ბრძანება N 10771

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.05.2026
№ დოკუმენტი 10771
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10771

14 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----ის (ს/ნ ---)

(მის: ---) 2026 წლის 24 აპრილის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი N38) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) N101963/1/2026 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 24 აპრილის NCB1904510 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ პროდუქციის რეალიზაცის დროს მოლარე არ დააკვირდა და საკონტროლო სალარო აპარატიდან 5.50 ლარის ნაცვლად, ამობეჭდა 0.50 თეთრიანი ქვითარი. გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სამართალდარღვევის ფაქტი გამოწვეულია მოლარის დაუკვირვებლობით და მას თავი არ აურიდებია ჩეკის ამობეჭდვისთვის, ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 30 მარტის №7076 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 24 აპრილს, ი/მ --- ის (ს/ნ ---) ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ ობიექტზე (---) განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. საკონტროლო შესყიდვის პროცედურის ფარგლებში შეძენილ იქნა 5.56 ლარის ღირებულების საქონელი (ბანანი). ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ამობეჭდილ იქნა 0.50 ლარის ღირებულების ჩეკი. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტზე 2026 წლის 24 აპრილს შედგენილ იქნა NCB1904510 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების მე-20 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი.

ამავე ბრძანების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე უნდა აისახოს შემდეგი აუცილებელი რეკვიზიტები: გადახდილი თანხის ოდენობა, თარიღი და დრო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ --- ის (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ პროდუქციის რეალიზაცის დროს მოლარე არ დააკვირდა და საკონტროლო სალარო აპარატიდან 5.50 ლარის ნაცვლად, ამობეჭდა 0.50 თეთრიანი ქვითარი. გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სამართალდარღვევის ფაქტი გამოწვეულია მოლარის დაუკვირვებლობით და მას თავი არ აურიდებია ჩეკის ამობეჭდვისთვის, ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ ობიექტზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. საკონტროლო შესყიდვის პროცედურის ფარგლებში შეძენილ იქნა 5.56 ლარის ღირებულების საქონელი (ბანანი). ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ამობეჭდილ იქნა 0.50 ლარის ღირებულების ჩეკი. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 281 (5).