განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
820100119002968260
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151 , 151 , 126 2 გ , 126 2 ბ , 126 2 ა
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119002968260

№1-98/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27.06.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - ნაირა ა--–--ე

 

პროკურორი - რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებული - ს----- ა--–--ე

ადვოკატი - თ---------- მ-----

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173170319003 საქმე

 

ბრალდებულ ს----- ა--–--ის მიმართ

მამის სახლი: ხ-----

დაბადებული: 29.02.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, კ--------

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ტექნიკური

ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კ-----–----, 1-ლი ქუჩა, სახლი N3.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი ბრალდების დადგენილების თანახმად:

 

1. 2018 წლის დეკემბრის თვიდან 2019 წლის 17 მარტამდე ჩათვლით პერიოდში, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლქტის დროს, ს----- ა--–--ე არასრულწლოვანი შვილის ი----- ა--–--ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრებს მეუღლეს მ-----–- შ------ეს და თავად არასრულწლოვან შვილ ი----- ა--–--ეს, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ს----- ა--–--ის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის ი----- ა--–--ის თანდასწრებით, ისეთი სახის სისტემატურად შეურაცხყოფასა და დამცირებას თავის ოჯახის წევრების- მეუღლემ-----–- შ------ის და თავად არასრულწლოვანი შვილის ი----- ა--–--ის მიმართ, რაც გამოიწვევდა დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ ტანჯვას არ განხორციელებულა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

2. წინასასამართლო და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული დაზარალებულის მ-----–- შ------ის და ი----- ა--–--ის გამოკითხვის ოქმებით ს----- ა--–--ის ქმედება მათ ურღვევდა მყუდროებას და განიცდიდნენ შიშს.

 

4.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც ბრალად წარედგინა ს----- ა--–--ეს დანაშაულია მაშინ, როდესაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ადგილი აქვს სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც უნდა გამოიწვიოს ტანჯვა, რაც უნდა დადასტურდეს უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

5. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის მ-----–- შ------ის და ი----- ა--–--ის გამოკითხვის ოქმები, სადაც დაზარალებულები განმარტავენ, რომ მათ ერღვეოდათ მყუდროება, აღნიშნული კი არ არის საკმარისი რათა სასამართლო დარწმუნდეს, რომ მ-----–- შ------ე და ი----- ა--–--ე განიცდიდნენ ისეთი სახის სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მათ ტანჯვას. ხოლო ბრალდებულ ს----- ა--–--ის მიერ ამ ნაწილში ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარებას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

6. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომ ს----- ა--–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რომ იგი 2018 წლის დეკემბრის თვიდან 2019 წლის 17 მარტამდე დროის პერიოდში, ოჯახის წევრების მეუღლის მ-----–- შ------ის და არასრულწლოვანი შვილის ი----- ა--–--ის მიმართ ახორციელებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელთა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

7.ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

8. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

9. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- ა--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდი არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც იგი ბრალდების ამ ეპიზოდში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

12. ს----- ა--–--ე 2018 წლის დეკემბრის თვეში, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცეცხლის წაკიდებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს მ-----–- შ------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

13.ს----- ა--–--ე 2019 წლის 17 მარტს, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში,დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს მ-----–- შ------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპზოდი)

 

14. დაზარალებულმა მ-----–- შ------ემ განაცხადა, რომ მეუღლე ს----- ა--–--ე, 2018 წლის დეკემბრის თვეში ცეცხლის წაკიდებით, ხოლო 2019 წლის 17 მარტს დანით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

15. ბრალდებულმა ს----- ა--–--ემ ასევე დაადასტურა მეუღლის - მ-----–- შ------ის მიმართ დანის გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.

 

16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 26 მარტის ექსპერტიზის №ი./75 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

17. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ს----- ა--–--ემ განახორციელა ოჯახის წევრის, მეუღლე მ-----–- შ------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში /ორი ეპიზოდი/.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

18. ს----- ა--–--ე 2018 წლის დეკემბრის თვეში, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცეცხლის წაკიდებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, არასრულწლოვან შვილს ი----- ა--–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

19.ს----- ა--–--ე 2019 წლის 17 მარტს , ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, არასრულწლოვან შვილს ი----- ა--–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

არასრულწლოვანი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში/ორი ეპიზოდი/

 

20 არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ი----- ა--–--ემ განაცხადა, რომ მამა ს----- ა--–--ე, 2018 წლის დეკემბრის თვეში ცეცხლის წაკიდებით, ხოლო 2019 წლის 17 მარტს დანით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

21. ბრალდებულმა ს----- ა--–--ემ ასევე დაადასტურა არასრულწლოვანი შვილის- ი----- ა--–--ის მიმართ დანის გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.

 

22. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 26 მარტის ექსპერტიზის №ი./75 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

23. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ს----- ა--–--ემ განახორციელა ოჯახის წევრის, არასრულწლოვანი შვილის ი----- ა--–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში /ორი ეპიზოდი/.

 

სასამართლომ დაადგინა

 

24. 2019 წლის 17 მარტს დაახლოებით 20:00 საათზე, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს----- ა--–--ემ არასრულწლოვანი შვილის ი----- ა--–--ის თანდასწრებით, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კომფლიქტისას, მეუღლეს მ-----–- შ------ეს თმების ქაჩვით, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ი----- ა--–--ე ჩადგა მათშორის და შეეცადა მამას ს----- ა--–--ეს შეეწყვიტა მეუღლის მიმართ ძალადობა, რის შემდეგაც ს----- ა--–--ემ მთელი აგრესია გადაიტანა შვილის მიმართ, ი----- ა--–--ეს ჩაავლო თმებში ხელი და მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მ-----–- შ------ისა და ი----- ა--–--ისათვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ.

 

25. ს----- ა--–--ემ აღიარა დანაშაულის ჩადენა.

 

26.დაზარალებულმა მ-----–- შ------ემ და ი----- ა--–--ემ განაცხადეს, რომ ს----- ა--–--ემ მათ მიაყენათ ფიზიკური ტკივილი.

 

27. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 აპრილის №002710619 დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, ი----- ა--–--ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

28.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 აპრილის №002715319 დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, მ-----–- შ------ეს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გაეწია სამედიცინო დახმარება, მას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა და ნაკაწრი თვალბუდის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

29.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას

 

30. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ს----- ა--–--ემ მეუღლის - მ-----–- შ------ის და არასრულწლოვანი შვილის ი----- ა--–--ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

31. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- ა--–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

32. ს----- ა--–--ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

33. ს----- ა--–--ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ასევე დაზარალებულებთან შერიგება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

34. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- ა--–--ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულებს და ბრალდებულს აპატიეს დანაშაულის ჩადენა, აღნიშნულის გათვალისწინებით სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბრალდებული ს----- ა--–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების ნაწილში) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

2. ბრალდებული ს----- ა--–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები, ხოლო დამატებითი სასჯელი შეჯამდეს და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ს----- ა--–--ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება

 

3.გაუქმდეს მსჯავრდებულ ს----- ა--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებული ს----- ა--–--ე დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. ს----- ა--–--ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 მარტიდან 2019 წლის 27 ივნისის ჩათვლით.

 

5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დანა, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს დაზარალებულის ოჯახს.

 

6.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი