განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
820100119003032378
დავის ტიპი
157 1 , 157 1 , 157 , 141 , 137 3 დ
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#820100119003032378 (№1-123/19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20.12.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - რო--------–----ე

 

ბრალდებული - ფრ------ პა----ე

ადვოკატი - მზ----–--------ე, მე----–-------ე

 

დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173240319002

 

ბრალდებულ ფრ------ პა----ის მიმართ

ბრალდებული: ფრ------ პა----ე

მამის სახელი: თე-----–ი

დაბადებული: 0--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხულო

პირადი ნომერი: 61---------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული: ხულო, სოფელი პა----ეები

მცხოვრები: ბათუმი, ფრ------ ხ--–--–ის გამზირი №188, სახლი №312

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილი, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი ბრალდების დადგენილების თანახმად:

 

გარყვნილი ქმედება, ესე იგი ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან;

 

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ესე იგი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა;

 

გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

ბრალდების დადგენილების თანახმად დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მდინარე ჭოროხის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრ------ პა----ე, ,,მერსედეს სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსში, სახ. №HH 535 TT, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ქრ------ა ხ--–--–ის სხეულზე ახორციელებდა სექსუალური ხასიათის მოქმედებებს, რითაც ფრ------ პა----ემ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.

 

2019 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მდინარე ჭოროხის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრ------ პა----ე, ,,მერსედეს სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსში, სახ. №HH 535 TT, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ქრ------ა ხ--–--–ის სხეულზე ახორციელებდა სექსუალური ხასიათის მოქმედებებს, რაც დაზარალებულ ქრ------ა ხ--–--–ის თანხმობის გარეშე მოტყუებით, უკანონოდ გადაიღო და შეინახა საკუთარ ,,აიფონ 5“ მოდელის მობილური ტელეფონში.

 

2019 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მდინარე ჭოროხის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრ------ პა----ე, ,,მერსედეს სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსში, სახ. №HH 535 TT, გარყვნილი ქმედების ჩადენის შემდეგ, არასრულწლოვან ქრ------ა ხ--–--–ს ავტომანქანის სავარძლის ღვედის გამოყენებით შეუკრა ხელები და სხეულის ნაწილის - თითების გამოყენებით, მოახდინა ქრ------ე ხ--–--–ის სხეულში, სასქესო ორგანოში სექსუალური ხასიათის შეღწევა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ფრ------ პა----ეს არ ჩაუდენია ქრ------ა ხ--–--–ის გაუპატიურება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბრალდებულმა ფრ------ პა----ემ უარყო ქრ------ა ხ--–--–ის გაუპატიურების ფაქტი, განმარტა, რომ ქრ------ა ხ--–--–ი გაიცნო სამგზავრო მიკრო ავტობუსში, არ იცოდა თუ ის იყო თექვსმეტ წელს მიუღწეველი, იცოდა რომ დამთავრებული ჰქონდა სკოლა. მასთან ჰქონდა სატელეფონო კავშირი და მიმოწერები, ასევე ფეისბუქითაც. 24 მარტს ქრ------ა ნებაყოფილებით გაყვა, ისინი დარჩნენ დილამდე მის მანქანაში, არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, სქესობრივი კავშირი არ დაუმყარებია, მხოლოდ თავისივე თანხმობით ეფერებოდა. ასევე ქრ------ას თხოვნითა და თანხმობით იღებდნენ სურათებს, სელფს, მისი თხოვნით გადაიღო ვიდეო კოცნის მომენტში, რაც სახლში მისვლამდე წაშალა. ამის შესახებ თვითონ აცნობა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ამოიღეს ტელეფონი და სურათები და გამოიყენეს მის საწინააღმდეგოდ.

 

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ფრ------ პა----ის ქმედებაში არ არის დანაშაულის შემადგენლობა, ადვოკატის მოსაზრებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ფრ------ პა----ის მიერ მასზე ბრალდებით წარდგენილი არცერთი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ფრ------ პა----ემ არ იცოდა თუ ქრ------ა ხ--–--–ი იყო არასრულწლოვანი. მათი ურთიერთობა იყო ნებაყოფილებითი, რასაც ადასტურებს დაზარალებულიც, როცა განმარტავს, რომ თუ ეცოდინებოდა, რომ ფრ------ პა----ე იყო დაოჯახებული, მასთან ურთიერთობა არ ექნებოდა. დილით როცა დაბრუნდნენ და აღმოჩნდა რომ ქრ------ას ეძებდნენ მისი მშობლები, მან თავის მართლების მიზნით, მშობლების შიშით მოიტყუა თითქოს ფრიდონ პა----ემ წაიყვანა და არ უშვებდა. დაცვის მხარე ითხოვს ფრ------ პა----ის გამართლებას ყველა ბრალდებაში.

 

დაზარალებულმა ქრ------ა ხ--–--–მა განმარტა, რომ ფრ------ პა----ე გაიცნო მიკრო ავტობუსში 49 ნომერში, გამოკითხა სად ცხოვრობ რამდენი წლის ხარო და ასაკიც იცოდა მისი რომ იყო 15 წლის. ფრ------ის რამდენჯერმე შეხვდა. გაცნობის შემდეგ პირველად შეხვდა თავის სახლთან ეზოში. მისმა მშობლებმა არ იცოდნენ ფრ------ის თუ ხვდებოდა, რადგან თვითონ 15 წლის იყო და ვერ უთხრა მშობლებს 29 წლის კაცი ასე ელაპარაკებოდა და წერდა. ასევე არ იცოდა, რომ ფრ------ის ყავდა ცოლი და შვილი, ეს რომ სცოდნოდა არ დაუშვებდა რომ ეს ურთიერთობა დაემყარებინა. 2019 წლის 24 მარტს საღამოს ფრ------იმ მოსწერა - გამოდი საქმე მაქვს და რაღაც უნდა გითხრაო. სახლიდან გავიდა და თან წაიღო თავის დედის ტელეფონი, რადგან თავისი ტელეფონი იმ დროისათვის აღარ ჰქონდა. გარეთ ფრ------ი დახვდა და უთხრა ცოტა გავიაროთო, მას შეეშინდა რომ გვიან ეზოში არავის დაენახა და გაყვა, მოშორებით გაჩერებული ყავდა მანქანა, უთხრა დამჯდარიყვნენ მანქანაში, რაზეც დათანხმდა მაგრამ არ უნდოდა მოშორებით წასვლა. ფრ------ პა----ემ გაიყვანა ჭოროხის პირზე, მიხვდა რომ უცხო გარემოში იყო, სთხოვა სახლში დაებრუნებინა, მაგრამ ფრ------იმ დაუწყო მოფერება. ახლოს სხვა მანქანაც გაჩერდა, მაგრამ არ უყვირია, შეეშინდა მისი მშობლები ხომ არ ეძებდნენ. გაუწია წინააღმდეგობა, მაგრამ ფრ------იმ მაინც გახადა ტანსაცმელი. ფრ------ი მიხვდა, წინააღმდეგობის გამო ვერაფერს გახდებოდა და ამის გამო ხელები დაუბა ღვედით. მან თხოვა ხელების გახსნა და უთხრა ხელებს თუ გაუხსნიდა ყველაფერს შეუსრულებდა. სცადა მანქანიდან გადასვლაც, მაგრამ მანქანა დაკეტილი იყო და ვერ გადავიდა. შემდეგ უთხრა სახლში წამიყვანე და ყველაფერს შეგისრულებო. დათანხმდა კოცნაზე, მაგრამ კოცნის დროს ვიდეო როდის გადაიღო ფრ------იმ არ დაუნახია და არ იცოდა, დათანხმდა მხოლოდ ფოტოს გადაღებაზე. მოფერების დროს ფრ------ის თავისი სასქესო ორგანოთი უნდოდა მის სასქესო ორგანოზე შეხება, მაგრამ არ მისცა საშუალება და ფრ------იმ ამის შემდეგ ხელი შეუყო სასქესო ორგანოში. ამ პროცესებში თვითონაც დაკაწრა ფრ------ის მკერდის არეში.

 

მოწმე ხა------ ხ--–--–ის ჩვენებით, ცხოვრობს ხელვაჩაურში ფრ------ ხ--–--–ის 188-ში, ყავს მეუღლე ჯი-–--------–--ე და შვილი ქრ------ე ხ--–--–ი. 2019 წლის 23 მარტს იმყოფებოდა ოჯახში მეუღლესთან და შვილთან ერთად. თვითონ საქმეს მორჩა 12-საათზე და მეუღლე და შვილი გააფრთხილა მალე დაწოლილიყვნენ. ღამის სამ საათზე გააღვიძა მეუღლემ და უთხრა რომ ქრ------ა არ იყო სახლში. დაიწყეს ძებნა გადაამოწმეს მეზობელთან, შემდეგ დაურეკა ტელეფონზე მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა და ძებნის შედეგად რომ ვერ იპოვა მიმართა პოლიციას. პოლიციამ დაიწყო ქრ------ას ძებნა. თვითონ დილის ექვსის ნახევარზე მივიდა სახლში და ექვს საათზე ქრ------ა დაბრუნდა სახლში. ის იყო შეშინებული და მათ შეკითხვებს პასუხს არ სცემდა. როცა დაამშვიდეს და შემდეგ კიდევ ერთხელ კითხეს თუ რა მოხდა, უთხრა, რომ ჩვენმა მეზობელმა ფრ------ პა----ემ მოტყუებით წამიყვანა ჭოროხის პირას, შემიკრა ღვედით ხელები, გამხადა ტანზე, დამიწყო მოფერება, ვუწევდი წინააღმდეგობას და არ მივეცი საშუალება რომ ეძალადა ჩემზეო. მას მაჯა ჰქონდა გაწითლებული ხელების შეკვრის შედეგად. ამის შემდეგ დაურეკა პოლიციას და აცნობა რომ მისი შვილი დაბრუნდა სახლში.

 

მოწმე ჯი-–--------–--ემ აჩვენა, რომ ქრ------ა ხ--–--–ი არის მისი მეუღლის შვილი, ანუ მისი შვილობილი, ის არის არასრულწლოვანი. 2019 წლის 23 მარტს იმყოფებოდა ოჯახში, საღამოს თორმეტს რომ ათი აკლდა ცოლი წავიდა დასაძინებლად, ქრ------ა კი იყო მასთან ერთად ოთახში, დაახლოებით პირველის ნახევარი იქნებოდა ქრ------ამ უთხრა ჩაი დავლიოთო, რაზეც დათანხმდა, როცა ჩაეძინა პირველს ათი ეკლებოდა, გაეღვიძა სამს აკლდა ათი წუთი, ქრ------ა სახლში არ იყო, გააღვიძა თავისი მეუღლე და გააგებინა ამის შესახებ, მათ დაიწყეს ქრ------ას ძებნა, მოძებნეს მეზობლებთან, რომ ვერ იპოვეს დარეკეს პოლიციაში. ექვსის ათი წუთი იყო დაურეკეს ქრ------ა მოვიდა სახლშიო. იგი იყო შეშინებული, შევიდა ოთახში დედასთან ერთად, შემდეგ გამოვიდა მეუღლე და უთხრა ფრ------ პა----ემ სცადა ძალადობა ჩვენ შვილზეო.

 

01.05.2019 წლის №002896619 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით ქრ------ა ხ--–--–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად.

 

01.05.2019 წლის №002896219 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით ფრ------ პა----ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად; მარცხენა მტევნის არეში არსებული დაზიანების (ნაჭდევი) განვითარების შესაძლებლობას ადამიანის კბილის ზემოქმედების შედეგად ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს.

 

09.08.2019 წლის №005471419 ნივთიერებათა მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანა მერსედესის სახ. №HH 535 TT წინა მარჯვენა სავარძლის ზურგიდან ამოღებულ სპეც. წებოვან ფირფიტაზე აღინიშნება მოიისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ქრ------ე ხ--–--–ის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

ასევე, წინა მარჯვენა სავარძლის ზურგიდან და დასაჯდომიდან ამოღებულ სპეც. წებოვან ფირფიტაზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ქრ------ა ხ--–--–ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ; შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე, აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოშავო-მოყავისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ფრ------ პა----ის მოშავო ფერის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ქრ------ა ხ--–--–ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის და სვიტერის ზედაპირზე აღინიშნება მორუხო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ა/მანქანა მერსედესის სახ. №HH 535 TT სავარძლის შალითის ნიმუშის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ქრ------ა ხ--–--–ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოლურჯო-მორუხო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ა/მანქანა მერსედესის სახ. №HH 535 TT სავარძლის შალითის ნიმუშის ქსოვილის ნართის შენმადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე, აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოშავო-მოყავისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ფრ------ პა----ის მოშავო ფერის ჯინსის შარვლის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფრ------ პა----ის მოშავო ფერის ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოიისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ქრ------ა ხ--–--–ის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფრ------ პა----ის მოშავო ფერის ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ქრ------ა ხ--–--–ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

06.05.2019 წლის №002997819 ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ფრ------ პა----ის ქმედებებიდან გამომდინარე ქრ------ა ხ--–--–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა; ფრ------ პა----ის ქმედებებს შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა ქრ------ე ხ--–--–ის ცნობიერებაზე და საქმიანობაზე.

 

ამდენად, მართალია სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ქრ------ა ხ--–--–მა განაცხადა, რომ ფრ------ პა----ემ ძალის გამოყენებით მოახდინა მის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა, კერძოდ ხელი შეუყო სასაქესო ორგანოში, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები, ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას.

 

ფრ------ პა----ის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებულ ქრ------ა ხ--–--–ი, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს ფრ------ პა----ისთვის გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების.

 

სასამართლო სამედიცინომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ქრ------ა ხ--–--–ისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, მაგრამ იმის განსაზღვრა, რომ აღნიშნული დაზიანებები ქრ------ა ხ--–--–მა მიიღო გაუპატიურებისას, შეუძლებელია, რადგან თვით ბრალდების დადგენილების თანახმად ქრ------ა ხ--–--–ს ფრ------ პა----ემ ავტომანქანის სავარძლის ღვედის გამოყენებით შეუკრა ხელები ქრ------ა ხ--–--–ს და მის სხეულზე ახორციელებდა სექსუალური ხასიათის მოქმედებებს (გარყვნილ ქმედება) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმაც. მართალია, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ ქრ------ა ხ--–--–ს აღენიშნება სხეულზე დაზიანებები (სისხლნაჟღებთი და ნაჭდევი), მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რამდენად არის დაზიანებები მიყენებული სწორედ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევისას, რადგან გასათვალისწინებელია, რომ თვით ბრალდების დადგენილების თანახმად დაზარალებული ქრ------ა ხ--–--–ის მიმართ ფრ------ პა----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის გარყვნილ ქმედებას.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, დაზარალებულის ჩვენების გარდა, რაც ცალსახად დაადასტურებდა ძალადობით სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევას, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულის ტანსაცმელზე არანაირი დაზიანებები არ აღინიშნება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად არ მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფრ------ პა----ემ ძალადობით მოახდინა ქრ------ა ხ--–--–ის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა. საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა გაუპატიურების ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობას შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით და სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მათ უტყუარობაზე, საქმისადმი შემხებლობაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ფაქტის სასამართლოს მიერ დადგენა.

 

მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14) შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და, საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ფრ------ პა----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში: გაუპატიურების ნაწილში, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად, რის გამოც ფრ------ პა----ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მდინარე ჭოროხის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრ------ პა----ე, ,,მერსედეს სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსში, სახ. №HH 535 TT, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ქრ------ა ხ--–--–ის სხეულზე ახორციელებდა სექსუალური ხასიათის მოქმედებებს, რითაც ფრ------ პა----ემ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გარყვნილი ქმედება, ესე იგი ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

 

გარყვნილი ქმედების დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია 16 წელს მიუღწეველი პირის ნორმალური ზნეობრივი განვითარება.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს მოქმედებით, რაც გამოიხატება გარყვნილ ქმედებაში 16 წელს მიუღწეველთან.

 

გარყვნილი ქმედების დროს დამნაშავე დაზარალებულთან არ ამყარებს სექსუალურ კონტაქტს, ის სხვაგვარი ქმედებით ახდენს მის გარყვნას. გარყვნილი ქმედება თავისი გარეგანი გამოხატულების ხასიათის მიხედვით შეიძლება ორი სახის იყოს: ფიზიკური ან ინტელექტუალური.

 

ფიზიკური გარყვნილი ქმედება სახეზეა მაშინ, როდესაც 16 წელს მიუღწეველ მოზარდის თვალწინ სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებს სხვა პირთან, ანდა საკუთარ სხეულზე ახორციელებს სექსუალური ხასიათის მოქმედებას. ფიზიკური გარყვნილი ქმედება სახეზეა მაშინაც, როცა დამნაშავე 16 წლის მიუღწეველს ასწავლის, თუ როგორ განახორციელოს საკუთარ სხეულზე გარყვნილი ქმედება, ან ხელით ეხება მისი სხეულის ეროგენულ ადგილებს.

 

ინტელექტუალური გარყვნილი ქმედების დროს დამნაშავე თვითონ არ ახორციელებს სექსუალური ხასიათის მოქმედებას. იგი 16 წელს მიუღწეველს ესაუბრება სექსუალური ცხოვრების ისეთ დეტალებზე, რამაც შეიძლება მოზარდში სექსუალური ლტოლვა გამოიწვიოს. ამ სახის ქმედებაა მაშინაც, როცა პირი მოზარდს უჩვენებს პორნოგრაფიულ ნაწარმოებს (ფილმს, სურათს და სხვა).

 

გარყვნილი ქმედება დამთავრებულია მაშინ, როდესაც პირი 16 წელს მიუღწეველთან ჩაიდენს ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ გარყვნილ ქმედებას ძალადობის გარეშე. მნიშვნელობა არა აქვს მოახერხა თუ არა დამნაშავემ 16 წელს მიუღწეველი პირის გარყვნა.

 

სუბიქტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

 

ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია. კერძოდ, სახეზეა პირდაპირი განზრახვა. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ 16 წელს მიუღწეველთან სჩადის ისეთ ქმედებას, რომელიც საყოველთაოდ მიღებული ზნეობის ნორმებით ფასდება, როგორიც გარყვნილი ქმედებაა. მას შეიძლება სურდეს მოზარდის გარყვნა ან უშვებდეს ასეთი შედეგის დადგომას. ამდენად, რა მიზნით სჩადის პირი გარყვნილ ქმედებას 16 წელს მიუღწეველთან, ამას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

 

დაზარალებული ქრ------ა ხ--–--–ის განმარტებით ის დაიბადა 2003 წლის 25 აგვისტოს და ის იყო 15 წლის. ბრალდებულისთვის აღნიშნული ცნობილი იყო, როგორც პირადი საუბრებიდან, ასევე ფეისბუქ გვერდიდან, სადაც განთავსებულია მისი დაბადების თარიღი. ასევე გაცნობისთანავე უთხრა და ფრ------ პა----ემ ზუსტად იცოდა მისი ასაკი. არნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 24 მარტს ფრ------ პა----ემ მასთან განახორციელა სქესობრივი ხასიათის მოქმედებები, კერძოდ, ის დათანხმდა კოცნაზე, რადგანც ფრ------ პა----ე შეპირდა რომ კოცნის და მოფერების შემდეგ სახლში წაიყვანდა.

 

09.08.2019 წლის №005471419 ნივთიერებათა მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანა მერსედესის სახ. №HH 535 TT წინა მარჯვენა სავარძლის ზურგიდან ამოღებულ სპეც. წებოვან ფირფიტაზე აღინიშნება მოიისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ქრ------ე ხ--–--–ის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

ასევე, წინა მარჯვენა სავარძლის ზურგიდან და დასაჯდომიდან ამოღებულ სპეც. წებოვან ფირფიტაზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ქრ------ა ხ--–--–ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ; შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე, აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოშავო-მოყავისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ფრ------ პა----ის მოშავო ფერის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ქრ------ა ხ--–--–ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის და სვიტერის ზედაპირზე აღინიშნება მორუხო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ა/მანქანა მერსედესის სახ. №HH 535 TT სავარძლის შალითის ნიმუშის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ქრ------ა ხ--–--–ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოლურჯო-მორუხო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ა/მანქანა მერსედესის სახ. №HH 535 TT სავარძლის შალითის ნიმუშის ქსოვილის ნართის შენმადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე, აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოშავო-მოყავისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ფრ------ პა----ის მოშავო ფერის ჯინსის შარვლის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფრ------ პა----ის მოშავო ფერის ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოიისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ქრ------ა ხ--–--–ის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფრ------ პა----ის მოშავო ფერის ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ქრ------ა ხ--–--–ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვი----–-----------ემ დაადასტურა, რომ მან გამოკითხა ქრ------ა ხ--–--–ი, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი ქრ------ა ხ--–--–ის მონაწილეობით, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში მდინარე ჭოროხის პირას, რა დროსაც შემოწმდა ქრ------ა ხ--–--–ის მიერ მიცემული ინფორმაცია შემთხვევის ადგილის შესახებ, სადაც ფრ------ პა----ემ იძალადა მასზე.

 

მოწმე ზა----------ემ აჩვენა, რომ ფრ------ პა----ე არის მის ბავშვობის მეგობარი. მან ქრ------ა ხ--–--–ი გაიცნო ,,49" ნომერ მარშუტკაში, გაცნობის ინიციატორი იყო ქრ------ა, რომელმაც იმის მიუხედავად, რომ ჰქონდა ტელეფონი შეეკითხა რომელი საათი იყო. 24 მარტს გამთენიისას ის მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მივიდა ფრ------ პა----ე, დალია 2-3 ჭიქა, განერვიულებული იყო ასაკი მომატყუესო, ნასვამები ვიყავით და ვინ რა მოატყუა არაფერი გვიკითხია, ხელში ტელეფონი კი ეჭირა მაგრამ არაფერი გვიკითხია, ამის შემდეგ დაგვემშვიდობა და წავიდა სახლში.

 

ბრალდებული ფრ------ პა----ე არ უარყოფს ქრ------ა ხ--–--–თან თავის მანქანაში მოფერებისა და კოცნის ფაქტს, თუმცა აცხდებს, რომ ეს ოყო ნებაყოფილებით და მან არ იცოდა თუ ქრ------ა ხ--–--–ი არ იყო 16 წელს მიღწეული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფრ------ პა----ემ ჩაიდინა ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მდინარე ჭოროხის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრ------ პა----ე, ,,მერსედეს სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსში, სახ. №HH 535 TT, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ქრ------ა ხ--–--–ის სხეულზე ახორციელებდა სექსუალური ხასიათის მოქმედებებს, რაც დაზარალებულ ქრ------ა ხ--–--–ის თანხმობის გარეშე მოტყუებით, უკანონოდ გადაიღო და შეინახა საკუთარ ,,აიფონ 5“ მოდელის მობილური ტელეფონში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ესე იგი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

 

დაზარალებულმა ქრ------ა ხ--–--–მა განმარტა, რომ 2019 წლის 24 მარტს ღამის საათებში ფრ------ პა----ემ, მასთან შეუთანხმებლად, კუთვნილი მობილური ტელეფონით გადაუღო სექსუალური ხასიათის შემცველი ვიდეო.

 

2019 წლის 24 მარტის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ფრ------ პა----ისაგან ამოღებული იქნა აიფონ 5 ფირმის მობილური ტელეფონი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თა--------–--ემ დაადასტურა, რომ მან გამოკითხა ფრ------ პა----ე, გამოითხოვა ინფორმაციები, ამოიღო და დაათვალიერა მობილური ტელეფონი, სადაც იყო ფრ------ პა----ის და ქრ------ა ხ--–--–ის კოცნის ამსახველი ვიდეო.

 

2019 წლის 24 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ფრ------ პა----ის მობილური ტელეფონი ,,აიფონ 5“, რა დროსაც მასში აღმოჩნდა ერთერთი ვიდეო ჩანაწერი გადაღებული 2019 წლის 24 მარტს ღამის 04:34 საათზე. ვიდეოჩანაწერში ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა რომლებიც კოცნიან ტუჩებში ერთმანეთს.

 

2019 წლის 27 მარტის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დადგენილია, რომ ფრ------ პა----ისგან ამოღებული აიფონ 5 მოდელის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი და ამოღებული იქნა 28 ფოტო და ერთი ვიდეოჩანაწერი., რაც გადატანილი იქნა ერთ ცალ დისკზე.

 

2019 წლის 19 აპრილის №002577619 კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი ფრ------ პა----სა და ქრ------ა ხ--–--–ის ტელეფონში არსებული და აღდგენილი ელ. შეტყობინებები და მულტიმედიური ტიპის ფაილები გადატანილი იქნა საქაღალდეში და ჩაწერილი იქნა დისკებზე.

 

ფრ------ პა----ე არ უარყოფს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი სექსუალური ხასიათის ვიდო ჩანაწერი სადაც ასახულია მისი და ქრ------ა ხ--–--–ის კოცნისა და მოფერების ფაქტები, გადაღებულია მისი მიერ, მისი ტელეფონით, რომელიც შემდგომში თვითონ წარუდგინა საგამოძიებო სამსახურს. ამასტანავე აცხადებს, რომ ფოტო და ვიდეო გადაღება მოხდა ქრ------ა ხ--–--–ის სურვილით, თუმცა ისინი წაშალა ქრ------ასაგან დაშორებისთანავე.

 

ამ ნაწილში ბრალდების უარსაყოფად დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ფა----------ის ჩვენებით, ფრ------ პა----ე არის მისი მეუღლე. ქრ------ა ხ--–--–ს არ იცნობს და იცის მხოლოდ სოციალურ ქსელში კომენტარებით.

 

2019 წლის 24 მარტს ფრ------ პა----ე სახლში დაბრუნდა დილით დაახლოებით 8 საათზე. ეჭვიანობის ნიადაგზე გადაამოწმა მეუღლის ტელეფონი და სოციალური ქსელი, მაგრამ არაფერი იყო საეჭვო ფოტოსურათები ან ვიდეო ტელეფონში არ იყო. დილით მოვიდა პოლიცია და წაიყვანეს ფრ------ პა----ე, მაგრამ მიზეზი არ უთქვამთ. ტელეფონი თან არ წაუღია, შემდეგ სახლში მოვიდა მისი მეგობარი და წაიღო ტელეფონი პოლიციაში. დარწმუნებით იცის, რომ ფრ------ პა----ის ტელეფონში ქრ------ა ხ--–--–ის სურათები ან რაიმე სახის ვიდეო არ იყო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულია ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე17(1) მუხლით დადგენილია, რომ „არავინ უნდა დაექვემდებაროს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებურ ან უკანონო ჩარევას ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფას.“

 

1948 წლის 10 დეკემბერის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის პირადი ხელშეუხებლობის უფლება. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. კონსტიტუციის მე-18 მუხლი იცავს პირადი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა პირის პირადი საიდუმლოება. დაცვის სფეროში შედის ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფინანსების ან სხვა პირადი საკითხების შესახებ. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება კი შესაძლებელია მხოლოდ პირის თანხმობით ან აღნიშნულ ნორმაში ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლის თანახმად არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.

 

პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით დაცულ ურთიერთობათა სფერო საკმაოდ ფართოა და არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრებას. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი მოიცავს მრავალ საკითხს, მათ შორის პირის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას, პატივსა და ღირსებას, სოციალურ იდენტიფიცირებას, პირის სახელსა და გვარს, სქესობრივ ცხოვრებას, ადამიანის სხეულთან დაკავშირებულ ასპექტებს, საცხოვრებელ გარემოსა და სხვ. მე-8 მუხლი ასევე ვრცელდება პირების კომუნიკაციის საშუალებების მონიტორინგზე, ადამიანის ფოტო და ვიდეო მასალაზე, დნმ-სა და თითის ანაბეჭდებზე, ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, პირთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და შენახვაზე და ა.შ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძირითადი უფლებაა, რომელიც ადამიანს გარანტიას აძლევს, რომ მისი პირადი, კერძო სფერო დაცული იქნება. ადამიანის პატივი და ღირსება პირადი ცხოვრების უფლებით დაცული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეა.

 

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, „პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება („საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკა ამ სფეროში ძალზე მდიდარია, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ უფლების სრული განმარტების შეუძლებლობაზე. “სასამართლო არ თვლის შესაძლებლად ან აუცილებლად, ამომწურავად განსაზღვროს “პირადი ცხოვრების” კონცეფცია, რაც ასევე ამ უფლების ფართო ხასიათსა და განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. საქმეზე კოსტელო-რობერტსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Costello-Roberts v. the United Kingdom, 25 მარტი 1993, § 36), ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ პირადი ცხოვრება ფართო კონცეფციაა, რომელიც „არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრებას.“ საქმეზე ნიმიტცი გერმანიის წინააღმდეგ (Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი, 1992, § 29) ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ: „სასამართლო არ თვლის შესაძლებლად ან აუცილებლად, ამომწურავად განსაზღვროს „პირადი ცხოვრების“ კონცეფცია.

 

საქმეში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების უფლებით დაცულია პირების კერძო სივრცე, მათ შორის საცხოვრებელი სახლი, პირადი ავტომანქანა და სხვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ექცევა არამხოლოდ გარკვეული ტერიტორია ან ნივთი, არამედ იმ პირთა წრე, რომელთანაც პირადი ცხოვრების მატარებელი პირი ამყარებს კომუნიკაციას, დაცულია ასევე თავად ის საკითხი, რაზეც იგი საუბრობს ამ პირებთან. ამრიგად პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ფარგლებში ექცევა ყველა ის ტერიტორია, ნივთი, პიროვნება, საუბარი თუ სხვა რამ, რომელიც ამ პირის კერძო სივრცეს განეკუთვნება.

 

საქმეში ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2007 წლის 26 დეკემბერი) საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა ,,ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო სფეროს. უფლება პირად ცხოვრებაზე, კი, ერთის მხრივ ნიშნავს ინდივიდის შესაძლებლობას, პირადად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად შექმნას და განავითაროს თავისი კერძო ცხოვრება, ხოლო მეორე მხრივ, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი მის კერძო სფეროში სახელმწიფოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირების ჩარევისაგან. ამ უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებებით“.

 

საქმეში ,,საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე მაჭარაშვილი და დავით სართანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“ (პუნქტი 21) სასამართლომ განმარტა: ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი (ძველი რედაქცია, ამჟამად მოქმედი მე-15 მუხლი) არ მოიცავს პირადი ცხოვრების უფლების ყველა ასპექტს ... ოჯახურ ურთიერთობებს, ისევე როგორც სხვა პერსონალურ კავშირებს ადამიანთა გარკვეულ წრესთან, განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამავე საქმეში მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ პირადი ცხოვრების ცნების განმარტება. სასამართლომ აღნიშნა: „პირადი ცხოვრების თავისუფლების ფარგლებში იგულისხმება ინდივიდის ფიზიკური და სოციალური იდენტობის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სახელის, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობა, ასევე პირის უფლება დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან და სხვა.“

 

პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება იცავს ადამიანის ხელშეუხებლობას, ისევე, როგორც ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც ადამიანს არ სურს საზოგადოებისათვის და აქვს სამართლიანი მოლოდინი, რომ ხსენებული ინფორმაცია არ გახდება ცნობილი საზოგადოების სხვა წევრებისათვის მისი თანხმობის გარეშე. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, უწინარესად, გულისხმობს და იცავს პირის სხეულს, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს.

 

საქმეზე სოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ (Söderman v. Sweden) [დიდი პალატა], № 5786/08, ECHR 2013 68) მომჩივანმა 14 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ მისი მამინაცვალი აბაზანაში, გასარეცხი თეთრეულის კალათში მალულად დამონტაჟებული ვიდეოკამერით ახდენდა მის გადაღებას. ინციდენტი მოხდა მის სახლში, სადაც მას თავი უსაფრთხოდ და დაცულად უნდა ეგრძნო, მოცემულ საქმეზე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დაირღვა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება.

 

ევროპულმა სასამართლომ 2014 წლის საქმეზე S.A.S. საფრანგეთის წინააღმდეგ (S.A.S. v. France) [დიდი პალატა], №43835/11, ECHR 2014) განმარტა, რომ ადამიანის პიროვნული არჩევანი, როგორ გამოჩნდეს და წარდგეს საზოგადოებისა თუ კერძო პირების წინაშე, არის მისი პიროვნულობის გამოხატულება და, შესაბამისად, ექცევა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების სფეროში. ადამიანის პერსონალური ავტონომია არის პირადი ცხოვრების უფლების ამოსავალი პრინციპი.

 

ადამიანის ფოტო და ვიდეოგამოსახულება განსაკუთრებით არის დაცული პირადი ცხოვრების უფლებით. საქმეზე ერიკაინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ (Eerikainen and others v. Finland) , № 3514/02, 10 თებერვალი, 2009 წ., ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „სასამართლოს აზრით, ფოტოსურათის გამოქვეყნება, ზოგადად, უნდა იქნეს განხილული, როგორც პირის პირად ცხოვრებაში უფრო არსებითი ჩარევა, ვიდრე პირის ვინაობის ან სახელის მოხსენიება.“

 

რაც შეეხება სექსუალური კავშირის საჯაროობას, სასამართლომ კ.ა. და ა.დ. საქმეში განმარტა, რომ სექსუალური კავშირის ქონა მოიაზრებს სხეულის თავისუფლად გამოვლენას, რაც, თავის მხრივ, პიროვნების რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმაა. ეს ასევე შეიძლება აერთიანებდეს იმ ფორმებს, რაც სხვათა მორალური შეხედულებებისთვის მიუღებელი, ან შეურაცხმყოფელია. ამით სასამართლომ დაასკვნა, რომ სექსუალური აქტი, თუნდაც ნებაყოფლობითი, ჯდება მე-8 მუხლის დაცვის ქვეშ და მისი გასაჯაროვება, უკიდურესად საგამონაკლისო ლეგიტიმური გამართლების გარდა, არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

 

ყოველი ადამიანი უფლებამოსილია თავად აირჩიოს და გადაწყვიტოს, თუ რა ვითარებაში და რა ფარგლებში სურს მას საკუთარი სახის, საკუთარი პიროვნებისა და ხასიათის გახსნა საზოგადოებისათვის. ამ უფლებაზე დაყრდნობით ადამიანს შეუძლია წინ აღუდგეს მისი პიროვნების დამამცირებელ, ყალბ და არასასურველ საჯარო გამოსახვას. მან თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ წარსდგეს სხვა პირის ან საზოგადოების წინაშე. შესაბამისად ყოველი ინდივიდი უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს რამდენად ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ფოტოსურათები ან ვიდეოჩანაწერები მისი გამოსახულებით სხვებისთვის ან საზოგადოებისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 1571 მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის შემადგენელი ელემენტია პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება და ა.შ.

 

პირად საიდუმლოს შეიძლება წარმოადგენდეს კონკრეტული პირის პირადი თვისებები, ჩვევები, ხასიათი, დაავადება, ვალი, სხეულის ანატომიური აგებულება, ინტიმური კავშირი და მრავალი სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში ფრ------ პა----ეს ბრალი ედება მასში, რომ ქრ------ა ხ--–--–ის ნებართვის გარეშე, მობილური ტელეფონის საშუალებით გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი სექსუალური შინაარსის ვიდეო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფრ------ პა----ის მიერ ქრ------ა ხ--–--–ის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს კანონიერი გზით მოპოვება სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა. ფრ------ პა----ეს არ გააჩნდა ქრ------ა ხ--–--–ის ნებართვა გადაეღო მისი პირადი ცხოვრების ამსახველი სექსუალური შინაარსის ამსახველი ვიდეო მასალა. არ არსებობდა სხვა, კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული აუცილებლობა, რომელიც მას მიანიჭებდა ფოტო და ვიდეო გადაღების ან შენახვის უფლებამოსილებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე დაირღვა ქრ------ა ხ--–--–ის პირადი ცხოვრება შეილახა, რითაც მან განიცადა ფსიქოლოგიური დამცირება და ტანჯვა.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთ თავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ფრ------ პა----ემ უკანონოდ მოიპოვა ქრ------ა ხ--–--–ის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რაც ასევე უკანონოდ შეინახა, შესაბამისად იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ფრ------ პა----ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა პირობითი მსჯავრის პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ფრ------ პა----ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ფრ------ პა----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანისვნისას, მოსახდელის სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანიშნულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. ამავდროულად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ფრ------ პა----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

2.ფრ------ პა----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ფრ------ პა----ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ფრ------ პა----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

3. გაუქმდეს მსჯავრდებულ ფრ------ პა----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

4. ფრ------ პა----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 მარტიდან.

 

5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- მობილური ტელეფონები, ავტომანქანა და ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.

- ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს;

- ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია სამ ცალ დისკზე - დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე