გადაწყვეტილება №26320/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.01.2026
№ დოკუმენტი 26320/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26320/2/2025

20 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 15.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26320/2/2025).

 

დავის საგანი:

გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევებისათვის დარიცხული თანხები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №EL292620, №EL292629, №EL292635, №EL292639, №EL292641 სამართალდარღვევის ოქმები;

2. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №EL292768, №EL292812, №EL292816, №EL292842 სამართალდარღვევის ოქმები;

3. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 21 აგვისტოს №EL293364, №EL293367, №EL293372 სამართალდარღვევის ოქმები;

4. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №EL77777/7 (№007-7), №EL77777/9 (№007-9), №EL77777/18 (№007-18), №EL77777/20 (№007-20) საგადასახადო მოთხოვნები;

5. შემოსავლების სამსახურის 1.12.2025 წლის №26414 ბრძანება.

 

დარიცხული ჯარიმის თანხა: 15 096.41 ლარი.

მათ შორის:

12.08.2025 წლის №EL292620 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 1 261.20 ლარი (საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი);

12.08.2025 წლის №EL292629 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 668.89 ლარი (საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი);

12.08.2025 წლის №EL292635 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 413.85 ლარი (საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი);

12.08.2025 წლის №EL292639 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 5 955.56 ლარი (საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი);

12.08.2025 წლის №EL292641 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 19.54 ლარი (საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლი);

14.08.2025 წლის №EL292768 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 612.77 ლარი (საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი);

14.08.2025 წლის №EL292812 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 157.99 ლარი (საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი);

14.08.2025 წლის №EL292816 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 934.61 ლარი (საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი);

14.08.2025 წლის №EL292842 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 2 000 ლარი (საბაჟო კოდექსის 176- ე მუხლის პირველი ნაწილი);

21.08.2025 წლის №EL293364 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 762 ლარი (საბაჟო კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილი);

21.08.2025 წლის №EL293367 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 310 ლარი (საბაჟო კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილი);

21.08.2025 წლის №EL293372 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 2 000 ლარი (საბაჟო კოდექსის 176- ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

დარიცხული თანხა: 11 287.65 ლარი.

მათ შორის:

14.08.2025 წლის № EL77777/7 (007-7) საგადასახადო მოთხოვნა - 27.29 ლარი;

გადასახადი - 19.55

დღგ - 5.54

აქციზის გადასახადი - 12

იმპორტის გადასახადი - 2.01

საურავი - 7.74

14.08.2025 წლის № EL77777/9 (007-9) საგადასახადო მოთხოვნა -10 166.12ლარი;

მათ შორის:

გადასახადი - 5 955.55

დღგ - 965.94

აქციზის გადასახადი - 4 944.4

იმპორტის გადასახადი - 45.21

საურავი - 4 210.57

14.08.2025 წლის № EL77777/18 (007-18) საგადასახადო მოთხოვნა - 936.02 ლარი;

მათ შორის:

გადასახადი - 934.61

დღგ - 232.86

აქციზის გადასახადი - 630.72

იმპორტის გადასახადი - 71.03

საურავი - 1.41

14.08.2025 წლის № EL77777/20 (007-20) საგადასახადო მოთხოვნა -158.22 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 157.99

დღგ - 31.87

აქციზის გადასახადი - 120

იმპორტის გადასახადი - 6.12

საურავი - 0.23

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 15 ივლისის №15938 ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 15 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, განხორციელდა -------, ------- მდებარე, შპს ------- საბაჟო საწყობისთვის (-------; -------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი, რაზეც მიმდინარე წლის 11 აგვისტოს შედგა შპს ------- საბაჟო საწყობისთვის (-------) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი № 05-WHS-2025.

აღნიშნული ბრძანების ფარგლებში, საბაჟო საწყობისათვის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი განხორციელდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.

საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლიდან დათვალიერდა: შპს ------- (ს/ნ -------), შპს ------- (-------), შპს „-------“-ის (-------), შპს ------- (ს/ნ -------), შპს „-------“-ის (ს/ნ -------), შპს „-------“-ის (ს/ნ -------. ახალი დასახელება შპს -------) და შპს ------- (ს/ნ -------) მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი, ასევე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული შპს ------- (ს/ნ -------) და შპს ------- (ს/ნ -------) კუთვნილი თამბაქოს ნაწარმი (ჩილიმის არომატი და ელექტრო სიგარეტი).

შპს ------- (ს/ნ -------) მიერ, A38334/11111/07.04.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანი სიგარეტის MARBLE F.F. დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის მიერ წარდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 107 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 562 500 კოლოფი, საწყობის მიერ წარდგენილი რაოდენობა 562 393 კოლოფი). აღნიშნული საქონელი, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2025 წლის 19 მარტის №4947 ბრძანების საფუძველზე, გადაცემული იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა შემოწმების პერიოდში ინახებოდა საბაჟო საწყობში, რადგან სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა ჩაბარებული.

A79175/11111/11.06.2022 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული შპს „-------“-ის (ს/ნ -------) კუთვნილი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტის დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა 221 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 412 500 კოლოფი, საბაჟო საწყობში არსებული რაოდენობა 412 279 კოლოფი). დანაკლისი აღმოჩნდა შემდეგი დასახელების ფილტრიან სიგარეტებში: COMPLIMENT BLUE KS - დანაკლისი 17 კოლოფი; COMPLIMENT RED KS - დანაკლისი 22 კოლოფი; MARVEL BLUE KS - დანაკლისი 50 კოლოფი; MARVEL RED KS - დანაკლისი 20 კოლოფი; COMPLIMENT ORIGINAL KS - დანაკლისი 30 კოლოფი, JIN LING KS - დანაკლისი 82 კოლოფი და მხოლოდ ერთ სახეობა, MARVEL BLUE DEMI SLIMS ფაქტიური რაოდენობა დაემთხვა კამერალურ ნაშთს.

A138867/11111/07.11.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში შპს ------- (ს/ნ -------) კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტის დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა 120 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 605 000 კოლოფი, საბაჟო საწყობში არსებული რაოდენობა 604 880 კოლოფი). კერძოდ, MAN UNITED KING FULL FLAVOR დანაკლისი შეადგენს 30 კოლოფს, ხოლო MAN UNITED KING QUEEN BLACK 90 კოლოფს.

A7994/11111/28.01.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული შპს ------- (ს/ნ -------) კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტის CINQUECENTO RED დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა 71 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 216 000 კოლოფი, საბაჟო საწყობში არსებული რაოდენობა 215 929 კოლოფი).

A124589/11111/30.09.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული შპს ------- (ს/ნ -------) კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტის MINSK SUPERSLIMS დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა 1 052 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 250 000 კოლოფი, საბაჟო საწყობში არსებული რაოდენობა 248 948 კოლოფი).

ზემოხსენებული საბაჟო დეკლარაციით, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დათვალიერების დროს, ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული ფილტრიანი სიგარეტი NZ GOLD – 500 კოლოფი და NZ BLACK – 500 კოლოფი.

ოფი და NZ BLACK – 500 კოლოფი. რაც შეეხება მომჩივანის განცხადებას, რომ თითქოს ხსენებული ფილტრიანი სიგარეტები წარმოადგენს A124589/11111/30.09.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონლის ნაწილს, რომელიც ტვირთის გადაყიდვის შემდგომ შეცდომით დარჩა საბაჟო საწყობში, აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ შემოწმებისას №15938 ბრძანებით დამტკიცებულმა სამუშაო ჯგუფმა იხელმძღვანელა შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ფილტრიანი სიგარეტები NZ GOLD და NZ BLACK არ უნდა ყოფილიყო საბაჟო საწყობში.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, A124589/11111/30.09.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით, შპს ------- (ს/ნ -------) საწყობის პროცედურაში მოაქცია ოთხი დასახელების ფილტრიანი სიგარეტი: MINSK SUPERSLIMS – 500 ყუთი, MINSK 5 SUPERSLIMS – 500 ყუთი, NZ GOLD – 925 ყუთი და NZ BLACK – 500 ყუთი.

შემდგომ, 2025 წლის 5 აგვისტოს შპს ------- (ს/ნ -------) აღნიშნული სიგარეტის ნაწილი, NZ GOLD - 925 ყუთი და NZ BLACK - 460 ყუთი, გაასხვისა შპს „-------“-ზე (ს/ნ -------), ხოლო აღნიშნულმა კომპანიამ ხსენებული სიგარეტი მოაქცია საწყობის პროცედურაში A94829/11111/05.08.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაციით.

შპს ------- (ს/ნ -------) A124589/11111/30.09.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანი სიგარეტის ნაწილი, MINSK 5 SUPERSLIMS - 500 ყუთი და NZ BLACK - 40 ყუთი, გადაიტანა სხვა საბაჟო საწყობში, რაზეც დაიბეჭდა A125693/11111/09.10.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაცია.

 

#assignedTableId-1770724817938 {margin-left: 34.7pt; margin: 0 auto !important; }A124589 30.09.2021

C95413 05.08.2024

C126351

ნაშთი

 

დასახელება

ყუთი

კოლოფ

ყუთი

კოლოფი

ყუთი

კოლოფ

ყუთი

კოლოფი

 

MINSK

500

250

 

500

250

 

MINSK 5

500

250

 

500

250

0

0

 

NZ GOLD

925

462

925

462

 

0

0

 

NZ BLACK

500

250

460

230

40

20

0

0

 

შპს „-------“-მ (ს/ნ -------) A94829/11111/05.08.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანი სიგარეტი NZ GOLD - 925 ყუთი და NZ BLACK - 460 ყუთი, რეექსპორტით გაიტანა ინდოეთში, სადაც მიმღები კომპანია იყო -------.

A49357/11117/14.06.2023 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული შპს ------- (ს/ნ -------) კუთვნილი ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა 2 ცალით (ნეტო - 100 გრამიანი შეფუთვა) ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით. დეკლარაციით პროგრამული ნაშთი შეადგენდა 4 000 ცალს, ხოლო საბაჟო საწყობში არსებული რაოდენობა 3 998 ცალს. აღსანიშნავია, რომ A49357/11117/14.06.2023 საწყობის დეკლარაციის ნაწილზე (1 600 ცალზე) 2023 წლის 16 ივნისს, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, დაიბეჭდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია C50953/11117, რომელიც შეირჩა „წითელ დერეფანში“ და შემოწმების პერიოდში ინახებოდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. საგულისხმოა, რომ საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ საქონელზე ამ დრომდე მიმდინარეობს სასამართლო დავა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო.

შპს ------- კუთვნილი ტვირთის დათვალიერება მიმდინარეობდა ამავე კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით და მისი უშუალო მონაწილეობით, თუმცა, მათ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირებისათვის (შემმოწმებელი პირებისათვის) არ მიუწოდებიათ ინფორმაცია C50953/11117/16.06.2023 საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის გადახდასთან დაკავშირებით. ამასთან, გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული ხსენებულ დეკლარაციაში.

C14575/11114/30.07.2024 საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული შპს ------- (ს/ნ -------) კუთვნილი ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის მიერ წარდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 10 ცალით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ რაოდენობასთან შედარებით. ტვირთი თანმხლები დოკუმენტების მიხედვით უნდა ყოფილიყო 10 000 ცალი, საბაჟო საწყობში არსებულმა ფაქტიურმა რაოდენობამ შეადგინა 9 990 ცალი. მომჩივნის მიერ წარდგენილი „ტვირთის დაზიანების ოქმი“ №0536, რომელიც გაცემულია საბაჟო საწყობის – შპს ------- მიერ 2024 წლის 28 ივლისს, აღწერს საქონლის მიღებისას საბაჟო საწყობის მიერ ტვირთის შეფუთვის ვიზუალური დათვალიერების შემდგომ გამოვლენილ შეფუთვის დაზიანების შესახებ ინფორმაციას და აღნიშნული არ წარმოადგენს საქონლის თავდაპირველ რაოდენობასთან შეუსაბამობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამასთან, „ტვირთის დაზიანების ოქმი“ არ არის C14575/11114/30.07.2024 დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში.

C75341/11111/29.06.2023 საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული შპს ------- (ს/ნ -------) კუთვნილი ელექტრო სიგარეტის დათვალიერების დროს ნანახი იქნა ჯამში 429 ერთეული ელექტრო სიგარეტი, თუმცა წარდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა და მახასიათებლები (დასახელება, გემო) არ შეესაბამება აღნიშნული დროებით შენახვის დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში (№00415 23.06.2023 შესყიდვის დოკუმენტში) მითითებულ მონაცემებს, კერძოდ:

– №00415 23.06.2023 შესყიდვის დოკუმენტში არსებული 30 პოზიციიდან დაემთხვა №1, №2, №3, №5, №8, №9, №10, №14, №18, №19, №20, №22, №23, №27 და №28 პოზიციებით განსაზღვრული საქონელი (სულ 192 ცალი ელექტრო სიგარეტი).

– ნაკლები იყო ან არ აღმოჩნდა №4, №7, №11, №12, №15, №16, №17, №24, №25, №26, №29 და №30 პოზიციებით განსაზღვრული საქონელი (სულ 146 ცალი ელექტრო სიგარეტი). – 48 ცალი ელექტრო სიგარეტით მეტი აღმოჩნდა №6, №13 და №21 პოზიციებით განსაზღვრული საქონელი, ასევე საბაჟო საწყობისა და შპს ------- უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილ ელექტრო სიგარეტებში აღმოჩნდა 95 ერთეული ელექტრო სიგარეტი, რომლებიც არ იყო მითითებული №00415 23.06.2023 შესყიდვის დოკუმენტში, კერძოდ:

• City - Baku Double Melon 24 ცალი;

• City - Novosibirsk Grape Blackurrant 24 ცალი;

• City - Bombay Guava 12 ცალი;

• City - Paris Grape 12 ცალი;

• Soak - Jasmin Raspberry Tea 4 ცალი;

• Soak - Pomelo 10 ცალი;

• Soak - Aloe vera 1 ცალი;

• Soak - Passion Bubble 1ცალი;

• Soak - Booble gum 1 ცალი;

• Soak - Rose grape 1 ცალი;

• Soak – Raspberry Yogurt 1ცალი;

• Soak – True lemon 1 ცალი;

• Soak - Forest Blackurrant 1 ცალი;

• Soak – Morning Muesli 1 ცალი;

• Soak – Vanilla Pear – 1ცალი;

ფილტრიანი სიგარეტების დათვალიერებისას ნანახი ყუთების გარკვეული ნაწილი იყო გახსნილი ან დაზიანებული და შემდგომ გადაფუთული წებვადი ლენტით (სწორედ ამგვარ ყუთებში აღმოჩნდა დანაკლისები).

საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევის და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულ საქონელთან მიმართებაში) უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურებისათვის, №EL292842, №EL293372 და №EL292768 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები, ხოლო №EL292816, №EL292812, №EL292641, №EL292635, №EL292639, №EL292629, №EL292620 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს დეკლარანტებთან სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამასთან №EL293364 და №EL293367 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით მომჩივანს, ასევე დეკლარანტებთან სოლიდარულად, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად) პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აღნიშნულთან ერთად, საბაჟო კოდექსის 49-ე, 52-ე და 64-ე მუხლებისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, გამოიცა №EL77777-7, №EL77777-9, №EL77777-11, №EL77777-12, №EL77777-14, №EL77777-18 და №EL77777-20 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც მომჩივანს დეკლარანტებთან სოლიდარულად ასევე დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი, ხოლო №EL77777-15 საგადასახადო მოთხოვნით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულ, უკანონო განკარგულ, დაკარგულ, განადგურებულ საქონელთან მიმართებაში, იმპორტის გადასახდელი და საურავი დაერიცხა.

ზემოთ მითითებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 1.12.2025 წლის №26414 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, დარიცხული საურავის ოდენობის მართლზომიერების დადგენის მიზნით, დამატებით შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხსენებულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს №EL77777/15, №EL77777/14, №EL77777/11 და №EL77777/9 საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული საურავის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.12.2025 წლის №26414 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-5, მე-6, მე-13, 52-ე მუხლებზე, 127-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლზე და მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №9) მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-5, მე-7 ნაწილებზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 270-ე მუხლზე, 253-ე მუხლზე, 272-ე მუხლზე, დადგენილ გარემოებებზე, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებებს, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი. მომჩივნის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის, 172-ე მუხლის და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ამასთან, ვინაიდან არსებობს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, სადავო საგადასახადო მოთხოვნებით წარმოშობილ საბაჟო ვალდებულებაზე სოლიდარულად დარიცხული თანხებიც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ საქონელი ჩაიბარა ყუთების მითვლით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ფილტრიანი სიგარეტების დათვალიერებისას ნანახი ყუთების გარკვეული ნაწილი იყო გახსნილი ან დაზიანებული და შემდგომ გადაფუთული წებვადი ლენტით (სწორედ ამგვარ ყუთებში აღმოჩნდა დანაკლისები). აქედან გამომდინარე, დაზიანებული ყუთის ჯამური რაოდენობის გადათვლა, ვერ იქნებოდა საკმარისი საქონლის ფაქტიური რაოდენობის დეკლარირებულ რაოდენობასთან შესადარებლად.

რაც შეეხება შპს ------- ერთად სოლიდარულად დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით წარდგენილ არგუმენტს, აღსანიშნავია, რომ შპს ------- კუთვნილი ტვირთის დათვალიერება მიმდინარეობდა ამავე კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით და მისი უშუალო მონაწილეობით, თუმცა, მათ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირებისათვის (შემმოწმებელი პირებისათვის) არ მიუწოდებიათ ინფორმაცია C50953/11117/16.06.2023 საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის გადახდასთან დაკავშირებით. ამასთან, გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული ხსენებულ დეკლარაციაში.

მომჩივნის არგუმენტზე, შეფუთვების მთლიანობის დარღვევის ნიშნების არსებობაზე და დეკლარანტის მიერ, საწყობთან ერთად შესაბამისი აქტის საბაჟოსთვის წარდგენასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ განცხადებაში წარდგენილი „ტვირთის დაზიანების ოქმი“ №0536, რომელიც გაცემულია საბაჟო საწყობის - შპს ------- მიერ 2024 წლის 28 ივლისს, აღწერს საქონლის მიღებისას საბაჟო საწყობის მიერ ტვირთის შეფუთვის ვიზუალური დათვალიერების შემდგომ გამოვლენილ შეფუთვის დაზიანების შესახებ ინფორმაციას და აღნიშნული არ წარმოადგენს საქონლის თავდაპირველ რაოდენობასთან შეუსაბამობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამასთან „ტვირთის დაზიანების ოქმი“ არ არის C14575/11114/30.07.2024 დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს (ეპიზოდი შპს ------- საქონელთან დაკავშირებით), რომ თითქოს ხსენებული ფილტრიანი სიგარეტები წარმოადგენს A124589/11111/30.09.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონლის ნაწილს, რომელიც ტვირთის გადაყიდვის შემდგომ შეცდომით დარჩა საბაჟო საწყობში, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შემოწმებისას, №15938 ბრძანებით დამტკიცებულმა სამუშაო ჯგუფმა იხელმძღვანელა, შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც, ფილტრიანი სიგარეტები NZ GOLD და NZ BLACK არ უნდა ყოფილიყო შპს გაკო ტერმინალის საბაჟო საწყობში. ამასთან, შპს გაკო ტერმინალის მიერ, დამატებით მტკიცებულებად წარდგენილი -------ის წერილი არ არის გამყარებული მიმღები ქვეყნის შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით და არ იდენტიფიცირდება გამოგზავნის თარიღი.

მომჩივნის პოზიციაზე, რომ მსგავს დავაზე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებით დადგინდა, რომ საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული და გამიჯნულია საწყობის პროცედურის მფლობელისა და საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები, საგულისხმოა, რომ საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ერთდროულად არიან ვალდებული არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად, ასევე შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

შპს ------- მიერ დამატებით მტკიცებულებად წარდგენილ წერილთან (წერილის ავტორი -------) დაკავშირებით საგულისხმოა, რომ შპს „-------“-მ (ს/ნ -------) A94829/11111/05.08.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანი სიგარეტის NZ GOLD - 925 ყუთი და NZ BLACK - 460 ყუთი, რეექსპორტით გაიტანა ინდოეთში, სადაც მიმღები კომპანია იყო -------. აღნიშნულ წერილში დაფიქსირებული რაოდენობები არ შეესაბამება შემოწმების აქტში მოცემული დანაკლისებისა და ზედმეტობების რაოდენობებს სახეობების მიხედვით. ამასთან, აღნიშნული წერილი არ არის გამყარებული მიმღები ქვეყნის შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით და არ იდენტიფიცირდება გამოგზავნის თარიღი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მომჩივნის არგუმენტზე, რომ 2025 წლის 18 მარტს საბაჟო დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის მიზნით მოხდა C38429 07/04/2021 დეკლარაციით დასაწყობებული საქონლის დათვალიერება და შედგა დათვალიერების აქტი, სადაც მითითებულია, რომ საწყობში განთავსებული საქონელი ემთხვევა კამერალურ ნაშთს, რის შემდგომ გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №4947 ბრძანება შპს ------- (-------) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (საბაჟო საწყობის დეკლარაცია C3842907/04/2021) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. შესაბამისად მიაჩნია, რომ საურავი ნაცვლად 2021 წლის 7 აპრილისა უნდა დარიცხულიყო 2025 წლის 18 მარტიდან, რის გამოც უნდა შემცირდეს №EL77777/15 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საურავი. ასევე მიუთითებს, რომ საურავი დარიცხულია დეკლარაციების რეგისტრაციის თარიღიდან და დარიცხვა არ შეწყდა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით დადგენილი ვადის - 3 წლის გასვლის მომენტში. ამდენად, მიაჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლებით უნდა ჩასწორდეს №EL77777/14, №EL77777/11 და №EL77777/9 საგადასახადო მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დარიცხული საურავის ოდენობის მართლზომიერების დადგენის მიზნით, დამატებით შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კი, განახორციელოს სადავო №EL77777/15, №EL77777/14, №EL77777/11 და №EL77777/9 საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება). საჩივრები დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებულია კანონმდებლობიდან ამონარიდი მუხლები განმარტების გარეშე და არ იძლევა არანაირ სიცხადეს რა არგუმენტების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა საჩივარი.

ტვირთის მიღებისას კომპანიის მიერ მოხდა ყუთების დათვლა, რაც შეესაბამებოდა დეკლარაციაში მითითებულ რაოდენობას. შემოწმების შედეგად დათვლილი საქონლის ყუთების რაოდენობა დაემთხვა კამერალურ ნაშთს. ასევე, შემოწმდა ყუთების მთლიანობა, ყუთების უმეტესობა იყო ქარხნულად შეფუთული და მთლიანობა არ ყოფილა დარღვეული. ყუთების შეფუთვის დაუზიანებლად გახსნა ისე, რომ კვალი არ დაეტყოს, შეუძლებელია. მებაჟე ოფიცრების მიერ დათვლის შედეგად დადგინდა, რომ ყუთების რაოდენობა, რაც დეკლარაციების კამერალური ნაშთებით უნდა ყოფილიყო, დაემთხვა რეალურ მონაცემებს.

მსგავსი საბაჟო დავა კომპანიას ქონდა საბაჟო დეპარტამენტთან სხვადასხვა პერიოდში. საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრების მიერ შემოწმდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ტვირთების კამერალური ნაშთები და გამოიწერა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურებაზე, სამართალდარღვევის ოქმები. კომპანიის მიერ მოხდა აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრება შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც სამჯერ მიიღო გადაწყვეტილება (11.06.2021 წლის №11478/2/2020, 6.05.2022 წლის №15374/2/2021 და 15626/2/2022).

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის, 127-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე მითითებით საბჭო განმარტავს, რომ „აღნიშნული მუხლით ცალსახად განსაზღვრული და გამიჯნულია საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელის და საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები. შესაბამისადვე უნდა გაიმიჯნოს თითოეული მათგანის პასუხისმგებლობები მათთვის დაკისრებული ვალდებულებების დარღვევისათვის. სწორედ აღნიშნული პრინციპია ასახული საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ნორმაში, რომლის მიხედვითაც, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია სახეზეა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონოდ განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, თუმცა პირს სანქცია უნდა შეეფარდოს მის მიერ ჩადენილი ქმედების და არა დამდგარი შედეგის მიხედვით. მომჩივანის ქმედება კი, რამაც ეს შედეგი გამოიწვი, მისი ვალდებულებების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, როგორც მისი მხრიდან სანებართვო პირობების დარღვევა და მას უნდა დაეკისროს მხოლოდ საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია (რაზეც ზევით უკვე იყო საუბარი). განსახილველ შემთხვევაში, მომჩივანი არ არის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტი.“

შემოსავლების სამსახური თავის გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული და გამიჯნულია საწყობის პროცედურის მფლობელისა და საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები და საწყობმა და პროცედურის მფლობელმა არ უნდა დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის უკანონო განკარგვა. არც კომპანიის არგუმენტებში და არც ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებში არსად არაა მითითებული, რომ საწყობის ვალდებულებას არ წარმოადგენს, რომ არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის უკანონო განკარგვა, თუმცა ეს ქმედება საბაჟო საწყობისათვის მიიჩნევა საწყობის სანებართვო პირობების დარღვევად, რაც ზემოთ მკაფიოდ არის განმარტებული. ასევე მკაფიოდ არის აღნიშნული ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

აღნიშნული საკითხის განხილვისას დავის განმხილველი ორგანოს წევრების მიერ გაჟღერდა, რომ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში შეცვალა მიდგომა, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. წინა გადაწყვეტილებებში ნათლად ჩანს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ხდებოდა კომპანიის დაჯარიმება საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე და მხოლოდ ფინანსთა სამინისტროში გასაჩივრების შემდეგ ხდებოდა ამ მუხლით გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება.

გაუგებარია ასევე არგუმენტი მიდგომის შეცვლის შესახებ, როცა წინა დავებიდან დღემდე, ამ მიმართულებით საბაჟო კანონმდებლობაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა. ამდენად, „ზემოთ აღნიშნული გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ქმედება საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით კვალიფიცირდება, საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.“ (საბჭოს 6.05.2022 წლის №15374/2/2021 და 15626/2/2022 გადაწყვეტილება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს 2025 წლის 12 აგვისტოს №EL292620, №EL292629, №EL292635, №EL292639, №EL292641, 2025 წლის 14 აგვისტოს №EL292768, №EL292812, №EL292816 სამართალდარღვევის ოქმები.

- შპს ------- საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (საბაჟო საწყობის დეკლარაცია A49357 14/06/2023) დათვალიერებისას კამერალურ ნაშთთან შედარებით, აღმოჩნდა დანაკლისი 2 კოლოფი. ამ დეკლარაციიდან ნაწილი ტვირთი (1 600 ცალი) დადეკლარირდა იმპორტის პროცედურაში (C50953 16/06/2023), რომელზეც განისაზღვრა წითელი დერეფანი და შპს ------- მიერ გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელები სრულად ((დ. 6), საგადასახადო დავალება №1686927412). დანაკლისი სწორედ ამ ტვირთში აღმოჩნდა. გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმი №EL292641 19.54 ლარზე და მიიღეს 14.08.2025 წლის №№ EL77777/7 საგადასახადო მოთხოვნა 27.29 ლარზე (დღგ 5.54 ლარი), შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ აღნიშნულის თაობაზე მებაჟე ოფიცრები ინფორმირებულნი არ იყვნენ, თუმცა წარადგინეს საგადასახადო დავალება №1686927412 (სადაც მითითებულია დეკლარაციის ნომერი) და შემოსავლების სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა ეს გარემოება.

იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული თანხები გადახდილია დეკლარანტის მიერ, რაც დასტურდება საგადასახადო დავალებით №1686927412, უნდა გაუქმდეს 14.08.2025 წლის № EL77777/7 საგადასახადო მოთხოვნა.

- შპს ------- საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (დროებით შენახვის განაცხადი C14575 30/07/2024) დათვალიერებისას კამერალურ ნაშთთან შედარებით, აღმოჩნდა დანაკლისი 10 კოლოფი. გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმი № EL292812 157.99 ლარზე და მიიღო 14.08.25 წლის № EL77777/20 საგადასახადო მოთხოვნა 158.22 ლარზე (დღგ 31.87 ლარი, აქციზი 120 ლარი, იმპორტის გადასახადი 6.12 ლარი და საურავი 0.23 ლარი).

აღნიშნული დროებითი შენახვის განაცხადით დასაწყობებული ელ. სიგარეტი და მისი ბატარეიაა ( დ. 13). აღმოჩნდა ბატარეიის დანაკლისი, რომელიც აქციზის გადასახადით არ იბეგრება. ამიტომ არც საგადასახადო მოთხოვნაში და არც სამართალდარღვევის ოქმში აქციზის თანხა ასახული არ უნდა იყოს.

აღნიშნული ტვირთის მიღებისას სახეზე იყო შეფუთვის მთლიანობის დარღვევის ნიშნები და დეკლარანტის მიერ, საწყობთან ერთად შედგა შესაბამისი აქტი, რომელიც წარედგინა საბაჟოზე (დ. 7). რადგან ტვირთი თავიდანვე დანაკლისით ჩამოვიდა და ამის შესახებ ინფორმირებული იქნა საბაჟო, საქონლის უკანონო განკარგვას ადგილი არ ქონია და უნდა გაუქმდეს სამართალდარღვევის ოქმი №EL292812 და 14.08.25 წლის № EL77777/20 საგადასახადო მოთხოვნა.

- შპს ------- საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (დროებითი შენახვის განაცხადი C73415 29/06/2023) დათვალიერებისას კამერალურ ნაშთთან შედარებით, აღმოჩნდა დანაკლისი 3 ცალი ელექტრო სიგარეტი. როგორც კომისიის წევრებმა განუმარტეს, იმის გამო, რომ ინვოისთან მიმართებით ელ. სიგარეტის გემოები არ დაემთხვა (დასაწყობებულში არ აღმოჩნდა რამოდენიმე გემოს ელ. სიგარეტი, რომელიც მითითებული იყო ინვოისში), შემოწმების აქტში კომისიის წევრების მიერ ჩაიწერა დანაკლისი 146 ცალი ელ. სიგარეტი, ხოლო 143 ცალი ელ. სიგარეტი ჩაითვალა არადეკლარირებულად. გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმები №EL292816 - 934.61 ლარზე (უკანონო განკარგვა, №EL293364 - 762 ლარზე (არადეკლარირებული საქონელი), №EL293372 - 2 000 ლარზე (სანებართვო პირობების დარღვევა) და მიიღო 14.08.2025 წლის №EL77777/18 საგადასახადო მოთხოვნა 936.02 ლარზე (დღგ 232.86 ლარი, აქციზი 630.72 ლარი, იმპორტის გადასახადი 71.03 ლარი და საურავი 1.41 ლარი).

აღნიშნული ტვირთის მიღებისას დეკლარანტმა წარადგინა დროებითი შენახვის განაცხადი 29.06.2023 წლის C75341 (დ. 8), რომლის 31-ე გრაფაში (საქონლის აღწერა) მითითებულია მხოლოდ „ელექტრო სიგარეტი 432 ერთეული“. არსად სხვა გრაფაში, მათ შორის, არც უკანა გვერდზე არ არის ჩამოწერილი 432 ერთეული ელ. სიგარეტის გემოები. ტვირთის ინვოისზე და ასევე, დროებითი შენახვის განაცხადზე მიბმულ დოკუმენტებზე საწყობს წვდომა არ აქვს. ამიტომ, ვერ ეცოდინებოდა 432 ერთეული ელ. სიგარეტი რა გემოების უნდა ყოფილიყო.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2029 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით „იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილი/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ.“ ზოგადი დეკლარირების არცერთ დოკუმენტში მითითებული არ არის ელ. სიგარეტის გემოები.

ფაქტია, რომ დათვლის შედეგად საწყობში აღმოჩნდა 429 ერთეული ელ. სიგარეტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი არ ქონია 146 ცალი ელ. სიგარეტის უკანონო განკარგვას, დანაკლისს მხოლოდ 3 ერთეული შეადგენს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სამართალდარღვევის ოქმი №EL292816, დაკორექტირდეს 14.08.2025 წლის №EL77777/18 საგადასახადო მოთხოვნა და დაანგარიშდეს გადასახდელების და საურავის ოდენობა 3 ცალი ელ. სიგარეტის დანაკლისის მიხედვით. ასევე, გაურკვეველია საწყობისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა არადეკლარირებულ საქონელზე, რადგანაც საწყობი არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში დეკლარანტს და მას არ გადაუადგილებია საზღვარზე არადეკლარირებული საქონელი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არანაირ არადეკლარირებული საქონლის განთავსებას საწყობში ადგილი არ ქონია, რადგანაც დროებითი შენახვის განაცხადში მითითებული რაოდენობა და დანაკლისი წარმოადგენს 3 ერთეულს.

აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს სამართალდარღვევის ოქმები №EL293364 და №EL293372.

- შპს ------- საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (საბაჟო საწყობის დეკლარაცია A124589 30.09.2021) დათვალიერებისას კამერალურ ნაშთთან შედარებით აღმოჩნდა 52 კოლოფი სიგარეტის დანაკლისი. თუმცა დათვალიერების აქტში მითითებულია 1 052 სიგარეტი, რადგანაც 2 ყუთი (1 000 კოლოფი) ნაცვლად MINSK SUPERSLIMS-ისა აღმოჩნდა NZ BLACK. ეს ფაქტი კომისიის წევრებმა მიიჩნიეს უკანონო განკარგვად და გამოწერეს სამართალდარღვევის ოქმი №EL292639 – 5 955.56 ლარზე, ხოლო 1 000 კოლოფი სიგარეტი NZ BLACK არადეკლარირებულად და გამოწერეს სამართალდარღვევის ოქმი №EL293367 – 310 ლარზე (არადეკლარირებული საქონელი), №EL293372 - 2 000 ლარზე (სანებართვო პირობების დარღვევა) და მიიღო 14.08.2025 წლის №EL77777/9 საგადასახადო მოთხოვნა 10 166.12 ლარზე (დღგ 965.94 ლარი, აქციზი 4 944.4 ლარი, იმპორტის გადასახადი 45.21 ლარი და საურავი 4 210.57 ლარი).

ფაქტია, რომ შპს ------- მიერ აღნიშნული ტვირთის დასაწყობებისას წარდგენილი იქნა საბაჟო საწყობის დეკლარაცია A124589 30/09/2021 (დ. 9), სადაც 31-ე გრაფაში მითითებულია სიგარეტის სახეობა, მათ შორის MINSK SUPERSLIMS-ისა აღმოჩნდა NZ BLACK. დადეკლარირებული სიგარეტების სახეობების ფასი არის იდენტური. მოხდა ნაწილი ტვირთის გადაყიდვა საწყობში C95413 5/08/2025 (დ.10) და შემდგომ გატანა რეექსპორტის პროცედურის დეკლარაციით C95783 6/08/2025 (დ.11), რომლის დროსაც სატვირთო ავტომობილში ჩატვირთვისას მოხდა სახეობების არევა, შეცდომით იქნა ჩატვირთული 2 ყუთი სიგარეტი MINSK SUPERSLIMS, ხოლო 2 ყუთი NZ BLACK დარჩა საწყობში. ორივე სახეობის ყუთები არის იდენტური (დ. 12), ფასიც იდენტურია. აქედან გამომდინარე, მისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რომ მანქანაში სხვა სახეობის ყუთები იქნა ჩატვირთული.

შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას წარდგენილი იქნა ტვირთის მიმღების წერილი (დ.14), სადაც აღნიშნავს, რა ტვირთი იქნა რეალურად მიღებული, თუმცა შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა ეს წერილი.

იმის გამო, რომ 1 000 კოლოფი რეალურად დანაკლისს არ წარმოადგენს, არამედ რეექსპორტის დეკლარაციაში იქნა არასწორი მონაცემები ასახული, აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაითვალოს უკანონო განკარგვად, უნდა გაუქმდეს სამართალდარღვევის ოქმი №EL292639, დაკორექტირდეს 14.08.2025 წლის №EL77777/9 საგადასახადო მოთხოვნა და დაანგარიშდეს გადასახდელების და საურავის მოცულობა 52 კოლოფი სიგარეტის დანაკლისის მიხედვით, სადაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს საურავის დარიცხვის 3 წლიანი ვადა.

არასწორია იმის მტკიცება, რომ 1 000 კოლოფი სიგარეტი NZ BLACK წარმოადგენს არადეკლარირებულ საქონელს, რადგან იგი მიღებულია საწყობში 2021 წლის 30 სექტემბერს საწყობის დეკლარაციით A124589, სადაც 31-ე გრაფაში „საქონლის აღწერა, ასევე თანმხლებ დოკუმენტებში (ინვოისი, CMR) სიგარეტი NZ BLACK-ი მითითებულია. ამიტომ, არანაირ არადეკლარირებულ საქონელს ადგილი არ ქონია, ასევე გაურკვეველია საწყობისათვის სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა არადეკლარირებულ საქონელზე, რადგან საწყობი არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში დეკლარანტს და მას არ გადაუადგილებია არადეკლარირებული საქონელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს სამართალდარღვევის ოქმები №EL293367 და №EL293372.

ითხოვს, გაუქმდეს 2025 წლის 12 აგვისტოს №EL292620, №EL292629, №EL292635, №EL292639, №EL292641, 2025 წლის 14 აგვისტოს №EL292768, №EL292812, №EL292816, №EL292842, 2025 წლის 21 აგვისტოს №EL293364, №EL293367, №EL293372 სამართალდარღვევის ოქმების და 2025 წლის 14 აგვისტოს №EL77777/7 (№007-7), №EL77777/20 (№007-20) საგადასახადო მოთხოვნები. ასევე დაკორექტირდეს №EL77777/9 (№007-9) და №EL77777/18 (№007-18) საგადასახადო მოთხოვნები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, ისეთ ქმედებებს, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი, რომელთა ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, გადასახადის გადამხდელს, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, საბაჟო კოდექსის 168-ე, 172-ე მუხლების და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმები, ხოლო საბაჟო კოდექსის 49-ე, 52-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების თანახმად, სოლიდარულად დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი, რაზეც გამოიცა სადავო საგადასახადო მოთხოვნები.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/პოზიციები. ამასთან აღნიშნა, რომ მათი საჩივარი, დაკისრებული საურავების ნაწილში, შემოსავლების სამსახურის მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაგრამ დარჩენილია საკითხები, რომელიც არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მათი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული. კერძოდ, საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურების საფუძვლით დაკისრებული ჯარიმების ნაწილში აღნიშნავდა და კვლავაც აღნიშნავს, რომ ანალოგიურ საკითხზე (სიგარეტის დანაკლისი) ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულია 3 გადაწყვეტილება, რომელიც თანდართული აქვს საჩივარზე და 3-ჯერ მოეხსნა 172-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმები, რადგან ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელი არ არის ხსენებული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტი და ამ კუთხით პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა ამჯერადაც არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ როგორც ითქვა „მიდგომა შეიცვალა“ მაგრამ ფაქტია, რომ საბჭოს დავებიდან დღემდე, ამ მიმართულებით საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილება არ განხორციელებულა. მეორე საკითხია შპს ------- ერთად სოლიდარულად დაკისრებული ჯარიმა, კერძოდ საბაჟო დეკლარაციასთან შედარებით თამბაქოს 2 კოლოფის დანაკლისის აღმოჩენისათვის, რასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება დეკლარანტს, რომელიც აღიარებს მასზე პასუხისმგებლობას და მის მიერ იმპორტის გადასახდელები გადახდილია. მაგრამ, გადასახადის გადამხდელის მიმართ, გარდა სამართალდარღვევის ოქმისა, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა რომლითაც დარიცხულია თანხები და გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბაჟოს წარმომადგენლებს არ წარუდგინეს მტკიცებულება, თუმცა შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე წარდგენილი იქნა გადახდის ქვითარი, რომელიც დანართის სახით თანდართულია ამჟამად წარმოდგენილ საჩივარზე. მართალია, აღნიშნულთან დაკავშირებით დარიცხული თანხა დიდი არ არის, სულ 27 ლარია, მაგრამ არსებითია/მთავარია მიდგომა, რომ ორჯერ არ უნდა იქნეს თანხა დარიცხული. ასევე 10 კოლოფი ელ. სიგარეტის დანაკლისის აღმოჩენისათვის, სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა და მიიღო საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე დაერიცხა აქციზის გადასახადი 120 ლარი და იმპორტის გადასახადი 6.12 ლარი. როგორც ირკვევა შეფუთვა დაზიანებული ჩამოვიდა, აღნიშნული დანაკლისი დასაწყობებულ ელ. სიგარეტს და მის ბატარეიას ეხება, თუმცა აღმოჩენილია ბატარეიის დანაკლისი, რაც აქციზით არ იბეგრება და მხოლოდ დღგ-ით იბეგრება. ამდენად მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დარიცხვა უნდა გადაანგარიშდეს. ასევე მნიშვნელოვანია თანხების დარიცხვა განაცხადსა და დეკლარაციას შორის სხვაობის აღმოჩენაზე, განაცხადის გრაფაში, რომელიც დანართის სახით წარმოადგენს, წერია მხოლო სიტყვა ელ. სიგარეტი და ერთეული 432, მეტი არაფერი. არსად არ არის განაცხადში მითითებული ელ. სიგარეტის გემოები, ინვოისებზე, რომელიც შემდგომ მიუტანეს, გადასახადის გადამხდელს წვდომა არ აქვს და ვერ ეცოდინებოდა განაცხადში ჩაწერილი ელ. სიგარეტები რა გემოსი უნდა ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ ინვოისში ჩაწერილი რაც იყო, ისეთი იყო გემოებით, რაც ადგილზე არ იყო, ან არ იყო ჩაწერილი ინვოისში. ამ შემთხვევაში, გაუგებრად მიიჩნევს, რა შუაშია ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი, რომელმაც მიიღო მხოლოდ განაცხადი, სადაც არსად წერია რა მარკის და რა გემოს მქონე ელ. სიგარეტია წარდგენილი, რითი უნდა ეხელმძღვანელა საწყობს და რის საფუძველზე გაემიჯნა გემოები. დანაკლისს მხოლოდ 3 ერთეული შეადგენს, მაგრამ 146 ელ. სიგარეტის უკანონო განკარგვად ჩათვლა არასწორად მიაჩნია. ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია დათვალიერების დროს დადგენილ 1 052 სიგარეტთან დაკავშირებით გამოვლენილი დანაკლისი, რადგან სატვირთო ავტომობილში ჩატვირთვისას მოხდა სახეობების არევა, შეცდომით იქნა ჩატვირთული 2 ყუთი სიგარეტი ერთი, ხოლო 2 ყუთი (სხვა სახეობა) დარჩა საწყობში. ორივე სახეობის ყუთები არის იდენტური, ფასიც იდენტურია და მისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რომ მანქანაში სხვა სახეობის ყუთები იქნა ჩატვირთული. აღნიშნული ჩაითვალა დანაკლისად და ასევე ზედმეტობად. მოხდა შეცდომა, რაზეც იმსჯელეს შემოსავლების სამსახურში, დანაკლისად ჩათვლა ლოგიკურია, მაგრამ ზედმეტობად რატომ ეთვლება და არადეკლარირებული საქონლის მოტივით რატომ ერიცხება თანხები გაუგებარია, რადგან საწყობი არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში დეკლარანტს.

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოადგინა ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/პოზიციები.

I. საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით გათვალისწინებული სანებართვო პირობის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიხატა იმაში, რომ საბაჟო საწყობის მფლობელმა ვერ შეძლო გამოერიცხა საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

II. საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

2. საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით ცალსახად განსაზღვრული და გამიჯნულია საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელის და საბაჟო საწყობის მფლობელის ვალდებულებები. შესაბამისადვე უნდა გაიმიჯნოს თითოეული მათგანის პასუხისმგებლობები მათთვის დაკისრებული ვალდებულებების დარღვევისათვის. სწორედ აღნიშნული პრინციპია ასახული საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ნორმაში, რომლის მიხედვითაც, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია სახეზეა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონოდ განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, თუმცა პირს სანქცია უნდა შეეფარდოს მის მიერ ჩადენილი ქმედების და არა დამდგარი შედეგის მიხედვით. მომჩივნის ქმედება კი, რამაც ეს შედეგი გამოიწვია, მისი ვალდებულებების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს როგორც მისი მხრიდან სანებართვო პირობების დარღვევა და მას უნდა დაეკისროს მხოლოდ საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია (რაზეც ზევით უკვე იყო საუბარი). განსახილველ შემთხვევაში, მომჩივანი არ არის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტი.

ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ქმედება საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით კვალიფიცირდება, საბჭოს მიაჩნია რომ უნდა გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

შესაბამისად, უნდა გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №EL292620, №EL292629, №EL292635, №EL292639, №EL292641, 2025 წლის 14 აგვისტოს №EL292768, №EL292812, №EL292816 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და ამავე ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.12.2025 წლის №26414 ბრძანება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე (ეპიზოდი შპს ------- საქონელთან დაკავშირებით) ელ. სიგარეტის ელემენტის (ბატარეიის) დანაკლისის აქციზის გადასახადით დაბეგვრის არამართლზომიერებასთან, დეკლარანტის მიერ წარდგენილი იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო, მათი ნაწილი სადავოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, აღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.12.2025 წლის №26414 ბრძანება;

3. გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №EL292620, №EL292629, №EL292635, №EL292639, №EL292641, 2025 წლის 14 აგვისტოს №EL292768, №EL292812, №EL292816 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

5. საჩივარი, ელ. სიგარეტის ელემენტის (ბატარეიის) დანაკლისის აქციზის გადასახადით დაბეგვრის და დეკლარანტის მიერ წარდგენილი იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების გაუთვალისწინებლობის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევებისათვის დარიცხული თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, ისეთ ქმედებებს, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი, რომელთა ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, გადასახადის გადამხდელს, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა ჯარიმები და სოლიდარულად დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი, რაზეც გამოიცა სადავო საგადასახადო მოთხოვნები.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე ელ. სიგარეტის ელემენტის დანაკლისის აქციზის გადასახადით დაბეგვრის არამართლზომიერებასთან, დეკლარანტის მიერ წარდგენილი იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო, მათი ნაწილი სადავოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, აღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168; 172; 176(I)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272;