განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100119002948798
საქმე №1/114-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
07 აგვისტო, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ა-–---------- კ-------
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზ---- კ--------–--,ბრალდებული: ე---- ქ-------,მამის სახელი: ვ-–---------,დაბადებული: 0--------- წელი,დაბადების ადგილი: ფოთი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული,პირადი ნომერი: 6----------,ნასამართლობა: მქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, მ--–------- დ-----–--- N-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ე---- ქ-------- მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბრალდებულ ე---- ქ-------- სისხლის სამართლის №045300319001 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მასვე ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მასვე ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას.
ე---- ქ-------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 08:55 საათზე, ქ. ფოთი, მ--–------- ს--------- N8----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე---- ქ-------მ ყოფილ მეუღლეს - მ------ დ------ს ორჯერ დაარტყა ხელი მარცხენა მკლავზე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე---- ქ-------- წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 08:55 საათზე, ქ. ფოთი, მ--–------- ს--------- N8----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ე---- ქ------- ყოფილ მეუღლეს - მ------ დ------ს დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, სიცოცხლის მოსპობით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე---- ქ-------- წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 08:55 საათზე, ე---- ქ-------, ყოფილი მეუღლის - მ------ დ------ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ქ. ფოთი, მ--–------- ს--------- N8----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რითაც დაარღვია მისი ბინის ხელშეუხებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე---- ქ-------- წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
ე---- ქ-------- დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უდანაშაულოა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:
2.1. დაზარალებულმა მ------ დ------მ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის, ე---- ქ-------- საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
(იხ. 20.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. მოწმე ლ---- ქ-------- განმარტა, რომ მუშაობს შსს ფ------------–---- სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 30 მარტს შევიდა სამმართველოში შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლის დროს დახვდათ მ------ დ------ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, შესასვლელი კარი ღია იყო, იქვე შესასვლელ კართან ეგდო კარების სახელური. მ------ დ------მ განუმარტა მათ, რომ კარი მისმა ყოფილმა მეუღლემ შეამტვრია და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მარცხენა მხარის არეში ხელი დაარტყა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლების წასვლის შემდეგ, დაზარალებული მ------ დ------ პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შსს ფ------------–---- სამმართველოში, შემდეგ ისევ დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე და შეამჩნიეს იქვე ტყე-პარკის ტერიტორიაზე ე---- ქ-------, რომელიც დააკავეს. ე---- ქ------- პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დაზარალებულის განცხადების საფუძველზე.
(იხ. 17.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. მოწმე ა-–---------- თ-------- განმარტა, რომ მუშაობს შსს ფ------------–---- სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 30 მარტს შევიდა სამმართველოში შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დახვდათ მ------ დ------, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. მ------ დ------მ განუმარტა მათ, რომ კარი ყოფილმა მეუღლემ შეამტვრია და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი დაარტყა მარცხენა მხარის არეში. მ------ დ------მ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ე---- ქ-------- ჰქონდა დანა და ემუქრებოდა მას. სასწრაფო დახმარების თანამშრომლების წასვლის შემდეგ, დაზარალებული მ------ დ------ პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შსს ფ------------–---- სამმართველოში, სადაც ის გამოიკითხა, შემდეგ კი ისევ დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე და შეამჩნიეს იქვე ტყე-პარკის ტერიტორიაზე ე---- ქ-------, რომელიც დააკავეს. ე---- ქ------- პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს დაზარალებულის განცხადების საფუძველზე. ე---- ქ-------- პირადი ჩხრეკის დროს არაფერი არ აღმოჩენილა. როგორც ე---- ქ-------მ დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, თანქონებული დანა ზღვაში გადააგდო, ხოლო კონკრეტული ადგილი არ მიუთითებია. შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს შესასვლელი კარი ღია იყო, იქვე შესასვლელ კართან ეგდო კარების სახელური.
(იხ. 17.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. მოწმე ე-–----- ძ--------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს ფ------------–---- სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 30 მარტს, დაახლოებთ 10:00 საათისთვის შევიდა სამმართველოში შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მ------ დ------ განმარტავდა, რომ ყოფილი მეუღლე ე---- ქ------- დანით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ხელი დაარტყა მარცხენა მხარზე. გამომძიებელმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღო კარების სახელური, რომელიც ძირს ეგდო შესასვლელ კართან, დერეფანში. ე---- ქ-------- დაკავების შემდეგ, მას გააცნო ბრალი და გამოიძახეს ექსპერტები ზუგდიდიდან, რათა მომხდარიყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება. მ------ დ------ მიუთითებდა მკლავზე, რომელიც ტკიოდა, როგორც დაზარალებულმა პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, ყოფილ მეუღლეს ე---- ქ-------- სურს მასთან ერთად ცხოვრება, ის რამდენჯერმე მივიდა დაზარალებულთან შესარიგებლად, რაც კონფლიქტით დასრულდა და ე---- ქ-------- მიმართ შსს ფ------------–---- სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგა შემაკავებელი ორდერი.
(იხ. 17.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. მოწმე ლ--–- დ------- განმარტა, რომ მუშაობს ფ-----ს სასწრაფო დახმარების სამსახურში. 2019 წლის 30 მარტს დილის საათებში გამოძახებაზე იმყოფებოდა მ--–------- დ-----–---ში, სადაც დახვდათ მ------ დ------, რომელმაც სასწრაფო დახმარების ექიმებს განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ ე---- ქ-------მ მარცხენა მხარში დაარტყა ხელი და განიცდიდა ტკივილს. პაციენტი დაათვალიერეს, მას ეტყობოდა სიწითლე მხრის არეში. ექიმმა ასევე განმარტა, რომ პაციენტს აქვს ბრონქული არითმია და იმავე მისამართზე ხშირად აქვთ გამოძახება. მათი მისვლის შემდეგ, რამოდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები.
(იხ. 17.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. ექსპერტმა შ----- თ-------- სასამართლო სხდომაზე დისტანციური დაკითხვის დროს განმარტა, რომ შსს ფ------------–---- სამმართველოს გამომძიებელ ე-–----- ძ---------- მომართვის საფუძველზე, ჩაატარა ექსპერტიზა მოქალაქე მ------ დ------ს სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით. ანამნეზის შეკრების დროს შესამოწმებელმა პირმა განუმარტა, რომ 2019 წლის 30 მარტს, ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილმა მეუღლემ - ე---- ქ-------მ ხელი დაარტყა მარცხენა მხრის არეში. სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჭდევები, რომლებიც ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდნენ დადგენილებაში მითითებულ დროს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N002411219 დასკვნით, მ------ დ------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება პირველი ხარისხის დამწვრობითი უბნის სახით, დაზიანება პირველი ხარისხის დამწვრობითი უბნის სახით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(იხ. 26.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. ქ------- ქ-------მ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მამის - ე---- ქ-------- საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
(იხ. 26.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. ბრალდებულმა ე---- ქ-------მ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.
(იხ. 26.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. მხარეთა პოზიციები:
3.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.
3.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო სრულიად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ ე---- ქ-------- ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის და მისი უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ე---- ქ-------- მიერ მ------ დ------ს მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და თვლის, რომ ეს მტკიცებულებები არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ ე---- ქ-------მ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
4.2. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
4.3. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის ვერსია, კერძოდ: ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში ე---- ქ-------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად მტკიცებულებებად მიუთითა მოწმეების: ე-–----- ძ----------, ა-–---------- თ-------ს, ლ---- ქ-------- და ექსპერტის შ----- თ-------ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ------ დ------ს მიმართ, რომლის თანახმად, პირადი შემოწმებისას მ------ დ------მ ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყოფილმა მეუღლემ ე---- ქ-------მ ორჯერ დაარტყა ხელი მარცხენა მკლავზე.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად ე---- ქ-------- მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს დაზარალებულის და მოწმის მიერ გაცხადებული გარემოებების ნამდვილობა.
საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევის დროს და ადგილზე სავარაუდო კონფლიქტის მონაწილენი იყვნენ ბრალდებული ე---- ქ------- და დაზარალებული მ------ დ------. ბრალდებულმა ე---- ქ-------მ უარყო დანაშაული, ხოლო მ------ დ------ს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია.
ამდენად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა შემთხვევის თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომელიც დაადასტურებდა შერაცხულ ბრალდებას.
4.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასწორია ბრალდების მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოდგენილია პირდაპირი მტკიცებულებები, როგორიცაა გამომძიებელ ე-–----- ძ----------, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ა-–---------- თ-------ს და ლ---- ქ-------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რომლებმაც მ------ დ------საგან შეიტყვეს, რომ დაზიანება ყოფილმა მეუღლემ - ე---- ქ-------მ მიაყენა. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველ წყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.
მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა.
4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე---- ქ------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 160-ე მუხლის პირველით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.
4.7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
5.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
5.2. ოჯახური დანაშაულის დროს სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N°527აპ-17 გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად, მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც/იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაN561აპ-15 საქმეზე/.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს(Ireland v. The United Kingdom, § 161).
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ე---- ქ-------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,160-ე მუხლის პირველით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რის გამოც ე---- ქ------- ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ე---- ქ------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,160-ე მუხლის პირველით წარდგენილ ბრალდებებში.
2. ე---- ქ-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 2000 ლარის ოდენობით გაუქმდეს.
3. გამართლებულ ე---- ქ-------- განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. საქმეზე დართული ნივთმტკიცება - მ------ დ------ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული კარის სახელური, რომელიც ინახება შსს ფ------------–---- სამმართველოში, დაუბრუნდეს მ------ დ------ს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე