მუხლი 864. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა
1. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ორივე მხარის მიერ ნებისმიერ დროს.
2. საკრედიტო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ისე შეწყვიტოს საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება, რომ ანგარიშის მფლობელმა სხვაგვარად შეძლოს საანგარიშსწორებო მომსახურების მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი შეწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს ან საკრედიტო დაწესებულების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონით არის განსაზღვრული.
საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4463 - ვებგვერდი, 11.11.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.10.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 864. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა 1. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ორივე მხარის მიერ ნებისმიერ დროს. 2. საკრედიტო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ისე შეწყვიტოს საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება, რომ ანგარიშის მფლობელმა სხვაგვარად შეძლოს საანგარიშსწორებო მომსახურების მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი შეწყვეტისათვის არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს ან საკრედიტო დაწესებულების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონით არის განსაზღვრული.