განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100119003014166
№ 1/140-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 ივნისი, 2019 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გ------ ს-------, ნ----- ს------------------–---
ბრალდებული: ე---–--- დ--------
მამის სახელი: რ---–-----
დაბადებული: 2---------
დაბადების ადგილი: საქართველო, სენაკი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
პირადი ნომერი: 3----------
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
მცხოვრები: საქართველო, სენაკი, სოფელი ძ---–--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - ყოფილი მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 06 აპრილს ე---–--- დ--------მ ქ.ფოთში, რ---------–--------–ზე მდებარე ფ-----ს ს------------ ტ----ის ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს დ---- ჭ----ს, რის გამოც იმავე დღეს, მის მიმართ შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს მუშაკების მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი და ერთი თვით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მიუხედავად ამისა, არ შეასრულა რა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 14 საათზე, ქ.ფოთში, ლ------------ის ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, შვილის გარდაცვალებით გაღიზიანებული, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ე---–--- დ-------- მიუახლოვდა ყოფილ მეუღლეს დ---- ჭ----ს, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
1.2. 2019 წლის 30 აპრილს დაახლოებით 14 საათზე ქ.ფოთი, ლ------------ის ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, საერთო შვილის გარდაცვალებით გაღიზიანებული, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ე---–--- დ-------- სიცოცხლის მოსპობით - ყელის გამოჭრით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს დ---- ჭ----ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ სადავოდ იქნა ცნობილი.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან მეუღლე და აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებულის საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულოა არსებობდეს დამცავი ან შემაკავებელი ორდერი, პირი აღნიშნული ორდერის დარღვევისათვის იყოს ადმინისტრაციულსახდელდადებული და კვლავ დაარღვიოს ორდერით დაკისრებული ვალდებულებები ან მოთხოვნები.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილებით, დადასტურებულია, რომ გამოცემულ იქნა დამცავი ორდერი, რომლის თანახმადაც, ე---–--- დ--------ს ეკრძალებოდა დ---- ჭ----სთან ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელესაკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილებით, ე---–--- დ-------- ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 01 დღის ვადით.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ე---–--- დ--------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები - ოჯახის წევრის მიმართ, ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე---–--- დ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
ე---–--- დ--------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას და მიიჩნევს, რომ ე---–--- დ--------ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ე---–--- დ--------ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის საკმარისია ჯარიმის გამოყენება.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული 2019 წლის 03 მაისის 21:45 საათიდან 2019 წლის 05 ივნისის 14:49 საათის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში, რის გამოც ეს პერიოდი უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დაადგინა :
1. ე---–--- დ-------- (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ე---–--- დ--------ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
4. ე---–--- დ--------ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარი.
5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, ე---–--- დ--------, პატიმრობაში გატარებული დროის (2019 წლის 03 მაისის 21:45 საათიდან 2019 წლის 05 ივნისის 14:49 საათის ჩათვლით) გათვალისწინებით, მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
6. ე---–--- დ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომლის უზრუნველყოფისათვის ყადაღა დაედო ბ---- კ-----–---–-ას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ სენაკი, სოფელ ძ---–------ში მდებარე უძრავ ქონებას (ს.კ. 4-----------), 5000 ლარის ღირებულების წილს, გაუქმდეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე