გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2019
საქმის ნომერი
080310016001513943
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310016001513943

საქმე №3/1584-2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე- ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე, ია დვალიშვილი, ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - ა---------–-------ე;

წარმომადგენელი - ბ---------------–--ე;

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - ა--------–---–ი;

მესამე პირები (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) - შპს ,,ვ-------------------ი“; შპს ,,ს-----------------------------“, ნ-------------–--ე, შპს ,,კ--–---ი“ (შპს ,,გ----------------ი“), კერძო აღმასრულებელი მ-----------ე;

მესამე პირი (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო;

წარმომადგენელი - ნ------–-------ე;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 18 ივნისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N081-9501 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა ქ. ბათუმში, კ-–----–---–ის ქ. N-6, ბინა N4-ში მდებარე არსებულ ქონებაზე (ს/კ 0------------------).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის N081-470 ბრძანება, იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. ბათუმში, კ-–----–---–ის ქ. N-6, ბინა N4-ში მდებარე არსებულ ქონებას (ს/კ 0------------------);

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ა---------–-------ემ 2012 წლის 14 თებერვალს შპს ,,ვ-------------------ისაგან“ (შპს „v--------------s“) ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმში, კ-–----–---–ის ქუჩა N-6, ბინა N4 (ს/კ 0------------------). ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 30450 აშშ დოლარს, რომელიც ა---------–-------ის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო 2014 წლის ოქტომბრის თვემდე. ა---------–-------ემ 2013 წლის 14 ნოემბერს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სრულად გადაიხადა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, კ-–----–---–ის ქ. N-6, ბ4 (ს/კ 0------------------) ღირებულება 30450 აშშ დოლარი და დარეგისტრირდა, როგორც მომავალი მესაკუთრე. აღნიშნულ ქონებაზე 2014 წელს რეგისტრირებული იქნა საგადასახადო გირავნობა.

 

მოსარჩელე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელებას მიიჩნევს უკანონოდ, რის გამოც ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. შპს ,,ვ-------------------ის“ წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მესამე პირს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

3.2. შპს ,,ს-----------------------------ს“ წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მესამე პირს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

3.3. ნ-------------–--ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მესამე პირს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

3.4. შპს ,,კ--–---ის“ (შპს ,,გ----------------ი“) წარმომადგენელი, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მესამე პირს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

3.5. კერძო აღმასრულებელი მ-----------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მესამე პირს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

3.6. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა ნ------–-------ემ განმარტა, რომ ისინი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად გააგრძელებენ სააღსრულებო წარმოებას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2012 წლის 14 თებერვალს ა---------–-------ეს და შპს „v--------------s„-ს შორის დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა---------–-------ემ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმში, კ-–----–---–ის ქუჩა N-6, ბინა N4 (ს/კ 0------------------). ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 30450 აშშ დოლარს, რომელიც ა---------–-------ის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო 2014 წლის ოქტომბრის თვემდე. აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში სადაც მომავალ მესაკუთრედ მითითებული იქნა ა---------–-------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14/02/2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 27-34);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18, 19);

 

4.1.2. 2013 წლის 14 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ ა---------–-------ემ შპს ,,ვ-------------------ს“ სრულად გადაიხადა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, კ-–----–---–ის ქუჩა N-6, ბინა N4 (ს/კ 0------------------) ღირებულება 30450 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

14/11/2013 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 35);

 

4.1.3. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით შპს არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია ,,სტოა“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ,,v--------------s“-ს - შპს არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია ,,სტოა“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, შპს ,,v--------------s“-ს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. შპს ,,v--------------s’’-ს - შპს არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია ,,სტოა“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2764,5 ლარის გადახდა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე).

 

2014 წლის 19 ივნისს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2/578-14 სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 156);

- NA14045070-014/001 წერილი იხ. ტომი 2, ს.ფ. 157);

- განცხადება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 154-155);

 

4.1.4. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, ნ-------------–--ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ვესტა აპარტმენტს” მოსარჩელე ნ-------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 5 580 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ,,ვესტა აპარტმენტს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 167.4 ლარის ოდენობით;

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი 2014 წლის 11 აპრილს და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2/2147-13 სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 25);

- NA14030224-008/001 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ 145);

- NA14030224 წერილი (იხ. ტომი2, ს.ფ. 142);

- განცხადება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 143);

 

4.1.5. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის N081-9501 შეტყობინებით, შპს ,,v--------------s’’-ის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 18 ივნისის N081-9501 შეტყობინება (იხ. ტომი 3, ს.ფ. 74);

 

4.1.6. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის N081-470 ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს ,,v--------------s’’-ის ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის N081-470 ბრძანება (იხ. ტომი 3, ს.ფ. 75);

 

4.1.7. 2015 წლის 10 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N57113 წერილით ირკვევა, რომ ქ. ბათუმი, კ-–----–---–ის ქ. N-6 (ს/კ 0------------------) 61.32 კვ.მ. რეგისტრირებულია შპს ,,v--------------s’’-ის სახელზე საკუთრების უფლებით. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ვალდებულება (უფლების რეგისტრაცია: ნომერი -882013438556; თარიღი: 11/09/2013, მომავალი მესაკუთრე ა---------–-------ე; მესაკუთრე შპს ,,v--------------s’’; საგანი 61,32კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 11.09.2013); აღნიშნულ უძრავ ნივთზე, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია ყადაღა: 1. N-4091111-007/001, 17.12.2014 კერძო აღმასრულებელი მ-----------ე; 2. 2/1230/14, 20.06.2014 ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება; 3. NA14045070-008/001, 23.06.2014 აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიურო.

 

შპს ,,v--------------s’’-ის სახელზე ვრცელდება აკრძალვა, საფუძველი: 24.03.2014 წლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

შპს ,,v--------------s’’-ის მთელ ქონებაზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება; საფუძველი: შეტყობინება N0819501, 18.06.2014, შემოსავლების სამსახური;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 10 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N57113 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 61-62);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (22.04.2015 წლის მდგომარეობით), (იხ. ტომი 1, ს.ფ. 98-99);

 

4.1.8. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა---------–-------ის სარჩელი (მოპასუხეები: შპს ,,ვესტა აპარტმენტს'', შპს ,,ს-----------------------------'', ნ-------------–--ე, შპს ,,კ--–---ი'', სსიპ შემოსავლების სამსახური) დაკმაყოფილდა; ა---------–-------ის სამომავლო საკუთრების უფლებით შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, კ-–----–---–ის ქუჩა N-6, ბინა N4, (ს/კ 0------------------) გათავისუფლდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისაგან (102014164367 18/06/2014წ); ა---------–-------ის სამომავლო საკუთრების უფლებით შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, კ-–----–---–ის ქუჩა N-6, ბინა N4, (ს/კ 0------------------) გათავისუფლდა კრედიტორების: შპს ,,ს-----------------------------ს'', ნ-------------–--ის და შპს ,,კ--–---ის'' სასარგებლოდ გამოყენებული ყადაღა/აკრძალვისაგან; დაევალა შპს „ვესტა აპარტმენტს“ 2012 წლის 14 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქ. ბათუმში, კ-–----–---–ის ქუჩა N-6, ბინა N4-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) ა---------–-------ის საკუთრებაში გადაცემა და აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში ა---------–-------ის საკუთრების უფლებით აღრიცხვა.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს „ვესტა აპარტმენტის“ საკუთრებაში არსებული ქონების საგადასახადო გირავნობა-იპოთეკისაგან გათავისუფლების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ა---------–-------ის სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ქონების საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისაგან გათავისუფლების თაობაზე, განსჯადობის წესის დაცვით გადაიგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 255-263);

- სააპელაციო საჩივარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 294-304);

- განჩინება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 349-354);

- განჩინება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 45-56);

- განჩინება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 67-71);

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოა შემდეგი საკითხი - უნდა გავრცელდეს თუ არა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება - ქ. ბათუმში, კ-–----–---–ის ქ. N-6-ში (ს/კ 0------------------) მდებარე უძრავ ნივთზე, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანება; სამოქალაქო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ N081-9501 შეტყობინება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N081-470 ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ღონისძიებები, მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ?? ????? ???????????????? ????????????? ?????????????? ???? ????????????? ??????????? ???????? ????????? ????????? , კერძოდ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 39-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთონ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ა---------–-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელების მართლზომიერების შეფასება. კერძოდ, არსებობდა თუ არა სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ შპს ,,v--------------s’’-ის (შპს ,,ვ-------------------ი“) საგადასახადო ვალდებულებების გამო სადავო უძრავ ქონებაზე გავრცელებულიყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად ისახავს პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას ან შემცირებას.

 

საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელებისათვის მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს შემდეგი პირობები: (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ვრცელდება) 1. გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე; 2. გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე და 3. საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ ქონებაზე. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ ერთი გამონაკლისი შემთხვევა, კერძოდ, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება არ ვრცელდება გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე. მითითებული ნორმის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენია სადავო ქონებაზე გამოყენებული საგადასახადო გირვანობა/იპოთეკა გავრცელდა გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის ქონებაზე, თუ აღნიშნული შეზღუდვას დაექვემდებარა იმ პირის ქონება, რომელსაც კავშირი არ აქვს შპს ,,v--------------s’’-ის საკუთრებასთან და, შესაბამისად, მის საგადასახადო ვალდებულებებთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2012 წლის 14 თებერვალს შპს ,,v--------------s’’-ის და ა---------–-------ეს შორის, სადავო უძრავ ქონებაზე დაიდო უძრავი ნივთის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისას მხარეები უზრუნველყოფენ მყიდველის ხარჯზე წინასწარი ჩანაწერის რეგისტრაციას გასაყიდ ქონებაზე საჯარო რეესტრში, რომელიც არის საფუძველი მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა გასაყიდ ქონებაზე (6.1). გამყიდველის ვალდებულებაა ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის ,,მყიდველსა’’ და ,,გამყიდველს’’ შორის გააფორმოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმება მოხდება შენობის ექსპლოატაციაში მიღებიდან 2 თვის ვადაში, ამის შემდეგ მოხდება ნასყიდობის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

ასევე დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მომავალ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ა---------–-------ე დარეგისტრირდა 2013 წლის 11 სექტემბერს. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 14 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ა---------–-------ემ სრულად გადაიხადა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, კ-–----–---–ის ქუჩა N-6, ბინა N4 (ს/კ 0------------------) ღირებულება 30450 აშშ დოლარი.

 

ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიჩნეული იქნა რა, რომ ქონება წარმოადგენს შპს ,,v--------------s’’-ის საკუთრებას, სსიპ შემოსავლების სამსახურის N081-9501 შეტყობინების საფუძველზე 2014 წლის 18 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის N081-470 ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს ,,v--------------s’’-ის ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს), მდებარე: ქ. ბათუმი, კ-–----–---–ის ქუჩა N-6, ბინა N4 (ს/კ 0------------------), რომელზედაც უკვე რეგისტრირებული იყო ა---------–-------ის საკუთრების უფლება.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327.1-ე მუხლების გათვალისწინებით სასამართლოს მიიჩნია, რომ 2012 წელს შპს ,,v--------------s’’-ს და ა---------–-------ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ა---------–-------ე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნივთის სამომავლო მესაკუთრედ დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში 2013 წლის 11 სექტემბერს, ე. ი. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის დროს ა---------–-------ის სამომავლო საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო.

 

სასამართლო მოიხმობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

ამავე კანონის მე-20 მუხლი კი არეგულირებს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის საკითხებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წინარე ხელშეკრულება წარმოშობს საკუთრების უფლებას, ანუ აღნიშნული გარიგება პირისათვის სამართლებრივი შედეგის წარმომშობია და ანიჭებს მას მართლზომიერი მფლობელის სტატუსს, მით უფრო იმ პირობებში, როცა უფლება მომავალ ქონებაზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ა---------–-------ეს სახელზე არსებობდა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული ქონება, რომლის გამოყოფაც/გამიჯვნა შპს ,,v--------------s’’-ის ქონებიდან შესაძლებელი იყო.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელეს ა---------–-------ეს საცხოვრებელ ბინაზე მდებარე: ქ. ბათუმი, კ-–----–---–ის ქუჩა N-6, ბინა N4 (ს/კ 0------------------) შეძენილი ჰქონდა მომავალი მესაკუთრის უფლება, იმ მოცემულობით, როდესაც ამ უფლების ობიექტი, საცხოვრებელი ბინა არ იყო დატვირთული რაიმე შეზღუდვით, მათ შორის არც საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განსაზღვრული, უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპის შესაბამისად, მოსარჩელესთვის და მათ შორის შემოსავლების სამსახურისთვისაც ცნობილი იყო, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ამ უფლების თაობაზე.

 

ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ შემოსავლების სამსახურს სადავო უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია უძრავი ნივთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს ფორმალურად მიუდგა საკითხის გადაწყვეტას, არ გაითვალისწინა და მხედველობაში არ მიიღო ისეთ სახის კონსტიტუციური უფლება, როგორიც არის საკუთრების უფლება, რის შედეგადაც მოსარჩელემ ფაქტობრივად დაკარგა საკუთრების უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, სრულყოფილად არ გამოიყენა ის ადმინისტრაციული და საკანონმდებლო უფლებამოსილებები, რაც მას გააჩნია.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და, შესაბამისად სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 100 (ასი) ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 2010 (ორიათას ათი) ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურს ა---------–-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო ა---------–-------ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1910 (ათას ცხრაას ათი) ლარი;

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991–ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განჩინებით ა---------–-------ის განცხადება დაკმაყოფილდა. შეჩერდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A14045070 სააღსრულებო საქმეზე - შპს ,,არქიტექტურულ-ს-----------------------------“-ს სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალე შპს ,,v--------------s“-ის (ს/კ 245621723) საკუთრებაში არსებული ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, კ-–----–---–ის ქუჩა №16 ბინა №4, 61.32 კვმ ფართი, საკადასტრო კოდი:0------------------) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა---------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 18 ივნისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N081-9501 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა ქ. ბათუმში, კ-–----–---–ის ქ. N-6, ბინა N4-ში მდებარე არსებულ ქონებაზე (ს/კ 0------------------).

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის N081-470 ბრძანება, იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. ბათუმში, კ-–----–---–ის ქ. N-6, ბინა N4-ში მდებარე არსებულ ქონებას (ს/კ 0------------------);

 

4. სსიპ შემოსავლების სამსახურს ა---------–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

5. დაუბრუნდეს ა---------–-------ეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1910 (ათასცხრაასათი) ლარი (გადახდის ქვითარი №6331952, გადახდის თარიღი 20.03.2015 წელი, გადამხდელის ბანკი სს ,,ლიბერთი ბანკი’’, გადამხდელი ა---------–-------ე, გადახდილი თანხა თანხა - 2010,00 ლარი, სახაზინო კოდი 300693150);

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი