განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
080210019002528215
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019002528215

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-260-19 08 მაისი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - სს „------- ბ----“ ც---- ქ-–----, კ---- ქ------- ს------- კ--------- დ----- ბ-------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ს------- კ---------- სარჩელზე მთლიანად უარის თქმა

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–- გ------–-–---–----. 2015 წლის 08 იანვარს მისმა მეუღლემ, სს ,,თ----- ბ----ს“ ქუთაისის ფილიალში ანაბრის სახით შეიტანა 12000 აშშ დოლარი.

2015 წლის 23 იანვარს ი-----–- გ------–-–---–- გარდაიცვალა. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა - ი----- გ------–-–---–- და მეუღლე - ს------- კ---------, რომლებზეც გაიცა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობები.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2015 წლის 27 აპრილს, სს ,,თ----- ბ----ს“ ქუთაისის ფილიალს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მეუღლის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა.

სს ,,თ----- ბ----ს“ ქუთაისის ფილიალის 2015 წლის 28 აპრილის წერილით მას უარი ეთქვა თანხის გატანაზე იმ საფუძვლით, რომ “სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობის” მიხედვით, ის წარმოადგენდა, მხოლოდ სამკვიდროს მმართველს და მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრული პირობებითა და მიზნობრიობით.

2015 წლის 28 ივლისს მიიღო სამკვიდრო მოწმობა და 2015 წლის 29 ივლისს, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოითხოვა ანაბრიდან თანხის გატანა, თუმცა სს ,,თ----- ბ----ს“ ქუთაისის ფილიალის 2015 წლის 31 ივლისის წერილით უარი ეთქვა თანხის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ 2015 წლის 7 თებერვალს, ბ---- მიმართა ი----- გ------–-–---–--, რომელმაც წარადგინა მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარმოდგენის შესახებ და მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯებისა და მამკვიდრებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების (ადვოკატის მიმართ) დაფარვის საფუძვლით მოითხოვა თანხის გატანა.

ამდენად, 2015 წლის 07 თებერვალს, ი----- გ------–-–---–-- გაიტანა ბ----დან მამკვიდრებლის ქონება - 11407,56 აშშ დოლარი, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სს ,,თ----- ბ----ს“ ქუთაისის ფილიალის ქმედება არის უკანონო, რადგან ზუსტად იგივე უფლებები ჰქონდა სამკვიდრო ქონებაზე ი----- გ------–-–---–-, როგორც მოსარჩელეს. ამის მიუხედავად, სს ,,თ----- ბ-----“ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობით, მთლიანი თანხა გადასცა ი----- გ------–-–---–-, ხოლო მოსარჩელეს აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ანაბრის ოდენობაც კი არ აცნობა.

ამ ქმედებით მოპასუხემ მიაყენა მატერიალური ზიანი, რადგან მან, საერთოდ ვერ მიიღო ქონება, კერძოდ, მეუღლის სახელზე არსებული ანაბრის ის ნაწილი, რაც კანონით ეკუთვნოდა.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 03 თებერვლის სამკვიდროს მიღების განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობის თანახმად, ს------- კ---------ს სრულად არ შეუძენია მამკვიდრებლის უფლებები, მათ შორის, არც მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის უფლება. იგი წარმოადგენდა, მხოლოდ სამკვიდროს მმართველს და მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა „სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის მოწმობით“ განსაზღვრული პირობებითა და მიზნობრიობით.

2015 წლის 27 აპრილს, ს------- კ---------მ განცხადებით მიმართა ბ---- და მოითხოვა, გარდაცვლილი ი-----–- გ------–-–---–-ს საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა, როგორც მემკვიდრემ ყოველგვარი დასაბუთებისა და „სამკვიდროს მიღების განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობით“ განსაზღვრული უფლებების მითითების გარეშე. ბ---- არ ჰქონდა უფლებამოსილება თანხა გადაეცა ს------- კ----------ათვის, რადგან მას მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა.

2015 წლის 07 თებერვალს, ბ---- დასაბუთებული მოთხოვნა წარუდგინა გარდაცვლილის მემკვიდრემ - დედამ ი----- გ------–-–---–-- მამკვიდრებლის ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის თაობაზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა მას ესაჭიროებოდა გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებისა და ხელშეკრულებით შესრულებული ვალდებულების (ადვოკატის მიმართ) დასაფარავად, ბ---- არ ჰქონდა უფლებამოსილება უარი ეთქვა მისთვის თანხის გაცემაზე.

სამკვიდროს დაცვასა და მის განკარგვაზე ბ---- არ არის პასუხისმგებელი. შესაბამისად, ბ---- არ იყო ვალდებული გამოეკვლია მამკვიდრებლის ანგარიშზე არსებული თანხა თანასაკუთრება იყო, თუ სამკვიდრო მასა და ვერც გამოიკვლევდა აღნიშნულ საკითხს.

ამდენად, სს ,,თ----- ბ----“ მოსარჩელის მიმართ ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვის, რადგან ის მისთვის წინასწარ სავარაუდო არ ყოფილა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ს------- კ---------- სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხე, სს თ----- ბ----, მოსარჩელე ს------- კ---------- სასარგებლოდ დაეკისროს, 8554 აშშ დოლარის გადახდა; 3. მოპასუხე, სს თ----- ბ----, მოსარჩელე ს------- კ---------- სასარგებლოდ დაეკისროს, 630 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ს------- კ--------- 2008 წლის 11 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–- გ------–-–---–----, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით შეწყდა ი-----–- გ------–-–---–- და ს------- კ---------ს შორის რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს------- კ---------მ და მისი გაუქმება მოითხოვა. 2.2. 2015 წლის 08 იანვარს, ი-----–- გ------–-–---–-- სს ,,თ----- ბ---–-“ განათავსა 12 000 აშშ დოლარი. 2015 წლის 23 იანვარს ი-----–- გ------–-–---–- გარდაიცვალა. 2.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით შეჩერდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებაზე ს------- კ---------- სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის წარმოება, ი-----–- გ------–-–---–-ს გარდაცვალების გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით გაუქმდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინება ი-----–- გ------–-–---–-ა და ს------- კ---------ს შორის ქორწინების შეწყვეტის თაობაზე საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არ არსებობის გამო. 2.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 03 თებერვალს, ნოტარიუს მ------------–---–-- მიერ, ს------- კ---------ზე გაცემული იქნა სანოტარო აქტი - „მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ“. სანოტარო აქტის თანახმად, ს------- კ---------- მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენა სანოტარო ბიუროში ნიშნავდა, მის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებას. სანოტარო აქტში აღნიშნულია, რომ წინამდებარე მოწმობა არ წარმოადგენს სამკვიდროს მოწმობას, რომელიც გაიცემა მომავალში, მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში. სანოტარო აქტის თანახმად, ს------- კ---------ს უფლება ჰქონდა ემართა სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები/ქონებრივი და არაქონებრივი მატერიალური სიკეთე-ნივთები, მოთხოვნები და სხვა უფლებები/და პასივები, სამკვიდროს მართვის ფარგლები. 2.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 03 თებერვალს, ნოტარიუს მ------------–---–-- მიერ ი----- გ------–-–---–--- გაცემული იქნა სანოტარო აქტი - მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ. სანოტარო აქტის თანახმად, ი----- გ------–-–---–-ს მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენა სანოტარო ბიუროში ნიშნავდა მის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებას. სანოტარო აქტში აღნიშნულია, რომ წინამდებარე მოწმობა არ წარმოადგენდა სამკვიდროს მოწმობას, რომელიც გაიცემა მომავალში, მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში. სანოტარო აქტის თანახმად, ი----- გ------–-–---–- უფლება ჰქონდა ემართა სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები, ქონებრივი და არაქონებრივი მატერიალური სიკეთე-ნივთები, მოთხოვნები და სხვა უფლებები/და პასივები, სამკვიდროს მართვის ფარგლები. 2.6. 2015 წლის 27 აპრილს, ს------- კ---------მ, როგორც ი-----–- გ------–-–---–-ს მემკვიდრემ განცხადებით მიმართა სს ,,თ----- ბ----“ და მოითხოვა ი-----–- გ------–-–---–-ს საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა. სს ,,თ----- ბ----ს“ 2015 წლის 28 აპრილის წერილით ს------- კ---------ს უარი ეთქვა თანხის მიღებაზე, რადგან „სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ №1-------- მოწმობით„ ს------- კ--------- წარმოადგენდა, მხოლოდ სამკვიდროს მმართველს და მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა მოწმობით განსაზღვრული პირობებითა და მიზნობრიობით. 2.7. 2015 წლის 28 ივლისის №1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ს------- კ---------მ, როგორც 2015 წლის 23 იანვარს გარდაცვლილი ი-----–- გ------–-–---–-ს პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ საკუთრებაში მიიღო 1/2 წილი მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან, რომლებიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის. 2.8. 2015 წლის 29 ივლისის №1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ს------- კ---------მ, როგორც ი-----–- გ------–-–---–-ს მემკვიდრემ კვლავ მიმართა სს ,,თ----- ბ----“ და მოითხოვა ი-----–- გ------–-–---–-ს საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა. 2015 წლის 31 ივლისის წერილით, ს------- კ---------ს კვლავ უარი ეთქვა თანხის გატანაზე, იმ საფუძვლით, რომ სს ,,თ----- ბ---–-“ ი-----–- გ------–-–---–-ს ანგარიშზე თანხა არ იყო. სს ,,თ----- ბ-----“ ს------- კ---------ს აცნობა, რომ 2015 წლის 07 თებერვალს განცხადებით მიმართა ი-----–- გ------–-–---–-ს მემკვიდრემ ი----- გ------–-–---–--, რომელმაც წარუდგინა მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ, ასევე ი-----–- გ------–-–---–-ს დაკრძალვის ხარჯები, მამკვიდრებლის ხელშეკრულებით (ადვოკატის მიმართ) შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნული ვალდებულების დაფარვის საფუძვლით მოითხოვა თანხის გატანა. 2015 წლის 07 თებერვალს ი----- გ------–-–---–-ს მიერ გატანილი იქნა 11407,56 აშშ დოლარის ოდენობით თანხა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1164-ე, 1328-ე, 1336-ე, 1319-ე, 1427-ე მუხლებზე და განმარტა: ი-----–- გ------–-–---–-ს მიერ, 2015 წლის 08 იანვარს, სს ,,თ----- ბ---–-“ განთავსებული თანხა 12000 აშშ დოლარი წარმოადგენდა მეუღლეთა (ს------- კ---------- და ი-----–- გ------–-–---–-ს) საერთო ქონებას, საიდანაც ი-----–- გ------–-–---–- გარდაცვალების მომენტისათვის (2015 წლის 23 იანვარს) სს ,,თ----- ბ---–-“ საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა 11407,56 აშშ დოლარი. 2.10. გაზიარებული არ იქნა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ ი----- გ------–-–---–-ს მიერ, მამკვიდრებლის ანგარიშიდან თანხის გატანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1427-ე მუხლის შესაბამისია, რასაც საფუძვლად დაედო მის მიერ წარდგენილი განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, ს------- კ---------ს და ი----- გ------–-–---–-, როგორც პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს უფლება ჰქონდათ კანონით დადგენილი დროის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე განეკარგათ სამკვიდრო ან გაეღოთ სამკვიდროდან ხარჯი, მხოლოდ მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის მისი ავადმყოფობის დროს და დაკრძალვისათვის, მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი პირების შენახვისათვის, ხელფასის გასტუმრებისათვის და სამკვიდროს დაცვისა და მართვისათვის. მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშიდან თანხის განკარგვის კანონიერების უფლებამოსილების მტკიცების ტვირთი უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს. სწორედ, მას უნდა დაემტკიცებინა, რომ ი-----–- გ------–-–---–-ს საბანკო ანგარიშიდან ერთ-ერთ მემკვიდრეზე ი----- გ------–-–---–--- თანხის გადაცემა განხორციელდა მართლზომიერად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ვერ დაადასტურა, რომ სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, ი----- გ------–-–---–--- მამკვიდრებილის საბანკო ანგარიშიდან თანხის გადაცემა განხორციელდა კანონზომიერად. 2.11. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება, რომ სამკვიდროს დაცვასა და მის განკარგვაზე ბ---- არ იყო პასუხისმგებელი. საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბ----ს პრეზიდენტის 2011 წლის 07 აპრილის №24/04 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ე„ ქვეპუნქტის თანახმად, ბ---–- პირის ანგარიში დაიხურება ფიზიკური პირის მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის მფლობელის გარდაცვალებისას, მემკვიდრის განცხადებით, სამკვიდრო მოწმობის, მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ხელმოწერის ნიმუშის წარდგენის შემთხვევაში, მემკვიდრის მოთხოვნის შემთხვევაში ბ---- ვალდებულია არ დახუროს ვადიანი სადეპოზიტო ანგარიში სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. ამ შემთხვევაში ხდება სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის გადაფორმება მემკვიდრის სახელზე. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,თ----- ბ----“ არ იყო უფლებამოსილი სამკვიდრო მოწმობის წარდგენამდე ერთ-ერთ მემკვიდრეზე გადაეცა მამკვიდრებლის ქონება. 2.12. ასევე არ იქნა გაზიარებული მოპასუხე მხარის მოსაზრება, რომ აღნიშნული თანხა ი-----–- გ------–-–---–- მას შემდეგ ჰქონდა შეტანილი, რაც სარჩელი ს------- კ---------- მიმართ ქორწინების შეწყვეტის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სრულად, მათ შორის განქორწინების ნაწილშიც. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყდა ს------- კ---------ს და ი-----–- გ------–-–---–- შორის რეგისტრირებული ქორწინება, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ვინაიდან, გასაჩივრებული იქნა ს------- კ---------- მიერ. გადაწყვეტილება გასაჩივრებული რომც არ ყოფილიყო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის საფუძველზე, მისი კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მიჩნეული იქნებოდა 2015 წლის 09 თებერვალი. 2.13. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 08 იანვრის მდგომარეობით ს------- კ--------- (მემკვიდრე) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–- გ------–-–---–---- (მამკვიდრებელთან). შესაბამისად, 11407,56 აშშ დოლარიდან 5703 აშშ დოლარი წარმოდგენდა მეუღლეთა, ი-----–- გ------–-–---–-ს და ს------- კ---------- თანასაკუთრებას, ხოლო 5703 აშშ დოლარის ნახევარი 2851,5 აშშ დოლარი წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილ სამკვიდრო ქონებას და ვიდრე მემკვიდრეები სამკვიდროზე უფლებას შეიძენდნენ, მამკვიდრებლის ქონება ინახებოდა სს ,,თ----- ბ---–-“. ამ უკანასკნელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაეცვა პირის საბანკო ანგარიშები, სამკვიდრო ქონება და არ მოეხდინა მისი განკარგვა სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე. ამდენად, სს ,,თ----- ბ----ს“ მიერ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1427-ე მუხლის საფუძველზე, მამკვიდრებლის ქონების ერთ-ერთ მემკვიდრეზე-ი----- გ------–-–---–--- გადაცემა სამკვიდროს განკარგვის მიზნით, კერძოდ, მამკვიდრებლის დაკრძალვის და იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მიზნით, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, რაც ს------- კ---------- სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმ ნაწილში, თითქოს ბ---- არ ჰქონდა უფლება სამკვიდრო მოწმობის წარდგენამდე ერთ-ერთ მემკვიდრეზე გადაეცა მამკვიდრებლის ქონება. სასამართლომ არ გაითვალისწინა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა, რომლის შინაარსშიც პირდაპირ იკითხება, რომ ი----- გ------–-–---–- მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, რომ განეკარგა სამკვიდროში შემავალი თანხები/ნივთები, მათ შორის გაესტუმრებინა მამკვიდრებლის ვადამოსული ვალდებულებები. 3.2. სამკვიდროს მიღების ვადაა 6 თვე, რომელიც აითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრულია სამკვიდროს მიღების ორი გზა: ა) სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანა; ბ) სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა. სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება შეიძლება წარედგინოს ნებისმიერ ნოტარიუსს. ნოტარიუსი, რომელიც მიიღებს მითითებულ განცხადებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ეს სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში. 3.3. სასამართლოს ჯეროვანი ყურადღება არ გაუმახვილებია იმ განცხადებების შინაარსსა და მიზნობრიობაზე, რითაც ბ---- მიმართეს ს------- კ---------მ და ი----- გ------–-–---–--, არ დაინტერესებულა, ი----- გ------–-–---–- სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანით შეუდგა თუ არა სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას და მართვას; მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის, თუნდაც მცირე მონაკვეთში, ჰქონდა, თუ არა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი; ფაქტობრივად ფლობდა თუ არა მამკვიდრებლის კუთვნილ იმ დოკუმენტებს, რომელიც დაადასტურებდა სამკვიდრო მასაში თუნდაც საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობას, რომელთა მტკიცების ტვირთი უნდა დაკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, როგორც მემკვიდრეს. 3.4. გაზიარებული არ იქნა ბ----ს პოზიცია, რომ ი----- გ------–-–---–-ს მიერ, მამკვიდრებლის ანგარიშიდან თანხის გატანას საფუძვლად დაედო ის, რომ მან პირველმა მიმართა ბ----, ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, ადასტურებდა, რომ თანხა ესაჭიროებოდა გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯების (3500 ლარი) დასაფარად და ადვოკატის მიმართ არსებული ვალდებულების შესასრულებლად (20 000 ლარი). 3.5. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბ---- არ არის უფლებამოსილი ორგანო არკვიოს ვინმეს მემკვიდრეობა, შეითავსოს ნოტარიუსის უფლებამოსილებები, დაადგინოს გარდაცვლილი პირების საბანკო ანგარიშების განმკარგველები. იგი ეყრდნობა, მხოლოდ იმ დოკუმენტაციას, რომელსაც სავარაუდო მემკვიდრე წარმოადგენს. ბ---- წარმოადგენს მომსახურე ორგანიზაციას, რომელიც სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია გასწიოს შესაბამისი საოპერაციო-საფინანსო სერვისი. 3.6. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა ბ----ს უარიდან 3 წლის შემდეგ და არ გამოარკვია, თუ რა იყო ასეთი დაგვიანების მიზეზი. 3.7. გასაჩივრებული გადაწყვტილებით არასამართლიანად განაწილდა მტკიცების ტვირთი. მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშიდან თანხის განკარგვის კანონიერების უფლებამოსილების მტკიცების ტვირთი დაეკისრა ბ---- და არა მოსარჩელეს, რომელიც ვალდებული იყო დაესაბუთებია საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილი თანასაკუთრების წარმომავლობა, მით უმეტესს, როცა საკითხი ეხებოდა არა უძრავ ქონებას, წილს სამეწარმეო საქმიანობაში, სატრანსპორტო საშუალებას და სხვა, არამედ ფულად მატერიალურ სიკეთეს, რომლის წარმომავლობის დადასტურება სწორედ მოსარჩელეს ვალდებულებაა, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ მეუღლეები თანხის განთავსების დროისათვის, აღარ ეწეოდნენ ერთობლივ მეურნეობას და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებითაც დადასტურებულია, რომ ისინი განქორწინებულები იყვნენ. 3.8. სასამართლომ, ბანკთან მიმართებით ცალსახად არასწორად განმარტა სსკ-ის 1158-ე, 1164-ე, 1319-ე, 1336-ე, 1328-ე 1427-ე მუხლები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტებს, როდესაც სამკვიდრო ქონების დაცვისა და განკარგვის სისწორის პასუხისმგებლობა ბ---- დააკისრა. საერთოდ არ გაითვალისწინა და უგულვებელყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 71-ე ბრძანება - "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" 77-ე მუხლის დანაწესი, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.8. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს, ასევე მხარეთა შორის არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, რამაც სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა. 4.4. აპელანტის პრეტენზიის გათვალისწინებით პალატა დამატებით ადგენს: დადგენილია, რომ 2015 წლის 07 თებერვალს, ი----- გ------–-–---–-- განცხადებით მიმართა სს ,,თ----- ბ----“, სადაც მიუთითა, რომ მისი შვილი ი-----–- გ------–-–---–- გარდაიცვალა 2015 წლის 23 იანვარს, რომელსაც, ხელშეკრულების მიხედვით, შესასრულებელი ჰქონდა ვალდებულება მისი ადვოკატის - რ---------------–--–---- მიმართ 20000 ლარის ოდენობით და რომლის შესრულების ვადა დამდგარი იყო. ასევე დასაფარი იყო დაკრძალვის ხარჯების ნაწილი - 3500 ლარი. ამ გარემოებებზე მითითებით მოითხოვა, აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, ი-----–- გ------–-–---–-ს სახელზე არსებული ანგარიშებიდან გადაეცათ მისთვის 23500 ლარი ან მისი ექვივალენტი დოლარი. 4.5. სს „------- ბ----სათვის“ წარდგენილი, ი----- გ------–-–---–-ს განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებით-2015 წლის 03 თებერვალს, ნოტარიუს მ------------–---–-- მიერ, ი----- გ------–-–---–--- გაცემული სანოტარო აქტის - „სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა“-ს თანახმად, ი----- გ------–-–---–- უფლებამოსილი იყო წარმოედგინა სამკვიდრო მასა ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლის მონაწილეც იყო მამკვიდრებელი: სამკვიდროში შემავალი თანხების, ნივთების განკარგვა/გარდა უძრავი ქონებისა/, რაც აუცილებელი იყო მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობის, აგრეთვე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის, მათ შორის მამკვიდრებლის ვადადამდგარი ვალდებულებების შესრულებისათვის (პუნქტი 5 ,,ვ“). (იხ. სანოტარო აქტი, ს/ფ 56-58) 4.6. სს „------- ბ----სათვის“ წარდგენილი, ი----- გ------–-–---–-ს განცხადებაზე თანდართული, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2014 წლის 11 სექტემბერს, ი-----–- გ------–-–---–-ა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ რ---------------–--–---- შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ს------- კ---------- მიმართ ინტერესების დაცვა საერთო სასამართლოებში მის სარჩელზე, რომელიც განსახილველად ჰქონდა წარმოებაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სადაც სასარჩელო მოთხოვნა იყო ქორწინების შეწყვეტა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება (მუხლი 2); კლიენტს ადვოკატისათვის, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში, იურიდიული მომსახურების საფასურის (ჰონორარის) სახით უნდა გადაეხადა 20 000 ლარი (მუხლი 4.1.). (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 64-65). 4.7. საქმეში განთავსებული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით ირკვევა, რომ ს------- კ---------სა და ი-----–- გ------–-–---–- შორის მიმდინარეობდა, როგორც განქორწინების თაობაზე, ისე ქონებრივი დავები და ამ დავებში ი-----–- გ------–-–---–-ს ინტერესებს იცავდა ადვოკატი რ---------------–--–---. 4.8. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნით, უნდა გაირკვეს შემდეგი საკითხები: 1. რა სახის შენატანი განახორციელა ი-----–- გ------–-–---–-- სს „-------“ ბ---–-, ეს იყო მიმდინარე ანგარიშზე თანხის განთავსება, თუ ანაბარი; 2. ცნობილი იყო, თუ არა ბ----სათვის, ამ თანხაზე ს------- კ---------- თანასაკუთრების უფლება; 3. ი----- გ------–-–---–-ს მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, წარმოეშვა, თუ არა ბ---- ვალდებულება გადაეცა მისთვის, გარდაცვლილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა და ეს გადაცემა ითვლება, თუ არა ვალდებულების შესრულებად, რაც იწვევს ვალდებულების შეწყვტას. 4.9. სადავო საკითხების დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. საპროცესო კანონმდებლობა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლი) ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ სს „------- ბ----სათვის“ ცნობილი იყო ი-----–- გ------–-–---–-ს საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხაზე-11407,56 აშშ დოლარზე ს------- კ---------- თანასაკუთრების უფლება, რაც გამორიცხავდა სხვა მემკვიდრეზე ამ თანხის სრულად გაცემას-მოსარჩელეს მტკიცების ვალდებულებაა. იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ ი-----–- გ------–-–---–-ს გარდაცვალებიდან 6 თვეზე ადრე, სამკვიდრო მოწმობის არარსებობის პირობებში, საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის-11407,56 აშშ დოლარის „სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობის“ საფუძველზე, ბ---- ეკისრებოდა ვალდებულება, ამ მოწმობის წარმდგენზე გაეცა ი. გ------–-–---–-ს ანგარიშზე არსებული თანხა და, რომ თანხის გაცემით, მისი მხრიდან ვალდებულება შესრულებულად ითვლებოდა, რამაც გამოიწვია ვალდებულების შეწყვეტა-სს „------- ბ----ს“ ვალდებულებაა. სამართლებრივი დასაბუთება 4.10. მოსარჩელეს მითითებით, ბ----- ი----- გ------–-–---–--- თანხის გაცემით, არასწორად განკარგა მისი მეუღლის ანგარიშზე არსებული თანხა, რის გამოც მოპასუხის არამართლზომიერი და ბრალეული მოქმედებით ვერ მიიღო, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული თანხიდან, ასევე სამკვიდრო მასიდან მისი კუთვნილი თანხის ნაწილი, რითაც მიადგა ზიანი. მოსარჩელეს აღნიშნული პრეტენზიის სამართლებრივად შეფასების მიზნით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ს------- კ---------- სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 373.1-ე 394.1-ე, 395.1-ე, 859-ე და 408-ე მუხლებიდან, რომელთა მიხედვითაც, ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია, თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშში. შესაძლებელია ანგარიშის მფლობელის მითითების საფუძველზე, იგივე ოპერაციები განხორციელდეს ნაღდი ფულით. მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება, მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. 4.11. პალატა, ასევე დამატებით მიუთითებს „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბ----ს პრეზიდენტის 2011 წლის 07 აპრილის №24/04 ბრძანების მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ბ---–- პირს შეიძლება გაეხნას შემდეგი სახის ანგარიშები: ა) მიმდინარე ანგარიში; ბ) სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში; გ) საკორესპონდენტო ანგარიში; დ) საკასო მომსახურების ანგარიში; ე) ნომინალური მფლობელობის ანგარიში. მიმდინარე ან სადეპოზიტო ანგარიში შეიძლება გაეხსნას და მას შეიძლება განკარგავდეს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში). ანგარიშის განკარგვის პირობები განისაზღვრება ანგარიშის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით. 4.12. ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის „პ“ ნ“ ქვეპუნქტების თანახმად, მიმდინარე ანგარიში არის საბანკო ანგარიში, რომლებზეც აღირიცხება პირის ფულადი სახსრები და რომელსაც განკარგავს კლიენტი გადახდების განსახორციელებლად ან სხვა მიზნით, ხოლო სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში ეს არის ანგარიში, რომელზეც აღირიცხება პირის მოთხოვნამდე ან გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები. ვინაიდან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საბანკო ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ ი-----–- გ------–-–---–- სს „------- ბ---–-“ 11407,56 აშშ დოლარი განთავსებული ჰქონდა მიმდინარე ანგარიშზე, საიდანაც, ანგარიშის მფლობელს, ან უფლებამოსილ პირს, ნებისმიერ დროს შეეძლო განეკარგა მასზედ აღრიცხული თანხა, ხოლო ბ---- ვალდებული იყო ასეთი პირთა მოთხოვნის შემთხვევაში, შეესრულებინა ანგარიშის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის მითითება. 4.13. სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ ბ---- არ იყო უფლებამოსილი სრულად განეკარგა ანგარიშზე არსებული თანხა, ვინაიდან ამ თანხის ნაწილი წარმოადგენდა თანასაკუთრებაში მის წილს. მართალია, სსკ-ის 1158-ე მუხლის საფუძველზე ს------- კ---------ს შესაძლოა ჰქონოდა ანგარიშზე განთავსებული თანხის ნახევარზე საკუთრების უფლება, თუმცა არ დასტურდება, რომ საბანკო ხელშეკრულება შეიცავდა ამ თანხის განკარგვაზე ს. კ---------- უფლებამოსილებას, რაც ადასტურებს, რომ ბ----სათვის უცნობი იყო ამ ფაქტის თაობაზე, რაც ამავე კოდექსის 1160-ე მუხლიდან გამომდინარე გამორიცხავს ამ საფუძვლით თანხის განკარვის თაობაზე ბ----ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობას. 4.14. იმ საკითხის გადასაწყვეტად, ი----- გ------–-–---–-ს მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, წარმოეშვა, თუ არა ბ---- ვალდებულება გადაეცა მისთვის, გარდაცვლილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა და ეს გადაცემა ითვლება, თუ არა ვალდებულების შესრულებად, რაც იწვევს ვალდებულების შეწყვეტას- პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 1498-ე მუხლის თანახმად, თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. 4.15. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 71-ე ბრძანებით დამტკიცებული "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" 77.1-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. 4.16. 2015 წლის 03 თებერვალს, ი----- გ------–-–---–--- გაცემული „მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ“ სანოტარო აქტის შინაარსის ანალიზის მიხედვით პალატა მიიჩნევს, რომ ამ აქტის საფუძველზე, ი----- გ------–-–---–- უფლება ჰქონდა ემართა სამკვიდრო მასში შემავალი აქტივები და პასივები, ენიჭებოდა სამკვიდროში შემავალი თანხების განკარგვის უფლება, რაც აუცილებელი იყო მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის, ასევე მამკვიდრებლის ვადადამდგარი ვალდებულებების შესრულებისათვის. შესაბამისად, სს „------- ბ----“ ვალდებული იყო შეესრულებია ი----- გ------–-–---–-ს მითითება დაკრძალვის ხარჯებისა და ი-----–- გ------–-–---–-ს ვადამოსული ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით, მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გადაცემაზე, მით უფრო როდესაც წარდგენილი იყო ი-----–- გ------–-–---–-ს მიერ ადვოკატთან დადებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, რაც ადასტურებდა ი.გ------–-–---–-ს ვადამოსულ ვალდებულებას 20000 ლარის გადახდაზე, ასევე, დაკრძალვისთვის მოთხოვნილი თანხის გონივრულ ოდენობას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ი----- გ------–-–---–-ს მიერ წარდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე, სს ,,თ----- ბ----ს“ მიერ ი-----–- გ------–-–---–-ს ანგარიშზე განთავსებული თანხის მითითებული მიზნობრიობით გაცემა ვერ ჩაითვლება ბ----ს მიერ არამართლზომიერ ქმედებად, რაც გამორიცხავს ს------- კ---------- მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მის პასუხისმგებლობას 4.17. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ანალოგიური სანოტარო აქტის საფუძველზე ს------- კ---------ს ბ----- უარი უთხრა თანხის გაცემაზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ ვერ ჩაითვლება, რადგან ს------- კ---------- მიმართვამდე ბ---- სადავო თანხა უკვე გაცემული ჰქონდა ი----- გ------–-–---–---. ამდენად, არ არსებობს ს------- კ---------- სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 4.18. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას არასწორად გამოიყენა საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბ----ს პრეზიდენტის 2011 წლის 07 აპრილის №24/04 ბრძანების მე-12 მუხლი, ვინაიდან ამ ნორმით დადგენილია საბანკო დაწესებულებაში პირის ანგარიშის დახურვის, და არა ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის წესი. 4.19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, რის გამოც ს------- კ---------- სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ს------- კ---------- სასარჩელო მოთხოვნა სს “თ----- ბ----ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ს------- კ---------ს, სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -915,24 ლარის ანაზღაურება, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გადახდილი სახ. ბაჟი-630 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს “თ----- ბ----ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ს------- კ---------- სასარჩელო მოთხოვნა სს “თ----- ბ----ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. ს------- კ---------ს, სს „------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისთვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-915,24 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე