ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და საჯარო ინტერესების დასაცავად ნოტარიუსი დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით იღებს სამკვიდროს დაცვისათვის აუცილებელ ზომებს, რაც გაგრძელდება ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლამდე.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1495. ცნება ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და საჯარო ინტერესების დასაცავად სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსი დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით იღებს სამკვიდროს დაცვისათვის აუცილებელ ზომებს, რაც გაგრძელდება ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლამდე. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.3
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ას-696-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2023
…- მეუღლე, მ.თ–ძე და მას ჰყავს ორი შვილი - თ.თ–ძე და რ.თ–ძე, რომელმაც უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე თ.თ–ძის სასარგებლოდ. შესაბამისად, მ.წ–ძის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე თ.თ–ძეა. 9. სსკ-ის 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1495-ე, 1498-ე მუხლებზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ნოტარიუსის მიერ სამკვიდროს მმართველის დანიშვნის აუცილებლობა,…