ბრძანება N 25980

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2026
№ დოკუმენტი 25980
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25980

11 ნოემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ს“ (ს/ნ -----------------)

(მის.: ----------------------------------)

2026 წლის 8 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 ოქტომბრის №27997/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------ს“ (ს/ნ -----------------) 2026 წლის 8 ივლისის საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №094-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

2023 წლის აგვისტოს თვეში არარეზიდენტი კომპანიისთვის გადარიცხული ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მარტის №6941 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ს“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 26 ივნისის №14184 ბრძანება და ამავე თარიღის №094–20 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 7 აგვისტოს №17887 ბრძანების საფუძველზე შპს „---------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 21 ოქტომბრის №27997/2/2026 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აგვისტოს №17887 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 ოქტომბრის №27997/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ არის სიტუაციები როდესაც 5-6 თვე ჩერდება ბაზრები და ამიტომ მოიძია ალტერნატიული მომწოდებელი, რომელმაც შეცვალა მონაცემები და გადარიცხვა განხორციელდა არასწორ მისამართზე. წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ განხორციელებული საბანკო ოპერაცია მოხდა რისკის ანუ თაღლითური გავლენის ქვეშ, რაზეც დღემდე მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანიამ, როგორც უიმედო დებიტორი, აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნიდან გამომდინარე დაბეგრა მოგების გადასახადით. გაუგებარია, ავანსად გადახდილი თანხის დაუბრუნებლობა როგორ შეიძლება გაუთანაბრდეს მიღებულ სარგებელს, რაიმე საქონლის ან მომსახურების მიღებამდე იგი უნდა შეფასდეს, როგორც უსასყიდლო მომსახურება, რაც გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ გააკეთა საწარმომ, კერძოდ, სიტუაციაში დეტალურად გარკვევის შემდეგ კომპანიის მიერ თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით და ბანკის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თანხის დასაბრუნებლად. ამდენად, აუდიტორს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები მოცემული სამეურნეო ოპერაციისთვის შინაარსი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით შეეცვალა.

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 სექტემბრის №--- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით და საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ირკვევა, რომ საწარმოს მიერ წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაზე და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებზე დაყრდნობით, 2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისთვის საქონლის შეძენისთვის წინასწარ ავანსის სახით საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს 344 244 ლარი (130 460 დოლარის ექვივალენტი), საბუღალტრო პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო 2024 წლის მაისის თვეში გადარიცხული თანხა საწარმოს როგორც ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით (საბუღალტრო პროგრამაში აღწერაში მითითებულია - დაკარგული თანხის ჩამოწერა). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდება, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ამავე საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) ავანსის გადახდიდან გასულია გონივრული ვადა; ბ) საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება; გ) საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდება ავანსის უკან დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი თანხა შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო დარიცხული მოგების გადასახადი შემცირდა. აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიმდინარეობისას მოთხოვნილი იქნა ხელშეკრულება საქონლის/მომსახურების მოწოდებასთან დაკავშირებით გაფორმებული უცხოურ ორგანიზაციასთან, რომელიც გადამხდელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით არ არსებობდა და შესაბამისად, არ იქნა წარდგენილი, ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჩივარს თან ახლავს მიმოწერა გადასახადის გადამხდელსა და სს „--------ს“ შორის გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, თანხა შესამოწმებელ პერიოდში უკან არ დაბრუნებულა, ხოლო საჩივარს არ ახლავს სხვა რაიმე სახის მტკიცებულება გადარიცხული თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით სამართლებრივი საქმის წარმოების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აგვისტოს №17887 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

დარიცხული თანხა: 69 985 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 34 993

მოგების გადასახადი - (-51 068)

საშემოსავლო გადასახადი - 86 061

ჯარიმა - 34 992

საურავი - 0

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

საწარმოს მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამასა და საბანკო ანგარიშების ამონაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისთვის საქონლის შეძენისთვის წინასწარ ავანსის სახით საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული ჰქონდა 344 244 ლარი (130 460 დოლარის ექვივალენტი). საბუღალტრო პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო 2024 წლის მაისის თვეში გადარიცხული თანხა საწარმოს, როგორც ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა დაბეგრილი ჰქონდა მოგების გადასახადით (საბუღალტრო პროგრამის აღწერაში მითითებულია - დაკარგული თანხის ჩამოწერა). აღნიშნულ საკითხზე, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, ვინაიდან კმაყოფილდებოდა ყველა წინაპირობა, კერძოდ: ავანსის გადახდიდან გასული იყო გონივრული ვადა; საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება და საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდებოდა ავანსის უკან დაბრუნება, არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო დარიცხული მოგების გადასახადი შემცირდა. ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი აცხადებს, რომ ავანსის ჩარიცხვის შემდგომ, როცა კომპანიამ დაინახა, რომ ვერ იღებდა შაქარს, მიმართა სს „-------“. ბანკმა კი განუმარტა, რომ თაღლითების მიერ იყო გამოგზავნილი ინვოისი და კონტრაქტი შეცვლილი ბანკის მონაცემებით. რეალურად მომწოდებელმა კი დაადასტურა, რომ არასწორად გადაირიცხა თანხა (შეცვლილი მონაცემებით). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საწარმომ მოცემული თანხა დაბეგრა მოგების გადასახადით და ამჟამად, ბანკის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თანხის დასაბრუნებლად. აქედან გამომდინარე, მომჩივანი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სამეურნეო ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ 2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისთვის საქონლის შეძენისთვის წინასწარ ავანსის სახით საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული ჰქონდა 344 244 ლარი, თუმცა საბუღალტრო პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო 2024 წლის მაისის თვეში გადარიცხული თანხა საწარმომ, როგორც ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა დაბეგრა მოგების გადასახადით (საბუღალტრო პროგრამის აღწერაში მითითებულია - დაკარგული თანხის ჩამოწერა). შემოწმებით,მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ვინაიდან ავანსის გადახდიდან გასული იყო გონივრული ვადა, საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება და საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდებოდა, ავანსის უკან დაბრუნება, არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული არუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი ავანსის თანხა, წარმოადგენს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

2023 წლის აგვისტოს თვეში არარეზიდენტი კომპანიისთვის გადარიცხული ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6941 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14184 ბრძანება და №094–20 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის №17887 ბრძანების საფუძველზე კომპანიის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №27997/2/2026 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №17887 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.რადგან განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის №17887 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი ავანსის თანხა, წარმოადგენს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 101(1); 154(1 ,,ა“.2 „ა“ და „ბ“);