გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210017001779569
#2/244-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.12.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - შ----ო პ----ე
წარმომადგენელი - ბ-----ს გ-------–--ე
მოპასუხე - რ----–-ნ ბ---–----ე
წარმომადგენელი - პ----ა ბ---–----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე რ----–-ნ ბ---–----ისათვის 8000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელე შ----ო პ----ის სასარგებლოდ.
მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მოპასუხე რ----–-ნ ბ---–----ის მამამ ნ----ი ბ---–----ემ მოსარჩელის წინაშე იკისრა ვალდებულება, გაწეული იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ გადაეხადა 8000 აშშ დოლარი, 2014 წლის ა--------ს თვემდე. 2--- წელს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ნ----ი ბ---–----ე გარდაიცვალა, ხოლო მისი მემკვიდრეობა კანონით დადგენილი წესით მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ - რ----–-ნ ბ---–----ემ, რომელიც მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში პასუხისმგებელი იყო შეესრულებინა მამკვიდრებლის ვალდებულება, რაც ნ----ი ბ---–----ეს გააჩნდა მოსარჩელის მიმართ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მას რაიმე ღირებულების სამკვიდრო აქტივი არ მიუღია და შესაბამისად, ვალდებული არ არის შეასრულოს მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008-2011 წლებში შ----ო პ----ე იურიდიულ/საადვოკატო მომსახურებას უწევდა მოპასუხე რ----–-ნ ბ---–----ის მამას ნ----ი ბ---–----ეს, რომელიც ადმინისტრაციული წესით სასამართლო დავას აწარმოებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ----ი ბ---–----ე აღირიცხა ხელვაჩაურში, (ამჟამად ქ. ბათუმში) ა-----------------------–--–-ს მიმდებარედ არსებული 2000 კვმ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.
მითითებული გარემოება დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.2. 2014 წლის 24 მარტს ნ----ი ბ---–----ესა და მოქალაქე ბ---კ დ-------ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გადახდის განვადებით, ქ. ბათუმში, კ----------------–---ში მდებარე 1869 კვმ ფართობზე (ს/კ 0-----------). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 100 000 აშშ დოლარით, საიდანაც 24 000 აშშ დოლარის გადაცემა/გადახდა განხორციელდა მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ხოლო დარჩენილი 76 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება განისაზღვრა შემდეგი წესით: მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას გამყიდველისათვის (ნ----ი ბ---–----ისათვის) ყოველი თვის 5-დან 15 რიცხვამდე გადაეხადა 5000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად, 2014 წლის მაისის თვიდან.
მითითებული გარემოება დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით;
3.1.3. 2----–-–------------ს, ნ----ი ბ---–----ემ და შ----ო პ----ემ წერილობით გააფორმეს შეთანხმება, რომლის საფუძველზე ნ----ი ბ---–----ემ წერილობით იკისრა შ----ო პ----ის მიმართ 8 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, სამი თვის ვადაში - ყოველი თვის 10 რიცხვში. მათ შორის პირველი ორი თვის მანძილზე ნ----ი ბ---–----ე კისრულობდა ვალდებულებს გადაეხადა 3000 – 3000 აშშ დოლარი, ხოლო ბოლო თვეს - 2000 აშშ დოლარი.
მითითებული გარემოება დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ხელწერილი;
3.1.4. ნ----ი ბ---–----ეს წერილობით ნაკისრი ვალდებულება შ----ო პ----ის მიმართ არ შეუსრულებია. 2--- წლის 1------------–ს ნ----ი ბ---–----ე გარდაიცვალა. მოპასუხე რ----–-ნ ბ---–----ემ, როგორც ნ----ი ბ---–----ის პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო რ----–-ნ ბ---–----ის სამკვიდრო, აქტივები და პასივები, რაზეაც ნოტარიუსის მიერ 2--- წლის 18 ა--------ს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.
მითითებული გარემოება დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სანოტარო აქტი - სამკვიდრო მოწმობის გაცემა;
3.1.5. 2--- წლის 31 ა--------ს რ----–-ნ ბ---–----ესა და ბ---კ დ-------ეს შორის გაფორმდა გადახდის განვადების შეწყვეტის ხელშეკრულება, (#0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე), იმ მოტივით, რომ მყიდველმა ბ---კ დ-------ემ სრულად შეასრულა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
მითითებული გარემოება დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით;
- გადახდის განვადების შეწყვეტის ხელშეკრულება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. რ----–-ნ ბ---–----ემ, მამის - ნ----ი ბ---–----ის გარდაცვალების შემდეგ, მიიღო სამკვიდრო აქტივი მინიმუმ 8000 აშშ დოლარის ფარგლებში.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ რ----–-ნ ბ---–----ისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან, როგორც ნ----ი ბ---–----ის პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო შესატყვისი ღირებულების სამკვიდრო ქონება.
მოპასუხემ კი, არ ცნო რა სარჩელის მოთხოვნა, მიუთითა, რომ მას რაიმე აქტივი სამკვიდრო ქონების სახით არ მიუღია და შესაბამისად, რაიმე პასუხისმგელობა მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე არ ეკისრება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კვლევის საგანია, მოპასუხე რ----–-ნ ბ---–----ის მიერ ნ----ი ბ---–----ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი და მიღებული აქტივის მოცულობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი), ხოლო მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.
ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ აწ გარდაცვლილ ნ----ი ბ---–----ეს მის მიმართ გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, მისივე მითითებით ნ----ი ბ---–----ის პირველი რიგის მემკვიდრემ რ----–-ნ ბ---–----ემ ნ----ი ბ---–----ისაგან მიიღო შესატყვისი ღირებულების სამკვიდრო აქტივი.
მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოებების დასამტკიცებლად სასამართლოს წარმოუდგინა წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის სამკვიდრო მოწმობა, რომელიც ადასტურებს რ----–-ნ ბ---–----ის მიერ ნ----ი ბ---–----ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტს, ასევე გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და გადახდის განვადების შეწყვეტის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ ნ----ი ბ---–----ემ გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე (2----–-–------------ს), გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 100 000 აშშ დოლარად, საიდანაც 24 000 აშშ დოლარი მიიღო ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ხოლო 76 000 აშშ დოლარი უნდა მიეღო 2014 წლის მაისის თვიდან მომდევნო 15 თვის განმავლობაში, 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის გადახდით. დადგენილია, რომ 2015 წლის თებერვლის თვეში ნ----ი ბ---–----ე გარდაიცვალა, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე - 2015 წლის აგვისტომდე, გადასახდელი თანხა შეადგენდა მინიმუმ 25 000 აშშ დოლარს (5000 ლარი X დარჩენილ 5 თვეზე = 25 000 ლარს), რაც უნდა მიეღო გარდაცვლილი ნ----ი ბ---–----ის მემკვიდრეს. დადგენილია, რომ მყიდველმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და ნასყიდობის ღირებულება გადაიხადა სრულად, რასაც ადასტურებს 2015 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულება ვალდებულების შესრულების გამო გადახდის განვადების შეწყვეტის ხელშეკრულება.
24.03.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებით დადგენილი ამ გარემოების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე რ----–-ნ ბ---–----ემ განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მას არ მიუღია, ვინაიდან მყიდველმა ნასყიდობის ღირებულება სრულად გადაიხადა ვადამდე, ნ----ი ბ---–----ის სიცოცხლეშივე და ეს თანხა სრულად მიიღო სწორედ ნ----ი ბ---–----ემ. ამასთან, ვინაიდან ნ----ი ბ---–----ე იყო მძიმედ ავადმყოფი, უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული თანხა სრულად მოხმარდა მის მკურნალობას.
ბუნებრივია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადამდე შესრულება შესაძლებელია და განსახილველ შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო მყიდველს ნასყიდობის ღირებულება ნ----ი ბ---–----ისათვის გადაეხადა ვადამდე, მისივე სიცოცხლეში, მაგრამ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა მოპასუხის მოვალეობას წარმოადგენდა, რაც მან ვერ უზრუნველყო.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხეს ეკისრებოდა რა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება, მოვალე იყო წარმოედგინა იმ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება სრულად დაიფარა ვადამდე, ნ----ი ბ---–----ის სიცოცხლეში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი მტკიცებულების წარმოდგენა მოპასუხისათვის ობიექტურად შეუძლებელი ვერ იქნებოდა (მაგ. მყიდველის მოწმის სახით წარმოდგენა და ა.შ.). თუმცა მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი ახსნა-განმარტებით, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მხარის ახსნა-განმარტება წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, მაგრამ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ მას ნ----ი ბ---–----ის მიერ გასხვისებული უძრავი ქონების ღირებულება (ღირებულების ნაწილი), როგორც სამკვიდრო აქტივი, მინიმუმ 8000 აშშ დოლარის (დავის საგნის ღირებულების) ფარგლებში, არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 3441-ე, 1328-ე, 1484-ე და 1494-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უფლების დაცვის მიზნით მომართა რა სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხისათვის 8000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, რაც მოსარჩელის მტკიცებით, წარმოადგენს გაწეული იურიდიული მომსახურების საზღაურს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, უდავოდ დადგენილია, რომ 2----–-–------------ს მოპასუხე რ----–-ნ ბ---–----ის მამამ ნ----ი ბ---–----ემ შ----ო პ----ის წინაშე იკისრა ვალის - 8000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ყოველი თვის 10 რიცხვში, ორი თვის განმავლობაში 3000-3000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მესამე თვეში - 2000 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
მითითებული ნორმით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
დადგენილია, რომ ნ----ი ბ---–----ემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 2--- წლის 1------------–ს კი, ნ----ი ბ---–----ე გარდაიცვალა. საქმეში არსებული სანოტარო აქტით - სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ დადგენილია, რომ ნ----ი ბ---–----ის სამკვიდრო ქონება - აქტივები და პასივები მიიღო ნ----ი ბ---–----ის პირველი რიგის მემკვიდრემ - მოპასუხე რ----–-ნ ბ---–----ემ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორების ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორციულად. ამავე კოდექსის 1494-ე მუხლის თანახმად კი, კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ რ----–-ნ ბ---–----ემ მამკვიდრებელ ნ----ი ბ---–----ისაგან მიიღო სამკვიდრო აქტივი ნ----ი ბ---–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ღირებულების სახით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამკვიდრო პასივს - მამკვიდრებელ ნ----ი ბ---–----ის მიერ მოსარჩელე შ----ო პ----ის მიმართ ნაკისრ ფულად ვალდებულებას. შესაბამისად, რ----–-ნ ბ---–----ე ვალდებულია მიღებული აქტივის ფარგლებში დააკმაყოფილოს მამკვიდრებელ ნ----ი ბ---–----ის კრედიტორის - შ----ო პ----ის მოთხოვნა ნ----ი ბ---–----ის მიერ აღიარებული ვალის - 8000 აშშ დოლარის ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს.
სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი .
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა 695 ლარი (645+50). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება, არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლის საფუძველზე რ----–-ნ ბ---–----ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა ქ. ბათუმში, ა-----------------------–--–- N----ში მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შ----ო პ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე რ----–-ნ ბ---–----ეს მოსარჩელე შ----ო პ----ის სასარგებლოდ დაეკისროს 8 000.00 (რვა ათასი) აშშ დოლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე რ----–-ნ ბ---–----ეს მოსარჩელე შ----ო პ----ის სასარგებლოდ დაეკისროს 695.00 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ----–-ნ ბ---–----ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა ქ. ბათუმში, ა-----------------------–--–- N----ში მდებარე უძრავი ქონების, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.32.04.561) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა დარჩეს უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი - ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი - ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი