენ; მეგობრების რჩევით მიმართეს პოლიციას, როცა ჩამოვიდნენ თბილისიდან ბათუმში; 250-300 ლარი არის მათი გადასახდელი თანხა ალბათ და დანარჩენი, ზედმეტად წაიღეს; (იხ სხდომის ოქმის ჩანაწერი 15.05.20-8წ 17:0-:03სთ-17:25:07 სთ).

 

2.4. სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა მაგისტრ მოსამართლესთან ჯე------------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც ჯე------------ი სასამართლო აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას: როგორც ახსოვს 09 მაისი იყო, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტით გადმოვიდა მეგობრებთან ალ-----------სთან და ალ---------ნთნ ერთად; ორი გოგო წამოიყვანეს მათივე თხოვნით ბათუმში; მათივე რჩევით მივიდნენ დისკო კლუბ „ლ----ში“ სურდათ ჭამა; კლუბში 5, 6 ადამიანი იჯდა, მოიკითხეს დასალევი, საჭმელი და მისცეს შეკვეთა; თავად არ სვამდა; მისა მეგობარმა 500 გრამიანი დასალევი რახი მოიკითხა, 1 კილო ცხვრის ხორცი, ნახევარი კილო ქათმის ხორცი შეუკვეთეს, 100-150 გრ ყველი, ხილის წვენი დავლიე, გოგოებმა ხილის წვენი და ვისკი დალიეს, ერთი საათი ან საათნახევარი ისხდნენ, შემდეგ ანგარიში მოითხოვეს, 6000 ლარი იყო გადასახდელი; რადგან ჩათვალეს, რომ ძალიან ბევრი იყო, არ დაეთანხმნენ; ამ დროს ორი მამაკაცი მივიდა მათთან ერთერთი თარჯიმანი და----- იყო, უფროსი ყვიროდა და ეუბნებოდა, რომ ეს ფული უნდა გადაეხადათ თურქულ ენაზე აგინებდა; მას თანხა არ ჰქონდა და არც არაფერი არ გადაუხდია, ალპერს იენიაის საკრედიტო ბარათიდან გადაახდევინეს როგორც იცის - 2500 ლარი და ალ---------ნმა გადაიხადა 1000 ლირა; მეტი აღარ ჰქონდათ, მიხვდნენ და შემდეგ მათთან მეგობრული ურთიერთობა დაიწყეს, შეთავაზეს ჩაი და ასევე, რასაც ისურვებდნენ; ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა და ამოიცნო თარჯიმანი და უფროსი, ის პირი, ვინც თანხის გადახდას თხოვდა მათ; (იხ სხდომის ოქმის ჩანაწერი 14.05.20-8 წ 17:37:09სთ-19:09 სთ)

 

2.5. საქმის განხილვისას მოწმე გი---------ძემ სასამართლოს განუცხადა, რომ დროებით მუშაობდა ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო კლუბ „ლ----ში“ დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე; როგორც ახსოვს 20-8 წლის 09 მაისს კლუბში შემოვიდა სამი თურქი ეროვნების მამაკაცი, ვინაიდან იმ დროს ბარმენი ოლეგ სურმანიძე არ იყო ავადმყოფობის გამო, დროებით ეხმარებოდა მიმტანს, მიმტანმა მიიღო შეკვეთა და მიუტანა მას, თავად გასცა მითითებები, ვინაიდან მათა ხილის ასორტის და სასმელის გარდა ჰქონდათ საჭმელზე შეკვეთა , რესტორანს შეუკვეთა მისი დამზადება, საიდანაც კურიერმა მოიტანა მზა სახით; კლიენტები ჩვეულებრივად ისხდნენ და მიირთმევდნენ; დარჩნენ დაახლოებით 2-3 საათი; თავად იმყოფებოდა ბარში და კლიენტებთან საერთოდ არ ჰქონია რაიმე სახით ურთიერთობა; საბოლოო ანგარიშს თავად აძლევს მიმტანს ბოლოს, როგორც ახსოვს ალკოჰოლური სასმელების, წვენების, საჭმელი და ხილის ასორტის ღირებულება იყო 5000 ლარამდე; მათ გამოთქვეს პრეტენზია თანხის გადახდაზე განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ ამ ოდენობის თანხა; მიმტანმა მათთან სასაუბროდ მიიყვანა ჯე---–-–-–--–-ძე და თარჯიმანი ირ---–--------ძე; მათ შორის იყო ხმამაღალი საუბარიც სხვაგვარად ვერც გააგონებდნენ რადგან მუდმივად მუსიკაა ჩართული და გაქვს თუ არა სურვილი უნდა ისაუბრო ხმამაღლა; მათ შორის ერთ ერთმა როგორც იცის თქვა, რომ ბანკომატზე ჰქონდა თანხა და მსი მოსახსნელად გავიდნენ კლუბიდან; ის არ ჩარეულა მათთან საუბრისას, არც ის იცის ბოლოს რამდენი და რა გზით გადაიხადეს; არც შემდეგ დაინეტერსებულა ამ ამბით; იხსენებს, რომ თანხის მოსახსნელად გასვლის შემდეგ, ისინი კვლავ დაბრუნდნენ კლუბში და ჯე---–-–-–--–-ძემ ისინი კვლავ მიიპატიჟა სუფრასთან, თავად აიღო ბარიდან მის ხარჯზე სასმელი და განაგრძეს დალევა; რაიმე სახით პრეტენზია კამათი არც დაფიქისრებულ შემდეგ;

საქმის განხილვისას ასევე გამოქვეყნდა საჯაროდ მოწმის ჩვენება; მოწმის განმარტებით ადასტურებს, რომ იგივე სახის ჩვენებაა მისი გამოკითხვის ოქმით; (იხ სხდომის ოქმი , გამოკითხვის ოქმი ს.ფ.108-109)

დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით:

 

2.6.მოწმის თე----------–--ლის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ დისკო კლუბ „ლ----ში“ მიმტანის პოზიციაზე; მის მოვალეობაში შედიოდა კლიენტების მომსახურება, იღებს შეკვეთებს და აწოდებს შეკვეთების მიხედვით; ბოლოს იღებს ანგარიშს ბარიდან და აწვდის კლიენტებს; თანხასთან რაიმე შეხება არ აქვს; 20-8 წლის 09 მაისს დაახლოებით 23:00 საათზე ბარში შევიდა სამი მამაკაცი და ორი მანდილოსანი, მისცეს შეკვეთა საჭმელზე, ფასი არ უკითხავთ, ისედაც ყველა მაგიდაზე დევს მენიუ, ვინაიდან ბარში საჭმელი არ მზადდება შეკვეთის შემთხევვაში ბარიდან შეკვეთის გადაცემა ხდება რესტორანზე, რესტორნის ფასების შესახებაც მაგიდაზეა განთავსებული მენიუ; როგორც ახსოვს შეუკვეთეს ცხვრის ხორცი ქათმის ფრთები, ყველი, მჟავის ასორტი, რახი, ალკოჰოლურის სასმელები - ვისკი, კოქტეილი და წვენები; ასევე ხილის ასორტი; შეკვეთის მიხედვით მოემსახურა მაგიდას და მიუტანა, საჭმელები მოტანილი იქნა რესტორნიდან და დარჩნენ დაახლოებით 2-3 საათი; წასვლისას მოითხოვეს ანგარიში და მიუტანა; ანგარიშზე გამოთქვეს პრეტენზია; მან დაუძახა ჯე---–-–-–--–-ძეს და ის მივიდა მათთან ირ---–--------ძესთან ერთად, რომელიც თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობდა და თავად მათთან აღარ მისულა, არ იცის შემდეგ რა მოხდა; იმ დღეს ოლეგ სურმანიძე ვინც ბარმენად მუშაობდა არ იყო და მის მაგიერ გი---------ძე ემსახურებოდა ბარს; (იხ ს.ფ.102-103);

2.7. მოწმის ირაკლი დუმბაძის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობდა დისკო კლუბ ლ----ში მძღოლის პოზიციაზე; 20-8 წლის 10 მაისს დაახლოებით 0-:00 საათზე ჯე---–-–-–--–-ძემ თხოვა, რომ წასულიყვნენ ახალსოფელში, ავტომანქანაში დაჯდა ჯე---–-–-–--–-ძე და უკანა სავარძელზე - ირ---–--------ძე და მისთვის უცნობი თურქი ეროვნების მამაკაცი; მივიდნენ ბენზინგასამართ სადგურზე დაუძახეს ოპერატორს, თავად იჯდა საჭესთან და უკან არ მობრუნებულა; ირ---–--------ძე სადგურის ოპერატორი და თურქი ეროვნების მამაკაცი საუბრობდა, იყო ხმამაღალი საუბარიც, ავტომანქანასთან მარჯვენა მხრიდან ოპერატორმა მოიტანა ტერმინალი და ვარაუდობს, რომ პლასტიკური ბარათი იყო თურქი ეროვნების მამაკაცის და მოხსნეს თანხა; არ იცის თანხის ოდენობა და არც დაინტერესებულა, ვერც მათა საუბარს ხვდებოდა; ირ---–--------ძე თურქი ეროვნების კიდევ სხვა ორ პირს ესაუბრებოდა ხმამაღლა, თუმცა რაზე არ იცის, ბოლოს თურქი ეროვნების მამაკაცებმა დატოვეს კლუბი და წავიდნენ; (იხ ს.ფ. 62-64);

საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით და საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილი გარემოებები:

 

2.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით 12.05.20-8წ დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების გამომძიებლის მიერ მფლობელის ჯე---–-–-–--–-ძის წერილობითი თანხმობის საფუძველზე დათვალიერებული იქნა აეროპორტის გზატკეცილი #9--ში მდებარე „ლ----ს“ სასტუმროს და დისკო კლუბის შენობა; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქინა ე.წ. „დივიერი“; შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ;(იხ. ოქმი ს.ფ. 21-27);

2.9. პირის ამოცნობის ოქმით 12.05.20-8წ დასტურდება, რომ ალ-----------ს ამოსაცნობად წარედგინა

1.ჯე---–-–-–--–-ძე: მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

2. ბა------------ძე:მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

3. მი----------------ძე: მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

 

ალ-----------მ კითხვაზე - სამი მამაკაციდან ხომ არ ცნობს რომელიმე მათგანს, საიდან და როდის რა ვითარებაში შეხვდა მას, განაცხადა, რომ ამოსაცნობ პირებს შორის ნომერი პირველია ის პირი, როცა იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად დისკო კლუბ „ლ----ში“ - ვინც 20-8 წლის 09 მაისს წაიყვანა მისი მანქანით ერთერთ ბენზინგასამართ სადგურთან და ბანკომატიდან მისი კუთვნილი ბართით მისმა თანმხლებმა პირმა მოხსნა თანხა 2500 ლარი და გადასცა მას; რის შემდეგაც დააბრუნა დისკო კლუბში სადაც ელოდებოდნენ მისი მეგობრები; (იხ ს.ფ.29-34);

 

2.10. პირის ამოცნობის ოქმით 12.05.20-8წ დასტურდება, რომ ალ---------ნის ამოსაცნობად წარედგინა

1.ჯე---–-–-–--–-ძე: მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

2. გო----------–იძე:მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

3. ბე----------–-ძე: მაღალი, სრული აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

 

დუ-------–იმ კითხვაზე - სამი მამაკაციდან ხომ არ ცნობს რომელიმე მათგანს, საიდან და როდის რა ვითარებაში შეხვდა მას, განაცხადა, რომ ამოსაცნობ პირებს შორის ნომერი პირველია ის პირი, როცა იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად დისკო კლუბ „ლ----ში“ - ვინც 20-8 წლის 09 მაისს მოითხოვა და მას გადაახდევინა 1000 თურქული ლირა, გარდა იმ თანხისა, რაც ალ-----------ს გამოართვეს - 2500 ლარისა; (იხ ს.ფ.34-36);

 

2.1-- პირის ამოცნობის ოქმით 12.05.20-8წ დასტურდება, რომ ჯე------------ს ამოსაცნობად წარედგინა

1. გო----------–იძე:მაღალი, სრული აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

2. ბე----------–-ძე: მაღალი, სრული აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

3.ჯე---–-–-–--–-ძე: მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

ჯე------------მა კითხვაზე - სამი მამაკაციდან ხომ არ ცნობს რომელიმე მათგანს, საიდან და როდის რა ვითარებაში შეხვდა მას, განაცხადა, რომ ამოსაცნობ პირებს შორის ნომერი მესამეა ის პირი, როცა იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად დისკო კლუბ „ლ----ში“ - ვინც 20-8 წლის 09 მაისს მოითხოვა და დუ-------–ის გადაახდევინა 1000 თურქული ლირა, ხოლო ალ-----------ს გამოართვეს - 2500 ლარი; (იხ ს.ფ.36-38);

 

2.12. პირის ამოცნობის ოქმებით 12.05.20-8წ დასტურდება, რომ ალ-----------ს, ჯე------------ს და დუ-------–ის ცალ-ცალკე ამოსაცნობად წარედგინა

ირ---–--------ძე: აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, ჯინსისი შარვალი შავი ფერის ფეხსაცმელი;

რა---–------ძე :მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, აცვია შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

ირ---–--–-------ე: მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, აცვია შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

 

ალ-----------მ კითხვაზე - სამი მამაკაციდან ხომ არ იცნობს რომელიმე მათგანს, საიდან და როდის რა ვითარებაში შეხვდა მას, ამოიცნო ირ---–--------ძე და განაცხადა, რომ 20-8 წლის 09 მაისს დისკო კლუბ „ლ----ში“ ყოფნისას ეს პირი გაეცნო მას როგორც თარჯიმანი გაყვა იქ მომუშავე პირთან ერთად ბენზინგასამართ სადგურზე და ბანკომატიდან მან მოხსნა მისი კუთვნილი თანხა - 2500 ლარი და დაბრუნდნენ კლუბში, სადაც ელოდებოდნენ მისი მეგობრები; (იხ ს.ფ.46-47);

 

ჯე------------მა კითხვაზე - სამი მამაკაციდან ხომ არ ცნობს რომელიმე მათგანს, საიდან და როდის რა ვითარებაში შეხვდა მას, განაცხადა, რომ ამოიცნო ირ---–--------ძე; იმ დროს, როცა იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად დისკო კლუბ „ლ----ში“ - 20-8 წლის 09 მაისს ირ---–--------ძე გაეცნო მათ თარჯიმნად და მისი თანმხლები პირის მიერ მოტანილი ანგარიშის შესახებ გადაუთარგმნა რომ გადასახდელი ჰქონდათ სულ 6000 ლარი; (იხ ს.ფ.42-43);

 

დუ-------–იმ კითხვაზე - სამი მამაკაციდან ხომ არ იცნობს რომელიმე მათგანს, საიდან და როდის რა ვითარებაში შეხვდა მას, განაცხადა, რომ ამოსაცნობ პირებს შორის ამოიცნო ირ---–--------ძე, რომელიც მათ გაეცნო როგორც თარჯიმანი, როცა 20-8 წლის 09 მაისს იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად დისკო კლუბ „ლ----ში“ - მათთან მოტანილი ანგარიშის შესახებ გადაუთარგმნა რომ გადასახდელი ჰქონდათ სულ 6000 ლარი; (იხ ს.ფ.44-45);

 

2.13. საქმის განხილვისას საჯაროდ გამოქვეყნდა მოწმის ედ------------–----კის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, დასტურდება, რომ 20-8 წლის 09 მაისს მუშაობდა გონიოში ვ-----–ის ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორად; იქნებოდა დაახლოებით 0-:00 საათი ; მოვიდა მ---------ის მარკის ავტომანქანა; ჩვეულებრივად მივიდა მაქანასთან და ითხა, რომელ საწვავს ისხამდნენ, უთხრეს, რომ ბანკომატისთვის იყვნენ იქ მისულები და სურდათ ტერმინალიდან თანხის განაღდება, რამდენჯერმე შეიყვანეს კოდი და ბოლოს მოიხსნა 2500 ლარის, მანქანაში იჯდა როგორც იცის თურქი ეროვნების პირი, როცა თანხა არ იხსნებოდა ხმამაღლა მიმართავდნენ მას; როცა თანხა გაანაღდეს წავიდნენ , მას დაუტოვეს 130 ლარი; ბარათიდან მოხსნილი თანხა ირიცხება ვ-----–ის ანგარიშზე; ტერმინალიდნ იმ პირმა ვინც თანხა მოსხნა, ავტომანქანიდან არ ჩამოსულა; (იხ ს.ფ. 51-53, სხდომის ოქმი);

 

2.14. ს/ს ვი----–----------–---------------ს მიმართვით და ამონაწერით ტერმინალის საშუალებით გადახდილი ანგარიშიდან დადგენილია, რომ 20-8 წლის 10 მაისის 0-:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდში თანხა სულ ჯამში 2500 ლარის ოდენობით ტერმინალის საშუალებით გადახდილი თანხა ჩაერიცხა ს/ს „ვი----–----------–---------------ს“, მათ მონაცემთა ბაზაში საბანკო ბარათების იდენტიფიკაცია ციფრებში ხდება არასრულად და შესაბამისად დეტალური ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა არა აქვთ; (იხ ს.ფ. 113-114) ;

 

2.15. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციიდან -

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების გამომძიებლის მიმართვის თანახმად ს/ს ვი----–----------–---------------დან გადაგზავნილი იქნა ქ. ბათუმში აფ------------------–--–-----ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე განთავსებული გარე სამეთვალყურეო კამერის მიერ განხორციელებული ჩანაწერი 20-8 წლის 10 მაისის 0-:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდით; რაც სასამართლოს განჩინებით წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ ს.ფ. 110-112, მიმართვა 16.05.20-8წ, მომართვა 23.05.20-8წ და ლაზერული დისკი);

 

ს/ს ვი----–----------–---------------დან ამოღებული ვიდეო კადრები ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, კლუბ „ლ----ს“ ვიდეოკამარების ჩანაწერები ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, ალ-----------ს, ჯე------------ის და დუ-------–ის დაკითხვის სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერები სამ ცალ კომპაქტ დისკზე, დისკო კლუბ „ლ----ს“ დათავლიერებისას ამოღებული ე.წ. „დივიერი“ - წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოს განჩინებით ასევე ცნობილი იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად; (იხ წ/სასამართლო სხდომის ოქმი)

2.16. ბრალდებულები ირ---–--------ძე და ჯე---–-–-–--–-ძე წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობენ დამნაშავედ, მათი განმარტებით მათი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების - იძლებების ჩადენას ადგილი არ ჰქონია, მათ არ განუხორციელებიათ იძულება სავარაუდო დაზარალებულების მიმართ, ისინი ითხოვდნენ მომსახურების თანხის გადახდას, მათ დაზარალებულებთან კონტაქტი ამ დრომდეც აქვთ და მათ შორის ნორმალური ურთიერთობაა; ასევე არც რაიმე სახის პრეტენზია აქვთ ამჟამად მათ მიმართ (იხ სხდომის ოქმი);

 

2.17. ზემოთაღნიშნული წარმოადგენს იმ მტკიცებულებების ბაზას, რომელთა შეფასების შედეგად უნდა მიიღოს სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება;

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

2.18. დაცვის მხარე - ბრალდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატი -მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ბრალეულობას; ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, ხოლო რიგი საგამოძიებო მოქმედებები არანაირ ინფორმაციას არ იძლევიან წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად; (სრულად დასკვნითი სიტყვა იხ საქმეში)

 

2.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ირ---–--------ძისა და ჯე---–-–-–--–-ძის მხრიდან იძულების ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას; ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგინდა ირ---–--------ძისა და ჯე---–-–-–--–-ძის მიერ 20-8 წლის 10 მაისს ბრალის შესახებ დადგენილებით აღწერილი გარემოებები:

სასამართლო მოცემული სახით დასკვნას აკეთებს შემდეგ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:

2.2-- დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 20-8 წლის 12 მაისს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ალ---------ნის, ომ----------თის და ალ-----------ს განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი ატყობინებდნენ პოლიციის განყოფილებას, რომ ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე #9--ში მდებარე დისკო კლუბ „ლ----ში“ იძულებით გადაახდევინეს 5530 თურქული ლირა იქვე მომუშავე ირაკლიმ.(იხ შეტყობინება)

 

2.21.საქმის განხილვისას გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებით, კერძოდ იმ დროს იქ მომუშავე გი---------ძის ჩვენებით, სასამართლოს დაუდასტურდა, რომ იმ დღეს ისიმყოფებოდა დროებით ბარში, მან მიიღო შეკვეთა, მოახდინა მისი დაანგარიშება და ის ნამდვილად იყო როგორც ახსოვს 5000 ლარამდე, თუმცა თურქი ეროვნების მოქალაქეებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი თანხა და ის ჯე---–-–-–--–-ძემ და თარჯიმანმა ირ---–--------ძემ გაიყვანეს თანხის მოსახსნელად, რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია, რაც შეეხება ხმამაღალ საუბარს - მუსიკის გამო ის მუდმივადაა ბარში, მათთვის ვინმეს რაიმე სახით ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ; მან არ იცის რა ოდენობის თანხა გამოართვეს, თუმცა ისინი ამის შემდეგაც დარჩნენ ბარში და აგრძელებდნენ საუბარს და სმას, ჩვეულებრივად დაცილდნენ ერთმანეთს; მათ ადგილზე საკვები არ აქვთ და შეკვეთის მიღებისას დამატებით სხვა ობიექტებისთვის ახდენენ გადაცემას, რაც მოითხოვს ასევე მომწოდებლებისთვის თანხის გადახდას;

ასევე უდავოდ ცნობილი - თე----------–--ლის მიერ მოწოდებული ინფორმაციითაც არ დასტურდება იძულების ფაქტი (იხ გამოკითხვის ოქმი)

 

2.2-. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიხედვით, რომლის ავთენტურობას და კანონიერებას ადასტურებენ მოწმის სახით გამოკვლეული პირები - გამომძიებლები ჯე---–-–-–--–-ძე და ზა---------------ძე , - არ დასტურდება პირდაპირ და არ წარმოადგენს საკმარისს ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბარლის დასადასტურელად, კერძოდ საქმეში არსებული სადავო მტკიცებულებებით - ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ თურქი ეროვნების მოქალაქეების მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა ჯე---–-–-–--–-ძისა და ირ---–--------ძის ამოცნობის მიზნით; ამოცნობის ოქმების მიხედვით ირკვევა, ერთი და იგივე მონაცემებით ხასიათდება ამოსაცნობი პირები ყველა შემთხვევაში, რაც მართალია აუცილებელი მოთხოვნაა ამ სახის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებლად და სავალდებულოა მსგავსება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ამოსაცნობად წარდგენილი დანარჩენი ორი პირის მახასიათებლები იყოს ზუსტად იგივე რაც ამოსაცნობი პირის, ოქმების გაცნობით იქნება შთაბეჭდილება, რომ ის ე.წ „kopy paste“ თაა გადატანილი, ერთ ერთი ოქმის მიხედვით კი გადაადგილებულია რა მახასიათებლები დარჩენილია უადგილოდ ტანისამოსის ფერი -

 

მაგ: პირის ამოცნობის ოქმებით 12.05.20-8წ დასტურდება, რომ ალ-----------ს, ჯე------------ს და დუ-------–ის ცალ-ცალკე ამოსაცნობად წარედგინა

ირ---–--------ძე: აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, ჯინსის შარვალი შავი ფერის ფეხსაცმელი;

რა---–------ძე : მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, აცვია შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

ირ---–--–-------ე: მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, აცვია შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

ასევე პირის ამოცნობის ოქმით 12.05.20-8წ დასტურდება, რომ ჯე------------ს ამოსაცნობად წარედგინა

1. გო----------–იძე: მაღალი, სრული აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

2. ბე----------–-ძე: მაღალი, სრული აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

3.ჯე---–-–-–--–-ძე: მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახის, შავი თვალებით, შავი თმებით, ოდნავ წვერით, შუბლზე შემელოტებული აცვია შავი ფერის პიჯაკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი;

 

ამასთან ამოცნობისას სავარაუდო დაზარალებულები მიუთითებენ მხოლოდ, რომ ამოიცვნეს ბრალდებულები, თუმცა რა ნიშნით, ამის თაობაზე ოქმში მითითებული არ არის;

 

ამდენად, ამოცნობის ოქმების მიხედვით თითქმის ყველა მათგანი იდენტურია, რაც ეჭქვეშ აყენებს მისი შინაარსის მიხედვით მის ნამდვილობას და მით უფრო ბრალის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად მიჩნევას;

 

2.23. ასევე საგულისხმოა, რომ დაზარალებულების გამოკითხვის ოქმები გამოქვეყნდა საჯაროს და მიუხედავდა იმისა, რომ ისინი გამოკითხულია მაგისტრ მოსამართლესთან და მათი ინფორმატიულობა სრულიად დამაჯერებელია, ამ სახით მოპოვებული მტკიცებულებების დაცვის მხარისათვის სრულად გადაუცემლობამ გამოიწვია, სხდომის აუდიოჩანაწერების დაუშვებლად ცნობა; ასევე არ მიეწოდა ბენზინგასამართ სადგურზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები დაცვის მხარე და დაუშვებელი მტკიცებულებაა, ხოლო მოწმის მოწმის ედ------------–----კის ჩვენება გამოქვეყნდა საჯაროდ, რადგან ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა მისი გამოცხადება სასამართლოში; აქედან გამომდინარე სასამართლოს არ მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ბენზინგასამართ სადგურზე არსებული აპარატიდან თანხის მოხსნის შესახებ, და იქ განხორციელებული ქმედებების თაობაზე;

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. კანონის ამ ჩანაწერით ხაზგასმულია უშუალოდ სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენების როლი და უპირატესობა მტკიცებულებათა ერთობლიობაში. მოწმე ედ------------–----კი არ გამოკითხულა სასამართლო განხილვისას. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებით მას საქმის განხილვის მიმდინარეობისას გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს საზღვარი და აღნიშნულის გამო, საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნდა გამოკითხვის ოქმი (ბრალდების მხარის შუამდგომლობით). სასამართლომ უკვე აღნიშნა უშუალოდ სასამართლოში მიცემული ჩვენების მნიშვნელობა და მისი უპირატესობა საქმის განხილვისას საჯაროს წაკითხულ გამოკითხვის ოქმთან მიმართებაში, როდესაც არ ხდება მოწმის მიერ ასეთი ჩვენების მიცემის, ამგვარ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაც კი. მსგავს შემთხვევებში გაურკვეველია როგორ ჩვენებას მისცემდა მოწმე სასამართლოში გამოცხადებისას. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერის ანალიზით, შეიძლება ცალსახად თქმა იმისა, რომ საჯაროდ წაკითხული ჩვენება არასაკმარისია მხოლოდ მასზე დაყრდნობით კონკრეტული სახის გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ნაწილში დაცვის მხარის მსჯელობას და შეფასებას სრულდა ეთანხმება სასამართლო;

 

საგულისხმოა, რომ თავად დაზარალებულთა ჩვენების მხედველობაში მიღებითაც სასამართლო არ ექმნება შინაგანი რწმენა იმისა, რომ რაიმე სახით იძულებას ჰქონდა მათ მიმართ ადგილი; თავად დაზარალებულები, აჩვენებენ, რომ მათი მხრიდან იყო მოთხოვნა მომსახურების თანხის გადახდაზე, რომელიც მათ მიიჩნიეს, რომ იყო ზედმეტი, მათივე ჩვენებით, გარდა იმისა, რომ კლუბის მეპატრონე ჯ----–ი ხმამაღლა საუბრობდა, ყვიროდა, მისი მხრიდან არანაირი იძულება, ან ფიზიკური ძალადობა, ან შეურაცხყოფა არ ყოფილა, ხოლო თარჯიმანი მათ ურჩევდა, რომ დროულად გადაეხადათ და დაესრულებინათ ეს პრობლემა;

 

ამდენად სადავო მტკიცებულებების გამოკვლევისას პირდაპირი სახის მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა რაც დაადგენდა დისკო კლუბ „ლიკაში“ ბრალდებულთა მხრიდან ჯგუფურად დაზარალებულებზე - ალ-----------ს, ომ----------თის და ალ---------ნის იძულებას დაადგენდა, სახეზე არ არის და ბრალის დადგენილებაში მითითებული გარემოებები იმ სახით არ დადგენილა; გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით და შეფასებით სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო, უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის თავისუფლება. დანაშაული ძალადობაში. სსკ-ს 150-ე მუხლი შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი;

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ირ---–--------ძის და ჯე---–-–-–--–-ძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (5იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ირ---–--------ძემ და ჯე---–-–-–--–-ძემ განახორციელეს იძულება დაზარალებულად ცნობილი პირების - ალ---------ნის, ომ----------თის და ალ-----------ს მიმართ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (6იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19-8 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77; ) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. (7იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 200- წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ირ---–--------ძის და ჯე---–-–-–--–-ძის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდნენ;

 

4. ნივთმტკიცების , ყადაღის და სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ჯე---–-–-–--–-ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გამართლებულს ჯე---–-–-–--–-ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ჯე---–-–-–--–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას - 5000 / ხუთი ათასი/ ლარის უზრუნველყოფის მიზნით გუ----–-----–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი უ----ი, სახლი N19, 15,19 კვ/მ ფართი (ზონა - ხელვაჩაური 2-, სექტორი - 0-, კვარტალი - 0-, ნაკვეთი - 7--, კოდი 0-----) - 5000 / ხუთი ათასი/ ლარის წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ბრალდებული ირ---–--------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გამართლებულს ირ---–--------ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

მსჯავრდებულ ირ---–--------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს თა-------------ვს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი (დასტურის №ა 0-----) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ალ-----------სგან ამოღებული საკრედიტო ბარათი, რომელიც ინახება შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე