განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5100-18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ი----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ზ---- ო------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მ-----------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ლ----------------------------------.
ადვოკატი - ლ-–- ხ---–--–--ე
კვალიფიკაცია:
ზ---- ო------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, ე.ი. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ. თბილისში კ-----------–---–---------ის მიმდებარედ ზ---- ო------–---–მა ყოფილი მეუღლის თ----- ბ----–---–ის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, რის შედეგადაც თ----- ბ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრამვა და თავის ტვინის შერყევა.
1.2. 2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ. თბილისში კ-----------–---–---------ის მიმდებარედ ზ---- ო------–---–მა ყოფილ მეუღლეს თ----- ბ----–---–ს დაუზიანა 180 ლარად ღირებული ავტომანქანის წინა საქარე მინა და უკანა მარჯვენა კარი, რითაც თ----- ბ----–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ---- ო------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, ე.ი. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
2.2. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო სასამართლომ დადგენილად არ სცნო ზ---- ო------–---–ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
3.1. დაზარალებულმა თ----- ბ----–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის - ზ---- ო------–---–ი წინააღმდეგ.
3.2. მოწმე ქ------- თ-------მ განაცხადა, რომ არის დაზარალებულ თ----- ბ----–---–ის დედა, ზ---- ო------–---–ი არის მისი სიძე. 2018 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით მისი შვილი და სიძე რამდენიმე თვის დაშორებულები იყვნენ. 2018 წლის 23 სექტემბერს მათთან სახლში მივიდა ზ----, რა დროსაც სახლში იყო ქ------- თ-------, მისი დედა და ბავშვები, თ----- შემდეგ მოვიდა, თუ რა ისაუბრეს ზ----მ და თ-----მ, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, მისთვის უცნობია. საღამოს, როცა თ----- ნახა იგი იყო აღელვებული, რაიმე დახმარება არ დასჭირვებია, მეორე დღეს თავის ტკივილები ჰქონდა, ქ------- თ-------მ დარე-- 1---ში, თუ რა თქვა არ ახსოვს, უნდოდა სასწრაფო მოსულიყო, რადგან თ-----ს ჰქონდა თავის ტკივილი. თ-----ს გადმოცემით, თავი სტკიოდა იმიტომ, რომ მგონი კარები მოხვდა თავში, როცა გამოაღო. თ-----ს და ზ----ს შორის მომხდარ კონფლიქტს იგი არ შესწრებია.
3.3. მოწმე ი---- რ-----–---–მა განაცხადა, რომ არის თ----- ბ----–---–ის ნათესავი და მასთან ახლო ურთიერთობა აქვს. 23 სექტემბერს მასთან მივიდა თ----- ბ----–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლესთან ზ---- ო------–---–თან მოუვიდა სიტყვიერი დაპირისპირება, თ----- ბ----–---–ი გამოიყურებოდა ემოციურად. ი---- რ-----–---–მა აღნიშნა, რომ მასთან საუბარში თ----- ბ----–---–ს არაფერი არ უთქვამს ცემის თაობაზე, თ----- ბ----–---–ი თუ რატომ გადაიყვანეს საავადმყოფოში მისთვის უცნობია, ი---- რ-----–---–მა ქ------- თ-------სგან შეიტყო, რომ თ----- ცუდად გახდა ნერვიულობისგან და ამიტომ გადაიყვანეს სავადმყოფოში.
3.4. დაზარალებულ თ----- ბ----–---–ის მეზობლის მოწმე ი---- წ----–----ის ჩვენების თანახმად, ის შეესწრო იმ ფაქტს, რომ თ----- ბ----–---–თან შვილების სანახავად იყო მისული ზ---- ო------–---–ი და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს, რა დროსაც რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
3.5. დაზარალებულ თ----- ბ----–---–ის მეზობელმა მოწმე ი---- ჯ-------–---–მა განმარტა, რომ ის და მისი მეუღლე ი---- წ----–----ე იმყოფებოდნენ თ----- ბ----–---–თან, რა დროსაც თ----- ბ----–---–ი და ზ---- ო------–---–ი კამათობდნენ. მისი თანდასწრებით ზ---- ო------–---–ს არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა თ----- ბ----–---–ისთვის, მეორე დღეს გაიგო, რომ თ----- ბ----–---–ი დაუწვენიათ სავადმყოფოში, რადგან ჰქონდა თავბრუსხვევა.
3.6. პატრულ ინსპექტორმა მოწმე მ--–---- მ-------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე გ------- შ--–----სთან ერთად, მივიდა მისამართზე ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მათ ადგილზე მისვლისას დახვდათ დაზარალებულის დედა და თავად დაზარალებული თ----- ბ----–---–ი, რომელიც იყო საწოლში, მწოლიარე მდგომარეობაში. დაზარალებული თ----- ბ----–---–ი აცხადებდა, რომ შეუძლოდ გრძნობდა თავს, ვინაიდან წინა დღეს ყოფილ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი. მ--–---- მ-------მ განმარტა, რომ დაზარალებულ თ----- ბ----–---–თან საუბრის დროს გაირკვა, რომ დაზარალებულს ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა ბავშვების ნახვის თაობაზე, შეეხო ფიზიკურად, მუშტი ჩაარტყა თავში, ასევე საუბრის დროს გაირკვა, რომ დაზარალებულს თ----- ბ----–---–ს კუთვნილი ა/მანქანა დაუზიანა ყოფილმა მეუღლემ. მ--–---- მ-------მ ასევე განმარტა, რომ დაზარალებულს თავდაპირველად გამოძახებული ჰყავდა პოლიციის თანამშრომლები, ხოლო შემდეგ გააუქმა გამოძახება. მან ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან დაზარალებულ თ----- ბ----–---–ს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ თ----- ბ----–---–ი გადაყვანილი იქნა ა-–----–---–--------–------------------------- კლინიკაში.
3.7. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს პატრულ ინსპექტორმა მოწმე გ------- შ--–----მ.
3.8. მოწმე ს-------- ჩ----ემ განმარტა, რომ მუშაობს ა-–----–---–--------–------------------------- კლინიკაში, ექიმ ნევროლოგად. 2018 წლის 24 სექტემბერს სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში შეყვანილი იქნა პაციენტი თ----- ბ----–---–ი, რომელსაც ჰქონდა ჩივილები ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ღებინება. თ----- ბ----–---–ი ჩივილებს უკავშირებდა ყოფილი მეუღლისგან მიყენებული ფიზიკურ შეურაცხყოფას. ს-------- ჩ----ის მიერ გასინჯული იქნა თ----- ბ----–---–ი, ასევე მას ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის თავის ტვინის კატეს კვლევა. გამოკვლევის შედეგად თ----- ბ----–---–ს ჰქონდა ქალა ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. თ----- ბ----–---–მა კლინიკაში დაჰყო ორი დღე, ხოლო შემდეგ სტაბილური მდგომარეობით გაეწერა კლინიკიდან. ს-------- ჩ----ემ განმარტა, რომ თ----- ბ----–---–ს ვიზუალურად დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
3.9. მოწმე ი-----–- ზ--------მ განაცხადა, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა სისწორეს ადასტურებს. მან ა-–----–---–--------–------------------------- კლინიკაში გამოკითხა თ----- ბ----–---–ი, სადაც ის მკურნალობას გადიოდა. ი-----–- ზ--------ს განმარტებით, თ----- ბ----–---–ს დაზიანებები ვიზუალურად არ აღენიშნებოდა, მან ექიმებისგან იცოდა, რომ დაზარალებული უჩიოდა თავის ტკივილს და ჰქონდა გულის რევის შეგრძნება. ი-----–- ზ--------მ განაცხადა, რომ თ----- ბ----–---–ს უშუალოდ გამოკითხვის დროს არ ჰქონდა შეგრძნება თავის ტკივილის და გულის რევის თაობაზე. მან ექიმის თანხმობის შედეგად გამოკითხა დაზარალებული. გამოკითხვის დროს თ----- ბ----–---–ი აღნიშნავდა, რომ მას კონფლიქტი შეემთხვა ყოფილ მეუღლესთან, რა დროსაც ა/მანქანიდან გადმოსვლის დროს თავში მოხვდა გაურკვეველი საგანი.
3.10. შეტყობინების რეგისტრაციის #------- თანახმად, 1---ში შეტყობინება შევიდა ოჯახური ძალადობის ფაქტზე, თ------- ქ-------ის მიერ, ინციდენტი 24/09/2018 1----:47, მის შვილს თ----- ბ----–---–ს ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი მეუღლე, ასევე მანქანაც დაზიანებულია, თავის ტკივილები და გულისრევა აქვს, სავარაუდოდ ტვინის შერყევა აღენიშნება.
3.11. შეტყობინების რეგისტრაციის #------- თანახმად, 1---ში შეტყობინება შევიდა შ--–----სგან. შინაარსი: ქ. თბილისში კ-----------–---–---------------ში საქართველოს ი------–----------------------–---–------------------ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომელმა თ----- ბ----–---–მა განაცხადა, რომ მ/წ 23 სექტემბერს საღამოს ზ/აღნ. მისამართის მიმდებარედ ქუჩაში მისმა ყოფილმა მეუღლემ ზ---- ო------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანა კუთვნილი ა/მანქანა ,,მერსედესი’’ სახ N----------, ასევე ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის დემონსტრირებას ახდენდა ქუჩაში და მუქარის შემცველი სიტყვებით აშინებდა მას.
3.12. შემაკავებელი ორდერის N------ თანახმად, 2018 წლის 25 სექტემბერს 19:30 საათზე გამომძიებელ გ------- ქ------–---–ის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი თვე, მსხვერპლი არის თ----- ბ----–---–ი, ხოლო მოძალადე ზ---- ო------–---–ი. აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერის 4.3. პუნქტში - სავარაუდო მსხვერპლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კითხვაზე: მოძალადემ თქვენს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, პასუხი წერია: არა.
3.13. ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ქ. თბილისში, კ----------–---–------------ში მდებარე შპს ,,პ-----–-------“-ის მაღაზიის შიდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი. Cam 07 თვალთახედვის არეში ხვდება მაღაზიის შესასვლელი კარი, რომელიც არის გამჭირვალე მინის, მაღაზიის წინ მდებარე ავტო პარკინგი და კ-----------–---–-ს ქუჩის და ჩ----ის ქუჩის კუთხის საავტომობილო და საფეხმავლო გზა. 2018 წლის 16:42 საათზე ჩანს როგორ ჩერდება მოთეთრო ფერის პიკაპი მაღაზიის წინ მდებარე პარკინგზე, საიდანაც 17:12 საათზე გადმოდის მანქანიდან ზ---- ო------–---–ი, რომელსაც აცვია შავი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური და შავი ფერის შარვალი, ვიდეო კადრში ჩნდება ასაკოვანი ქალბატონი, რომელთანაც მივა ზ---- ო------–---–ი და შემდეგ გადავა გზის მეორე მხარეს მ--------–---–-ს ქუჩაზე და 17:17 საათზე ზ---- ო------–---–ი დაბრუნდება უკან და ჩაჯდება მანქანაში. 17:32 საათზე კამერაში ჩანს შავი ფერის ,,მერსედესის ემელის“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც მიდის ე-–-----ის მხრიდან და შეუხვევს ხელმარცხნივ ჩ----ის ქუჩის მიმართულებით და გადის კამერის თვალთახედვის არედან. შემდეგ ზ---- ო------–---–ი გადადის მანქანიდან და მასთან მივა, თ----- ბ----–---–ი არის ბავშვებთან ერთად, ზ---- ო------–---–ი პატარა გოგოს აიყვანს ხელში, ხოლო ბიჭი იქვე დგას მათთან ერთად, თ----- ბ----–---–ი და ზ---- ო------–---–ი ერთმანეთში საუბრობენ, 17:37 საათზე თ----- ბ----–---–ი გამოართმევს ბავშვს ზ---- ო------–---–ს და ზ---- ო------–---–ი ჯდება მანქანაში, მას მანქანის კარი აქვს ღია და ისე ესაუბრება თ----- ბ----–---–ს. 17:39 საათზე ზ---- ო------–---–ი დაძრავს ოდნავ ა/მანქანას და ისევ გააჩერებს, 17:44 საათზე თ----- ბ----–---–ი მიდის სახლის მიმართულებით და მას ზ---- ო------–---–ი ეწევა ა/მანქანით. 21:00 საათზე ისევ ჩნდება თეთრი ფერის პიკაპი ვიდეო ჩანაწერში და მალევე გადის კამერის თვალთახედვის არედან. 22:55 საათზე თეთრი ფერის პიკაპი ჩნდება კამერაში, რომელიც მიდის ჩ----ის ქუჩის მხარეს, შემდეგ უკან ბრუნდება და მიდის თ----- ბ----–---–ის სახლის ეზოსკენ. 23:35 საათზე ჩანაწერში ჩანს შავი ფერის ,,მერსედესის მლი“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც მიდის ჩ----ის ქუჩიდან თავისი ეზოს მიმართულებით. 23:42 საათზე კამერაში ჩანს, როგორ აქვს ზ---- ო------–---–ს თ----- ბ----–---–ის თავი დაჭერილი მკლავში მარცხენა მხრიდან და მიყავს თ----- ბ----–---–ი ჩ----ის ქუჩის მხარეს, რომელსაც რამდენიმე მეტრში მიყვება სავარაუდო მოწმე ი---- წ----–----ე და მისი მეუღლე მოწმე - ი---- ჯ-------–---–ი, 23:44 საათზე თ----- ბ----–---–ი და ი---- ჯ-------–---–ი გამოდიან ჩ----ის ქუჩის მხრიდან და მიდიან თ----- ბ----–---–ის სახლის ეზოს მხარეს. 23:45 საათზე ჩანაწერში გამოჩნდება ოთხი მამაკაცი, ასევე ჩანაწერში ჩანს, რომ ზ---- ო------–---–ი საქამრეში უკანა მხარეს იდებს რაღაც საგანს, სავარაუდოდ ცეცხლსასროლ იარაღს, შემდეგ ზ---- ო------–---–ი მიდის თ----- ბ----–---–ის სახლის ეზოს მიმართულებით, მას უკან მიყვებიან ჯერ ი---- წ----–----ე და ი---- ჯ-------–---–ი.
3.13.1. ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ექსპერტ-კრიმინალისტმა რ----- ნ--------–---–მა და თ------ ჯ-------მ.
3.14. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ა-–-------------–----–---–--------–----- კლინიკას“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------დან, მოქ. თ----- ბ----–---–ს, 2018 წლის 23 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიუმართავს აღნიშნული კლინიკისათვის 24.09.2018 წ, სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ექსპერტიზის წინაშე გამომძიებლის მიერ დასმული იყო შეკითხვა, თ----- ბ----–---–ის სხეულზე აღნიშნული დაზიანებები რით იქნა მიყენებული და აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით შეესაბამებიან თუ არა დადგენილებაში მითითებულ თარიღს, რაზეც ექსპერტიზის დასკვნით პასუხი ვერ იქნა გაცემული. კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ხილული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება.
3.14.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-- ჩ---–--–---–მა.
3.15. ბრალდებულმა ზ---- ო------–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აირჩია დუმილის უფლება.
3.16. ბრალდებულ ზ---- ო------–---–ის ადვოკატის პოზიციით საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ---- ო------–---–ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ყოფილი მეუღლის თ----- ბ----–---–ის მიმართ, რის შედეგადაც თ----- ბ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა. მტკიცებულებათა არ არსებობის გამო ოჯახურ ძალადობაში წარდგენილ ბრალდებაში ადვოკატმა მოითხოვა ზ---- ო------–---–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3.17. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა ზ---- ო------–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ---- ო------–---–ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. კერძოდ:
3.17.1. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ექიმ ნევროლოგ ს-------- ჩ----ის, ექსპერტ ე-- ჩ---–--–---–ის ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში შეყვანილი იქნა პაციენტი თ----- ბ----–---–ი, რომელსაც ჰქონდა ჩივილები - ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ღებინება. მას დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამდენად ის ფაქტი, რომ თ----- ბ----–---–ს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და ამ მიზნით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას სასამართლოს არ მიაჩნია სადაოდ. მაგრამ სასამართლოს კვლევის საგანს შეადგენს - თ----- ბ----–---–ისთვის დასმული დიაგნოზი - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა მიზეზობრივ კავშირშია თუ არა ზ---- ო------–---–ის ქმედებასთან.
3.17.2. 1---ში შეტყობინების რეგისტრაციით დასტურდება, რომ შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე შევიდა დაზარალებულ თ----- ბ----–---–ის დედის ქ------- თ------ის მიერ 24/09/2018 1----:47 სთ-ზე. ბრალდების მიხედვით, დანაშაული მოხდა 2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში, რაც მოწმობს, რომ დაზარალებულ თ----- ბ----–---–ს ან მის ახლობლებს, ზ---- ო------–---–თან კონფლიქტის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იმავე დღეს არ მიუმართავთ 1---ისთვის.
3.17.3. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას დაზარალებულმა თ----- ბ----–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება თავისი ყოფილი მეუღლის ზ---- ო------–---–ის წინააღმდეგ; თ----- ბ----–---–ის დედამ - ქ------- თ-------მ არ დაადასტურა ზ---- ო------–---–ის მიერ თ----- ბ----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენების ფაქტი; ასევე, მოწმეებმა ი---- რ-----–---–მა, ი---- წ----–----ემ, ი---- ჯ-------–---–მა უარყვეს ზ---- ო------–---–ის მიერ თ----- ბ----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი; აღნიშნული მოწმეები, ზ---- ო------–---–სა და თ----- ბ----–---–ს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, თ----- ბ----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებენ ნერვიულობისგან ცუდად გახდომას ან კარების შემთხვევით მოხვედრას; ფაქტობრივად, მოწმეები, რომლებიც ზ---- ო------–---–სა და თ----- ბ----–---–ს შორის არსებული კონფლიქტისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე ან თ----- ბ----–---–ისგან შეიტყვეს აღნიშნულის თაობაზე, არ ადასტურებენ ზ---- ო------–---–ის მხრიდან თ----- ბ----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენების ფაქტს.
3.17.4. მოწმეების ს-------- ჩ----ის, ი-----–- ზ--------ს ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შემთხვევის მოხდენიდან მეორე დღეს, 2018 წლის 24 სექტემბერს სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში შეყვანილი იქნა თ----- ბ----–---–ი, მას ვიზუალურად დაზიანებები არ აღენიშნებოდა; სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ აღნიშნული ექსპერტიზის წინაშე გამომძიებლის მიერ დასმული იყო შეკითხვა, თ----- ბ----–---–ის სხეულზე აღნიშნული დაზიანებები რით იქნა მიყენებული და აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით შეესაბამებიან თუ არა დადგენილებაში მითითებულ თარიღს, რაზეც ექსპერტიზის დასკვნით პასუხი ვერ იქნა გაცემული. კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ხილული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა თ----- ბ----–---–მა თუ როდის და რა პირობებში მიიღო თავის ტვინის დახურული ტრამვა.
3.17.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემაკავებელი ორდერში ასახულ ინფორმაციაზე, სადაც სავარაუდო მსხვერპლის(თ----- ბ----–---–ის) მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კითხვაზე: მოძალადემ თქვენს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, პასუხი წერია: არა.
3.17.6. ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ---- ო------–---–სა და თ----- ბ----–---–ს შორის ადგილი აქვს კონფლიქტს, მაგრამ ამ ჩანაწერებით არ დასტურდება ზ---- ო------–---–ის მიერ თ----- ბ----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი.
3.17.7. ზ---- ო------–---–ის ბრალდების დასადასტურებლად სასამართლოს საკმარისად არ მიაჩნია მხოლოდ პატრულ ინსპექტორების მ--–---- მ-------ს და გ------- შ--–----ს ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მათ შემთხვევის მოხდენიდან მეორე დღეს თ----- ბ----–---–ისგან შეიტყვეს, რომ დაზარალებულს ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა ბავშვების ნახვის თაობაზე, რა დროსაც იგი შეეხო ფიზიკურად და მუშტი ჩაარტყა თავში. პატრულ ინსპექტორების აღნიშნული ჩვენება არის ირიბი მტკიცებულება, ამასთან, არსებითად ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა ჩვენებებს და სხვა მტკიცებულებებს.
3.17.8. საკასაციო სასამართლომ საქმეში N73აპ-18 აღნიშნა, რომ გამომდინარე იქედან, რომ მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ დადასტურდა სხვა ისეთი მტკიცებულებებით, რომლებიც არ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ გახდება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამ ირიბი ჩვენებების ინფორმაციის წყარო არის დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა მისი მეუღლის საწინააღმდეგოდ ამ ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს. (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia; „hasani gaerTianebuli samefos winaaRmdeg, punqti 48 (Hassan v The UK); საკასაციო პალატამ საქმეში #62აპ-17 /14 ივლისი 2017 წელი/ აღნიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გამორიცხავს პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის ყოველგვარ შესაძლებლობას, ამგვარი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა. კონკრეტულ საქმეში მტკიცების ამგვარი სტანდარტი ბრალდების მხარემ ვერ წარმოაჩინა.
3.19. გამოკვლეულ მტკიცებულებათა სამართლებრივი ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ---- ო------–---–ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ. თბილისში კ-----------–---–---------ის მიმდებარედ ზ---- ო------–---–მა ყოფილი მეუღლის თ----- ბ----–---–ის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, რის შედეგადაც თ----- ბ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრამვა და თავის ტვინის შერყევა.
3.20. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- ო------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, ე.ი. სხვისი ნივთის დაზიანება,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
3.21. დაზარალებულმა თ----- ბ----–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ.
3.22. მოწმე ქ------- თ------ის ჩვენებით, ავტომანქანა რომელსაც მართავდა მისი შვილი იყო თ----- ბ----–---–ის სახელზე, მაგრამ ორივე სარგებლობდა და საერთო საკუთრება იყო.
3.23. მოწმე ი---- წ----–----ემ განაცხადა, რომ ავტომანქანა ,,მერსედეს მლი’’ ერთი წელია რაც ზ----მ მოუყვანა თ-----ს და აჩუქა. ის არ შესწრებია ზ---- ო------–---–ის მიერ თ----- ბ----–---–ის კუთვნილი ა/მანქანის დაზიანების ფაქტს. ი---- წ----–----ის განმარტებით, ა/მანქანას შეკეთებას ახორციელებდა ზ---- ო------–---–ი.
3.24. მოწმე ი---- ჯ-------–---–მა განმარტა, რომ მას არ დაუნახავს ზ---- ო------–---–ის მიერ თ----- ბ----–---–ის კუთვნილი ა/მანქანის დაზიანების ფაქტი.
3.25. მოწმე მ--–---- მ-------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შეტყობინების საფუძველზე ის და მისი მეწყვილე გ------- შ--–----სთან ერთად მივიდა მისამართზე ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მას და მის მეწყვილეს ადგილზე მისვლისას დახვდათ დაზარალებულის დედა და თავად დაზარალებული თ----- ბ----–---–ი, რომელთანაც საუბრისას გაირკვა, რომ დაზარალებულს თ----- ბ----–---–ს კუთვნილი ა/მანქანა დაუზიანა ყოფილმა მეუღლემ.
3.26. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ------- შ--–----მ.
3.27. შეტყობინების რეგისტრაციის #------- თანახმად, 1---ში შეტყობინება შევიდა თ------- ქ-------ის მიერ, ინციდენტი 24/09/2018 1----:47, მის შვილს თ----- ბ----–---–ს ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი მეუღლე, ასევე მანქანაც დაზიანებულია.
3.28. შეტყობინების რეგისტრაციის #------- თანახმად, ქ. თბილისში კ-----------–---–---------------ში საქართველოს ი------–----------------------–---–------------------ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომელმა თ----- ბ----–---–მა განაცხადა, რომ მ/წ 23 სექტემბერს საღამოს ზ/აღნ. მისამართის მიმდებარედ ქუჩაში მისმა ყოფილმა მეუღლემ ზ---- ო------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანა კუთვნილი ა/მანქანა ,,მერსედესი’’ სახ N----------, ასევე ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის დემონსტრირებას ახდენდა ქუჩაში და მუქარის შემცველი სიტყვებით აშინებდა მას.
3.29. ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ქ. თბილისში, კ----------–---–------------ში მდებარე შპს ,,პ-----–-------“-ის მაღაზიის შიდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი. 23:35 საათზე ჩანაწერში ჩანს შავი ფერის ,,მერსედესის მლი“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც მიდის ჩ----ის ქუჩიდან თავისი ეზოს მიმართულებით. 23:45 საათზე ჩანაწერში ჩანს, რომ ზ---- ო------–---–ი საქამრეში უკანა მხარეს იდებს რაღაც საგანს, სავარაუდოდ ცეცხლსასროლ იარაღს, შემდეგ ზ---- ო------–---–ი მიდის თ----- ბ----–---–ის სახლის ეზოს მიმართულებით.
3.30. 2018 წლის 24 სექტემბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, მ--------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა თ----- ბ----–---–ის კუთვნილი ,,MERCEDES ML”-ის ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით T--------. მანქანა არის შავი ფერის, რომელსაც უკანა მხარეს დაზიანებული აქვს კარი, რომელსაც ეტყობა ფეხსაცმლის კვალი. ასევე ა/მანქანას დაზიანებული აქვს წინა საქარე მინა. დათვალიერების ოქმს თან ერთვის ფოტოცხრილი.
3.30.1. ავტომანქანის დათვალიერების სისწორე დაადასტურეს დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ექსპერტ-კრიმინალისტმა თ------ ს-------მა და გამომძიებელმა გ------- ჯ----–--–---–მა.
3.31. ხელწერილის თანახმად, თ----- ბ----–---–ი თანხმობას აცხადებს დამატებით დათვალიერდეს მის საკუთრებაში არსებული მერსედესის ფირმის ა/მანქანა სახ. ნომრით T--------.
3.32. ავტომანქანის დამატებით დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, კ----------–---–------- მ/ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა თ----- ბ----–---–ის კუთვნილი ,,MERCEDES ML”-ის ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით T--------. ა/მანქანა არის შავი ფერის, რომელსაც მარჯვენა უკანა კარის ზედა მხარეს აღენიშნება დაზიანება, კერძოდ არის ჩაღუნული. ასევე ა/მანქანას დაზიანებული აქვს წინა საქარე მინა, კერძოდ ბზარები აღენიშნება მარჯვენა მხარეს.
3.32.1 ავტომანქანის დათვალიერების სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ------- ჯ----–-–----–მა.
3.33. სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, ავტომობილის უკანა მარჯვენა კარზე არსებული ოვალურტალღობრივი დაზიანება თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია მასზე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) ურთიერთქმედებისათვის, ხოლო წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისათვის.
3.33.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------- ლ----ემ.
3.34. ს----------–-----------–---------–-----------------–--- სამინისტროს #--------------- წერილის თანახმად, ს--–---–--------------–---–----------------------–---–-----------–----–--------–---------------------------–--- უფროსის მოადგილის ზ---- ო------–---–ის პირად საკუთრებაში რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს ,,GLOCK 19” N--------------------, მინისტრის ნებართვით 2016 წლის 17 ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს ტაბელური იარაღის სტატუსი შენახვისა და ტარების უფლებით.
3.35. ამოღების ოქმის თანახმად, ქ-----------–----–------–--------------ში მდებარე ი------–---------------------------–--–------–-------–-–-------------–---------–-------–--------–---–--------------–-----------------------------–----------------------------–---–-----------–----–-------------- სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ზ---- ო------–---–ის სამუშაო კაბინეტიდან ამოღებული იქნა ზ---- ო------–---–ის მფლობელობაში არსებული ,,GLOCK 19”-ის მოდელის პისტოლეტი. ასევე ამოღებული იქნა სამი ცალი მჭიდი, მასში მოთავსებული მჭიდებით.
3.35.1 ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ------- ჯ----–--–---–მა.
3.36. ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ა/მანქანა ,,MERCEDES BENZ ML 350“ სახ.N ,,T--------”-ის წინა საქარე მინის მარჯვენა გარე ზედაპირზე აღმოჩენილი 1 ც. შავი ფერის პოლიმერული მასალის ნაწილაკი, ,,GLOCK 19“-ის მოდელის პისტოლეტის კონდახის შავი ფერის პოლიმერული მასალის გარსი და 3 ც. მჭიდის შავი ფერის პოლიმერული მასალის გარსი ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს პოლიამიდურ ფუძეზე დამზადებულ პოლიმერს.
3.36.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ---------მ.
3.37. სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის ,,MERCEDES BENZ ML 350” სახ.ნომრით ,,T--------“ წინა საქარე მინის და უკანა მარჯვენა კარის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 360 (სამას სამოცი) ლარს.
3.37.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ---------- ბ-------–---–მა.
3.38. სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2008 წელს დამზადებულ, მაღალი გამავლობის ავტომობილ ,,MERCEDES BENZ ML”-ზე სახელმწიფო ნომრით T--------, საიდენტიფიკაციო ნომრით 4----------------- მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით შეადგენს 350 (სამასორმოცდაათი) ლარს.
3.38.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-----– ნ----–---–მა.
3.39. ბრალდებულმა ზ---- ო------–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აირჩია დუმილის უფლება.
3.40. ბრალდებულ ზ---- ო------–---–ის ადვოკატის პოზიციით საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ზ---- ო------–---–ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ: სასამართლო განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა ზ---- ო------–---–ის ბრალდებას აღნიშნულ ეპიზოდში; სადაოა დაზიანებული ნივთის ღირებულება, რადგან არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საქარე მინის ღირებულება შესაძლებელია იყოს 140 ლარი და ეს ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; დაზიანებული ნივთი - ავტომანქანა შეძენილია ზ---- ო------–---–ის და თ----- ბ----–---–ის ერთად ცხოვრების პერიოდში ზ---- ო------–---–ის მიერ და წარმოადგენს, მათ შორის, ზ---- ო------–---–ის საკუთრებას. წარდგენილ ბრალდებაში ადვოკატმა მოითხოვა ზ---- ო------–---–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3.41. სასამართლომ შეაფასა რა ზ---- ო------–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და ზ---- ო------–---–ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. ზ---- ო------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ---- ო------–---–ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, ე.ი. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ:
3.41.1. საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტი, რომ თ----- ბ----–---–ი და ზ---- ო------–---–ი იყვნენ ცოლ-ქმარი, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, შემდეგში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----- ბ----–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის ზ---- ო------–---–ის წინააღმდეგ.
3.42.2. ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ,,MERCEDES ML”-ის ფირმის ავტომანქანას, სახ. ნომრით T--------, დაზიანებული აქვს კარი, ასევე ა/მანქანას დაზიანებული აქვს წინა საქარე მინა; სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით და ექსპერტ დ-------- ლ----ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტომობილის უკანა მარჯვენა კარზე არსებული ოვალურტალღობრივი დაზიანება თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია მასზე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) ურთიერთქმედებისათვის, ხოლო წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისათვის.
3.43.3. მოწმეების მ--–---- მ-------ს და გ------- შ--–----ს ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ------- თ-------მ და თ----- ბ----–---–მა მათთან საუბარში განაცხადეს, რომ დაზარალებულ თ----- ბ----–---–ს კუთვნილი ა/მანქანა დაუზიანა ყოფილმა მეუღლემ; ამ ფაქტს ადასტურებს 1---ში შეტყობინება (#-------), იმის თაობაზე, რომ თ----- ბ----–---–ს ყოფილმა მეუღლემ ზ---- ო------–---–მა დაუზიანა კუთვნილი ა/მანქანა ,,მერსედესი’’ სახ N---------, ასევე ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი; ვიდეო ჩანაწერები ადასტურებს თ----- ბ----–---–ის მიერ პოლიციელებისთვის მიცემული ინფორმაციის სისწორეს, რადგან ვიდეო-ჩანაწერებში ასახულია თუ როგორ კამათობენ ზ---- ო------–---–ი და თ----- ბ----–---–ი, 23:45 საათზე ჩანაწერში ჩანს ზ---- ო------–---–ი საქამრეში უკანა მხარეს თუ როგორ იდებს სავარაუდოდ ცეცხლსასროლ იარაღს და მიდის თ----- ბ----–---–ის სახლის ეზოს მიმართულებით.
3.44.4. იმ ფაქტს, რომ ზ---- ო------–---–ი ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს ადასტურებს ს----------–-----------–---------–-----------------–--- სამინისტროს წერილი და ამოღების ოქმი, რომლითაც დასტურდება ზ---- ო------–---–ის სამუშაო კაბინეტიდან სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღის ,,GLOCK 19”-ის ამოღების ფაქტი.
3.44.5. ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დასტურდება, რომ ა/მანქანა ,,MERCEDES BENZ ML 350“ სახ.N ,,T--------”-ის წინა საქარე მინის მარჯვენა გარე ზედაპირზე აღმოჩენილი 1 ც. შავი ფერის პოლიმერული მასალის ნაწილაკი, ,,GLOCK 19“-ის მოდელის პისტოლეტის კონდახის შავი ფერის პოლიმერული მასალის გარსი და 3 ც. მჭიდის შავი ფერის პოლიმერული მასალის გარსი ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით.
3.44.6. ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაცია ზ---- ო------–---–სა და თ----- ბ----–---–ს შორის კონფლიქტის შესახებ, რა დროსაც ზ---- ო------–---–ს თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, კონფლიქტის შემდეგ მანქანის როგორც საქარე მინაზე, ასევე კარებზე დაზიანება, ზ---- ო------–---–ის კაბინეტიდან ამოღებული იარაღის მიკრონაწილაკების და მანქანის საქარე მინის მარჯვენა გარე ზედაპირზე აღმოჩენილი ნაწილაკის ერთნაირი ქიმიური შემადგენლობა, - სასამართლოს უქმნია რწმენას, რომ თ----- ბ----–---–ის კუთვნილი ,,MERCEDES BENZ ML 350“ ავტომანქანა, სახ.N ,,T--------”, კონფლიქტის ნიადაგზე განზრახ იქნა დაზიანებული ზ---- ო------–---–ის მიერ და აღნიშნულის თაობაზე სწორი ინფორმაცია მიაწოდა პატრულის თანამშრომლებს მ--–---- მ-------ს და გ------- შ--–----ს თ----- ბ----–---–მა, ასევე სწორი ინფორმაცია მიაწოდა ქ------- თ-------მ 1---ს, როდესაც განაცხადა, რომ კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ავტომანქანა.
3.44.7. სასამართლო არ იზარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ავტომანქანა ,,MERCEDES BENZ ML 350“ იყო თანასაკუთრება. მოწმე ქ------- თ------ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ მანქანას ფლობდა თ----- ბ----–---–ი, ი---- წ----–----ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ეს მანქანა ერთი წელია ზ----მ აჩუქა თ-----ს, ვიდეოჩანაწერები, რომელიც ადასტურებენ ამ მანქანის თ----- ბ----–---–ის მიერ სარგებლობას, ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ,,,მერსედესის’’ ფირმის ა/მანქანა - სახ. ნომრით T--------, იყო თ----- ბ----–---–ის სარგებლობასა და მფლობელობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ზ---- ო------–---–ი და თ----- ბ----–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტიურ ცოლქმრულ ურთიერთობაში, ხოლო თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ ორივე ცხოვრობს ცალ-ცალკე, ოფიციალურად მანქანა ირიცხება თ----- ბ----–---–ის სახელზე და ავტომანქანის დათვალიერებაზე თ----- ბ----–---–მა, როგორც მესაკუთრემ განაცხადა თანხმობა, ამასთანავე, ის ფლობს და სარგებლობს ამ მანქანით, ხოლო ზ---- ო------–---–ის ამ მანქანის თანასაკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა/მანქანა ,,მერსედესი’’, სახ. ნომრით T--------, როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად ეკუთვნოდა თ----- ბ----–---–ს. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ---- ო------–---–მა დააზიანა სხვისი ავტომანქანა.
3.44.8. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადაოა დაზიანებული ნივთის ღირებულება, რადგან არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საქარე მინის ღირებულება შესაძლებელია იყოს 140 ლარი. ბრალდების მხარემ წარმოადგინა ორი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის ,,MERCEDES BENZ ML 350” სახ.ნომრით ,,T--------“ წინა საქარე მინის და უკანა მარჯვენა კარის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 360 (სამას სამოცი) ლარს; ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით ,,MERCEDES BENZ ML”-ზე სახელმწიფო ნომრით T--------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით შეადგენს 350 (სამასორმოცდაათი) ლარს. დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით დადგენილია, რომ მხოლოდ წინა საქარე მინის ღირებულება (180 ლარი) და მოხსნა-დაყენება (60 ლარი), ჯამში შეადგენს 240 ლარს. აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა ესპერტებმა რ---------- ბ-------–---–მა და ა-----– ნ----–---–მა;
3.44.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. კონკრეტულ საქმეში სასამართლო უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ---- ო------–---–მა თ----- ბ----–---–ის კუთვნილი ,,MERCEDES BENZ ML 350“ ავტომანქანის, სახ. N---------, წინა საქარე მინა დააზიანა ,,GLOCK 19“-ის მოდელის პისტოლეტით და მხოლოდ აღნიშნული დაზიანება შეადგენს 240 ლარს, რაც ადასტურებს, რომ თ----- ბ----–---–ის კუთვნილი ა/ მანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანი აღემატება 150 ლარს. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ---- ო------–---–ის ქმედების შედეგად თ----- ბ----–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3.44.10. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე. კონკრეტულ საქმეში სადაო არ არის ის ფაქტი, რომ თ----- ბ----–---–ი არის ზ---- ო------–---–ის ყოფილი მეუღლე.
3.45. საკასაციო პალატამ საქმეში #45-აპ 27 ივნისი 20017 აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან ან მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- ო------–---–ის ბრალდების მტკიცებულებები, ქმნიან მტკიცების იმ სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ზ---- ო------–---–ის ბრალდებაში იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ. თბილისში კ-----------–---–---------ის მიმდებარედ ზ---- ო------–---–მა ყოფილ მეუღლეს თ----- ბ----–---–ს დაუზიანა 180 ლარად ღირებული ავტომანქანის წინა საქარე მინა, ასევე უკანა მარჯვენა კარი, რითაც თ----- ბ----–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3.46. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ ზ---- ო------–---–ის ბრალდებას, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, ე.ი. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ზ---- ო------–---–ის ბრალეულობა მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გარემოება, საქართველოს სსსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს საფუძველს ზ---- ო------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების.
4.3. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, რომლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის ... 187-ე ... მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---- ო------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, ე.ი. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.5. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ---- ო------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ზ---- ო------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
5.2. ზ---- ო------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, იარაღის გამოყენებით.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
6.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ზ---- ო------–---–მა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა ყოფილი მეუღლის მიმართ, რომელთანაც წლების განმავლობაში ერთ ოჯახად ცხოვრობდა და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ზ---- ო------–---–ს და თ----- ბ----–---–ს ჰყავთ ორი საერთო შვილი, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე; ზ---- ო------–---–ი 2016 წლის 5 სექტემბრიდან მუშაობდა პ-------–---–---------------------------–---–-----------–----–--------–--------------------------–--–ი უფროსის მოადგილედ, საიდანაც გადაყენებულ იქნა 2018 წლის 28 სექტემბრის #---- ბრძანების საფუძველზე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო; იგი სამსახურიდან ხასიათდება დადებითად, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე, ომის ვეტერანი; ზ---- ო------–---–ი აქტიურად მონაწილეობს შვილების აღზრდაში, ნასამართლობის არ მქონეა.
6.3. სსსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, იარაღის გამოყენებით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ზ---- ო------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.
6.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ზ---- ო------–---–მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნა, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
7.1. პისტოლეტი, იარაღის მოწმობასთან ერთად დალუქული სახით და სამი ცალი მჭიდი 45 ვაზნით დალუქული სახით, უნდა გადაეცეს - ი------–---------------------------–--–------–-------–-–-------------–---------–-------–--------–---–--------------–------ სამსახურს.
7.2. წინა საქარე მინიდან ამოღებული ანაწმენდები დალუქული ერთ სპეც. პაკეტში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - უნდა განადგურდეს.
7.3. ა/მანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დამატებითი დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, 1---დან გადმოგზავნილი ხმის აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს ,,პ-----–-------“-ში დათვალიერებული ვიდეო-ჩანაწერი, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე
მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ---- ო------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გამართლდეს.
2. ზ---- ო------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. ზ---- ო------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2018 წლის 27 სექტემბრიდან - 29 სექტემბრის ჩათვლით, ზ---- ო------–---–ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
5. ზ---- ო------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. მსჯავრდებულ ზ---- ო------–---–ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. ნივთმტკიცება:
7.1. პისტოლეტი, იარაღის მოწმობასთან ერთად დალუქული სახით და სამი ცალი მჭიდი 45 ვაზნით დალუქული სახით, გადაეცეს - ი------–---------------------------–--–------–-------–-–-------------–---------–-------–--------–---–-------------–----- სამსახურს.
7.2. წინა საქარე მინიდან ამოღებული ანაწმენდები დალუქული ერთ სპეც. პაკეტში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.
7.3. ა/მანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დამატებითი დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, 1---დან გადმოგზავნილი ხმის აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს ,,პ-----–-------“-ში დათვალიერებული ვიდეო-ჩანაწერი, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/