ბრძანება N 24521

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2024
№ დოკუმენტი 24521
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 24521

20 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 7 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) №184670/21 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 30 ოქტომბრის №21-11/80837 გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებით ჩამოწერას არ დაექვემდებარა 01.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები, მიუხედავად გადასახადის დარიცხვის სავადო თარიღებისა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ არასწორად განიმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რის გამოც 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება არ ჩამოეწერა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ბარათზე დარიცხული დავალიანება წარმოშობილია 2021 წლის 1 იანვრამდე. კერძოდ 2018, 2019 და 2020 წლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გპაბ-ზე დარიცხული დავალიანების სრულად ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2021 წლის მდგომარეობით, როგორც შედარების აქტის, ასევე, ნაერთი ინფორმაციით ერიცხება დავალიანება სულ 46.75 ლარი. მათ შორის, გადასახადი 41.94 ლარი, საურავი 4.81 ლარი. 01.01.2021 წლის შემდეგ საბაჟო შეტყობინებებითა და სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხულია თანხები. ასევე, დარიცხულია სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გადასახადი.

01.01.2021 წლის შემდეგ სულ გადახდილია 279.80 ლარი, რისი გათვალისწინებით განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის - 04.10.2024 წლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს სულ 3348819.83 ლარს, მათ შორის გადასახადი 1 248 575.47 ლარი, ჯარიმა 1 415 988.56 ლარი, საურავი 684255.80 ლარი. 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დარიცხული თანხები სრულად ითვლება 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ წარმოშობილად, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის სავადო თარიღებისა.

ფ/პ „----------“ მიერ გადახდილი თანხებით დაფარულია 2021 წლამდე არსებული ძირითადი დავალიანება. 2024 წლის 30 ოქტომბრის №---------- დასკვნის საფუძველზე ჩამოწერილია 2021 წლამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული საურავი 8.83 ლარი, ხოლო 01.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები ჩამოწერას არ დაექვემდებარა, მიუხედავად გადასახადების დარიცხვის სავადო თარიღებისა, რის შესახებაც გადამხდელს ეცნობა 2024 წლის 30 ოქტომბრის №---------- წერილით, რომელიც ჩაბარდა 05.11.2024 წელს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.

ამავე ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.

ხოლო ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253- ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:

ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);

ბ) ჯარიმა;

გ) საურავი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი გადამხდელი ითხოვს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების სრულად ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანის პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2021 წლის მდგომარეობით, როგორც შედარების აქტის, ასევე, ნაერთი ინფორმაციით ერიცხება დავალიანება სულ 46.75 ლარი. მათ შორის, გადასახადი 41.94 ლარი, საურავი 4.81 ლარი. 01.01.2021 წლის შემდეგ საბაჟო შეტყობინებებითა და სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხულია თანხები. ასევე, დარიცხულია სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გადასახადი. 01.01.2021 წლის შემდეგ სულ გადახდილია 279.80 ლარი, რისი გათვალისწინებით განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის - 04.10.2024 წლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს სულ 3348819.83 ლარს, მათ შორის გადასახადი 1 248 575.47 ლარი, ჯარიმა 1 415 988.56 ლარი, საურავი 684255.80 ლარი. 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დარიცხული თანხები სრულად ითვლება 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ წარმოშობილად, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის სავადო თარიღებისა.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა: ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა); ბ) ჯარიმა; გ) საურავი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(37).