მუხლი 473. უკუმოთხოვნის უფლება ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულებისას
1. მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. როდესაც შეუძლებელია მოვალეთა პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრა, ისინი ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ თანაბარი წილი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(56)
საქმე №ას-609-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2026
…სესხი 23830 ლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 25 სექტემბრამდე (იხ. ს.ფ. 75-76). 3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 1151-ე, 1158-ე, 1159-ე, 1164-ე, 1166-ე, 1168.1, 1169-ე, 1170.2 და 473.1 მუხლებით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თავად დაადასტურა ის სადავო…
საქმე №ას-226-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2025
…აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის თანახმად, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის…
საქმე №ას-922-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
…22 მაისის განჩინებით, აპელანტთა (მოსარჩელეთა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. 5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1306-ე, 1328-ე, 1484-ე, 473.1, 986-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო პასივს შეადგენდა…
საქმე №ას-395-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
…ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში, უარს აცხადებს გადახდაზე. 1.4. მოსარჩელემ და მოპასუხემ სასესხო ვალდებულება აიღეს ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. 1.5. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 463-ე, 464-ე, 473-ე, 475-ე და 1169-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მხარეთა მიერ აღებული საკრედიტო ვალდებულება წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ვალს და მათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე…
საქმე №ას-1638-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2023
…(1250 აშშ დოლარი, იმ დროსათვის არსებული კურსით 2996.04 ლარი) გადაუხადა, შესაბამისად, იგი უკუმოთხოვნაზე უფლებამოსილი პირია. 20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოლიდარული მოვალის მიმართ მოსარჩელის უკუმოთხოვნის უფლების რეალიზაცია სსკ-ის 473-ე მუხლს (მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის…
საქმე №ას-767-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
საქმე №ას-467-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2021
საქმე №ას-163-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2020
საქმე №ას-1710-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
საქმე №ას-507-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2019
საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
მუხლი 45. მოვალის საწინააღდეგო მოსაზრება— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ