განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001058923
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი თბილისი
საქმე №2ბ/1949-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი,მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ნ------- წ----–-–---–ი
წარმომადგენელი - ე-–-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – თ----- გ----–-–---–ი, ვ------ გ----–-–---–ი, ნ---------–-–---–ი
წარმომადგენელი – თ---------–-–---–ი
დავის საგანი – მესაკუთრედ აღიარება, თანხის გადახდის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. მამკვიდრებელი კ--- გ----–-–---–ი გარდაიცვალა 2--- წელს. მას დარჩა ხუთი პირველი რიგის მემკვიდრე დედა - თ----- გ----–-–---–ი; მეუღლე, აპელანტი ნ------- წ----–-–---–ი და შვილები ვ------ გ----–-–---–ი; ნ----------–-–---–ი და მ------ გ----–-–---–ი;
2. 2--- წლიდან ნ------- წ----–-–---–ი და კ--- გ----–-–---–ი არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2004 წლიდან კი ნ------- წ----–-–---–ი და კ--- გ----–-–---–ი, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე, ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას;
3. მამკვიდრებელ კ--- გ----–-–---–ს ანდერძი არ შეუდგენია;
4. ნ------- წ----–-–---–მა 2014 წლის 20 მარტს მიმართა სანოტარო ბიუროს და მოითხოვა 2-----–-–----------------ერს გარდაცვლილი კ--- გ----–-–---–თან ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან საკუთრების მოწმობის გაცემა მის კუთვნილ წილზე. ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან მამკვიდრებლის წილის განსაზვრამდე სამკვიდრო მოწმობა არ გაიცა; მოსარჩელეებს თ----- გ----–-–---–ს და ნ----------–-–---–ს 2014 წლის 29 მაისს უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სამკვიდროს მასის განსაზღვრამდე;
5. ვ------ გ----–-–---–მა, ნ---------–-–---–მა და თ----- გ----–-–---–მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე, ქალაქი თ---–-------------–-----–--–-------------–----------------------------------, ფართი 29.31 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------------- ერთ მეორედ ნაწილზე ვ------ გ----–-–---–ის, ნ---------–-–---–ის და თ----- გ----–-–---–ის მესაკუთრეებად (თანაბარწილად) აღიარება; სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი - F------------ 2.5----------------–--------–------------------------–-–-------------------------------------------–------------------------------, ერთ მეორედ ნაწილზე ვ------ გ----–-–---–ის, ნ---------–-–---–ის და თ----- გ----–-–---–ის მესაკუთრეებად (თანაბარწილად) აღიარება; უძრავი ქონების მდებარე მისამართზე ქალაქი თ---–------------–-----–--–-------------–-----------------, ფართი 22.14 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0---------------------- ნახევარის ერთ მეორედ ნაწილზე ვ------ გ----–-–---–ის, ნ---------–-–---–ის და თ----- გ----–-–---–ის მესაკუთრეებად (თანაბარწილად) აღიარება; სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი - S-----------------------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - L-----, საიდენტიფიკაციო ნომერი J---------------- ნახევარის ერთ მეორედ ნაწილზე ვ------ გ----–-–---–ის, ნ----------–-–---–ის და თ----- გ----–-–---–ის მესაკუთრეებად (თანაბარწილად) აღიარება. მოსარჩელეების განმარტებით 2-----–-–----------------ერს გარდაიცვალა კ--- გ----–-–---–ი. მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: დედა თ----- გ----–-–---–ი, მეუღლე ნ------- წ----–-–---–ი და შვილები ვ------ გ----–-–---–ი, ნ---------–-–---–ი, მ------ გ----–-–---–ი (არასრულწლოვანი) და მ----------–-–---–ი (არასრულწლოვანი). მოსარჩელეებმა, კანონით დადგენილი წესით, მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც სანოტაო დადგენილებით ეთქვათ უარი სამკვიდროს მასის განსაზღვრამდე. მამკვიდრებლის სახელზე მისი გარდაცვალების შემდეგ ირიცხება შემდეგი ქონება: 1. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ------–-----–--–-------------–--------------------------, ფართი 29.31 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------, 2. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თ---–------------–-----–--–-------------–-----------------, ფართი 22.14 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0----------------------; 3. სატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი - F----------- 2---, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - J-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------; 4. სატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი - S-----------------------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - L-----, საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------. ზემოაღნიშნული ქონებიდან უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, დ------–-----–--–-------------–--------------------------, ფართი 29.31 კვ.მ. და სატრანსპორტო საშუალება F----------- 2---, სარეგისტრაციო მოწმობა A-------- წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას, რადგან იგი მამკვიდრებლის მიერ შეძენილია 2--- წელს, მოპასუხესთან დაქორწინებამდე და თანაბრად უნდა გაიყოს პირველი რიგის მემკვიდრეებზე. სამკვიდრო მასაში მოიაზრება ასევე უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე ქალაქი თ---–------------–-----–--–-------------–-----------------, ფართი 22.14 კვ.მ და სატრანსპორტო საშუალების, მარკა, მოდელი S-----------------------, სახელმწიფო ნომერი - L----- ნახევარი: აღნიშნული ქონება შეძენილიამამკვიდრებლის და მოპასუხე ნ------- წ----–-–---–ის მიერ ერთობლივად, ქორწინების პერიოდში. ამდენად, ქონებიდან მოსარჩელე მხარეს უნდა მიეკუთვნოს სამკვიდრო ქონების ერთი მეორედი ნაწილი. დღეის მდგომარეობით მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე არ არის გაცემული სამკვიდრო მოწმობა და სამკვიდრო ქონებას ფლობს და განაგებს მოპასუხე მხარე. მოსარჩელეები ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის საერთო ქონების წილობრივი გამოყენება არ ხდება.
6. ნ------- წ----–-–---–მა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა 2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------) მეუღლეთა თანსაკუთრებად ცნობა და ამ ქონების ერთ მეორედ ნაწილზე ნ-------ი წ----–-–---–ის მესაკუთრედ აღიარება; უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა 2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------) რემონტის ხარჯის 3266.50 (სამი ათას ორას სამოცდაექვსი ლარის და ორმოცდაათი თეთრის) მოპასუხეებისათვის ვ------ გ----–-–---–ის, ნ---------–-–---–ის და თ----- გ----–-–---–ის თანაბარწილად დაკისრება; მოპასუხეებისათვის, ვ------ გ----–-–---–ის, ნ---------–-–---–ის და თ----- გ----–-–---–ისათვის მამკვიდრებლის კ--- გ----–-–---–ის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯის , 6070 (ექვსი ათას სამოცდაათი) ლარის , ნახევარის დაკისრება თანაბარწილად; შეგებებული სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ ნ-------ი წ----–-–---–ი და კ--- გ----–-–---–ი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2004 წლიდან და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. მათ 2--- წელს ერთობლივად შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, ლ--–--ს დ-----–---, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა N2, რომელიც იყო სარემონტო და საცხოვრებლად გამოუსადეგარი. მეუღლეებს ჰქონდათ საერთო დანაზოგი, რომლითაც გადახდილი იქნა ამ უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური. შესაბამისად, აღნიშნული ქონების ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე ნ------- წ----–-–---–ი. კ--- გ----–-–---–სა და ნ------- წ----–-–---–ს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2--- წლის 29 ივლისს. მათ 2012-2--- წლებში ერთად ცხოვრების პერიოდში გაარემონტეს აღნიშნული უძრავი ქონება, რის შემდეგაც ბინა გახდა საცხოვრებლად ვარგისი და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი საბაზრო ღირებულება. ამ ბინის გარემონტებაში დიდი წვლილი მიუძღვის მოსარჩელე მხარეს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სასურსათო მაღაზიაში, ჰქონდა შემოსავალი, რასაც ხარჯავდა ოჯახის საერთო ინტერესებისათვის (მათ შორის ამ ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად). აუდიტის მიერ საცხოვრებელ ფართში განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 13 066 (ცამეტი ათას სამოცდაექსვი) ლარის ოდენობით. მოპასუხეების მიერ აღნიშნული უძრავი ქონებიდან წილის მიღების შემთხვევაში გამდიდრდებიან უსაფუძვლოდ, რის გამოც მათ ნ------- წ----–-–---–ის სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სარემონოტო ხარჯის ერთი მეოთხედი ნაწილი - 3266.50 (სამი ათას ორასსამოცდაექვსი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.კ--- გ----–-–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 29 სექტემბერს. მიცვალებულის დაკრძალვის, ორმოცის და წლისთავის ხარჯი გადახდილია მოსარჩელე ნ-------ი წ----–-–---–ის მიერ. საფლავის ადგილში მან გადაიხადა 250 (ორას ორმცოდაათი) ლარი, ქვის მაგიდასა და სკამების შეძენასა და მოწყობაში - 700 (შვიდასი) ლარი, საფლავის კეთილმოწყობაში - 800 (რვაასი) ლარი. ასევე, მოსარჩელის მიერ შეძენილი იქნა საკლავი ქელეხისათვის ერთი მსხვილფეხა საქონელი დეკეული - 800 (რვაასი) ლარად, ერთი ცხვარი - 200 (ორასი) ლარად და სამასი ლიტრი ღვინო - 600 (ექვსასი) ლარად. მოსარჩელემ სასახლეში გადაიხადა 400 (ოთხასი) ლარი, სუდარა - 40 (ორმოცი) ლარი, მაცივარი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, გაპატიოსნება - 50 (ორმოცდაათი) ლარი. ქელეხის სუფრა გაიშალა ლ--–--ს დ-----–---ში, მდებარე საბანკეტო დარბაზში ,,ჩ----------“, სადაც გაწეული მომსახურებისათვის ნ-------ი წ----–-–---–ის მიერ გადახდილი იქნა 5000 (ხუთი ათასი) ლარი, ხოლო საბანკეტო დარბაზში ,,ა-------ი“ - ორმოცისათვის 2300 (ორი ათას სამასი) ლარი. მთლიანმა ხარჯმა შეადგინა 12 140 (თორმეტი ათას ას ორმოცი) ლარი, რომლის ნახევარი ოდენობა 6070 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს თანაბარწილად.
7. მოპასუხე ნ------- წ----–-–---–მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ მოპასუხე ნ-------ი წ----–-–---–ი და კ--- გ----–-–---–ი 2004 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 25 აგვისტოს მ------ გ----–-–---–ი და 2--- წლის 15 დეკემბერს მ----------–-–---–ი; მეუღლეები თავდაპირველად ცხოვრობნენ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნ-------ი წ----–-–---–ი და კ--- გ----–-–---–ი დაქორწინდნენ 2--- წლის 29 ივლისს. მათ ერთობლივად თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 01 ივლისს შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა N2, რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა კ--- გ----–-–---–ის სახელზე. უძრავი ქონება იყო საცხოვრებლად უვარგისი და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მთლიანად მოპასუხე ნ------- წ----–-–---–ის ხარჯებით. სამუშაოების ჩატარების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება და გახდა საცხოვრებლად ვარგისი. ამდენად, უძრავი ქონების ერთ მეორედი ნაწილის თანამესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე ნ------- წ----–-–---–ი, ვინაიდან ქონება შეძენილია ერთად ცხოვრების პერიოდში. სატნასპორტო საშუალება, მარკა, მოდელი - F----------- 2---, სახელმწიფო ნომერი - J----- შეძენილია ასევე მეუღლეთა მიერ ერთობლივად საერთო მეურნეობის წარმოების შედეგად. გამომდინარე აღნიშნულიდან ამ უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო საშუალების ნახევარის ერთი მეორედი ნაწილი უნდა მიეკუთვნოთ მოსარჩელეებს და არა მთლიანი ქონების ერთი მეორედი ნაწილი. ამასთან, მოსარჩელეებს ვ------ გ----–-–---–ს, ნ---------–-–---–ს და თ----- გ----–-–---–ს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებს აქვთ მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით კ--- გ----–-–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან (უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე ქალაქი თ---–------------–-----–--–-------------–-----------------, ფართი 22.14 კვ.მ და სატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი S----- G---- V----- X---, სახელმწიფო ნომერი - L----- ნახევარი) ერთი მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების უფლება.
8. მოპასუხეებმა (შეგებებულ სარჩელზე) არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა 2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------), წარმოადგენს მამკვიდრებლის, კ--- გ----–-–---–ის, ინდივიდუალურ საკუთრებას. უძრავი ნივთი შეძენილია ქორწინებამდე და ამ ქონების ერთ მეორედ ნაწილზე ნ------- წ----–-–---–ის საოჯახო სამართლებრივი საფუძვლით საკუთრების უფლება არ უნდა გავრცელდეს. მოსარჩელეებისათვის არ არის ცნობილი, რა სახის და ღირებულების სარემონტო სამუშაოები იქნა ჩატარებული საცხოვრებელ ფართში. მოსარჩელეებმა მოპასუხეს შესთავაზეს მამკვიდრებლის დაკრძალვის და საფლავის მოწყობაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ნ------- წ----–-–---–მა უარი განაცხადა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ------ გ----–-–---–ის, ნ---------–-–---–ისა და თ----- გ----–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ნ------- წ----–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ------- წ----–-–---–ის შეგებებული სარჩელი მოპასუხეების ვ------ გ----–-–---–ის, ნ---------–-–---–ის და თ----- გ----–-–---–ის მიმართ; კერძოდ: . არ დაკმაყოფილდა ნ------- წ----–-–---–ის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი 2--- წლის 29 სექტემბერს გარდაცვლილი კ--- გ----–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი 2, კ--------ი 2, საკადასტრო კოდი 0----------------------, მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობისა და ამ ქონების ერთი მეორედ ნაწილზე, საოჯახო სამართლებრივი საფუძვლით, ნ------- წ----–-–---–ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ; 2. არ დაკმაყოფილდა ნ------- წ----–-–---–ის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი 2, კ--------ი 2, საკადასტრო კოდი 0----------------------), რემონტის ხარჯის (3266.50 ლარის) მოპასუხეთათვის თანაბარწილად ანაზღაურების დაკისრების შესახებ; .3. დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი დაკრძალვის ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში: 4. მოპასუხე ვ------ გ----–-–---–ს (პირადი N0----------) დაეკისროს მოსარჩელე ნ------- წ----–-–---–ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ 2023.3 ლარის გადახდა; 5. მოპასუხე ნ---------–-–---–ს (პირადი N0----------) დაეკისროს მოსარჩელე ნ------- წ----–-–---–ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ 2023.3 ლარის გადახდა; 6. მოპასუხე თ----- გ----–-–---–ს (პირადი N0----------) დაეკისროს მოსარჩელე ნ------- წ----–-–---–ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ 2023.3 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
9.1. 2--- წლის 01 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კ--- გ----–-–---–მა შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა N2, ფართი 29.31 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------) და საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ ქონების მესაკუთრედ. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 4000 (ოთხი ათასი) ლარით;
9. 2. ნ------- წ----–-–---–ი და კ--- გ----–-–---–ი დაქორწინდნენ 2--- წლის 29 ივლისს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 25 აგვისტოს მ------ გ----–-–---–ი და 2--- წლის 15 დეკემბერს მ----------–-–---–ი;
კ--- გ----–-–---–ი გარდაიცვალა 2-----–-–----------------ერს. შესაბამისად, ამავე დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. მას დარჩა ექვსი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა თ----- გ----–-–---–ი, მეუღლე ნ------- წ----–-–---–ი და შვილები ვ------ გ----–-–---–ი, ნ---------–-–---–ი, მ------ გ----–-–---–ი და მ----------–-–---–ი;
9.3. კ--- გ----–-–---–ის დანაშთ სამკვიდრო მასას წარმოადგენს: 1. უძრავი ქონებამდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა 2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------); 2. . სატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი - F----------- 2---, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - J-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------; 3. უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი 2, კ--------ი 2, ფართი 22.14 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0---------------------- ერთი მეორედი ნაწილი; 4. სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი - S-----------------------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - L-----, საიდენტიფიკაციო ნომერი J---------------- ერთი მეორედი ნაწილი; სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას და არ უშვებს ფაქტობრივი, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის გარეშე შეძენილი ქონების მეუღლეთა თანასაკუთრების ასპექტში განხილვას. ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქორწინებამდე შეძენილი ქონება მიიჩნევა ინდივიდუალურ საკუთრებად თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით დადგენილი დანაწესისა. ხსენებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, სამკვიდრო მასაში მოიაზრება სრულად სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა 2 და სატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი - F----------- 2---, სახელმწიფო ნომერი - J----- და აღნიშნულ ქონებაზე არ შეიძლება გავრცელდეს მოპასუხე ნ------- წ----–-–---–ის თანასაკუთრების უფლება საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით.
9.4. აუდიტის 2016 წლის 12 სექტემბრის დასკვნის (აუდიტორი თ----- კ------ე) მიხედვით, შეფასდა საცხოვრებელ ბინაში (მდებარე მისამართზე თბილისი, ლ--–--ს დ-----–--- I- კ--------–ი, კ--------ი 2, ბინა N2) სამშენებლო -სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება. ამ დასკვნის ავტორისათვის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული სამშენებლო -სარემონტო სამუშაოების თაობაზე ცნობილი გახდა დამკვეთისაგან და ამ უკანასკნელმა განუმარტა შემფასებელს, რომ ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები: შიდა კედლების დემონტაჟი, ელექტროგაყვანილობისა და სანტექნიკის (სველი წერტილების გადატანა) გამოცვლა, კედლების გალესვა გაჯით, მეტლახის დაგება, შეკიდული ჭერის მოწყობა, რკინის კარი და გისოსების მოწყობა, გარე კიბის დამონტაჟება, მეტალოპლასმასის ფანჯრის ჩასმა, კედლების შეღებვა და და ფანჯრების ჩასმა, გაზიფიცირება.აუდიტმა დამკვეთის მიერ მითითებული სამშენებლო -სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 13 066 (ცამეტი ათას სამოცდაექვსი) ლარით. 2016 წლის 29 ნოემბერს აუდიტმა უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, ლ--–--ს დ-----–---, მე-2 კ--------–ი, კ--------ი 2, ბინა N2, ფართით 29.7 კვ.მ. საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული სარემონტო სამუშაოების ჩატარების ზუსტი დრო, კონკრეტული ღირებულება და ამ სამუშაოებისათვის ნ------- წ----–-–---–ის მიერ თანხის გადახდის ფაქტი. ასეთ მტკიცებულებად ვერ განიხილება მოწმეების ი-----–--- კ-----–---–ის და ლუბა ბ--------–---–ის ჩვენებები მათი არაზუსტი და ბუნდოვანი განმარტებებიდან გამომდინარე. მოწმეთა ჩვენებიდან არ ირკვევა, კონკრეტულად როდის (მამკვიდრებლის კ--- გ----–-–---–ის გარდაცვალებამდე თუ მას შემდეგ) ჩატარდა სარემონოტო სამუშაოები და თუკი ნაწილი სამუშაოები ჩატარებული იქნა მამკვიდრებლის სიცოცხლეში, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად რა სახის და რა ღირებულების სამუშაოები ჩატარდა მისი გარდაცვალების შემდეგ. არც ერთი მოწმე არ ესწრებოდა მოპასუხე ნ------- წ----–-–---–ის მიერ ხელოსნებისათვის თანხის გადახდას ან სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მასალის შეძენას. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებიდან გაურკვეველია რა დანიშნულებით ხდება დღეის მდგომარეობით ამ ფართის გამოყენება.ასევე სათანადო მტკიცებულებას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ამხანაგობა ,,მ------ის“ თავმჯდომარის და მისი წევრების განცხადება (ტომი 2, ს.ფ. 79-82). მით უფრო მოცემულ დოკუმენტში მითითებულია, რომ 2012-2--- წლებში კ--- გ----–-–---–მა და ნ------- წ----–-–---–მა სადავო ბინაში ერთობლივად ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები.
9.5. ნ------- წ----–-–---–ი 2011 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. 2015 წლის 24 მარტს გაცემული ინფორმაციით, ი/მ ნ------- წ----–-–---–ი ახორციელებს სხვადასხვა სახეობის პროდუქციით ვაჭრობას;ნ------- წ----–-–---–ს სს ,,ლ-------- ბანკში“ 2--- წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილი ჰქონდა ,,მ–----- ანაბარი“. სს ,,ლ-------- ბანკის“ ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით ნ------- წ----–-–---–ის მიერ ფიქსირდება გარკვეული ოდენობის თანხის მოძრაობა საბანკო ანგარიშზე. მხარემ ანგარიშიდან თანხა (882.76 აშშ დოლარის ოდენობით) ბოლოს გაიტანა 2--- წლის 27 აპრილს. ასევე, ნ------- წ----–-–---–ის მიერ 01.01.2011 -01.05.2012 წლებში სს ,------------–--ს ბანკი“ -ში ხდება თანხის შეტანა და დეპოზიტის ანგარიშიდან თანხის გატანა; ის გარემოება, რომ მოპასუხე ნ------- წ----–-–---–ის მიერ გარკვეული თანხების ფლობა და განკარგვა ხდებოდა 2011-2--- წლებში, თავისთავად არ გულისხმობს, რომ აღნიშნული თანხები გადახდილია სადავო საცხოვრებელ ბინაში სარემონტო- სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მნიშნელოვანია ის გარემოებაც, რომ ნ-------ი წ----–-–---–ის მიერ ამ თანხების განკარგვა თავისი შეხედულებისამებრ ხდებოდა 2--- წლის აპრილის თვემდე, მამკვიდრებლის კ--- გ----–-–---–ის გარდაცვალებამდე.
9.6 კ--- გ----–-–---–ის დაკრძალვის, საფლავის მოწყობისა და მასთან დაკავშირებული ხარჯები 12 140 (თორმეტი ათას ას ორმოცი) ლარის ოდენობით გაიღო მოპასუხე ნ------- წ----–-–---–მა; მოპასუხის მიერ მამკვიდრებლის დაკრძალვის და სარიტუალო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა შეადგენს: შპს ,,ჩ------–ოს“ სასაფლაოზე საფლავის ადგილი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, მაგიდისა და სკამების შეძენა და მოწყობა - 700 (შვიდასი) ლარი, მარმარილოს ქვა - 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი, შპს ,,ჩ------–ოს“ სასაფლაოზე საფლავის კეთილმოწყობა - 800 (რვაასი) ლარი, ქელეხისთვის შეძენილი საკლავი (ერთი მსხვილფეხა დეკეული - 800 (რვაასი) ლარი და ერთი ცხვარი - 200 (ორასი) ლარი, სულ 1000 (ათასი) ლარი,სამასი ლიტრი ღვინო - 600 (ექვსასი) ლარი, სასახლე - 400 (ოთხასი) ლარი, სუდარა- 40 (ორმოცი) ლარი, მაცივარი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, გაპატიოსნება - 50 (ორმოცდაათი) ლარი, ქელეხის სუფრა საბანკეტო დარბაზში ,-------------“ - 5000 (ხუთი ათასი) ლარი, ორმოცის სუფრა საბანკეტო დარბაზში ,,ა-------ი“ -2300 (ორი ათას სამასი) ლარი;
9.7. საქმეში არ არის წარმოდგენილი დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების აღმნიშვნელი საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებები, რაც მამკვიდრებლის დაკრძალვის, საფლავის მოწყობისა და სხვა სარიტუალო ხარჯების განსხვავებულ ოდენობაზე მიუთითებდა. ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა (შეგებებული სარჩელით) დაკრძალვის ხარჯებში მონაწილეობის მიღება ვერ შესძლეს ნ------- წ----–-–---–თან არსებული უთანხმოების გამო, არ ათავისუფლებს პირველი რიგის მემკვიდრეებს სამკვიდროს წილის პროპორციულად ხარჯების გაღების ვალდებულებისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
9.8. მოსარჩელეები წარმოადგენენ რა მამკვიდრებლის კ--- გ----–-–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს, მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძლით აქვთ თანასაკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლება ქონებაზე (უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ------–--ა ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა 2, ფართი 29.31 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------, 2. სატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი - F----------- 2---, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - J-----), რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. . მოპასუხემ ცნო სარჩელი უძრავი ნივთის მდებარე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი 2, კ--------ი 2, ფართი 22.14 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0---------------------- და სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი - S----- G---- V----- X---, სარეგისტრაციო მოწმობა A-------- ერთ მეოთხედ ნაწილზე მოსარჩელეების თანამესაკუთრეებად (თანაბარწილად) აღიარების თაობაზე, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. არ არსებობს 2-----–-–----------------ერს გარდაცვლილი კ--- გ----–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი 2, კ--------ი 2, საკადასტრო კოდი 0----------------------, მეუღეთა თანასაკუთრებად ცნობისა და ამ ქონების ერთ მეორედ ნაწილზე, საოჯახო სამართლებრივი საფუძვლით, ნ------- წ----–-–---–ის მესაკუთრედ აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
9.9. წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ნ------- წ----–-–---–ის მიერ სარემონტო ხარჯების გაღება, არ არსებობს უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი 2, კ--------ი 2, საკადასტრო კოდი 0-----------------------) რემონტის ხარჯის (3266.50) ლარის მოპასუხეთათვის თანაბარწილად ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე , გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, მოსარჩელე ნ------- წ----–-–---–ს აქვს მის მიერ მამკვიდრებლის დაკრძალვის და სარიტუალო ხარჯების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, არსებობს საფუძველი მოპასუხეთათვის დაკრძალვის ხარჯების თანაბარწილად დაკისრებისა.
9. 10. მოსარჩელეებმა ვ------ გ----–-–---–მა, ნ----------–-–---–მა და თ----- გ----–-–---–მა სადავო ქონების (უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე, ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა N2, ფართი 29.31 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------) და სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი - F----------- 2---, სარეგისტრაციო მოწმობა A--------) ერთ მეორედ ნაწილზე თანაბარწილად თანამესაკუთრედ აღიარება მოითხოვეს მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ისინი წარმოადგენენ მამკვიდრებლის კ--- გ----–-–---–ის (გარდაცვალების თარიღი 2--- წლის 29 სექტემბერი) პირველი რიგის მემკვიდრეებს. დადგენილია, რომ ნ------- წ----–-–---–ი და კ--- გ----–-–---–ი დაქორწინდნენ 2--- წლის 29 ივლისს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 25 აგვისტოს მ------ გ----–-–---–ი და 2--- წლის 15 დეკემბერს მათე გ----–-–---–ი.სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. კ--- გ----–-–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 29 სექტემბერს. შესაბამისად, ამავე დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. მას დარჩა ექვსი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა თ----- გ----–-–---–ი, მეუღლე ნ------- წ----–-–---–ი და შვილები ვ------ გ----–-–---–ი, ნ---------–-–---–ი, მ------ გ----–-–---–ი და მ----------–-–---–ი. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს, ვ------ გ----–-–---–ს, ნ---------–-–---–ს და თ----- გ----–-–---–ს კ--- გ----–-–---–ის სიცოცხლეში მამკვიდრებლის მიერ რაიმე ქონება არ მიუღიათ მფლობელობაში. კ--- გ----–-–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე არც ანდერძი არის შედგენილი და არც სამკვიდრო მოწმობა არის გაცემული ნოტარიუსის მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. საქმის მასალების მიხედვით, ნ------- წ----–-–---–მა 2014 წლის 20 მარტს მიმართა სანოტარო ბიუროს და მოითხოვა 2--- წლის 29 სექტემბერს გარდაცვლილი კ--- გ----–-–---–თან ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან საკუთრების მოწმობის გაცემა მის კუთვნილ წილზე. მოსარჩელეებმა თ----- გ----–-–---–მა და ნ---------–-–---–მა ასევე მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, თუმცა 2014 წლის 29 მაისის დადგენილებით უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სამკვიდროს მასის განსაზღვრამდე. ამდენად, დადგენილია, რომ სამკვიდრო ქონების მისაღებად ექვსი თვის ვადაში დადგენილი წესით გამოხატულია ნება პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან სამკვიდროს მისაღებად. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, მოსარჩელეები ვ------ გ----–-–---–ი, ნიკა გ----–-–---–ი, თ----- გ----–-–---–ი, ნ------- წ----–-–---–ი, მ------ გ----–-–---–ი და მ----------–-–---–ი არიან თანასწორი უფლებით პირველი რიგის მემკვიდრეები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 2--- წლის 01 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კ--- გ----–-–---–მა შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა N2, ფართი 29.31 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------) და საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ ქონების მესაკუთრედ (3.2.1). ხოლო საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი - F----------- 2---, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - J-----, კ--- გ----–-–---–ის სახელზე რეგისტრაციის თარიღია 2--- წლის 21 მაისი. ქორწინების რეგისტრაცია კი მოპასუხე ნ------- წ----–-–---–ს და კ--- გ----–-–---–ს შორის განხორციელდა 2--- წლის 29 ივლისს. ამდენად, ზემოაღნიშნული ქონება მიიჩნევა ქორწინებამდე შეძენილ ქონებად და განიხილება კ--- გ----–-–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებად (სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი). დადგენილია, რომ 2004 წლიდან ნ------- წ----–-–---–ი და კ--- გ----–-–---–ი ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას. მათ შორის ქორწინება, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდა 2--- წლის 29 ივლისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1151-ე მუხლი ქორწინებას უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ადგენს რა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, განმარტავს, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამე არ არის დადგენილი. დადგენილია, რომ კ--- გ----–-–---–ის მიერ სადავო ქონების შეძენის პერიოდისათვის არ არსებობდა მხარეთა შორის ქორწინება დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლო ვერ გამოიყენებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილ მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ დანაწესს. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლი კი ადგენს საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. სადავო ქონება ქორწინებამდე აღრიცხულია რა კ--- გ----–-–---–ის სახელზე, იგი წარმოადგენს ნივთის შემძენს და აღნიშნულ ქონებაზე არ შეიძლება გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი, ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეუღლეთა ქონებრივი უფლებების წარმოშობის შესაძლებლობას მათი ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კ--- გ----–-–---–ის დანაშთი სამკვიდროს მასაში მოიაზრება სადავო უძრავო ქონების ნახევარი. საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით არ დასტურდება მოპასუხე ნ------- წ----–-–---–ის თანასაკუთრების უფლება ამ ქონებაზე. ამდენად, მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე კ--- გ----–-–---–ი მიიჩნეოდა რა სადავო ქონების ინდივიდუალურ მესაკუთრედ, სამკვიდრო მასაში სრულად მოაზრება უძრავი ქონება ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა N2, ფართი 29.31 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------) და სატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი - F----------- 2---, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - J-----. სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ არის გაცემული. ვ------ გ----–-–---–ს, ნ---------–-–---–ს და თ----- გ----–-–---–ს, როგორც კ--- გ----–-–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს, უფლება აქვთ მიიღონ დანაშთი სამკვიდრო ქონება (ზემოთ მითითებული სადავო ქონების ერთი მეორედი ნაწილი) თანაბარი წილის უფლებით. შესაბამისად, ვ------ გ----–-–---–ს, ნ---------–-–---–ს და თ----- გ----–-–---–ს დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან - უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე, ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა N2, ფართი 29.31 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------) და სატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი - F----------- 2---, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომერი - J-----, უნდა მიეკუთვნოთ თითოეულს ერთი მეექვსედი ნაწილი პირველი რიგის მემკვიდრეთა რაოდენობის პროპრორციულად. მოსარჩელეების ვ------ გ----–-–---–ის, ნ---------–-–---–ის და თ----- გ----–-–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (უძრავი ნივთი ქალაქი თ---–------------–-----–--–-------------–-----------------, ფართი 22.14 კვ.მ და სატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი S-----------------------, სახელმწიფო ნომერი - L------ ნახევარი) ერთ მეორედ ნაწილზე თანასწორი წილის უფლებით თანამესაკუთრედ აღიარება მოითხოვეს მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
9.11. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები მამკვიდრებლის კ--- გ----–-–---–ის გარდაცვალებით 2--- წლის 21 სექტემბერს გაიხსნა სამკვიდრო. პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: თ----- გ----–-–---–ი (დედა), ნ------- წ----–-–---–ი (მეუღლე), ვ------ გ----–-–---–ი, ნ---------–-–---–ი, მ----------–-–---–ი და მ------ გ----–-–---–ი (შვილები). ამდენად, მისი სამკვიდრო ქონება თანაბარწილად უნდა განაწილდეს ექვს პირველ რიგის მემკვიდრეს შორის.უდავოა ის გარემოება, რომ აღნიშნული ქონება შეძენილია კ--- გ----–-–---–ის და ნ------- წ----–-–---–ს შორის ქორწინების პერიოდში. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1151-ე და 1158-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. ამიტომ ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ეს ქონება მიჩნეული იქნეს მეუღლეთა თანასაკუთრებად.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეშვიდე დამატებითი ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძო-სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, როგორც დაქორწინების დროს, ისე ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ამდენად, კ--- გ----–-–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს სარჩელით მოთხოვნილი უძრავი ნივთის ქალაქი თ---–------------–-----–--–-------------–-----------------, ფართი 22.14 კვ.მ და სატრანსპორტო საშუალების, მარკა, მოდელი S-----------------------, სახელმწიფო ნომერი - L------, ნახევარი. შესაბამისად, მოსარჩელეებს, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან წარმომადგენლებს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, შესაბამისი წილი უნდა მიეკუთვნოთ ამ ქონების ნახევრიდან (ერთი მეორედი ნაწილიდან). მოპასუხე ნ------- წ----–-–---–მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელეების დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან აღნიშნული ქონების ერთ მეოთხედ ნაწილზე თანასწორი წილის უფლებით თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, ვინაიდან მოპასუხე მხარემ ცნო დანაშთი ქონების (უძრავი ნივთი ქალაქი თ---–------------–-----–--–-------------–-----------------, ფართი 22.14 კვ.მ და სატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი S----- G---- V----- X---, სახელმწიფო ნომერი - L----- ნახევარი) ერთ მეოთხედ ნაწილზე მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლება მემკვდირეობით-სამართლებრივი საფუძვლით, მოსარჩელეებს ვ------ გ----–-–---–ს, ნ----------–-–---–ს და ნ------- წ----–-–---–ს უნდა მიეკუთვნოთ ამ ქონების თითოეულს ერთი მეთორმეტედი ნაწილი პირველი რიგის მემკვიდრეთა რაოდენობის პროპრორციულად.
9.12. მოსარჩელე ნ------- წ----–-–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2--- წლის 29 სექტემბერს გარდაცვლილი კ--- გ----–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი 2, კ--------ი 2, ბინა N2, საკადასტრო კოდი 0----------------------, მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობა და ამ ქონების ერთ მეორედ ნაწილზე საოჯახო სამართლებრივი საფუძვლით მესაკუთრედ აღიარება. ზემოთ როგორც აღინიშნა, ნ------- წ----–-–---–ს და კ--- გ----–-–---–ს შორის ქორწინება სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში გატარდა 2--- წლის 29 ივლისს, ხოლო სადავო ქონება შეძენილია ქორწინებამდე, კ--- გ----–-–---–ის მიერ, 2--- წლის 01 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. მოსარჩელემ უძრავი ნივთის ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან გადაიხადა უძრავი ნივთის შესაძენად საჭირო თანხის ნაწილი კ--- გ----–-–---–თან ერთად. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი 30.03.2011) მოპასუხე კ--- გ----–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება სადავო უძრავი ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქალაქი თ---–------------–-----–--–-------------–-----------------, ბინა N2, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია 2--- წლის 01 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც შემძენს (ხელშეკრულების მხარეს) წარმოადგენს კ--- გ----–-–---–ი. საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს ფაქტობრივი, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის გარეშე შეძენილი ქონების თანასაკუთრების ასპექტში განხილვას. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის გარეშე შეძენილი ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესება არ შეიძლება მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული. ამდენად, სადავო ქონებაზე (მდებარე მისამართზე ქალაქი თ---–------------–-----–--–-------------–-----------------, ბინა N2, საკადასტრო კოდი 0----------------------) შეძენილია რა ნ------- წ----–-–---–ის და კ--- გ----–-–---–ის ქორწინებამდე, სასამართლო ვერ გაავრცელებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილ მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქორწინებაში მეუღლეთა რეგისტრირებული კავშირის საჭიროების აუცილებლობა აღარ იარსებებდა, რაც მკვეთრად შეაფერხებდა სამოქალაქო ბრუნვას. აღნიშნულ ქონებასთან მიმართებით სასამართლომ იმსჯელა სარჩელის განხილვისას წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და განსაზღვრა კ--- გ----–-–---–ის დანაშთი სამკვიდრო მასა, კერძოდ, აღნიშნული ქონება სრულად იქნა მიჩნეული მამკვიდრებლის დანაშთ ქონებად, ვინაიდან 1161-ე მუხლის საფუძველზე იგი წარმოადგენდა სადავო ნივთის ინდივიდუალურ მესაკუთრეს და ამ ქონებაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების მომეტისათვის სრულად ვრცელდებოდა მისი ქონებრივი უფლებები (სამკვიდრო აქტივი), თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დანაწესისა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, მოპასუხე ნ------- წ----–-–---–ს საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით არ გააჩნია სადავო ქონების ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლება.
მოსარჩელე ნ------- წ----–-–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა 2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------) რემონტის ხარჯის 3266.50 (სამი ათას ორასსამოცდაექვსი ლარის და ორმოცდაათი თეთრის) მოპასუხეებისათვის თანაბარწილად დაკისრება. მოსარჩელე სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრების შედეგებზე, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით.
მოსარჩელე მხარის მითითებით, მან მამკვიდრებლის სიცოცხლეში დაიწყო და კ--- გ----–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა მითითებულ საცხოვრებელ ფართში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, რის შედეგადაც მნიშნელოვნად გაიზარდა ქონების საბაზრო ღირებულება და უძრავი ქონება გახდა საცხოვრებლად ვარგისი.
უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა N2, ფართი 29.31 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია კ--- გ----–-–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია 2--- წლის 01 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც სადავო ქონების ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 4000 (ოთხი ათასი) ლარით. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 სექტემბრის აუდიტის დასკვნის (აუდიტორი თ----- კ------ე) მიხედვით, დამკვეთის ნ------- წ----–-–---–ის გადმოცემით აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა შემდეგი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები: შიდა კედლების დემონტაჟი, ელექტროგაყვანილობისა და სანტექნიკის (სველი წერტილების გადატანა) გამოცვლა, კედლების გალესვა გაჯით, მეტლახის დაგება, შეკიდული ჭერის მოწყობა, რკინის კარი და გისოსების მოწყობა, გარე კიბის დამონტაჟება, მეტალოპლასმასის ფანჯრის ჩასმა, კედლების შეღებვა და და ფანჯრების ჩასმა, გაზიფიცირება. წარმოდგენილ ფართში ჩატარებული სამშენებლო- სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 13 066 (ცამეტი ათას სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით. 2016 წლის 29 ნოემბერს აუდიტის შეფასების შედეგად კი, უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ლ--–--ს დ-----–---, მე-2 კ--------–ი, კ--------ი 2, ბინა N2, ფართით 29.7 კვ.მ. საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარე საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს 2--- წლის 01 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასურისა და აუდიტორის დასკვნაში (შედგენის თარიღი 2016 წლის 29 ნოემბერი) აღნიშნული ქონების რეალურ ღირებულებას შორის სხვაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ქონების ფასის დადგენისას, ზემოთმითითებულ მტკიცებულებებში მითითებული განსხვავებული ოდენობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად იმისა, რომ ქონების შეძენის დროს სადავო ქონების ნასყიდობის საფასური ნამდვილად შეადგენდა მითითებულ ოდენობას (4000 ლარს). სამოქალაქო კანონმდებლობა განსაზღვრავს ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების თავისუფლების პრინციპს და არ ზღუდავს მათ ხელშეკრულებაში საფასურის ოდენობის დადგენისას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა 2016 წლის 12 სექტემბრის აუდიტის დასკვნაში (ტომი 2, ს.ფ. 85-89) მითითებული სარემონტო სამუშაოების ჩატარების ზუსტი დრო, კონკრეტული ღირებულება და ამ სამუშაოებისათვის ნ------- წ----–-–---–ის მიერ თანხის გადახდის ფაქტი. მოწმეების ი-----–--- კ-----–---–ის და ლუბა ბ--------–---–ის ჩვენებები არაზუსტი, ბუნდოვანი და შინაარობრივად არ არის თანმიმდევრული. აღნიშნული პირები წარმოადგენენ ნ------- წ----–-–---–ის მეზობლებს და უშუალო მომსწრენი არიან იმ ფაქტისა, რომ აღნიშნულ ფართში ნამდვილად ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რამაც ვარგისი გახადა საცხოვრებლად. თუმცა ვერცერთი მათგანი იხსენებს, კონკრეტული სამუშაოები რა პერიოდში იქნა ჩატარებული: კ--- გ----–-–---–ის სიცოცხლეში თუ გარდაცვალების შემდეგ. ლუბა ბ--------–---–ი, რომლის საკუთრებაში არსებული ჯიხურიდან მოჩანს აღნიშნული სადავო საცოხვრებელი ბინა მიუთითებს, რომ რკინის კარების მონტაჟი, ბინაზე კიბის მიდგმა და გაზიფიცირება მოხდა კ--- გ----–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა არ არის შემსწრე უშუალოდ ნ------- წ----–-–---–ის მიერ ამ კონკრეტული სამუშაოებისათვის თანხის გადახდისა. არც ის გარემოება დასტურდება, რომ ნ------- წ----–-–---–მა საკუთარი ხარჯებით შეიძინა სარემონტო- სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი მასალები და ინვენტარი. მოწმეებმა ვერც ხელოსნები გაიხსენეს, ვინც ჩაატარეს აღნიშნული სამუშაოები სადავო ქონებაზე. მოწმეთა ჩვენებებიდან გაურკვეველია რა დანიშნულებით ხდება დღეის მდგომარეობით ამ ფართის გამოყენება, ი-----–--- კ-----–---–ის განმარტებით, იმ ფართში ამჟამად ფუნქციონირებს სილამაზის სალონი, ხოლო ლუბა ბ--------–---–ი (ასევე მეზობლად მცხოვრები) გამორიცხავს იმ ფართში ნ------- წ----–-–---–ის მიერ რაიმე სამეწარმეო საქმიანობის წარმოებას. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნ------- წ----–-–---–ს სს ,,ლ-------- ბანკში“ 2--- წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილი ჰქონდა ,,მ–----- ანაბარი“ და მის მიერ ფიქსირდება გარკვეული ოდენობის თანხის მოძრაობა საბანკო ანგარიშზე. ასევე, ნ------- წ----–-–---–ის მიერ 01.01.2011-01.05.2012 წლებში სს ,------------–--ს ბანკი“-ში ხდება თანხის შეტანა და დეპოზიტის ანგარიშიდან თანხის გატანა. ის გარემოება, რომ მოპასუხე ნ------- წ----–-–---–ის მიერ გარკვეული თანხების ფლობა და განკარგვა ხდებოდა 2011-2--- წლებში, თავისთავად არ გულისხმობს, რომ აღნიშნული თანხები გადახდილია სადავო საცხოვრებელ ბინაში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად, მით უფრო ამ თანხების განკარგვა ხდებოდა 2--- წლის აპრილის თვემდე, მამკვიდრებლის კ--- გ----–-–---–ის გარდაცვალებამდე. მოსარჩელე ნ------- წ----–-–---–მა ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სადავო საცხოვრებელ ფართში რემონტის ჩატარების რეალური ღირებულებასა და ამ საფასურის უშუალოდ მოსარჩელის მიერ გადახდის ფაქტს. ამდენად, ის გარემოება, რომ სადავო ქონებაში რემონტი ჩატარდა და გაუმჯობესდა ბინის საყოფაცხოვრებო დანიშნულება, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მოპასუხეებისათვის (როგორც მემკვიდრეებისათვის) რემონტის ხარჯის დაკისრებისა. შესაბამისად, ნ------- წ----–-–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის თანაბარწილად რემონტის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. ნ------- წ----–-–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ასევე, დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება და მოპასუხეებისათვის სამკვიდროს წილის პროპორციულად გაღებული ხარჯის თანაბარწილად დაკისრება. სამოქალაქო კოდექსის 1489-ე მუხლიდან გამომდინარე, მემკვიდრე ვალდებულია, აუნაზღაუროს მესამე პირს ხარჯი გამოწვეული მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ვ------ გ----–-–---–ს, ნ---------–-–---–ს და თ----- გ----–-–---–ს მამკვიდრებლის დაკრძალვის და მასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუღიათ. კ--- გ----–-–---–ის დაკრძალვის, საფლავის მოწყობისა და მასთან დაკავშირებული ხარჯები 12 140 (თორმეტი ათას ას ორმოცი) ლარის ოდენობით გაიღო მოპასუხე ნ------- წ----–-–---–მა. მოპასუხის მიერ მამკვიდრებლის დაკრძალვის და სარიტუალო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ოდენობაა: შპს ,,ჩ------–ოს“ სასაფლაოზე საფლავის ადგილი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, მაგიდისა და სკამების შეძენა და მოწყობა - 700 (შვიდასი) ლარი, მარმარილოს ქვა - 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი, შპს ,,ჩ------–ოს“ სასაფლაოზე საფლავის კეთილმოწყობა - 800 (რვაასი) ლარი, ქელეხისთვის შეძენილი საკლავი (ერთი მსხვილფეხა დეკეული - 800 (რვაასი) ლარი და ერთი ცხვარი - 200 (ორასი) ლარი, სულ 1000 (ათასი) ლარი, სამასი ლიტრი ღვინო - 600 (ექვსასი) ლარი, სასახლე - 400 (ოთხასი) ლარი, სუდარა - 40 (ორმოცი) ლარი, მაცივარი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, გაპატიოსნება - 50 (ორმოცდაათი) ლარი, ქელეხის სუფრა საბანკეტო დარბაზში ,,ჩ----------“- 5000 (ხუთი ათასი) ლარი, ორმოცის სუფრა საბანკეტო დარბაზში ,,ა-------ი“-2300 (ორი ათას სამასი) ლარი. დაკრძალვის, საფლავის მოწყობისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების უშუალოდ ნ------- წ----–-–---–ის მიერ გაღებას ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეები ემზარ წ----–-–---–ი და გიორგი ლონდარიძე. აღნიშნული პირები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას დაკრძალვისათვის საჭირო ნივთების (მაცივარი, სასახლე, სუდარა) შეძენასა და ქელეხისა თუ ორმოცისათვის სუფრის მოწყობასა და შესაბამისი პროდუქტის (საქონელი, ღვინო) ყიდვაში. მხარეთა შორის უდავოა ნ------- წ----–-–---–ის მიერ მისივე ხარჯებით გარდაცვლილი კ--- გ----–-–---–ის დაკრძალვის ფაქტობრივი გარემოება. საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც თავის მხრივ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მართალია, უმეტეს შემთხვევაში, რთულია ყოველი კონკრეტული პროცედურისა და მისი შესაბამისი ხარჯების ზუსტი განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის და აღნიშნული სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ უნდა განისაზღვროს იმ სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურების და მათი ანაზღაურების მინიმუმი, გონივრული ოდენობა, რაც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია მიცვალებულის დასაკრძალად. აღნიშნულ საკითხის კვლევისას, დადგენილია, რომ გაწეულია ხარჯი სასახლის, სუდარის, საფლავისათვის მიწის, საფლავის კეთილმოწყობის, მარმარილოს ქვის, ქელეხის, ორმოცის და სხვა სარიტუალო პროცედურებისათვის. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს იმ ხარჯების გონივრული ოდენობა, რაც ემსახურება ქვეყანაში არსებული წეს-ჩვეულებების შესაბამისად მიცვალებულის დასაკრძალად აუცილებელი პროცედურების ჩატარებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების აღმნიშვნელი საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებები, რაც მამკვიდრებლის დაკრძალვის, საფლავის მოწყობისა და სხვა სარიტუალო ხარჯების განსხვავებულ ოდენობაზე მიუთითებდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა (შეგებებული სარჩელით) დაკრძალვის ხარჯებში მონაწილეობის მიღება ვერ შესძლეს ნ------- წ----–-–---–თან არსებული უთანხმოების გამო, არ ათავისუფლებს მათ სამკვიდროს წილის პროპორციულად მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯების გაღების ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებისათვის სამკვიდრო წილის პროპორციულად დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯის ასანაზღაურებლად 6070 (ექვსი ათას სამოცდაათი) ლარის დაკისრება გონივრულ შესაბამისობაში იქნება ქვეყანაში არსებული ეკომონიკური მდგომარეობასთან და დღევანდელი საბაზრო ფასებთან. მამკვიდრებელ კ--- გ----–-–---–ს დარჩა ექვსი პირველი რიგის მემკვიდრე, აქედან ორი არასრულწლოვანია. ამდენად, მოპასუხეებს ვ------ გ----–-–---–ს, ნ---------–-–---–ს და თ----- გ----–-–---–ს მოსარჩელის სასრაგებლოდ უნდა დაეკისროს დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, თითოეულს სამკვიდროში თავიანთი წილის პროპორციულად.
10 . თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ-------ა წ----–-–---–მა, იმ ნაწილში რომლითაც, არ დაკმაყოფილდა ნ------- წ----–-–---–ის შეგებებული სარჩელი უძრავი ქონების რემონტის ხარჯის 3266.50 ლარის მოპასუხეთათვის თანაბარწილად ანაზღაურების დაკისრების შესახებ;
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
10.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო არასწორად უთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებში იმ ფაქტს, რომ ნ------- წ----–-–---–ი არ ცხოვრობს ფაქტობრივად სადავო საცხოვრებელ ბინაში. სასამართლო არ აღნიშნავს იმას, რომ ნ------- წ----–-–---–ი სადავო უძრავ ქონებას ფლობს მისი შეძენის დღიდან მეუღლესთან ერთად, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს იქ და უვლის როგორც საკუთარს.
10.2 აპელანტის განმარეტებით სასამართლო გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებული და უსამართლო. მისივე განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყებინა და შესაბამისად არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლო მსჯელობს, რომ მოსარჩელე უზრავი ქონების ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მანდ გადაიხადა უძრავი ნივთის შესაძენად საჭირო თანხის ნაწილი კ--- გ----–-–---–თან ერთად, თუმცა აპელანტის განმარტებით, მისი სასარჩელო მოთხოვნა არ ეფუძნებოდა ამ ფაქტობრივ გარემოებებს. აპელანტის განმარტებით, თავდაპირველმა მოსარჩელეებმა არ უარყვეს საცხორვებელი სახლის გარემონტების ფაქტი. ამასთან მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ საცხოვრებელი ფართი მისი ყიდვის დროს იყო საცხოვრებლად გამოუსადეგარი და გამოსადეგი გახდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ნ-------ი წ----–-–---–მა გაარემონტა ის. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასამართლომ უნდა შეაფასოს ერთობლიობაშ და არა ცალ-ცაკე
სამოტივაციო ნაწილი
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
12. მოცემულ შემთხვევაში, ნ------- წ----–-–---–ის სასარჩელო და დაუკმაყოფილებელი ნაწილის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენს უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ-----–--- ლ--–--, კ--------–ი I-, კ--------ი 2, ბინა 2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------) რემონტის ხარჯის 3266.50 (სამი ათას ორას სამოცდაექვსი ლარის და ორმოცდაათი თეთრის) მოპასუხეებისათვის დაკისრება. აპელანტის მითითებით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებაზე გაწია მნიშვნელოვანი ხარჯები. მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976- 991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრების ცნების ნორმის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: 1. უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად სხვა პირის ხარჯზე. 2. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სხვისი ქონების შეძენა (დაზოგვა) ხდება `დაზარალებულის ხარჯზე. 3. გამდიდრების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 4. ტერმინის “ქონება” ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ არამარტო კანონით დაცული მატერიალური სიკეთე, არამედ ყოველგვარი ქონებრივი უფლებები: ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მატერიალური გამოხატულება, ალბათ, ამ ცნებას უნდა მივაკუთვნოთ ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებებიც. 5. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა აქვს ობიექტურად დამდგარ შედეგს და არა ამ შედეგის დადგომასთან დაკავშირებული პირების მოქმედებას (ნებას). 6. უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად ვალდებულების წარმოშობას კანონმდებელი უკავშირებს არამარტო კანონებს, სამართლებრივ აქტებს, არამედ სხვადასხვა სახის იურიდიულ ფაქტებსაც.
უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში კრედიტორს წარმოადგენს დაზარალებული, ხოლო მოვალეს – ქონებრივი შეღავათის მიმღები პირი, რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა ან შეინარჩუნა ქონება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთი ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. ვალდებულების ამ ორი სახის განსხვავება პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ ისინი სხვადასხვა საფუძვლებიდან წარმოიშობიან. ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველი როგორც წესი, დელიქტია (სამართალდარღვევა). გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც, ამასთან, დაკავშირებით კანონში მითითებული გამონაკლისების გარდა, ზიანის მიყენების შედეგად ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სახეზე გვაქვს ზიანის მიმყენებლის ბრალეული ქმედება. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. განსახილველ ვალდებულებათა სახეებს შორის განსხვავებაა ასევე მათ შინაარსშიც. ზიანის მიყენებიდან წარმოშობილი ვალდებულება უზრუნველყოფს დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენას სრულად. ამ შემთხვევაში ანაზღაურება მიყენებული ზიანის ტოლია. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი ტოლობა შეიძლება არ გვქონდეს, (ანაზღაურება =/= ზიანს). ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა. განსხვავებულია პასუხისმგებლობის იურიდიული ბუნებაც ამ ვალდებულებებში. ზიანის ანაზღაურება დელიქტურ ვალდებულებებში ეს არის სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობის სახე, ანუ მოვალის ქონებრივი სფერო მცირდება და იზრდება კრედიტორის ქონებრივი სფერო. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი შემცირება-გაზრდას ადგილი არა აქვს. შესაბამისად უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში (წონასწორობაში) აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
14. უსაფუძლო გამდიდრებიდან გამომდინარე სარჩელების პირველ ჯგუფს მოსარჩელის უშუალო მოქმედების შედეგად უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ სარჩელები ანუ შესრულების კონდიქციური სარჩელები ქმნიან --- შეგნებულად და მიზანმიმართულად განხორციელებული მოქმედება, რომელიც იწვევს შესრულების მიმღების “ვითომ კრედიტორის” მიერ ქონებრივი შეღავათის მიღებას (გამდიდრებას). თუ გამდიდრება არა გააზრებული მოქმედების ან არამიზანმიმართული მოქმედების შედეგად დადგა, მაშინ შესრულების კონდიქციას ადგილი არ ქვს. თავის მხრივ შესრულების კონდიქციური სარჩელები ერთ ჯგუფს ქმნის უსაფუძვლო შესრულების კონდიქციური სარჩელები და იძულების ან მუქარის საფუძველზე შესრულების კონდიქციური სარჩელები. უსაფუძლო გამდიდრებიდან გამომდინარე სარჩელების მეორე ჯგუფს მიეკუთნება შემთხვევებმა, როდესაც მოპასუხე მოგებას იღება არა მოსარჩელის ქმედების (შესრულების კონდიქცია) არამედ “საკუთარი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების” წყალობით ანუ სხვისი ნივთი ან უფლების უკანონო სარგებლობით ან რეალიზაციით. ხელყოფის კონდიქციური სარჩელების წარდგენის დროს გამდიდრება მოხდა არა შესრულების შედეგად, არამედ როცა პირი ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს. შესრულების კონდიქციას ხელყოფის კონდიქციასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება, ამიტომ, ხელყოფის კონდიქციის მოთხოვნის დაყენებამდე უნდა დადგინდეს, ხომ არ არსებობს შესრულების შედეგად დამდგარი გამდიდრება. ამასთანავე, ერთსა და იგივე საგანზე შესრულების კონდიქციის მოთხოვნა გამორიცხავს იმავდროულად ხელყოფის ან სხვა კონდიქციის მოთხოვნას, უსაფუძვლო გამდიდრები კონდიქციური სარჩელების მესამე ჯგუფს ქმნის უსაფუძვლო გამდიდრების სხვა შემთხვევები: სხვისი ვალების გადახდა, სხვის ქონებაზე ხარჯების გაწევა, სწორედ ეს უკანასკნელი კონდიქციური მოთხოვნაა მოცემულ შემთხვევაში განსახილველი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი წარმოადგენს ე.წ დანახარჯების კონდიქციას, რომლითაც განისაზღვრება იმ პირის უფლებები ვინც სხვის ქონებაზე გასწია ხარჯები. ამასთან, მე-2 ნაწილის თანახმად, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. მოცემული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მითითებულ ნორმაში ასახული დანახარჯების ანაზღაურების უფლება პირს წარმოეშობა მხოლოდ გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა თუ სხვის ქონებაზე გასწიეს ხარჯი, მათ შორის, შეგნებულადაც და არა მხოლოდ შეცდომით. დანახარჯების შედეგად ნივთის ღირებულება უნდა გაიზარდოს. ამასთან, გაზრდილი ღირებულება უნდა არსებობდეს ნივთის დაბრუნების მომენტისათვის. ე.ი. გამდიდრების ფაქტის დადგენისას, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება თავისი ნივთი, ანუ გადამწყვეტია იმის დადგენა გაზრდილი ღირებულება არსებობს თუ არა ნივთის დაბრუნების მომენტისათვის. ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესი ასევე ითვალისიწინებს მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოება კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. პირს, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა, შეუძლია მოითხოვოს დანახარჯების ამოღება და ამოიღებს მას, ან ბ. პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად დააყოვნა შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის შესახებ, ანდა გ. პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე.
15. პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non negate, incumbit probatio’’- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს’’. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისიწნებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. (სუსგ ას-1328-1266-2014)
16. განსახილველ შემთხვევაში, აუდიტის 2016 წლის 12 სექტემბრის დასკვნის (აუდიტორი თ----- კ------ე) მიხედვით, შეფასდა საცხოვრებელ ბინაში (მდებარე მისამართზე თბილისი, ლ--–--ს დ-----–--- I- კ--------–ი, კ--------ი 2, ბინა N2) სამშენებლო -სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება. ამ დასკვნის ავტორისათვის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული სამშენებლო -სარემონტო სამუშაოების თაობაზე ცნობილი გახდა დამკვეთისაგან და ამ უკანასკნელმა განუმარტა შემფასებელს, რომ ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები: შიდა კედლების დემონტაჟი, ელექტროგაყვანილობისა და სანტექნიკის (სველი წერტილების გადატანა) გამოცვლა, კედლების გალესვა გაჯით, მეტლახის დაგება, შეკიდული ჭერის მოწყობა, რკინის კარი და გისოსების მოწყობა, გარე კიბის დამონტაჟება, მეტალოპლასმასის ფანჯრის ჩასმა, კედლების შეღებვა და და ფანჯრების ჩასმა, გაზიფიცირება. აუდიტმა დამკვეთის მიერ მითითებული სამშენებლო -სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 13 066 (ცამეტი ათას სამოცდაექვსი) ლარით. 2016 წლის 29 ნოემბერს აუდიტმა უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, ლ--–--ს დ-----–---, მე-2 კ--------–ი, კ--------ი 2, ბინა N2, ფართით 29.7 კვ.მ. საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული სარემონტო სამუშაოების ჩატარების ზუსტი დრო, კონკრეტული ღირებულება და ამ სამუშაოებისათვის ნ------- წ----–-–---–ის მიერ თანხის გადახდის ფაქტი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოხდა მოსარჩელის მეზობლების მოწმეების ი-----–--- კ-----–---–ის და ლუბა ბ--------–---–ის დაკითხვა, თუმცა მათი ჩვენებები არაზუსტი და ბუნდოვანი და არათანმიმდევრული იყო და ეს მტკიცებულება ვერ განიხილება იმ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელად, რომელსაც ეფუძვნება ნ------- წ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენდა სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე საკმარის მტკიცებულებას, ვინაიდან, მოწმის ჩვენების გამოკვლევისა და შეფასებისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას საქმეში მონაწილე პირებთან. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ არის დადასტურებული რელევანტური მტკიცებულებებით.
17. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
18. საპროცესო ხარჯები: აპელანტს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 130.66 ლარის გადახდა; ვინაიდან აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რაც შეეხება აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, იგი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ------- წ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ნ------- წ----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 130.66 /ას ოცდაათი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი/ ლარის გადახდა;
4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე დიანა ბერეკაშვილი,მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე,ბესარიონ ტაბაღუა