მუხლი 862. ანგარიშის მფლობელის დავალების გაუქმების შედეგები
1. ანგარიშის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს საკრედიტო დაწესებულებისათვის მიცემული დავალება, ვიდრე გადარიცხვა რეალურად არ მომხდარა. სხვა შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება მოვალეა შესრულებაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო პირებს.
2. დავალების დროულად გაუქმების შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება მოვალეა კვლავ აღადგინოს თანხა მფლობელის ანგარიშზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №3კ/629-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2001
…ამასთან, ბანკის მიერ საოპერაციო დღის განმავლობაში მიღებული საბუთები ბალანსზე გატარდება იმავე დღის განმავლობაში. კოლეგიის განმარტებით, ბანკმა არ შეასრულა,,საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების” 2.4. და 2.5. მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 862-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც საკრედიტო დაწესებულება მოვალეა ანგარიშის მფლობელის დავალების შესრულებაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ…