გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.10.2019
საქმის ნომერი
340210017002114320
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210017002114320

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.10.2019 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) სვ----–--- ლე--–---–ი,წარმომადგენელი მ-----–-------–---,მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - ნი--- ლე--–---–ი, მა----- ლე--–---–ი,წარმომადგენელი თ----------------–-, ზ---–----------–---–-

დავის საგანი პირვანდელი სარჩელით : მამკვიდრებლის მოვლის და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.

დავის საგანი შეგებებული სარჩელით : ზიანის ანაზღაურება, მოძრავი ნივთების დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა პირვანდელი სარჩელის მიხედვით :

 

1.1. მოპასუხეებს ნი--- და მა----- ლე--–---–ებს სვ----–--- ლე--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ მამკვიდრებლის ნო----- ლე--–---–ის მოვლის ხარჯი - 4500 ლარი, ბალზამირების, სასახლის და სხვა სარიტუალო ხარჯი- 1000 ლარი, სასაფლაოს მოწყობის ხარჯი- 5343 ლარი, ქელეხის ხარჯი - 3000 ლარი, ორმოცის და წლისთავის ხარჯი- 2400 ლარი, სულ ჯამში 16 240 ლარის გადახდა.

ძირითადი სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს :

 

მოპასუხეები ნი--- და მა----- ლე--–---–ები არიან მოსარჩელის გარდაცვლილი ძმის- ნო----- ლე--–---–ის შვილები. ამ უკანასკნელმა მონაწილეობა მიიღო ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაში და წლების განმავლობაში იმყოფებოდა ონკოლოგიურ აღრიცხვაზე. 2011 წლის შემოდგომაზე დაუდგინდა სიმსივნის მეოთხე კლინიკური ჯგუფი, 2012 წლის 01 მაისიდან დაენიშნა მორფინი, ხოლო 2012 წლის 31 მაისს გარდაიცვალა.

 

ნო----- ლე--–---–ის მეუღლე, ანუ მოპასუხეების დედა- და-–- პა-------–---–ი გარდაიცვალა 2006 წლის 10 აგვისტოს. იმის გამო, რომ მამა ავადმყოფი იყო, დედის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხეებმა ცხოვრება განაგრძეს ბებიის- ანუ და-–- პა-------–---–ის დედის ოჯახში.

 

ძმის ავადმყოფობის პერიოდში მოსარჩელე ცხოვრობდა ქ. რუ-----ში. მამის მოვლა- პატრონობაზე მისმა შვილებმა უარი განაცხადეს, ამიტომ მოსარჩელე პერიოდულად ჩადიოდა ხოლმე ძმასთან ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში და უვლიდა მას, ხოლო როცა ძმას ტკივილები მოეძალა და მისი მარტო დატოვება შეუძლებელი იყო, მოსარჩელე ძმის თხოვნით საცხოვრებლად სოფელ მთ------ში გადავიდა და უვლიდა მას სიკვდილამდე.

 

ნო----- ლე--–---–ს ავადმყოფობის გამო მუშაობა აღარ შეეძლო, ამიტომ ეკონომიურად გაუჭირდა. მან მოსარჩელეს უთხრა, რომ იძულებულია სახლი გაყიდოს, და შესთავაზა, რომ მას ეყიდა სახლი. მოსარჩელე დათანხმდა და ნაწილ- ნაწილ გადაუხადა 3500 აშშ დოლარი, ამის შემდეგ ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში მდებარე ნო----- ლე--–---–ის კუთვნილი სახლი საჯარო რეესტრში თავის სახელზე დაირეგისტრირა და დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ სახლში .

 

ნო----- ლე--–---–ის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხეებმა მშობლების სამკვიდრო ქონების მოთხოვნით სარჩელით მიმართეს სასამართლოს .

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეები გახდნენ ნო----- ლე--–---–ის სამკვიდრო ქონების - 0.95 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, ასევე სვ----–--- ლე--–---–ს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის, როგორც მამის სამკვიდრო მასაში შესული და გაყიდული 26 სკა ფუტკრის ღირებულება. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეები გახდნენ დედის სამკვიდრო ქონების- მთლიანი საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის თანამესაკუთრეები .

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მამკვიდრებლის ნო----- ლე--–---–ის მოვლის და დაკრძალვის ხარჯები მთლიანად მოსარჩელემ გაიღო. კერძოდ, მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე ცხრა თვე ჩაწოლილი იყო და უვლიდა მოსარჩელე , ამიტომ ითხოვს მოვლის ხარჯებს , თვეში 500 ლარს , სულ ჯამში 4500 ლარს, ასევე ითხოვს ძმის დაკრძალვასთან დაკავშირებულ აუცილებელ სარიტუალო ხარჯებს (ბალზამირება, სუდარა, მიცვალებულის სასახლე და ა.შ) , რაშიც დახარჯა 1000 ლარი, ასევე ქელეხის ხარჯებს- 3000 ლარს, ორმოცის და წლისთავის ხარჯებს - 2400 ლარს, სასაფლაოს მოწყობის ხარჯებს- 5343 ლარს, სულ ჯამში მამკვიდრებლის მოვლისა და დაკრძალვისთვის მოპასუხეებისგან, როგორც სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეებისგან, მოითხოვს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, 16 240 ლარის ოდენობით.

 

2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელის მიხედვით:

2.1. სვ----–--- ლე--–---–ს ნი--- და მა----- ლე--–---–ების სასარგებლოდ დაეკისროს 18200 ლარის გადახდა, მიუღებელი შემოსავლის სახით

 

2.2. დაევალოს სვ----–--- ლე--–---–ს , ნი--- და მა----- ლე--–---–ებს დაუბრუნოს სამკვიდრო მასაში შესული და მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები : 1. სამზარეულო ,,ლო-–-", ღირებული 600 ლარი 2. 6 სკამი, ღირებულება 180 ლარი; 3. დივანი და სავარძლები, ღირებული 520 ლარი; 4. ტანსაცმლის საკიდი, ღირებული 220 ლარი; 5. საძინებელი ,,დიანა", ღირებული 960 ლარი; 6. გარდერობი „ზოია“, ღირებული 662 ლარი 7. ჟურნალის მაგიდა. ხოლო იმ შემთხვევაში , თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას ეს ნივთები დაზიანებული აღმოჩნდა , ანდა მათი აღარარსებობის შემთხვევაში , მოპასუხეს დაეკისროს ნივთების ღირებულების - 3182 ლარის გადახდა .

 

შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს :

 

მოპასუხე სვ----–--- ლე--–---–მა ნო----- ლე--–---–ის გარდაცვალების შემდეგ , მისი მემკვიდრეების ნი--- და მა----- ლე--–---–ების თანხმობის გარეშე გაასხვისა 26 სკა ფუტკარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სვ----–--- ლე--–---–ს შეგებებული მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა სამკვიდრო მასაში შესული და გასხვისებული სკების ღირებულება- 5000 ლარი.

 

26 სკა ფუტკრის მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ გასხვისების გამო, ნი--- და მა----- ლე--–---–ებმა 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ვერ მიიღეს 18200 ლარის ღირებულების თაფლი, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის სახით განიცადეს 18200 ლარის ზიანი, რის ანაზღაურებასაც მოითხოვენ სვ----–--- ლე--–---–ისგან.

 

შეგებებული მოსარჩელეების მითითებით, მამკვიდრებელმა გარდაცვალებამდე შეიძინა მოძრავი ნივთები, კერძოდ, 2010 წელს ი/მ „მა-- ბუ----–---–ი“ სგან „ემ-------ი“-ს საფირმო მაღაზიაში შეიძინა სამზარეულო „ლოლა“, რაშიც გადაიხადა 600 ლარი, 2010 წლის 17 ოქტომბერს შეიძინა 6 სკამი, რაშიც გადაიხადა 180 ლარი; 2011 წლის 30 იანვარს შეიძინა დივანი და სავარძლები, რაშიც გადაიხადა 520 ლარი; ამავე დღეს შეიძინა ტანსაცმლის საკიდი, რაშიც გადაიხადა 220 ლარი; 2011 წლის 12 ოქტომბერს შეიძინა საძინებელი „დიანა“, რაშიც გადაიხადა 960 ლარი; ამავე დღეს შეიძინა გარდერობი ,,ზოია''- 662 ლარად და საჩუქრად გადაეცა ჟურნალის მაგიდა, სულ 2010 -2011 წლებში მამკვიდრებელმა შეიძინა 3182 ლარის ნივთები, რაც ინახება მოსარჩელეთა მამისეულ საცხოვრებელ სახლში და ამ ნივთებს უკანონოდ ფლობს და სარგებლობს სვ----–--- ლე--–---–ი .

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნივთები ნო----- ლე--–---–ის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს. მოსარჩელეებს სამკვიდრო მიღებული აქვთ კანონით დადგენილ წესით, რაც ამავე მხარეებს შორის #2ბ/4----15 სამოქალაქო საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დასტურდება, მაგრამ მოპასუხე მოსარჩელეებს დღემდე არც თანასაკუთრებაში არსებულ სახლში უშვებს და არც მოძრავ ნივთებს უბრუნებს .

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ ნივთების შეძენის შემდეგ მამკვიდრებელი მალევე გარდაიცვალა. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას ნივთები კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მას შემდეგ გასულია თითქმის 7 წელი. თავისთავად ამ ნივთებს ის ღირებულება აღარ აქვთ , რაც მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს ჰქონდა, ამიტომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეს დაევალოს, სამკვიდრო მასაში შესული სადავო ნივთების დაბრუნება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას ეს ნივთები მოპასუხესთან არ აღმოჩნდა, ან დაზიანებული აღმოჩნდება, მაშინ მოპასუხეს დაეკისროს ამ ნივთების ღირებულების გადახდა, 3182 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხის პოზიცია

3.1 მოპასუხის შესაგებელი პირვანდელი სარჩელის მიმართ

 

პირვანდელი სარჩელის მოპასუხეებმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მამის სამკვიდრო მიიღეს 0,9 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება მერყეობს 500-დან 1000 ლარამდე. კანონის შესაბამისად, სწორედ ამ აქტივის ფარგლებშია შესაძლებელი სასამართლომ იმსჯელოს მამკვიდრებლის უკანასკნელი ხარჯების ანაზღაურებაზე და არა სარჩელით მოთხოვნილი თანხების ფარგლებში.

 

რაც შეეხება მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში შესულ 26 სკა ფუტკარს, მოპასუხეების მითითებით, ეს სკები მოსარჩელემ თვითნებურად გაყიდა , ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული და დღემდე აუნაზღაურებელი სკების ღირებულება 5000 ლარი, წარმოადგენს არა მიღებულ აქტივს, არამედ ზიანს, საიდანაც მამკვიდრებლის უკანასკნელი ხარჯების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს .

 

პირვანდელი სარჩელის მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებლის მოვლის ხარჯების გაწევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გაუღია ეს ხარჯები, რადგან გარდაცვალებამდე მამკვიდრებელი ჩაწოლილი არ ყოფილა, მას შეეძლო გადაადგილება და მოვლა-პატრონობა არ დასჭირვებია, ამიტომ მოვლის ხარჯების მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

მოპასუხეების მითითებით, ასევე უსაფუძვლოა დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების მოთხოვნაც, რადგან მამკვიდრებელმა გარდაცვალებამდე საფლავი თვითონ გააკეთებინა. ასევე დაკრძალვასთან დაკავშირებული სადავო ხარჯების გაღება მოხდა თვით მამკვიდრებლის დანაზოგი სახსრებიდან, ანუ სამკვიდრო ქონებიდან, ამიტომ ამ ხარჯების მემკვიდრეებისთვის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

ზემოაღნიშნულის გარდა, მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებები, რომლის მიხედვით, მემკვიდრეს , მამკვიდრებლის უკანასკნელი ხარჯების ანაზღაურებისთვის შეიძლება დაეკისროს დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების და საფლავის ხარჯები, არაუმეტეს 2500 ლარი, ამიტომ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯების ანაზღაურება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი .

 

3.2. მოპასუხის შესაგებელი შეგებებული სარჩელის მიმართ

 

შეგებებული სარჩელის მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 26 სკა ფუტკარი გაყიდა არა თვითნებურად, არამედ ძმის დავალებით , მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში , და მიღებული თანხა საფლავის ხარჯებისთვის გამოიყენა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მას უკვე დაკისრებული აქვს სამკვიდრო მასაში შესული და გაყიდული 26 სკა ფუტკრის ღირებულების - 5000 ლარის გადახდა, ამიტომ თაფლის ღირებულების, როგორც მიუღებელი შემოსავალის, დაკისრების საფუძველი არ არსებობს .

 

მოპასუხემ მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით განმარტა, რომ სახლში ნამდვილად არის მამკვიდრებლის კუთვნილი სამზარეულოს ერთი ძველი კარადა, 6 სკამი, დივანი და სავარძლები, ტანსაცმლის საკიდი, გარდერობი და ჟურნალების მაგიდა, თუმცა ეს ნივთები არის თუ არა შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი ი/მ „მა-- ბუ----–---–ი“ სგან „ემ-------ი“-ს მაღაზიაში შეძენილი ნივთები, მისთვის უცნობია, ამიტომ შეგებებული მოპასუხე თანახმაა, მოსარჩელეებს დაუბრუნოს მამკვიდრებლის კუთვნილი ის ნივთები, რაც განთავსებულია ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში . რაც შეეხება საძინებელს , მოპასუხემ განმარტა, რომ მამკვიდრებელს საძინებელი კომპლექტი არ შეუძენია, იგი სახლში არ ინახება და არც არასდროს ყოფილა, შესაბამისად, მოპასუხე ამ ქონებას არ ფლობს .

 

შეგებებული მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას ნივთების ღირებულების დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ მოთხოვნილი ნივთები არის ძველი ნივთები. ამ ნივთების ნაწილი დაზიანდა მამკვიდრებლის სიცოცხლეში, სახლის სახურავიდან ჩამოსული წვიმის და ნესტის გამო, ნაწილი გაცვდა და დაზიანდა სიძველის გამო, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა , რომ თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას ნივთები დაზიანებული აღმოჩნდა , მას დაეკისროს ის ღირებულება, რაც წლების წინ ნივთების შეძენის დროს არის გადახდილი, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ნივთებს სიძველის და დაზიანების გამო ის ღირებულება აღარ აქვთ, რაც მისი შეძენის დროს არის გადახდილი .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეები ნი--- და მა----- ლე--–---–ები დები არიან. მამკვიდრებელი ნო----- ლე--–---–ი მათი მამაა, და-–- პა-------–---–ი- დედა, ხოლო სვ----–--- ლე--–---–ი -მამიდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების მოწმობა , ქორწინების მოწმობა, მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.2. და-–- პა-------–---–ი გარდაიცვალა 2006 წლის 10 აგვისტოს, ხოლო ნო----- ლე--–---–ი - 2012 წლის 31 მაისს .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 22)

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2012 წლის 28 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნო----- ლე--–---–მა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება- ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, საკადასტრო კოდი- 57.01.51.0--, მიყიდა თავის დას - სვ----–--- ლე--–---–ს, რომელმაც ქონება საჯარო რეესტრში თავის სახელზე აღრიცხა .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლოს გადაწყვეტილება #2ბ/4----15 სამოქალაქო საქმეზე

 

3.2.4. ნო----- ლე--–---–ს დარჩა 2 პირველის რიგის მემკვიდრე - შვილები მა----- და ნი--- ლე--–---–ები, რომლებმაც მამის გარდაცვალების შემდეგ, 2012 წლის 13 ივნისს, მშობლების სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართეს სასამართლოს.

 

#2ბ/4----15 სამოქალაქო საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მა----- და ნი--- ლე--–---–ებმა მიიღეს მამის - ნო----- ლე--–---–ის სამკვიდრო სრულად, კერძოდ, 0.95 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 500 -დან 1000 ლარამდეა, და სამკვიდრო მასაში შესული და გაყიდული 26 სკა ფუტკრის ღირებულება - 5000 ლარი, რომლის გადახდაც დაეკისრა სვ----–--- ლე--–---–ს მა----- და ნი--- ლე--–---–ების სასარგებლოდ. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათვე მიეკუთვნათ დედის- და-–- პა-------–---–ის სამკვიდრო ქონება, ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი- 57.01.51.0--, 1/3 ნაწილი, ხოლო 2/3 ნაწილი დარჩა სვ----–--- ლე--–---–ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლოს გადაწყვეტილება #2ბ/4----15 სამოქალაქო საქმეზე

 

3.2.5. დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ მა----- და ნი--- ლე--–---–ებს ნო----- ლე--–---–ის სიცოცხლეში მისი მოვლის ხარჯები და გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვის ხარჯები არ გაუღიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.6 . სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გარდაცვალებამდე ნო----- ლე--–---–ი 9 თვე ჩაწოლილი არ ყოფილა, უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მას განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა და აუცილებელი ხარჯი, რაც დამატებით ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული, არ დასჭირვებია .

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის თავად თავდაპირველი მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, სიკვდილის შემდგომი სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით , ასევე მოწმეების იუ--- და ვა------ ლე--–---–ების ჩვენებით დგინდება, რომ ნო----- ლე--–---–ი გარდაცვალებამდე 9 თვე ჩაწოლილი არ ყოფილა, მას განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა, და სხვა აუცილებელი ხარჯი, რაც დამატებით ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული, არ დასჭირვებია , ასეთ ხარჯზე ვერც თავად მოსარჩელემ მიუთითა.

 

აღნიშნულ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 24.07.2014 წლის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც შეგებებული მოსარჩელე მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის გარემოებებზე განმარტავდა, რომ ,,ავადმყოფობის პერიოდში ნო----- ლე--–---–ი თვითონ გადაადგილდებოდა.. ტრანსპორტით მგზავრობდა... გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე სახლის ნასყიდობის თაობაზე გარიგება დადო, რისთვისაც საჯარო რეესტრში გამოცხადდა... ამავე პერიოდში სახლში რემონტი გააკეთა... მას რაიმე განსაკუთრებული მკურნალობა არ უტარდებოდა, მხოლოდ იაფფასიან წამლებს იღებდა.. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მოემატა ტკივილები, დაენიშნა მორფინი... ბოლო ერთი თვე იყო ჩაწოლილი", იგივე გარემოებები მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა, ამიტომ თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მამკვიდრებელს უკანასკნელი ავადმყოფობის დროს განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა და აუცილებელი ხარჯი, რაც დამატებით ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული, არ დასჭირვებია, ამიტომ სასამართლო თვლის, რომ მამკვიდრებლის მოვლის ხარჯების მემკვიდრისთვის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ექსპერტიზის დასკვნა

-მოწმეების ჩვენება

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.7. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნო----- ლე--–---–ს თავის სიცოცხლეში საფლავი არ გაუკეთებია და არც დანაზოგი თანხა დაუტოვებია დაკრძალვის და სხვა სარიტუალო ხარჯების დასაფარად. აღნიშნული ხარჯები სრულად გასწია მოსარჩელე სვ----–--- ლე--–---–მა, რომელმაც გაიღო დაკრძალვის, ქელეხის, ორმოცის, წლისთავის და სხვა სარიტუალო ხარჯები, ასევე მამკვიდრებელს გაუკეთა საფლავი.

 

თავდაპირველი სარჩელის მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავო გახადა და მიუთითა, რომ მამკვიდრებელმა საფლავი თავის სიცოცხლეში გააკეთა, ასევე მას ჰქონდა დანაზოგი თანხა, რითაც მოხდა მისი დაკრძალვა, ქელეხის, ორმოცის და წლისთავის ხარჯების გადახდა.

 

აღნიშნულ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობით მოწმედ დაიკითხნენ მამკვიდრებლის ძმები - ვა------ი და იუ--- ლე--–---–ები. მოწმეთა ჩვენებით არ დადგინდა, რომ მამკვიდრებელს ჰქონდა დანაზოგი ფული, თავისი დაკრძალვის ხარჯების დასაფარად. უფრო მეტიც, მოწმეებმა განმარტეს, რომ ნო----- ლე--–---–ის დაკრძალვის ხარჯები სვ----–--- ლე--–---–მა გაიღო. მან გადაუხადა ქელეხი, სადაც სუფრა გაშლილი იყო დაახლოებით 100 კაცზე, ასევე ორმოცი და წლისთავი, სადაც სუფრა გაშლილი იყო დაახლოებით 40-50 კაცზე. მოწმეებმა ისიც განმარტეს, რომ სვ----–--- ლე--–---–მა ქელეხისთვის 1200 ლარი ისესხა და შემდეგ თვითონვე დაფარა ვალი, რითაც დასტურდება, რომ მამკვიდრებელს მისი დაკრძალვისთვის გათვალისწინებული დანაზოგი არ ჰქონდა დატოვებული, და ეს ხარჯი მოსარჩელემ გაიღო. მოწმეებმა ასევე არ დაადასტურეს მოპასუხის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მამკვიდრებელს საფლავი მის სიცოცხლეშივე ჰქონდა გაკეთებული და განმარტეს, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი სმენიათ, საფლავი, რომელიც მარმარილოს ქვით არის მოპირკეთებული, გააკეთებინა მოსარჩელე სვ----–--- ლე--–---–მა (18.07.2019 წლის სხდომის ოქმი, 13.03.42- 13.06.08, 13.08.38-18-18-53; )

 

ამდენად, მოპასუხე მხარემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად კონკრეტული და უტყუარი მტკიცებულებებით ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მამკვიდრებელი თავისი დანაზოგი ხარჯებით დაიკრძალა და საფლავიც სიცოცხლეშივე გაიკეთა, რასაც ემყარებოდა მათი შედავება დაკრძალვის ხარჯების ნაწილში, ამიტომ სასამართლო დადგენილად თვლის, რომ მამკვიდრებელს თავის სიცოცხლეში საფლავი არ გაუკეთებია და არც დანაზოგი თანხა დაუტოვებია, დაკრძალვის ხარჯების დასაფარად. აღნიშნული ხარჯები სრულად დაფარა მოსარჩელე სვ----–--- ლე--–---–მა, რომელმაც გაიღო დაკრძალვის, ქელეხის , ორმოცის წლისთავის ხარჯები, ასევე მამკვიდრებელს გაუკეთა საფლავი.

 

3.2.8 საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით და ფოტოსურათების მიხედვით, ნო----- ლე--–---–ის საფლავის გაკეთებისთვის საჭირო მასალების ღირებულება და შრომითი დანახარჯები საქართველოს ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით შეადგენს 5343 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-აუდიტორული დასკვნა, ფოტოსურათები

 

3.2.9 სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში (საკადასტრო კოდი- 57.01.51.0--), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მამკვიდრებელი და ამჟამად მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, განთავსებულია ნო----- ლე--–---–ის სამკვიდრო მასაში შესული შემდეგი მოძრავი ნივთები: სამზარეულოს ერთი კარადა, 6 სკამი, დივანი და სავარძლები, ტანსაცმლის საკიდი, გარდერობი და ჟურნალების მაგიდა. აღნიშნულ სახლში დღემდე ცხოვრობს და სადავო ნივთებს ფლობს მოპასუხე სვ----–--- ლე--–---–ი .

 

სასამართლო სხდომაზე სვ----–--- ლე--–---–ს სადავოდ არ გაუხდია, რომ ნო----- ლე--–---–ის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელ სახლში დარჩა მამკვიდრებლის კუთვნილი ნივთები : სამზარეულოს ერთი კარადა, 6 სკამი, დივანი და სავარძლები, ტანსაცმლის საკიდი, გარდერობი და ჟურნალების მაგიდა. მოპასუხე აღნიშნული ნივთების გამოთხოვას და მოსარჩელეებისთვის გადაცემას ეთანხმება, თუმცა განმარტავს, რომ რა დასახელების არის ნივთები, რომელიც მამკვიდრებელის გარდაცვალების შემდეგ სახლში ინახება, სად შეიძინა მან აღნიშნული ნივთები , და არის თუ არა ეს ნივთები სარჩელით მოთხოვნილი ნივთები, მისთვის უცნობია. მოპასუხემ მაგალითისთვის განმარტა, რომ სახლში ნამდვილად არის განთავსებული სამზარეულოს ერთი ძველი კარადა, და გარდერობი, თუმცა აღნიშნული სამზარეულოს დასახელება არის თუ არა ,,ლო-–-" ან გარდერობის დასახელება ,,ზო--" მისთვის უცნობია .

 

სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შეგებებულ მოსარჩელეს მოპასუხის მფლობელობაში არსებული ნივთების მახასიათებლების შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება, როგორიცაა ფოტოსურათები, ფაქტების კონსტატაციის ოქმი და ა.შ, არ წარმოუდგენია, ამიტომ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთებიდან დავის სასამართლოში განხილვის დროისათვის მოპასუხის მფლობელობა დასტურდება და გამოთხოვილ უნდა იქნეს : სამზარეულოს ერთი კარადა, 6 სკამი, დივანი და სავარძლები, ტანსაცმლის საკიდი, გარდერობი და ჟურნალების მაგიდა.

 

რაც შეეხება საძინებელი ,,დი---ს" გამოთხოვას , შეგებებული მოპასუხე ამ ნაწილში სარჩელს არ დაეთანხა და განმარტა, რომ მამკვიდრებელს მის სიცოცხლეში საძინებელი ავეჯი არ ჰქონია, სახლში არანაირი საძინებელი გარნიტური არც მამკვიდრებლის სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალების შემდეგ არასდროს ყოფილა, შესაბამისად, იგი ამ ნივთს არ ფლობს.

 

ამდენად, მოსარჩელემ მიუთითა, რომ საძინებელი გარნიტური ინახება იმ სახლში, სადაც მოპასუხე ცხოვრობს და არის მის უკანონო მფლობელობაში, ხოლო შეგებებულმა მოპასუხემ სადავოდ გახადა როგორც საძინებელი ავეჯის რეალურად არსებობის ფაქტი, ასევე მისი იმ საცხოვრებელ სახლში არსებობის (მდებარეობის) ფაქტი, სადაც მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და სადაც ამჟამად თვითონ ცხოვრობს. შესაბამისად, სადავოა როგორც სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, ასევე მოპასუხის მფლობელობაში ნივთის არსებობის ფაქტი, რისი დადასტურების ვალდებულებაც მოსარჩელეს ეკისრება.

 

სასამართლო თვლის, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია და ამ სადავო გარემოების სარწმუნოდ დადასტურება, ამიტომ მოსარჩელეების, როგორც მემკვიდრეების, პრეტენზია საძინებელი ავეჯის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია .

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ როგორც თავდაპირველი სარჩელი, ასევე შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 პირვანდელი სარჩელის მოსარჩელის მოთხოვნა მამკვიდრებლის მოვლის და დაკრძალვის ხარჯების- 16 240 ლარის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელემ მოითხოვა მემკვიდრეებს ნი--- და მა----- ლე--–---–ებს დაეკისროთ მამკვიდრებლის ნო----- ლე--–---–ის უკანასკნელი მოვლის და დაკრძალვის ხარჯები , სულ ჯამში 16 240 ლარის ოდენობით .

 

სასამართლომ მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებიდან და მემკვიდრეობის სამართლიდან გამომდინარე ნორმებით უნდა შეამოწმოს .

 

სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამავე კოდექსის 1334-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის და სხვა ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 1489-ე მუხლიდან გამომდინარე, მემკვიდრე ვალდებულია, აუნაზღაუროს მესამე პირს ხარჯი გამოწვეული მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლი ადგენს გაწეული ხარჯების ანაზღაურების უფლებას, რომლის მიხედვითაც, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორთა რიცხვს განეკუთვნებიან პირები, რომლებმაც სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის შესაბამისად, დავალების გარეშე, საკუთარი ხარჯით დაკრძალეს მიცვალებული. დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას საქმეზე არსებული მტკიცებულებების შესაბამისად, სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში მემკვიდრეებს, სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, დავალების გარეშე მოქმედი პირის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროთ მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლის და მკურნალობის, და დაკრძალვასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველ დავაში მონაწილე მხარეების მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება იმ ფაქტებს, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტები პრეიუდიციულად არ მიიჩნევა და ისინი უნდა იქნან შეყვანილი მტკიცების საგანში, ასევე გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დათქმა, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

მოცემულ შემთხვევაში #2ბ/4--- სამოქალაქო საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24/02/2017 წლის გადაწყვეტილებით პრეიუდიციულად დადგენილია, რომ ნი--- და მა----- ლე--–---–ები მამკვიდრებლის მემკვიდრეები არიან, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს სრულად, კერძოდ, ნო----- ლე--–---–ის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს 0.95 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 500 -დან 1000 ლარამდეა და მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში შესული და გაყიდული 26 სკა ფუტკრის ღირებულება - 5000 ლარი, რომლის გადახდაც სვ----–--- ლე--–---–ს მემკვიდრეების სასარგებლოდ დაეკისრა. ამდენად, სამკვიდრო ქონების ღირებულებაა 5500-6000 ლარი, სწორედ ამ ფარგლებშია შესაძლებელი სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეს დაეკისროს დავალების გარეშე მოქმედი პირის სასარგებლოდ მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლის და მკურნალობის, ასევე დაკრძალვასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები. (4.8. ფაქტობრივი გარემოება, ს.ფ. 75 -76)

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მა----- და ნი--- ლე--–---–ებს მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლის და დაკრძალვის ხარჯებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მამკვიდრებლის დაკრძალვის და საფლავის მოწყობის ყველა ხარჯი მთლი---დ სვ----–--- ლე--–---–მა გაიღო .

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის განჩინებაში განმარტა, რომ „საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის დაკავშირებული... მართალია, უმეტეს შემთხვევაში, რთულია ყოველი კონკრეტული პროცედურისა და მისი შესაბამისი იმ ხარჯის ზუსტად განსაზღვრა, რაც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ის სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, რომლებიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან“ (შდრ. სუსგ # ას-791-748-2015, 12 ოქტომბერი 2015 წელი).

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მამკვიდრებლის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს: ბალზამირების, სასახლის, სუდარის და სხვა სარიტუალო ხარჯები - 500 ლარი; ქელეხის, ორმოცის და წლისთავის ხარჯები- 1500 ლარი და საფლავის მოწყობის ხარჯები- 1500 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 3500 ლარს და წარმოადგენს დაკრძალვასთან დაკავშირებულ სავალდებულო სარიტუალო პროცედურების გონივრულ ხარჯებს, რომლებიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია.

 

რაც შეეხება თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკაზე, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით საქმეზე #3კ/441-

01 დადგენილ იქნა პრაქტიკა დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის

თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით, 2013 წელს, ერთ-ერთ საქმეზე სააპელაციო

სასამართლომ განსხვავებულად განმარტა დავალების გარეშე სხვისი საქმეების

შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი [იხ. სუს-ის

განჩინება საქმეზე #ას-753-714-2013, 10.10.14, რასაც დაეთანხმა უზენაესი სასამართლო, როდესაც დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია 10 წელზე მეტი და ამ პერიოდში დაკრძალვის ხარჯების საბაზრო ფასები გაიზარდა, ამიტომ დაკრძალვის აუცილებელი ხარჯების გონივრული ოდენობაც გაზრდილია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირვანდელი სარჩელის მოსარჩელის სვ----–--- ლე--–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მამკვიდრებლის მემკვიდრეებს- ნი--- და მა----- ლე--–---–ებს, მიღებული სამკვიდროს ფარგლებში, მამკვიდრებლის დაკრძალვის, საფლავის და სხვა სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროთ ჯამში 3500 ლარის გადახდა, ხოლო 12 740 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი .

 

6.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) , ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა.

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება ვინდიკაციური სარჩელის სამივე ელემენტის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს იღებს

მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1428 -ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში თავად მოპასუხის ახსნა- განმარტების საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დავის სასამართლოში განხილვის დროისათვის მოპასუხის მფლობელობა დასტურდება მოძრავ ნივთებზე : სამზარეულოს ერთი კარადა, 6 სკამი, დივანი და სავარძლები, ტანსაცმლის საკიდი, გარდერობი და ჟურნალების მაგიდა.

 

აღნიშნული ნივთები გარდაცვალების დროს წარმოადგენდა ნო----- ლე--–---–ის საკუთრებას და შესაბამისად, სამკვიდრო ქონებას, ხოლო მემკვიდრეების ნი--- და მა----- ლე--–---–ების საკუთრება გახდა მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. (3.2.9. პუნქტი) . სადავო ნივთებზე მოპასუხის მფლობელობა ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას, შესაბამისად, სვ----–--- ლე--–---–ის მიერ ამ ნივთების მფლობელობა არამართლზომიერია, ამიტომ ამ აუცილებელი პირობის არსებობის გამო, მოსარჩელეები უფლებამოსილი არიან ვინდიკაციური სარჩელით იდავონ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მათი კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას , რომ თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას ნივთები დაზიანებული აღმოჩნდა , მას დაეკისროს ის ღირებულება, რაც ნივთების შეძენის დროს არის გადახდილი, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დადგენილია, რომ ნივთები შეძენილია წლების წინ, 2010-2011 წლებში. ცვეთის და სიძველის გამო ნივთებს ის ღირებულება აღარ აქვთ, რაც მისი შეძენის დროს არის გადახდილი,რასაც თავად მოსარჩელეც უთითებს თავის სარჩელში (შეგებებული სარჩელის 2 ფაქტობრივი გარემოება), ამიტომ მოპასუხისგან მოსარჩელეების სასარგებლოდ ნივთები გამოთხოვილი უნდა იქნეს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იგი აღმოჩნდება მოპასუხე სვ----–--- ლე--–---–თან, გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე .

 

6.3. საძინებელი გარნიტურის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საძინებელი გარნიტური ,,დიანა" ინახება იმ სახლში, სადაც მოპასუხე ცხოვრობს და არის მის უკანონო მფლობელობაში, ხოლო შეგებებულმა მოპასუხემ სადავო გახადა საძინებელი ავეჯის, როგორც სამკვიდრო ქონების, რეალურად არსებობის ფაქტი და მიუთითა, რომ მამკვიდრებელს მის სიცოცხლეში საძინებელი გარნიტური არ ჰქონია და შესაბამისად, ეს ნივთი სამკვიდრო მასაში არ შესულა. აღნიშნული ნივთი იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და სადაც ამჟამად თვითონ ცხოვრობს, არ ინახება და არც არასდროს ყოფილა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოა როგორც ნივთის (სამკვიდრო ქონების) რეალურად არსებობის ფაქტი (მოსარჩელის საკუთრების უფლება), ასევე ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტი (მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი), ამ გარემოებების დადასტურება კი მოსარჩელეს ეკისრება.

 

სასამართლო თვლის, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად საძინებელ გარნიტურთან დაკავშირებით სადავო გარემოების დადასტურება ვერ შეძლო, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

6.4. შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავალის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხეს რომ არ გაეყიდა სამკვიდრო მასაში შესული 26 სკა ფუტკარი, იგი 2012 წლის 28 მარტიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით თაფლის სახით 18200 ლარის შემოსავალს მიიღებდა. დავის საგანს სწორედ თაფლის ღირებულების, როგორც მიუღებელი შემოსავალის, ანაზღაურება წარმოადგენს .

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები წარმოადგენენ მამკვიდრებლის მემკვიდრეებს, ხოლო შეგებებული სარჩელის მოპასუხე წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც დავალების გარეშე თვითონ დაკრძალა მამკვიდრებელი, რისთვისაც გამოიყენა როგორც საკუთარი ხარჯები, ასევე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გაასხვისა სამკვიდრო მასაში შესული 26 სკა ფუტკარი, და მიღებული თანხა მამკვიდრებლის საფლავის მოწყობას მოახმარა.

 

დადგენილია, რომ სამკვიდრო მასაში შესული და გასხვისებული 26 სკა ფუტკარის ღირებულება 5000 ლარი მოპასუხე სვ----–--- ლე--–---–ს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე დაკისრებული აქვს. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვის, ამიტომ მოთხოვნის საფუძვლიანობა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408, 411 - 412-ე მუხლების შესაბამისად უნდა შეამოწმოს .

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408 მუხლის 1. ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლო იმავე კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ამ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რა არის მიუღებელი შემოსავალი, როდის არის მოვალე ვალდებული მის ანაზღაურებაზე და ა.შ. ერთ-ერთ საქმეში, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: ,,...მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. საქმის მასალებით არ არის სათანადოდ დასაბუთებული და სარწმუნოდ დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე ნამდვილად მიიღებდა შემოსავალს კაფეტერიის სადავო ინვენტარითა და მოწყობილობებით სარგებლობის ხელშეშლის არარსებობის პირობებში” (შდრ: სუსგ №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესახებ უარყო და თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ,, ... სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. სუსგ ,№ ას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი; აგრეთვე შდრ: სუსგ-ები #ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; #ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც არა სავარაუდოდ, ალბათობით, არამედ სარწმუნოდ დაადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე ნამდვილად მიიღებდა შემოსავალს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით და

,,მოვალისთვის ეს ზიანი წინასწარ სავარაუდო იყო“,მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე მოსარჩელეა ვალდებული, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, მათ შორის აუდიტორული დასკვნით, სარწმუნოდ დასაბუთებული არ არის, რომ სადავო პერიოდში 26 სკა ფუტკრისგან მოსალოდნელი იყო 18200 ლარის შემოსავლის მიღება და მოვალისთვის ეს ზიანი წინასწარ სავარაუდო იყო, რაც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო პირობაა იმ ზიანისათვის, რომელზედაც ანაზღაურების მოვალეობა ვრცელდება, ამიტომ სასამართლო თვლის, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით; ხოლო კ) ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლებული არიან მოსარჩელე სვ----–--- ლე--–---–ი- სსს კოდექსის 46 მუხლის 1 ნაწილის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე, ხოლო ნი--- და მა----- ლე--–---–ები სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ პუნქტის საფუძველზე , ამიტომ მათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟი არ გადახდებათ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სვ----–--- ლე--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .

 

2. მოპასუხეებს ნი--- და მა----- ლე--–---–ებს სვ----–--- ლე--–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მამკვიდრებლის ნო----- ლე--–---–ის უკანასკნელი მოვლის და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, 3500 ლარის ოდენობით

 

3. სვ----–--- ლე--–---–ს უარი ეთქვას 12740 ლარის ანაზღაურებაზე , უსაფუძვლობის გამო.

 

4. მა----- და ნი--- ლე--–---–ების შეგებებული სარჩელი სვ----–--- ლე--–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

5. მოპასუხე სვ----–--- ლე--–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს და მა----- და ნი--- ლე--–---–ებს გადაეცეთ ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში (საკადასტრო კოდი- 57.01.51.0--) განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები : სამზარეულოს ერთი კარადა; 6 სკამი; დივანი და სავარძლები; ერთი ტანსაცმლის საკიდი; ერთი გარდერობი ; ერთი ჟურნალის მაგიდა .

6. მა----- და ნი--- ლე--–---–ებს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნაზე 1) სვ----–--- ლე--–---–ის უკანონო მფლობელობიდან საძინებელი ,,დი---ს“ გამოთხოვის თაობაზე და 2) 18200 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავალის დაკისრების თაობაზე

7. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლებული არიან, კერძოდ, მოსარჩელე სვ----–--- ლე--–---–ი - სსს კოდექსის 46 მუხლის 1 ნაწილის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე ; ნი--- და მა----- ლე--–---–ები - სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ" პუნქტის საფუძველზე.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10. საქართველოს სამოქალაქო საპრიოცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი