გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2018
საქმის ნომერი
100210117002182329
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210117002182329

#2/301-17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23.04.2017 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: ს.ს. ,, კ------- ბ----”

 

წარმომადგენელი: კ--- ჩ------

 

მოპასუხეები: ხ------- ხ------–--ე, მ--- ა------ე, გია ნ--------ე, დ----- ხ------–--ე, ნ-------- ხ------–--ე, ს------- ხ------–--ე და ნ-------- ხ------–--ე.

 

დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს. ,, კ------- ბსნკი”-ს წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ხ------- ხ------–--ის (პ/ნ. 5----------), მ--- ა------ის (პ/ნ 5----------), გია ნ--------ის (პ.ნ.5----------), დ----- ხ------–--ის(პ/ნ5----------), ნ-------- ხ------–--ის(პ/ნ5----------), ს------- ხ------–--ის(პ/ნ5----------) და ნ-------- ხ------–--ის (პ/ნ. 5----------) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს - ხ------- ხ------–--ეს (პ/ნ. 5----------), მ--- ა------ეს (პ/ნ 5----------), გია ნ--------ეს (პ.ნ.5----------) დ----- ხ------–--ეს(პ/ნ5----------) , ნ-------- ხ------–--ეს(პ/ნ5----------), ს------- ხ------–--ეს(პ/ნ5----------) და ნ-------- ხ------–--ეს (პ/ნ. 5----------) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 3351,79 ა.შ.შ. დოლარის გადახდა, საიდანაც 2603,92 ა.შ.შ. დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 424,58 ა.შ.შ. დოლარი არის დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო 108,46 ა.შ.შ. დოლარი , 199.62 ა.შ.შ. დოლარი არის სადაზღვევო შესატანი, 15,21 ა.შ.შ. დოლარი არის მომსახურეობის საკომისიო.

მოსარჩელე ასევე ითხოვს ხ------- ხ------–--ის, , ნ-------- ხ------–--ის, ს------- ხ------–--ის და ნ-------- ხ------–--ის თანასაკუთრებად იქნას ცნობილი აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებები მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში ს/კ 3-.0-.3-.1--. ს/კ 3-.0-.3-.1-- ს/კ 3-.0-.3-.2-- ს/კ 3-.0-.3-.1--

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2014 წლის 15 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს (რეორ---იზაციის შემდეგ სააქციო საზოგადოება - კ------- ბ----) და ხ------- ხ------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20141015XXVED, რის საფუძველზეც მან ისესხა 6000 ა.შ.შ. დოლარი, 48 თვის ვადით 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთია 1,83%. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 % -ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

მსესხებელს ჰყავს თავმდებები, 2014 წლის 23 სექტემბრის განცხადებებისა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით მ--- ა------ემ, გია ნ--------ემ დ----- ხ------–--ემ და გ--–- ხ------–--ემ კრედიტორის წინაშე იკისრეს ვალდებულება თავდებად დადგომოდნენ ხ------- ხ------–--ეს და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ხ------- ხ------–--ესთან ერთად 2014 წლის 15 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში.

 

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მისთვის ცნობილი გახდა თავმდების გ--–- ხ------–--ის 2017 წლის 30 ივნისს გარდაცვალების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით სამკვიდრო მიღებული აქვს გ--–- ხ------–--ის მამას-ნ-------- ხ------–--ეს, მეუღლეს ხ------- ხ------–--ეს , შვილებს-ს------- ხ------–--ეს და ნ-------- ხ------–--ეს. აქედან გამომდინარე მემკვიდრეები ცნობილ უნდა იქნან მესაკუთრეებად აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის დანაშთ ქონებაზე. მემკვიდრეები იგივე მისამართზე ცხოვრობენ , სადაც ცხოვრობდა მამკვიდრებელი.

მამკვიდრებლის-გ--–- ხ------–--ის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში ს/კ 3-.0-.3-.1--. ს/კ 3-.0-.3-.1-- ს/კ 3-.0-.3-.2-- ს/კ 3-.0-.3-.1--

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი მსესხებლის მიერ რამდენჯერმე დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხეებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.

მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 269ლარისა და 78 თეთრის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რეესტრის ამონაწერის ხარჯი 44 ლარის ოდენობით და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 84 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხეთა მიერ შესაგებელი შემოტანილი არ ყოფილა საქმის მთავარ სხდომაზე მოპასუხეებმა - ხ------- ხ------–--ემ და ს------- ხ------–--ემ ცნეს სარჩელი ძირი თანხის ფარგლებში. მათ განმარტეს, რომ ისინი მოწოდებული არიან მორიგებისათვის, თუმცა მორიგება ვერ ხერხდება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია რომ, 2014 წლის 15 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს (რეორ---იზაციის შემდეგ სააქციო საზოგადოება - კ------- ბ----) და ხ------- ხ------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20141015XXVED, რის საფუძველზეც მან ისესხა 6000 ა.შ.შ. დოლარი, 48 თვის ვადით 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთია 1,83%. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 % -ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

ხელშეკრულების 5.1. პუნქტის შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. აღნიშნული ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ მსესხებელი გაეცნო დაზღვევის პირობებს მათ შორის ყოველთვიურ გადასახდელებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება და სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.27-30)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. მსესხებელს ჰყავს თავმდებები, 2014 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით მ--- ა------ემ, აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ემ, გია ნ--------ემ და დ----- ხ------–--ემ კრედიტორის წინაშე იკისრეს ვალდებულება თავდებად დადგომოდნენ ხ------- ხ------–--ეს და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ხ------- ხ------–--ესთან ერთად 2014 წლის 15 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში.

მათ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულებები და განცხადებები(ს.ფ.33-40,)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ხ------- ხ------–--ის მიერ აღნიშნულ სესხის ხელშეკრულებაზე გადახდილია 6559,56 ა.შ.შ. დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის 3396,08 ა.შ.შ.დოლარი, პროცენტი არის 2662,48 ა.შ.შ. დოლარი, დაზღვევა 400,38 ა.შ.შ.დოლარი, 38,86 ა.შ.შ.დოლარი არის ჯარიმა, 61,76 წლის საკომისიო.

 

2017 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით ხ------- ხ------–--ეს გადასახადელი დარჩა 3351,79 ა.შ.შ.დოლარი საიდანაც 2603,92 ა.შ.შ. დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 424,58 ა.შ.შ. დოლარი არის დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო 108,46 ა.შ.შ. დოლარი , 199.62 ა.შ.შ. დოლარი არის სადაზღვევო შესატანი, 15,21 ა.შ.შ. დოლარი არის მომსახურეობის საკომისიო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადახდის გრაფიკი(ს.ფ.43)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. დადგენილია, რომ მსესხებელმა 2017 წლის 17 ივნისის გადასახდელის შემდგომ შეწყვიტეს ვალდებულების შესრულება. როგორც მსესხებელს ასევე თავმდებებს გაეგზავნათ გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაფრთხილებები(ს.ფ.44-72)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.5. დადგენილია, რომ თავმდები გ--–- ხ------–--ე გარდაიცვალა 2017 წლის 30 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტში. გ--–- ხ------–--ის სახელზე აღრიცხულია უძრავი ქონების წილი(თანამესაკუთრეა) შემდეგ უძრავ ნივთებზე: უძრავი ქონება მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში ს/კ 3-.0-.3-.1--. ს/კ 3-.0-.3-.1-- ს/კ 3-.0-.3-.2-- ს/კ 3-.0-.3-.1--. დადგენილია, რომ ხ------- ხ------–--ე არის აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის მეუღლე, ს------- ხ------–--ე და ნ-------- ხ------–--ე (პ/ნ. 5----------) არიან აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის შვილები, ნ-------- ხ------–--ე (პ/ნ5----------)არის აწ გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის მამა. აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის დედა გარდაცვლილია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.73)

-რეესტრის ამონაწერები (ს.ფ.74-81)

- ქორწინების სააქტო ჩანაწერი(ს.ფ.228)

- გ--–- ხ------–--ის დაბადების სააქტო ჩანაწერი(ს.ფ.229)

- ნ-------- და ს------- ხ------–--ეების დაბადების მოწმობები(ს.ფ.230-231)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.6. დადგენილია, რომ აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის მამამ ნ-------- ხ------–--ემ 2017 წლის ოცდაერთ აგვისტოს მიმართა ნოტარიუს ზაირა ცარციძეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, განცხადებით გ--–- ხ------–--ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ გ--–- ხ------–--ეს ჰყავს სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები, კერძოდ მეუღლე -ხ------- ხ------–--ე , შვილები ს------- და ნ-------- ხ------–--ეები. დადგენილია, რომ 2017 წლის 4 სექტემბერს უარი თქვა აწ. გარდაცვლილი მამის გ--–- ხ------–--ის დანაშთი ქონებიდან თავის წილზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ნ-------- ხ------–--ის განცხადება(ს.ფ.221-224 )

- ს------- ხ------–--ის განცხადება(ს.ფ.225)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.7. დადგენილია, რომ მოსარჩელე რეგისტრაციაში გატარდა 2007 წლის 16 ნოემბერს , საფირმო სახელწოდებით: შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს საინდენტიფიკაციო კოდი არის 205232238. 2016 წლის 9 სექტემბერს განხორციელდა რეო---------–-- და შეეცვალა სამართლებრივი ფორმა რის შემდგომაც მოსარჩელე იწოდება სააქციო საზოგადოებად, ხოლო 2017 წლის 17 მარტის სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდება არის - კ------- ბ----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა განმარტებები.

- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.)100-104

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს სარჩელი ხ------- ხ------–--ის, მ--- ა------ის, გია ნ--------ის, დ----- ხ------–--ის, ნ-------- ხ------–--ის, ს------- ხ------–--ის და ნ-------- ხ------–--ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

ნ-------- ხ------–--ე (დაბ.25.04.1942 პ/ნ 5----------) ცნობილ უნდა იქნას სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ, კერძოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში მდებარე უძრავი ქონების-ს/კ3-.0-.3-.1--; 3-.0-.3-.1--; 3-.0-.3-.2--; 3-.0-.3-.1-- თანასაკუთრებაში არსებულ აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის წილზე და უნდა აღირიცხოს ნ-------- ხ------–--ის სახელზე საჯარო რეესტრში.

ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს სასარგებლოდ ხ------- ხ------–--ეს, მ--- ა------ეს, გია ნ--------ეს, დ----- ხ------–--ეს, ხოლო ნ-------- ხ------–--ეს აწ გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში სოლიდარულად უნდა დაეკისროს 3351,79 (სამიათასსამასორმოცდათერთმეტი და სამოცდაცხრამეტი მეასედი) ა.შ.შ. დოლარის, გადახდა(საიდანაც 2603,92 ა.შ.შ. არის ძირი თანხა, 424,58 ა.შ.შ. დოლარი არის დარიცხული პროცენტი (213,47 არის სარჩელის შემოტანამდე პროცენტი, ხოლო 211,11 არის მიუღებელი შემოსავალი) , 199,62 ა.შ.შ. დოლარი არის სადაზღვევო შენატანი, 15,21 ა,შ.შ. დოლარი არის მომსახურეობის საკომისიო, 108,46 ა.შ.შ. დოლარი არის პირგასამტეხლო)

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”

 

დადგენილია რომ, 2014 წლის 15 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს (რეორ---იზაციის შემდეგ სააქციო საზოგადოება - კ------- ბ----) და ხ------- ხ------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20141015XXVED, რის საფუძველზეც მან ისესხა 6000 ა.შ.შ. დოლარი, 48 თვის ვადით 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთია 1,83%. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 % -ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

დადგენილია, რომ მსესხებელმა 2017 წლის 17 ივნისის გადასახდელის შემდგომ შეწყვიტეს ვალდებულების შესრულება. როგორც მსესხებელს ასევე თავმდებებს გაეგზავნათ გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

2017 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით ხ------- ხ------–--ეს გადასახადელი დარჩა 3351,79 ა.შ.შ.დოლარი საიდანაც 2603,92 ა.შ.შ. დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 424,58 ა.შ.შ. დოლარი (213,47 არის სარჩელის შემოტანამდე პროცენტი, ხოლო 211,11 არის მიუღებელი შემოსავალი) არის დარიცხული პროცენტი ხელშეკრულების ვადაში, პირგასამტეხლო 108,46 ა.შ.შ. დოლარი , 199.62 ა.შ.შ. დოლარი არის სადაზღვევო შესატანი, 15,21 ა.შ.შ. დოლარი არის მომსახურეობის საკომისიო.

 

სასამართლო თვლის, რომ მსესხებელს და თავმდებებს უნდა დაეკისროთ სარჩელით მოთხოვნილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო გადასახდელის გადაუხდელი ნაწილი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

ხელშეკრულების 5.1. პუნქტის შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. აღნიშნული ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ მსესხებელი გაეცნო დაზღვევის პირობებს მათ შორის ყოველთვიურ გადასახდელებს.

სასამართლო თვლის, რომ მსესხებელს და თავმდებებს უნდა დაეკისროს სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის 0,27 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე(მაქსიმუმ 150 დღეზე). სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის 15 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებაზე პირგასამტეხლოს მოთხოვნა სარჩელის ფარგლებში გონივრულია.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

მსესხებელს ჰყავს თავმდებები, 2014 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით მ--- ა------ემ, აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ემ, გია ნ--------ემ და დ----- ხ------–--ემ კრედიტორის წინაშე იკისრეს ვალდებულება თავდებად დადგომოდნენ ხ------- ხ------–--ეს და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ხ------- ხ------–--ესთან ერთად 2014 წლის 15 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში.

მათ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.

სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავმდებები -მ--- ა------ე, გია ნ--------ე დ----- ხ------–--ე ვალდებულნი არიან, , სოლიდარულად უზრუნველყონ, ხოლო აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ე ვალდებული იყო სოლიდარულად უზრუნველეყო, მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება.

სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით 211,11 ა.შ.შ. დოლარის მოთხოვნა ზომიერია სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად: გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად: მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად: სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

დადგენილია, რომ გ--–- ხ------–--ე გარდაიცვალა 2017 წლის 30 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

გ--–- ხ------–--ის სახელზე აღრიცხულია უძრავი ქონების წილი(თანამესაკუთრეა) შემდეგ უძრავ ნივთებზე: უძრავი ქონება მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში ს/კ 3-.0-.3-.1--. ს/კ 3-.0-.3-.1-- ს/კ 3-.0-.3-.2-- ს/კ 3-.0-.3-.1--.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად: კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

განსახილველ შემთხვევაში აწ . გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: ხ------- ხ------–--ე აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის მეუღლე, ს------- ხ------–--ე და ნ-------- ხ------–--ე აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის შვილები, ნ-------- ხ------–--ე (პ/ნ5----------) აწ გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის მამა. აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის დედა გარდაცვლილია გ--–- ხ------–--ის გარდაცვალებამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად: სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორ---ოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აწ. გარდაცვლილი ნ-------- ხ------–--ის მამამ მიმართა ნოტარიუს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად გ--–- ხვედელიზის გარდაცვალებიდან ექვს თვეში. დადგენილია, რომ ს------- ხ------–--ეს სამკვიდრო არ მიუღია. სასამართლო თვლის , რომ სამკვიდრო არ მიუღია არც ხ------- ხ------–--ეს და არც გ--–- ხ------–--ის შვილს-ნ-------- ხ------–--ეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის თანახმად: მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორ---ოში.

დადგენილია, რომ 2017 წლის 4 სექტემბერს უარი თქვა აწ. გარდაცვლილი მამის გ--–- ხ------–--ის დანაშთი ქონებიდან თავის წილზე.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის თანახმად: მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. . სასამართლო თვლის, რომ აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მათ შორის უძრავი ქონების მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში ს/კ 3-.0-.3-.1--. ს/კ 3-.0-.3-.1-- ს/კ 3-.0-.3-.2-- ს/კ 3-.0-.3-.1-- , შესაბამისი წილის მესაკუთრეა გ--–- ხ------–--ის მამა-ნ-------- ხ------–--ე და მის სახელზე უნდა აღირიცხოს მითითებული ქონება საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად: მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1494-ე მუხლის თანახმად: კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

განსახილველ შემთხვევაში გ--–- ხ------–--ე იყო თავმდები 2014 წლის 15 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში. მ--- ა------ესთან, გია ნ--------ესთან და დ----- ხ------–--ესთან ერთად. მათ კრედიტორის წინაშე იკისრეს ვალდებულება თავდებად დადგომოდნენ ხ------- ხ------–--ეს და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ხ------- ხ------–--ესთან ერთად 2014 წლის 15 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში. მათ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.

სასამართლო თვლის, რომ გ--–- ხ------–--ის მამამ ნ-------- ხ------–--ემ უნდა დააკმაყოფილოს გ--–- ხ------–--ის კრედიტორის ინტერესები 2014 წლის 15 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან და 2014 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში.

 

6.9. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

ორმა მოპასუხემ საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე ძირი თანხის ფარგლებში ცნეს სარჩელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს სარჩელი ხ------- ხ------–--ის, მ--- ა------ის, გია ნ--------ის, დ----- ხ------–--ის, ნ-------- ხ------–--ის, ს------- ხ------–--ის და ნ-------- ხ------–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1.ნ-------- ხ------–--ე (დაბ.25.04.1942 პ/ნ 5---------- ) ცნობილ იქნას სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ, კერძოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში მდებარე უძრავი ქონების-ს/კ3-.0-.3-.1--; 3-.0-.3-.1--; 3-.0-.3-.2--; 3-.0-.3-.1-- თანასაკუთრებაში არსებულ აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის წილზე და აღირიცხოს ნ-------- ხ------–--ის სახელზე საჯარო რეესტრში.

1.2. ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს სასარგებლოდ ხ------- ხ------–--ეს, მ--- ა------ეს, გია ნ--------ეს, დ----- ხ------–--ეს, ხოლო ნ-------- ხ------–--ეს (დაბ.25.04.1942 პ/ნ 5---------- ) აწ. გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში სოლიდარულად დაეკისროს 3351.79 (სამიათასსამასორმოცდათერთმეტი და სამოცდაცხრამეტი მეასედი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში (საიდანაც 2603,92 ა.შ.შ. არის ძირი თანხა, 424,58 ა.შ.შ. დოლარი არის დარიცხული პროცენტი (213,47 არის სარჩელის შემოტანამდე პროცენტი, ხოლო 211,11 არის მიუღებელი შემოსავალი) , 199,62 ა.შ.შ. დოლარი არის სადაზღვევო შენატანი, 15,21 ა,შ.შ. დოლარი არის მომსახურეობის საკომისიო, 108,46 ა.შ.შ. დოლარი არის პირგასამტეხლო)

 

2. მოპასუხეებს ხ------- ხ------–--ეს, მ--- ა------ეს, გია ნ--------ეს, დ----- ხ------–--ეს, ხოლო ნ-------- ხ------–--ეს აწ გარდაცვლილი გ--–- ხ------–--ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში სოლიდარულად ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს სასარგებლოდ დაეკისროს ს.ს. ,,კ------- ბ----”-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 227 (ორასოცდაშვიდი) ლარი და 91 (ოთხმოცდათერთმეტი) თეთრის გადახდა. ასევე დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის 50 ლარი, რეესტრის განცხადების 44 (ორმოცდაოთხი) ლარი და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური -84 (ოთხმოცდაოთხი) ლარი.

 

3. ს.ს. ,,კ------- ბანკ”-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 41(ორმოცდაერთი) ლარი და 87 (ოთხმოცდაშვიდი) თეთრი (გადახდის თარიღი – 15.11.2017 წ; საგადახდო დავალება - №273-1, გადამხდელის დასახელება - სს „კ------- ბ----“; გადამხდელის ბ---- – სს ”კ------- ბ----”; ბ----ს კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 3002231--; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა - 269.78 ლარი;) კანონით დადგენილი წესით.

 

4. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი