1. საგადასახადო ორგანო განცხადებისა და შესაბამისი დანართის მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა ვალდებულია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი “სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 პირს, ხოლო დოკუმენტის გაფორმების დღეთა რაოდენობა
– 5 სამუშაო დღეს, რომლის პერიოდულობასაც ირჩევს საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტის პირდაპირი დადასტურების შესახებ, აღნიშნული უნდა მიეთითოს ბრძანებაშ