განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002535409
საქმეN1-622/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04.06.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ან---------–--ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: კა------ ნა------–--ლი
მამის სახელი: ვ-–ა
დაბადებული: 1-.0--1--- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, პუ–-----------
ბრალდებულის ადვოკატი - მა-----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171220318007
1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
1.1.ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კა------ ნა------–--ლის ბრალად ედება ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანის ზიანი გამოიწვია,ბრალდების არსი:
201- წლის 18 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა კა------ ნა------–--ლმა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბათუმში, ლ. ას--------------ში მდებარე ეკ--------------–-----ის მეორადი ტანისამოსის მაღაზიაში სახურავი მოაჭრა ამავე მაღაზიაში არსებულ ლითონის ფულის შესანახ ყულაბას, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ეკ--------------–-----ის 200 (ორასი) ლარს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
1.2 სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული კა------ ნა------–--ლი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ” წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, კა------ ნა------–--ლმა ჩაიდინა ქურდობა , კერძოდ:
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მარტს ეკ--------------–-----ას შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო ქ. ბათუმში, ლუ--------------------ში მდებარე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიიდან თანხის ქურდობის ფაქტზე; შეტყობინების შინაარსის მიხედვით გამოძიებით დაუდგენელი პირი ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა; (იხ ს.ფ. 1-2)
2018 წლის 22 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ლ. ას--------------ში, დათვალიერება ჩატარდა 2018 წლის 22 მარტს, 15:30 საათიდან 15:45 საათამდე პერიოდში, დღის საათებში, ხელოვნური და ბუნებრივი განათების პირობებში, ზ/მითითებულ მისამართზე განთავსებულია მეორადი ტანისამოსის მაღაზია, რომელსაც შესასვლელი აქვს ქუჩის მხრიდან, მაღაზიაში შესასვლელი არის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, საიდანაც ჩასასვლელი არის პირველი სართულის ქვევით სარდაფში და მარჯვენა მხარეს განთავსებულია ტანისამოსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახი, რკინის კონსტრუქციის კარის საშუალებით. ოთახში მარჯვენა მხარეს განთავსებულია სპეციალური საკიდები, რომლებზეც ჩამოკიდებულია ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი. შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულია დახლი, რომელზეც ასევე განთავსებულია ქალის ფეხსაცმელები. შესასვლელიდან დაახლოებით 1-1,5 ნახევარში განთავსებულია სპეციალური ფულის შესანახი ყულაბა, რომლის ზედაპირზე აღენიშნება ზემოქმედების კვალი, სადაც შესაძლებელია ფულადი თანხის მოთავსება. ყულაბა არის ცარიელ მდგომარეობაში, კარებს არ აქვს რაიმე სახის დაზიანებები. აღნიშნული ყულაბა ამოღებული იქნა, თუმცა მოცულობის გამო არ დალუქულა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა რაიმე საგანი, ნივთი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა(იხ ს.ფ.4-8)
2018 წლის 23 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია რომ ქ. ბათუმში, ლ. ას--------------ში, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 23 მარტს, 13:50 საათიდან 14:05 საათამდე პერიოდში, კა------ ნა------–--ლის და უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი. კა------ ნა------–--ლს ხმამაღლა წაეკითხა მის მიერ მოწმის სახით დაკითხვის დროს მიცემული ჩვენება, რასაც დაეთანხმა სრულად და განაცხადა, რომ დაკითხვის დროს განაცხადა სრული სიმართლე. აღნიშნულის შემდეგ მოწმეს მიეცა წინადადება საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილების შესახებ, მოეყოლა ფაქტობრივი გარემობების ფიზიკურად დემონსტრირება, რაზედაც განაცხადა წერილობითი თანხმობა. აღნიშნულის შემდეგ პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან კა------ ნა------–--ლის მითითებით გავიდნენ ჭა-------ს ქუჩაზე და მივიდნენ ლ. ასათიანის ქუჩის კვეთასთან, სადაც გადავიდნენ ა. პუშკინის ქუჩაზე. მოწმის მიერ მითითებულ იქნა ლ. ას--------------ში კონკრეტულად ის ადგილი, საიდანაც აიღო ფულადი თანხა. (იხ. ს.ფ 20-23);
დაზარალებულმა ეკ--------------–-----მა განაცხადა, რომ სამი წელია ის და კა------ ნა------–--ლი ერთად ცხოვრობს; ბათუმში იმყოფებიან ქირით; იმ პერიოდში ჩამოვიდნენ თბილისიდან, აქვთ მეორადი ტანსაცმლის მაღაზია თავად მივიდა მაღაზიაში, უნდოდა გადაეხადა ფართის ქირა, მეპატრონე მაღაზიის ზევით - იმავე ბინაში ცხოვრობს; მაღაზიაში ჰქონდათ მისი შვილიშვილისთვის ყულაბა და თავად კა------ი უგროვებდა თანხას; ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ აქვთ, ჩვეულებრივად აგრძელებენ ურთიერთობას; იმ დროს იყვნენ ნაკამათები და როცა ქირის გადასახდელად თანხა მოიძებნა, ნახა, რომ ყულაბაში უკვე არ იყო, - ეგონა ან დამლაგებელმა ან მეპატრონემ აიღო, რადგან მასაც ჰქონდა გასაღები; ვინაიდან კა------ს დაუკავშირდა და მან უარყო თანხის აღება, შეატყობინა პოლიციას, მაგრამ 10 წუთში დაუკავშირდა კა------ი და აცნობა, რომ თავად აიღო თანხა, და მეორე დღესვე დააბრუნებდა; ვინაიდან მას უკვე შეტყობინება გაკეთებული ჰქონდა, მაშინვე დაუკავშირდა პოლიციას და აცნობა ამის თაობაზე, რომ მის მეუღლეს აუღია თანხა და აღარ იყო საჭირო რეაგირება, თუმცა უთხრეს, რომ ასე აღარ შეიძლებოდა და არც იცის რა გააკეთეს; რაც შეეხება ყულაბას, იქ თანხას კა------ი ინახავდა და მას მხოლოდ ერთხელ აქვს თანხა ჩაშვებული, თითქმის კა------ის თანხა იყო ყულაბაში მოთავსებული; მაგრამ მას ეგონა, რომ სხვამ აიღო ეს თანხა და ამიტომ შეატყობინა პოლიციას; ყულაბას ეტყობოდა, რომ თანხა იყო გამოღებული, ოდნავ გაწეული იყო თანხის ჩასაყრელი სახურავი; მან პირველად ნამდვილად განუცხადა სატელეფონო კავშირით, რომ ეჭვი ჰქონდა მეგობარზე, თუმცა მალევე შეატყობინა, რომ თანხა მის მეუღლეს ჰქონდა;
ადასტურებს, რომ ეს თანხა არ იყო მეორადი ტანსაცმლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა, მის შვილიშვილს უგროვებდა კა------ი, მაგრამ ჩათვალა თავისად; თუმცა მისი მიცემული იყო; მაღაზიაც მან დაიქირავა და სამუშაო თანხასაც კა------ი აძლევდა; არაერთხელ მიმართა პოლიციის განყოფილებას, მაგრამ ეს ასე არ ხდებაო, უთხრეს; ის დახმარებას თხოვდა პოლიციას და მათ პირიქით დაამძიმეს ; თანხა იყო 20 ლარიანი კუპიურებით სულ 200 ლარი; ყულაბაში ერთადერთხელ ჩააგდო თვითონ 20 ლარი, სხვა კა------ის შეგროვილი თანხა იყო; თუ აღმოჩნდებოდა რომ კახას ჰქონოდა აღებული, არც დარეკავდა პოლიციაში, უბრალოდ ვინაიდან თავიდანვე არ უთხრა, ეგონა, რომ სხვამ აიღო, - მეპატრონემ - ან დამლაგებელმა; გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, შინაარსი არც იცოდა; არცერთი არ წაუკითხავს, არც ესმის; ამჟამად სიმართლეს ამბობს; (იხ ოქმი 20.05.2019წ 1-:29:18სთ-1-:46:51სთ);
ბრალდებულმა კა------ ნა------–--ლმა თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ბათუმში ცხოვრობენ ქირით, ბინის მეპატრონეები არიან ავადმყოფები, ინვალიდები და მატერიალურად ძალიან უჭირთ; აქედან გამომდინარე ქირის თანხას მათ ვერ დაუგვიანებდა, ვინაიდან ამ თანხით ახდენენ ისინი მედიკამენტების შეძენას და რადგან იმ დღეს თანხა სხვა არ ჰქონდა, აიღო ნამდვილად ყულაბიდან და მისცა მესაკუთრეს, მაგრამ ეკ--------ეს არ უთხრა, მისი მეუღლე ეკ--------ე არის ძალიან ემოციური და მედიკამენტებსაც იღებს დამამაშვიდებელს, არ სურდა ენერვიულა და მეორე დღეს აპირებდა თანხა ისევ უკან ჩაედო; მისი სურვილით დადგეს მაღაზიაში ყულაბა და თავად აგროვებდა თანხას ეკ--------ეს შვილიშვილისთვის, სურდა მისთვის დაბადების დღეზე მანქანის ყიდვა; თავიდან, როცა ეკ--------ემ დაურკა უარყო, მაგრამ მალევე თვითონ დაუკავშირდა უთხრა, რომ თანხა მას ჰქონდა წაღებული;
სამი წელია ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთის იმედი აქვთ, როგორც მეუღლე ისე ყავს; ყულაბიდან თანხა ჩვეულებრივად გამოიღო, ყულაბა მაღაზიაში თაროზე დევს; ეს თანხა გადაურიცხა მეპატრონეს ქირის სახით, გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარიც აქვს, არ იცოდა თუ უნდა წარმოედგინა; აღნიშნავს, რომ იმ ოჯახში ყველანი დაავადებულნი არიან და თანხას ვერ დაუგვიანებდა; შეტყობინების შემდეგ უკვე ვერარ ; როცა ეკ--------ემ შეეკითხა ნამდვილად უარყო არ სურდა ენერვიულა, მაგრამ მალევე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მან აიღო; ყულაბა მაღაზიაში თაროზე იყო დადებული; (იხ ოქმი 20.05.2019წ 1-:53:44სთ-1-:57:53სთ)
მოწმის სახით დაკითხვისას ზუ-----------–-ძემ და კა------ კა------იძემ განაცხადეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, დაადასტურეს მათი კანონიერება; (იხ. ოქმი 02.11.2018წ 15:18:01სთ-15:19:01სთ; ოქმი 26.11.2018წ ; 14:03:35სთ -15:05:13სთ)
მოწმე გო--------ემ განაცხადა, რომ ბრალდებულის სახით დააკავა კა------ ნა------–--ლი; სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა; შეადგინა ოქმი; დაკავება მოხდა ფაქტობრივი საცხოვრებელ ადგილზე ბინაში; სახლში იმყოფებოდა როგორც ახსოვს მისი მეუღლე ეკ--------ე; (იხ ოქმი 02.11.2018წ 15:19:51სთ -15:21:52სთ)
საქმის განხილვისას ნაწილი სადავო მტკიცებულებები (მოწმეების: ჯო---–--–--------------–---------------------------------–---–-------------------------------------------ის ჩვენებები) დაცვის მხარემ უდავოდ ცნო; (იხ სხდომის ოქმი);
ზემოთმითითებული, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს კა------ ნა------–--ლის მიმართ წარდგენილ ბრალს;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
ზოგადად, საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ ბრალდებულ კა------ ნა------–--ლი მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს.
საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კა------ ნა------–--ლი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუქტებით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, რადგან არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი იქნა მხოლოდ ბრალდებულ კა------ ნა------–--ლის მიერ მაღაზიაში არსებული ყულაბიდან თანხის ამოღების ფაქტი, რომლითაც მან მოახდინა ბინის ქირის თანხის გადახდა, სადაც ერთად ცხოვრობს ბრალდებული და დაზარალებული, ხოლო თანხა წარმოადგენდა მათ ერთობლივ დანაზოგს;
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პოზიცია მისი უდანაშაულობის შესახებ მტკიცებულებებით დადასტურებულია და იგი გამომდინარეობს საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი არაერთგზის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დამთავრებული დანაშაული, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნულმა ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქმეში არსებული და მხარეთა მონაწილოებით გამოკვლეული მტკიცებულეებით თანხის ოდენობა მითითებულია 200 ლარი;
3.6. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
3.7. სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
3.8. სასამართლო ბრალდებულ კა------ ნა------–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ეკ--------------–-----ი განმარტავს, რომ კა------ ნა------–--ლთან ერთად ცხოვრობს და ერთობლივად აქვთ მეორადი ტანსაცმლის სარეალიზაციო მაღაზია, ბათუმში ცხოვრობენ ქირით; კა------ ნა------–--ლის სურვილით დადგეს მაღაზიაში ყულაბა, რათა მისი შვილიშვილისთვის შეეგროვებინა კა------ს თანხა - დაბადების დღეზე მისთვის საჩუქრის სახით სათამაშო მანქანის შესაძენად; თავად დაზარალებული განმარტავს, რომ თანხას კა------ი აგროვებდა; მასში იყო სულ 20 ლარიანების კუპიურა და მან ერთადერთხელ ჩააგდო 20 ლარიანი , ანუ ყულაბაში სულ არსებული 200 ლარიდნ 180 ლარი თავად ბრალდებულის მიერ შეგროვილი თანხა იყო; ანალოგიურ გარემოებებზე მიუთითებს თავად ბრალდებულიც;
ორივე მათგანი ცალსახად ადასტურებს, რომ ყულაბა განკუთვნილი იყო ეკ--------------–-----ის შვილიშვილისთვის საჩუქრის შესაძენად; შესაბამისად დასაბუთებას საჭიროებს ნივთის კუთვნილება; საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ეკ--------------–-----ის კუთვნილი ნივთი, რომლის ფარულად დაუფლება თითქოსდა მოახდინა ბრალდებულმა , არ არის სახეზე; ყულაბა იყო ორივე მათგანისათვის მაღაზიაში თაროზე განთავსებული თანხის შესაგროვებლად, რომელსაც ყავდა თავისი ადრესატი - ეკ--------ეს შვილიშვილი; საგულისხმოა, რომ იმავე გზით იგივე სახით გამოსაყენებლად დაჭირდა ხსენებული თანხა (როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება), ეკ--------------–-----ასაც, კერძოდ, კა------ ნა------–--ლი აცხადებს, რომ თანხა აიღო დროებითი სარგებლობისთვის, ის იყო მათი ერთობლივი თანხა და ამ თანხით გადაიხადა ბინის (სადაც ქირით ცხოვრობენ ერთად) ქირა, ხოლო ეკ--------------–-----ის ასევე სურდა დროებით ესარგებლა ამ თანხით და გადაეხადა მაღაზიის ქირის თანხა (სწორედ ამისთვის მოიძია და თანხა არ დახვდა); ორივე მათგანს - დასტურდება რომ ეს თანხა ესაჭიროებოდათ დროებითი სარგებლობისთვის, თანაცხოვრებისას ყოფითი საჭიროებისათვის (ქირის თანხა); ანუ ქურდობისათვის დამახასიათებელი ერთერთი ნიშანი, ნივთი წარმოადგენდეს მესაკუთრის კუთვნილს ანუ კონკრეტულ შემთხვევაში ეკ--------------–-----ის კუთვნილს - დადასტურებული არ არის; ასევე სახეზე არ არის ქურდობისათვის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანი - ნივთის ფარულად დაუფლება , თანხის აღების დროს უბრალოდ არ ესწრებოდა ეკ--------ე და ბრალდებულის განმარტებით, არ სურდა მისი აღელვება და აპირებდა ყულაბაში თანხის მოკლე პერიოდში, მეორე დღესვე, დაბრუნებას, ისევე როგორც კა------ ნა------–--ლის ნებართვის გარეშე ეკ--------------–-----ი აპირებდა ამ თანხით სარგებლობას, ასევე დროებით; ამდენად, ბრალდების ფორმულირებით მითითებული, რომ კა------ ნა------–--ლი ფარულად დაეუფლა ეკ--------------–-----ას კუთვნილ ფულად თანხას, - არის ვარაუდი;
ასევე სასამართლოს ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ არც დაზარალებული და არც ბრალდებული არ ადასტურებს იმ ინფორმაციას, რაც საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას არის დაფიქსირებული, ელემენტარულად ისინი არ ეთანხმებიან 2 ცალ 100 ლარიან კუპიურაზე მითითებას, ვინაიდან, თანხა მხოლოდ 20 ლარიანი კუპიურების სახით ჰქონდათ შეგროვებული და ამ სახით არც განაცხადებდნენ გამოკითხვისას; როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდბეული განმარტავს, რომ არ წაუკითხავთ ჩვენება და მასში არსებული შინაარსიც მათთვის მიუღებელია; ამ კუთხით საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბრალდებული ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. პირის გამართლების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მითითებულია ის გარემოება, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული „ვალიუმის“ და აფთიაქის დაყაჩაღების შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „ვალიუმის“ იდენტურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, საქმე № 570აპ-1-, §14).
3.9 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში - ევროპული კონვენცია) მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მოიცავს უფლებას, სასამართლო პროცესზე მოუსმინონ მხარეებს. პროცესში ჩართულ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები თავად, ან სათანადოდ წარმოდგენილი სამართლებრივი წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლოები ვალდებულნი არიან, სათანადოდ გამოიკვლიონ მხარეების მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი ან მტკიცებულება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. The Netherlands, №1-034/90, 19/04/1994, §61). სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანი განხორციელების წინაპირობაა, ორივე მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, ჰქონდეთ ინფორმაცია საქმეში არსებულ დოკუმენტებსა და მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებსა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz-Mateos v. Spain, №12952/87, 23/06/1993, §63).
3.10. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/201-) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/201-; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/201-; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/201-).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.12. ამდენად, გამოკვლეულ და მხარეთა მიერ შეთანხმებულ მტკიცებულებებს სასამართლო ზემოთმითიტებული შეფასებებიდან და განმარტებებიდან გამომდინარე, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არ არის სახეზე ბრალდებულის კა------ ნა------–--ლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი და სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ კა------ ნა------–--ლი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4. მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს:
- შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები 01 ცალ დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ყულაბა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების განკარგვა უნდა მოხდეს დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული კა------ ნა------–--ლი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს კა------ ნა------–--ლს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
კა------ ნა------–--ლის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ხა-----------------ეს (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1/2----, დასტურის №ა 0-----).
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები 01 ცალ დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ყულაბა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე