1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უნდა გამოცხადდეს განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე, გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დედანი ან მისი დადგენილი წესით დამოწმებული ასლი.
2. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელთან, მის წარმომადგენელთან ან/და მოწვეულ სპეციალისტთან ერთად უზრუნველყოფს დანართი №24-ში მითითებული სმფ-ის ფაქტობრივად აღწერას, საჭიროების შემთხვევაში, ვიდეო ან ფოტო დაფიქსირებას.
3. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ შეუძლებელია დანართი №24-ში მითითებული სმფ-ის ფაქტობრივად არსებულთან შედარება, მას უფლება აქვს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს საკუთარი ხარჯებით შესაბამისი სპეციალისტის მოწვევა.
4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დანართი №24-ზე ხელმოწერით დასტურდება მხოლოდ ვადაგასული, გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ის ფაქტობრივი აღწერა, მისი განადგურება (დანართი №24-ში მოცემული ცხრილის მე-8 სვეტი) და ამ პროცედურის განხორციელებისას გამოვლენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები (დანართი №24-ში მოცემული ცხრილის – მე-9 სვეტი) ან უარი მის დადასტურებაზე, რის შესახებაც კეთდება სათანადო აღნიშვნა უარის თქმის გარემოებებზე მითითებით.
5. სმფ-ის განადგურება არის სმფ-ის მოყვანა ფიზიკურად ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შეუძლებელია მისი აღდგენა და გამოყენება პირველადი სახით.
6. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირდაპირ, სმფ-ის ფაქტობრივი აღწერის გარეშე ადგილზე გაუსვლელად დაადასტუროს დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს, ხოლო გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარადგინოს ჩამოსაწერი სმფ-ის ვიდეო ან ფოტო ამსახველი მასალები. დოკუმენტის პირდაპირი დადასტურების შესახებ მიეთითება დანართი №24-ში მოცემული ცხრილის მე-9 სვეტშ