განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
010100119002939077
დავის ტიპი
126
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119002939077

საქმეN1-268/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17.06.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: ან---------–--ლი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ბა--------ს ალ-----რ

მამის სახელი: ად---

დაბადებული: 2-.0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, ინ--------ს ქN----------.

 

ბრალდებულის ადვოკატი - სი-------------ი

 

თარჯიმანი - ინ---------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171190319001

 

1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბა--------ს ალ-----რს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

1.2. ბრალდების არსი:

 

2019 წლის 13 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მ. აბ-–-----------ში მდებარე სასტუმრო ,,ვი-------“-ში განთავსებული შპს ,,ვი--------------ს“ მასაჟის ოთახში, ბა--------ს ალ-----რმა ხელის სახეში დარტყმით და თმების მოქაჩვით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ორსულ მეუღლის მა-----–-------ის მიმართ, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

 

2019 წლის 18 მარტს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, მე-–-–---–--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბა--------ს ალ-----რმა, ხელის სახეში დარტყმით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ორსული მეუღლის მა-----–-------ის მიმართ, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.3. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გააანალიზა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ბა--------ს ალ-----რ უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ბა--------ს ალ-----რმა ჩაიდინა ძალადობა კერძოდ:

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 მარტს მა-----–-------მა შეატყობინა 112-ს სამსახურს, რომ კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, რომელმაც წაიყვანა მისი 3 თვის ბავშვი სახლიდან, მეუღლე არის თურქი ეროვნების და ეშინია, რომ საზღვარი არ გადაკვეთოს და არ გადაიყვანოს ბავშვი, მეუღლე მოძრაობს მანქანით პო--–-ს ჯიპი ს/ნ B------ თუ B------ ზუსტად არ იცის. (იხ. ს.ფ. 2);

 

2.2. მოწმის სახით დაკითხვისას ბო-------–----ამ განაცხადა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მოცემულ საქმეზე და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები მან დაადასტურა მათი ავთენტურობა და კანონიერება; მოწმეები დაიკითხნენ პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრციულ შენობაში; მან გამოკითხა ასევე მა-----–-------ი - დაზარალებული, მისი განმარტება სრულად ასახა გამოკითხვის ოქმში; მისი ჩვენების საფუძველზე ჩაატარეს შემდგომი საგამოძიებო მოქმედება - საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა; ბა--------ს ალ-----რი ამ დროს ბავშვთან ერთად იმყოფებოდა ქუჩაში ქვეითთა სავალ ნაწილზე, სადაც მოახდინა მისი დაკავება და შეადგინა შესაბამისი ოქმი; გამოკითხვისას მა-----–-------ს დაზიანების რაიმე სახის კვალი გარეგნულად არ ეტყობოდა; ის განმარტავდა, რომ მეუღლემ სახეში დაარტყა, ის მათთნ შეხვედრისას იყო აღელვებული, მთლიანად სახე გაწითლებული ჰქონდა და რაიმე დაზიანების კვალი არ შეუნიშნავს; ბრალდებულის დაკავებისას მონაწილეობას იღებდა თარჯიმანი; (იხ ოქმი 20.05.2019წ 14:23:33სთ-14:31:34სთ)

 

2.3. მოწმის სახით დაკითხვისას და-----------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 18 მარტს დაახლოებით 24:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება, ზუ----------–--ესთან ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, ქალბატონი დახვდათ, ტიროდა და ითხოვდა შველას; განმარტავდა, რომ მისმა მეუღლემ წაიყვანა ბავშვი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; გარგნულად რაიმე სახის დაზიანების კვალი არ ეტყობოდა; (იხ ოქმი 03.06.2019წ 16:16:10სთ-16:20:24სთ )

 

2.4. მოწმის სახით დაკითხვისას ზუ----------–--ემ განაცხადა, რომ შეტყობინების საფუძველზე გავიდა ბათუში მე-–-–---–----------------ში; ბინაში დახვდათ მა-----–-------ი დედასთან ერთად; მაია იყო ნამტირალევი, აუხსნა მათ ვითარება, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და გაიტაცა მათი საერთო მცირეწლოვანი შვილი, - სამი თვის ბავშვი, ასევე მა-----–-------ის განმარტებით ბრალდებული ემუქრებოდა მას რომ თუ პოლიციაში დაუკავშირდებოდა, ბავშვს წაიყვანდა; იგივე გარემოებები დაადასტურა მა-----–-------ის იქ მყოფმა დედამ, - გუ-–----------–--–-ძემ; წაიყვანეს განყოფილებაში; ამ დროს ესემესების მეშვეობით ბა--------სმა შეატყობინა მისი ადგილსამყოფელის შესახებ, მივიდნენ ამ მისამართზე, ის იმყოფებოდა ბავშვთან ერთად, ის ამ მისამართზე დააკავეს; ბავშვი ჩააბარეს მა-----–-------ს - დედას; (იხ ოქმი 10.06.2019წ; 15:51:06სთ-16:05:51სთ)

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას გი-------------–--–-ძემ განაცხადა, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოძიება იყო დაწყებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე; გამოძიებელ ბო-------–----ასთან ერთად გავიდა ბრალდებულის დასაკავებლად, ის გადაადგილდებოდა ფეხით და დააკავეს; ბრალდებულს ხელში ეჭირა ბავშვი, რომელიც გადასცეს დედას; (იხ ოქმი 28.05.2019წ ;14:12: 01-14:17:01სთ);

 

2.6. მოწმის სახით დაკითხვისას კა----------------ძემ და ჯე---–-–-–--–-ძემ დაადასტურეს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ავთენტურობა და კანონიერება; (იხ ოქმი 20.05.2019წ 14:33:51თ-14:34:27სთ; ოქმი 03.06.2019წ 16:12:2-სთ )

 

2.7. საქმის არსებითი განმხილვისას დაზარალებულმა მა-----–-------მა და მოწმე გუ-–----------–--–-ძემ გამოიყენეს კანონით მათთვის მიბიჭებული საპროცესო უფლება და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი; (იხ ქომი 11.06.2019წ)

 

2.8. ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ბა--------ს ალ-----რი დაკავებულია 2019 წლის 19 მარტს, 01:45სათზე, ქ. ბათუმში, ბა---------------ის მოპირდაპირე მხარეს ქვეითთა სავალ ნაწილზე, დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა, სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა; (იხ დაკავების ოქმი, ს .ფ.11-16) ;

 

2.10 2019 წლის 11 მარტის სამედიცინო ბარათით დადგენილია, რომ სამედიცინო ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად მა-----–-------ი არის 5 კვირის ფეხმძიმე. (იხ. ს/ფ 30-31);

 

2.11. სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ ბრალდებული ბა--------ს ალ-----რი და მა-----–-------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. (იხ. ს/ფ 33);

 

2.12. შემაკავებელი ორდერის ოქმით დადგენილია, რომ პოლიციის III განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა აღნიშნული ოქმი 2019 წლის 19 მარტს, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წლის 18 მარტს თურქეთის მოქალაქე ბა--------ს ალ-----რმა ხელი დაარტყა ლოყაზე, ფეხმძიმე მეუღლეს მა-----–-------ს (იხ შემაკავებელი ორდერი ოქმი, ს .ფ.35-38);

 

2.13. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარებულია ქ.ბათუმში, ინ--------ს ქ. N-------------ში, ბა--------ს ალ-----რის საცხოვრებელ ბინაში. 2019 წლის 20 მარტს, 12:10 სთ-დან 12:45სთ-მდე დროის მონაკვეთში, ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელ ბინაში კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერი მტკიცებულებები ნაპოვნი და ამოღებული არ ყოფილა (იხ. ს/ფ 101-106);.

 

2.14. ბრალდებულმა ბა--------ს ალ-----რმა თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ ცნო და განამარტა, რომ მას მეუღლესთან მხოლოდ სიტყვიერი შეკამათება მოუვიდა; მან თავისი შვილი მართლაც წაიყვანა, მაგრამ არ გატაცების მიზნით, მეუღლესაც იმ დღეს თხოვდა წასულიყვნენ მათ საცხოვრებელ ბინაში, რომელიც დაქირავებული აქვს; ამის შემდეგ თავად დაუკავშირდა მეუღლეს და აცნობა ადგილსამყოფელის შესახებ, ასევე მისთვის ნამდვილად უცნობი იყო მეუღლის ფეხმძიმობის თაობაზე; მან ეს შეიტყო საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას; მას უყვარს მისი მეუღლე, შვილები და სურს მათთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრება; ისინი იმყოფებიან მის კმაყოფაზე; (იხ ოქმი 17.06.2019წ );

 

2.15. ამოღების ოქმით 10.05.2019 წ დადგენილია, რომ შსს სსიპ 112 ადმინისტრაციული შენობიდსნ ამოღებული იქნა 2019 წლის 18 მარტს მა-----–-------ის მიერ გაკეთებული შეტყობინების რეგისტრაციის ფორმის ასლი, სადაც მითითებულია შეტყობინების ინიციატორის და კონფლიქტის შესხბ მონაცემები, შეტყობინების შინაარსის მიხედვით, შეტყობინების იანიაციატორს კონფლიქტი აქვს მეუღლესთნ, მან წაიყვანა მათი სამი თვის ბავშვი და ეშინია, რომ საზღვარი არ გადაკვეთოს, რადგან არის თურქი ეროვნების; (იხ ამოღების ოქმი)

 

ზ/მითითებული საგამოძიებო მოქმედების ავთენტურობა და კანონიერება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძებელმა ნო–-----------–--–-ძემ (იხ . ოქმი 17.06.2019წ) ;

 

2.16. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ ცნო მომწეების სუ-–--------–----ის, ცი------–--------ის, რამ----------ის, ზა---------------------ვას და ჰა-------–---ის ჩვენებები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი; ექსპერტები: ირ---–--------–----------------------ძე; (იხ ოქმი 28.05.2019წ)

 

2.17. ზემოთაღნიშნული წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძვლით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია და მტკიცებულებები საკმარისია მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

 

2.18. საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, და შესაბამისად, პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

2.19. სასამართლო საქმის განხილვით, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით და ანალიზით მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბა--------ს ალ-----რის მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას; ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგინდა ბა--------ს ალ-----რის მიერ 2019 წლის 13 მარტს და 2019 წლის 18 მარტს მეუღლის - მა-----–-------ის ბრალის შესახებ დადგენილებით აღწერილი გარემოებები: ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები;

2.20. სასამართლო ამ სახის დასკვნას აკეთებს შემდეგ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:

მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2019 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის III განყოფილებაში შესული შეტყობინება 112 სამსახურიდან მასზედ, რომ მე-–-–---–------- ბინაში მა-----–-------ის მიმართ ხორციელდებოდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა; (იხ .ს..ფ.1);

 

შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით ირკვევა, რომ შეტყობინების ავტორი არის მა-----–-------ი შეტყობინების მიხედვით ინციდენტის თარიღია 18.03.2019წ, 23:50:30; ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი ოჯახური ძალადობა; შეტყობინების პარამეტრებში, თუ ვის მიერ და ვის მიმართ ხორციელდება ძალადობა, - მითითებულია: მეუღლის მიმართ; ასევე შეტყობინების ინიციატორი აცხადებს, რომ კონფქლიქტი აქვს მეუღლესთან , მისმა მეუღლემ წაიყვანა მისი სამი თვის ბავშვი სახლიდან; მეუღლე არის თუქრქი ეროვნების და ინიაციატორს ეშინია საზღვარი არ გადაკვეთოს და გადაიყვანოს ბავშვი;

 

ბრალდებული არ უარყოფს, რომ წაიყვანა ბავშვი, მხოლოდ ის წაიყვანა მათ საცხოვრებელ სახლში, მეუღლესთან მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკემა მოუხდა და მასაც თხოვდა, რომ წასულიყო მათ საცხოვრებელ ბინაში; რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას, მისთვის არ მიუყენებია; (იხ ოქმი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებით მინდია ბოლქავაძესთან გასაუბრების ოქმით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მინდია ბოლქვაძეს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ინ--------ს ქ. #1----------- და ის ბა--------ს ალ-----რზე აქვს გაქირავებული 2018 წლის მაისის თვიდან; აღნიშნულს ადასტურებს თავად მა-----–-------იც; მხარეთა მიერ ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით - სუ-–--------–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ბა--------ს ალ-----რი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მისი ძმის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ინ--------ს ქ. #1------------ში ქირით;(იხ ს.ფ. 41-47);

 

საქმის განხილვისას დაზარალებულმა მა-----–-------მა და მოწმე გუ-–----------–--–-ძემ ბრალდებულის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს; 2019 წლის 18 მარტის ფაქტთან დაკავშირებით საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ისინი აწვდიდნენ ინფორმაციას მომხდარის შესახებ და შესაბამისად ამ ეპიზოდში უკვე სახეზე არ არის არცერთი სახის პირდაპირი მტკიცებულება;

 

რაც შეეხება 2019 წლის 13 მარტის ეპიზოდს, ასევე მხარეთა მიერ შეთანხმებული, უდავო მტკიცებულებებით არ უდასტურდება სასამართლოს ბა--------ს ალ-----რის მიერ მაია ლამდარზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, იქედან გამომდინარე, რომ დაზარალებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო მოწმეების - ცი------–--------ის , ზა---------------------ვას და ჰა-------–---ის ჩვენებებით დასაქმებულები არიან ბათუმში მ. აბაშიძის ქუჩ #33-ში მდებარე სასტუმრო „ვი-----ში“; ბა--------ს ალ-----რი და მა-----–-------ი იმ დღეს 2019 წლის 13 მარტს იმყოფებოდნენ სასტუმრო „ვი-----ში“ ვი-------------ში, ოთახში შესულები კამათობდნენ, ვერ ხედავდნენ და არც ესმოდათ რაზე კამათობდნენ; არცერთი მათგანი გამოკითხვისას არ ადასტურებს მა-----–-------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს; (იხ გამოკითხვის ოქმები ს.ფ. 128-136)

 

2.2-. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.) ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბა--------ს ალ-----რის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელებას.

 

2.22. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიზნებისთვის ბა--------ს ალ-----რი და მა-----–-------ი არიან ცოლ-ქმარი - ერთი ოჯახის წევრები; უშუალოდ ფაქტის შემსწრე და თვითმხილველმა პირებმა, - დაზარალებულმა მა-----–-------მა და მოწმე გუ-–----------–--–-ძემ უარი განაცხადეს ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ბრალდებულმა კი უარყო წარდგენილი ბრალდება; დარჩენილი გამოკვლეული მოწმეები კი ირიბი, სხვა პირისაგან მიღებული ინფორმაციით აჩვენებენ, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე; კერძოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები ემყარება დაზარალებულთან საუბრისას მოსმენილს. მოწმის სახით დაიკითხნენ რა პოლიციის თანამშრომლები - ზუ----------–--ე და და-----------ე რომლებიც გამოცხადდნენ ბა--------ს ალ-----რის სახლში 2019 წლის 18 მარტს გამოძახებისას, ისინი აღნიშნავენს, რომ მა-----–-------ი იყო აღელვებული, ტიროდა, მას გარეგნულად დაზიანება რაიმე სახის არ აღენიშნებოდა; არცერტი მათგანი არ არის ფაქტის შემსწრე პირი;

 

ამდენად, ის, რომ მა-----–-------ი ფიზიკური შეურაცხყოფის მიმყენებლად ასახელებდა ბა--------ს ალ-----რს, ფაქტის დასადგენად წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს (ეყრდნობა სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას), რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, პირის მსჯავრდებისთვის არავარგის მტკიცებულებას წარმოადგენს.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტი, როგორიცაა დაზარალებულის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი; ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ბა--------ს ალ-----რის მხრიდან მა-----–-------ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი - განხორციელებული 2019 წლის 13 მარტს და 2019 წლის 18 მარტს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახის წევრის - ორსული მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში. სსკ-ს 1261-ე მუხლი შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი; ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ბა--------ს ლაემდარის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.);

 

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ბა--------ს ალ-----რმა განახორციელა ძალადობა დაზარალებულ მა-----–-------ზე, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბა--------ს ალ-----რის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ბა--------ს ალ-----რ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ბრალდებული ბა--------ს ალ-----რ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 18 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გამართლებულს ბა--------ს ალ-----რს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ბა--------ს ალ-----რის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე