გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310017002107167
საქმე №3/1149-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლი - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე, ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელეები - მ--- გ--------ე, ბ------ ზ----–---–ი, ნ-----–----------ე;
წარმომადგენლები - დ-----–-------------------------ე;
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - მ----------–--ე;
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭო;
წარმომადგენელი - ე-----–------------ე;
მესამე პირი - შპს ,,ჯ----–---ი’’;
წარმომადგენელი - კ---------------------;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 19 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N081-11289 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც საგადასახადი გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა მ--- გ--------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ ქონებებზე (ს/კ 0------------------, ს/კ 0------------------; ს/კ 0------------------; ს/კ 0------------------ და ს/კ 0------------------).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12099 ბრძანება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (მ--- გ--------ის N4064/2/2017 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში).
1.4. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 19 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N081-11289 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც საგადასახადი გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა ნ-----–----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (ს/კ 0----------------9-).
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12097 ბრძანება.
1.6.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (ნ-----–----------ის N4062/2/2017 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში).
1.7. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 19 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N081-11289 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც საგადასახადი გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა ბ------ ზ----–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ ქონებებზე (ს/კ 0----------------32, ს/კ 0------------------ და ს/კ 0------------------).
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12077 ბრძანება.
1.9. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (ბ------ ზ----–---–ი N4065/2/2017 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში).
მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტებით, 2012 წლის სექტემბერში მოსარჩელეებმა დადეს ხელშეკრულება შპს ,,ჯ----–---თან’’ და გადასცეს მათი ქონებები, სანაცვლოდ კი განისაზღვრა თითოეული მათგანისთვის გადასაცემი ფართის ნასყიდობის ფასის სანაცვლო მისაღები ქონებები, კერძოდ: მ--- გ--------ემ გადაცემული ქონების სანაცვლოდ შპს ,,ჯ----–---ისაგან’’ მიიღო 250 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი გარემონტებულ მდგომარეობაში (ასევე ხელშეკრულებით მ--- გ--------ეს მიეცა საკომპენსაციო თანხები). ნ-----–----------ემ გადაცემული ქონების სანაცვლოდ შპს ,,ჯ----–---ისგან’’ მიიღო 310 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი გარემონტებულ მდგომარეობაში. ბ------ ზ----–---–მა გადაცემული ქონების სანაცვლოდ შპს ,,ჯ----–---ისგან’’ მიიღო 200 კვ. მეტრი ფართი მ.შ. 170 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 30 კვ. მ. არასაცხოვრებელი ფართი გარემონტებულ მდგომარეობაში.
შპს ,,ჯ----–---ის’’ სამშენებლო ფართების ცალკე უფლების ობიექტებად რეგისტრაციამდე მოსარჩელეებს ადგილობრივ მოსახლეობის (გადაცემულ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების) წინაშე შპს ,,ჯ----–---ის’’ მიერ ნაკისრი ვალდებულებები რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში ვალდებულებების სახით (ამონაწერის ვალდებულების გრაფაში მიწის ნაკვეთზე მიბმული ვალდებულების სახით), ხოლო სამშენებლო ფართების ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციით (ე.წ. განშლის რეგისტრაციით) კონკრეტულად განისაზღვრა მოსარჩელეებისათვის გადაცემული ფართები, კერძოდ მოსარჩელეები დარეგისტრირდნენ კონკრეტული ფართების მომავალ მესაკუთრეებად. შემდგომ, 2016 წლის ზაფხულში მას შემდეგ, რაც ობიექტი სრულად დასრულდა და გაეშვა ექსლოატაციაში მოსარჩელეებსა და შპს ,,ჯ----–---ის’’ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც სრულად დასრულდა 2012 წლის სექტემბერში დადებული ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები სრულად შესრულდა. მ--- გ--------ეს, ბ------ ზ----–---–ს და შპს ,,ჯ----–---ს’’ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 11 ივლისს, ხოლო ნ-----–----------ესთან 2016 წლის 6 ივლისს, რომელიც შემდგომ წარედგინა საჯარო რეესტრს რეგისტრაციის მიზნით.
2016 წლის ბოლოს მოსარჩელეებისთვის ცნობილი გახდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარეგისტრირდა მ--- გ--------ესა და შპს ,,ჯ----–---ს’’ შორის დადებული 2016 წლის 11 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე ბ------ ზ----–---–ის სახელზე არ დარეგისტრირდა ორი ბინა N115 და ბინა N32, ხოლო ნ-----–----------ის სახელზე არ დარეგისტრირდა ბინა N9-.
აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელეებმა შპს ,,ჯ----–---ის’’ დირექტორთან ერთად იმავე ხელშეკრულებებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა მოთხოვნა რეგისტრაციის თაობაზე, თუმცა მოსარჩელეთა სახელზე ფართების რეგისტრაციის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ფართებზე მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად საჯარო რეესტრიის ეროვნულმა სააგენტომ ასევე დაარეგისტრირა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, კერძოდ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომელიც გავრცელებულია, როგორც შპს ,,ჯ----–---ის’’ ქონებაზე.
მოსარჩელეებს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელება მიაჩნიათ უკანონოდ, რის გამოც ითხოვენ სადავო აქტების ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.1. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის შპს ,,ჯ----–---ის’’ წარმომადგენელმა დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 3 სექტემბერს, ბ------ ზ----–---–ს და შპს ,,ჯ----–---ს’’ შორის დაიდო უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. მუხლით წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები გამოხატავენ ნებას და იღებენ ვალდებულებას მომავლში დადონ ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N53-ში მდებარე საცხოვრებელ ფართსა და მიწის ნაკვეთზე, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეა ბ------ ზ----–---–ი იმ პირობით, რომ მეორე მხარე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენებს მრავალბინიან სახლს და გადასცემს ამავე სახლში საცხოვრებელ ბინას, როგორც ნასყიდობის ფასს. (ს/კ 0-----------------). ხელშეკრულების 2.2. მუხლით, წინამდებარე ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი, კერძოდ პირველი მხარისთვის საკუთრებაში გადასაცემი საცხოვრებელი ბინის და კომერციული ფართის საერთო ფართობი და გადასაცემი ფართის მდგომარეობა, პირობები რომელზეც მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებულები და რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითადი და არსებითი პირობები. 3.1. მუხლი - შპს ,,ჯ----–---ი’’ ვალდებულია მის მიერ ნაყიდ უძრავ ქონებაში (მიწის ნაკვეთზე) მდებარე ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ, N53-ში ააშენოს მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა და გადასცეს ხელშეკრულების მონაწილე პირველ მხარეს საცხოვრებელი ბინები და კომერციული ფართი საკუთრებაში, როგორც ნასყიდობის ფასი, იმ ოდენობით და მდგომარეობით, რაც გათვალისწინებული იქნება წინამდებარე ხელშეკრულებით. ხელშეკრულების 4.1 მუხლი - ხელშეკრულების პირველი მხარე შპს ,,ჯ----–---ს’’ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცემს 151 კვ.მ. უძრავ ქონებას და შესაბამის წილს მიწის ნაკვეთში მდებარე ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. N53-ში და სანაცვლოდ, როგორც ნასყიდობის ფასს საკუთრებაში მიიღებს 200 კვ.მ. ფართს შემდეგი განაწილებით: ერთ 85 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას, რომელთაგან ერთ მხარეს ჩაბარდება გარემონტებულ მდგომარეობაში, რაც ითვალისწინებს, რომ საცხოვრებელ ბინას ექნება: ა) შესასვლელი კარი - რკინის; ბ) გარე კარ-ფანჯარა - მეტალო-პლასტმასის; გ) ელექტროგაყვანილობა ბინაში შეყვანილი და დაქსელილი ალუმინის სადენებით, კაფელი გაკეთებული სააბაზანოსა და საპირფარეშოში (კვ.მ-ის ღირებულება 14/15 ლარი), იატაკზე დაგებული ლამინატი მიახლოებითი ღირებულება კვ.მ.-ის 13-14 ლარი, კედლები შეღებილი თურქული საღებავით, შტეფცელები თურქული საშუალო ხარისხის; და მეორე 85 კმ-იანი საცხოვრებელ ბინას, რომელიც მხარეს ჩაბარდა თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რაშიც იგულისხმება რომ ბინას ექნება: ა) შესასვლელი კარი - რკინის; ბ) გარე კარ ფანჯარა - მეტალოპლასტმასის……4.2. მუხლი - სართულის გეგმის განშლისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ხელშეკრულების პირველი მხარე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, როგორც მშენებარე საცხოვრებელი ბინის მომავალი მესაკუთრე, ხოლო საცხოვრებელ სახლის ექსპლოატაციაში ჩაბარების შემდეგ, როგორც ბინის მესაკუთრე. 4.5. მუხლი - ხელშეკრულების 4.1. პუნქტში განსაზღვრული პირობები წარმოადგენს ნასყიდობის ფასს და იგი არ იცვლება რაიმე სახის იურიდიული თუ ფაქტობრივი გარემოებების გამო (ცვლილება ხელშეკრულებაში ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის სართულიანობა და სხვა). 5.1. მუხლი - წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის, როგორც პირობა დადებული გარიგება - წინამდებარე ხელშეკრულების 3.2 და 3.4. პუნქტებით გათვალისწინებული პირობის დადგომიდან (შესრულებიდან) და მოქმედებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, და უქმდება თუ შპს ,,ჯ----–---ი’’ ვერ მიიღებს მშენებლობის ნებართვას მისთვის მისაღები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ .ს.ფ. 18-22);
4.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს შპს ,,ჯ----–---სა’’ და ბ------ ზ----–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი - მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები და ვალდებულებები სრულად იქნა შესრულებული მყიდველის მიერ, თავის მხრივ გამყიდველი საკუთრებაში გადაცემს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღწერილ საცხოვრებელ ფართებს, კერძოდ: 1) სართული 8, ბინა 32, 41,3 კვ.მ; 2) სართული 11, ბინა 115; 56,5 კვ. მეტრი შემდეგ მისამართზე - ბათუმი, ჭ-------ის 51-53-55-57, ს/კ 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 11 ივლისის ხელშეკრულება (იხ .ს.ფ. 32);
4.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (განცხადების რეგისტრაციის თარიღია 11.07.2016) 2016 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით (ს/კ 0------------------) ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე კომერციული ფართი N3 (მშენებარე), სართული - 1; ფართი - 30,00 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება ბ------ ზ----–---–ის სახელზე.
დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 19 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის N08111289 შეტყობინების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 33-34);
4.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 16 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (განცხადების რეგისტრაციის თარიღია 16.02.2017) 2017 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით (ს/კ 0------------------) ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში (მშენებარე) მდებარე ბინა N115, სადარბაზო - 1, სართული -11, ფართი - 56,50 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება ბ------ ზ----–---–ის სახელზე.
დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 19 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის N08111289 შეტყობინების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 35-36);
4.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით (0----------------32) ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე ფართი (მშენებარე), ბინა N32, სართული - 8, 41,30 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება ბ------ ზ----–---–ის სახელზე.
დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 19 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის N08111289 შეტყობინების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 37-38);
4.1.6. დადგენილია, რომ ბ------ ზ----–---–ი 2016 წლის 23 ივნისიდან არის შპს ,,ბ---------–---–ის’’ აბონენტი შემდეგი სააბონენტო კოდებით: 126/53ა-32 (ჭ-------ის 53, ბინა 32), 126/53ა-33 (ჭ-------ის 53, ბინა 33), 126/53ა-115 (ჭ-------ის 53, ბინა 115), 126-53ა203 (ჭ-------ის 53, კომერციული ფართი 3).
დადგენილია, რომ ბ------ ზ----–---–ი (აბ N1---------) არის შპს ,,ს----------------------ის’’ აბონენტი და ფიქსირდება ბილინგის პროგრამაში 2016 წლის 14 ივნისიდან.
დადგენილია, რომ ბ------ ზ----–---–ი ფიქსირდება სს ,,ე-----------------------ს’’ მონაცემთა ბაზაში ბათუმი, ჭ-------ის ქ. N51/57/55/53 სადარბაზო N1, ბინა N8-33-ში აბონენტად N6---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ბ---------–---–ის’’ N1854 წერილი (იხ. ს.ფ. 230);
- შპს ,,ს----------------------ის’’ O-SGG-D-N-2018-9-20/04 წერილი (იხ. ს.ფ. 231);
- სს ,,ე-----------------------ს’’ 50-8899 წერილი (იხ. ს.ფ. 232);
4.1.7. დადგენილია, რომ 2012 წლის 6 სექტემბერს, ნ-----–----------ეს და შპს ,,ჯ----–---ს’’ შორის დაიდო უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. მუხლით წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები გამოხატავენ ნებას და იღებენ ვალდებულებას მომავლში დადონ ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N53-ში მდებარე საცხოვრებელ ფართსა და მიწის ნაკვეთზე, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეა ნ-----–----------ე იმ პირობით, რომ მეორე მხარე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენებს მრავალბინიან სახლს და გადასცემს ამავე სახლში საცხოვრებელ ბინას, როგორც ნასყიდობის ფასს. (ს/კ 0-.08.01.037.01.500). ხელშეკრულების 2.2. მუხლით, წინამდებარე ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი, კერძოდ პირველი მხარისთვის საკუთრებაში გადასაცემი საცხოვრებელი ბინის და კომერციული ფართის საერთო ფართობი და გადასაცემი ფართის მდგომარეობა, პირობები რომელზეც მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებულები და რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითადი და არსებითი პირობები. 3.1. მუხლი - შპს ,,ჯ----–---ი’’ ვალდებულია მის მიერ ნაყიდ უძრავ ქონებაში (მიწის ნაკვეთზე) მდებარე ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ, N53-ში ააშენოს მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა და გადასცეს ხელშეკრულების მონაწილე პირველ მხარეს საცხოვრებელი ბინები და კომერციული ფართი საკუთრებაში, როგორც ნასყიდობის ფასი, იმ ოდენობით და მდგომარეობით, რაც გათვალისწინებული იქნება წინამდებარე ხელშეკრულებით. ხელშეკრულების 4.1 მუხლი - ხელშეკრულების პირველი მხარე შპს ,,ჯ----–---ს’’ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცემს 154,53 კვ.მ. უძრავ ქონებას და შესაბამის წილს მიწის ნაკვეთში მდებარე ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. N53-ში და სანაცვლოდ, როგორც ნასყიდობის ფასს საკუთრებაში მიიღებს 4 საცხოვრებელ ბინას საერთო ფართით 310 კმ შემდეგი განაწილებით: სამ 70 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას და ერთ 100 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას, რომელთაგან ორი 70 კვ.მ-იანი ბინა საერთო ფართით 140 კვ.მ. მხარეს ჩაბარდება გარემონტებულ მდგომარეობაში ….. 4.2. მუხლი - სართულის გეგმის განშლისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ხელშეკრულების პირველი მხარე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, როგორც მშენებარე საცხოვრებელი ბინის მომავალი მესაკუთრე,ხოლო საცხოვრებეულ სახლის ექსპლოატაციაში ჩაბარების შემდეგ, როგორც ბინის მესაკუთრე. 4.5. მუხლი - ხელშეკრულების 4.1. პუნქტში განსაზღვრული პირობები წარმოადგენს ნასყიდობის ფასს და იგი არ იცვლება რაიმე სახის იურიდიული თუ ფაქტობრივი გარემოებების გამო (ცვლილება ხელშეკრულებაში ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის სართულიანობა და სხვა). 5.1. მუხლი - წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის, როგორც პირობა დადებული გარიგება - წინამდებარე ხელშეკრულების 3.2 და 3.4. პუნქტებით გათვალისწინებული პირობის დადგომიდან (შესრულებიდან) და მოქმედებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, და უქმდება თუ შპს ,,ჯ----–---ი’’ ვერ მიიღებს მშენებლობის ნებართვას მისთვის მისაღები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის.
სს ,,თ----------ის“ ამონაწერის თანახმად, შპს ,,ჯ--–---ის“ მიერ ნ-----–----------ის ანგარიშზე 2012 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა 500 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარები, მათ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ .ს.ფ. 39-44);
- სს ,,თ----------ის“ ამონაწერი (იხ .ს.ფ. 244-246);
4.1.8. დადგენილია, რომ 2016 წლის 6 ივლისს შპს ,,ჯ----–---სა’’ და ნ-----–----------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი - მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებით ვალდებულებაზე ფართის ნასყიდობის შესახებ, გათვალისწინებული პირობები და ვალდებულები სრულად იქნა შესრულებული მხარეების მიერ. 2015 წლის 21 ოქტომბრის Nმ/2669 ბრძანების თანახმად, პროექტში N1040 განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით გამყიდველი საკუთრებაში გადასცემს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღწერილ საცხოვრებელ ფართებს, კერძოდ: სართული 7, ბინა N9-, 52,6 კვ.მ შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ჭ-------ის 51-53-55-57, ს/კ 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ .ს.ფ. 45);
4.1.9. დადგენილია, რომ 2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით ქ. ბათუმში (ს/კ 0----------------9-), ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე (მშენებარე) ბინა - 9-, სადარბაზო - 2, სართული - 7, ფართი - 56,80 კვ.მ. ირიცხება ნ-----–----------ის სახელზე საკუთრების უფლებით.
დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 19 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის N08111289 შეტყობინების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 87-88);
4.1.10. დადგენილია, რომ 2015 წლის სექტემბრიდან ნ-----–----------ე ფიქსირდება სს ,,ე-----------------------ს’’ მონაცემთა ბაზაში N6--------- აბონენტად მისამართზე - ბათუმი, ჭ-------ის ქ. N51/57/55/53.
დადგენილია, რომ ნ-----–----------ე 2016 წლის 23 ივნისიდან არის შპს ,,ბ---------–---–ის’’ აბონენტი სააბონენტო კოდებით: 126/53ა-3.
დადგენილია, რომ ნ-----–----------ე არის შპს ,,ს----------------------ის’’ აბონენტი და Nაბ 1--------- ჭ-------ის 51-53-55-57 ბინა 6 ბილინგის ბაზაში ფიქსირდება 2016 წლის 11 აპრილიდან, ხოლო აბ N1--------- ჭ-------ის 51-53-55-57 ბინა 3 ბილინგის ბაზაში ფიქსირდება 2016 წლის 15 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ე-----------------------ს’’ 50-8893 წერილი (იხ. ს.ფ. 239);
- არის შპს ,,ბ---------–---–ის’’ N1852 წერილი (იხ. ს.ფ. 240);
- შპს ,,ს----------------------ის’’ O-SGG-D-N-2018-9-20/01 წერილი (იხ. ს.ფ. 241);
4.1.11. დადგენილია, რომ 2012 წლის 13 სექტემბერს, მ--- გ--------ეს და შპს ,,ჯ----–---ს’’ შორის დაიდო უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. მუხლით წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები გამოხატავენ ნებას და იღებენ ვალდებულებას მომავლში დადონ ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N57-ში მდებარე საცხოვრებელ ფართსა და მიწის ნაკვეთზე, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეა მ--- გ--------ე იმ პირობით, რომ მეორე მხარე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენებს მრავალბინიან სახლს და გადასცემს ამავე სახლში საცხოვრებელ ბინას, როგორც ნასყიდობის ფასს. (ს/კ 0------------------). ხელშეკრულების 2.2. მუხლით, წინამდებარე ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი, კერძოდ პირველი მხარისთვის საკუთრებაში გადასაცემი საცხოვრებელი ბინის და კომერციული ფართის საერთო ფართობი და გადასაცემი ფართის მდგომარეობა, პირობები რომელზეც მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებულები და რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითადი და არსებითი პირობები. 3.1. მუხლი - შპს ,,ჯ----–---ი’’ ვალდებულია მის მიერ ნაყიდ უძრავ ქონებაში (მიწის ნაკვეთზე) მდებარე ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ, N57-ში ააშენოს მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა და გადასცეს ხელშეკრულების მონაწილე პირველ მხარეს საცხოვრებელი ბინები და კომერციული ფართი საკუთრებაში, როგორც ნასყიდობის ფასი, იმ ოდენობით და მდგომარეობით, რაც გათვალისწინებული იქნება წინამდებარე ხელშეკრულებით. ხელშეკრულების 4.1 მუხლი - ხელშეკრულების პირველი მხარე შპს ,,ჯ----–---ს’’ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცემს 191,74 კვ.მ. უძრავ ქონებას და შესაბამის წილს მიწის ნაკვეთში მდებარე ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. N57-ში და სანაცვლოდ, როგორც ნასყიდობის ფასს საკუთრებაში მიიღებს 250 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს, რომელიც მხარეთა შეთანხმებით განაწილდა შემდეგნაირად მხარე მიიღებს ერთ 40 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას გარემონტებულ მდგომარეობაში მე-2 სართულზე, რომელიც განთავსდება სხვა გადასაცემი ბინებისგან განცალკავებით სხვა სადარბაზოში, ერთ 40 კვ.მ საცხოვრებელ ბინას მე-2 ან მე-3 სართულზე თეთრი კარკასის მდგომარეობაში, ერთი 50 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას გარემონტებულ მდგომარეობაში მე-7 სართულზე და ერთ 120 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას გარემონტებულ მდგომარეობაში (მე-7 სართულზე) წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ბინა ჩაბარდება გარემონტებულ მდგომარეობაში ….. 4.2. მუხლი - სართულის გეგმის განშლისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ხელშეკრულების პირველი მხარე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, როგორც მშენებარე საცხოვრებელი ბინის მომავალი მესაკუთრე, ხოლო საცხოვრებეულ სახლის ექსპლოატაციაში ჩაბარების შემდეგ, როგორც ბინის მესაკუთრე. 4.5. მუხლი - ხელშეკრულების 4.1. პუნქტში განსაზღვრული პირობები წარმოადგენს ნასყიდობის ფასს და იგი არ იცვლება რაიმე სახის იურიდიული თუ ფაქტობრივი გარემოებების გამო (ცვლილება ხელშეკრულებაში ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის სართულიანობა და სხვა). 5.1. მუხლი - წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის, როგორც პირობა დადებული გარიგება - წინამდებარე ხელშეკრულების 3.2 და 3.4. პუნქტებით გათვალისწინებული პირობის დადგომიდან (შესრულებიდან) და მოქმედებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, და უქმდება თუ შპს ,,ჯ----–---ი’’ ვერ მიიღებს მშენებლობის ნებართვას მისთვის მისაღები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის.
დადგენილია, რომ 2015 წლის 11 თებერვლის შეთანხმებით ცვლილება შევიდა უძრავი ნივთის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში.
4.1. მუხლი - ხელშეკრულების პირველი მხარე შპს ,,ჯ----–---ს’’ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცემს 191,74 კვ.მ. უძრავ ქონებას და შესაბამის წილს მიწის ნაკვეთში მდებარე ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. N57-ში და სანაცვლოდ, როგორც ნასყიდობის ფასს საკუთრებაში მიიღებს ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N53-55-57 მდებარე საცხოვრებელ ფართებს 1) 36,9 კვ.მ. ოდენობით, ბინა N84, მე-4 სართული, გარემონტებულ მდგომარეობაში; 2) 74 კვ.მ. ოდენობით, ბინა N2-, მე-7 სართული, თეთრი კარკასის მდგომარეობაში; 3) 41,2 კვ.მ. ოდენობით, ბინა N26, მე-7 სართული, თეთრი კარკასის მდგომარეობაში; 4) 47,5 კვ.მ. ოდენობით, ბინა N25, მე-7 სართული, თეთრი კარკასის მდგომარეობაში; 5) 49,9 კვ.მ. ოდენობით, ბინა N55, მე-12 სართული, შავი კარკასის მდგომარეობაში;
სს ,,თ----------ის“ ამონაწერის თანახმად, შპს ,,ჯ--–---ის“ მიერ მ--- გ--------ეს ანგარიშზე ირიცხებოდა 500 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარები, მათ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ .ს.ფ. 46-50);
- შეთანხმება (იხ. ს.ფ. 51-52);
- სს ,,თ----------ის“ ამონაწერი (იხ. ს.ფ. 242-244);
4.1.12. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს შპს ,,ჯ----–---ს’’ და მ--- გ--------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. გამყიდველმა საკუთრებაში გადასცა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღწერილ საცხოვრებელი ფართები, კერძოდ: 1) სართული 4, ბინა N84, 36,9 კვ.მ. ს/კ 0-----------; 2) სართული 7, ბინა N25, 50,1 კვ.მ, ს/კ 0-----------; 3) სართული 7, ბინა N26, 41.3 კვ.მ., 4) სართული 7, ბინა 2-, 72,7 კვ.მ. ს/კ 0-----------; 5) სართული 12; ბინა N55, 49,9 კვ.მ. ს/კ 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 53);
4.1.13. დადგენილია, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან მ--- გ--------ე ფიქსირდება სს ,,ე------------------------ს’’ მონაცემთა ბაზაში ბათუმი, ჭ-------ის ქ. N51/53/55/57 აბონენტად N6---------.
დადგენილია, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან მ--- გ--------ე სს ,,ე------------------------ს’’ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება აბონენტად მისამართზე - ბათუმი, ჭ-------ის ქ. N51/53/55/57 N6010634141.
დადგენილია, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან მ--- გ--------ე სს ,,ე------------------------ს’’ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება აბონენტად N6010625580 მისამართზე - ბათუმი, ჭ-------ის ქ. N51/53/55/57.
დადგენილია, რომ 2015 წლის აგვისტოდან მ--- გ--------ე სს ,,ე------------------------ს’’ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება აბონენტად N6010625591 მისამართზე - ბათუმი, ჭ-------ის ქ. N51/53/55/57.
დადგენილია, რომ მ--- გ--------ე არის შპს ,,ს----------------------ის’’ აბონენტი და ფიქსირდება ბილინგის ბაზაში აბ N111290-843 სამ მისამართზე -, ჭ-------ის 51-57, ბინა N25, აბ N111290-810, ჭ-------ის 51-57 26-2-, აბონენტი N111290-785, ჭ-------ის 51-57, ბინა N84 და სამივე აბონენტი აქტიურია 2016 წლის 14 აპრილიდან.
დადგენილია, რომ მ--- გ--------ე 2016 წლის 23 ივნისიდან არის შპს ,,ბ---------–---–ის’’ აბონენტი შემდეგი სააბონენტო კოდებით: 126/53ა (ჭ-------ის 53, ბინა 25), 126/53ა-2- (ჭ-------ის 53, ბინა 26/2-), 126/53ა-55 (ჭ-------ის 53, ბინა 55), 126-53ა-84 (ჭ-------ის 53, ბინა N84).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 50-8879 წერილი (იხ. ს.ფ. 233);
- 50-8876 წერილი (იხ. ს.ფ. 234);
- 50-8883 წერილი (იხ. ს.ფ. 235);
- 50-8892 წერილი (იხ. ს.ფ. 236);
- O-SGG-D-N-2018-9-19/04 წერილი (იხ. ს.ფ. 237);
- N1853 წერილი (იხ. ს.ფ. 238);
4.1.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 თებერვლის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი (ს/კ N0------------------) მდებარე ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N53, შენობა-ნაგებობები: ლიტ ,,ა“ -151.95 კვ.მ. ლიტ ,,ა“ - უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, ლიტ ,,ბ“ -37.65 კვ.მ.) ფართის 15-17-ზე მესაკუთრეს წარმოადგენს ბ------ ზ----–---–ი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 22 თებერვლის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი (ს/კ N0------------------) მდებარე ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N53, შენობა-ნაგებობები: ლიტ ,,ა“ -151.95 კვ.მ. ლიტ ,,ა“ - უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, ლიტ ,,ბ“ -37.65 კვ.მ.) ფართზე - 131.95 კვ.მ-ზე და ავტოფარეხზე ფართით 20.91-ზე მესაკუთრეს წარმოადგენს ნ-----–----------ე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 აპრილის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი (ს/კ N0------------------) მდებარე ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N57, (დაუზუსტებელი ფართობი - 503.00კვ.მ) მესაკუთრეს ფართზე 191.74 კვ.მ. წარმოადგენს მ--- გ--------ე.
დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----–---ის’’ სახლზე ირიცხება ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე დაზუსტებული ფართობი 1184,00 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------------------------------. შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11, N12, N13, N14.
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები:
უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 0-/09/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 12/09/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 03/09/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 06/09/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 03/09/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 21/09/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 18/09/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 13/09/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 07/09/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 03/09/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ამონაწერის თანახმად, გამყიდველი: მ--- გ--------ე, მყიდველი: შპს ,,ჯ----–---ი’’; საგანი: ფართი: 191,74 კვ.მ; მ--- გ--------ე საკუთრებაში მიიღებს 250 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს, რომელიც მხარეთა შთანხმებით განაწილდება შემდეგნაირად: მხარე მიიღებს ერთ 40 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას გარემონტებულ მდგომარეობაში მე-2 სართულზე, რომელიც განთავსდება სხვა გადასაცემი ბინებისგან განცალკავებით სხვა სადარბაზოში, ერთ 40 კვ. მეტრ საცხოვრებელ ბინას მე-2 ან მე-3 სართულზე თეთრი კარკასის მდგომარეობაში მე-7 სართულზე და ერთ 120 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას გარემონტებულ მდგომარეობაში მე-7 სართულზე. აღნიშნული ბინები განთავსდება ერთ სადარბაზოში. განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882012-90086, თარიღი: 13/09/2012; უფლების რეგისტრაციის თარიღი: 12/09/2012წ.
ამონაწერის თანახმად, გამყიდველი: ნ-----–----------ე, მყიდველი: შპს ,,ჯ----–---ი’’; საგანი: ფართი: 154,53 კვ.მ, ავტოფარეხი 20,91 კვ.მ, მანსარდა - 97,40 კვ.მ. ნ-----–----------ე საკუთრებაში მიიღებს ოთხ საცხოვრებელ ბინას ფართით 310 კვ.მ შემდეგი განაწილებით: სამ 70 კვ.მ-იან საცხოვრებელ ბინას და ერთ 100 კვ.მ. ბინას, რომელთაგან ორი 70 კვ.მ-იანი ბინა საერთო ფართით 140 კვ.მ. მხარეს ჩაბარდება გარემონტებულ მდგომარეობაში. ხოლო დარჩენილი 100 კვ.მ-იანი და 70 კვ.მ-იანი ბინა ჩაბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში.
განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882012689-09, თარიღი: 6/09/2012; უფლების რეგისტრაციის თარიღი: 12/09/2012წ.
ამონაწერის თანახმად, გამყიდველი: ბ------ ზ----–---–ი; მყიდველი: შპს ,,ჯ----–---ი’’; საგანი: ფართი: 15/17 ნაწილი; ბ------ ზ----–---–ი საკუთრებაში მიიღებს 200კვ.მ ფართს შემდეგი განაწილებით: ერთი 85 კვ.მ-იან ბინას, რომელთაგან ერთი მხარეს ჩაბარდება გარემონტებულ მდგომარეობაში და მეორე 85 კვ. მ-იან საცხოვრებელ ბინას, რომელიც მხარეს ჩაბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში. მხარე ერთ ბინას მიიღებს მე-3 სართულზე, ხოლო მეორე ბინას მე-6 სართულზე და 30 კვ.მ კომერციულ ფართს, რომელიც მხარეს ჩაბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში.
განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882012669170, თარიღი: 3/09/2012; უფლების რეგისტრაციის თარიღი: 12/09/2012წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 331-332);-
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 333-334);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 351-352);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 326-330);
4.1.15. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანვრის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე ფართი (მშენებარე), სადარბაზო 2, სართული 4, ბინა N84, ფართი - 36,90 კვ.მ. ირიცხება მ--- გ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით (ს/კ 0------------------).
დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 19 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის N08111289 შეტყობინების საფუძველზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანვრის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე ფართი (მშენებარე), სადარბაზო 1, სართული 7, ბინა N25, ფართი - 50,10 კვ.მ. ირიცხება მ--- გ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით ((ს/კ 0------------------).
დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 19 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის N08111289 შეტყობინების საფუძველზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანვრის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე ფართი (მშენებარე), სადარბაზო 2, სართული 7, ბინა 26, ფართი - 41,30 კვ.მ. ირიცხება მ--- გ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით (0------------------).
დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 19 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის N08111289 შეტყობინების საფუძველზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე ფართი (მშენებარე), სადარბაზო 1, სართული 12, ბინა N55, ფართი - 49,90 კვ.მ. ირიცხება მ--- გ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით (ს/კ 0------------------).
დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 19 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის N08111289 შეტყობინების საფუძველზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე ფართი (მშენებარე), სადარბაზო 2, სართული 7, ბინა N2-, ფართი - 72,70 კვ.მ. ირიცხება მ--- გ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით (0-----------.01.02-).
დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 19 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის N08111289 შეტყობინების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 89-90);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 91-92);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 93-94);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 95-9-);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 97-98);
4.1.16. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ N081-11289 შეტყობინების თანახმად, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე შპს ,,ჯ----–---ის’’ ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის რეგისტრაციის შესახებ N102016217188/3 გადაწყვეტილების თანახმად, შემოსავლების სამსახურის შეტყობინების საფუძველზე შპს ,,ჯ----–---ის“ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N081-11289 შეტყობინება (იხ. ს.ფ. 59);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწვეტილება (იხ. ს.ფ. 54);
4.1.17. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის N081-11289 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ნ-----–----------ემ, მ--- გ--------ემ და ბ------ ზ----–---–მა გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12097 ბრძანებით ნ-----–----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12077 ბრძანებით ბ------ ზ----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12099 ბრძანებით მ--- გ--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ ნ-----–----------ემ 2016 წლის 19 ივლისის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ N081-11289 შეტყობინება და 2017 წლის 5 მაისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N12097 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
2017 წლის 13 ივლისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით (4062/2/2017) ნ-----–----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ ბ------ ზ----–---–მა 2016 წლის 19 ივლისის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ N081-11289 შეტყობინება და 2017 წლის 5 მაისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N12077 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
2017 წლის 13 ივლისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით (4065/2/2017) ბ------ ზ----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ მ--- გ--------ემ 2016 წლის 19 ივლისის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ N081-11289 შეტყობინება და 2017 წლის 5 მაისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N12099 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
2017 წლის 13 ივლისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით (4064/2/2017) მ--- გ--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩივარი (იხ. ს.ფ. 78-86);
- საჩივარი (იხ. ს.ფ. 60-68);
- N12099 ბრძანება (იხ. ს.ფ. 99-101);
- N12097 ბრძანება (იხ. ს.ფ. 102-104);
- N12077 ბრძანება (იხ. ს.ფ. 10--107);
- 2017 წლის 13 ივლისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 69-77).
- 2017 წლის 13 ივლისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 108-116);
- 2017 წლის 13 ივლისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 117-125);
4.1.18. დადგენილია, რომ მ--- გ--------ის წარმომადგენელმა დ------------ემ 2018 წლის 17 სექტემბრის N191712/21-11 და N191700/21-11 წერილებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, სადაც განმარტებულია შპს ,,ჯ----–---თან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე და დასმულია შემდეგი შეკითხვები: წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სამშენებლო კომპანიას ჩაეთვლება თუ არა ფიზიკური პირისათვის აღნიშნული საცხოვრებელი ბინა (უძრავი ნივთი) მიწოდებულად და არის თუ არა სამშენებლო კომპანიის მხრიდან ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივი გამოყენების შემდგომ ოპერაცია დღგ-თი დასაბეგრი ფაქტობრივი ფლობის დაწყების პერიოდის შესაბამისად.
დადგენილია, რომ N191712/21-11 და N191700/21-11 წერილების შედეგად შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 01 ოქტომბრის N21-11/123134 პასუხით დ------------ეს ეცნობა, რომ ,,როგორც წარმოდგენილი წერილით ირკვევა, ფიზიკურ პირსა და საწარმოს შორის დადებული გარიგების საფუძველზე საწარმოს, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინისა და მიწის ნაკვეთის გადაცემის სანაცვლოდ, დაეკისრა საცხოვრებელი ფართის აშენების და ამავე პირისათვის გადაცემის ვალდებულება გარკვეული ფულადი კომპენსაციასთან ერთად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წერილში აღწერილი მოცემულობის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ განხორციელებული ოპერაცია დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის შესაძლებელია განხილული იქნეს როგორც ბარტერული (გაცვლის) ოპერაციის ფარგლებში განხორციელებული მშენებლობის მომსახურების გაწევა, რომელიც ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას კანონმდებლლობით დადგენილი წესით“.
დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----–---ის“ დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით (კრების ოქმი) საჯარ რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. N53-55-57 მდებარე მრავალბინიანი მშენებარე სახლში ფართების განაწილების ახალი ცხრილი, რომელშიც კორექტირება გამოწვეული იყო 2015 წლის 21 ოქტომბრის Nმ/2669 ბრძანების თანახმად, პროექტში N1040 განხორციელებული ცვლილებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები (იხ. ს.ფ. 224-225);
- 2018 წლის 01 ოქტომბრის N21-11/123134 პასუხი (იხ. ს.ფ. 226-22-);
- ფართების განაწილების ახალი ცხრილი (იხ. ს.ფ. 24-2-);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს შემდეგი გარემოება - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანება; სამოქალაქო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო, 2016 წლის 19 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N081-11289 შეტყობინება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12099 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12097 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12077 ბრძანება, საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (მ--- გ--------ის N4064/2/2017 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე), საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (ნ-----–----------ის N4062/2/2017 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე), საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (ბ------ ზ----–---–ი N4065/2/2017 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ღონისძიებები, მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ?? ????? ???????????????? ????????????? ?????????????? ???? ????????????? ??????????? ???????? ????????? ????????? , კერძოდ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 39-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთონ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ბ------ ზ----–---–ის, მ--- გ--------ის და ნ-----–----------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელების მართლზომიერების შეფასება. კერძოდ, არსებობდა თუ არა სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ შპს ,,ჯ----–---ის“ საგადასახადო ვალდებულებების გამო სადავო უძრავ ქონებებზე გავრცელებულიყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად ისახავს პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას ან შემცირებას.
საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქონებაზე საგადასახადო გავნობა/იპოთეკის გავრცელებისათვის მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს შემდეგი პირობები: (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ვრცელდება) 1. გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე; 2. გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე და 3. საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ ქონებაზე. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ ერთი გამონაკლისი შემთხვევა, კერძოდ, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება არ ვრცელდება გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე. მითითებული ნორმის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენია სადავო ქონებაზე გამოყენებული საგადასახადო გირვანობა/იპოთეკა გავრცელდა გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის ქონებაზე, თუ აღნიშნული შეზღუდვას დაექვემდებარა იმ პირების ქონება, რომელსაც კავშირი არ აქვს შპს ,,ჯ----–---ის“ საკუთრებასთან და, შესაბამისად, მის საგადასახადო ვალდებულებებთან.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ იმ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს, რომელზეც შემდგომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შდეგად აშენდა მრავალსართულიანი შენობა, სადაც მოსარჩელეებს საკუთრების უფლებით გადაეცათ საცხოვრებელი და კომერციული ფართები.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2012 წელს შპს ,,ჯ----–---ს’’ და ბ------ ზ----–---–ს, შპს ,,ჯ----–---ს და მ--- გ--------ეს’’ და შპს ,,ჯ----–---ს’’ და ნ-----–----------ეს შორის სადავო უძრავ ქონებებთან დაკავშირებით დაიდო უძრავი ნივთის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. წინამდებარე ხელშეკრულებებით მხარეები გამოხატავენ ნებას და იღებენ ვალდებულებას მომავლში დადონ ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51-53-55-57-ში მდებარე საცხოვრებელ ფართსა და მიწის ნაკვეთზე, რომელთა მესაკუთრეა ბ------ ზ----–---–ი, მ--- გ--------ე და ნ-----–----------ე იმ პირობით, რომ მეორე მხარე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენებს მრავალბინიან სახლს და გადასცემს ამავე სახლში საცხოვრებელ ბინას, როგორც ნასყიდობის ფასს.
დადგენილია, რომ 2016 წლის 6 ივლისს შპს ,,ჯ----–---სა’’ და ნ-----–----------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი - მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებით ვალდებულებაზე ფართის ნასყიდობის შესახებ, გათვალისწინებული პირობები და ვალდებულები სრულად იქნა შესრულებული მხარეების მიერ. 2015 წლის 21 ოქტომბრის Nმ/2669 ბრძანების თანახმად, პროექტში N1040 განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით გამყიდველი საკუთრებაში გადასცემს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღწერილ საცხოვრებელ ფართებს, კერძოდ: სართული 7, ბინა N9-, 52,6 კვ.მ შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ჭ-------ის 51-53-55-57, ს/კ 0-----------.
დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს შპს ,,ჯ----–---სა’’ და ბ------ ზ----–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი - მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები და ვალდებულებები სრულად იქნა შესრულებული მყიდველის მიერ, თავის მხრივ გამყიდველი საკუთრებაში გადაცემს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღწერილ საცხოვრებელ ფართებს, კერძოდ: 1) სართული 8, ბინა 32, 41,3 კვ.მ; 2) სართული 11, ბინა 115; 56,5 კვ. მეტრი შემდეგ მისამართზე - ბათუმი, ჭ-------ის 51-53-55-57, ს/კ 0-----------.
დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს შპს ,,ჯ----–---ს’’ და მ--- გ--------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. გამყიდველმა საკუთრებაში გადასცა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღწერილ საცხოვრებელი ფართები, კერძოდ: 1) სართული 4, ბინა N84, 36,9 კვ.მ. ს/კ 0-----------; 2) სართული 7, ბინა N25, 50,1 კვ.მ, ს/კ 0-----------; 3) სართული 7, ბინა N26, 41.3 კვ.მ., 4) სართული 7, ბინა 2-, 72,7 კვ.მ. ს/კ 0-----------; 5) სართული 12; ბინა N55, 49,9 კვ.მ. ს/კ 0-----------.
ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიჩნეული იქნა რა რომ ქონება წარმოადგენს შს ,,ჯ----–---ის“ საკუთრებას, 2016 წლის 19 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის N08111289 შეტყობინების საფუძველზე.
სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების შინაარსზე და მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების სახელწოდებაა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ თავის არსიდან გამომდინარე ის წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას, ვინაიდან ხელშეკრულების დადების დროს მნიშვნელოვანია დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მხარეთა მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნება, ანუ რა მიზანს ისახავდნენ მხარეები - ნასყიდობის თუ ნარდობის ხელშეკრულების დადებას. ამგვარი შეფასებისას სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ნასყიდობის ხელშეკრულების ცნება, შინაარსი), ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ნარდობის ხელშეკრულების ცნება) და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებას გააჩნია არსებითი ნიშნები რითაც იგი განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან.
კონკრეტულ შემთხვევაში, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ არსებით ნიშნებზე, რომლებსაც მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ დავის გადაწყვეტისათვის, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასითებელია გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ხელშეკრულების საგნის გადაცემა. ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელია, უპირველეს ყოვლისა, სამუშაო პროცესის დასახვა, განსაზღვრა და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება და ნარდობის ხელშეკრულება ორივე წარმოადგენენ კაუზალური ტიპის ხელშეკრულებებს, აუცილებელია დადგინდეს ხელშეკრულების საფუძველი, მიზანი, რომლის გარეშე შეუძლებელია კონკრეტული ხელშეკრულების სახესთან დაკავშირებული დასკვნების გაკეთება და, შესაბამისად, ქონებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა. ნარდობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს შემკვეთისათვის სამუშაოს შედეგის გადაცემას, ამიტომ მენარდეს ეკისრება ამ შედეგის მიღწევის რისკიც. ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შრომითი საქმიანობის შედეგი, მაშინ, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანია ქონების საკუთრებაში გადაცემა. ამგვარი მსჯელობის გათვალისწინებით ხელშეკრულების შინაარსის დადგენისათვის არ არის საკმარისი ფორმალურ ნიშნებზე ყურადღების გამახვილება, შესაძლებელია გარეგნული გამოხატულება ქმნიდეს ნასყიდობის ან ნარდობის ხელშეკრულებად მიჩნევის საფუძველს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანია მხარეთა ნება და ფაქტობრივად არსებული უფლება-ვალდებულებები, რაც შეიძლება განსხვავდებოდეს ფორმალურად არსებული ურთიერთობისაგან და ქმნიდეს სხვა გარიგებით წარმოშობილი ურთიერთობის საფუძველს.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 32-.1-ე მუხლების გათვალისწინებით სასამართლოს მიიჩნია, რომ 2012 წელს შპს ,,ჯ----–---ს’’ და ბ------ ზ----–---–ს, შპს ,,ჯ----–---ს’’ და მ--- გ--------ეს’’ და შპს ,,ჯ----–---ს’’ და ნ-----–----------ეს შორის დადებული გარიგებით - (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება), წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. იმავე კოდექსის 640-ე მუხლის თანახმად კი, ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ ზ----–---–მა, ნ-----–----------ემ და მ--- გ--------ემ შპს ,,ჯ----–---ს’’ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუკვეთა ბინის (მდებარე: ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N57/ ჭ-------ის ქ. N55/ ჭ-------ის ქ. N53-ში) აშენება. ბ------ ზ----–---–მა, ნ-----–----------ემ და მ--- გ--------ემ მათ მიერ დაკვეთილი ნივთის სამომავლო მესაკუთრედ დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში 2012 წლის 12 სექტემბერს და 2012 წლის 19 სექტემბერს, ე. ი. მოპასუხეთა სასარგებლოდ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის დროს ბ------ ზ----–---–ის, ნ-----–----------ის და მ--- გ--------ის სამომავლო საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის დროისათვის საჯარ რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარედგენილი იყო ქ. ბათუმი, ჭ-------ის ქ. N53-55-57 მდებარე მრავალბინიანი მშენებარე სახლში ფართების განაწილების ცხრილი (ე.წ. განშლა), რომლის თანახმად, უკევ კონკრეტული ფართების მესაკუთრეები იყო დადგენილი. საყურადღებოა მოსარჩელეთა მიერ მათ საკუთრებაში არსებულ ფართებზე ინფრასტრუქტურით გათვალისწინებული კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობის ფაქტი ასევე, დასტურდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციამდე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანვრის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე ფართი (მშენებარე), სადარბაზო 2, სართული 4, ბინა 36,90 კვ.მ. ირიცხება მ--- გ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით (ს/კ 0------------------).
დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანვრის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე ფართი (მშენებარე), სადარბაზო 1, სართული 7, ბინა 50,10 კვ.მ. ირიცხება მ--- გ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით ((ს/კ 0------------------).
დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანვრის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე ფართი (მშენებარე), სადარბაზო 2, სართული 7, ბინა 41,30 კვ.მ. ირიცხება მ--- გ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით (0------------------).
დადგენილია, რომ 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე ფართი (მშენებარე), სადარბაზო 1, სართული 12, ბინა 49,90 კვ.მ. ირიცხება მ--- გ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით (ს/კ 0------------------).
დადგენილია, რომ 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N51/ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N57/ ბათუმი, ჭ-------ის ქუჩა N55/ბათუმი, ჭ-------ის N53-ში მდებარე ფართი (მშენებარე), სადარბაზო 2, სართული 7, ბინა 72,70 კვ.მ. ირიცხება მ--- გ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით (0----------------2-).
დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ივლისის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ N081-11289 შეტყობინებით საქართველოს საგადასახდო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე შპს ,,ჯ----–---ის’’ ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთებზე ((ს/კ 0------------------, ს/კ 0------------------; ს/კ 0------------------; ს/კ 0------------------ და ს/კ 0------------------, (ს/კ 0----------------9-, 0----------------32, ს/კ 0------------------ და ს/კ 0------------------) 2016 წლის 19 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა სსიპ შემოსავლების სამსახურის N08111289 შეტყობინების საფუძველზე.
სასამართლო მოიხმობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
ამავე კანონის მე-20 მუხლი კი არეგულირებს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის საკითხებს.
სასამართლო განმარტავს, რომ წინარე ხელშეკრულება წარმოშობს საკუთრების უფლებას, ანუ აღნიშნული გარიგება პირისათვის სამართლებრივი შედეგის წარმომშობია და ანიჭებს მას მართლზომიერი მფლობელის სტატუსს, მით უფრო იმ პირობებში, როცა უფლება მომავალ ქონებაზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მ--- გ--------ის, ბ------ ზ----–---–ის და ნ-----–----------ის სახელზე არსებობდა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული ქონება, რომლის გამოყოფაც/გამიჯვნა შპს ,,ჯ----–---ის“ ქონებიდან შესაძლებელი იყო.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 9-.1-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელეებს მ--- გ--------ეს, ბ------ ზ----–---–ს და ნ-----–----------ეს ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ. N53-55-57-ში მდებარე საცხოვრებელ ბინებზე შეძენილი ჰქონდათ მომავალი მესაკუთრის უფლება, იმ მოცემულობით, როდესაც ამ უფლების ობიექტი, საცხოვრებელი ბინები არ იყო დატვირთული რაიმე შეზღუდვით, მათ შორის არც საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განსაზღვრული, უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპის შესაბამისად, მოსარჩელეებისთვის და მათ შორის შემოსავლების სამსახურისთვისაც ცნობილი იყო, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ამ უფლების თაობაზე.
ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ შემოსავლების სამსახურს სადავო უძრავ ნივთებზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია უძრავი ნივთების სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს ფორმალურად მიუდგა საკითხის გადაწყვეტას, არ გაითვალისწინა და მხედველობაში არ მიიღო ისეთ სახის კონსტიტუციური უფლება, როგორიც არის საკუთრების უფლება, რის შედეგადაც მოსარჩელემ ფაქტობრივად დაკარგა საკუთრების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 9--ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, სრულყოფილად არ გამოიყენა ის ადმინისტრაციული და საკანონმდებლო უფლებამოსილებები, რაც მას გააჩნია.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია აქვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, შესაბამისად ადგილი აქვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელეებს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100-100 (სულ 300) ლარი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეებს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ--- გ--------ის, ნ-----–----------ის და ბ------ ზ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 19 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N081-11289 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც საგადასახადი გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა მ--- გ--------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ ქონებებზე (ს/კ 0------------------, ს/კ 0------------------; ს/კ 0------------------; ს/კ 0------------------ და ს/კ 0------------------).
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12099 ბრძანება.
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (მ--- გ--------ის N4064/2/2017 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე).
5. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 19 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N081-11289 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც საგადასახადი გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა ნ-----–----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (ს/კ 0-----------.01.09-).
6. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12097 ბრძანება.
7. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (ნ-----–----------ის N4062/2/2017 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე).
8. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 19 ივლისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N081-11289 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც საგადასახადი გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა ბ------ ზ----–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ ქონებებზე (ს/კ 0----------------32, ს/კ 0------------------ და ს/კ 0------------------).
9. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის N12077 ბრძანება.
10. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (ბ------ ზ----–---–ი N4065/2/2017 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე).
11. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს მ--- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
12. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს ნ-----–----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
13. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს ბ------ ზ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი