1. საგადასახადო ორგანო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენების შესახებ გამოსცემს შეტყობინებას.

2. შეტყობინება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/ვალდებულ პირს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. შეტყობინება ასევე იგზავნება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შემთხვევაშიც.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს:

ა) გამოცემის თარიღი და ნომერი;

ბ) საგადასახადო ორგანოს დასახელება;

გ) პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი;

დ) გამოცემის საფუძველი;

ე) მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე;

ვ) გასაჩივრების წესი და ვადა.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ შეტყობინების მიღებაზე უარის შემთხვევაში, წარმდგენი პირი მასზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება.

5. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების საფუძვლების არსებობისას, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმედება 1 სამუშაო დღეში.

თავი XI

ქონებაზე ყადაღის დადე