ბრძანება N 24502
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24502
20 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
(იურ. მის: ----------)
(ფაქტ. მის.: ----------)
2024 წლის 5 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) N183573/21 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 30 ოქტომბრის ID:33968926 გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მის მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრებული იყო სასამართლო წესით და დაზუსტების მიზნით, წერილობითვე მოითხოვა საგადასახადო ორგანოს პოზიცია, რათა მათი შეფასების საფუძველზე კანონიერად ესარგებლა აღნიშნული საყოველთაო საგადასახადო ამნისტიით. ამბობს, რომ ჰქონდა კანონიერი მოლოდინი, რომ აღიარების შემთხვევაში ჩამოეწერებოდა გადასახადის თანხა, სანქცია და საურავი, თუმცა მისთვის გაურკვეველია, რა პრინციპით მოხდა არსებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. ამასთან, მის კონტრაქტორებს შეეზღუდათ მისგან შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლის შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების სრულად ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 11.07.2024 წელს მიმართა საგადასახადო ორგანოს N---------- განცხადებით დავალიანების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ჩამოწერის მოთხოვნით. მონაცემთა დამუშავების სამმართველოს მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი, კერძოდ, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით პირს 23.07.2024 წლის მდგომარეობით გპაბ-ზე არ ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ამასთან უფიქსირდებოდა დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ იყო აღიარებული.
საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ დამატებით დარიცხული თანხების საფუძველი იყო საგადასახადო მოთხოვნებით (17.12.2015წ N002-333; 13.06.2016წ N002165; 29.10.2018წ N002-264; 04.06.2019წ N002-195; 08.04.2020წ N002-81; 18.02.2022წ N002-20) დარიცხული თანხები, რაც ითვლება 01.01.2021 წლამდე წარმოშობილად და აღიარების შემთხვევაში ექვემდებარება ჩამოწერას მისი დარჩენილი გადაუხდელი ნაწილი. აღნიშნულის შესახებ გადამხდელს 24.07.2024 წელს გაეგზავნა N---------- წერილი. ამავე წერილით ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) განემარტა 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში გასათვალისწინებელი პირობების შესახებ. კერძოდ, გადამხდელს განემარტა, რომ მის პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2021 წლის შემდეგ ფიქსირდებოდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება (გადასახადების დარიცხვა/საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხების დარიცხვა/შემცირება/გადახდა) და დამატებით დარიცხული თანხების აღიარების შემთხვევაში, 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ განხორციელებული გადახდებით და შემცირების ოპერაციებით პირველ რიგში დაიფარებოდა უფრო ადრე წარმოშობილი დავალიანება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის :დ“ ქვეპუნქტის მიხედვით დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში, ჩამოწერას დაექვემდებარებოდა მხოლოდ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტში დარჩენილი მისი გადაუხდელი ნაწილი (ჯარიმა-საურავის ნაწილი), ხოლო 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დარჩებოდა დავალიანებად.
16.10.2024 წელს დამატებით დარიცხული თანხები აღიარებულია და დროებითი ბარათიდან გადატანილია ძირითად ბარათზე. ნაერთი ინფორმაციის მიხედვით 01.01.2021 წლის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება დავალიანება: გადასახადი 123599.07 ლარი, ჯარიმა 79238.25 ლარი და საურავი 129829.69 ლარი.
16.10.2024 წელს ID:---------- განცხადებით ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) განმეორებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. ამასთან, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2021 წლის შემდეგ ფიქსირდებოდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება (გადასახადების დარიცხვა/შემცირება), ბიუჯეტში კი გადახდილია გადასახადი სულ 715449.81 ლარი, რითიც დაფარულია 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანების ძირითადი ნაწილი სრულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომსახურების დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სამმართველოს მიერ 30.10.2024 წელს შედგენილია დასკვნა ---------- და ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩამოწერილია 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი და 30.10.2024 წლამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება. კერძოდ, ჯარიმა 76988.25 ლარი და საურავი 136236.13 ლარი, ხოლო 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დარიცხული გადასახადები ფიქსირდება დავალიანებად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 111387.51 ლარი, ჯარიმა 122 ლარი და საურავი 70927.43 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულება.
ამავე ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
ხოლო მე-15 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253- ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების სრულად ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანმა 11.07.2024 წელს მიმართა საგადასახადო ორგანოს განცხადებით დავალიანების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ჩამოწერის მოთხოვნით. მონაცემთა დამუშავების სამმართველოს მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი, კერძოდ, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით პირს 23.07.2024 წლის მდგომარეობით გპაბ-ზე არ ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ამასთან უფიქსირდებოდა დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ იყო აღიარებული.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა: ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა); ბ) ჯარიმა; გ) საურავი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(37).