ბრძანება N 21429
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21429
06 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 19 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №147987/21-17 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №025-2023-174897 ბრძანებას საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ და მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 10 სექტემბრის №21-11/64527 გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2025 წლის 25 აგვისტოს ახლობელმა ჩაურიცხა 600 ლარი შვილის სამკურნალოდ. ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის საფუძველზე ჩამოეწერა 2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილი 600 ლარის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ------- (ს/ნ -------) 2023 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 32 245.70 ლარი, საურავი 41 989.04 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2023 წლის 17 ოქტომბერს გამოიცა №025-2023-174897 ბრძანება ი/მ ------- (ს/ნ ------- საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (საქართველოს ბანკის საბანკო ანგარიშებზე 74 234.74 ლარზე). აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად 2023 წლის 18 ოქტომბერს, რომლის გადამხდელის მიერ გაცნობაც არ ფიქსირდება.
2023 წლის 17 ოქტომბრის №025-2023-174897 საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 266.50 ლარი, 2023 წლის 18 ოქტომბრის კორექტირებული №011-2023- 178745 საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 570 ლარი, 2023 წლის 19 ოქტომბრის კორექტირებული №024-2023-186098 საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 1 030 ლარი და 2023 წლის 24 ოქტომბრის კორექტირებული №011-2023- 195196 საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 850 ლარი (მათ შორის, 2025 წლის 25 აგვისტოს 600 ლარი).
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ 2025 წლის პირველ სექტემბერს ი/მ ------- (ს/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გადაუხდელი დავალიანება ჩამოწერილ იქნა სრულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე 2025 წლის 2 სექტემბრის №025-2025-135258 ბრძანებით გაუქმდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში შემოსულია ი/მ ------- (ს/ნ -------) განცხადება №135136/21-11 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.
ი/მ ------- (ს/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დადგინდა, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: სულ 74 234.74 ლარი, მათ შორის, გადასახადი 32 245.70 ლარი, საურავი 41 989.04 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული - ჯარიმა 500 ლარი. 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 26 აგვისტოს პერიოდში სულ გადახდილია 2 716.50 ლარი, მათ შორის 2025 წლის 25 აგვისტოს გადახდილია 600 ლარი.
ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: სულ 71 518.24 ლარი, მათ შორის გადასახადი 29 529.20 ლარი, საურავი 41 989.04 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული ჯარიმა 500 ლარი. დავალიანება წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე. დამატებით დარიცხული ჯარიმა აღიარებულია 2025 წლის 27 აგვისტოს. 2025 წლის 26 აგვისტოს შემდეგ გადახდილი თანხები არ ფიქსირდება, ხოლო 2021 წლის პირველი იანვრიდან - 2025 წლის 26 აგვისტოს პერიოდში გადახდილი თანხებით შემცირდა ჩამოსაწერი თანხის ოდენობა.
2025 წლის პირველ სექტემბერს შედგენილია დასკვნა №77284-21-11, რომლის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად ჩამოწერილია 2025 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ი/მ ------- (ს/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება: სულ 72 018.24 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 529.20 ლარი, ჯარიმა 500 ლარი, საურავი 41 989.04 ლარი. აღნიშნულის შესახებ გადამხდელს ეცნობა 2025 წლის პირველი სექტემბრის №21-11/62368 წერილით, რომელიც ჩაბარდა 2025 წლის 8 სექტემბერს.
2025 წლის 9 სექტემბერს შემოსავლების სამსახურში შემოსულია ი/მ ------- №141538/21-11 განცხადება, რომლითაც ითხოვს 2025 წლის 25 აგვისტოს გადახდილი თანხის 600 ლარის დაბრუნებას მის ანგარიშზე. პასუხად ეცნობა (№21-11/64527 წერილით), რომ 2025 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, ი/მ ------- ზედმეტად გადახდილი თანხები არ ერიცხება. აღნიშნული წერილი ჩაბარდა პირადად 2025 წლის 19 სექტემბერს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ საინკასო დავალებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 10 სექტემბრის №21-11/64527 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება: ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 91 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37- ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ხორციელდება დადებითი გადაწყვეტილების შესახებ მომზადებული დასკვნა/ბრძანების თარიღისთვის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული მონაცემების შესაბამისად. ამასთან, დასკვნა/ბრძანების გამოცემის თარიღიდან ჩამოსაწერი თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვამდე, გატარებული ახალი ოპერაციები არ იწვევს გადაწყვეტილებით (დასკვნა/ბრძანება) გათვალისწინებული ჩამოსაწერი დავალიანების კორექტირებას, გარდა ისეთი სახის ოპერაციებისა, რომლებიც ასახული უნდა ყოფილიყო დავალიანების ჩამოწერამდე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ ვინაიდან 2023 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, 2023 წლის 17 ოქტომბერს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №025-2023-174897 ბრძანება ი/მ ------- (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ, ხოლო 2023 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გამოცემული, კორექტირებული №011-2023-195196 საინკასო დავალების საფუძველზე გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 850 ლარი (მათ შორის, 2025 წლის 25 აგვისტოს 600 ლარი). ამასთან, გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად ჩამოეწერა 2025 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გადაუხდელი დავალიანება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიცა ბრძანება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად 2023 წლის 18 ოქტომბერს, რომლის გადამხდელის მიერ გაცნობაც არ ფიქსირდება.
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გადაუხდელი დავალიანება ჩამოწერილ იქნა სრულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრძანებით გაუქმდა საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 243(1);