განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
010100119003200025
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119003200025

1-913/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ა--------------

 

ბრალდებული - კ--------–--–-----ი

ადვოკატი დ-----------------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N171030919020

 

ბრალდებული: კ--------–--–-----ი

მამის სახელი: ა--------

დაბადებული: 31.08.1-----------–--------------------–------------–--------–----–-------------------------------------------------------------------------–-------–---------------------–-----------------------–------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი-2 ეპიზოდი

111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქ/პუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დასდგენილების თანახმად კ--------–--–-----მა ჩაიდინა:

 

ოჯახში სხვაგვარი ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ.

 

ოჯახის წევრის-შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რითაც დამუქრებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახის წევრების- შვილის, შვილიშვილის და დედის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რითაც დამუქრებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახის წევრის-შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რითაც დამუქრებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 13;00 საათზე ქ.ბათუმში, ბ-------–------------ ეზოში კ--------–--–-----მა მისი ოჯახის წევრის, მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მ------ ჯ-------ს მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ კ--------–--–-----მა ხელი დაარტყა თავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ძალადობას შეესწრო კ--------–--–-----ის მცირეწლოვანი შვილიშვილი ლევან ჭაღალიძე.

 

2019 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 15;00 საათზე ქ.ბათუმში, ბ-------–------------ მის საცხოვრებელ სახლში კ--------–--–-----მა მისი ოჯახის წევრს - შვილს ი-----–- წ--–----ნს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რაც ი-----–- წ--–----ნმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შემდეგაც გაერიდა და წავიდა მარტვილის რაიონში.

 

2019 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე ქ.ბათუმში, ბ-------–------------ მის საცხოვრებელ სახლში კ--------–--–-----მა მისი ოჯახის წევრს - შვილს ი-----–- წ--–----ნს, არასრულწლოვან შვილიშვილს მ------ ჯავახაძეს და დედას ი-----–- თავბერიძეს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, ასევე შეაფურთხა მათ, რაც დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე ქ.ბათუმში, ბ-------–------------ მის საცხოვრებელ სახლში კ--------–--–-----მა მისი ოჯახის წევრს - შვილს ი-----–- წ--–----ნს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რაც ი-----–- წ--–----ნმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წინა სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეუდიცია.

 

ბრალდებულმა კ--------–--–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ უჩვენა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

 

რაც შეეხება სხვა სადავო მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლოში მოწმის სახით წარმოდგენილი იქნა დაზარალებული ი-----–- თავბერიძე, რომელმაც შვილის, ბრალდებულის კ--------–--–-----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლოში მოწმის სახით წარმოდგენილი იქნა დაზარალებული ი-----–- წ--–----ნი, რომელმაც ბრალდებულის, მამის კ--------–--–-----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლოში მოწმის სახით წარმოდგენილი იქნა დაზარალებული მ------ ჯავახაძე, რომელმაც ბრალდებულის, პაპის კ--------–--–-----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

ამრიგად სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)

 

მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე და მტკიცებულელები რომეზედაც მხარეები შეთანხმდნენ როგორც უდაო მტკიცებულებებზე არ წარმოადგენს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ--------–--–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქ/პუნქტი გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული კ--------–--–-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული კ--------–--–-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული კ--------–--–-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული კ--------–--–-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ--------–--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ კ--------–--–-----ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი