მუხლი 306. გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და შესრულება
თავი XLII — საგადასახადო დავის წარმოება
1. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში.
2. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
3. მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.
4. დავის განმხილველი ორგანოს შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება გადავადდეს გადაწყვეტილების აღმსრულებელი ორგანოს მოტივირებული წერილობითი მოთხოვნისა და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 306. გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და შესრულება 1. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან მე21-11ე დღეს, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში. 2. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. 3. მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ. 4. დავის განმხილველი ორგანოს შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება გადავადდეს გადაწყვეტილების აღმსრულებელი ორგანოს მოტივირებული წერილობითი მოთხოვნისა და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-879(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2023
…ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ კანონშესაბამისია და არ არსებობდა სასამართლოს მიერ მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. მითუმეტეს იმ პირობებში, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია სასამართლოში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია, რომ…
…სათანადო აღსრულება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება მხარეს არ გაუსაჩივრებია სასამართლოში და შესულია კანონიერ ძალაში, რამეთუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს.…
…თანახმად, საწვავის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშებით საწარმოს ერთობლივი შემოსავლის და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდასთნ მიმართებით, ადგილი აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა". აქედან…
…დარიცხული გადასახადები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს…
…ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს…
…ბრუნვა. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს…
…განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. სადავო საკითხებთან…
…განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. სადავო საკითხთან…