1. ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშში.
2. შესაძლებელია ანგარიშის მფლობელის მითითების საფუძველზე იგივე ოპერაციები განხორციელდეს ნაღდი ფულით.
3. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშის მფლობელს შეიძლება დაეკისროს მომსახურების ხარჯების გადახდ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(13)
საქმე №ას-577-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2025
…სასარჩელო მოთხოვნების მატერიალურსამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, წინამდებარე საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების საფუძველზე ( სსკ-ის 859.1 მუხლი), რომლის ფარგლებშიც, ბანკი ვალდებული იყო, თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან ეწარმოებინა გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და…
…ალტერნატიული შესრულება, რომელთაგან რეალურად შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთ-ერთი. ის თუ, რომელი საგნით შესრულდება ვალდებულება, დამოკიდებულია ხელშეკრულების მხარის (მოვალის ან კრედიტორის) არჩევანზე. 21. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 859-ე მუხლს მოიხმობს, რომლის თანახმად: „1. ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს…
…დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი (იხ.წინამდებარე განჩინების პ.7). 13. მოსარჩელის მოთხოვნა 16 620 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე ეფუძნება სსკ-ის 859-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 861-ე მუხლს. შესაბამისად, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობების შესრულებაზე იყო დამოკიდებული სარჩელის…
…სოფ. ანაკლიის ტერიტორიაზე მდებარე, მის კუთვნილ ბუნგალოებში საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისას, კლიენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებდა ბანკის ტერმინალის გამოყენებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ 859-ე, 860-ე, 861-ე მუხლები; იხ. ხელშკრულება - ს.ფ. 65-72) 2. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ტერმინალის მეშვეობით, 2014 წლის 26-27 აგვისტოს დაფიქსირდა 25 550…
საქმე №ას-84-80-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2013
…გამო, ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2010 წლის 24 მაისს მოსარჩელესა და ი.მ-ს შორის დაიდო N01 თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა ი.მ-მა, სამოქალაქო კოდექსის 859-ე მუხლის შესაბამისად, N7952701 ხელშეკრულებით მსესხებლის ვალდებულების გამო, იკისრა პასუხისმგებლობა პირადი ქონებით. N7952701 ხელშეკრულების…
საქმე №ას-159-867-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2003
საქმე №3გ/ად-106/144კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2002
საქმე №3კ/829-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2001
საქმე №3კ/629-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2001
მუხლი 1. ადგილობრივი მმართველობის ცნება— ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ