ბრძანება N 22745

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.10.2025
№ დოკუმენტი 22745
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 22745

21 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (ს/ნ -------)

(მის.: --------, -------)

2025 წლის 22 და 29 სექტემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა ფ/პ ------- (ს/ნ -------) №148702/21 და №CA00412514063127 (№152984/01) საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №------- შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

მომჩივანი განმარტავს, რომ არის უძრავი ქონების - 151.96 კვ/მ საცხოვრებელი ბინა, ს/კ -------, მის: -------, -------, რეგისტრირებული მესაკუთრე. 2012 წლის 14 ნოემბრიდან აღნიშნულ ქონებაზე რეგისტრირებული იყო ჯერ -------, ხოლო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2022 წლის 2 აგვისტოდან უკვე ------- მომავალი საკუთრების უფლება. თავის დროზე -------, ხოლო უკვე მოგვიანებით მისი შვილის ------- მესაკუთრედ რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენდა მათი მხრიდან რაიმე სახის ვალდებულების შეუსრულებლობა ან გამყიდველის ნება.

2012 წლის 7 ნოემბერს ბინათმშენებლობის ამხანაგობა „-------“ (ს/ნ -------) და ------- მოქალაქეს, ------- (პას/ნ -------) შორის დადებული უძრავის ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მთავარი პირობა - ნასყიდობის საფასურის გადახდა (230 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) - ------- სრულად შეასრულა 2012 წლის ნოემბრის თვის დასასრულს, რაც დასტურდება საბანკო გადარიცხვის ქვითრით და ამხანაგობის მიერ 2014 წლის 29 ივლისს გაცემული ცნობით. საწყის ეტაპზე ------- საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება იყო ------- მოულოდნელი დიაგნოზი და გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგვიანებით, როდესაც შეძლო მოეკითხა, თუ როდის მოახდენდა ამხანაგობა ------- მესაკუთრედ რეგისტრაციას, პასუხად უარი არ მიუღია, თუმცა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ამხანაგობა ვერ ახერხებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა ამხანაგობას შიდა ორგანიზაციული პრობლემები გააჩნდა და შეგნებულად აჭიანურებდა ------- მესაკუთრედ რეგისტრაციაზე მიმართვას.

რამდენიმე წელში ------- ჯანმრთელობა კვლავ გაუარესდა და ასეთ პირობებში ამხანაგობის წინააღმდეგ სასამართლო დავის წამოწყების შესახებ ვერც ------- და ვერც მისმა ოჯახმა ვერ იზრუნა. არც ამხანაგობა იძლეოდა საფუძველს ეფიქრათ, რომ სასამართლო დავა აუცილებელი გახდებოდა, რადგან მუდმივად იყო დაპირება, მცირე ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ, მოკლე დროში მიმართავდნენ საჯარო რეესტრს შესაბამისი მოთხოვნით. ასეთ ვითარებაში ------- ძირითადად კონცენტრირდა ბინის გარემონტებაზე, რათა სიცოცხლეშივე მოესწრო ბინის რემონტის დასრულება. მიუხედავად იმისა, რომ თავად ადგილზე არ იმყოფებოდა, ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები განხორციელდა მისი სახსრებით, თუმცა დასრულება ვეღარ შეძლო.

შემდეგ უკვე დაიწყო კოვიდ 19-ის პანდემია, შეზღუდვები, ხოლო 2021 წლის 15 ოქტომბერს ------- გარდაიცვალა. მის ნაცვლად, 2022 წლის 2 აგვისტოს, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მომავალი მესაკუთრის უფლება დარეგისტრირდა ------- სახელზე. ------- საჯარო რეესტრიდან მასალების გამოთხოვის შედეგად შეიტყო, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ს/კ -------.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ------- რეგისტრირებული იყო მომავალი მესაკუთრის უფლებით, დაუყოვნებლივ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომ მომხდარიყო მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ამორიცხვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ნუსხიდან. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №------- ბრძანებით, ------- საჩივარი დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა, რომ რადგან ------- რეგისტრირებული იყო მომავალი მესაკუთრის უფლებით და არა მესაკუთრედ, იყო არაუფლებამოსილი პირი, აღეძრა მსგავსი საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №------- ბრძანება ------- შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №------- შეტყობინებასთან ერთად გაასაჩივრა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში რომელიც 2023 წლის 9 თებერვლის №------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, რადგან ამჯერადაც მიჩნეული იქნა, რომ მომავალი მესაკუთრის უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს შედავებაზე უფლებამოსილებისთვის.

საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი აქტები გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოგვიანებით სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ------- საქალაქო სასამართლოს (ადმინისტრაციული საქმე №-------). ------- სარჩელი აღძრა, როგორც მომავალი მესაკუთრის უფლებით რეგისტრირებულმა პირმა, რაც სასამართლოსთვის, განსხვავებით შემოსავლების სამსახურისა, სავსებით საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა, რათა სარჩელი მიეღო წარმოებაში. პარალელურად, ვინაიდან სხვა სამართლებრივი მექანიზმი აღარ არსებობდა ------- სარჩელით მიმართა ------- საქალაქო სასამართლოს ამხანაგობა „-------“ წინააღმდეგ და მოითხოვა საცხოვრებელ ბინაზე მესაკუთრედ რეგისტრაცია, აღრიცხვა საჯარო რეესტრში (საქმე №-------).

სასამართლოში საქმის განხილვისას, ამხანაგობა „-------“ წარმომადგენელმა შესაგებელში ფაქტიურად ცნო სარჩელის მოთხოვნა. შეთანხმება შედგა და გაფორმდა მორიგების აქტი. ------- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, ვინაიდან მორიგების დამტკიცების განჩინებაში იყო ტექნიკური შეცდომა, 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სასამართლომ ტექნიკური უსწორობა გაასწორა, რის შემდეგაც განჩინება წარედგინა საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის და 2023 წლის 10 ნოემბერს ------- რეგისტრირებულ იქნა საცხოვრებელი ბინის ს/კ ------- მესაკუთრედ. აღნიშნულის შესახებ ეცნობა და წარედგინა მტკიცებულებები ------- საქალაქო სასამართლოს, რომელმაც აცნობა მოპასუხეებს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაცია წინ უსწრებდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფის ღონისძიების (ამ შემთხვევაში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის) რეგისტრაციას. უდავოდ არის დადგენილი, რომ ამხანაგობა „-------“ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 7 ნოემბერს, ------- (შემძენის) მომავალი მესაკუთრის უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2012 წლის 14 ნოემბერს, ხოლო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №------- შეტყობინების საფუძველზე - 2021 წლის 22 დეკემბერს. აშკარაა, ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და საკუთრების უფლების გადაცემა წლებით წინ უსწრებს მესამე პირის, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შეტყობინების რეგისტრაციას.

მომჩივანი განმარტავს, რომ 2024 წლის 23 თებერვალს №------- საჯარო რეესტრის მიერ მომზადებულ ამონაწერში არ ფიქსირდებოდა აღნიშნული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რის გამოც მოუწია ------- საქალაქო სასამართლოდან (საქმე №-------) სარჩელის გამოხმობა და საქმის შეწყვეტა, ვინაიდან სადავო საკითხი უკვე აღარ არსებობდა. 2025 წლის 18 აგვისტოს კი მოითხოვა ამონაწერის განახლება, რომლის შედეგადაც №------- საჯარო რეესტრის ამონაწერს უძრავ ქონებაზე, ს/კ ------- კვლავ უფიქსირდება იგივე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. საჯარო რეესტრისგან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 23 თებერვალს ამოსულ ამონაწერზე (განაცხადის №-------) დაშვებულ იქნა ტექნიკური ხარვეზი და არ მიეთითა აღნიშნული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე (151.96 კვ/მ, ს/კ -------, მის: -------, ------- საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული სადავო შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ბინათმშენებლობის ამხანაგობა ------- (ს/ნ -------) 2021 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ამხანაგობა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ------- (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე, 2021 წლის 22 დეკემბრის №------- შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის მიერ, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №------- შეტყობინების საფუძველზე, ამხანაგობა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ------- (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა.

2012 წლის 14 ნოემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ ------- მესაკუთრედ ფიქსირდება ი.მ.ა ------- (ს.ნ -------), საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2011 წლის 6 აპრილი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: შეთანხმება უძრავი ქონების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, გაფორმების თარიღი 2011 წლის 15 მარტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ი.მ.ა ------- (ს.ნ -------) გამგეობის კრების ოქმი №-------, გაფორმების თარიღი 2011 წლის 15 მარტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

აღნიშნული ამონაწერის ვალდებულების ნაწილში ფიქსირდება მომავალი მესაკუთრე ------- (პასპორტის №-------), მესაკუთრე ი.მ.ა ------- (ს.ნ -------) საგანი: 151.96 კვ.მ. განცხადების რეგისტრაციის ნომერი -------, თარიღი 2012 წლის 8 ნოემბერი, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 2012 წლის 8 ნოემბერი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

2023 წლის 30 მაისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ ------- მესაკუთრედ ფიქსირდება ი.მ.ა ------- (ს.ნ -------), საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2011 წლის 6 აპრილი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: შეთანხმება, უძრავი ქონების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, გაფორმების თარიღი 2011 წლის 15 მარტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ი.მ.ა ------- (ს.ნ -------) გამგეობის კრების ოქმი №-------, გაფორმების თარიღი 2011 წლის 15 მარტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საკუთრება, ფართი (მშენებარე) -------. აღნიშნული ამონაწერის თანახმად №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კვლავ ვრცელდება ამხანაგობა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ------- (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №------- შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ამასთან, 2023 წლის 30 მაისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ -------, ამონაწერის ვალდებულების ნაწილში ფიქსირდება მომავალი მესაკუთრე ------- (პასპორტის №-------), საგანი: 151.96 კვ.მ. განცხადების რეგისტრაციის ნომერი -------, თარიღი 2012 წლის 8 ნოემბერი, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 2012 წლის 8 ნოემბერი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სამკვიდრო მოწმობა რეესტრის ნომერი №-------, დამოწმბის თარიღი 2022 წლის 27 ივლისი.

საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით ირკვევა, რომ 2023 წლის 10 ნოემბერს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის შესახებ მიღებული №------- გადაწყვეტილებით, ------- საქალაქო სასამართლოს განჩინების (გაფორმების თარიღი: 2023 წლის 3 ნოემბერი) საფუძველზე, №------- საკადასტრო კოდზე მესაკუთრედ დარეგისტრირდა ------- (პ/ნ -------).

მომზადებულ ამონაწერზე ფიქსირდებოდა ------- ბინათმშენებლობის ამხანაგობა ------- (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №------- შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

№------- განცხადებით №------- საკადასტრო კოდზე მოთხოვნილი იყო რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, ------- საიდენტიფიკაციო მონაცემის (პასპორტის ნომრის) ცვლილების რეგისტრაცია. №------- განცხადებაზე მომზადებულ ამონაწერში დაშვებულ იქნა ტექნიკური ხარვეზი და არ მიეთითა ზემოაღნიშნული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ბინათმშენებლობის ამხანაგობა ------- (ს/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება 403 088.44 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 ნოემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფ/პ ------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2023 წლის 10 ნოემბერს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - განჩინება, დამოწმების თარიღია 2023 წლის 3 ნოემბერი, ------- საქალაქო სასამართლო. ხოლო სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 2021 წლის 22 დეკემბერს. უძრავ ქონებაზე ფ/პ ------- საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ამავე ამონაწერში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფიქსირდება ამხანაგობა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ------- (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის №------- შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე (ს/კ №-------) ფ/პ ------- საკუთრების უფლების რეგისტრაციისას - 2023 წლის 10 ნოემბერს, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კვლავ გავრცელდა სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, ამხანაგობა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ------- (ს/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფ/პ ------- (ს/ნ -------) კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ №-------) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------- (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ბინათმშენებლობის ამხანაგობას 2021 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მთელ ქონებაზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 ნოემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, მომჩივანის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2023 წლის 10 ნოემბერს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - განჩინება, დამოწმების თარიღია 2023 წლის 3 ნოემბერი, ხოლო სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 2021 წლის 22 დეკემბერს - უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ამავე ამონაწერში, რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფიქსირდება ბინათმშენებლობის ამხანაგობის მთელ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 დეკემბრის შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, მომჩივანის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას - 2023 წლის 10 ნოემბერს, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კვლავ გავრცელდა სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, ბინათმშენებლობის ამხანაგობას ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფ/პ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239(5);