1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დადგენილი წესით აღრიცხოს ჩამოწერის დოკუმენტის გაფორმების შედეგად გამოსაყენებლად ვარგისი ნარჩენები.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ სმფ-ის ჩამოწერა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სმფ-ის მარაგების ნაშთის ღირებულების შემცირებით, მხოლოდ დანართი №24-ში მოცემული ცხრილის მე-8 სვეტში შეტანილ მონაცემთა რაოდენობის ფარგლებში.
3. დოკუმენტის გაფორმების დასრულების შემდგომ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კარი III
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მი