განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2020
საქმის ნომერი
010100118002266924
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002266924

საქმეN1-42/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16.01.2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: ან---------–---–ი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: სო-------------ძე

მამის სახელი: შ-----

დაბადებული: 1--1--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, სა--------ას ქუჩა N-

 

ბრალდებულის ადვოკატი - გო---–----ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------

 

1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სო-------------ძეს ბრალად ედება ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.2. ბრალდების არსი:

 

2017 წლის 01 აპრილს, ქ. ბათუმში, სა--------ას ქN--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სო-------------ძემ, ხელის დარტყმით, ალ---------ა ტე-----ს მარჯვენა ქვედა ქუთუთოს არეში, სისხლნაჟღენთის სახით მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.3. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გააანალიზა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული სო-------------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-1 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, სო-------------ძემ ჩაიდინა ძალადობა კერძოდ:

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2017 წლის 01 აპრილს ქ. ბათუმში სა--------ას ქუჩა N--ში ია---–----–-ანი , რომელმაც განაცხადა, რომ სო-------------ძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა. (იხ. ს.ფ. 2);

 

2.2. მოწმის სახით დაკითხვისას - მოწმეებმა გი--------–-------------ძემ, კა------------ძემ და მი-----------ძემ განაცხადეს, რომ 2017 წლის 04 აპრილს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მოცემულ საქმეზე და გი--------–-------------ძემ და ია---–----–-ანმა განმარტეს მათ მიერ ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, დაადასტურეს მათი ავთენტურობა და კანონიერება;

 

მი-----------ძის განმარტებით შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ბათუმში სა--------ას ქ. #--ში; ალ---------ა ტე-----ი დახვდა ელ---------–--ესთან ერთად და აცნობა, რომ ხშირად ხდებოდა მისი ხაზის ტელეფონის გათიშვა და სო-------------ძის გაფრთხილება თხოვა; იმ დღეს ამ მიზეზის გამო მას სო-----სთან მოუხდა შეკამათება და პოლიციის განყოფილებას შეატყობინა ელ---------–--ემ; მისი წამოსვლის შემდეგ კი სო-----მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; ამის შესახებ გაიგო უკვე 2017 წლის 04 აპრილს; (იხ ოქმი 26.02.2018წ,17.05.2019წ)

 

დაზარალებულმა ალ---------ე ტე-----მა განაცხადა, რომ 34 წელი ცხოვრობდა იმ ბინაში, სო----- იყო პატარა, 1983 წელს გარდაეცვალა მამამთილი და დედამთილთან ერთად ცხოვრობდა და უვლიდა მას, იქ ცხოვრობდა 13 წელის განმავლობაში უვლიდა სო-----საც, მან გაზარდა. 2017 წლის 01 აპრილს სო----- შემოვარდა ოთახში ტელეფონი დაარტყა, ძირს უბიძგა და გამოიძახა პოლიციის თანამშრომლები, როცა ისინი მოვიდნენ თხოვა მას გადაეღოთ ეს ყველაფერი, გაესაუბრა და გააცილა. სო----- გამოვარდა თავისი ოთახიდან და ძალით უბიძგა, მობრუნდა, მან მუშტი დაარტყა თვალში, ისეთი ძლიერი დარტყმა იყო, რომ ამოვიდა ისევ ზევით თვალი გასიებული ჰქონდა, ცუდად გახდა, ტკივილისაგან ყვიროდა, ამ დროს ოთახში იყო ელ---------–--ე; ხმაური რომ გაიგო, გამოვიდა ოთახიდან; იმ დღეს ვერ წავიდა საავადმყოფოში, ცუდად იყო, შემდეგ წავიდა შემდეგ გაიკეთა ოპერაცია. მეორე დღეს წავიდა პოლიციაში, შემდეგ წავიდა ექიმთან; კონფლიქტი ჰქონდათ ბინასთან დაკავშირებით, არ აძლევდნენ ბინაში ცხოვრების საშუალებას, ის არ ცხოვრობდა უკანონოდ იმ ბინაში და ეუბნებოდნენ რომ ცხოვრობდა უკანონოდ; ბინა შეისყიდეს და ართმევდნენ ბინას, ეს ბინა იყო მამამთილის საკუთრება და არაფერი საკუთრების დამადასტურებელი არ ჭირდებოდა; მოხუცებს წაართვეს ბინა და ეს იყო უსამართლო;

ბოლო სამი წლის განმავლობაში იძახებდა პოლიციის განყოფილებას, კონფლიქტის დროს, ეს უწევდა ხშირად, რადგან კარები ჩაკეტილი იყო და არ უშვებდნენ სახლში, ნივთების იყო ბინაში და ვერ სარგებლობდა ამ ნივთებით;

ტელეფონის გათიშვის დროს პოლიცია გამოიძახა დაზიანება შემდეგ მიაყენა, მაგრამ მაშინვე არ გამოუძახებია, პოლიციის განყოფილებას თანამშრომელი იქ იყო მიდიოდა, როცა დაარტყა და მან მეორე დღეს განაცხადა, ქალიშვილს დაურეკა, ის მოვიდა წამლები მოუტანა; მარტის თვეში გამოასახლეს, მის შემდეგ კი შევიდა ამწეს დახმარებით, 60 ლარი გადაუხადა და რომ საბუთები აეღო. (იხ სხდომის ოქმი 06.11.2019წ, 12:14:20სთ-12:38:18)

 

მოწმის სახით დაკითხვისას ელ---------–--ემ განაცხადა, რომ ის აღშფოთებული იმ ფაქტით რომ სო----- გაიზარდა ალ---------ას ხელში, მან გაბედა ოთახში შემოსვლა ტელეფონი ძირს დააგდო და დაარტყა ალ---------ას; მან თავიდან ბოლომდე არ იცის რა მოხდა, იცის, რომ არ უშვებდნენ სახლში დოკუმენტების ასაღებადაც, დაარტყეს ზურგის და სახის არეში, ცუდად ექცევა; იმ დროს მასთან ერთად იყო, მან გამოიძახა პოლიცია, სო----- მუშტი ჩაარტყა ალ---------ას ერთი თვალი იყო ნაოპერაციევი სო-----მ ჩაარტყა მეორე თვალში, მისი ყვირილი გაიგონა, გამოიძახა პოლიცია, როცა მოვიდნენ ის აპირებდა წასვლას, ამის შემდეგ თითქმის გადააგდო მეორე სართულიდან; ისე უბიძგა ხელი, აივნიდან ; თავად არის ალ---------ას მეგობარი, ასევე არის მისი შვილიშვილის ნათლია; სო-----ს იცნობს, სხვა დროს მათ შორის დაპირისპირება არ იყო, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ეხმარებოდა და როგოც ბებია, ისე იყო მისთვის;

დარტყმის მომენტში ალ---------ა იყო აივანზე, გამოიქცა გამოვარდა და ისე დაარტყა; თავადაც იყო აივანზე, სურდა მისთვის წნევის გაზომვა და ამ მომენტში მოხდა ეს, ეს მოხდა ალ---------ა იდგა და მან დაარტყა, პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა ორი წლის წინ. მისი გამოკითხვის ოქმს გაეცნო;

 

გამოძიების ჩვენების მიხედვით: იმყოფებოდა რა დროსაც მას ტელეფონთან დაკავშირებით მოუვიდა შეკამათება, ტელეფონთან დაკავშირებით , მათ შორის კამათის გამო დაუკავშირდა პოლიციის განყოფილებას, რომ სიტუაცია არ დაძაბულიყო დარეკვიდან რამდენიმე წუთში მოვიდა პოლიციის თანამშრომელი, მისი წასვლიდან რამდენიმე წუთში იმ დროს როცა იმყოფებოდა ოთახში და საუბრობდნენ, მოულოდნელად შემოვიდა სო-----, ხელი ჰკრა ალ---------ას და შეეცადა წაექცია, რის შემდეგაც მუშტი დაარტყა თვალში, სწრაფად მიირბინა მათ შორის ჩადგა და სო----- მოაშორა ალ---------ას, რომელიც გავიდა უკვე იმ დროს ოთახიდან; (იხ სხდომის ოქმი 06.11.2019წ 12:47:42სთ-13:0010სთ);

 

მოწმის სახით დაკითხვისას მა-----------კმა განაცხადა, რომ არის ალ---------ა ტე-----ის შვილი, ის ცხოვრობს ცალკე და პერიოდულად სტუმრობდა დედას, მას სო-------------ძესთან და გი--------------ძესთან ჰქონდა კონფლიქტი, არ აძლევდნენ საშუალებას ეცხოვრა ბინაში, ბინა შეიძინა აუქციონზე, ხოლო მისი დედა იქ ცხოვრობდა ათეული წლების განმავლობაში; 2017 წლის 23 მარტს როცა მივიდა სო-----სთან მოუვიდა შელაპარაკება, არ უნდოდა შეეშვა სახლში და ედავებოდა თუ რატომ მივიდა იქ. 2017 წლის 01 აპრილს მას დაუკავშირდნენ საღამოს და აცნობეს, რომ დედა იყო ცუდად და მივიდა მასთან; ტკიოდა მარჯვენა თვალი, ეუბნებოდა რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სო-----მ; თავად ის თვითმხილველი არ არის ამ ფაქტის, როგორც იცის რამდენიმე დღის შემდეგ მიმართა პოლიციას ალ---------ამ; ადასტურებს, რომ ის გამოიკითხა აპრილის თვეში პოლიციის განყოფილებაში; დედას ორი თვის შემდეგ გაუკეთდა ოპერაცია მარჯვენა თვალში; (იხ სხდომის ოქმი 17.05.2018წ)

 

მოწმის სახით დაკითხვისას ემ-----------–-ძემ განაცხადა, რომ დასაქმებულია „ფინკა ბანკი საქართველოში“ საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე; მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მასთან მოხდა გასაუბრება, ქ. ბათუში სა--------ას ქ. #--ში ბინა შეიძინა აუქციონის გზით 2015 წლის აგვისტო სექტემბერში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როცა მივიდა ბინაში დახვდა ხანდაზმული ქალბატონი - ალ---------ა ტე-----ი, როგორც შემდეგ გაიგო, ის აცხადებდა რომ იყო მესაკუთრე, თუმცა საკუთრების დამადასტურებელი არაფერი ჰქონდა; ის არ აპირებდა ბინის დატოვებას, მასაც არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბინაში ცხოვრობდა ვინმე; ეს ქალბატონი უცხადებდა და ამბობდა რომ იყო მესაკუთრე, თხოვა თავიდან რომ ნებართვა მიეცა ეცხოვრა იქ რამდენიმე თვე, თუმცა ერთ წელზე მეტი გაგრძელდა, სასამართლოს მიმართა რადგან ვერ მიიღო საკუთარი ფართი და მიმართა აღსრულების ბიუროს, რამდენიმე თვის შემდეგ ჟუ–-------------ძემ მომართა მას და უთხრა, რომ იყო ბინის მფლობელის რძალი და სურდა გამოსყიდვა ამ ბინის, მან უკვე დაკარგა ინტერესი, რადგან მიხვდა, რომ იყო უკვე რთული იქ შესვლა, ამ დროს ასევე მომართა გვერდით მცხოვრებმა გი--------------ძემ, თუმცა ის ელოდებოდა ჟუ–-------------ძის მხრიდან პასუხს, გარკვეული პერიოდი დაელოდა, მან ვერ შეძლო სესხის აღება და ამის შემდეგ მიყიდა გი--------------ძეს, მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იქნებოდა ბინის მომავალი მესაკუთრე; იქ მყოფი ქალბატონი - ალ---------ა ემუქრებოდა რომ სანამ ცოცხალი იქნებოდა ბინაში ვერავინ შევიდოდა, რომ არც გადაიხდიდა რაიმეს და არც ბინაში აცხოვრებდა ვინმეს; ბოლოს როცა ჟუ–-------------ძემ თხოვა კიდევ ერთი თვეს , დაელოდა მაგრამ კიდევ არ ჩანდა რომ გადაიხდიდა რაიმეს და აღსრულება გამოსახლებაზე უკვე დანიშნული იყო დეკემბრის დასაწყისში გადააბარა ბინა ; გამოსახლების პროცესი გააგრძელა უკვე ახალმა მესაკუთრემ; ასევე მას ჰქონდა მცდელობა და დაუკავშირდა კიდეც ამ ხანდაზმული ქალბატონის შვილს რუსეთის ფედერაციაში და მან უთხრა, რომ არანაირი სურვილი არ ჰქონდა ბინის შეძენის და არც საქართველოში ჩამომსვლელი იყო და ამდენად უკვე მისი შვილის სურვილიც არ იყო და ეს ქალბატონი კი რაიმე გადახდას არ აპირებდა, ჟუ–-------------ძე კიდე ვერ აგვარებდა თანხის მოგროვებას და სესხის აღებას და უკვე ამის შემდეგ მოახდინა რეალიზაცია. სო-----ს არ იცნობდა, ბინის მეპატრონე კი გახდა გი--------------ძე; ბინაში ვინც ცხოვრობდა ის ქალბატონი ალ---------ა ტე-----ი იყო, მისთვის უცნობი იყო აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილ ქონებაში თუ ცხოვრობდა ვინმე, შესაძლებელია ამ დროს არც შეეძინა; ალ---------ე ტე-----საც შესთავაზა ბინის შეძენა, მაგრამ ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო თანხის გადახდის, თუმცა მას იქ ცხოვრების არანაირი იურიდიული საფუძველი მას არ ჰქონდა; (იხ სხდომის ოქმი 06.11.2019წ 13:02:37სთ)

 

გი--------------ძემ განაცხადა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებასთან ჰქონდა კავშირი და მათი მხრიდან იყო პასუხი, რომ იყო მორიგი ხულიგნობა ხანდაზმულ ქალბატონებს გულისხმობდა; შემთხვევამდე ერთი თვით ადრე მასაც უჩივლა, რომ თითქოს ცემა და მოხდა ისე, რომ იმ დროს არ იმყოფებოდა საერთოდ ადგილზე, იმ საღამოს ჩამოვიდა, იყვნენ და ქეიფობდნენ ოთახში, ალ---------ა ტე-----ი მან თავად ნახა მიესალმა, მას პასუხიც არ დაუბრუნა, ემსახურებოდა სუფრას, ის გამოდიოდა საერთო შესასვლელში და მოძრაობდა ჩვეულებრივად, სადღაც პირველ საათამდე, მას გამოელაპარაკა ელ---------–--ე და მას კი უთხრა ნამდვილად რომ არ მოსულიყო იქ, თუმცა ის დაემუქრა რომ ნახავდა შეძლებდა თუ არა მისვლას; ის შეხვდა პირისპირ, ალ---------ა ტე-----ს, რომ თვალი დაზიანებული ჰქონოდა, აუცილებლად დაინახავდა, ისინი ჩვეულებრივად ერთობოდნენ იმ ღამით; და აუცილებლად დაინახავდა; ეს კონფლიქტი გამოწვეულია იმით, რომ 2016 წელს ნოემბრის ბოლოს შეიძინა ეს ოთახი და ის წარსულში სხვა პირების საკუთრებაში იყო, ჟუ–-------------ძე დადიოდა ხშირად იქ ადა ამბობდა რომ ის ყოფილი მესაკუთრეების რძალი იყო და ყოველთვის მათ შორის იყო უთანხმოება; ალ---------ა ტე-----ს ნებართვა არ ჰქონდა იქ ცხოვრების მან ბინა ემ-----------–-ძისაგან შეიძინა და იმ დროს უკვე არსებობდა გადაწყვეტილება გამოსახლების თაობაზე, (ის სხდომის ოქმი 24.1--2019წ;11:39:41სთ-11:54:12სთ)

 

ბრალდებულმა სო-------------ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ, 2017 წლის 01 აპრილს იმ დროიდან რაც მისმა ძმამ შეიძინა ეს ერთი ოთახი, ყოველთვის დებოშს ტეხდა ხან ხანძარს უჩენდა, პოლიციის განყოფილებას იძახებდა ისინიც მოდიოდნენ და აფრთხილებდნენ რომ გამოსახლებამდე როგორმე მოეთმინა; იმ დღეს ბავშვს აჭმევდა, შემოუვარდნენ სახლში, რომ თითქოს ტელეფონი ჰქონდა მას გამორთული, არ მოასვენეს, ორივე თავზე დაადგა და ამიტომ გავიდა სწრაფად ოთახში და ნახა ტელეფონი მუშაობდა და უთხრა მაშინ, თუ რატომ კადრულობდა ასეთ რაღაცას, ტელეფონი ჩვეულებრივ იყო ჩართული; როცა გამოსახლება უკვე უნდა მომხდარიყო და დანიშნული იყო აღსრულების ბიუროდან, ალ---------ა ტე-----ი მოვიდა ორი დღით ადრე, ამწე მოიყვანა და სურდა შესვლა ისე სახლის მეორე სართულზე; ის გაფრთხილებული იყო, რომ არ უნდა მისულიყო მანამდე; არ იცის როგორ დაადასტუროს თავისი სიმართლე, ტაძარში დადის და მედავითნეა არ იკადრებს ზოგადად ამ მოხუცებულების მიმართ რაიმე ისეთ საქციელს, რაც არ შეეფერება; მისმა ძმამ გი--------------ძემ, როცა შეიძინა, შესთავაზა რომ ან მშვიდად ეცხოვრა იქ, ან გადასულიყო თავის ბინაში; ალ---------ა გაღიზიანებული იყო და მისი ძმის მიმართ ჰქონდა აგრესია, ამჟამადაც თვლის, რომ ამ ბინის მესაკუთრე იყო და უნდა დაიბრუნოს; ის ბოროტად იყენებს თავის სტატუსს, სოციალურად დაუცველია და ყოველგვარის ხარჯების გარეშე შეაქვს სარჩელები;

ტელეფონის ხაზს რაც შეეხება, რაზეც შელაპარაკება მოუვიდა, აივანზე არც გადის ხაზი და არც გავიდოდა, ის 4 მეტრის სიმაღლეზეა და რატომ უნდა გადაეჭრა, ვერც მიწვდებოდა; დღემდე დამტვრეულია მრიცხველებიც ხაზებიც ნაწილი გადაჭრილია ის ითმენდა ყველა მის მოქმედებას; პოლიციის განყოფილება ყველა შემთხვევაში საქმის კურსში იყო, იმ დღეს თავად დაუკავშირდა პოლიციას, რადგან თავად თავს დაესხნენ და ტელეფონზე პასუხს თხოვდნენ; თითქმის ყოველთვის ახდენდა პოლიციისთვის შეტყობინებას; ბავშვით დილის 5 საათამდე ზოგჯერ პოლიციის განყოფილებაში უწევდა ყოფნა; ყოველდღიურად რომ უკავშირდებოდა პოლიციის განყოფილებას, გენერალური ინსპექციიდანაც კი დაუკავშირდნენ, ეკითხებოდნენ , თუ ხდებოდა რეაგირება; მაგრამ ეს ქალბატონები მაინც ვერ ისვენებდნენ; ერთი კედელი ყოფდა მათ, ერთხელ ხანძარიც კი გაჩნდა, ალბათ განზრახ გააჩინა; ზოგჯერ გაზს ტოვებდა ჩართულს; პოლიცია რამდენად ასრულებდა ჯეროვნად ვერ იტყვის. მაგრამ ფაქტია, რომ ორი წელია შევიწროვებულია და მშვიდად ვერ ცხოვრობდა ამ პერიოდის განმავლობაში; იმეორებს, რომ მას ალ---------ა ტე-----ისთვის არ დაურტყამს მუშტი, არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა; (იხ სხდომის ოქმი 15.01.2020წ 15:21:41სთ-15:36:47სთ);

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს N0-------- დასკვნით დადგენილია, პირადი შემოწმების მონაცემებით ალ---------ე ტე-----ს აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მარჯვენა ქვედა ქუთუთოს არეში. სამედიცინო საბუთების მონაცემებით ალ---------ე ტე-----ს მიუმართავს სამედიცინო დახმარებისთვის 03.04.17წ, დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა თვალის კონტუზიო, მოხუცებულობით კატარაქტა. მარჯვენა თვალის ფსევდოფაკია. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/ საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (იხ. ს/ფ15-16);

 

საქმის განხილვისას ექსპერტმა დაადასტურა დასკვნის სისწორე, განმარტა, რომ დასკვნა გაცემულია პირადი მონაცემებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე; რაც შეეხება დაზიანების მიყენების საგანს შესაძლებელია ის იყო რაიმე სახის მკვრივი საგანი, რომელშიც სავარაუდოა იყო ხელი და ასევე ამ სახის დაზიანება შესაძლებელია მიყენებული იქნეს თვალზე სხვაგვარი ზემოქმედებითაც - დარტყმის გარეშე; (იხ. ოქმი)

 

ზემოთაღნიშნული წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძვლით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია და მტკიცებულებები საკმარისია მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, და შესაბამისად, პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო საქმის განხილვით, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით და ანალიზით მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა სო-------------ძის მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას; ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგინდა სო-------------ძის მიერ 2017 წლის 01 აპრილს ალ---------ა ტე-----ის ბრალის შესახებ დადგენილებით აღწერილი გარემოებები: ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები;

სასამართლო ამ სახის დასკვნას აკეთებს შემდეგ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით (იხ სამართლებრივი შეფასება)

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.) ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა სო-------------ძის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტი, როგორიცაა დაზარალებულის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი; ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა სო-------------ძის მხრიდან ალ---------ა ტე-----ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი - განხორციელებული 2017 წლის 01 აპრილს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში. სსკ-ს 126-ე მუხლი შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი; ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა სო-------------ძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.);

 

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ სო-------------ძემ განახორციელა ძალადობა დაზარალებულ ალ---------ა ტე-----ზე რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქმეში არსებული წერილობითი სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით სასამართლოს უდასტურდება, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2017 წლის 04 აპრილს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის III განყოფილებაში შესული შეტყობინება მასზედ, რომ 2017 წლის 01 აპრილს სა--------ას ქ.N--ში ალ---------ა ტე-----ს მოქალაქე სო-------------ძემ, ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა;

საქმეზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 04 აპრილს, დანაშაულის გარემოებებში მითითებულია შემდეგი: 2017 წლის 03 აპრილს ალ---------ა ტე-----მა განაცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა სო-------------ძემ;

 

ამავე საქმის მასალების მიხედვით შეტყობინების ოქმით დასტურდება, რომ პოლიციის მესამე განყოფილებაში შეტყობინება განახორციელა ია---–----–-ანმა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე; შეტყობინების დრო: 2017 წლის 04 აპრილი 11:29 სთ-ზე;

შეტყობინების შინაარსი : ალ---------ა ტე-----მა განაცხადა, რომ 2017 წლის 01 აპრილს ქ. ბათუში სა--------ას ქ. #--ში მცხოვრებმა სო-------------ძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა (იხ ს.ფ. 1-2)

 

პაციენტის სამედიცინო ბარათით დადგენილია, რომ ალ---------ა ტე-----მა კონსულტაცია გაიარა ექიმ ოფთალმოლოგთან 2017 წლის 03 აპრილს, პაციენტის განცხადებით მან მიიღო მარჯვენა თვალის ტრამვა 2017 წლის 01 აპრილს დაახლოებით 15:00 საათზე, პაციენტი უჩივის მარჯვენა თვალის ტკივილებს, ცრემლის დენას, თვალის ნაპრალი შევიწროებულია თვალი გაღიზიანებულია; დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა თვალის კონტუზიო, მოხუცებულობითი კატარაქტა;

 

2017 წლის 04 აპრილს ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ალ---------ა ტე-----ს აღენიშნებოდა მარჯვენა ქვედა ქუთუთოს არეში სისხლნაჟღენთის სახით და სამედიცინო ბარათის მონაცემების მიხედვით მასში აღწერილია დიაგნოზი, თუ რა სახით დაესვა მას ექიმთან კონსულტაციის დროს; ექსპერტმა საქმის განხილვისას დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე, თუმცა განმარტა, რომ დაზიანების მიყენება დაფიქსირებული აქვს მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით , რასაც შესაძლო გამოეწვია სისხლნაჟღენთი და ის შესაძლებელია იყო როგორც დარტყმის შედეგად, ისე ჩვეულებრივ თვალზე ხელის ზემოქმედებით (ხელით მოსრესით), ანუ დარტყმის გარეშეც, თუმცა მის კომპეტენციაში არ შედის დააზუსტოს და ზუსტად განსაზღვროს საგანი, რომლის ზემოქმედებითაც შესაძლებელია მიიღო დაზიანება, თუმცა სავარაუდო არის სხავადასხვა მოქმედება და საგანი;

 

რაც შეეხება მოწმეთა და დაზარალებულის გამოკვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციას, გარკვეულ მოწმეთა და დაზარალებულია ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და ფაქტობრივი გარემოებების ზუსტად დადგენას ვერ ახდენს; სასამართლოში საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციით დაუზუსტებელი დარჩა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დრო, ადგილი და ზოგადად ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ბრალდებულის მხრიდან, იმ დაზიანებით, რაც დაზარალებულს დაუდგინდა ექიმთან კონსულტაციით; საგულისხმოა მოწმეთა ჩვენებები იმ კუთხითაც, რომ სხვადასხვაგვარად აწვდიან სასმართლოს ინფორმაციას, დაზარალებულის განმარტებით მას ოპერაცია დაჭირდა მეორე თვალში და ჰქონდა გაკეთებული უკვე ამ დაზიანების მიყენებისას, ხოლო დაზარალებული შვილის განმარტებით ოპერაცია გაიკეთა მისმა დედამ ორი თვის შემდეგ ამ დაზიანებიდან გამომდინარე ესიგი იმავე თვალზე;

 

სასამართლოს მხრიდან ამ გარემოებებზე ყურადღების გამახვილება ხდება იქედან გამომდინარეც, რომ აშკარად გამოიკვეთა პირდაპირი დაინტერესება დაზარალებულის და მისი მეგობრის ელ---------–--ის მხრიდან, ისინი სხდომაზე თავიანთი ემოციური განწყობით ავლენდნენ დაპირისპირებას სო-------------ძის მიმართ და შესაბამისად კერძო ინტერესს და აღნიშნულის გარდა საყურადღებოა, რომ ისინი სხვადასხვაგვარად აღწერენ შეურაცხყოფის მიყენების ადგილს; ელ---------–--ის განმარტებით ეს ხდება აივანზე და თან იმ სახით, რომ ხელი უბიძგა, ხოლო დაზარალებული ალ---------ა ტე-----ი აჩვენებს, რომ ეს მოხდა ოთახში, შემოვარდა და პირდაპირ მუშტი დაარტყა თვალის არეში; ელ---------–--ე გამოძიების მიმდინარეობისას აჩვენებს, რომ მან პოლიციის განყოფილებიდან თანამშრომელი გამოიძახა ტელეფონთან დაკავშირებით შელაპარაკებისას ოთახში (ჩვენება გამოქვეყნდა საჯაროდ) ხოლო სხდომაზე განმარტა, რომ მას შემოესმა ხმაური და ამ დროს გამოიძახა პოლიცია, ანუ ერთ შემთხვევაში ელ---------–--ე ესწრება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, მეორე შემთხვევაში ის ალ---------ას ყვირილზე გამოდის და ამ დროს ხდება ცნობილი, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სო-----მ;

 

ასევე მოცემული შემთხვევის დროს სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს, ისევ დაზარალებულის და მოწმის მიერ მიცემულ ინფორმაციზე: კერძოდ, თუ სასამართლო გაიზიარებს ელ---------–--ის განმარტებას, რომ ის ალ---------ას და სო-----ს შელაპარაკებისას, როცა ეს შეეხებოდა ტელეფონთან დაკავშირებულ საკითხს, რომ არ გადაზრდილიყო სერიოზულ კონფლიქტში, - დაუკავშირდა პოლიციის განყოფილებას, მოვიდა მისივე განმარტებით პოლიციის თანამშრომელი, გაესაუბრა მხარეებს და წავიდა, წასვლის დროს სო-------------ძემ მიაყენა ალ---------ას ტე-----ს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუ მათი განმარტების პირდაპირ სიტყვასიტყვითი გაგება მოხდება, ესე იგი პოლიციის თანამშრომელი ან ეზოში იყო, ან იქვე ახლო ტერიტორიაზე, რადგან ეს ხდება პოლიციის თანამშრომლის გაცილებისთანავე;

 

იგივე პირის - ელ---------–--ის სხდომაზე მოწოდებული ინფორმაციით, მან როცა ალ---------ა ტე-----ის ყვირილი გაიგონა და დაინახა დაზიანებული თვალი, გამოიძახა პოლიცია;

რეალურად მოცემულ ფაქტზე (საქმის მასალებით) შეტყობინება ხდება 2017 წლის 04 აპრილს, შეტყობინების შინაარსით მითითებულია რომ 2017 წლის 03 აპრილს განაცხადა ალ---------ა ტე-----მა, რომ სო-------------ძემ მიაყენა სიტყვიერი და არა ფიზიკური) შეურაცხყოფა;

 

რაც შეხება დარჩენილი მოწმეებიდან ჟუ–-------------ძის განმარტებას, - ის უშუალო თვითმხილველი არ არის, ხოლო ზოგადად არსებული ვითარებით ის დაინტერესებულია პირი, რადგან ამის თაობაზე არა მარტო თავად განაცხადა რომ სადავო უძრავი ქონებით დაინტერესებული იყო და არის, არამედ ამის თაობაზე გამოკითხვისას სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა სრულიად ნეიტრალურმა მოწმემ - ემ-----------–-ძემ; ის ელოდებოდა უძრავი ქონების გამოსყიდვას ჟუ–-------------ძის მხრიდან, საკმაო დრო მისცა, თუმცა ვერ მოახერხა თანხის მოზიდვა და ამის შემდეგ მოახდინა მისი რეალიზაცია გი--------------ძეზე; მისივე განმარტებით მას დაჭირდა იძულებითი ზომების მიღება იქ მყოფი პირი ალ---------ა ტე-----ის გამოსასახლებლად, რადგან ამ ქალბატონს რაიმე სახის იურიდიული საფუძველი იქ ცხოვრების არ ჰქონდა, თუმცა არც ბინის დათმობას და არც თანხის გადახდას აპირებდა, მასზე, როგორც მესაკუთრეზე; (იხ სხდომის ოქმი 06.11.2019წ)

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით ერთმნიშვნელოვნად ვერ ადასტურებს, რომ სო-------------ძემ 2017 წლის 01 აპრილს თვალის არეში მუშტის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ალ---------ა ტე-----ს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი; ბუნდოვანია განზრახ დაზიანების მიყენების ფაქტი, ადგილი და დაზიანების მიმყენებელი პირი;

 

სასამართლომ ინფორმაცია დაზიანებასთან დაკავშირებით მიიღო აშკარად დაინტერესებული პირებისაგან და საგულისხმოა, რომ მათი მხრიდანაც ის უტყუარად არ დასტურდება, იქედან გამომდინარე რომ აშკარად წინააღმდეგობაშია მითითებული გარემოებები ერთმანეთთან;

 

სასამართლო შინაგანი რწმენით ასევე საეჭვოდ მიიჩნევს შეტყობინების და ექიმთან ვიზიტის მხედველობაში მიღებით 2017 წლის 01 აპრილს მასზე ძალადობის განხორციელების ფაქტს; რადგან, შემთხვევის დღე მართალია შაბათი და არასამუშაო დღე იყო, თუმცა პოლიციის განყოფილებისთვის შეტყობინების კუთხით ის არანაირად არ იყო ხელისშემშლელი, და თუ მხოლოდ შელაპარაკებისას ტელეფონთან დაკავშირებულ საკითხზე მოხდა პოლიციის განყოფილებაზე შეტყობინება, მითუმეტეს ის უნდა მომხდარიყო ასეთი სახით დაპირისპირებისას - ფიზიკური შეურაცხყოფის არსებობის შემთხვევაში;

 

დაინტერესების კუთხით სასამართლოს მსჯელობას ამყარებს ასევე ის გარემოებაც, რომ კიდეც რომ არ იქნეს გაზიარებული ბრალდებულის მხრიდან დაინტერესებული პირის გი--------------ძის განმარტება, - პოლიციის თანამშრომლები აჩვენებდნენ რომ იყო ხშირი შეტყობინებები, არსებობდა დავა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ურთიერთშელაპარაკებები ხდებოდა და პოლიციის თანამშრომლებიც შესაბამისად ყოველთვის ახდენდნენ რეაგირებას მოცემულზე;

 

ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს რა საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, სადაც მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გამოკვლეული სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით დანაშაულის ჩადენის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად ბრალდების დადგენილებაში მითითებული სახით სასამართლოს არ უდასტურდება;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა სო-------------ძის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული სო-------------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გამართლებულს სო-------------ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

სო-------------ძეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე