გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2019
საქმის ნომერი
330210018002732494
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/33855-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან კურცხალია

 

მოსარჩელე - სს „თ----------ი“

წარმომადგენელი - დ----- თ---------–---–ი

 

მოპასუხე - გ------------------–---ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ------------------–---ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5678.00 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა - 4333.06 ლარი; საპროცენტო ვალი - 911.70 ლარი; ჯარიმა - 433.24 ლარი; დაზღვევა - 0.00 ლარი;

 

1.2. მოპასუხე გ------------------–---ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს N 3-------------- საბანკო კრედიტის (განვადების) ხელშეკრულებიდან გამომდინარე 905.00 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა - 822.23 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 0.00 ლარი; ჯარიმა - 8277 ლარი;

 

1.3. მოპასუხე გ------------------–---ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1366.70 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა - 1000.00 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 366.70 ლარი; ჯარიმა - 0.00 ლარი.

 

1.4. მოპასუხე გ------------------–---ს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს: N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს გადახდა 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს – 233.30 ლარისა.

 

1.5. მოპასუხე გ------------------–---ს, სს თ----------ის სასარგებლოდ, დაეკისროს: N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 0.10%-ის ოდენობით, სესხის ძირითად თანხაზე 4333.06 ლარზე, 16.11.2018 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს - 90 დღის განმავლობაში, რაც დღეში შეადგენს 4.33 ლარს, ხოლო ჯამურად - 389.70 ლარს.

 

1.6. მოპასუხე გ------------------–---ს, სს თ----------ის სასარგებლოდ, დაეკისროს: N 3-------------- საბანკო კრედიტის (განვადების) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 0.10%-ის ოდენობით, სესხის ძირითად თანხაზე 822.23 ლარზე, 16.11.2018 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს - 90 დღის განმავლობაში, რაც დღეში შეადგენს 0.82 ლარს, ხოლო ჯამურად -73.80 ლარს.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 24 მარტს სს ,,თ----------სა’’ და გ------------------–---ს შორის დაიდო N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 5000 ლარი, 1471 დღის ვადით და წლიური 34%-ის დარიცხვით. მსესხებელს თანხა უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

2018 წლის 21 იანვარს სს ,,თ----------სა’’ და გ------------------–---ს შორის დაიდო N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალით მსესხებელზე სესხის (განვადება) სახით გაიცა 986.67 ლარი, 380 დღის (12 გადახდა) ვადით და წლიური 0.00%-ის დარიცხვით. მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა 84.15 ლარის ოდენობით ყოველ გადახდაზე.

 

2018 წლის 05 აპრილს სს ,,თ----------სა’’ და გ------------------–---ს შორის დაიდო N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ელექტრონული სახით, რომლის ძალით მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 1000 ლარი 2019 წლის 05 აპრილამდე. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საკომისიოს ("საპროცენტო სარგებელი") სახით 50 ლარი დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.

 

მოპასუხის მიერ დაირღვა სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდები, რის შესახებაც ბანკის მიერ მსესხებელი გაფრთხილებულ იქნა, თუმცა - უშედეგოდ.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს, როგორც მოვალეს, მოსარჩელის, როგორც კრედიტორის მიმართ გააჩნია შემდეგი სახის დავალიანება:

 

3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 4333,06 ლარი, პროცენტი - 911,70 ლარი, ჯარიმა - 690,54 ლარი და დაზღვევის თანხა - 8,39 ლარის ოდენობით.

 

3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 822,23 ლარი და ჯარიმა - 643,08 ლარის ოდენობით.

 

3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 1000 ლარი, პროცენტი - 366,70 ლარი და ჯარიმა - 787,20 ლარის ოდენობით.

 

(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე გ------------------–---მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ სცნო და განმარტა, რომ იგი ეთანხმება მხოლოდ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხების ოდენობას, თუმცა არ ეთანხმება სარგებლისა და პირგასამეტხლოს დარიცხვას, როგორც შეუსაბამოდ მაღალს. მოსარჩელის მიერ სამი ხელშეკრულებიდან ჯამში 2077 ლარის პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი მოცულობისაა, რაც ყოვლად დაუშვებელია და მიზნად ისახავს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა. ასევე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოაპსუხის მიერ არ წარმოდგენილა, ამასთან, მისთვის უცნობი და გაუთვალისწინებელი იყო მიუღებელი შემოსავლის არსებობა სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების თუ მიმდინარე ეტაპზე, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლო იყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის დადებული სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულებები მოპასუხის მიერ დაირღვა და ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; ამონაწერი სამივე ხელშეკრულებიდან

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2017 წლის 24 მარტს სს ,,თ----------სა’’ და გ------------------–---ს შორის დაიდო N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 5000 ლარი, 1471 დღის ვადით და წლიური 34%-ის დარიცხვით. მსესხებელს თანხა უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ყოველთვიური შენატანის სახით განისაზღვრა 197,64 ლარი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სადაზღვევო ხარჯი - 91,06 ლარი სიცოცხლის დაზღვევისათვის, ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო და საკომისიო წინსწრებით დაფარვისათვის. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა შორის განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობა 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და დავალიანების თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2018 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით, მოსპასუხეს სს ,,თ----------ის’’ მიმართ გააჩნია შემდეგი დავალიანება 5943.69 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4333.06 ლარი; საპროცენტო ვალი - 911.70 ლარი; ჯარიმა - 690.54 ლარი; დაზღვევა - 8.39 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი (ს.ფ. 18)

- გადახდის ფორმა (ს.ფ. 19-20)

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 22-23)

- 2017 წლის 24 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #3-------------- დაფარვის გრაფიკით (ს.ფ. 24-30)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 38)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2018 წლის 21 იანვარს სს ,,თ----------სა’’ და გ------------------–---ს შორის დაიდო N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება „სწრაფი განვადება“, რომლის საფუძველზე მსესხებელზე სესხის (განვადება) სახით გაიცა 986.67 ლარი, 380 დღის (12 გადახდა) ვადით და წლიური 0.00%-ის დარიცხვით. მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა 84.15 ლარის ოდენობით ყოველ გადახდაზე ყოველთვიურად. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა საკომისიო წინსწრებით დაფარვისათვის და საკომისიო რეფინანსირებისთვის. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება პირგასამტეხლოზე, კერძოდ, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2 ლარი, ასევე 0,50% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

2018 წლის 15 ნოემბრის მსესხებელს სს ,,თ----------ის’’ მიმართ გააჩნია 1478.61 ლარის ოდენობის დავალიანება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 822.23 ლარი და - 643.08 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი (ს.ფ. 31)

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 33)

- 2018 წლის 21 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #3-------------- და დაფარვის გრაფიკით (ს.ფ. 34-37)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 38)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. 2018 წლის 05 აპრილს სს ,,თ----------სა’’ და გ------------------–---ს შორის დაიდო N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ელექტრონული სახით, რომლის საფუძველზე მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 1000 ლარი 2019 წლის 05 აპრილამდე ვადით. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სარგებლის სახით 50 ლარი, თანახმად დაფარვის გრაფიკისა.

 

2018 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით მსესხებელს სს თ----------ის მიმართ გააჩნია 2153.90 ლარის დავალინება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1000 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 366.70 ლარი და ჯარიმა - 787.20 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 36)

- დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 37; 41)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 38)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. მოპასუხის მიერ დაირღვა სამივე ხელშეკრულების პირობები, რის გამოც მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით წერილობით შეატყობინა ვალდებულების შესრულების თაობაზე მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინებები და გზავნილები (ს.ფ. 42-45)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს „თ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, თუმცა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შემცირდეს მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 870-ე, 873-ე, 417-ე, 420-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის დაიდო სამი საკრედიტო ხელშეკრულება, კერძოდ:

 

2017 წლის 24 მარტს სს ,,თ----------სა’’ და გ------------------–---ს შორის დაიდო N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 5000 ლარი, 1471 დღის ვადით და წლიური 34%-ის დარიცხვით. მსესხებელს თანხა უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ყოველთვიური შენატანის სახით განისაზღვრა 197,64 ლარი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სადაზღვევო ხარჯი - 91,06 ლარი სიცოცხლის დაზღვევისათვის, ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო და საკომისიო წინსწრებით დაფარვისათვის. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა შორის განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობა 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და დავალიანების თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2018 წლის 21 იანვარს სს ,,თ----------სა’’ და გ------------------–---ს შორის დაიდო N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება „სწრაფი განვადება“, რომლის საფუძველზე მსესხებელზე სესხის (განვადება) სახით გაიცა 986.67 ლარი, 380 დღის (12 გადახდა) ვადით და წლიური 0.00%-ის დარიცხვით. მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა 84.15 ლარის ოდენობით ყოველ გადახდაზე ყოველთვიურად. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა საკომისიო წინსწრებით დაფარვისათვის და საკომისიო რეფინანსირებისთვის. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება პირგასამტეხლოზე, კერძოდ, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2 ლარი, ასევე 0,50% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

2018 წლის 05 აპრილს სს ,,თ----------სა’’ და გ------------------–---ს შორის დაიდო N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ელექტრონული სახით, რომლის საფუძველზე მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 1000 ლარი 2019 წლის 05 აპრილამდე ვადით. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სარგებლის სახით 50 ლარი, თანახმად დაფარვის გრაფიკისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხეს ჯეროვნად არ შეუსრულებია, აღნიშნულმა გამოიწვია პირგასამტეხლოების დაკისრება თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება როგორც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, ასევე ის ფაქტი, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ამასთან მოპასუხემ ცნო სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხემ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის ნაწილში, შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო 433.24 ლარი უნდა შემცირდეს 200 ლარამდე. ასევე უნდა შემცირდეს ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 389.70 ლარიდან 100 ლარამდე.

 

რაც შეეხება N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილ ჯარიმას 82,77 ლარს, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა არის გონივრული და არ უნდა შემცირდეს, ხოლო ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო 73.80 ლარიდან უნდა შემცირდეს 30 ლარამდე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მეირ არ ყოფილა პირგასამტეხლო მოთხოვნილი, შესაბამისად, სასამარტლო აღნიშნულზე არ იმსჯელებს.

 

7.3 რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე გ------------------–---ს, სს თ----------ის სასარგებლოდ N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს გათვალისწინებული საკომისიოს გადახდა 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს - 233.30 ლარისა, მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 1000 ლარი 2019 წლის 05 აპრილამდე ვადით. ამასთან, მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი 50 ლარის ოდენობით დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პერიოდულობით. ამდენად, მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ხელშეკრულები მოქმედების ვადა, ასევე ყოველთვიურად შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა. შესაბამისად, ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობით, მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარგებელი - 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 50 ლარისა, რაც სასამარტლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე სესხის ძირი თანხის ნაწილში სამივე ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 259.40 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 184.65 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 184.65 ლარის ოდენობით კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 52.24 ლარის ანაზღაურება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხე გ------------------–---ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე გ------------------–---ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 4333.06 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 911.70 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 200 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე გ------------------–---ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ N 3-------------- საბანკო კრედიტის (განვადების) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 822.23 ლარისა და ჯარიმა - 82,77 ლარის ოდენობით.

 

1.3. მოპასუხე გ------------------–---ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 1000 ლარი და საპროცენტო სარგებელი - 366.70 ლარის ოდენობით.

 

1.4. მოპასუხე გ------------------–---ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს – 50 ლარის ზიანის სახით ანაზღაურება.

 

1.5. მოპასუხე გ------------------–---ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით დაკისროს სესხის ძირითად თანხაზე 4333.06 ლარზე, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს - 90 დღის განმავლობაში, შემცირებული პირგასამტეხლო არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.

 

1.6. მოპასუხე გ------------------–---ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს სესხის ძირითად თანხაზე 822.23 ლარზე, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს - 90 დღის განმავლობაში, შემცირებული პირგასამტეხლო არაუმეტეს 30 ლარის ოდენობით.

 

2. მოსარჩელეს მის მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 209,40 ლარიდან დაუბრუნდეს 184,65 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 24,75 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე გ------------------–---ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 52,24 ლარის ანაზღაურება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე