გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7219 - 17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე - ელ------–--ე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
წარმომადგენლები - მზ--------–----ე
მოპასუხე - რა---–ა თ------------, ეკ------------------ე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
წარმომადგენლები - გიო---------–---–ი, მა----------–----–---–ი
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი ნა------------–---–ი
დავის საგანი თავდაპირველი სარჩელით თანხის დაკისრება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით
1.1.1. მოპასუხე რა---–ა თ------------სათვის მოსარჩელე ელ------–--ის სასარგებლოდ, და--------------ს სამკვიდრო პასივებზე გასაწევი ხარჯის სახით 19824 ლარის 4/5 წილის - 15859 ლარის გადახდის დაკისრება;
1.1.2. მოპასუხე ეკ------------------ისათვის მოსარჩელე ელ------–--ის სასარგებლოდ, და--------------ს სამკვიდრო პასივებზე გასაწევი ხარჯის სახით 19824 ლარის 1/5 წილის - 3965 ლარის გადახდის დაკისრება;
მოსარჩელე ელ------–--ის შვილი, და-------------ე და რა---–ა თ------------ დაქორწინდნენ 2005 წლის 1------------- მათი საერთო შვილი ეკ------------------ე დაიბადა 2----–-–------------- და--------------ს ოჯახი თავდაპირველად ცხოვრობდა და--------------ს დედასთან, ელ------–--ესთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, ა-–-------------------------. მალევე, 2007 წლის ზაფხულის თვეში ოჯახური უთანხმოების გამო, რა---–ა თ------------ ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედასთან, შა---------–--–-----თან. მან თან წაიღო ბავშვის მოვლისათვის აუცილებელი და ოჯახში თავისი მიტანილი ნივთები. ელ------–--ემ თავისი შვილის, და--------------ს სახელზე 2009 წლის 8------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადააფორმა თავისი ბინის ნაწილი 35 კვ.მ. აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად რა---–ა თ------------ აღარ დაბრუნებულა.
და-------------ე გარდაიცვალა 2011 წლის 1------------–-- მისი გარდაცვალების შემდგომ მთლიანად ელ------–--ემ გაიღო დაკრძალვის და შემდგომი ცერემონიის ხარჯები. და--------------ს გარდაცვალების შემდგომ მას დარჩა სამკვიდრო აქტივი ქ. თბილისში, ა-–--------------------------ში მდებარე ბინის ნაწილის სახით და სამკვიდრო პასივი სასესხო ვალდებულებების სახით. ელ------–--ემ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა, გადაიფორმა სამკვიდრო ქონება და მთლიანად გაისტუმრა მამკვიდრებლის ვალდებულებები (სამკვიდრო პასივები), კერძოდ: ელ------–--ემ მთლიანად შეასრულა მამკვიდრებლის და--------------ს ვალდებულება იპოთეკარ ნა----------ს მიმართ, გამომდინარე და--------------სა და ნა----------ს შორის 2009 წლის 06 ნოემბერს დაბადებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან და ამ უკანასკნელს მთლიანად გადაუხადა 4000 აშშ დოლარი, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს 10 000 ლარს. ასევე, ელ------–--ემ მთლიანად შეასრულა მამკვიდრებლის და--------------ს ვალდებულება გამსესხებელ თე-----------–-–---–-ს მიმართ, გამომდინარე და--------------სა და თე-----------–-–---–- შორის 2010 წლის 15 ოქტომბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან და ამ უკანასკნელს მთლიანად გადაუხადა 7750 ლარი. ამასთან, ელ------–--ემ მთლიანად უზრუნველყო დაკრძალვის ცერემონიალი და გადაიხადა შესაბამისი ხარჯები დაახლოებით 4000 ლარის ოდენობით. ამრიგად, ელ------–--ემ სამკვიდრო ვალდებულებებისათვის ჯამში გადაიხადა 23788.81 ლარი.
2014 წლის 18 დეკემბერს სასამართლოს სარჩელით მიმართა რა---–ა თ------------მ და ეკ------------------ემ. მათ მოითხოვეს და--------------ს სამკვიდრო ქონების ჯერ 1/2 (რა---–ა თ------------მ) ნაწილზე და შემდგომ დარჩენილი ფართის 2/3-ზე მესაკუთრედ ცნობა. სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის სარჩელი, ხოლო ელ------–--ეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა რა---–ა თ------------სათვის 2011 წლის 0------------–- გარდაცვლილი და--------------ს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას. სასამართლოს სამკვიდრო პასივების გასტუმრებაზე გაწეული ხარჯების განაწილებაზე არ უმსჯელია, თუმცა განსაზღვრა ელ------–--ის სამკვიდრო წილი სამკვიდრო ქონებაში და დაადგინა 1/6-ის ოდენობით, რომლის პროპორციულად მოპასუხეებზე უნდა განაწილდეს ელ------–--ის მიერ გაწეული სამკვიდრო პასივის ხარჯები. შესაბამისად, მოსარჩელე მოპასუხეთაგან მიღებული აქტივების ფარგლებში მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი წილების პროპორციულად 19 824 ლარს.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
1.2.1. მოპასუხე ელ------–--ისთვის მოსარჩელე რა---–ა თ------------ს სასარგებლოდ 9006.20 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება;
1.2.2. მოპასუხე ელ------–--ისთვის მოსარჩელე რა---–ა თ------------ს სასარგებლოდ 133.33 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება - 2017 წლის 18 მაისიდან უძრავი ქონების 4/6 ნაწილის ფაქტობრივად გადმოცემამდე;
1.2.3. მოპასუხე ელ------–--ისთვის მოსარჩელე ეკ------------------ის სასარგებლოდ 2251.40 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება;
1.2.4. მოპასუხე ელ------–--ისთვის მოსარჩელე ეკ------------------ის სასარგებლოდ 33.33 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება - 2017 წლის 18 მაისიდან უძრავი ქონების 1/6 ნაწილის ფაქტობრივად გადმოცემამდე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვარს N---------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის სარჩელი და რა---–ა თ------------ და ეკ------------------ე ცნობილ იქნენ მოპასუხე ელ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე მისამართზე თბილისი, ა-–--------------------------------------–-------------------------------------------------------------- 35 კვ.მ. ფართის, მთლიანობაში 5/6 ნაწილის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მას შემდეგ, რაც უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ა-–--------------------------ში, ს--------–-----------, გაუქმდა ნა----------ს სასარგებლოდ არსებული იპოთეკის და ბინით სარგებლობის უფლება ანუ 2011 წლის ოქტომბრის თვიდან, ელ------–--ე უკანონოდ ფლობს და სარგებლობს 35 კვ.მ. ბინის 5/6 ნაწილს. რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ეს არ ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ მათი კუთვნილი აღნიშნული ბინით, რომლის გაქირავების შედეგად მიიღებდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან შემოსავალს. ელ------–--ე მოსარჩელეების რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობით მათ ხარჯზე ზოგავს თანხებს ანუ უსაფუძვლოდ მდიდრდება. ქ. თბილისში, ა-–-------------------------ში 1 სართულზე მდებარე 35 კვ.მ. ფართის იზოლირებული ბინის ქირის საბაზრო ღირებულება 2011 წლის ოქტომბრიდან ყოველთვიურად შეადგენს 200 აშშ დოლარს, ხოლო მისი 5/6 ნაწილი კი - 166.67 აშშ დოლარს. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 18 მაისიდან რა---–ა თ------------ს კუთვნილი 4/6 ნაწილის მიხედვით უნდა მიეკუთვნოს ყოველთვიურად 133.33 აშშ დოლარი, ხოლო ეკ------------------ეს კუთვნილი 1/6 ნაწილის შესაბამისად - 33.33 აშშ დოლარი. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია (თავდაპირველი სარჩელით)
მოპასუხეები რა---–ა თ------------ და ელ------–--ე სარჩელის მოთხოვნას ნაწილობრივ ეთანხმებიან. კერძოდ, მოპასუხეები სარჩელს ცნობენ მხოლოდ დაკრძალვის ხარჯების - 4000 ლარის 2/3 ნაწილის - 2666.7 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენი თანხის - 17157.3 ლარის ნაწილში სარჩელს არ ცნობენ. მოპასუხეები არ უარყოფენ, რომ ელ------–--ემ გაიღო და--------------ს დაკრძალვის ხარჯები, თუმცა მათთვის უცნობია ელ------–--ემ ნა----------ს და თე-----------–-–---–- გადაუხადა თუ არა რაიმე თანხა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის სარჩელი. თეორიულად, ელ------–--ეს მოპასუხეებისგან შეუძლია მოითხოვოს 4000 ლარის 5/6 ნაწილის გახადა, ხოლო 7750 ლარის, 2078.81 ლარის და 4000 აშშ დოლარის, ჯამში - 13788.81 ლარის 1/3 ნაწილის გადახდა, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, 35.00 კვ.მ. უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ რა---–ა თ------------ ცნობილ იქნა იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, ხოლო ქონების დარჩენილი ½ ნაწილი გათანაბრდა თანაბარ 1/3 წილებად სამ პირველი რიგის მემკვიდრეზე. 2011 წლის ოქტომბრის თვიდან, ანუ მას შემდეგ, რაც უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ა-–--------------------------ში გაუქმდა ნა----------ს სასარგებლოდ არსებული იპოთეკის და ბინით სარგებლობის უფლება, ელ------–--ე რა---–ა თ------------ს და და--------------ს თანასაკუთრების 35.00 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს მუდმივად აქირავებდა, საიდანაც იღებდა საკმაოდ მნიშვნელოვან შემოსავალს.
2.2. მოპასუხეების პოზიცია (შეგებებული სარჩელით)
ელ------–--ე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. ელ------–--ემ, როგორც და--------------ს პირველი რიგის მემკვიდრემ გაიღო დაკრძალვისა და შემდეგი ცერემონიების ხარჯები. ასევე, მთლიანად ელ------–--ემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ გაისტუმრა მამკვიდრებლის ვალები და ვალდებულებები იპოთეკარისა და სხვა მევალეების წინაშე საერთო თანხით 19 824 ლარი. ასე რომ არ მომხდარიყო, სამკვიდრო ქონება ვალებსაც ვერ დაფარავდა. ამიტომ იყო, რომ 2014 წლის ბოლომდე რა---–ა თ------------ს სამკვიდრო წილზე არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია და მხოლოდ ელ------–--ის მიერ ვალების მთლიანად გასტუმრების შემდეგ დაიწყო მოქმედება ისე, რომ აღარც სამკვიდრო პასივების გასტუმრებაში ფიქრობდა მონაწილეობის მიღებას. სიმართლეს არ შეეფერება რა---–ა თ------------ს განმარტება იმის თაობაზე თითქოს მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ფართობით. როგორც უკვე აღინიშნა, 2014 წლის დეკემბრამდე რა---–ა თ------------ს ასეთი პრეტენზია არ ჰქონია ზემოთხსენებული მიზეზების გამო. დადგენილია, რომ 35 კვ.მ. ფართობიდან რა---–ა თ------------ს სასამართლომ მიაკუთვნა 5/6 ნაწილი, ხოლო 1/6 ნაწილი არის ელ------–--ის საკუთრებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი საცხოვრებელი ფართიდან, 72 კვ.მ. ფართიდან 29 კვ.მ. ფართობი იზოლირებული არ არის და ვერც მომავალში გახდება. ამიტომ სრული სიცრუეა რა---–ა თ------------საგან იმის გაცხადება, თითქოს არ ეძლევა შესაძლებლობა მათი კუთვნილი ფართით სარგებლობისა. უფრო მეტიც, ბინა არის ურემონტო, მასში არ არის იზოლირებული და კეთილმოწობილი სამზარეულო და საპირფარეშო, რაც შეუძლებელს ხდის ბინაში კომფორტულ ცხოვრებას. ბინის გაქირავების უპირველესი გარანტი არის მისი იზოლირებულობა და კეთილმოწყობა და ვინაიდან ყველა შემთხვევაში ბინაში, თავის 1/6 ნაწილში, სველ წერტილებზე და სხვა საერთო სარგებლობის ადგილებზე საერთო სარგებლობის უფლებით იცხოვრებს ელ------–--ე, ბინა პრაქტიკულად ვერ გაქირავდება და თუ გაქირავდება მისი ფასი ახლოსაც ვერ იქნება შეგებებული სარჩელით მოთხოვნილ თანხის ოდენობასთან.
მესამე პირის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) წარმომადგენელი არ დაეთანხმა ელ------–--ის სასარჩელო მოთხოვნას (მიუხედავად მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობისა) და მიუთითა, რომ არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკ------------------ეს არ უნდა დაეკისროს სამკვიდროს პასივებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რა---–ა თ------------ და და-------------ე დაქორწინდნენ 2005 წლის 1------------- მათ 2006 წლის 0-------- შეეძინათ შვილი ეკ------------------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი Nმ--------- (ტომი 1, ს.ფ. 17);
_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი Nნ--------- (ტომი 1, ს.ფ. 18);
3.1.2. ელ------–--ე წარმოადგენს და--------------ს დედას. ელ------–--ე 1998 წლის 1------------ იმყოფება ქორწინებაში გუ-------------–---–თან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 1, ს.ფ. 16);
_ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ტომი 1, ს.ფ. 33).
3.1.3. ელ------–--ემ თავის სახელზე რიცხული არსებული უძრავი ქონების ნაწილი, მდებარე ქ. თბილისში, ა-–-----------------------------, კერძოდ, 35 კვ.მ. ფართი, 08.06.2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა და-------------ეს და ეს უკანასკნელი აღირიცხა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების 35.00 კვ.მ ფართის თანამესაკუთრედ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 12.11.2009 წელი (ტომი 1, ს.ფ. 198-199).
3.1.4. და-------------ე გარდაიცვალა 2011 წლის 9 თებერვალს. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა ელ------–--ე, მეუღლე რა---–ა თ------------ და შვილი ეკ------------------ე;
2011 წლის 26 აგვისტოს ელ------–--ის სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ელ------–--ემ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (დედამ) მიიღო და--------------ს სამკვიდრო ქონება, კერძოდ, ქ. თბილისში, ა-–------------------------- ფართი 63.00 კვ.მ -დან და--------------ს კუთვნილი 35.00 კვ.მ. (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0----------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2011 წლის 26 აგვისტოს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრააცის ორგანო N1-------- (ს.ფ. 19-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.5. 2017 წლის 09 მარტის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თ---–-------–----------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ელ------–--ის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 09.03.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 35-36);
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის სარჩელი მოპასუხე ელ------–--ის მიმართ: 1. რა---–ა თ------------ ცნობილ იქნა მოპასუხე ელ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე თბილისი, ა-–-------------------------, ს--------–-------------------------------- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. 2. რა---–ა თ------------ ცნობილ იქნა ელ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე თბილისი, ა-–-------------------------, ს--------–-------------------------------- 1/6 ნაწილის მესაკუთრედ. 3. ეკ------------------ე ცნობილ იქნა მოპასუხე ელ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ქონების, მდებარე თბილისი, ა-–-------------------------, ს--------–-------------------------------- 1/6 ნაწილის მესაკუთრედ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით (------------------ ზემოაღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, საქმე N---------- (ტომი 1, ს.ფ. 37-54).
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლსი 18 იანვრის განჩინება, საქმე N---------- (ტომი 1, ს.ფ. 108-128);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.7. 2017 წლის 16 ივნისის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ალ---------------------------------------–------------ (საკადასტრო კოდი N----------------------) თანასაკუთრების უფლებით აღირცხულია ელ------–--ის, რა---–ა თ------------ს (35 კვ.მ. ფართიდან 8/12 ნაწილი) და ეკ------------------ის (35 კვ.მ. ფართიდან 2/12 ნაწილი) სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 16.06.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 196-197).
3.1.8. 2011 წლის 0------------–- გარდაცვლილი და--------------ს დაკრძალვის და მასთან დაკავშირებული ცერემონიალის ხარჯები 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით მთლიანად გაიღო მოსარჩელე ელ------–--ემ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.9. რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ეს და--------------ს გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------------------, არ უცხოვრიათ;
ამჟამად სადავო ბინაში მეუღლესთან, გუ-------------–---–თან და შვილებთან ერთად ცხოვრობს მოსარჩელე ელ------–--ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2009 წლის 06 ნოემბერს ნა----------მ ბინაში ცხოვრების უფლებით იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის სახით გადასცა თანხა 4000 აშშ დოლარი და-------------ეს. ნა---------- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა იპოთეკით დატვირთულ ბინაში, მდებარე თბილისი, ა-–------------------------- (35.00 კვ.მ) და სარგებლობდა აღნიშნულ ბინაში არსებული სველი წერტილებით;
ნა----------მ ელ------–--ისგან 2011 წლის 26 სექტემბერს მიიღო სესხის თანხა 4000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც გაათავისუფლა საცხოვრებელი ბინა და ოჯახთან ერთად სხვა მისამართზე გადავიდა საცხოვრებლად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2009 წლის 06 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 22-24);
_2011 წლის 26 სექტემბერს შედგენილი ხელწერილი (ტომი 1, ს.ფ. 25);
_მოწმე ნა----------ს და გუ-------------–---–ის ჩვენებები (2018 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი).
3.2.2. ელ------–--ის მეუღლე, გუ-------------–---–ი 2011 წლის 21 სექტემბრიდან სარგებლოდა სს ,,სა---------–--------ის“ სამომხმარებლო სესხით (N-------, სესხის თანხა 5100 (ხუთი ათასი) ლარი, სესხის ვადა 25.09.2014 წ, რომელიც დაიფარა წინსწრებით 18.02.2014 წელს. გადახდილი პროცენტის ოდენობა შეადგენს 2078.81 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,სა---------–--------ის“ მიერ 2017 წლის 14 თებერვალს გაცემული ცნობა N------- (ტომი 1, ს.ფ. 34).
3.2.3. 2010 წლის 15 ოქტომბერს თე-----------–-–---–-- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, და-------------ეს სესხის სახით გადასცა 6750 ლარი. სესხისთვის (პროცენტი) სარგებელი არ იყო გათვალისწინებული;
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას თე-----------–-–---–-სათვის ელ------–--ის მიერ სესხის თანხის დაბრუნების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 23 ივნისს თე-----------–-–---–-ს სახელით შედგენილი ხელწერილი, რომლის მიხედვითაც, გამსესხებელმა თე-----------–-–---–-- სესხის სახით გადაცემული თანხა 7750 ლარი მთლიანად დაიბრუნა, კერძოდ, 1000 ლარი იმავე დღეს გადასცა გუ-------------–---–მა ხოლო დანარჩენი 6750 ლარი დაუბრუნდა 2011 წლის 01 აპრილს. თე-----------–-–---–-- ხელწერილში მიუთითა, რომ მას გუ-------------–---–ის და ელ------–--ის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ ექნებოდა. სასამართლო წარმოდგენილ დოკუმენტს ვერ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან აღნიშნულ ხელწერილში პირდაპირ არ არის მითითებული რომ თე-----------–-–---–--, როგორც გამსესხებელმა, და--------------ს ვალად აღებული თანხა დაიბრუნა უშუალოდ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრისგან, ელ------–--ისაგან. ამასთან, მოცემულ საქმეზე თე-----------–-–---–-ს მოწმის სახის დაკითხვა ვერ მოხერხდა მისი ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში (რომელიც შედგენილია არა თანხის გადაცემის დღეს, 2011 წლის 01 აპრილს, არამედ მოგვიანებით, 2015 წლის 23 ივნისს) სანოტარო წესით მოხდა არა ხელწერილში მითითებული შინაარსის, არამედ მხოლოდ თე-----------–-–---–-ს ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება. ხოლო მოწმის სახით დაკითხული გუ-------------–---–ის ჩვენება ვერ მიიჩნევა უტყუარ მტკიცებულებად. იგი წარმოადგენს ელ------–--ის ოჯახის წევრს, მეუღლეს და ჩვენებაში თავად ადასტურებს, რომ მან პირადად (და არა ელ------–--ემ) გადასცა თანხა თე-----------–-–---–- და--------------ს ვალის დასაფარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2010 წლის 15 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი 1-------- (ტომი 1, ს.ფ. 26-29);
_2015 წლის 23 ივნისს თე-----------–-–---–-ს მიერ შედგენილი ხელწერილი (ტომი 1, ს.ფ. 30-31);
_მოწმე გუ-------------–---–ის ჩვენება (2018 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი).
3.2.4. ინდივიდუალური აუდიტორი თა-------------- მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნის მიხედვით განისაზღვრა საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------) საიჯარო ქირის ღირებულება 2011 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის 11 მაისამდე. დამკვეთის მითითებით, გასაქირავებელი ფართი განთავსებულია საკადასტრო კოდი N0----------------------, სართული 1, ბინა N2, ფართი: 72.53 კვ.მ-ში 35.00 კვ.მ. იზოლირებული ფართი სველი წერტილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საშუალოდ, ყოველთვიურად შეადგენს 200 (ორასი) აშშ დოლარს;
აუდიტორის მიერ ქონების უშუალოდ შეფასება, ადგილზე დათვალიერება არ მომხდარა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ინდივიდუალური აუდიტორის თა-------------- მიერ 2017 წლის 11 მაისს გაცემული აუდიტორული დასკვნა საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 132);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.5. ექსპერტ-შემფასებელ ლ-–---–-–---- მიერ შედგენილი იქნა დასკვნა ქ. თბილისში, ა-–--------------------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0----------------------) 35 კვ.მ. ფართის შემადგენელი ნაწილის 29.16 კვ.მ.-ის ქირით გადაცემის შესახებ. ექსპერტის მიერ მოხდა სადავო ბინაში ადგილზე დათვალიერება და ფოტოსურათების გადაღება. ექსპერტის შეფასებით, მიმდინარე პერიოდით არსებული მდგომარეობით აღნიშნული 29.16 კვ.მ. ფართი, რომელიც შემადგენელი ნაწილია ზემოაღნიშნული 35 კვ.მ. ფართისა, არ წარმოადგენს საზღვრებით დაზუსტებულ ცალკე გამოყოფილ ფართს, რაც ვერ იძლევა მისი იდენტიცირების საშუალებას. შესაბამისად, არაიდინტიფიცირებული უძრავი ქონების - 29.16 კვ.მ ფართის ქირით გაცემა შეუძლებელია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ექსპერტ-შემფასებლის ლ-–---–-–---- მიერ 2017 წლის 02 ივნისს შედგენილი დასკვნა, ფოტოსურათები (ტომი 1. ს.ფ. 164-168).
3.2.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარის (შეგებებული სარჩელით) ელ------–--ის სადავო საცხოვრებელ ბინაში ეს უკანასკნელი მათ ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა და მოხდა მის მიერ თანხის დაზოგვა. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, ელ------–--ე მათთან ერთად წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------, ბინა N2) თანამესაკუთრეს და მას აქვს საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლება. ორივე მხარე ადასტურებს, რომ აღნიშნულ ბინაში საცხოვრებელი პირობები არ არის დამაკმაყოფილებელი. მეუღლის და--------------ს გარდაცვალების შემდეგ, რა---–ა თ------------ს არასრულწლოვან შვილთან ერთად არ უცხოვრია აღნიშნულ ბინაში და მის სიცოცხლეშივე დატოვა საცხოვრებელი არასათანადო პირობების გამო. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ რა---–ა თ------------ს მხრიდან მცდელობა ჰქონდა ესარგებლა სადავო საცხოვრებელ ბინით და მოპასუხე ელ------–--ის (შეგებებული სარჩელით) მხრიდან ადგილი ჰქონოდა ხელშეშლას. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მხრიდან საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით პირადი შეხედულებით გამოყენების, ფლობისა და სარგებლობის რაიმე ხელისშემშლელი გარემოების არსებობა მოპასუხის მხრიდან, საქმეში არსებული სათანადო მტკიცებულებებით, არ დადასტურდა. ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა, აღნიშნული უპირობოდ არ მიუთითებს მოპასუხე ელ------–--ის მიერ რა---–ა თ------------სათვის თანასაკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის აკრძალვას, ხელშეშლას. მოწმის სახით დაკითხულმა მა------------–------ მიუთითა, რომ აღნიშნულ ბინაში (მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------), სადაც ამჟამად ცხოვრობს მოპასუხე ელ------–--ე ოჯახთან ერთად, გარკვეული პერიოდი ბარგი, თავისი ნივთები დროებით დატოვებული ჰქონდა ეთ----------–---–ს. ამ უკანასკნელის სადავო ბინაში ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრებისა და მის მიერ ელ------–--ისათვის ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
- მოწმე მანანა ხუბულურის ჩვენება (2018 წლის 11 ივლისის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ელ------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 463-ე, 473-ე, 991-ე, 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1484-ე, 1489-ე, 1500-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ელ------–--ემ მოითხოვა მოპასუხე რა---–ა თ------------სათვის მოსარჩელე ელ------–--ის სასარგებლოდ, და--------------ს სამკვიდრო პასივებზე გასაწევი ხარჯის სახით 19824 ლარის 4/5 წილის - 15859 ლარის, ხოლო ეკ------------------ისათვის, და--------------ს სამკვიდრო პასივებზე გასაწევი ხარჯის სახით 19824 ლარის 1/5 წილის - 3965 ლარის გადახდის დაკისრება.
დადგენილია, რომ რა---–ა თ------------ და და-------------ე დაქორწინდნენ 2005 წლის 1------------- მათ 2016 წლის 0-------- შეეძინათ შვილი ეკ------------------ე. ელ------–--ე წარმოადგენს და--------------ს დედას. ელ------–--ე 1998 წლის 1------------ იმყოფება ქორწინებაში გუ-------------–---–თან. საქმის მასალებით, ელ------–--ემ თავის სახელზე რიცხული არსებული უძრავი ქონების ნაწილი, მდებარე ქ. თბილისში, ა-–-----------------------------, კერძოდ, 35 კვ.მ. ფართი, 08.06.2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა და-------------ეს და ეს უკანასკნელი აღირიცხა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების 35.00 კვ.მ ფართის თანამესაკუთრედ.
და-------------ე გარდაიცვალა 2011 წლის 9 თებერვალს. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა ელ------–--ე, მეუღლე რა---–ა თ------------ და შვილი ეკ------------------ე.
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს.
2011 წლის 26 აგვისტოს ელ------–--ის სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ელ------–--ემ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (დედამ) მიიღო და--------------ს სამკვიდრო ქონება, კერძოდ, ქ. თბილისში, ა-–------------------------- ფართი 63.00 კვ.მ -დან და--------------ს კუთვნილი 35.00 კვ.მ. (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0----------------------).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის სარჩელი მოპასუხე ელ------–--ის მიმართ: 1. რა---–ა თ------------ ცნობილ იქნა მოპასუხე ელ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე თბილისი, ა-–-------------------------, ს--------–-------------------------------- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. 2. რა---–ა თ------------ ცნობილ იქნა ელ------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე თბილისი, ა-–-------------------------, ს--------–-------------------------------- 1/6 ნაწილის მესაკუთრედ. 3. ეკ------------------ე ცნობილ იქნა მოპასუხე ელ------–--ის სახელზე საკუთრების უფოლებით რიცხული ქონების, მდეცარე თბილისი, ა-–-------------------------, ს--------–-------------------------------- 1/6 ნაწილის მესაკუთრედ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით (------------------ ზემოაღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2017 წლის 16 ივნისის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ალ---------------------------------------–------------ (საკადასტრო კოდი N----------------------) თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ელ------–--ის, რა---–ა თ------------ს (35 კვ.მ. ფართიდან 8/12 ნაწილი) და ეკ------------------ის (35 კვ.მ. ფართიდან 2/12 ნაწილი) სახელზე.
მხარეებს შორის არ არის სადავო ის გარემოება, რომ და--------------ს გარდაცვალების შემდგომ, მისი დაკრძალვის და ამასთან დაკავშირებული ცერემონიალის ხარჯები, სრულად, 4000 ლარის ოდენობით გაიღო მისი პირველი რიგის მემკვიდრემ, დედამ ელ------–--ემ. მოპასუხე მხარე ამ გარემოებას ეთანხმება და სადავოდ არ ხდის. დადგენილია, რომ რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ეს და--------------ს გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------------------, არ უცხოვრიათ. ამჟამად სადავო ბინაში ცხოვრობს მოსარჩელე ელ------–--ე მეუღლესთან და შვილებთან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის 1489-ე მუხლიდან გამომდინარე, მემკვიდრე ვალდებულია, აუნაზღაუროს მესამე პირს ხარჯი გამოწვეული მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით.
საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც თავის მხრივ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მხარეთა შორის უდავოა მოსარჩელე ელ------–--ის მიერ მისივე ხარჯებით გარდაცვლილი და--------------ს დაკრძალვის ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, მოპასუხეები დაეთანხმნენ სამკვიდროში თავისი წილის პროპორციულად დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ დაყენებულ მოთხოვნას, რაც თითოეული მოპასუხის მიმართ შეადგენს 1333.33 ლარს;
მოსარჩელე მხარის მითითებით, მან და--------------ს გარდაცვალების შემდეგ გადაიხადა მამკვიდრებლის ვალები. კერძოდ, ნა----------ს გადაუხადა 10 000 (ათი ათასი) ლარი, რომლითაც გამოათავისუფლა იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ა-–------------------------------------------ ფართი. აღნიშნული ვალის დასაფარავად, ელ------–--ის მეუღლემ ბანკიდან აიღო სესხი. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის მითითებით, მან თე-----------–-–---–- სრულად დაუბრუნდა და--------------ს მიერ სესხად აღებული თანხა 7750 ლარი. მიღებული სამკვიდროს შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ სამკვიდრო პასივებზე გაწეული ხარჯებისა და ასევე, მამკვიდრებლის დაკრძალვის თანხის ანაზღაურებას მოპასუხეთაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივების ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით მამკვიდრებლის კრედიტორის წინაშე მისი პირველი რიგის მემკვიდრეები არ წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 467-ე მუხლის თანახმად, ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს შესრულებისაგან დანარჩენ მოვალეებს. ამავე კოდექსის 473-ე მუხლით, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი მოითხოვს მის მიერ და--------------ს სამკვიდრო პასივზე გაღებული ხარჯების ანაზღაურებას მოპასუხეებისაგან, ვინაიდან ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნენ 2011 წლის 0------------–- გარდაცვლილი და--------------ს მემკვიდრეებად და აღიარებულ იქნენ დანაშთი სამკვიდრო ქონების შესაბამისი წილის მემკვიდრეებად.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, 2009 წლის 06 ნოემბერს ნა----------მ ბინაში ცხოვრების უფლებით იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის სახით გადასცა თანხა 4000 აშშ დოლარი და-------------ეს. ნა---------- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა იპოთეკით დატვირთულ ბინაში, მდებარე თბილისი, ა-–------------------------- (35.00 კვ.მ) და სარგებლობდა აღნიშნულ ბინაში არსებული სველი წერიტილებით. ნა----------მ ელ------–--ისგან 2011 წლის 26 სექტემბერს მიიღო სესხის თანხა 4000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც გაათავისუფლა საცხოვრებელი ბინა და ოჯახთან ერთად სხვა მისამართზე გადავიდა საცხოვრებლად. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისმა მეუღლემ, გუ-------------–---–მა იპოთეკარ ნა----------სათვის გადასაცემი თანხის მოსაგროვებლად სესხი აიღო ბანკიდან. როგორც საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, გუ-------------–---–ი 2011 წლის 21 სექტემბრიდან სარგებლოდა სს ,,სა---------–--------ის“ სამომხმარებლო სესხით N------, სესხის თანხა 5100 (ხუთი ათასი) ლარით, სესხის ვადა 25.09.2014 წ, რომელიც დაიფარა წინსწრებით 18.02.2014 წელს. გადახდილი პროცენტის ოდენობა შეადგენს 2078.81 ლარს. აღნიშნულ დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებებით, კერძოდ, ნა----------ს მიერ შედგენილი ხელწერილით და ასევე, ნა----------ს ჩვენებით დადასტურდა, რომ იპოთეკარმა ნა----------მ ნამდვილად დაიბრუნა და--------------სათვის სესხის სახით გადაცემული თანხა 10 000 ლარი (4000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა). მოწმის ჩვენებით, აღნიშნული თანხა მას გადასცა ელ------–--ემ, და--------------ს დედამ, რის შემდეგაც სადავო ქონებას, მოეხსნა იპოთეკა. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.).
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მან ნა----------თვის სესხად მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, საჭირო გახდა ბანკიდან სესხის მიღება, რის გამოც ელ------–--ის მეუღლემ ზედმეტად გადახადა სესხის პროცენტი - 2078.81 ლარი. სასამართლო საქმეზე წარმოდგენილ სს ,,სა---------–--------ის“ მიერ გაცემული ცნობას (ტომი 1, ს.ფ. 34). მოსარჩელე აღნიშნული თანხის დაკისრებასაც მოითხოვს მოპასუხეებისათვის. უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბანკის მსესხებელს წარმოადგენს გუ-------------–---–ი და არა ელ------–--ე, რომელიც როგორც პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს აქვს უფლება მოითხოვოს სამკვიდრო პასივზე გაწეული ხარჯების სხვა მემკვიდრეებისაგან ანაზღაურება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი პირდაპირი, უშუალო და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ბანკიდან აღებული თანხა ნამდვილად მოხმარდა არსებული ვალის გასტუმრებას. მხოლოდ სესხის მიღების თარიღი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უპირობო გარემოებად, სესხის მიღების მიზნობრიობის დასადგენად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ბანკის სასარგებლოდ გადახდილი პროცენტის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას თე-----------–-–---–-სათვის გადახდილი სესხის თანხის 7750 ლარის (რაც მოსარჩელის მოსაზრებით წარმოადგენს და--------------ს სამკვიდრო პასივს) მოპასუხეთათვის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც 2010 წლის 15 ოქტომბერს და-------------ესა და თე-----------–-–---–- შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან ირკვევა, მსესხებლისათვის, და--------------სათვის გადახდილი თანხის ოდენობა წარმოადგენდა 6750 ლარს და არა 7750 ლარს. რადგან როგორც თე-----------–-–---–-ს ხელწერილიდან ირკვევა 1000 ლარი გუ-------------–---–მა იმავე დღეს დაუბრუნა გამსესხებელს ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში. აღნიშნული გარემოება დასტურდება გ----------------–---–-- ჩვენებითაც. ამდენად, გაურკვეველია, რატომ მოითხოვს მოსარჩელე მხარე მოპასუხეებისაგან 7750 ლარიდან შესაბამისი წილის ანაზღაურებას, მაშინ როდესაც სესხის სახით და-------------ემ მიიღო 6750 ლარი. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 23 ივნისს თე-----------–-–---–-ს სახელით შედგენილი ხელწერილი, რომლის მიხედვითაც, თე-----------–-–---–-- სესხის სახით გადაცემული თანხა 7750 ლარი მთლიანად დაიბრუნა, კერძოდ, 1000 ლარი იმავე დღეს გადასცა გუ-------------–---–მა ხოლო დანარჩენი 6750 ლარი დაუბრუნდა 2011 წლის 01 აპრილს. თე-----------–-–---–-- ხელწერილში მიუთითა, რომ მას გუ-------------–---–ის და ელ------–--ის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ ექნებოდა. სასამართლო წარმოდგენილ დოკუმენტს ვერ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად. აღნიშნულ ხელწერილში პირდაპირ არ არის მითითებული ის გარემოება, რომ გამსესხებელმა თანხა უშუალოდ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრისგან, ელ------–--ისგან მიიღო, ამასთან, აღნიშნული ხელწერილი მართალია წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნოტარიულად დამოწმდა ხელწერილის შემდგენელი პირის - თე-----------–-–---–-ს ხელმოწერის ნამდვილობა და არა მის მიერ შედგენილი ხელწერილის შინაარსი. მოცემული საქმის განხილვის მიმდინარეობისას, ვერ დადგინდა თე-----------–-–---–-ს ადგილსამყოფელი, რის გამოც იგი ვერ იქნა მოწმედ დაკითხული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ გ----------------–---–-- (ელ------–--ის ოჯახის წევრის - მეუღლის) ჩვენებას ვერ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად სადავო გარემოების დასადასტურებლად. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი ჩვენებაში თავად ადასტურებს, რომ თე-----------–-–---–- თანხა მან პირადად გადასცა. ამდენად, ელ------–--ის მიერ და--------------ს სესხის სახით მიღებული თანხის თე-----------–-–---–-სათვის დაბრუნების შესახებ სადავო გარემოება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
მოპასუხე ეკ------------------ე არის არასრულწლოვანი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის განჩინებით, მოცემულ საქმეში ჩაბმულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არასრულწლოვანი ბავშვის ეკ------------------ის ინტერესების დაცვის მიზნით. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. საქმის ზეპირი განხილვისას, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოცვანს არ უნდა დაეკისროს მამკვიდრებლის სამკვიდრო პასივზე გაწეული ხარჯის ანაზრაურება. მემკვიდრეობითი სამართლის ნორმა (1484-ე მუხლი) არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე გამონასკლისს ან განსაკუთრებულ დათქმას არ აკეთებს მამკვიდრებლის ვალების დაფარვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ანალიზის შესაბამისად, მოპასუხე ეკ------------------ესაც (მის კანონიერ წარმომადგენელს) უნდა დაეკისროს სამკვიდრო პასივზე გაწეული ხარჯის ოდენობა მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში.
ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მემკვიდრეებმა კრედიტორთა ინტერესები უნდა დააკმაყოფილონ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეული წილის პროპორციულად. სასამართლოს დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯებისა და ნა----------სათვის სესხის თანხის დაბრუნების ნაწილში, რის გამოც მოპასუხე რა---–ა თ------------ს ელ------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დ----------------- (გარდაცვალების თარიღი 2011 წლის 0------------–-- სამკვიდრო პასივებზე გასაწევი ხარჯების სახით - 14 000 ლარის 2/3 ნაწილის, სულ 9 333 ლარის ანაზღაურება, ხოლო ეკ------------------ეს ელ------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დ----------------- სამკვიდრო პასივებზე გასაწევი ხარჯების სახით - 14 000 ლარის 1/5 ნაწილის, სულ 2333 ლარის ანაზღაურება.
6.2. მოსარჩელე რა---–ა თ------------მ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხე ელ------–--ისათვის მოსარჩელე რა---–ა თ------------ს სასარგებლოდ 9006.20 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და ასევე, 133.33 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება - 2017 წლის 18 მაისიდან უძრავი ქონების 4/6 ნაწილის ფაქტობრივად გადმოცემამდე. ხოლო ეკ------------------ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხე ელ------–--ისათვის 2251.40 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და 33.33 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება - 2017 წლის 18 მაისიდან უძრავი ქონების 1/6 ნაწილის ფაქტობრივად გადმოცემამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეოთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული სარგებელი.
მოსარჩელეთა მოსაზრებით მოპასუხე ელ------–--ე (შეგებებული სარჩელით) უსაფუძვლოდ გამდიდრდა მათ ხარჯზე, როდესაც იგი 2011 წლის 01 ოქტომბრიდან უწყვეტად ფლობს და სარგებლობდა რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინით.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილია სადავო საცხოვრებელი ბინის შეფასების ორი დასკვნა. ინდივიდუალური აუდიტორი თა-------------- მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნის მიხედვით განისაზღვრა საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------) საიჯარო ქირის ღირებულება 2011 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის 11 მაისამდე. დამკვეთის მითითებით, გასაქირავებელი ფართი განთავსებულია საკადასტრო კოდი N0----------------------, სართული 1, ბინა N2, ფართი: 72.53 კვ.მ-ში 35.00 კვ.მ. იზოლირებული ფართი სველი წერტილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საშუალოდ, ყოველთვიურად შეადგენს 200 (ორასი) აშშ დოლარს. აუდიტორის მიერ ქონების უშუალოდ შეფასება, ადგილზე დათვალიერება არ მომხდარა. ექსპერტ-შემფასებელ ლ-–---–-–---- მიერ კი შედგენილი იქნა მეორე დასკვნა. ექსპერტის მიერ მოხდა სადავო ბინაში ადგილზე დათვალიერება და ფოტოსურათების გადაღება. მისი შეფასებით, მიმდინარე პერიოდით არსებული მდგომარეობით აღნიშნული 29.16 კვ.მ. ფართი, რომელიც შემადგენელი ნაწილია ზემოაღნიშნული 35 კვ.მ. ფართისა, არ წარმოადგენს საზღვრებით დაზუსტებულ ცალკე გამოყოფილ ფართს, რაც ვერ იძლევა მისი იდენტიცირების საშუალებას. შესაბამისად, არაიდინტიფიცირებული უძრავი ქონების - 29.16 კვ.მ ფართის ქირით გაცემა შეუძლებელია. აღნიშნული უძრავი ქონების შეფასების დოკუმენტები ერთმანეთის საწინააღმდეგო ან ურთიერთგამომრიცხავ შინაარს არ შეიცავს. თუმცა სადავო საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად შესაძლო სარგებლის ოდენობის დადგენამდე, უნდა დადასტურდეს ის გარემოება, მოსარჩელეების ხარჯზე მოხდა თუ არა მოპასუხე ელ------–--ის უსაფუძვლო გამდიდრება.
უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ურთიერთობის სპეციალური მომწესრიგებელი ნორმა, როდესაც იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ვერ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარის (შეგებებული სარჩელით) ელ------–--ის სადავო საცხოვრებელ ბინაში ეს უკანასკნელი მათ ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა და მოხდა მის მიერ თანხის დაზოგვა. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, ელ------–--ე მათთან ერთად წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------, ბინა N2) თანამესაკუთრეს და მას აქვს საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლება. ორივე მხარე ადასტურებს, რომ აღნიშნულ ბინაში საცხოვრებელი პირობები არ არის დამაკმაყოფილებელი. და--------------ს გარდაცვალების შემდეგ, რა---–ა თ------------ს არასრულწლოვან შვილთან ერთად არ უცხოვრია აღნიშნულ ბინაში. მოსარჩელეებმა სიცოცხლეშივე დატოვა საცხოვრებელი არასათანადო პირობების გამო. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ რა---–ა თ------------ს მხრიდან მცდელობა ჰქონდა ესარგებლა სადავო საცხოვრებელ ბინით და მოპასუხე ელ------–--ის (შეგებებული სარჩელით) მხრიდან ადგილი ჰქონოდა ხელშეშლას. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მხრიდან საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით პირადი შეხედულებით გამოყენების, ფლობისა და სარგებლობის რაიმე ხელისშემშლელი გარემოების არსებობა მოპასუხის მხრიდან, საქმეში არსებული სათანადო მტკიცებულებებით, არ დადასტურდა. უდავოა, რომ მხარეებს შორის არსებობს დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ მიუთითებს მოპასუხე ელ------–--ის მიერ რა---–ა თ------------სათვის თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის აკძრალვას, ხელშეშლას. მოწმე მა------------–------ (ელ------–--ის მეზობელი) მიუთითა, რომ სადავო ბინაში, სადაც ამჟამად ცხოვრობს მოპასუხე ელ------–--ე ოჯახთან ერთად, გარკვეული პერიოდი ბარგი დროებით დატოვებული ჰქონდა ეთ----------–---–ს. ამ უკანასკნელის სადავო ბინაში ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრებისა და მის მიერ ელ------–--ისათვის ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეთა ხარჯზე ელ------–--ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფლობს და სარგებლობს საკუთრებაში არსებული ქონებით და იმავე ქონებით სარგებლობის უფლება თანამესაკუთრეებს რა---–ა თ------------ს ან ეკ------------------ეს შეზღუდული არ ჰქონდათ.
საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დადასტურდა მოპასუხე ელ------–--ისათვის მოსარჩელეების მიერ ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება, რაც გახდებოდა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ნორმით აღნიშნული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. გამომდინარე აღნიშნულიდან, რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ელ------–--ისათვის თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ელ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე რა---–ა თ------------ს მოსარჩელე ელ------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად პირველი ნაწილის, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან ელ------–--ეს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მოვალეობისაგან. ამასთან, მოსარჩელე ელ------–--ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 15 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 595 ლარიდან 133 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა რა---–ა თ------------ს და ეკ------------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ელ------–--ეს აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ა-–------------------------- პირველი სართული, ბინა N2, ს/კ 0---------------------- – (72.53 – 35.00 კვ.მ. -ის 5/6 ნაწილის) ყადაღადაუდებელი ფართის - 43.37 კვ.მ.-ის გასხვისება, რაიმე სახის უფლებით დატვირთვა და განკარგვა.
იმის გათვალისწინებით, რომ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ელ------–--ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ;
1.1. რა---–ა თ------------ს (პირადი N0----------) ელ------–--ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს დ----------------- (პირადი N0----------; გარდაცვალების თარიღი 2011 წლის 0------------–-- სამკვიდრო პასივებზე გასაწევი ხარჯების სახით - 14000 ლარის 2/3 ნაწილის, სულ 9333 ლარის ანაზღაურება;
1.2. ეკ------------------ეს (დ-------------------------–-–------------, პირადი N0----------; კანონიერი წარმომადგენელი რა---–ა თ------------ (პირადი N0----------) ელ------–--ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს დ----------------- (პირადი N0----------; გარდაცვალების თარიღი 2011 წლის 0------------–-- სამკვიდრო პასივებზე გასაწევი ხარჯების სახით - 14000 ლარის 1/5 ნაწილის, სულ 2333 ლარის ანაზღაურება;
2. რა---–ა თ------------ს (პირადი N0----------) და ეკ------------------ის (დ-------------------------–-–------------, პირადი N0----------; კანონიერი წარმომადგენელი რა---–ა თ------------ (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით (საქმეზე 2--------) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
4. რა---–ა თ------------ს (პირადი N0----------) ელ------–--ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 250 ლარის ანაზღაურება;
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე ელ------–--ეს (პირადი N0----------) მისი წარმომადგენლის თ------------------ (პირადი N0----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს ბანკი „რ-------–---“, საგადახდო დავალება N1, მიმღების ანგარიში №300773150) 2017 წლის 15 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 595 ლარიდან 133 ლარი.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე გიორგი მაისურაძე