გადაწყვეტილება №28333/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.11.2026
№ დოკუმენტი 28333/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28333/2/2026

09 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.11.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 23.10.2026 და 4.11.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №28333/2/2026; №28413/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2026 წლის №006-60 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.09.2026 წლის №20830 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 698 022.4 ლარი.

მათ შორის: დღგ - 873 517

ჯარიმა - 556 039

საურავი - 268 466.4

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა ბინების/ფართების მშენებლობა და რეალიზაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის №15289 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის, 1.04.2022 წლიდან 27.06.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ: შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებს ქ. ---ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, ქვეკონტრაქტორების მეშვეობით და რეალიზაციას. აღნიშნული პროექტი დაიწყო 2018 წელს. 4.09.2018 წელს საწარმომ სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გააფორმა „უძრავი ქონების ნასყიდობის, მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება (შემდგომში „ბარტერი“). ხელშეკრულება წარმოადგენს სამმხრივ შეთანხმებას: ერთის მხრივ მიწის მესაკუთრეებს (გამყიდველი), მეორეს მხრივ შპს „---ს“ („მყიდველი“) და მესამე მხრივ ---ს (პ/ნ ---) („შემსრულებელი“) შორის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „---“ ვალდებულია მხარეებს გადასცეს ფულადი სახით 440 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და უძრავი ქონება 3 460 კვ.მ. საცხოვრებელი და მთლიანი ავტოსადგომების 25%.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სააღრიცხვო დოკუმენტაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ირკვევა, რომ აღნიშნული ფართების ნაწილი არ არის დღგ-ის 18%- იან ბრუნვაში ასახული. გადასახადის გადამხდელის სიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული ფართების დეკლარირებას მოახდენს, კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალებით, დგინდება, რომ შპს „---ს“ გამყიდველისათვის ფაქტობრივად გადაცემული აქვს შესაბამისი საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებით და „ბარტერის“ ხელშეკრულების ანალიზით, ირკვევა, რომ შპს „---ს“ ერთის მხრივ (პირობადადებული საკუთრების სახით) საკუთრებაში გადაეცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ს/კ ---, მეორეს მხრივ კი შპს „---“ იღებს ვალდებულებას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენოს და მესაკუთრეებს მიაწოდოს საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები და გადაუხადოს კონკრეტული ფულადი თანხა. შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირების მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მეორეს მხრივ, შპს „---ს“ მიერ ფიზიკური პირებისთვის (საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართების და ინდივიდუალური საპარკინგე ადგილის) მიწოდება და ფულადი თანხის გადახდა განხილულ უნდა იყოს ერთიან გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებში, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, კომპანიის მიერ ხორციელდება სამშენებლო მომსახურების გაწევა და ფულადი თანხის გადახდა.

ამდენად, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე და 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის 46-ე პუნქტზე მითითებით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირების მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მეორეს მხრივ შპს „---ს“ მიერ მათთვის (საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართების და ინდივიდუალური საპარკინგე ადგილების) მიწოდება ჩაითვალა გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებშიც, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, კომპანიის მიერ ხორციელდება სამშენებლო მომსახურების გაწევა. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის მიერ სამშენებლო მომსახურება გაიწევა 2018 წელს საკუთრებაში მიღებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, კომპანიისთვის დღგ-ით დაბეგვრის დრო უნდა განისაზღვროს ზემოთ მითითებული ნორმების მიხედვით, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის მიხედვით - კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ფართის ფაქტობრივი მიწოდების (მათ შორის, ნებისმიერი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) საანგარიშო პერიოდი. როგორც აღინიშნა, საწარმოს მიერ 4.09.2018 წელს სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია „უძრავი ქონების ნასყიდობის, მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება (შემდგომში „ბარტერი“), აღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ---, შემდგომში მოხსენიებული როგორც „შემსრულებელი“.

ზემოაღნიშნული სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ---ს „სამშენებლო პროექტის“ მიღების სანაცვლოდ შპს „---“ გადასცემს 800 კვ.მ. ოდენობის საცხოვრებელ ფართებს. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 160-ე პირველი ნაწილის და მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 521-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 483-ე მუხლის გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს „ბარტერის“ ხელშეკრულებაში „შემსრულებლად“ მითითებულ პირს, ---სა და შპს „---ს“ შორის არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მიხედვითაც --- შპს „---ეს“ უწევს სამშენებლო პროექტის მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, სანაცვლოდ კი შპს „---გან“ იღებს შეთანხმებული ბინების ფართს, როგორც ზემოთ აღინიშნა, თუ სახეზეა გაცვლის ოპერაცია, შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს საბაზრო ფასი - საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილი.

შესაბამისად, შპს „---ს“ მიერ --- სათვის მიწოდებული ბინის ფართები უნდა ჩაითვალოს საბაზრო ფასით რეალიზაციად. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის მიხედვით და საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შპს „---ის“ მიერ ---სთვის ფაქტობრივად მიწოდებული ბინები (ჯამში 707 კვ.მ.) დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა მარეგისტრირებელ ორგანოში მასზე და მის უფლებამონაცვლედ განსაზღვრულ პირებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდების შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 4.03.2025 წლის №3688 ბრძანება და ამავე თარიღის №006-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფიზიკურ პირ ---სა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.10.2025 წლის №25402/2/2025 (8.10.2025წ. 03/70876) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2025 წლის №19944 ბრძანება და ამავე თარიღის №006-353 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფიზიკურ პირ ---სა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით, ხოლო საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 25.12.2025 წლის №26322/2/2025 (5.01.2026წ. 03/30) გადაწყვეტილებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანების აღსრულების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2026 წლის დასკვნაში საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,---''-ს მიერ ბინების პირველადი რეალიზაცია განხორციელებულია 2019 წლის ივნისში. აუდიტის დეპარტამენტის 4.02.2026 წლის წერილის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დაევალა შპს „---ის“ უძრავი ქონების (ს/კ ---) (1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის) საბაზრო ღირებულების შეფასება. მათ შორის, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების თარიღის შესაბამისად, 2018 წლის სექტემბრის თვის პერიოდში. ვალის მართვის დეპარტამენტის 12.02.2026 წლის №11574-21-17 წერილით აუდიტის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ვერ იქნა მოპოვებული ინფორმაცია 2018 წლის პერიოდში მშენებლობის დაწყებამდე განხორციელებული წინასწარი გაყიდვების რეალიზაციის ბაზარზე არსებული საბაზრო ღირებულებების შესახებ. შესაბამისად, ვერ განხორციელდა მითითებული ქონების შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 2.03.2026 წლის №4566 ბრძანება და ამავე თარიღის №006-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.06.2026 წლის №12451 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 16.07.2026 წლის №27653/2/2026 (რეგ. 23.07.2026წ. 03/55559) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.06.2026 წლის №12451 ბრძანება და საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 23.09.2026 წლის №20830 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის;

ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.09.2026 წლის №20830 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-10 ნაწილებზე, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილა მომჩივნის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიში.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით, ქ. ---ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი ფართის 1 კვ.მ.-ის ე.წ. „შავი კარკასის“ საბაზრო ღირებულება შეადგენს 570 აშშ დოლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმება ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: შესაფასებელ ქონებაზე, მხარეებს შორის (შპს „---სა“ და ფიზიკურ პირ ---ს შორის) ხელშეკრულება დადებულია 4.09.2018 წელს, ხოლო წარდგენილი შეფასების დასკვნის მიხედვით უძრავი ქონება შეფასებულია 2018 წლის მარტის მდგომარეობით.

ამასთან, უძრავი ქონების ღირებულება არსებითად დამოკიდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო ნებართვის აღების მომსახურებაზე. სამშენებლო ნებართვა კი გაცემულია 2019 წლის თებერვლის თვეში. ასევე, უძრავი ქონების შეფასების დასკვნაშივე მითითებულია, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის და Jumpstart-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, ვაკეში 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი შეადგენს 998 აშშ დოლარს. შესაბამისად შემოწმებისთვის უცნობია, საიდან არის მიღებული შეფასების დასკვნაში მითითებული შესაფასებელი ქონების საბაზრო ფასი 570 აშშ დოლარი. გარდა აღნიშნულისა, შეფასების დასკვნაში მოყვანილია საჯარო რეესტრის გაყიდვების ბაზიდან მიმდებარე ქუჩებზე სხვა სამშენებლო კომპანიების მიერ გაყიდული ბინების ხელშეკრულებათა ფასები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შეფასდეს შპს „---სა“ და შესადარისი ქონებების რეალიზაციების მსგავსება. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმება მიუთითებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესადარებელ პროექტებზე სამშენებლო ნებართვები გაცემულია 2018 წლამდე პერიოდებში, კერძოდ, 2014 და 2012 წლებში, პროექტით გათვალისწინებულ ბინებზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებიც დადებულია იმავე ან შემდგომ პერიოდებში, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება შპს „---ის“ მიერ რეალიზებული ბინების პერიოდებისგან.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის დავალებით, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველომ სცადა ქონების (ს/კ ---) 1 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების შეფასება 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით. 12.02.2026 წლის №11574-21-17 წერილის მიხედვით, 2018 წლის პერიოდში მშენებლობის დაწყებამდე განხორციელებული წინასწარი გაყიდვების საბაზრო ღირებულებების შესახებ ინფორმაცია ვერ მოიპოვეს და ქონების შეფასება ვერ განხორციელდა. გასაჩივრებული ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა კომპანიას დაავალა 15 კალენდარული დღის ვადაში წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით. 7.10.2026 წელს კომპანია ამ მიზნით განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (რეგ. №1009038126). ბიუროს 16.10.2026 წლის №5006711226 წერილით კომპანიას ეცნობა, რომ ექსპერტიზის მიერ 2018 წლის მდგომარეობით №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობების შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული, ამიტომ განცხადება შეუსრულებლად დაუბრუნდა კომპანიას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით დადგენილი ვალდებულების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია.

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ წერილობით დაადასტურა, რომ ქონების 2018 წლის მდგომარეობით შეფასებას ვერ განახორციელებს. შესაბამისად, გადამხდელს მოეთხოვება ისეთი ხელშეკრულების წარდგენა, რომლის გაფორმებაზეც უარი უკვე მიღებულია და რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ დაიდება. გადამხდელს არ შეიძლება დაეკისროს ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელია და რომლის შეუსრულებლობაც მისგან არ არის დამოკიდებული. ბრძანებით დადგენილი პირობა (ექსპერტიზის ხელშეკრულების წარდგენა) და ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტი საგადასახადო ვალდებულებებს შეამცირებს მხოლოდ ამ ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, შეუსრულებელი პირობის გამო გადამხდელს უფლების რეალიზაციას უკარგავს, რითაც ირღვევა საგადასახადო ვალდებულებების სამართლიანი განსაზღვრის პრინციპი. გადამხდელმა დავის განხილვისას წარადგინა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიში (7.07.2026 წელი), რომლის მიხედვითაც 1 კვ.მ. ფართის („შავი კარკასის“) საბაზრო ღირებულება შეადგენს 570 აშშ დოლარს.

შემოსავლების სამსახურმა ეს ანგარიში არ გაიზიარა და მიუთითა, რომ შეფასება განხორციელებულია 2018 წლის მარტის მდგომარეობით, ხოლო ხელშეკრულება დადებულია 4.09.2018 წელს, სამშენებლო ნებართვა კი 2019 წლის თებერვალში გაიცა. ამ მოსაზრებებით აქტი არ არის საკმარისად დასაბუთებული, რადგან ორგანოს არ დაუდგენია, რა ფასი იქნებოდა სწორი. საქმეში არ არის ალტერნატიული შეფასება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შეფასება არასწორია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალოს, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, განსაზღვროს ქონების საბაზრო ფასი ისეთი ალტერნატიული საშუალებით, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია (მათ შორის, სხვა ლიცენზირებული შემფასებლის ან ექსპერტის მეშვეობით, ან გადამხდელის მიერ წარდგენილი შეფასების ანგარიშის სათანადო შეფასების გზით), და ამის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭოს 16.07.2026 წლის №27653/2/2026 (რეგ. 23.07.2026წ. 03/55559) გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანების აღსრულების შეფასებისას, სამსჯელოა მომჩივნის მიერ წარმოდგენილ 7.07.2026 წლის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიშზე. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის (მოცემული საჩივრით სადავო) 23.09.2026 წლის №20830 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის;

ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვის სხდომაზე, მომჩივნის წარმომადგენელმა შემოსავლების სამსახურის 23.09.2026 წლის №20830 ბრძანების აღსრულებაზე განმარტა, რომ ბრძანებით დადგენილი ვალდებულების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ წერილობით დაადასტურა, რომ ქონების 2018 წლის მდგომარეობით შეფასებას ვერ განახორციელებს. ამდენად, ითხოვს შემოსავლების სამსახურს დაევალოს, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, განსაზღვროს ქონების საბაზრო ფასი ისეთი ალტერნატიული საშუალებით, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია (მათ შორის, სხვა ლიცენზირებული შემფასებლის ან ექსპერტის მეშვეობით, ან გადამხდელის მიერ წარდგენილი შეფასების ანგარიშის სათანადო შეფასების გზით) და ამის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ამასთან, წარმოადგენს იგივე შემფასებლის (---ს) 30.10.2026 წლის ალტერნატიულ დასკვნას - უძრავი ქონების ღირებულების შეფასების ანგარიშს, 2018 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით. საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვის სხდომაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა კითხვით, რომელიც არ იყო სწორად ფორმულირებული, მოთხოვნილია კონკრეტულ საკადასტრო კოდზე კომპანიის უძრავი ქონების 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების 2018 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით დადგენა. აღნიშნულ საკადასტრო კოდზე 2018 წელს არ არსებობდა შენობა-ნაგებობა, მშენებლობის ნებართვა გაცემულია, მშენებლობა და ფართების რეალიზაცია დაწყებულია 2019 წელს და შემდგომ პერიოდებში.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია მიმართვისას შეფასების საგნის სწორი ფორმულირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ 23.09.2026 წლის №20830 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აღსრულების ეტაპზე ურთიერთთანამშრომლობაზე. ამდენად, საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის №25801 ბრძანების აღსრულების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დაევალა საწარმოს უძრავი ქონების (1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის) საბაზრო ღირებულების შეფასება. მათ შორის, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების თარიღის შესაბამისად, 2018 წლის სექტემბრის თვის პერიოდში.

ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით აუდიტის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ვერ იქნა მოპოვებული ინფორმაცია 2018 წლის პერიოდში მშენებლობის დაწყებამდე განხორციელებული წინასწარი გაყიდვების რეალიზაციის ბაზარზე არსებული საბაზრო ღირებულებების შესახებ. შესაბამისად, ვერ განხორციელდა მითითებული ქონების შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ 23.09.2026 წლის №20830 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აღსრულების ეტაპზე ურთიერთთანამშრომლობაზე. ამდენად, საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ).