განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2019
საქმის ნომერი
130100119002802889
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-1-19

(038141218001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ივნისი, 2019 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–---–ი

 

სხდომის მდივანი - რ--------------------–-–---–ი, ნ-----–-----ე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - რ----- ხ---------ი, დაბადებული 1991 წლის 25 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, მცხოვრები ხ-–----–--------------–---–---–--------------ში

 

ადვოკატი - ქ---------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილს ,,ე“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის)

 

სხდომის სახე - საჯარო

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

რ----- ხ---------მა, რომელიც ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია ოჯახში ძალადობისთვის, 2018 წლის 13 დეკემბერს, ხ-–----–--------------–---–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თავისი მეუღლის - მ-----------–-–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელის არეში, რის შემდეგაც მიახეთქა კედელზე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა-–-------–---–---–მა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს დეტექტივი გამომძიებელია, სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე - დაიწყო გამოძიება; დაევალა, რომ მოწმის სახით გამოეკითხა მ-----------–-–---–ი (დაზარალებული), რომელთანაც ბინაზე მივიდა; მ-----------–-–---–ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან, რ----- ხ---------თან, რომელიც მას სახლიდან აგდებდა, და რომელმაც, რადგან იგი (დაზარალებული) არ აპირებდა სახლიდან წასვლას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყელში ,,მძლავრად“ წაუჭირა ხელი და მიახეთქა კარებზე - როგორც ყელში ხელის წაჭერის, ისე კარზე მიხეთქების შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი; დაემუქრა მეუღლეს, რომ პოლიციაში დარეკავდა, რის შემდეგაც შეწყვიტა რ----- ხ---------მა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და გაიქცა სახლიდან.

 

მოწმისავე განმარტებით, როდესაც სახლში მივიდა მ-----------–-–---–თან მისი გამოკითხვის მიზნით, იგი დახვდა აღელვებული, ტიროდა; მოწმე თვლის, რომ გამოსაკითხი პირი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო იყო ასეთ მდგომარეობაში. მოწმე, რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც მომხდარიდან მოკლე დროში შეხვდა დაზარალებულს, აღნიშნავს, რომ მ-----------–-–---–ისთვის, როგორც ახსოვს, ყელზე არ შეუხედავს, და თუ შეხედა კიდეც, ვერ იხსენებს, დაზიანება ემჩნეოდა თუ არა.

 

ის, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, მოწმემ ახსნა იმით, რომ, სავარაუდოდ, დაზარალებულს აქვს გარკვეული შიში - თუ იგი მისცემს ჩვენებას, რომლითაც ამხელს მეუღლეს დანაშაულის ჩადენაში, შესაძლებელია, მას მართლაც დაატოვებინონ საცხოვრებელი სახლი, სადაც იგი შვილებთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

 

გ---------------–---–მა, რომელიც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს დეტექტივი გამომძიებელია, სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს ხაშურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მან აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაათვალიერა შემთხვევის ადგილი; ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა რ----- ხ---------ი; დაკავების შესახებ მან აცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავს; მის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მ-----------–-–---–ის მიმართ; დაზარალებულად ცნო მ-----------–-–---–ი, განუმარტა უფლება-მოვალეობები და გამოკითხა დაზარალებულის სახით; მანვე გამოკითხა ბრალდებული რ----- ხ---------ი.

მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ-----------–-–---–ი მოცემულ საქმეზე გამოიკითხა ორჯერ: პირველად - გამომძიებელ ა-–-------–---–---–ის მიერ, ხოლო მეორედ - მის (მოწმის) მიერ. პირველი გამოკითხვიდან მეორემდე არ იყო დიდი დრო გასული. დაზარალებულმა, რომელიც შედარებით დამშვიდებული იყო და მღელვარებაც ნაკლებად ეტყობოდა, მეორედ გამოკითხვისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მეუღლის, რ----- ხ---------ის მიერ მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევა მოხდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, შესაბამისად, დათვალიერდა სახლის მეორე სართული. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა მ-----------–-–---–ი, რომელიც იყო აღშფოთებული, შეწუხებული და განერვიულებული და განმარტავდა, რომ მეუღლემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასზე - ამბობდა, რომ ყელში წაუჭირა ხელი და მიახეთქა კარებზე. მოწმისავე განმარტებით, იგი მთლიანად ორიენტირებული იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე და ვიზუალურად არ დააკვირდა მ-----------–-–---–ს.

 

მოწმემ აღნიშნა, რომ რ----- ხ---------ი პირადად გამოცხადდა პოლიციაში, სადაც მოხდა მისი დაკავება და სადაც იგი აცხადებდა, რომ მას მეუღლის მიმართ ძალადობა არ ჩაუდენია.

 

მითითებულ მოწმეთა განმარტებებით ირკვევა და დგინდება მხოლოდ ის, თუ რა საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს მოცემულ საქმეზე. ორივე მათგანს ჰქონდა გარკვეული კომუნიკაცია დაზარალებულთან - მათ მიერ სხვადასხვა დროს, გამოიკითხა იგი როგორც მოწმის, ისე დაზარალებულის სახით. იმის მიუხედავად, რომ როგორც მოწმედ, ისე დაზარალებულად გამოკითხვისას, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მ-----------–-–---–ი გამომძიებლებს აწვდიდა ინფორმაციას, რომ მეუღლემ ყელში წაუჭირა ხელი, მოწმეთაგან ვერცერთმა გაიხსენა, შეხედა თუ არა დაზარალებულს ყელზე და, დადებით შემთხვევაში, შენიშნა თუ არა ყელის არეში დაზიანება (თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი).

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 14 დეკემბერს 12:15 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისთვის, მ-----------–-–---–ს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე რ----- ხ---------მა კისერში წაუჭირა ხელი.

 

მოწმეებმა, რომელთაც გამოძიების ეტაპზე უშუალოდ გამოკითხეს მ-----------–-–---–ი, განმარტეს, რომ, დაზარალებულის გადმოცემით, ბრალდებულმა მას ხელი წაუჭირა ყელში, რის შემდეგაც მიახეთქა კარებზე. გაურკვეველია, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში რატომ არის მითითებული, რომ ... მიახეთქა ,,კედელზე“. ეს გარემოება აღნიშვნის ღირსია, თუმცაღა, მოცემულ შემთხვევაში იგი ვერ იქონიებს გავლენას პირის ბრალეულობაზე ანდა მის უდანაშაულობაზე.

 

რ----- ხ---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს მასსა და მ-----------–-–---–ს შორის იყო სიტყვიერი კამათი, რის შემდეგაც იგი სახლიდან გავიდა; როდესაც შეიტყო, რომ პოლიციაში იბარებდნენ, გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში.

 

დაცვის მხარემ სადავოდ გახადა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულისა და ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენებები, ხოლო ბრალდების მხარემ საჭიროდ მიიჩნია ყველა მტკიცებულების გამოკვლევა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ის გამომძიებლები, რომელთაც გამოკითხეს მ-----------–-–---–ი როგორც მოწმის, ისე დაზარალებულის სახით, რის შემდეგაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ დანარჩენ მტკიცებულებებს, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნას, აღარ ხდიდნენ სადავოდ.

 

დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით - უარი თქვა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; განსახილველ შემთხვევაში სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტი, არ წარმოდგენილა.

 

გამომძიებელთა ჩვენება იმის თაობაზე, თუ დაკითხვისას რა მოისმინეს მ-----------–-–---–ისგან და მათი (გამომძიებლების) ვარაუდი, რომ დაზარალებული სახლიდან გაგდების შიშით, უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.

 

ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების განხილვისა და გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს პირის მსჯავრდებისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში რ----- ხ---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საფუძველს სწორედაც რომ არ წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა; მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად უტყუარად არ დადასტურდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დადასტურდა ბრალდებულ რ----- ხ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე, 276-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----- ხ---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

2. რ----- ხ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და სხდომის დარბაზშივე გათავისუფლდეს იგი პატიმრობიდან;

 

3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი