განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/497-19
(გამოძიების № 041010319002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნიკოლოზ მარგველაშვილი
სხდომის მდივანი - დავით დათიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- ზ-------–---–ი,სტაჟიორ-პროკურორი - პ------ ო----ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ------- მ-–-------ე (დაბადებული - 1--- წლის 0- ა--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.წ---–-------ში, მ----ს ქუჩა #22-ში).
ადვოკატები - დ--–- ს---–-----–--ე და ი---- ა------------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პ------–ი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2--- წლის 01 მ-----ს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.ქ-------ში, ა----–-----–ის გ----. #99-ში არსებულ შპს „ს-- პ--------–---- ჯ--------ს“ ბენზოგასამართ სადგურ „გ--–--ზე“ ვ------- მ-–-------ე დანის გამოყენებით სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა ნ--- ა------ეს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით დაეუფლა შპს „ს-- პ--------–---- ჯ--------ს“ კუთვნილ თანხას 130 ლარის ოდენობით.
1.2. 2--- წლის 01 მ-----ს, დაახლოებით 00:35 საათზე, ქ.ქ-------ში, გ---–-–---–ის ქუჩა #30-ში არსებულ ბენზოგასამართ სადგურ „ვ-----– პ--------–---- ჯ--------სში“ ვ------- მ-–-------ე დანის გამოყენებით სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა ჯ------- ჯ--–--–--–---–ს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოსთხოვა თანხა 200 ლარის ოდენობით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმ-----ება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმ-----ებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმ-----ოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმ-----ავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
2.4. ვ------- მ-–-------ის მიერ 2--- წლის 01 მ-----ს განხორციელებული დანაშაულის - ყაჩაღობის (ორი ეპიზოდი) დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ნ--- ა------ის, ჯ------- ჯ--–--–--–---–ის, პ----- ხ----–--ს, ი-----–- კ-–--ს, გ------- ქ---------ის, ა---- გ-------ს, ზ----- გ-----–--ის, დ----- დ---–-–---–ის, გ------- ტ------ის, გ------- ღ---–--ის, გ------- გ--------ის, გ------- კ-------–---–ის, შ----- ა----–--ის და მ------ ფ------–--ის ჩვენებები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების და სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო ჩანაწერები, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმი, სასამართლოს განჩინებები, ნივთის ამოცნობის ოქმები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ფოტოსურათები, ცნობა სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, ნივთიერი მტკიცებულებები. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ვ------- მ-–-------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
2.5. მოწმის სახით დაკითხული ნ--- ა------ის ჩვენებით 2--- წლის 01 მ-----ს მუშაობდა ბ------გასამართ სადგურ ,,გ--–--ში“ კლიენტთა მომსახურების ო-----------ის პოზიციაზე. 2--- წლის 01 მ-----ს 00:30 საათზე მ-----ო ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რადგან მისი მეწყვილე - შ----- ა----–--ე ისვენებდა, რა დროსაც ბ------გასამართი სადგურის ბოლო სვეტზე შევიდა ვ---–--–-------ი მ---------ის მარკის მანქანა, რომელსაც მართავდა ვ------- მ-–-------ე. როდესაც მანქანასთან მივიდა, ვ------- მ-–-------ე უკვე გადმოსული იყო მანქანიდან და ეწეოდა სიგარეტს. რაზეც განემ-----ა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა, რის შემდეგაც მან გადააგდო სიგარეტი. მას შემდეგ, რაც ნ--- ა------ემ ჰკითხა ვ------- მ-–-------ეს თუ რომელ ს-–---ს ჩაისხამდა მანქანაში და რა ოდენობით, მან უპასუხა - 20 ლარის ევრო-დიზელი ჩაესხა. მოწმის განმ-----ებით მან ს-–---ი ჩაასხა მანქანაში და როდესაც ს-–---ის ჩასასხამ „პ-------–---ს“ ათავსებდა სვეტში, უკნიდან, ზურგის მხრიდან, მუცლის არეში ვ------- მ-–-------ემ მიადო დანა და უთხრა, რომ მოკლავდა თუ არ მისცემდა თანხას, თუმცა რაიმე სახის დაზიანება არ მიუყენებია. აღნიშნული მუქარა ნ--- ა------ის განმ-----ებით აღიქვა რეალურად, რადგან შეატყო, რომ ვ-------ტ მ-–-------ე არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, რამეთუ იგრძნო სასმელის სუნი, ამიტომ მიიჩნია, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეეძლო. მოწმემ ასევე, განმ-----ა, რომ დაუფიქრებლად, ვინაიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამოიღო 130 ლარის ოდენობის თანხა, რომელიც ეკუთვნოდა ბ------გასამართ სადგურ ,,გ--–--ს“ და გადასცა ვ------- მ-–-------ეს. აღნიშნულის შემდეგ, ვ------- მ-–-------ე მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ქალაქის მიმართულებით. მოწმემ აჩვენა, რომ მისი წასვლის შემდეგ გააღვიძა მეწყვილე შ----- ა----–--ე, გამოიძახეს „გ--–--ის“ დაცვა და დარეკა ცხელ ხაზზე. განმ-----ა, რომ თავდამსხმელი იყო საშუალოზე მაღალი ტანის, ეცვა სპორტული მოსასხამი მუქ ფერებში გაწყობილი და კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული. რაც შეეხება დანას, მოწმის განმ-----ებით, იყო მოთეთრო-მოყვითალო ფერის. ასევე, განმ-----ა, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობებში და შედეგად ამოიცნო როგორც, ვ------- მ-–-------ე, ისე დანაც. ასევე, ოქმებსაც გაეცნო და დაადასტურა მისი სისწორე ხელისმოწერით. მოწმემ სასამართლო განხილვის დროს სასამართლო სხდომათა დარბაზში ამოიცნო ბრალდებული - ვ------- მ-–-------ე. ამასთან, განმ-----ა, რომ არანაირი პრეტენზია არ აქვს მის მიმართ.
2.6. მოწმის სახით დაკითხული დ----- დ---–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. იგი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ხელმძღვანელის დავალებით, კოლეგებთან გ------- ტ------ესთან და ზ------ ბ------ესთან ერთად გამოცხადდა ქ-------ში, ფ--–--–---–ის ქუჩაზე არსებულ ღ---- კლუბ ,,ლ---ში“, სადაც იმყოფებოდა ვ------- მ-–-------ე. ადგილზე მისვლისას ვ------- მ-–-------ეს განემ-----ა, რომ ჩაუტარდებოდა გადაუდებელი აცულებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკა, რაზეც მან განაცხადა თანხმობა. მოწმის განმ-----ებით, პირადი ჩხრეკის დაწყებამდე ვ------- მ-–-------ემ ნებაყოფლობით წარუდგინათ თეთრი ფერის პლასტმასის ტარის მქონე საოჯახო ტიპის დანა, რომელიც ამოიღო ქურთუკის ჯიბიდან. ასევე, თავად ქურთუკი წითელი ზოლებით, ნ-----ს ფირმის მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი. მოწმემ ასევე განმ-----ა, რომ ამოღებული ნივთები ადგილზე დაილუქა შესაბამისი წესით, ასევე, შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი. მოწმემ აჩვენა, რომ ვ------- მ-–-------ე ესწრებოდა პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთების დალუქვის პროცესს, იგი ადგილზე გაეცნო ოქმს, მოაწერა ხელი სხვა მონაწილები პირებთან ერთად და გააკეთა შენიშვნა, რომ მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი დანა და ქურთუკი იყო სწორედ ის, რაც ჰქონდა და ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს. მანვე განმ-----ა, რომ საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, მის მიერ მოხდა ვ------- მ-–-------ის ბრალდებულის სახით დაკავება, რომელსაც განუმ-----ა უფლება-მოვალეობები და გადაიყვანა ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------– განყოფილებაში, სადაც, ასევე, განუმ-----ა ადვოკატის ყოლის და უფასო სამედიცინო შემოწმების უფლება. ასევე, მოწმემ განმ-----ა, რომ ვ------- მ-–-------ის დედას აცნობა მისი ბრალდებულის სახით დაკავების და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შესახებ. მოწმის ჩვენებით ვ------- მ-–-------ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და დაკავების დროს რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი ოქმების სისწორეც.
2.7. მოწმე გ------- ტ------ემ განმ-----ა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–ი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2--- წლის 01 მ-----ს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც პატაკის საფუძველზე ზ------ ბ------ესთან და გამომძიებელ დ----- დ---–-–---–თან ერთად მივიდა ღ---- კლუბ ,,ლ---ში“ პიროვნების ს--ახავად, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა ყაჩაღობით გათვალისწინებული დანაშაული. მანვე განმ-----ა, რომ მათ მიერ ჩატარდა ვ------- მ-–-------ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა თეთრი ფერის საოჯახი ტიპის დანა, და ტანთცმული წითელი ფერის ქურთუკი. აღნიშნულზე ვ------- მ-–-------ემ განუმ-----ა მათ, რომ დანა იყო მისი. მოწმის განმ-----ებით პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე. ასევე, დაკავების ოქმი, გამომძიებელმა დ----- დ---–-–---–მა ადგილზე, ღ---- კლუბ ,,ლ---ში“ შეადგინა, ხოლო დაკავებული გადაყვანილ იქნა ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------– განყოფილებაში. მანვე განმ-----ა, რომ პირადი ჩხრეკისას და დაკავებისას რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ვ------- მ-–-------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, თუმცა იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ჰქონდა ალკოჰოლის სუნი, მაგრამ იყო ადეკვატური.
2.8. მოწმე ი-----–- კ-–--მ განმ-----ა, რომ შპს,,ს-- პ--------–---- ჯ--------ს“ მ--------ია. 2--- წლის 01 მ-----ს მუშაობდა ქ.ქ-------ში, შპს ,,ს-- პ--------–---- ჯ--------ს“ ბ------გასამართ სადგურზე, კერძოდ, ა----–-----–ის ქუჩაზე. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ღ---- პ------– საათზე დაურეკა ს-–---ის ჩამსხმელმა ო-----------მა და შეატყობინა, რომ ბ------გასამართ სადგურზე მოხდა ყაჩაღობა. ყაჩაღობის დროს ჩამსხმელ ო-----------ად მუშაობდა ნ--- ა------ე. მოწმის განმ-----ებით, ადგილზე მისვლის დროს დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, ნ--- ა------ე, შ-------- ა----–--ე და მაღაზიის მოლარე. მოწმის განმ-----ებით, მისი თანხმობით მოხდა კამერების დათვალიერება და მომხდარი ფაქტის ვიდეო-ჩანაწერის ნახვა, ასევე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მისგან გამოთხოვილ იქნა აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერები. მოწმემ ასევე განმ-----ა, რომ დაყაჩაღების შედეგად მიყენებული ზიანი შეადგენს 150 ლარს. ბრალდებულის მიმართ სხვა მოთხოვნა ან პრეტენზია არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ აანაზღაუროს ზემოაღნიშნული თანხა. კერძოდ, თანხა, რომელიც ყაჩაღური თავდასხმის გზით მიითვისა ვ------- მ-–-------ემ. მანე აღნიშნა, რომ ბ------გასამართი სადგურის კამერების ვიდეო-ჩანაწერზე ჩანდა თუ როგორ შემოვიდა მ---------ის ფირმის ავტომობილი სადგურზე, რომელშიც მძღოლის მოთხოვნით ჩასხმულ იქნა 20 ლარის ს-–---ი, რა დროსაც ავტომობილის მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან და დანის მუქარით ჩამსხმელ ო-----------ს წაართვა 130 ლარი. საერთო ჯამში კი იმ 20 ლარის ბ------ის ღირებულების ჩათვლით, ზიანი შეადგენს 150 ლარს. მოწმის განმ-----ებით, ბრალდებული ვ------- მ-–-------ე სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც მოახდინა ყაჩაღური თავდასხმა ბ------გასამართ სადგურზე.
2.9. მოწმე გ------- გ--------ემ განმ-----ა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–ი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. 2--- წლის 01 მ-----ს დაიწყო გამოძიება ა----–-----–ის გ-------ზე არსებულ „გ--–--ის“ ბ------გასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. მოწმის განმ-----ებით, მის მიერ ჩატარებულ იქნა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც, ვინაიდან იმავე დღეს „ვ-----–ის“ ბ------გასამართ სადგურზეც იყო მომხდარი ყაჩაღობა, ამოცნობაში მონაწილეობა მიიღეს ნ--- ა------ემ და ჯ------- ჯ--–--–--–---–მა. ამოცნობის დროს პიროვნების ფოტოები შერჩეულ იქნა საჯარო რეესტრის ბაზიდან. მოწმემ განმ-----ა, რომ ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.
2.10. მოწმის სახით დაკითხულმა შ----- ა----–--ემ განმ-----ა, რომ 2--- წლის 01 მ-----ს მუშაობდა ბ------გასამართ სადგურზე - „გ--–--ზე“, ნ--- ა------ესთან ერთად. მოწმის განმ-----ებით ყაჩაღური თავდასხმის დროს თვითონ ისვენებდა, ეძინა, რა დროსაც დაახლოებით ღ---- პ------– საათზე გააღვიძა ნ--- ა------ემ და უთხრა, რომ ვიღაც პიროვნებამ დააყაჩაღა და გაიქცა. ამის შემდეგ ნ--- ა------ე დაუკავშირდა სადგურის მ--------ს და ადგილზე გამოცხადდა პოლიციაც. მოწმის განმ-----ებით, პ------–ი შეტყობინება დაცვის პოლიციის გამოსაძახებლად გააკეთა მაღაზიის მოლარემ, ხოლო შემდეგ, მეორე შეტყობინება გააკეთა ნ--- ა------ემ.
2.11. მოწმის სახით დაკითხულმა პ----- ხ----–--მ განმ-----ა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–ი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. 2--- წლის 01 მ-----ს იმყოფებოდა პოლიციის პ------– განყოფილებაში, სადაც დაწყებული გამოძიების საფუძველზე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედება. მოწმის განმ-----ებით, თავად გამოკითხა მოწმე ნ--- ა------ე, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ჩაატარა დანის და პიროვნების ამოცნობა ჯ------- ჯ--–--–--–---–თან. ასევე, ჩატარებულ იქნა ალკოჰოლურ თრობაზე ექსპერტიზა, დანიშნულ იქნა ექსპერტიზა, ამოღებულ იქნა ვ------- მ-–-------ისგან ქურთუკი, რაზეც მოწმე ჯ------- ჯ--–--–--–---–მა განმ-----ა, რომ იყო სწორედ ის ქურთუკი, რომელიც ეცვა ვ------- მ-–-------ეს მასზე ყაჩაღური თავდასხმის დროს. მოწმემ ასევე განმ-----ა, რომ როგორც ჯ------- ჯ--–--–--–---–მა განუმ-----ა მასთან მივიდა ვ------- მ-–-------ე და დანის მუქარით წაართვა თანხა. ასევე, მისი განმ-----ებით გამოთხოვილ იქნა ბ------გასამართი სადგურის ვიდეო-კამერების ჩანაწერები, სადაც ასახული იყო ვ------- მ-–-------ის მიერ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა აღნიშნულ ო-----------ებზე. მოწმემე აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს, როდესაც პოლიციის პ------–ი განყოფილების შენობაში ნახა ბრალდებული ვ------- მ-–-------ე, შეატყო, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, სწორედ ამის გამო დანიშნა ექსპერტიზა, რითაც დადგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა. რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ აღარ გამოკითხა და არ ჩაეტარებინა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება. თუმცა აღნიშნულის თაობაზე, მას რაიმე სახის ოქმი არ შეუდგენია.
2.12. მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- გ-----–--ემ განმ-----ა, რომ „ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს“ იმერეთის რეგიონალური მ--------ია. მისი ჩვენებით როდესაც მოხდა აღნიშნული ფაქტი ცვლის უფროსმა დაურეკა, რის გამოც მივიდა „ვ-----–ის“ ბ------გასამართ სადგურზე, სადაც სადგურის თანამშრომელმა ჯ------- ჯ--–--–--–---–მა განუმ-----ა, რომ ვიღაც პიროვნება იყო მისული სადგურზე, რომელსაც მოუწოდა სიგარეტი ჩაექრო, რაზეც ის გაღიზიანდა და მოსთხოვა ფული მიეცა მისთვის. ასევე, მას ჯიბიდან ამოუღია, რაღაც საგანი თუმცა რა იყო ეს როგორც ჯ-------მა განუმ-----ა, მას არ დაუნახავს. მოწმემ განმ-----ა, რომ მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე, მისგან ამოიღო პოლიციამ ვიდეო-კამერების ჩანაწერები. მოწმის განმ-----ებით, აღნიშნულ პიროვნებას ფულადი თანხა არ წაუღია ბ------გასამართი სადგურიდან, ხოლო ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების დროს არ ჩანდა მას რაიმე საგანი ეკავა ხელში თუ არა. აღნიშნული პიროვნების ავტომობილი იყო ნ-–---------ი მ---------ის მარკის.
2.13. მოწმის სახით დაკითხულმა გ------- კ-------–---–მა განმ-----ა, რომ 2--- წლის 01 მ-----ს მუშაობდა „ვ-----–ი“ს ბ------გასამართ სადგურზე ო-----------ად, სადაც ღ---- პ------– საათზე იმყოფებოდა მოსასვენებელ ოთახში, რა დროსაც მასთან შევიდა ო-----------ი ჯ-------ი ჯ--–--–--–---–ი და უთხრა, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ ყაჩაღობის მცდელობას უცხო პირის მიერ, რომელსაც ხელში ეჭირა ბლაგვი საგანი. ამის გამო ჯ-------ი ძალიან შეშინებული იყო. მოწმის განმ-----ებით, ამ დროს მასთან ერთად ოთახში შესვენებაზე იმყოფებოდა მათი ცვლის უფროსი, რომელიც ჯ-------ისგან აღნიშნული ფაქტის შეტყობინების შემდეგ დაუკავშირდა სადგურის მ--------ს. განმ-----ა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი არასოდეს უნახავს პირადად, არც ბ------გასამართი სადგურის კამერებით, რადგან ამის უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ, სადგურზე მოვიდა მ--------ი და პოლიციის თანამშრომლები. მოწმის განმ-----ებით, პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რის შემდეგაც ადგილზე გამოკითხეს.
2.14. მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ქ---------ემ განმ-----ა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის პოზიციაზე. 2--- წლის 01 მ-----ს ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე მის მეწყვილესთან ერთად, სადაც დახვდათ გამომძიებელი და „ვ-----–ის“ ბ------გასამართი სადგურის ო-----------ი და მ--------ი. განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, თუმცა ამოღებული არაფერი ყოფილა. განმ-----ა, რომ შემთხვევის ადგილის მიმდინარეობა ასახულ იქნა ფოტოსურათებზე. განმ-----ა, რომ დათვალიერებაში მონაწილე ჯ------- ჯ--–--–--–---–ის განმ-----ებით, ავტომობილი რომლითაც მოვიდა პიროვნება მისთვის ფულის გამოძალვისთვის იყო ნ-–---------ი.
2.15. მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ღ---–--ემ განმ-----ა, რომ 2--- წლის 01 მ-----ს მუშაობდა ღ---- კლუბ ,,ლ---ში“, სადაც ასრულებდა დაცვის ფუნქციას. აღნიშნულ ღ---- კლუბში იმყოფებოდა გ------ მ-–-------ე, რომელმაც თხოვა, რომ წასულიყო ტაქსით და მოეყვანა მისი ავტომობილი კლუბთან, რაზედაც დათანხმდა. როდესაც გ------ მ-–-------ის ავტომობილით - ნ-–---------ი მ---------ით კლუბისკენ ბრუნდებოდა გააჩერა პოლიციამ და მოახდინა მისი დაკავება. განმ-----ა, რომ შემდეგ პოლიციელებს აუხსნა თუ ვისი იყო აღნიშნული ავტომობილი სინამდვილეში და ამის შემდეგ მოხდა ღ---- კლუბ ლ---ში წასვლა. განმ-----ა, რომ აღნიშნულის გამო იყო ძალიან ანერვიულებული, შემდეგ როდესაც ყველაფრის გარკვევა მოხდა პოლიციამ ის გაათავისუფლა. მოწმის განმ-----ებით არ იცის ზუსტად იმ ადგილის სახელწოდება საიდანაც წამოიყვანა ავტომობილი. მისგან მოხდა ასევე აღნიშნული ავტომობილის ამოღება.
2.16. მოწმის სახით დაკითხულმა ა---- გ-------მ განმ-----ა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტად. მისი ჩვენებით მონაწილეობა მიიღო დამატებით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ექსპერტ გ------- ქ---------ესთან ერთად. მისი განმ-----ებით არ ახსოვს ვინ ატარებდა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას. დათვალიერების დროს ბ------გასამართი სადგურის ო-----------მა მიუთითა იმ ადგილისზე, სადაც მას დაემუქრა პიროვნება დანის გამოყენებით. განმ-----ა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა შეტყობინების საფუძველზე, მენვე მოახდინა საგამოძიებო მოქმედების დასურათება.
2.17. მოწმის სახით დაკითხულმა ჯ------- ჯ--–--–--–---–მა განმ-----ა, რომ 2--- წლის 01 მ-----ს მუშაობდა რ---------–ის ქუჩაზე მდებარე „ვ-----–ის“ ბ------გასამართ სადგურზე, რა დროსაც ღ---- საათებში, სადგურზე შემოვიდა ავტომობილი, რომლის მძღოლიც ეწეოდა სიგარეტს. ამ დროს იგი სხვა მანქანას ემსახურებოდა, თუმცა ორჯერ მოუწოდა ავტომობილის მძღოლს, რომ გადაეგდო სიგარეტი, მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია. ამის შემდეგ, კიდევ ორჯერ ყვირილით, მაღალ ხმაზე გარკვევით დაუძახა და კვლავ მოუწოდა სიგარეტი გადაეგდო, ხოლო როცა დაასრულა სხვა მანქანის მომსახურება, მის ავტომობილთან მივიდა და შეატყო, რომ ნასვამ მდგომარეობაში რომ. მანქანის მძღოლმა ჰკითხა ,,რა დამიძახე ქვემოდანო“, მან უპასუხა, რომ ეძახდა „სიგარეტის გადაეგდო“. ამის შემდეგ, მანქანის მძღოლმა ჰკითხა „ფული თუ გაქვსო“, რაზეც მიუხედავად იმისა, რომ ფული ჰქონდა უპასუხა, რომ არ ჰქონდა. აღნიშნულზე მანქანის მძღოლმა ჰკითხა თუ რატომ არ ჰქონდა ფული და შეაგინა დედის მისამართით. მოწმის განმ-----ებით, როცა შეაგინა, მან ეს ვერ მოითმინა და მანაც შეაგინა, ამის შემდეგ პიროვნება მისი აზრით გაღიზიანდა შეგინების გამო და ამოიღო ძალიან პატარა ზომის „სათამაშო“ დანა, დანა როცა დაინახა მას თვითონ ხელი ჰკრა (უჯიკა), ორი ნაბიჯით უკან დაიხია, იმ მიზნით, რომ გაცლოდნენ ერთმანეთს, რაზედაც ჩაჯდა მანქანის მძღოლი და გაემართა გაურკვეველი მიმართულებით. მოწმე განმ-----ავს, რომ არც მანქანის მარკა და არც ნომერი არ იცის, რომელი მანქანითაც პიროვნება ჯერ მოვიდა და შემდეგ წავიდა, მხოლოდ განმ-----ავს, რომ მანქანა იყო ღია ნ-–---------ი. განმ-----ა, რომ დაცვის პოლიციის გამოძახება პულტის მეშვეობით თავად არ განუხორციელებია, ეს გააკეთა მისმა თანამშრომელმა, დაცვის სამსახურს მოჰყვა პოლიციაც. მოწმის განმ-----ებით, მან მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც ვერ ამოიცნო ფოტოზე არსებული პიროვნებიდან რომელიმე თუ იყო ის ვისთანაც მოუვიდა აღნიშნული კონფლიქტი. ასევე, არ გაცნობია ამოცნობის ოქმს, რომელზედაც მოაწერა ხელი, აგრეთვე მან მონაწილეობა მიიღო დანის ამოცნობაში, მაგრამ ვერ ამოიცნო. განმ-----ა, რომ არ ადასტურებს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორეს, რადგან დაღლილი იყო, ნახევრად მძინარე ჩვენების მიცემის დროს და არ დაკვირვებია რა ეწერა გამოკითხვის ოქმში, რომ წაეკითხა ხელს არ მოაწერდა. განმ-----ა, რომ ასევე არ გაცნობია სხვა ოქმების შინაარსაც, რომელზეც მას ხელი აქვს მოწერილი და არ ახსოვს აღნიშნულ პიროვნებას რა ეცვა. მოწმის განმ-----ებით, მას რაიმე სახის საფრთხე არ უგრძვნია, როდესაც პიროვნებამ დანა ამოიღო კამათის დროს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მოახდენდა დაცვის პოლიციის გამოძახებას იმ ღილაკით, რომელიც მას ჯიბეში ჰქონდა ან ხალხს დაუძახებდა ან სხვა მხარეს გაიქცეოდა, მას არანაირი სახის დაზიანება არ მიუღია. მოწმე განმ-----ავს, რომ ვინმე ადვოკატთან სასამართლოში მოსვლამდე კონსულტაცია არ გაუვლია და არც არავინ დაკავშირებია ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მოწმემ განმ-----ა, რომ იმ დღის შემდეგ, არ უნახავს ის პიროვნება, რომელმაც ჰკითხა ჰქონდა თუ არა ფული და მოუვიდა მასთან კონფლიქტი, აგრეთვე, არ იცის არის თუ არა ის პიროვნება სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი ვ------- მ-–-------ე.
2.18. მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ფ------–--ემ განმ-----ა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტია. მანვე განმ-----ა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე მოხდა ვ------- მ-–-------ის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რითაც დადგინდა, რომ ვ------- მ-–-------ეს დანაშაულის ჩადენის მომენტში შეეძლო გაეცნობიერებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და მოეხდინა მოსალოდნელი შედეგების გაანალიზება. განმ-----ავს, რომ ვ------- მ-–-------ეს, ასევე, დაუდგინდა ორგანული ფსიქიკური აშლილობა, თუმცა ეს აშლილობა არ არის იმ დონემდე მისული, რომ გამოიწვიოს მისი შეურაცხადობა. განმ-----ავს, რომ როგორც ვ------- მ-–-------ე ამბობდა იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ დანაშაულის ჩადენის მომენტში, თუმცა რა ხარისხის თრობასთან იყო საქმე მოწმის განმ-----ებით მას ამაზე კვლევა არ ჩაუტარებია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.19. პირადი ჩხრეკის ოქმის (01.0-.2---) მიხედვით, 2--- წლის 01 მ-----ს 0-:15 საათიდან 2--- წლის 01 მ-----ის 0-:45 საათამდე პერიოდში, ვ------- მ-–-------ეს გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ქ.ქუთაიში, ფ--–--–---–ის ქუჩა #31-ში მდებარე კაფე-ბარ „ლ---ში“ ჩაუტარდა ჩხრეკა, ჩხრეკის ჩატარებამდე ვ------- მ-–-------ემ თავად, ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო და წარადგინა თეთრი ფერის, პლასტმასის ტარიანი, საოჯახო ტიპის დანა, რომელსაც აღენიშნება მოყვითალო ფერის ზოლები. ასევე, ვ------- მ-–-------ემ წარადგინა ტანთცმული სპორტული ქურთუკი, რომელიც წითელი ფერისაა, წითელი ფერის კაპიშონი აქვს, წინა მხარეს აქვს ელვაშესაკრავი, ლურჯი და თეთრი ფერის ჩანართებით, მკლავზე აქვს ლურჯი ფერის ზოლები. ჩხრეკის შედეგად ვ------- მ-–-------ის შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი. ვ------- მ-–-------ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმის შესაბამისად, დაკავება მოხდა 2--- წლის 01 მ-----ს ქ.ქ-------ში, ფ--–--–---–ის ქუჩა #31-ში მდებარე ნ-----ბარ „ლ---ში“. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება (პირადი ჩხრეკა) ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 01 მ-----ის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი.
2.20. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (01.0-.2---) მიხედვით, 2--- წლის 01 მ-----ს 04:15-05:05 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქ-------ში, ა----–-----–ის გ-------ი #99-ში და წარმოადგენს „გ--–--ის“ ბ------გასამართ სადგურს, რომელზეც შედის მოასფალტებული გზა, სადაც მარცხენა მხარეს განთავსებულია ბ------ის ჩასასხმელი აპარატები, რომელზედაც ჩამოკიდებულია პ-------–---ის მილები. მარცხენა მხარეს განთავსებულია მარკეტი, რომელიც „გ--–--ის“ კუთვნილებაა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ნ--- ა------ის გადმოცემით სწორედ პ------– ჩასასხმელ აპარატთან გააჩერა ახალგაზრდა მამაკაცმა ავტომანქანა „მ---------ი“ და სწორედ ამ ადგილას ამოიღო დანა და მოსთხოვა თანხა. ასევე, ნ--- ა------ემ ხელით მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მისმა დამყაჩაღებელმა პირმა ისროლა სიგარეტის ნამწვი. ყოველივე ამის შემდეგ ამოღებულ იქნა სამი სხვადასხვა ფირმის სიგარეტის ნამწვი.
2.21. შემთხთვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (01.0-.2---) მიხედვით, 2--- წლის 01 მ-----ს 06:25-06:45 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქ-------ში, გ---–-–---–ის ქუჩა #30-ში და წარმოადგენს სს „ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს“ კუთვნილ ბ------გასამართ სადგურს. სადგურის ტერიტორია განთავსებულია გ---–-–---–ის ქუჩასა და რ---------–ის გ-------ს შორის. სადგურს აქვს ერთსართულიანი ადმინისტრაციის შენობა, სადაც მდებარეობს მ--------ის ოთახი და მოსასვენებელი ოთახები. სადგურზე, ასევე, ფუნქციონირებს სავაჭრო ფართი. სადგურის ს-–---ების გამშვებ ტერიტორიაზე განთავსებულია 4 ცალი ს-–---ის გამშვები სვეტი. თითოეულ სვეტს ორივე მხარეს გააჩნია ს-–---ის ჩასასხმელი მექანიზმი. რაც შეეხება დათვალიერების ოქმის შემდგომ ნაწილს, სადაც მოწმე ჯ------- ჯ--–--–--–---–ი აღწერს კონკრეტულ მოცემულობას, აღნიშნულზე მოწმემ განმ-----ა, რომ არ არის მისი მიწოდებული ინფორმაცია.
2.22. ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების #0-------- დასკვნის თანახმად, რომელიც თარიღდება 2--- წლის 01 მ-----ით, ვ------- მ-–-------ეს დაბადებულს 0-.0-.1--- წელს, პ/ნ 5----------, ტანსაცმელი აქვს ნორმაში, კანის დაზიანება არ აღენიშნება, ქცევა აქვს მშვიდი, გაწონასწორებული, ჩივილების გარეშე, ცნობიერება აქვს ნათელი, მეტყველება აქვს ნორმალური, კანის მდგომარეობა ნორმაში, თვალის ლორწოვანი მდგომარეობა ჰიპერემიული, ენის მდგომარეობა - თეთრი ნადებით, სუნთქვა ნორმაში, პულსი 75, გუგები გაფართოებული, სინათლეზე რეაქცია დაქვეითებული, ნისტაგმი გვერდზე გახედვისას - არა, მიმიკა ნორმალური, სიარული ნორმალური, რომბერგის ცდა - მ-----ივი: მდგრადი, ცხვირ-თითის ცდას ასრულებს ზუსტად, ქუთუთოების, ენის და ხელის თითების კანკალი არ აღენიშნება, არ აღენიშნება ნერვულ-ფსიქიკური დაავადების ნიშნები, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების ნიშნები, ალკოჰოლის უკანასკნელი გამოყენების შესახებ სუბიექტური ინფორმაციით მიღებული აქვს არაყი, აღენიშნება ალკოჰოლის სუნი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა - 1.01 პრომილე.
2.23. სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად (0-.07.2---), ვ------- მ-–-------ეს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი F07.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძებო და სასამართლო მოქმედებაში. ის იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ის იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ის შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ფ------–--ემ.
2.24. ამოღების ოქმის (01.0-.2---) მიხედვით, 2--- წლის 01 მ-----ს 0-:30-04-10 საათზე. ქალაქ ქ-------ში, ივ. ჯ-----–---–ის ქუჩა #1 საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგომზე გ------- ღ---–--ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ წარდგენილი ავტომანქანა „მ--------- ბ--–-“ E--- მოდელი, რუხი ფერის, სახელმწიდო ნომრით M--0-5-K-. გ------- ღ---–--ის განმ-----ებით ავტომანქანა წარმოადგენს ვ------- მ-–-------ის საკუთრებას, რომლის წამოყვანა მითითებული ადგილიდან მას თხოვა ვ------- მ-–-------ემ. ამოღებულ იქნა ასევე, ავტომანქანის გასაღები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება (ამოღება) ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 01 მ-----ის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი.
2.25. 2--- წლის 01 მ-----ით დათარიღებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 14:20-14:40 საათზე ნ--- ა------ეს დათვალიერების მიზნით წარედგინა პოლიეთილენის პარკში დალუქული ერთი პაკეთი ლუქით #3-/5/1/1, რომელზეც დასმულია თარიღი და ხელმოწერები, ლუქის და პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პაკეტის გახსნის შემდგომ მასში მოთავსებული აღმოჩნდა წითელი ფერის ქურთუკი, რომელსაც მხრებზე აქვს ლურჯი ფერის ჩანართები, წინ მხარეს აქვს მოლურჯო და მოთეთრო ფერის ჩანართები, ასევე აქვს წითელი ფერის კაპიშონი. დათვალიერების მიმდინარეობისას ნ--- ა------ემ განმ-----ა, რომ აღნიშნული ქურთუკი ეცვა იმ პირს, რომელმაც იგი დააყაჩაღა 2--- წლის 01 მ-----ს, ქ.ქ-------ში, დ----- ა----–-----–ის გ-------ი #99-ში მდებარე ბ------გასამართ სადგურ „გ--–--ზე“. დათვალიერების დასრულების შემდეგ აღნიშნული ქურთუკი ძველ ლუქთან და პაკეტთან ერთად დაილუქა ერთ პაკეტად ლუქით #3-/5/1/1 პაკეტებისთვის, რომელზეც დაისვა თარიღი და ხელმოწერები.
2.26. 2--- წლის 01 მ-----ით დათარიღებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 14:45-14:55 საათზე ჯ-------ი ჯ--–--–--–---–ს დათვალიერების მიზნით წარედგინა პოლიეთილენის პარკში დალუქული ერთი პაკეთი ლუქით #3-/5/1/1, რომელზეც დასმულია თარიღი და ხელმოწერები, ლუქის და პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პაკეტის გახსნის შემდგომ მასში მოთავსებული აღმოჩნდა წითელი ფერის ქურთუკი, რომელსაც მხრებზე აქვს ლურჯი ფერის ჩანართები, წინ მხარეს აქვს მოლურჯო და მოთეთრო ფერის ჩანართები, ასევე აქვს წითელი ფერის კაპიშონი. დათვალიერების მიმდინარეობისას ჯ------- ჯ--–--–--–---–ის მიერ გაკეთებული განმ-----ება ამ უკანასკნელმა უარყო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს. დათვალიერების დასრულების შემდეგ აღნიშნული ქურთუკი ძველ ლუქთან და პაკეტთან ერთად დაილუქა ერთ პაკეტად ლუქით #3-/5/1/1 პაკეტებისთვის, რომელზეც დაისვა თარიღი და ხელმოწერები.
2.27. 2--- წლის 01 მ-----ით დათარიღებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 15:10-15:35 საათზე ჩატარდა ამოცნობა, რომლის თანახმად, ჯ------- ჯ--–--–--–---–მა ამოიცნო #4 ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მან განმ-----ა, რომ რეალურად არავინ ამოუცვნია და ოქმი არ შეიცავს ზუსტ მონაცემებს.
2.28. 2--- წლის 01 მ-----ით დათარიღებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 16:00-16:25 საათზე ჩატარდა ამოცნობა, რომლის თანახმად, ნ--- ა------ემ ამოიცნო #2 ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება, რომელიც ნახა 2--- წლის 01 მ-----ს ქ.ქ-------ში, დ.ა----–-----–ის გ----. #99-ში მდებარე „გ--–--ის“ ბ------გასამართ სადგურზე, რომელმაც დანის გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა და არ გადაიხადა ავტომანქანაში ჩასხმული ს-–---ის თანხა. იგი არის დაახლოებით 180-185 სმ-ის სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, ღია ფერის დაბალზე შეჭრილი თმებით, ღია ფერის თვალებით, მოგრძო სწორი ცხვირით, თხელი, ღია ფერის წარბებით, დაახლოებით 30-35 წლის ასაკის. ამოსაცნობმა პირმა ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ამოიცნო ღია ფერის მოკლე თქმებით, ღია ფერის თვალებით, სწორი მოგრძო ცხვირით, თხელი ღია ფერის წარბებით და ამოიცნო სახის მოყვანილობით, ნაკვთებით. ნ--- ა------ის მიერ #2 ფოტოსურათზე ამოცნობილი პიროვნება არის ვ-------ი ა---------–ის ძე მ-–-------ე დაბადებული 0-.0-.1--- წელი, პ/ნ 5----------.
2.29. 2--- წლის 01 მ-----ით დათარიღებული ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით 16:58-17:25 საათზე ნ--- ა------ეს წარედგინა ამოსაცნობი საგნები, კერძოდ, სამი ცალი დანა და მიეცა წინადადება დაკვირვებოდა მის წინაშე ამოსაცნობად წარდგენილ დანებს და განემ-----ა იყო თუ არა ამოსაცნობ ნივთებს შორის ის დანა, რომლითაც 2--- წლის 01 მ-----ს დანაშაულის ჩამდენი პირი ყაჩაღური თავდასხმისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და მოთხოვა ფულადი თანხა. ნ--- ა------ე დააკვირდა ამოსაცნობად წარდგენილ ნივთებს და განაცხადა, რომ მან ამოიცნო #3 რიგში მოთავსებული დანა და განმ-----ა, რომ სწორედ აღნიშნული ნივთი არის ის ნივთი, რომელიც დანაშაულის ჩამდენ პირს ხელში ეჭირა მასზე ყაჩაღური თავდასხმისას. ამოსაცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნივთებით: ამომცნობმა პირმა ნ--- ა------ემ განაცხადა, რომ მან დანა ამოიცნო თეთრი ტარით, ტარზე მოყვითალო ფერის ზოლებით, დანის თეთრი პირით, ნ--- ა------ის მიერ ამოცნობილი დანა არის ბრალდებულ ვ------- მ-–-------ის პირადო ჩხრეკისას ამოღებული ნივთი. ამოცნობის შემდეგ აღნიშნული დანა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა #3-/5/1/1 ლუქის ბეჭდით. ამოცნობილი ნივთის ნომერია - 3.
2.30. 2--- წლის 01 მ-----ით დათარიღებული ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით 18:05-18:30 საათზე ჯ-------ი ჯ--–--–--–---–ს წარედგინა ამოსაცნობი საგნები, კერძოდ, სამი ცალი დანა და მიეცა წინადადება დაკვირვებოდა მის წინაშე ამოსაცნობად წარდგენილ დანებს და განემ-----ა იყო თუ არა ამოსაცნობ ნივთებს შორის ის დანა, რომლითაც 2--- წლის 01 მ-----ს დანაშაულის ჩამდენი პირი ყაჩაღური თავდასხმისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და მოთხოვა ფულადი თანხა. ამოცნობის მიმდინარეობისას ჯ------- ჯ--–--–--–---–ის მიერ გაკეთებული განმ-----ება ამ უკანასკნელმა უარყო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს. ამოცნობის შემდეგ აღნიშნული დანა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა #3-/5/1/1 ლუქის ბეჭდით.
2.31. 2--- წლის 10 მ-----ის ონფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის მიხედვით 12:00-12:25 საათზე ქ.ქ-------ში, გ---–-–---–ს ქუჩა #30-ში სს „ვ-----–ო პ--------–---- ჯ--------ს“ მ--------ისაგან ამოღებულ იქნა 2--- წლის 01 მ-----ის 00:20 საათიდან 01:00 საათამდე დროის მონაკვეთის შიდა და გარე პერიმეტრების სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები. ჩანაწერები მოთავსდა DVD დისკზე.
2.32. 2--- წლის 11 მ-----ის ონფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის მიხედვით 12:45-13:10 საათზე ქ.ქ-------ში, დ.ა----–-----–ის გ------- #99-ში შპს „ს-- პ--------–---- ჯ--------ს“ ბ------გასამართ სადგურ „გ--–--იდან“ ამოღებულ იქნა 2--- წლის 01 მ-----ის 00:20 საათიდან 01:00 საათამდე დროის მონაკვეთის შიდა და გარე პერიმეტრების სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები. ჩანაწერები მოთავსდა DVD დისკზე.
2.3-. სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიღებული ცნობის თანახმად მონაცემთა ბაზის მიხედვით, ავტომანქანა „მ--------- ბ--– E 2-- C--“ სარეგისტრაციო ნომრით M--0-5-K-, რეგისტრირებულია მოქალაქე ა---------– მ-–-------ის (პ/ნ 5----------, მისამართი: წ---–-------, ს----- მ----ს ქუჩა #22) სახელზე.
2.34. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანწერის მიხედვით, ჩანაწერი თარიღდება 2--- წლის 01 მ-----ით, ბ------გასამართ სადგურ „გ--–--ზე“ ჩანაწერი ვიდეოჩანაწერი იწყება 00:20 საათზე და სრულდება 01:00 საათზე. ვიდეოჩანაწერის ჩვენებისას კადრში ჩნდება ვ---–--–-------ი ავტომანქანა „მ---------ი“, რომელიც შედის ბ------გასამართ სადგურ „გ--–--ზე“, მარჯვენა მხარეს, რიგით პ------– ს-–---ის ჩამსხმელ აპარატთან, სადაც მასთან მიდის ო-----------ი ნ--- ა------ე, რომელიც მ---------ის მეპატრონეს რაღაცას ეკითხება, რა დროსაც მანქანის მარცხენა მხრიდან გადმოდის ვ------- მ-–-------ე, რომელიც მანქანის კარებს ტოვებს ღია მდგომარეობაში. მას ტანთ აცვია წითელი ფერის სპორტული ქურთუკი, კაპიშონით, ქურთუკს მხრებზე აქვს ლურჯი ფერის ჩანართები. კადრში ჩანს, რომ ვ------- მ-–-------ეს, უკანა მხარეს, ზურგს უკან ხელში უჭირავს დანა, ესაუბრება ნ--- ა------ეს, რის შემდეგაც დანა მოაქვს წინა მხარეს და მიაქვს ნ--- ა------ესთან ახლოს, რა დროსაც ნ--- ა------ე მას აძლევს ფულად თანხას, რის შემდეგაც ვ------- მ-–-------ე ჯდება „მ---------ის“ მარკის მანქანაში და მიდის ბ------გასამართი სადგურიდან. სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ, ელექტრონული დისკი შეიფუთა და დაილუქა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს ლუქებით და მასზე ყველა პროცესის მონაწილემ დააფიქსირა ხელმოწერა.
2.35. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ჩანაწერი თარიღდება 2--- წლის 01 მ-----ით, ბ------გასამართ სადგურ „ვ-----–ზე“ ვიდეოჩანაწერი იწყება 00:20 საათზე და სრულდება 01:00 საათზე. ვიდეოჩანაწერის ჩვენებისას კადრში ჩნდება ვ---–--–-------ი ავტომანქანა „მ---------ი“, რომელიც შედის ბ------გასამართ სადგურ „ვ-----–ზე“, მარჯვენა მხარეს, რიგით პ------– ს-–---ის ჩამსხმელ აპარატთან, მარჯვენა ხელში უჭირავს სიგარეტი, გადის მანქანის უკანა მხარეს, რა დროსაც მასთან მიდის ო-----------ი ჯ------- ჯ--–--–--–---–ი, რომელიც „მ---------ის“ მეპატრონეს რაღაცას ეკითხება, რა დროსაც ვ------- მ-–-------ე, რომელსაც ტანთ აცვია წითელი ფერის სპორტული ქურთუკი, კაპიშო----ი, რომელსაც მხრებზე აქვს ლურჯი ფერის ჩანართები, რა დროსაც ვ------- მ-–-------ე დანას ჯ------- ჯ--–--–--–---–თან ახლოს მიიტანს, რა დროსაც ო-----------ი იწევს უკან მხარეს და ესაუბრება ვ------- მ-–-------ეს, რის შემდეგაც ვ------- მ-–-------ე ჯდება „მ---------ის“ მარკის მანქანაში და გადის ბ------გასამართი სადგურიდან. სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ, ელექტრონული დისკი შეიფუთა და დაილუქა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს ლუქებით და მასზე ყველა პროცესის მონაწილემ დააფიქსირა ხელმოწერა.
2.36. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ვ------- მ-–-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, მობილური ტელეფონი, პლასტიკური ბარათი და ქურთუკი რომელიც დალუქულ იქნა საქმის მასალებში მითებული პროცედურების მიხედვით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის დაწყებამდე პაკეტების მთლიანობა არ ყოფილა დარღვეული. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მობილური ტელეფონი არის ნ-----ს ფირმის, პლასტიკური ბარათი არის საბანკო დაწესებულების, ხოლო დანა არის პლასტმასის თეთრტარიანი, სამზარეულოსი, მასზე გამოსახული ფერადი ორნამენტებით. სხდომაზე გამოკვლეული ქურთუკი არის სპორტული სტილის, წითელი ფერის, რომელსაც მხრებზე ლურჯი ფერის ჩანართები აღენიშნება, წინა მხარეს აქვს მოლურჯო და მოთეთრო ფერის ჩანართები, აქვს ელვაშესაკრავი, ასევე, აქვს ე.წ. „კაპიშონი“. სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ, ზემოაღნიშნული საგნები შეიფუთა და დაილუქა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს ლუქებით და მასზე ყველა პროცესის მონაწილემ დააფიქსირა ხელმოწერა.
2.37. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა 2--- წლის 01 მ-----ს ბ------გასამართ სადგურებზე „გ--–--ზე“ და „ვ-----–ზე“ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები. სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ, ელექტრონული დისკები შეიფუთა და დაილუქა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს ლუქებით და მასზე ყველა პროცესის მონაწილემ დააფიქსირა ხელმოწერა.
2.38. ამდენად, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები შეაფასა მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ------- მ-–-------ე თავს დაესხა ბ------გასამართ სადგურ ,,გ--–--ის“ ო-----------ს ნ--- ა------ეს, რომელთანაც ფაქტობრივად არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია მანამდე და დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა და დაეუფლა ფულად თანხას.
2.39. ამასთან, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები შეაფასა მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და ცალსახად დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ ვ------- მ-–-------ე თავს დაესხა ბ------გასამართ სადგურ ,,ვ-----–ის“ ო-----------ს ჯ------- ჯ--–--–--–---–ს, დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმ-----ავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყაჩაღობისთვის. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ან/და ასეთი ძალადობის მუქარა. ძალადობა ან/და ძალადობის მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამასთან, დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მუქარა რეალიზებული იქნება. ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია, როგორც საკუთრების უფლება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა. ყაჩაღობა ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და იგი დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ვ------- მ-–-------ე დანით შეიარაღებული, თავს დაესხა ბ------გასამართი სადგურის „გ--–--ის“ ო-----------ს - ნ--- ა------ეს, მასთან ახლოს მიიტანა დანა, რომელიც ეჭირა მანამდე ხელში და მალავდა ზურგს უკან, მიადო მუცლის არეში და უთხრა, რომ მოკლავდა თუ არ მისცემდა თანხას. აღნიშნული მუქარა ნ--- ა------ის განმ-----ებით აღიქვა რეალურად, რადგან შეატყო, რომ ვ------- მ-–-------ე არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, ამიტომ მიიჩნია, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეეძლო და დაუფიქრებლად, ვინაიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამოიღო 130 ლარის ოდენობის თანხა და გადასცა ვ------- მ-–-------ეს. აღნიშნულის შემდეგ ვ------- მ-–-------ემ დატოვა შემთხვევის ადგილი. ვ------- მ-–-------ემ ასევე, არ გადაიხადა ს-–---ის თანხა 20 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ--- ა------ის ჩვენებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერთან, რომელშიც ზუსტადაა ასახული ნ--- ა------ის მიერ აღწერილი ვ------- მ-–-------ის მოქმედებები. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს დანისა და ქურთუკის ამოცნობის ოქმებიც, რა დროსაც ნ--- ა------ემ ამოიცნო დანა, რომლის გამოყენებითაც 2--- წლის 01 მ-----ს მას დაემუქრა ვ------- მ-–-------ე და ქურთუკი, რომელიც მასზე თავდასხმის განხორციელებისას ეცვა სწორედ ვ------- მ-–-------ეს. თავის მხრივ ზემოთაღნიშნული ქურთუკი და დანა ამოღებულ იქნა ვ------- მ-–-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად. ვ------- მ-–-------ის მიერ „გ--–--ის“ ბ------გასამართი სადგურის ო-----------ის დაყაჩაღების ფაქტს ადასტურებს ავტომანქანა, რომლითაც ვ------- მ-–-------ე გადაადგილდებოდა, კერძოდ, „მ---------ის“ მარკის ვ---–--–-------ი ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით M--0-5-K- (რომელიც რეგსიტრირებულია ვ------- მ-–-------ის მ---ს სახელზე), ვ------- მ-–-------ე მივიდა ბ------გასამართ სადგურ „გ--–--ზე“ ჩაისხა ს-–---ი, რომლის თანხაც არ გადაიხადა, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, იარაღად დანის გამოყენებით ო----------- ნ--- ა------ისგან დაეუფლა ფულად თანხას და ზემოაღნიშნული ავტომობილითვე დატოვა შემთხვევის ადგილი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან ავტომანქანა დატოვა ქ.ქ-------ში, ჯ-----–---–ის ქუჩაზე ავტოსადგომის ტერიტორიაზე და თავად გაემართა კაფე-ბარში, სადაც ნაცნობ დაცვის თანამშრომელს მისცა მანქანის გასაღები და სთხოვა კონკრეტული ადგილიდან მანქანის მიყვანა. დაცვის თანამშრომელი გ------- ღ---–--ე დათანხმდა დახმარებაზე და მას შემდეგ, რაც დააპირა ავტომანქანის ვ------- მ-–-------ესთან მიყვანა შეჩერებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიერ, რომელთა მიერ ჩატარებული საგამოძიემო მოქმედების შედეგად ზემოაღნიშნული ავტომანქანა და ავტომანქანის გასაღები ამოღებულ იქნა კანონით დადგენილი წესით. სწორედ მოწმე გ------- ღ---–--ისგან გახდა ცნობილი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთათვის, რომ ვ------- მ-–-------ე იმყოფებოდა კაფე-ბარ „ლ---ში“, სადაც ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების თვისობრიობიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, სრულიად კანონიერად, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით დაკავებულ იქნა ვ------- მ-–-------ე ბრალდებულის სახით. გარდა ამისა, ბ------გასამართ სადგურ „გ--–--ის“ ო-----------ის ნ--- ა------ის მიერ, პირი, რომელმაც მასზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ამოცნობილ იქნა როგროც ფოტოსურათებით, ისე სასამართლო სხდომაზეც ჩვენების მიცემის პროცესში. ნ--- ა------ის ჩვენება, რომელიც ვ------- მ-–-------ის არაფხიზელი მდგომარეობის ეპიზოდს უკავშირდება ასევე, დასტურდება ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის თანახმად ვ------- მ-–-------ეს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა, თუმცა კვლევა ჩატარებულ იქნა ყაჩაღობიდან დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ყაჩაღობის მომენტში ვ------- მ-–-------ე შედარებით უფრო მეტად ნასვამ მდგომარეობაში იქნებოდა. მხედველობაში იქნა მიღებული სტაციონარული ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული დასკვნა, რომლის თანახმად ვ------- მ-–-------ეს შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). აღნიშნული დასკვნა კიდევ ერთხელ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ფ------–--ემ.
3.3. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, რომელიც ბრალდების თანახმად შეეხება ბ------გასამართ სადგურ „ვ-----–ზე“ განხორციელებულ ქმედებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ იქნა დადგენილი, რომ ვ------- მ-–-------ე დანით შეიარაღებული, თავს დაესხა ბ------გასამართი სადგურის „ვ-----–ის“ ო-----------ს - ჯ------- ჯ--–--–--–---–ს, რადგან ამ უკანასკნელის ჩვენებით თავდამსხმელს მისთვის დანის გამოყენებით თანხა არ მოუთხოვია, უბრალოდ ჰკითხა ჰქონდა თუ არა თანხა და სრულიად სხვა მიზეზით მათ შორის ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ორივე მხრიდან. მისი განმ-----ებით მართალია პიროვნებას ჰქონდა დანა, მაგრამ იგი იყო მცირე ზომის, „საბავშვო“ დანა და მას არანაირი საფრთხე არ უგრძვნია, რაც გახდა კიდეც საფუძველი იმისა, რომ მან არ გამოიყენა მის ხელთ არსებული სპეციალური ღილაკი დაცვის სამსახურის გამოსაძახებლად. მან განმ-----ა, რომ არ იცნობს ვ------- მ-–-------ეს და მას ჰხედავს პ------–ად, იგი 2--- წლის 01 მ-----ს „ვ-----–ის“ ბ------გასამართ სადგურზე არ ყოფილა და მასთან არანაირი შეხლა-შემოხლა ან კონფლიქტი არ ჰქონია. მანვე განმ-----ა, რომ ის პიროვნება იყო სრულიად სხვა და არა სხდომის დარბაზში მყოფი ვ------- მ-–-------ე, რომელსაც ჰხედავს პ------–ად. ასევე, მოწმემ განმ-----ა, რომ მართალია მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა მოქმედებაში, მათ შორის გამოკითხვაში, თუმცა რა ფიქსირდებოდა შესაბამისი ოქმების შევსებისას მას არ წაუკითხავს, რადგან იყო ღამენათევი და ძალიან დაღლილი. შესაბამისად, მან არ დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორე, ისევე, როგორც დანარჩენი სხვა მოქმედებების სისწორე, რომლებშიც თავად მიიღო მონაწილეობა.
3.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმ-----ებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
3.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმ-----ებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოს წარმოუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ვ------- მ-–-------ის მიერ განხორციელებულ თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბ------გასამართ სადგურ „გ--–--ის“ ო-----------თან ნ--- ა------ესთან მიმართებით, ჩადენილს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. ამდენად, ბ------გასამართ სადგურ „გ--–--ის“ ო-----------ის ნ--- ა------ის ყაჩაღობის ეპიზოდში, ვ------- მ-–-------ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება. რასაც ვერ ვიტყვით ბ------გასამართ სადგურ „ვ-----–ის“ ო-----------ის ჯ------- ჯ--–--–--–---–ის ეპიზოდზე.
3.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ------- მ-–-----ოძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ბ------გასამართ სადგულ „გ--–--ის“ ეპიზოდი), რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ. ხოლო ბ------გასამართ სადგურ „ვ-----–ის“ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც სასამართლო დადგენილად მიიჩნევდა ვ------- მ-–-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენას (ბ------გასამართ სადგულ „ვ-----–ის“ ეპიზოდი), რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.
3.8. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ ფაქტობრივად განვითარებულ ვერსიაზე, რომ დანაშაულის ჩადენას ადგილი საერთოდ არ ჰქონია და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ვ------- მ-–-------ეს არ ჰქონდა ყაჩაღობის მიზანი. საწინააღმდეგოდ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებილებით დასტურდება, რომ ბ------გასამართი სადგურის „გ--–--ის“ ო-----------ი ნ--- ა------ეს შემთხვევის დღემდე არ გააჩნდა არანაირი ურთიერთობა ვ------- მ-–-------ესთან და მან მის მიმართ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირის მხრიდან ტანზე დანის მიდება და შედეგად თანხის მოთხოვნა აღიქვა რეალურ საფრთხედ. ნ--- ა------ეს სხვა ვერსიაზე არც კი უფიქრია, კერძოდ, ჰქონდა თუ არა სხვა განზრახვა თუ სურვილი ვ------- მ-–-------ეს, როდესაც დანის მიდების შედმდეგ არაჩვეულებრივი ტონით მოთხოვა თანხის გადაცემა. ამდენად, სასამართლო დეტალურად მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე და აღნიშნავს, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის ყველა აუცილებელი დეტალი სრულად იქნა გაანალიზებული, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა ერთადერთ დასკვნამდე, რომ ვ------- მ-–-------ის ქმედება მიმართული იყო ყაჩაღური გზით სხვისი მატერიალური სიკეთის დაუფლებისაკენ.
3.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმ-----ებულია, რომ სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ყაჩაღობის ჩადენამდე მსჯავრდებულებსა და დაზარალებულს შორის მომხდარი კონფლიქტისას, არსებობდა თუ არა მათ შორის რაიმე სადავო ვალდებულებითი ურთიერთობა. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
3.10. ამდენად, სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია დანაშაულის ჩადენამდე ვ------- მ-–-------ესა და ნ--- ა------ეს შორის ურთიერთობა და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულსა და ნ--- ა------ეს შორის არანაირი ვალდებულებითი ურთიერთობები არ არსებობდა, შემთხვევამდე ისინი არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, რაც ცალსახად გამორიცხავს ვ------- მ-–-------ის ქმედებაში სხვა მიზნების და ქმედების ნიშნების არსებობას.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. სასამართლო განმ-----ავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პ------–ი ნაწილი, რომლითაც ვ------- მ-–-------ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ვ------- მ-–-------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ვ------- მ-–-------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული მოქმედებდა დანით შეიარაღებული, რომლის გამოყენებით თავს დაესხა დაზარალებულს), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს ჩაედინა დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა არ გაუწია წინააღმდეგობა), ქმედების ჩადენის მოტივს (ანგარებას), მიზანს (სხვისი ფულადი თანხის დაუფლება), მის პიროვნებას (დანაშაულის ჩადენის დროს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, საქმეში არსებული მტკიცებულებები ვ------- მ-–-------ის პიროვნების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა), დაზარალებულის პოზიციას, რომელსაც ზიანის ანაზღაურების გარდა, არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე მას სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
4.7. ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ვ------- მ-–-------ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ს--ქციის გათვალისწინებული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: ქურთუკი, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
5.2. პლასტმასის ტარიანი ერთი ცალი დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო 4 (ოთხი) ცალი ელექტორნული დისკი უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
5.3. რაც შეეხება სამი ღერი სიგარეტის ნამწვავს, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების შემდეგ უნდა მოხდეს მათი განადგურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 274-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------- მ-–-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ბ------გასამართ სადგურ ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს“ ეპიზოდი).
2. ვახტან მ-–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით (ბ------გასამართ სადგურ ,,გ--–--ის“ ეპიზოდი).
3. მსჯავრდებულ ვ------- მ-–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 01 მ-----იდან.
4. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
4.1. 04 (ოთხი) ცალი ელექტრონული დისკი, რომლებიც ერთვის სს საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.2. 1 (ერთი) ცალი ქურთუკი (ამოღებული ვ------- მ-–-------ის პირადი ჩხრეკისას) და 1 (ერთი) ცალი მობილური ტელეფონი (ამოღებული ვ------- მ-–-------ის პირადი ჩხრეკისას) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო 1 (ერთი) ცალი დანა (ამოღებული ვ------- მ-–-------ის პირადი ჩხრეკისას) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე: ნიკოლოზ მარგველაშვილი