განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
010100119003181027
დავის ტიპი
151
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119003181027

1-853/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილმა

ციცინო მაჭარაშვილის სხდომის მდივნობით

 

პროკურორი _ ა----------–---–ი

 

ბრალდებული - კ------- დ-------

ადვოკატი - დ----------------ე

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------

 

ბრალდებული: კ------- დ-------

მამის სახელი: ჯ----–-

დაბადებული: 13.09.1---

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: საშუალო

პირადი ნომერი: 6----------

ოჯახური მდგომარეობა; დ------------–-

ნასამართლობა: მ-----

მცხოვრები: ქ----------------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი)

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150 მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი)

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

კ------- დ-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 01 აგვისტოს დაახლოებით 13;30 საათზე, ჯავახიშვილის ქ N6- მდებარე ც---–- დ-------- მფლობელობაში არსებულ მაღაზიაში, კ------- დ-------მ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დედას- ც---–- დ-------ს მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა.

 

2019 წლის 05 ივლისს დღის საათებში, ჯავახიშვილის ქN6- მდებარე ც---–- დ-------- მფლობელობაში არსებულ მაღაზიაში, კ------- დ-------მ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დედას- ც---–- დ-------ს მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წინა სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეუდიცია.

 

ბრალდებულმა კ------- დ-------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ უჩვენა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

 

რაც შეეხება სხვა სადავო მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა დაზარალებულ ც---–- დ-------- სასამართლოში ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ შვილის კ------- დ-------- წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა კ------- დ-------- მხრიდან დანასაულსი ცადენის ფაქტს ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

 

ამდენად სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად მხოლოდ ერთი მტკიცებულება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)

 

მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე არ წარმოადგენს ბრალდებულ კ------- დ-------- დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ------- დ-------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-150 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული კ------- დ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 05 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული კ------- დ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 05 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული კ------- დ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული კ------- დ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ------- დ-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ კ------- დ-------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი