განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 010100119003019639
საქმეN1-439/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 იანვარი 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: რა-----–---ძე
დაცვის მხარე
1.ბრალდებული: ლე----–------ძე
მამის სახელი: მა-–----ი
დაბადებული: 1--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: ხელვაჩაური, სოფელი შა---------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
2.ბრალდებული: რა-----------–-ძე
მამის სახელი: თ-----ი
დაბადებული: 1--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ.ბათუმი, მა----–------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
ბრალდებულების ადვოკატები - ზა--------ძე, რა---------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------
1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლე----–------ძეს ბრალად ედება ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით
1.2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რა-----------–-ძეს ბრალად ედება ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით
1.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ლე----–------ძის მიმართ:
2019 წლის 02 მარტს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, ლე----–------ძე და რა-----------–-ძე, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ხულიგნობის ჩასადენად, ორი ავტომანქანით მივიდნენ ქალაქ ბათუმში, დ. აღ--–-----–-ს ქუჩა N----ში მდებარე ღამის კლუბ ,,-------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გი-----–--ეს გაჩერებული ჰყავდა მისი კუთვნილი ,,მე------------–ის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით C-------- და იმავე ავტომანქანაში ესაუბრებოდა მის მეგობარს ოლ------------ძეს, რა დროსაც ლე----–------ძემ და რა-----------–-ძემ, სხვა პირებთან ერთად, თავიანთი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად და თავიანთი ყოვლისშემძლეობის დასამტკიცებლად, თავს დაესხნენ გი-----–--ეს და ოლ------------ძეს, რაც გამოიხატა მათ მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უცენზურო ლანძღვა გინებაში, აღნიშნული ქმედებების შედეგად, ლე----–------ძე, რა------------–-ძე და მათი თანხმლები პირები დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, ძალადობით, გამოხატავდნენ საზოგადოების აშკარა უპატივცემულობას, რითაც მყუდროება დაერღვა იქ მყოფ საზოგადოებას, შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა, შემთხვევის ადგილზე შეგროვდნენ მოქალაქეები.
1.3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ლე----–------ძის მიმართ:
2019 წლის 02 მარტს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, რა-----------–-ძე და ლე----–------ძე, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ხულიგნობის ჩასადენად, ორი ავტომანქანით მივიდნენ ქალაქ ბათუმში, დ. აღ--–-----–-ს ქუჩა N----ში მდებარე ღამის კლუბ ,,-------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გი-----–--ეს გაჩერებული ჰყავდა მისი კუთვნილი ,,მე------------–ის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით C-------- და იმავე ავტომანქანაში ესაუბრებოდა მის მეგობარს ოლ------------ძეს, რა დროსაც რა-----------–-ძემ და ლე----–------ძემ სხვა პირებთან ერთად, თავიანთი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად და თავიანთი ყოვლისშემძლეობის დასამტკიცებლად, თავს დაესხნენ გი-----–--ეს და ოლ------------ძეს, რაც გამოიხატა მათ მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უცენზურო ლანძღვა გინებაში, აღნიშნული ქმედებების შედეგად რა------------–-ძე, ლე----–------ძე და მათი თანხმლები პირები დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, ძალადობით, გამოხატავდნენ საზოგადოების აშკარა უპატივცემულობას, რიტაც მყუდროება დაერღვა იქ მყოფ საზოგადოებას, შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა, შემთხვევის ადგილზე შეგროვდნენ მოქალაქეები.
1.3. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული რა-----------–-ძე და ლე----–------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, რა-----------–-ძემ და ლე----–------ძემ ჩაიდინეს ხულიგნობა კერძოდ:
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
წერილობითი მტკიცებულებებით:
2.1. საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2019 წლის 02 მარტს ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მიყვანილი არიან გი-----–--ე და ოლ------------ძე, რომლებსაც უცნობმა პიროვნებებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დაუზიანეს მათ მფლობელობაში არსებული ავტომანქანა. (იხ. ს.ფ. 6);
2.2. 2019 წლის 03 მარტის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს ეზოში განთავსებული ,,----------ის“ მარკის ავტომანქანა, ვერცხლის ფერის, სახელმწიფო ნომრით C--------, დათვალიერებით დაფიქსირდა უკანა მარჯვენა ბუფერზე არსებული დაზიანება, ავტომანქანის მარცხენა წინა და უკანა კარის დაზიანება.
2.4 პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 23 მარტს მოწმე გი-----–--ის მიერ, მასზე წარდგენილი ოთხი მამაკაციდან ამოიცნო, მარჯვნიდან N2, რა-----------–-ძე, რომელიც ნახა 2019 წლის 02 მარტს, ქ. ბათუმში, აღ--–-----–-ს ქუჩაზე, სადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამოსაცნობი პირი გი-----–--ემ ამოიცნო: სახის მოყვანილობით, შეჭაღარავებული ფერის თმით, ს-–----–-- ზომის თვალებით, სქელი წარბებით, ცხვირით. (იხ.ს/ფ 273-284)
2.5 პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 23 მარტს მოწმე გი-----–--ის მიერ, მასზე წარდგენილი ოთხი მამაკაციდან ამოიცნო, მარჯვნიდან N2, ლე----–------ძე, რომელიც ნახა 2019 წლის 02 მარტს, ქ. ბათუმში, აღ--–-----–-ს ქუჩაზე, სადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამოსაცნობი პირი გი-----–--ემ ამოიცნო: სახით, თმით, თვალებით, წარბებით, ცხვირით და სახის საერთო იერსახით (იხ.ს/ფ 292-293)
2.6 2019 წლის 27 მარტის ნივთიერი მტკიცებულების, გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობა არის 00:30 წუთი, კომპიუტერის მონიტორის კუთხეში გამოსახულია წარწერა 03/02/2019 18:00:00.
ეკრანზე ფიქსირდება ქ. ბათუმი, დავით აღ--–-----–-ს ქუჩა, სადაც გადაადგილდებიან მოქალაქეები და ავტომანქანები, 18:08:43 საათზე კადრში ფიქსირდება მოძრავი ,,ტ-------ა-პ------ის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც მოძრაობს აღ--–-----–-ს ქუჩაზე, ჩერდება იქვე მშენებარე ობიექტის შემოსაზღვრულთან, 18:09:40 საათზე აღნიშნული ავტომანქანა უკუსვლით იწყებს მოძრაობას და 18:09:53 საათზე ჩერდება გზის სავალ ნაწილზე მარცხენა მხარეს მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, 18:13:30 საათზე ავტომანქანიდან გადმოდის სავარაუდოდ ავტომანქანის მძღოლი და იგი ისევ ჯდება ავტომანქანაში,18:17:10-ზე იღება ავტომანქანის კარი, გადმოდის ზემო აღნიშნული პიროვნება, რომელიც სავარაუდოდ საუბრობს მობილურ ტელეფონზე, გზის მხარეს სწრაფად ჩერდება მწვანე ფერის მიკრო ავტობუსი ,,---------- ბ--–ის“ მარკის, მის უკან ჩერდება ,,კ------------–ის“ მარკის ავტომანქანა, მერსედესის მარკის ავტომანქანაში ჯდება აღნიშნული პიროვნება, რის შემდეგაც ორივე ავტომანქანა აგრძელებს მოძრაობას ე.წ. ხოფის ბაზრობის მიმართულებით. მიკროავტობუსი ჩერდება კლუბ ,,-------ის“ მიმდებარედ, ხოლო მინივენი მის წინ, 18:17:43 საათზე იღება მიკრო ავტობუსის კარები საიდანაც ჩამოდიან დაახლოებით 20 მდე ახალგაზრდა მამაკაცი, ორი მათგანი სწრაფი სვლით შედის კლუბში, ხოლო დანარჩენები გამორბიან კლუბის წინ გაჩერებული ავტომანქანასთან, რამდენიმე პირი მიდის მერსედეს ბ--–ის მძღოლთან, მძღოლი გადმოდის ავტომანქანიდან სადაც კადრში ჩანს, რომ ,,მე------------–ის“ მძღოლს შეურაცხყოფას აყენებს სამარშუტო მიკრო ავტობუსიდან გადმოსული რამდენიმე პირი, ჩხუბი გრძელდება კლუბ რე----ის მიმდებარე სკვერში, ამავდროულად ერთ-ერთი პიროვნება მიდის მერსედესის მარკის ავტომანქანასთან და ღია კარებიდან ფეხებს ურტყამს ავტომანქანის სალონის მიმართულებით, მეორე მხრიდან მიდიან რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი და აღებენ იმავე ავტომანქანის მარჯვენა წინა კარს, საიდანაც გადმოჰყავთ მამაკაცი და ფიზიკურად უსწორდებიან, 18:17:50 საათზე ზემოთ აღნიშნული ,,ტ-------ას“ ფირმის ავტომანქანა ჩერდება ,,---------- ბ--–ის“ ავტომანქანის უკანა მხრიდან, სადაც მიმდინარეობს ხელჩართული ჩხუბი, კადრში ჩანს, რომ ჩხუბის ადგილას შეგროვილია ხალხი და შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა, 18:18:20 საათზე ავტომანქანა ,,ტ-------ა პ------ი“ იწყებს მოძრაობას, ჩერდება იქვე არსებული მიკრო ავტობუსის გვერდით და ეფარება კამერის ხედვის არეს. 18:19:40 საათზე კადრში ფიქსირდება აღ--–-----–-ს ქუჩაზე მოსიარულე მამაკაცთა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი იჯდა ,,ტ-------ა პ------ის“ მარკის ავტომანქანაში, აღნიშული მამაკაცი გადადის გზის მარცხენა მხარეს, სადაც მივიდა და გაჩერდა ზემოთ აღნიშნული ,,ტ-------ას“ მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის მამაკაცი და ავტომანქანაში ჯდება ზემოთ მითითებული პიროვნება, იხურება კარები და ,,ტ-------ა პ------ის“ მარკის ავტომანქანა სწრაფი სვლით ეფარება კამერის თვალთახედვის არეს;
ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები დათვალიერებული იქნა ასევე სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით (იხ სხდომის ოქმი);
2.7 საექსპერტო კლიმინალისტიკური სამსახურის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის N2---- თანახმად დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის M------------ CLS 500 სახ.N C-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, შეადგენს - 600 (ექვსასი) ლარს. (ის.ს/ფ 321-322)
2.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 26/03/2019წ, N0-------- დასკვნით დადგენილია, ოლ------------ძემ 02.03.2019წ. მიმართა შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს და დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა იდაყვის ღრძობა, თავის ზედაპირული ტრამვა, სამედიცინო საბუთების ჩანაწერებით აღენიშნებოდა თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოს ექსკორიაციები. არსებული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედებების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. (იხ. ს/ფ 325-328);
2.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 26/03/2019 წ, N0-------- დასკვნით დადგენილია, გი-----–--ემ 02.03.2019წ. მიმართა შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს და დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის ღრძობა, თავის ზედაპირული ტრამვა, სამედიცინო საბუთების ჩანაწერებით აღენიშნებოდა თავის მიდამოს მრავლობითი ექსკორიაციები. არსებული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედებების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. (იხ. ს/ფ 329-332);
2.10 2019 წლის 29 მარტის ნივთიერი მტკიცებულების, გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ვიდეოფაილის ჩართვის შემდგომ კომპიუტერის ეკრანზე ფიქსირდება წარწერა 2019-03-02 18:00:00, ეკრანზე ფიქსირდება ქ. ბათუმი, დ. აღმშენებლის ქუჩა სადაც გადაადგილდებიან მოქალაქეები, გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს გაჩერებულია ავტომანქანები, ასევე მოძრაობენ და გადაადგილდებიან ავტომანქანები, გი-----–--ის კუთვნილი ავტომანქანა ,,---------- ბ--–ი“ კადრში ფიქსირდება 18:00:00 საათზე, რომელიც გაჩერებულია მარცხენა მხარეს ქუჩის გასწვრივ. 18:06:56 საათზე კადრში ფიქსირდება მწვანე ფერის ,,---------- ბ--–ის“ მიკროავტობუსი, რომელსაც უკან მიყვება ,,კ------------–ის“ მარკის მინივენი, რომლებიც ჩაუვლიან ზემოხსენებულ გაჩერებულ ,,---------- ბ--–ის“ ავტომანქანას და ეფარებიან კამერის ხედვის არეს. 18:07:04 საათზე კადრში ფიქსირდება, რამდენიმე მამაკაცი, მიკროავტობუსიდან გადმოდის ავტომანქანის მძღოლი და მას შეურაცხყოფას აყენებენ სამარშუტო მიკროავტობუსიდან გადმოსული რამდენიმე მამაკაცი, ამავდროულად ერთ-ერთი მამაკაცი მიდის მიკროავტობუსთან და მძღოლის მხარეს სალონის მიმართულებით ურტყამს ფეხებს, მეორე მხრიდან რამდენიმე მამაკაცს, იმავე ავტომანქანის წინა კარებიდან გადმოჰყავთ მამაკაცი და ფიზიკურად უსწორდებიან, 18:08:27 სთ-ზე ის რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდენ ,,---------- ბ--–ის“ ავტომანქანაში მსხდომ ორ პიროვნებას, ბრუნდებიან და ეფარებიან სათვალთვალო კამერის არეალს, 18:11:30 სთ-ზე კადრში ფიქსირდება მოქალაქეები, 18:12:15 სთ-ზე კადრში ფიქსირდება ავტომანქანაში სხდება მამაკაცი, რომელთანაც მიდიან მოქალაქეები, 18:13:16სთ-ზე ,,---------- ბ--–ის’’ მარკის ავტომანქანა იწყებს მოძრაობას და ეფარება სათვალთვალო კამერის არეალს.
მეორე ვიდეოფაილის გახსნის შემდეგ კომპიუტერის მონიტორზე ჩნდება წარწერა 2019-03-02, 18:00:00, ეკრანზე ფიქსირდება ქ. ბათუმი, დავით აღ--–-----–-ს ქუჩა, სადაც გადაადგილდებიან მოქალაქეები და ავტომანქანები, ,,---------- ბ--–ის“ მიკროავტობუსი და ,,კ------------–ის“ მარკის მინივენი კადრში ფიქსირდება 18:06:59 საათზე, ჩერდება მწვანე ფერის ,,---------- ბ--–ის’’ მარკის ავტომობილი, საიდანაც სწრაფად ჩამოდიან მამაკაცები, რომლებიც გარბიან ავტომანქანის უკანა მხარეს და ეფარებიან კამერას. ,,კ------------–ის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომობილი ჩერდება მწვანე ფერის ,,მე------------–ის“ მიკროავტობუსის წინ, ,,კ------------–ის“ ავტომანქანაზე მძღოლის მხარეს იწევა მინა, მძღოლი ხელით გარედან ხსნის კარებს, გადმოდის ავტომანქანიდან და გარბის უკანა მხარეს, რომელიც ეფარება სათვალთვალო კამერის ხედვის არეს. 18:08:00 საათზე კადრში ფიქსირდება მამაკაცი, რომელიც ჯდება გაჩერებული მიკროავტობუსის საჭესთან, ხოლო მეორე მხრიდან ჩანს პიროვნებების სილუეტები, რომლებიც სწრაფად სხდებიან ავტომანქანაში, 18:08:38 სთ-ზე მამაკაცი ჯდება მინივენში, რის შემდეგაც ავტომობილი იწყებს მოძრაობას დავით აღ--–-----–-ს ქუჩით, უკან მიჰყვება ,,კ------------–ის“ მარკის მინივენი, 18:08:49 საათზე ეფარებიან სათვალთვალო კამერის ხედვის არეს. (იხ. ს/ფ 333-334)
2.11 2019 წლის 18 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების, გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ღამის კლუბ ,,-------ის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი. ვიდეოფაილ HCVR_ch_main_20------------_211903 3/11/2019 გახსნისას კომპიუტერის მონიტორზე ჩნდება წარწერა 02/03/2019 18:30:00, ეკრანზე ფიქსირდება ღამის კლუბ ,,-------ის“ დარბაზი, სადაც განლაგებულია მაგიდები და სავარძლები, ასევე დ. აღ--–-----–-ს ქუჩიდან დარბაზში შესასვლელი კარები, 18:40:56 სთ-ზე კადრში ფიქსირდება მამაკაცი, რომელიც შემოდის დარბაზში დ. აღ--–-----–-ს ქუჩიდან. ასევე დარბაზში შემოდის ორი მამაკაცი, რომლებიც სხდებიან მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებთან, აღნიშნულ სამ მამაკაცს შორის არის შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც 18:41:15 საათზე ორი მამაკცი გადიან იმავე კარებიდან.
ვიდეოფაილ HCVR_ch3_main_20------------_211903 3/11/2019 გახსნისას კომპიუტერის მონიტორზე ჩნდება წარწერა 02/03/2019 18:30:00, ეკრანზე ფიქსირდება ღამის კლუბ ,,რემიქისი“ დარბაზი, აღნიშნული ვიდეოფაილი არის იდენტური პირველი ფაილისა. (იხ. ს/ფ 452-453) ;
ჩანაწერები დათვალიერებული იქნა ასევე სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით; (იხ ოქმი)
2.12 ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ლე----–------ძე დაკავებული იქნა 2019 წლის 23 აპრილს, დაკავების ზუსტი დრო: 20:12სთ; დაკავების ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შა---------ი, დაკავება მოხდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე; (იხ ოქმი ს.ფ. 458-465)
2.13 ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ რა------------------------–-ძე დაკავებული იქნა 2019 წლის 23 აპრილს, დაკავების ზუსტი დრო: 19:47სთ; დაკავების ადგილი: ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაკავება მოხდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იძულებისა და მუქარის გარეშე.; (იხ ოქმი ს.ფ. 471-478)
საქმის განხილვისას მოწმეთა გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.14. აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა უჩ-------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა; განმარტა, მის მიერ მოხდა რა-----------–-ძის დაკავება, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მას ესწრებოდა ადვოკატი, ბრალდებულის შენიშვნა სრულადაა ასახული ოქმში; საგამოძიებო მოქმედება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა; საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ბრალდებულის საპროცესო უფლება არ დარღვეულა, მისი დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში; (იხ სხდომის ოქმი 02.10.2019წ 12:44:23სთ-12:56:24სთ);
2.15. მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა: გა------–-------–----------------------------------------------–--------------------------–--–--------------------ემ სასამართლოს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, დაადასტურეს მათი კანონიერება და ავთენტურობა; (იხ სხდომის ოქმი 23.0--2019წ, 13:38:06სთ-13:39:04სთ; სხდომის ოქმი 22.10.2019წ, 14:51:15სთ-14:55:46სთ; სხდომის ოქმი 29.10.2019წ, 14:29:40სთ-14:36:52სთ)
2.1-- მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა: რუ--–--------------------------------–----------------------------–---------------------–-----–---------------–------–----ემ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია სასამართლოს მათ იერ ჩატარებულ მოქმედებებზე და საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას გარკვეულ პირებზე ინფორმაციის მიწოდების თაობაზე (იხ სხდომის ოქმი: 22.10.2019წ 14:51:15სთ-14:55: 46სთ; 15:04:43სთ-15:07: 53სთ, ოქმი 29.10.2019წ, 14:21:19სთ-14:27:28სთ; 15:15:15სთ-15:17: 47სთ; ოქმი 0--11.2019წ)
2.17. ბრალდებულებმა ლე----–------ძემ და რა-----------–-ძემ თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ ცნეს; რა-----------–-ძის განმარტებით ის იმ დროს არ იმყოფებოდა ხსენებულ ტერიტორიაზე და ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია; იმყოფებოდა ბათუმის სასამართლოში; ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული; იმ დღეს 2019 წლის 02 მარტს ჩატარდა სხდომა, სასამართლომ გაამართლა და შეწყვიტა მის მიმართ ადმინისტრაციული საქმე; სხდომის დასრულების შემდეგ წავიდა სახლში; (იხ სხდომის ოქმი 08.01.2020წ);
2.18. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ ცნო მოწმეების რო-–------------------------------------–---------------------ძის ჩვენებები; (იხ ოქმი 19.11.2019წ; 0--12.2019წ) ;
2.19. სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა დაზარალებულის, გი-----–--ის გამოკითხვის ოქმი, რომლის შინაარსის თანახმად ის 2019 წლის 02 მარტს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 19:00 საათისთვის მის მეგობარ ოლ------------ძესთან ერთად, კუთვნილი ,,----------ის“ მარკის ავტომანქანით (სახ.N C--------) წავიდა დავით აღ--–-----–-ს ქუჩაზე ბენზინის ჩასასხმელად, რადგან არ ქონდა თანხა, მის მეგობარ რო-–------------ძეს სთხოვა ესესხებინა 30 ლარი. შემდეგ ის და ოლ------------ძე გავიდნენ დავით აღ--–-----–-ს ქუჩაზე, „გ--–--ის“ ბენზინგასამართ სადგურზე სადაც ელოდებოდა რო-–------------ძის მისვლას, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, მის ავტომობილის წინ გაჩერდა თეთრი ფერის მერსედესის მარკის რაფის სტილის ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და მას და მის მეგობარ ოლ------------ძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 3-4 წუთი, ამ დროის განმავლობაში ის განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. აღნიშნულის შემდეგ პიროვნებები, რომლებმაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ, ხოლო ის და ოლ------------ძე პირველადი დახმარებისთვის წავიდნენ ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
გამოკითხვისას გი-----–--ე განმარტავს, რომ პიროვნებები, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ არ იცნობს და მათი ამოცნობა არ შეუძლია, არ ახსოვს არც მათი ჩაცმულობა, ისინი იყვნენ თეთრი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილით. მიზეზი თუ რისთვის სცემეს ის მისთვის უცნობია, დაზიანებულია მისი ავტომობილის მარცხენა ორივე კარი, რომელიც სავარაუდოდ აღნიშნულმა პიროვნებებმა დააზიანეს. (იხ სხდომის ოქმი 08.01.2020წ; 15:08:59სთ ;იხ. ს/ფ 7-9);
2.20. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ოლ------------ძემ განაცხადა, რომ ბრალდებულებთან ლე----–------ძესთან და რა-----------–-ძესთან არანაირი ურთიერთობა არა აქვს და პირველად ხედავს, გი-----–--ე - დაზარალებულო - მისი მეგობარია; ორი წ ელია იცნობს;
2019 წლის 02 მარტს იმყოფებოდა ქობულეთში სახლში; გი-----–--ემ დაურეკა სტუმრად უნდა ჩასულიყო მასთან ; ბათუმში წერეთლის ქუჩაზე დახვდა მერსედესის მარკის ავტომანქანით; მანქანით გაიარეს აღ--–-----–-ს ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს ექვსის ნახევარი იქნებოდა, ბენზინგასამართ სადგურთან „გ--–--თან“ ახლოს გაჩერდნენ; ელოდებოდნენ გიას ახლობელს; იქ მაღაზიებია და ხალხი მოძრაობდა, ქუჩაშიც იყვნენ; ვიღაც უცხო პირები იდგნენ იქვე ქუჩაში და კამათობდნენ, გიასთან მოვიდა რამდენიმე პირი, წავიდა შელაპარაკება და ჩხუბი; ბრალდებულებს პირველად ხედავს, ვინც ცემა ის პირები ბრალდებულები არ არიან; თუმცა მათი ამოცნობა შეუძლია; რომ წარუდგინონ იცნობს მათ;
სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნებულ ჩვენებას, სადაც მისი გამოკითხვის ოქმში აღნიშნულია, რომ გი-----–--ე და თავად ცემეს, ცემდნენ ხელებით და ფეხებით, არ იცნობს იმ პირებს ვინც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, - ეთანხმება , რომ მან ეს პირები პირველად ნახა და არ იცნობს, თუმცა გამომძიებელს განუმარტა, რომ მათი ამოცნობა შეუძლია, თუ წარუდგენდა ამ პირებს; ასევე ეთანხმება, რომ რა იყო ჩხუბის მიზეზი მისთვის მართლა უცნობი იყო; ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 3-4 წუთი; საავადმყოფოში რომ მოხდა ინციდენტი, გაიგო, თუმცა არც იმ პირებს იცნობს და არ იცის მათზე რაიმე; ჩხუბი დაწყებამდე ისხდნენ მანქანაში, გვერდზე კამათი მიდიოდა, გადავიდნენ მანქანიდან, გიას დაარტყეს ხელი და შემდეგ მასაც დაარტყეს; ორივე მხრიდან იყო ჩხუბი, ხალხი შეიკრიბა, ზოგი აშველებდა, ზოგი ცემდა და ორივე მხრიდან იყო ჩხუბი; დაახლოებით სამი ოთხი იყო რომ ცემდა; გი-----–--ეს რამდენი ცემდა არ იცის;
ავტომანქანა რა სახით იყო დაზიანებული, არ იცის; არ იცის რატომ ცემეს, ადასტურებს, რომ გამომძიებელს უთხრა, რომ იცნობდა, თუმცა არა სახელით და გვარით და თუ აჩვენებდა ამოიცნობდა;
საავადმყოფოში ტავად წავიდნენ გი-----–--ის ავტომანქანით; იქ მშობლებმა მოაკითხეს; ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღო, რაიმე საგანი ჩხუბის დროს არც დაუნახავს და არც გამოყენებულა; (იხ სხდომის ოქმი 29.10.2019წ, 14:42:44სთ-15: 15:43სთ);
2.21. რა----------------ის მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდების მხარემ შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ გამოაქვეყნა მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი;
გამოკითხვის ოქმის თანახმად საკუთრებაში ყავს მაზდას მარკის თეთი ფერის ავტომანქანა, რომლითაც სარგებლობს თავად; 2019 წლის 02 მარტს, 18.20 საათზე მოძრაობდა ბათუმში აღ--–-----–-ს ქუჩაზე ტ----ის ქუჩის მიმართულებით, ხოფის ბაზრობასთან მოძრაობა იყო შეჩერებული, ქუჩის მარჯვენა მხარეს გაჩერებული იყო მომწვანო ფერის მიკრო ავტობუსი, დაინახა რომ ხალხი იყო შეკრებილი და ჩხუბობდნენ, ნაწილი ხალხის შეკრებილი იყო, ნაწილი მოძრაობდა ამ მიმართულებით; ამ დროს უკვე გზა გაიხსნა და გააგრძელა მოძრაობა, ავტომანქანიდან არ ჩამოსულა და არ დაუნახავს ვინმე, არცერთი მათგანი არ ამოუცვნია, დაახლოებით 10 -15 პირი იქნებოდა ჩხუბში ჩართული, ამ ადგილს გასცდა და ავტომანქანა გააჩერა, თუმცა არ ჩამოსულა და მათთან არ მისულა; გრძელდებოდა დაახლოებით სამი წუთი; მოძრაობა შეფერხდა და ხალში შეიკრიბა; არცერთი მათგანის ამოცნობა არ შეუძლია,სხდომაზე მოწმე რა----------------ე დაეთანხმა გამოკითხვის ოქმს; აზუსტებს, რომ ,თუ რაში გამოიხატებოდა კამათი, ვინ აშველებდა, ვინ ვის ცემდა და ვინ ჩხუბობდა არ შეეძლო გარჩევა; დაახლოებით ნახევარი წუთი შეჩერდა მოძრაობა და გაგრძელდა და თავადაც გააგრძელა გზა; გაჩერდა, იმ ადგილზე მისვლიდან წასვლამდე ალბათ სულ 2-3 წუთი იქნებოდა, როცა წავიდა იმ ადგილიდან, ჩხუბი დასრულებული იყო უკვე; ალბათ 30 კაცამდე შეიკრიბა, გამვლელები იყვნენ ძირითადად ალბათ, იქ ბაზრობაა და ხალხი ისედაც მრავლადაა; გაჩერებული მიკროავტობუსი მომწვანო ფერის ახსოვს ზუსტად არ იცის, იქ სხვა მანქანებიც იყვნენ გაჩერებულები;
ხალხმრავლობა იყო და საუბარსაც ვერ ისმენდა გარკვევით, ისეთი რომ ყოფილიყო რაიმე დაუკავშირდებოდა კიდეც პოლიციას და რადგან კამათი მიმდინარეობდა, არ ჩაუთვლია საჭიროდ, სხვა ვითარება რომ ყოფილიყო, დაუკავშირდებოდა პოლიციის განყოფილებას; საცობის გამოც სხვა დროს შეჩერებულა ამ ტერიტორიაზე; თუმცა იმ დროს ხალხმრავლობა და კამათი იყო და ამან მიიქცია ყურადღება; მიკროავტობუსის ფერი ზუსტად არ შეუძლია დაადასტუროს, შავი არ იყო ახსოვს ძალიან კარგად; (იხ სხდომის ოქმი 23.0--2019წ 12:54:41სთ- 13:09:03სთ)
2.22. მა-----–--------ის მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდების მხარემ შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ გამოაქვეყნა მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი;
მოწმე მა-----–--------ი გამოკითხვის ოქმში მისი კარნახით აღწერილ გარემოებებს ეთანხმება და ადასტურებს; განაცხადა, რომ კლუბ „რე----ში“ მუშაობს მიმტანის პოზიციაზე, 2019 წლის 02 მარტს, დარბაზის კარი გაიღო და ხელების კვრით ორმა ახალგაზრდა ბიჭმა შემოაგდო რო-–------------ძე და ის დაბნეული დარჩა დარბაზში, კლუბის მიმდებარედ გაჩერებული იყო მისი ნაცნობის გი-----–--ის ავტომანქანა გიას მანქანას ურტყამდნენ ხელკეტებს და ფეხებს, ასევე გი-----–--ის და მის თანხმლებ პირს ცემდნენ; ეს ახალგაზრდები ჩასხდნენ მინივენში და წავიდნენ; კლუბში იყო სიბნელე და მათი სახეები არ იცის და ვერ დაინახა; გარეთ ხელჩართული ჩხუბი სადაც იყო, იქაც ვერ დაინახა მოჩხუბარი პირები; ჩხუბის დასრულების შემდეგ დაინახა გი-----–--ე და ოლ------------ძე იყვნენ დაზიანებულები, ისინი ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ;
გი-----–--ეს და ოლ------------ძეს იცნობს, მათთან ერთად მუშაობდა კლუბში; ეს ჩხუბი, კამათი გაგრძელდა ალბათ 10 წუთი; ბიჭები, რომ შემოვიდნენ კლუბში და ხელის კვრით შემოიყვანეს რო-–------------ძე, ამ დროს გაიგონა ქუჩაში ხმაური, ისინი კლუბში ერთი წუთით გაჩერდნენ ალბათ, იქ შიგნით მხოლოდ კამათი იყო, რაღაც საკითხზე კამათობდნენ; გარეთ იყო არეულობა, ხალხიც იყო შეკრებილი; მანქანაზე იყვნენ შემდგარი, მანქანას აზიანებდნენ; მანქანას ცდილობდნენ დაეკეტათ და მანქანასთან 20-30 მდე ადამიანი იქნებოდა; მალევე დაიშალნენ; დაზიანებული იყო ეს ორი პირი გი-----–--ე და ოლ------------ძე, როცა დაინახა; შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ დადა პირს იბანდნენ; (იხ სხდომის ოქმი 23.0--2019წ 13:16:19სთ- 13:21:45სთ)
2.23. რე-------------ის მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდების მხარემ შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ გამოაქვეყნა მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის შინაარსის მიხედვით, მას საკუთრებაში ყავს სატვირთო ავტომობილი, იმ დროს მოძრაობდა აღ--–-----–-ს ქუჩაზე, შეაჩერა მოძრაობა და დაინახა, რომ მისგან მარცხენა მხარეს ხალხი იყო შეგროვილი და ჩხუბობდნენ ტ-------ას მარკის ავტომანქანა გზიდან გადავიდა და თავად არც არავის იცნობდა და გააგრძელა გზა, იყო დაახლოებით 10-15 ადამიანი; მოჩხუბარ პირებს ეჭირათ თუ არა ხელში რაიმე არ დაუნახავს, მუქი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილს გზა ჰქონდა დაკეტილი და ნომერი არ ახსოვს;
მოწმე რე-------------ე გამოკითხვის ოქმიდან ადასტურებს რომ ხალხმრავლობა იყო და ჩხუბი იყო, თუ სხვა რაიმე ხდებოდა, არ იცის; თავად არ უკარნახია, ამგვარად გამომძიებლისთვის, ხალხმრავლობა იყო და ჩხუბობდნენ თუ არა არც იცის; ხელმოწერა ნამდვილად მისია, დეტალებში არ ახსოვს რა დაწერა, ამდენად აფიქსირებს, რომ ხალხმრავლობა იყო და რა ხდებოდა არ იცის; ახსოვს, რომ შეჩერდა მის წინ პ------ის მარკის ავტომანქანა იყო და ის გადავიდა გზიდან და თავად უკე გააგრძელა გზა არც გაჩერებულა; (იხ სხდომის ოქმი 23.0--2019წ 13:24:57სთ-13:33:04სთ);
2.24. ჯა-----–-----------ის მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდების მხარემ შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ გამოაქვეყნა მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი (0--03.2019წ), რომლის შინაარსის მიხედვით, საკუთრებაში ყავს მერსედესის მარკის მიკროავტობუსი, დასაქმებულია ერთერთ სამარშრუტო ხაზზე, 2019 წლის 02 მარტს აღ--–-----–-ს ქუჩაზე მოძრაობდა, ბენზინგასამართ სადგურთან მისვლამდე გადაკეტილი იყო გზა, იდგა ავტომაქანები, ნაწილი ხალხის იყო სავალ ნაწილზე, ნაწილი ტროტუარზე აგრძელებდა ჩხუბს; შემდეგ მწვანე ფერის რაფის ავტომობილში ჩასხდნენ ახალგაზრდები და წავიდნენ ტ----ის ქუჩის მიმართულებით; მწვანე ფერის ავტომობილის ჰქონდა გადაკეტილი ნახევრად გზა; მოჩხუბრები ერთმანეთს აგინებდნენ, იმათგან არცერთს არ იცნობს, ვერც სახეები დაიმახსოვრა, სახელმწიფი ნომერი არც იქ მყოფი მანქანების არ ახსოვს; მის ავტომობილშიც იყვნენ მგზავრები, ჩხუბის დროს ვერ გაარჩია ვინ ვის ცემდა, ასევე ვერც იცნობს, ისინი მრავლად იყვნენ; ეს ფაქტი გაგრძელდა დაახლოებით 4-5 წუთი;
მოწმის სახით დაკითხვისას ჯა-----–-----------ემ განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმზე ადასტურებს მრომ ხელმოწერა მას ეკუთვნის; იქ წუთიერად მოუწია იმ დროს (იხ სხდომის ოქმი 02.10.2019წ 12:13:24სთ-12:37:33სთ)
2.25. მოწმის სახით დაკითხვისას მოწმეებმა ლა–-----------ემ და ილ---–---–---–-ა განაცხადეს, რომ 2019 წლის 02 მარტს ავტომანქანით მოუწიათ ხოფას ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფნამ, გზაზე შეჩერდნენ, იყო ხმაური, ხალხი შეგროვილი, მაგრამ ვინ ჩხუბობდა და რა იყო ჩხუბის მიზეზი მათთვის უცნობია, ასევე არ შეუძლიათ ამოიცნონ იქ მყოფი პირები; შეყოვნდნენ დაახლოებით 1 -2 წუთი; ბრალდებულებს არცერთი მათგანი არ იცნობს; (იხ სხდომის ოქმი 0--11.2019წ);
2.26. დუ----–-----------ის მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდების მხარემ შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ გამოაქვეყნა მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი (0--03.2019წ), რომლის შინაარსის თანახმად საკუთრებაში ნისან ტიდას მარკის ავტომანქანა; 2019 წლი 02 მარტს ავტომანქანა მიიყვანა ლე----–------ძესთან, ის მანქანის ხელოსანია; იმ დღეს რა-------------ძემ ასევე მიყვანა ავტომანქანა, ვინაიდან მანქანას ვერ დაასრულებდა უნდა დაეტოვებინა მასთან, იქ იყვნენ ბიჭები აპირებდნენ ბათუმში წასვლას და თავადაც დაჯდა მიკროავტობუსში და გამოყვა მათ, იქ იყო ლე----–------ძე და რა-----------–-ძეც; გზად შეხვდა მათ რა-------------ძე და ისიც წამოიყვანეს, ბათუში ლეონიძის ქუჩიდან შევიდნენ აღ--–-----–-ს ქუჩაზე ბაზრობის ტერიტორიაზე მიკროავტობუსი შეჩერდა და ისევ გააგრძელა გზა, ბაზრობასთან მიახლოებული გაჩერდა მიკროავტობუსი; სწრაფად ჩამოვიდნენ იქ მსხდომი პირები ფაქტიურად დარჩა მარტო, რა ხდებოდა დაინტერესდა და ჩამოვიდა , დაინახა, რომ ვერცხლისფერი ავტომანქანიდან გადმოყვანილი იყო ორი ბიჭი და მათ შორის მიმდინარეობდა ჩხუბი, მოტრიალდა და გამობრუნდა, ვიღაც პირებს უსწორდებოდნენ და შეიკრიბა იქ მყოფი ხალხი, ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 3-5 წუთი; ისინი დაბრუნდნენ მანქანაში და წავიდნენ; ხოფის ბაზრობის მთავარ შესასვლელამდე გაყვა და არავის არაფერი არ უთქვამს, კონფლიქტის მიზეზი ყოფილა ადრე არსებული უთანხმოება ;
მოწმე დუ----–-----------ემ სხდომაზე განაცხადა , რომ არ ეთანხმება გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებს; მას შეეკითხნენ თუ იცნობდა ლე----–------ძეს და რა-----------–-ძეს, მათ იცნობდა და დაადასტურა კიდეც, მათთან მეგობრული ურთიერთობა არ აქვს , მაგრამ იცნობს, ერთ უბანში ცხოვრობენ და იცნობს;
2019 წლის 02 მარტს არ იმყოფებოდა ბრალდებულებთან ერთად ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე, საერთოდ არ იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე და საიდან და რატომ დაიბარეს არ იცის; მისი ნაკარნახევი სიტყვები არა არის; გასცა პასუხის მხოლოდ, თუ იცნობდა მათ, როცა მოინდომა გამოკითხვის ოქმის გაცნობა, ამას დროს დაჭირდებაო უთხრეს და ესაა მისი შეცდომა რომ არ წაიკითხა და ისე მოაწერა ხელი; მობილური ტელეფონის ნომერი საერთოდ არ აქვს ერთი წელია; უბრალოდ საკონტაქტო ნომერი მიაწოდა გამომძიებელს , რომ ამ ნომერზე შეიძლებოდა მასთან დაკავშირება; მისი ძმის ტელეფონის ნომერია (იხ სხდომის ოქმი 0--12.2019წ, 12:34:41სთ-13:07:41სთ);
2.27. რა-------------ძის მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდების მხარემ შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ გამოაქვეყნა მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი (0--03.2019წ), რომლის შინაარსის მიხედვით იმ დღეს 2019 წლის 02 მარტს მიდიოდა ბათუმის მიმართულებით შა---------ის საავტომობილო გზით, ავტომანქანისთვის მასალის შესაძენად; მწვანე ფერის მიკროავტობუსი გაჩერდა, რა-----------–-ძემ კითხა, თუ სად მიდიოდა და მას გაყვა; ავტომანქანაში ლე----–------ძე იცნო მხოლოდ - პა-----–-------ის ძმა, რომელიც მანქანის ხელოსანია; რა-----------–-ძემ თხოვა ტელეფონი, ამ დროს თვითონ ლე----–------ძესთან საუბრობდა; ბათუში აღ--–-----–-ს ქუჩაზე გადავიდნენ, მიკრო ავტობუსი შეჩერდა, შემდეგ კვლავ წავიდა, სწრაფად გადავიდნენ შიგ მყოფი პირები, ამ მიკროავტობუსის უკან იდგა ვერცხლისფერი მერსედესი; თავად გაჩერდა და შორიდან ადევნებდა თვალს ჩხუბს, ვიღაც პირებს ეჩხუბებოდნენ მიკროავტობუსში მყოფი პირები; არ ჩარეულა ჩხუბში არც მისულა, წავიდა ბაზრობისკენ; რა-----------–-ძე არის მისი მეზობელი; მიკროავტობუსში იჯდა დაახლოებით 15-20 ახალგაზრდა;
სხდომაზე მოწმე რა-------------ძემ განაცხადა, რომ რაც დაფიქსირებულია გამოკითხვის ოქმში არ ადასტურებს ამ ფაქტებს; დაიბარეს, სახლში მოვიდნენ სამმართველოდან, შეკითხვები ჰქონდათ და წამიყვანეს, ხოფის ბაზრობაზე რატომ იჩხუბეო ეუბნებოდნენ, მიკროავტობუსით ხშირად მოძრაობს, რა-----------–-ძეს იცნობს, დაადასტურა, სხვა არაფერი არ დაუდასტურებია; არ იყო 10 წუთი გასული, ისევ დაიბარეს რომ შეცდომა იყო რაღაც და ხელს მოაწერდა მხოლოდ, დაბრუნდა და მოაწერინეს მხოლოდ ხელი, შემდეგ კიდე დაიბარეს და უარყო იქ აღნიშნული და მათ განუცხადა, რომ სასამართლოში იტყოდა სრულყოფილად ამის თაობაზე; სატელეფონო ნომერი -593 19 12 19 არი ი ცის ვისია, მისი კუთვნილი ნომერია - 593 74 18 74 ; 2019 წლის 02 მარტს რა-----------–-ძეს იცნობს როგორც მეზობელს, თუმცა მასთან ერთად არ ყოფილა, იმ დღეს არც ბაზრობაზე ყოფილა და არც იქ მომხდარი ჩხუბის თაობაზე იცის რაიმე და არ დაუნახავს; (იხ სხდომის ოქმი 0--12.2019წ, 13:11:36სთ-13:29:06სთ);
2.28 მოწმის სახით დაკითხვისას ზა----------ემ განაცხადა, რომ არის დასაქმებული სამარშრუტო ხაზზე, სარგებლობს ბიძაშვილის მე-----------ის კუთვნილი მიკროავტობუსით; იმ დღეს - 2019 წლის 02 მარტს - ბიძაშვილმა დაურეკა, რომ ავტომანქანა გადაეცა პა-----–-------ისათვის და გადასცა, შუადღე იქნებოდა და წავიდა სახლშიი; ამის შემდეგ მისთვის არაფერი არ არის ცნობილი; (იხ სხდომის ოქმი);
2.29. მოწმე პა-----–-------ემ განაცხადა, რომ რა-----------–-ძე მისი ახლობელია, აქვთ ნათესაური კავშირი, ლე----–------ძე მისი ძმაა; სარგებლობს ტელეფონის ნომრით - 558 05 04 04;
2019 წლის 02 მარტს სახლში იმყოფებოდა, მომხდარი ჩხუბის შესახებ არაფერი იცის; მიკროავტობუსი ინათხოვრა ზა----------ისაგან, მიკროავტობუსი არის მწვანე ფერის, ავტომანქანა გამოართვა დღის მეორე ნახევარში ზუსტად არ ახსოვს, ინსტრუმენტი - ხელსაწყო ჰქონდა მოსატანი; ამ მიკროავტობუსით არ ყოფილა ხოფას ტერიტორიაზე თან მართვის უფლება არ აქვს; ლე----–------ძესთან და რა-----------–-ძესთან ერთად არ უმგზავრია; ზა----------ის მიკროავტობუსი იმ დღეს თუ იყო ხოფას ბაზრობის ტერიტორიაზე, მან ამის შესახებ არაფერი იცის; მას ავტომანქანა არ გაუნათხოვრებია; არც იცის საიდან აღმოჩნდა იქ; მან ისარგებლა მიკროავტობუსით შემდეგ გაუყვანა და გაუჩერა იმ ადგილზე, სადაც თავად მეპატრონემ მიუთითა; ერთი საათი საათნახევარი ყავდა ეს მანქანა, შემდეგ რა მოხდა არ იცის; (იხ სხდომის ოქმი 25.12.2019წ, 12.12:41:სთ-12:16:18სთ)
2.30. საქმის განხილვისას მოწმე ალ------------------ემ განაცხადა, რომ ლე----–------ძეს იცნობს ერთი სოფლიდან არიან; 2019 წლის 02 მარტს არ ახსენდება სად იმყოფებოდა, არ ახსოვს აღ--–-----–-ს ქუჩაზე იყო თუ არა; არც ჩხუბის შესახებ არ იცის, თავად ჩხუბს რაიმე სახით არ შესწრებია; ვინ სარგებლობს მობილური ტელეფონით 5--------- არ იცის, არ იცის ესაუბრა თუ არა ვინმეს ამ ნომერზე; 5-------- მისი ტელეფონის ნომერია;
არასდროს პრობლემა არ ჰქონია და არც პოლიციასთან შემხებლობა; არ იცის რაზეა საუბარი; ვინც დაურეკა ალბათ იმას უნდა დაუსვან ეს კითხვა და მას არაფერი ახსოვს ამის მსგავსი თავად არ ჰქონია რაიმე დასამალი;
ადვოკატმა კითხა და მისცა ინფორმაცია; ადვოკატს ესაუბრა და რა ინფორმაცია მიაწოდა ისიც არ ახსოვს; პოლიციის განყოფილებაში არ მიუცია არანაირი განმარტება; (იხ სხდომის ოქმი 19.12.2019წ, 13:28:37სთ-13: 35:02სთ)
2.31. მოწმე გი-------–---–-----ემ განაცხადა, რომ ბრალდებულებიდან მხოლოდ ლე----–------ძეს იცნობს ;
სარგებლობს ტელეფონის ნომრით - 5---------; ტელეფონის ნომრები 5--------- , 5-------- არ იცის ვის ეკუთვნის; 2019 წლის 02 მარტს რა მოხდა ნამდვილად არ ფლობს რაიმე ინფორმაციას, იმ დღეს რა-----------–-ძე და ლე----–------ძე არ უნახავს, არც ახსოვს ზოგადად იყო თუ არა ხოფის ბაზრობაზე ;
არ ახსოვს სატელეფონო საუბრები მითითებულ ტელეფონის ნომრებზე; ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცის და როგორ ისაუბრებდა; არც გამოძიების მიმდინარეობისას მიუცია ჩვენება; რაც არ იცოდა, რაზე უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია არ იცის; (იხ სხდომის ოქმი 19.12.2019წ, 13:38:16სთ-13:45:51სთ);
2.32. მოწმე გი--------ემ განაცხადა, რომ ბრალდებულებს რა-----------–-ძეს და ლე----–------ძეს იცნობს, მათთან მეგობრული ურთიერთობა მათთან არ გააჩნია; ტელეფონის ნომერი 5--------- მას ეკუთვნის, ხოლო 5--------- ოჯახის ტელეფონია;
2019 წლის 02 მარტს სად იმყოფებოდა და რას საქმიანობდა ვერ იხსენებს; ხოფას ბაზრობაზე ამ დღეს მომხდარი ჩხუბის თაობაზე არაფერი იცის; ირ---–--------------ს არ იცნობს; ტელეფონის ნომრიდან 5--------- რა საუბარი და ვისა და ვის შორის შედგა არ იცის; 2019 წლის 15 მარტს ტელეფონის ნომერთან - 9------------ შედგა თუ არა საუბარი, არ იცის , ეს ნომერიც არ იცის ვისია;
ირ---–--------------ს არც იცნობს და მასთან საუბარის არ იცის რატომ უნდა ჰქონოდა
ასევე განხორციელებული საუბრების 2019 წლის 17 მარტს ნომერზე 5-------- მისი ოჯახის ტელეფონის ნომრიდან ვინმე გ---–----------, არ იცის;
მას არ უსაუბრია და ეს შინაარსი, რაც გამოქვეყნდა პირველად ესმის; ეს არის ოჯახის ტელეფონი და სად და ვინ ისაუბრა ისიც არ იცის; გამოძიების მიმდინარეობისას ჩვენება არ მიუცია; (იხ სხდომის ოქმი 19.12.2019წ, 13:49:11სთ-13:57:53სთ);
2.33. მოწმის სახით დაკითხვისას არჩილ შარაბიძემ განაცხადა, რომ სარგებლობს მობილური ტელეფონით 514 258118 ; ვინ სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით 514000612, მისთვის უცნობია; ადვოკატს მისცა ჩვენება, როგორც ახსოვს; დააკავეს ღამის საათებში ადმინისტრაციული წესით, სხდომა გაიმართა 2019 წლის 02 მარტს; სხდომის დასრულების შემდეგ წავიდა სახლში და სახლიდან არც გამოსულა; სატელეფონოს საუბრების შესახებ მითითებულ ტელეფონის ნომრებთან დაკავშირებით და ზოგადად საუბრების შესახებ არ იცის; არც მისთვის დაურეკავს ვინმე, ამ საუბრების შესახებ ვერაფერს ვერ იტყვის; (იხ სხდომის ოქმი 19.12.2019წ, 14.00:43:სთ-14:07:55სთ);
2.34. მოწმე ნუ--------------ემ განაცხადა, რომ ლე----–------ძეს იცნობს ხელოსანია ერთ უბანში ცხოვრობენ, გი-----–--ეს არ იცნობს; ამჟამად სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით - 5------------ და ნომრებს ხშირად იცვლის და არ ახსოვს მარტის თვეში რა ნომერი ჰქონდა;
2019 წლის 02 მარტს მომხდარი ფაქტის შესახებ არაფერი არ იცის, ამ დღეს არ შეხვედრია არც ლე----–------ძეს და არც რა-----------–-ძეს; ლე----–------ძეს მხოლოდ ხვდება თუ მანქანა ეყოლება გასაღები, რა ჩხუბზეა საუბარი არ იცის საერთოდ; შეიძლება გაიარა კიდეც ხოფას ტერიტორიაზე არ იცის, მათ არ შეხვედრია და მათთან ერთადაც ვერ იქნებოდა ხოფას ბაზრობის ტერიტორიაზე; ირ---–--------------საც არ იცნობს; (იხ სხდომის ოქმი 25.12.2019წ, 12.18:47:სთ-12:21:49სთ);
2.35. მოწმე ირ---–---------–-ძემ განაცხადა, რომ იცნობს ლე----–------ძეს და რა-----------–-ძეს ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მათთან; გი-----–--ეს და ოლ------------ძეს არ იცნობს;სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5--------; ხოფას ბაზრობაზე მომხდარი ჩხუბის თაობაზე არაფერი არ იცის; კონკრეტულად არ იცის იმ დღეს სად იმყოფებოდა, ზოგდად კი ბათუმში იყო, მას სატელეფონო საუბარი ვინმესთან მისი კუთვნილი ტელეფონით არ ჰქონია; არ ფლობს რაიმე სახით ინფორმაციას (იხ სხდომის ოქმი 25.12.2019წ, 12:24:49სთ-12:26:32სთ);
2.36. მოწმე მი--------------ძემ განაცხადა, რომ რა------------–-ძე მისი მამიდაშვილია, ლერის შარაბიძეს იცნობს მასთან კარგი ურთიერთობა აქვს;
2019 წლის 02 მარტს იმყოფებოდა ბათუმის სასამართლოში; მისი ნაცნობები იყვნენ დაკავებულები; რა-----------–-ძე დილით სასამართლოში ნახა, შემდეგ წავიდა სუ----ში; დედის ნომრით სარგებლობდა; იმ დროს საერთოდა რ ჰქონდა ტელეფონი და ამჟამად სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით - 5--------; მომხდარი ჩხუბის შესახებ საერთოდა არ იცის რაიმე; (იხ სხდომის ოქმი 25.12.2019წ, 12:30:27სთ-12:32:35სთ);
2.37.მოწმე მი-------------ძემ განაცხადა, რომ რა-----------–-ძე მისი მამიდაშვილია, ლე----–------ძეს იცნობს, 2019 წლის 02 მარტს სარგებლობდა ტელეფონის ნომრით -5--------, ამჟამად სარგებლობს ნომრით - 5--------,2019 02 მარტს იყო ბათუმის სასამართლოში აქ გაამართლეს და გაუშვეს იქნებოდა შუადღის საათები და წავიდა სახლში და არსად არ გასულა; ამას ოჯახის წევრებიც დაადასტურებენ; ხოფას ბაზრობაზე იმ დღეს მომხდარი ჩხუბის თაობაზე არაფერი იცის, რა-----------–-ძე იმ დღეს ნამდვილად ნახა სასამართლოში, ერთად იყვნენ დაკავებულები და დაცილდა რამაზის და წავიდა სახლში; ამის შემდეგ იმ დღეს აღარ უნახავს;
რაიმე არ დაუშავებია და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია; მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ამ ჩხუბთან დაკავშირებით ეკითხებოდნენ, მაგრამ არაფერი იცოდა, სასამართლოდან წავიდა პირდაპირ სახლში , აქედან გამომდინარე არ მიუცია ჩვენება; (იხ სხდომის ოქმი 08.01.2020წ 14:45:31სთ_14:50:46სთ);
2.38. მოწმე კო--------------ემ განაცხადა, რომ იცნობს რა-----------–-ძეს, არის მისი შვილის ნათლია, ლე----–------ძე ახლობელია ერთად გაიზარდნენ; გი-----–--ეს და ოლ------------ძეს საერთოდ არ იცნობს;
2019 წლის 02 მარტს რა ნომრით სარგებლობდა არ ახსოვს; 5--------- მის სარგებლობაში იყო თუ არა, არ იცის და მისი კუთვნილი არ არის ; ავტომანქანა ყავს ოთხი სხვადასხვა სახის ორი მერსედესის მარკის, B----------------------–ი, სახელმწიფო ნომრით - X--------
დათვალიერების შედეგად დაფიქსირებულ მისი ავტომანქანის გადაადგილებას ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს, ავტომანქანით ხშირად მოძრაობს, ამ ტერიტორიაზეც შეიძლება იყო მაგრამ არ ახსენდება ზუსტად რისთვის; ადვოკატთან ჰქონდა საუბარი, მაგრამ რა ნომრით, არ ახსოვს საუბრის შინაარსი, რომელიც საქმის მასალებითაა წარმოდგენილი და ბრალდების მხარე ეკითხება, - არ ახსოვს საერთოდ; (იხ სხდომის ოქმი 08.01.2020წ 15:54:42სთ-14:50:46სთ);
2.39. ზემოთაღნიშნული წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძვლით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია და მტკიცებულებები საკმარისია მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;
2.40. საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, და შესაბამისად, პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
2.41. სასამართლო საქმის განხილვით, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით და ანალიზით მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლე----–------ძის და რა-----------–-ძის მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას; ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგინდა ლე----–------ძის და რა-----------–-ძის მიერ 2019 წლის 02 მარტის ბრალის შესახებ დადგენილებით აღწერილი გარემოებები: წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ ხულიგნური ქმედების ჩადენის ფაქტი;
2.42. სასამართლო ამ სახის დასკვნას აკეთებს შემდეგ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:
მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2019 წლის 02 მარტს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის I განყოფილებაში შესული შეტყობინება მასზედ, რომ 2019 წლის 02 მარტს, ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოში მიყვანილი არიან გი-----–--ე და ოლ------------ძე, რომლებსაც ორმა პიროვნებამ აღ--–-----–-ს ქუჩაზე მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაუზიანეს მათ მფლობელობაში არსებული ავტომანქანა
შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით ირკვევა, რომ შეტყობინების ავტორი არის სულხან მელაძე (უბნის ინსპექტორი) შეტყობინების მიხედვით ინციდენტის თარიღია 02/03/2019წ, ინციდენტის ტიპი: ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტი; (იხ.ს.ფ.6);
საქმის განხილვისას მოწმეთა სიმრავლის მიუხედავად სასამართლოში ვერ იქნა დადასტურებული უტყუარად ბრალდებულების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა; გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით:
დაზარალებული ოლ------------ძე აცხადებს, რომ მას და გი-----–--ეს ნამდვილად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემეს; თავადაც ცემდნენ და იყო შეხლა შემოხლა, თუმცა ისინი დანამდვილებით მიუთითებს, რომ არ არიან ბრალდებულები: ლე----–------ძე და რა-----------–-ძე; მიუხედავად იმისა, რომ არც ბრალდებულებს და არც იმ პირებს არ იცნობდა, ვინც ცემა, მას შეუძლია მათი ამოცნობა და საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის დროსაც გამოკითხვისას დააფიქსირა, რომ თუ გამომძიებელი მათ წარუდგენდა, - მათ ამოცნობას შეძლებდა, ანუ შეუძლია ამოიცნოს და ისინი არ არიან ბრალდებულები;
დაზარალებული გი-----–--ის წარმოდგენა სასამართლოში ვერ მოხდა და ბრალდების მხარემ იშუამდგომლა ჩვენების საჯაროდ გამოქვეყნება; გამოკითხვისას გი-----–--ე განმარტავს, რომ პიროვნებები, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ არ იცნობს და მათი ამოცნობა არ შეუძლია, არ ახსოვს არც მათი ჩაცმულობა, ისინი იყვნენ თეთრი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილით. მიზეზი თუ რისთვის სცემეს ის მისთვის უცნობია, დაზიანებულია მისი ავტომობილის მარცხენა ორივე კარი, რომელიც სავარაუდოდ აღნიშნულმა პიროვნებებმა დააზიანეს.
ამის შემდეგ 2019 წლის 23 მარტის გამოკითხვის ოქმით ის აჩვენებს, რომ გაანალიზა და შემდეგ მოახდინა იმ პირების ამოცნობა, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გამოკითხვის ოქმით ის უკვე ხსენებული პირების მეტსახელებსაც ასახელებს,იმავე დღეს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით ის მიუთითებს ბრალდებულებზე როგორც მასზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიმყენებელ პირებზე;
გამოკვლეულ მოწმეთა ჩვენებებით: მოწმე რა----------------ე მიუთითებს, რომ იყო კამათი იყო ხალხმრავლობა იყო ჩხუბი იყო გაშველება, მაგრამ ვინ, ზუსტად რამდენი, არ შეუძლია დააზუსტოს, ვერცერთის ამოცნობასაც ვერ შეძლებს;
მოწმე მა-----–--------მა სასამართლოს განუცხადა, რომ მის სამუშაო ადგილზე კლუბ რე----ში მისთვის უცნობმა ორმა ახალგაზრდამ ხელისკვრით შემოიყვანა რო-–------------ძე და კამათობდნენ, მათ მალევე დატოვეს კლუბი, ხმაურზე გაიხედა და დაინახა გი-----–--ე და ოლ------------ძე სახე დაზიანებული ჰქონდათ და ცდილობდნენ მანქანის კარების დაკეტვას, იქ შეკრებილი მამაკაცებიდან არცერთი მათგანის ამოცნობა არ შეუძლია;
მოწმეები ჯა-----–-----------ე, რე-------------ე, ილ---–---–--ლი, ლა–-----------ე იმ დროს იმყოფებოდნენ თავიანთ სარგებლობაში მყოფი ავტომანქანებით ხოფას ბაზრობის ტერიტორიაზე, იყო ჩხუბი გაშველება, შეკრებილი იყო ხალხი, თუმცა არც ჩხუბის მიზეზი იციან და არც მოჩხუბრების ამოცნობა შეუძლიათ;
ასევე ჩხუბის თაობაზე უცნობია, საქმის განხილვისას სხვა მოწმეების გამოკვლევით;
გამოკვლეული მოწმეთა ნაწილი, რომლებმაც შენიშნეს თუ დაინახეს იქ არსებული ვითარება არ მიუთითებს რაიმე ისეთი სახის გარემოებაზე, რაც პირდაპირ დაადასტურებდა ბრალდებულების მხრიდან იმ დღეს იმ ტერიტორიაზე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას;
მოწმეთა განმარტებები, რომ 2019 წლის 02 მარტს ხოფას ბაზრობის ტერიტორიაზე იყო ხალხი შეკრებილი და იყო ჩხუბი, არ ადგენს ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ბრალს; მოწმეთა გამოკვლევით დაზარალებულია გამოკვლევით არ გამოიკვეთა დანაშაულის ჩამდენი სუბიექტები;
ასევე არ დადასტურებულა რაიმე მნიშვნელობის მქონე გარემოება ან/და ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების, - სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოკვლევისას; არ არის იდენტიფიცირებული მონაწილე პირები; ჩანაწერებთან დაკავშირებით მოწმეებმა საერთოდ უარყვეს და არ დაადასტურეს მთი მხრიდან სატელეფონო საუბრებში მონაწილეობა და სატელეფონო ნომრების კუთვნილების ფაქტები (იხ სხდომის ოქმი - მოწმეთა ჩვენებები);
ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოკვლევისას, ასევე არ დადასტურებულა ბრალდებულების მხრიდან რაიმე სახით დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი ფაქტი; ამ შემთხვევაშიც არ არის მათი იდენტიფიცირება მომხდარი;
2.43. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.) ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
საქმის განხილვით, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლე----–------ძის და რა-----------–-ძის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტი, როგორიცაა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ლე----–------ძის და რა-----------–-ძის მხრიდან გი-----–--ეზე და ოლ------------ძეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი - განხორციელებული 2019 წლის 02 მარტს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებრივი წესრიგის აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, საზოგადოებრივი სიმშვიდე და ნორმალური ცხოვრების რიტმი. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში ან ძალადობის მუქარაში. სსკ-ს 329-ე მუხლი შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა; ამასთან, ქმედება ჩადენილი უნდა ყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ლე----–------ძის და რა-----------–-ძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.);
3.2. სასამართლო მოიშველიებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით ასახულ რეკომენდაციებს, კერძოდ ევროპული სასამართლოს განმარტებით სამართლიანი და შეჯიბრებითი პროცესი გულისხმობს, რომ სასამართლომ უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მოწმის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, ვიდრე სასამართლომდე გამოძიების წინაშე ჩატარებული დაკითხვის ჩანაწერს, თუ ამისთვის სათანადო მიზეზები არ არსებობს; აღნიშნულის არგუმენტია ის, რომ სასამართლომდელი დაკითხვა ორიენტირებულია საქმის სასამართლოში წარმართვაზე მაშინ, როდესაც სასამართლო განხილვა ემსახურება იმ მტკიცებულებათა სამართლიან შეფასებას, რომლებიც ძირითადად სასამართლოშია „წარმოებული“ და ეფუძნება მტკიცებულებათა პირდაპირ გამოკვლევას (იხ CASE OFHUSEYNAND OTHERS v. AZERBAIJAN, 26.07.2011; აგრეთვე CASE OF LUCA v. ITALY .27.02.2001);
იგივე ევროპული სასამართლოს რეკომენდაციებით ჩვენების მტკიცებულებად დაშვებისათვის აუცილებელი არ არის იგი ყოველთვის სასამართლოში ან ღია სხდომაზე არ იქნეს მიცემული, თუმცა კონვენციის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა გადადგან პოზიტიური ნაბიჯები, რათა ბრალდებულს მიეცეს მოწმისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა;
ასევე დეპონირებულ ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც მსჯავრდება ემყარება არგამოცხადებული მოწმის ჩვენებას, როგორც ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას, - სასამართლომ განსაკუთრებული კრიტერიუმებით უნდა შეამოწმოს განხორციელებული პროცედურები; ამგვარი მტკიცებულების დაშვების საფრთხის გამო, აღნიშნული შექმნიდა შესაბამისი ინტერესების მნიშვნელოვან დამაბალანსებელ ფაქტორს და იქნებოდა შესაბამისი ფაქტორების საპირწონე, ძლიერი პროცედურული გარანტიების ჩათვლით;
მთავარი კითხვა უკავშირდება ამგვარი მტკიცებულების სანდოობას; აღნიშნული შესაძლებელს გახდის მსჯავრდება დაეფუძნოს ამგვარ მტკიცებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საკმარისად სანდოა, საქმისთვის მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით;
ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის არსებობა თავისთავად ვერ იქნება სასამართლო განხილვის უსამართლობის განმაპირობებებლი; აღნიშნულის გათვალისწინებით ბრალდების მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბალანსის თვალსაზრისით , სასამართლო განხილვის სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას და რომელმაც შესაძლოა ბალანსი გადაწონოს კონვენციის მე-6 და მე-3 მუხლის დარღვევის სასარგებლოდ; ((იხcase of trofimovv. Russia , case of Gani v. Spain 19.02.2013წ)
ასევე სასამართლოს განმარტებით აუცილებელია საქმისწარმოების სამართლიანობის შემოწმება ერთიანობაში, და რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს მტკიცებულება, მით უფრო მეტი წონა აქვს დამაბალანსებელ ფაქტორებს მთლიანობაში საქმისწარმოების სამართლიანად მიჩნევისათვის;
3.3. კონკრეტულ შემთხვევაში , მოცემულ საქმეზე სადავო მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით, მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულების ლე----–------ძის და რა-----------–-ძის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე პირდაპირ მიუთითებენ არის მხოლოდ დაზარალებულის გი-----–--ის დეპონირებული ჩვენებების ნაწილი და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები; შესაბამისად ის სასამართლოს მხრიდან შეფასებული უნდა იქნეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით საკმარისობის თვალსაზრისით ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალის დასადგენად;
ევროპული სასამართლო რეკომენდაციების მხედველობაში მიღებით, სადაც საკმარისად ვრცლადაა განმარტებული დეპონირებულ ჩვენებებთან და მათ სანდოობასთან დაკავშირებით, სასამართლო აფასებს დაზარალებულის გი-----–--ის ჩვენებებს; ამ ჩვენებების ანალიზით ირკვევა, რომ გი-----–--ე თავდაპირველად გამოკითხულია 2019 წლის 02 მარტს, სადაც აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი იყვნენ პირები ვინც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათი ამოცნობა არ შეუძლია; ამავე პირის გამოკითხვის ოქმით 23.03 2019 წლის ის უკვე განმარტავს, რომ გაანალიზა ყოველივე და უკვე იცნობს ამ პირებს; დაასახელა კიდეც ვინაობა, მათ შორის ბრალდებულები და ამოიცნო ფოტოსურათით;
საქმის განხილვისას სასამართლოსთვის მოწოდებული ინფორმაციით მეორე დაზარალებული ოლ------------ძე ამ პირებს არ იცნობს, თუმცა შეუძლია მათი ამოცნობა და ზუსტად იცის, რომ ისინი ბრალდბეულები არ არიან; საგულისხმოა, რომ გი-----–--ე ბოლო გამოკითხვიდან და ამოცნობაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებიდან მოკლე პერიოდში ტოვებს საქართველოს , რამდენჯერმე სარფიდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლით, ხოლო 29019 წლის 19 აპრილიდან ის მიემგზავრება ბელორუსიაში და დღემდე მისი მხრიდან საქართველოს საზღვარი არ გადმოკვეთილა;
აქედან გამომდინარე მისი ჩვენებების სანდოობაზე მსჯელობისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოებები, რომ გი-----–--ესთვის ცნობილი იყო რა საქმის წარმოების შესახებ, მან დატოვა საქართველოს ტერიტორია და რაც მთავარია საქმის განხილვის მიმდინარეობის საკმაო პერიოდის განმავლობაში, მიუხედევად იმისა, რომ არ წარმოადგენდა სირთულეს მისი საქართველოში ჩამოსვლა, არ ჩამოსულა; ასევე მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობით მტკიცებულების ამ ფორმით გამოკვლევის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არსებობდა დაზარალებულის ჩვენების საჯაროდ გამოქვეყნებით, - ის ნაკლებად სანდოა თავად დაზარალებულის სხვადასხვა შინაარსის განმარტებებიდან და მისი ქმედებებიდან გამომდინარე; აღნიშნული მას უკარგავს სანდოობის ხარისხს, მითუმეტეს, როცა მასთან ერთად მყოფი დაზარალებული სასამართლოს აწვდის ისეთი სახის ინფორმაციას, რაც შესაბამისობაშია გი-----–--ის მიერ პირველად გამოკითხვისას მიცემულ გარემოებებთან;
ასევე მხედველობაში აუცილებლად მიღებული უნდა იქნეს ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა თავისს საპროცესო უფლების რეალიზაცია მოახდინა იმ სახით, როგორც ეს მოხდა მეორე დაზარალებულის ოლ------------ძის გამოკვლევის დროს; შესაბამისად გი-----–--ის გამოკითხვების ოქმების შეფასებისას მისი სანდოობიდან გამომდინარე შეუძლებელია ის ჩაითვალოს ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალეულობის დამადასტურებელ და თან საკმარის მტკიცებულებად;
3.4. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ლე----–------ძემ და რა-----------–-ძემ განახორციელა ძალადობა დაზარალებულ გი-----–--ეზე და ოლ------------ძეზე რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლე----–------ძის და რა-----------–-ძის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ლე----–------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს ლე----–------ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ლე----–------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან;
ბრალდებული რა-----------–-ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს რა-----------–-ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
რა-----------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან;
ნივთიერი მტკიცებულება - ლე----–------ძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი 1 (ერთ) პაკეტად, რომელიც ინახება აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - ლე----–------ძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სანთებელა, უსბ-გადამყვანი და ცხვირსახოცი 1 (ერთ) პაკეტად, რომელიც ინახება აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,ა--------------სის’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოთვლების ჩანაწერი 1 (ერთ) ცალ კ/დისზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - ღამის კლუბ ,,-------ის’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოთვლების ჩანაწერი 1 (ერთ) ცალ კ/დისზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოთვალის ჩანაწერი 1 (ერთ) ცალ კ/დისზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ამსახველი ფონოგრამები 9 (ცხრა) ცალ კ/დისზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე