1. თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.
2. კრედიტის გამცემი მოვალეა კრედიტის ამღების მოთხოვნით დააბრუნოს უზრუნველყოფა, რომელიც აღემატება დაფარვის შეთანხმებულ ფარგლებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(18)
საქმე №ას-1585-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2023
…ოფციონალურ უფლებას გამოიყენებდეს (მოვალეზე კრედიტს გასცემდეს), მას სჭირდება გსხ-ის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლოა მოხდეს როგორც სანივთო, ისე პიროვნული (პირადი) უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით (იხ. სსკ-ის 870-ე მუხლი). სწორედ ამიტომ არის სავალდებულო საბანკო რესურსების ხელშეკრულებაში მოვალისათვის გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობის წინასწარ განსაზღვრა, რადგან…
საქმე №ას-388-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2020
…განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნა გამომდინარეობს სესხის, საბანკო კრედიტის, თავდებობის, სანივთო უზრუნველყოფისა და სამემკვიდრეო სამართლიდან, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 867-ე, 870-ე, 891-ე, 286-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1484-ე მუხლები წარმოადგენს, თუმცა, მოპასუხის შესაგებლიდან გამომდინარე, მოთხოვნა განუხორციელებადია. შესაგებლის თანახმად,…
…ოფციონალურ უფლებას გამოიყენებდეს (მოვალეზე კრედიტს გასცემდეს), მას სჭირდება გსხ-ის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლოა მოხდეს როგორც სანივთო, ისე პიროვნული (პირადი) უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით (იხ. სსკ-ის 870-ე მუხლი). სწორედ ამიტომ არის სავალდებულო საბანკო რესურსების ხელშეკრულებაში მოვალისათვის გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობის წინასწარ განსაზღვრა, რადგან…
საქმე №ას-1856-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2019
…მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო მსჯელობის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებაა, ამ მხრივ პალატა განმარტავს, რომ მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 870.1, 891.1, 895-ე მუხლები არეგულირებს. უდავოა, რომ მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და, სამოქალაქო…
…დოკუმენტებისა და მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების მისადაგების შედეგად საკასაციო სასამართლო განმარტავს: 20.2.1. კასატორის (ბენეფიციარის) მოთხოვნის დამფუძნებელ სამართლებრივ ნორმას გარანტის (მეორე მოპასუხის) მიმართ წარმოადგენს სსკ-ის 870-ე მუხლი: „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით…