გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/14190-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე შპს „ე-----------------“
წარმომადგენელი ნ------- ჯ----–--ე
მოპასუხე ქ------- ხ--------ი
წარმომადგენელი თ----–- მ--–-----ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ქ------- ხ--------ს მოსარჩელის შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ 2017 წლის 23 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომინდარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა 11 500 ლარი, სარგებელი - 2698,66 ლარისა და პირგასამტეხლო 194 ლარის ოდენობით.
1.2. აღნიშნული ვალდებულების გადახდევინება მოხდეს დაგირავებული ა/მანქანის „მ-------------–----------”, სარეგისტრაციო ნომრით K------, ტრანსპორტის საინედტიფიკაციო # W---------------- რეალიზაციის გზით, ხოლო რეალიზაციის შედეგად მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხის მთელ ქონებაზე;
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 23 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N---------, რომელის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 11500 ლარი ყოველთვიური 5,5%. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „მერსედეს-ბენც“. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი და სარგებელი დაეფარა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ იფარებოდა როგორც ძირი თანხა, ასევე სარგებელი, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 741 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხემ ვერ შეასრულა ვალდებულება, მხარემ სარჩელის მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მოპასუხის დავალაინება ამჟამად შეადგენდა სესხის ძირი თანხა - 11 500 ლარის ოდენობით, სარგებელი 2017 წლის 23 თებერვლიდან სარჩელის შემოტანამდე ანუ 4 თვესა და 8 დღეზე არსებული სარგებელი - 2698,66 ლარის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით. ვინაიდან 2017 წლის 23 თებერვლიდან სარჩელის შემოტანამდე გასული იყო 97 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენდა 194 ლარს.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს გაეგზავნა დავალიანების დაფარვის მიზნით შეტყობინება და განესაზღვრა დრო ვალდებულების შესასრულებლად, მოპასუხის მიერ ვალდებულება არც სრულად და არც ნაწილობრივ არ შესრულებულა. ამასთან, 2017 წლის 08 თებერვლის დადგენილებით გირავნობის საგანზე სისხლის სამართლებრივი წესით გამოაყენებულია ყადაღა, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახორციელებს თავისი უფლებების დაცვას, ა/მანქანის რეალიზაციას არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, აღნიშნულიდან გამომდინარე მომართა სასამართლოს და ითხოვს მოპასუხეზე თანხის დაკისრებას (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქ------- ხ--------ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით მხარემ არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 23 იანვარს ნამდვილად გაფორმდა ხელშეკრულება იმ პირობებეით, რაც ხელშეკრულებაში იყო მითითებული, თუმცა 2017 წლის 08 თებერვალს ს----------–--------------------------------------------------–--–-- პროკურორის მიერ მის ა/მანქანაზე დადებული იქნა ყადაღა, რის გამოც მას ხელი შეეშალა ვალდებულების შესრულებაში და სწორედ ამ მიზეზით დღემდე ვერ ასრულებს ვალდებულებას. მოპასუხის განმარტებით, მართალია მოსარჩელემ მას ჩააბარა ვალდებულების შესრულების თაობაზე გაფრთხილების წერილი, თუმცა მან თავად შეატყობინა არსებული სიტუაციის თაობაზე მოსარჩელეს და ვინაიდან სხვა ქონებაც იყო დაყადაღებული, მოითხოვა სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინათ სესხის ხელშეკრულებზე სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა. მხარემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა იქნა მოთხოვნილი, რაც არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება ძირ თანხას - 11 500 ლარს, აღნიშნულს იგი ეთანხმებოდა და სცნობდა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი თვის ვალდებულება არ ყოფილა შესრულებული.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 23 იანვარს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #1-------, რომლის საფუძველზეც სესხის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 16 000 ლარი. სესხი იყო სარგებლიანი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც. გირავნობის საგანს კი წარმოადგენდა „მ-------------–----------”, სარეგისტრაციო ნომრით K------, გამოშვების წელი - 2---- ტრანსპორტის საინედტიფიკაციო # W----------------.
ამავე ხელშკრულების 6.4. პუნქტით განისაზღვრა, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებდა პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდებოდა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვებოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
ხელშეკრულების 8.15. პუნქტის შესაბამისად, კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეზე 36 თვის ვადით გასცა სარგებლიანი სესხის 11 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 23 იანვრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #1------- (ს.ფ. 16-21)
- ცნობა სს--------------–----–--------------------------------------------------------------------–----–---ს სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 22)
- სესხის დაფარვის გრაფიკი, დანართი N- (ს.ფ. 23)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. მოსარჩელის მიერ 2017 წლის აპრილის თვეში მოპასუხეს წერილობით ეცნობა არსებული დავალიანების თაობაზე, რაც შეადგენდა სესხის ძირი თანხა - 11 500 ლარს, სარგებელს - 1749,91 ლარსა და პირგასამტეხლოს - 84 ლარს.
მოსარჩელის მიერ მოპასუხეს ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა 2017 წლის 20 აპრილამდე ვადა.
აღნიშნული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 11 აპრილს, თუმცა ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ. 24)
- წერილობითი კორესპონდენცია (ს.ფ. 25)
4.3. 2017 წლის 18 მაისის ს---------------–----–------------------------------ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მოპასუხე ქ------- ხ--------ის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 2017 წლის 08 თებერვლიდან რეგისტრირებულია ყადაღა 2017 წლის 08 თებერვლის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ს----------–--------------------------------- მიერ.
ამავე ცნობის მიხედვით, იგივე სატრანსპორტო საშუალებაზე 2017 წლის 30 იანვრიდან რეგიტრისრებული შპს „ე-----------------“-ის გირავნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 18 მაისის ს---------------–----–------------------------------ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2017 წლის 08 თებერვლის დადაგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეზე პროკურორის მიერ მოპასუხე ქ-------- ხ--------ის სახელზე არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყენებული იქნა ყადაღა, მათ შორის ზემოაღნიშნულ დაგირავებულ ა/მანქანაზეც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება (ს.ფ. 51-53)
- სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 54-58)
4.4. 2017 წლის 24 მარტის განცხადების თანახმად, ქ------- ხ--------მა მიმართა მოსარჩელეს პროცენტების შეჩერების მოთხოვნით, ვინაიდან არ ჰქონდა ვალდებულების შესრულების საშუალება, ასევე ა/მანქანაზე არ ჰქონია პრეტენზია და წერილობით განაცხადა, რომ „ნებისმიერ წუთას შემიძლია ავტომობილი გადმოგცეთ დავალიანების დასაფარად“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 24 მარტის განცხადება (ს.ფ. 59)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 870-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 268-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
ამავე კოდექსის 870-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 23 იანვარს მახრეთა შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც დაგირავდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება. სესხის გაიცა 11 500 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით 5,5%-იანი სარგებლით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ასევე განისაზღვრა როგორც მოპასუხის სხვა ქონებაზე მიქცევის წესი, თუკი გირავნობის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდებოდა არსებული ვალდებულების დასაფარად, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსრულებაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შესაგებლით მართალია მოპასუხემ მიუთითა, რომ სარჩელს არ სცნობდა, თუმცა მე-4 ფაქტობრივ გარემოებას ანუ ძირი თანხის ნაწილში 11500 ლარის ვალდებულების არსებობას ეთანხმებოდა. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ სარჩელს სცნობდა სწორედ ძირი თანხის ნაწილში - 11 500 ლარის ნაწილში და არ ეთანხმებოდა მისთვის სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას.
ამდენად, სესხის ძირი თანხის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, აღნიშნულს ეთანხმება მოპასუხეც და ამ უკანასკნელს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ძირი თანხის ნაწილში ვალდებულების შესრულება.
7.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასხუე მხარეზე გადატანილი იყო იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მხრიდან მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო გირავნობის საგანზე ყადაღის დადების შედეგად, რამაც გავლენა იქონია ვალდებულების შესრულებაზე და რის გამოც მისი მხრიდან ვალდებულება ვერ შესრულდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული პოზიცია იმის თაობაზე, რომ მის საკუთრებაში არსებულ ა/მანქანაზე, რომელიც იყო 2017 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულებით გირავნობის საგანი, სისხლის სამართლებრივი წესით გამოყენებული ყადაღის დადებამ გამოიწვია მისთვის ხელის შეშლა ვალდებულების შესრულებაში და სწორედ ეს იყო მიზეზი ვალდებულების შეუსრულებლობის, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გარავნობის საგანს წარმოადგენდა მსუბუქი ა/მანქანა ანუ ისეთი ტიპის ა/მანქანა, რომელიც არ იყო კონკრეტული სპეციალური დანიშნულების და არ გამოიყენებოდა რომელიმე სამუშაოს შესასრულებლად. ამდენად, ა/მანქანის დაყადაღება თუ არ დაყადაღებას სასამართლო ვერ მიიჩნევს იმ გარემოებად, რამაც შესაძლოა ხელი შეეშალა მოპასუხისთვის მოსარჩელის მიმართ არსებული სესხის ხელშეკრულების პიროებების შესრულებაში. გირავნობის საგანაზე ყადაღის გამოყენება მოვალეს არ ათავისუფლების კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანებისგან.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 24 მარტის განცხადებაზე, რითაც ქ------- ხ--------ი ითხოვს პროცენრტების შეჩერებას და არსებული დავალიანების დასაფარად შეეძლო მოსარჩელესთვის გადაეცა ავტომობილი.
იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 08 თებერვლის პროკურორის დადგენილებით ა/მანქანის დაყადაღების შედეგად ქ------- ხ--------ს აეკრძალა ქონების განკარგვა, შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიერ 2017 წლის 24 მარტს განცხადებაში დაფიქსირებული გარემოება, რომ მას შეეძლო მოსარჩელისთვის დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, რეალურად უსაფუძვლო შეთავაზებას წარმოადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ წერილობითი შეტყობინებით, რომელიც მოპასუხეს 2017 წლის 11 აპრილს ჩაბარდა და რითაც 2017 წლის 20 აპრილამდე განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, მოსარჩელის მიერ პრაქტიკულად მიღებული იქნა მოპასუხის შეთავაზება იმ კუთხით, რომ თუკი ეს უკანასკნელი მას გადასცემდა გირავნობის საგანს - ავტომობილს, რომლის რეალიზაციის შედეგადაც მოსარჩელე დაიკმაყოფილებდა მოთხოვნას, შესაბამისად, მოსარჩელეს აღარ ექნებოდა პრეტენზია მოპასუხის მიმართ. ფაქტია, რომ არა მხოლოდ 2017 წლის 20 აპრილამდე, არამედ საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დროსაც კი მოპასუხეს არც ვალდებულება ჰქონია მოსარჩელის მიმართ შესრულებული და არც დაგირავებული საგანი - ავტომობილი არ გადაუცია.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ნაწილობრივ გაზიარებული იქნა მოპასუხის მოთხოვა სარგებლისა და პირგასამტეხლოს შეჩერების თაობაზე იმ კუთხით, რომ ჯერ მისცა საშუალება მოპასუხეს ამ უკანასკნელის განცხადებაშივე მითითებული ქმედებისთვის - ავტომობილის გადაცემისთვის, ასევე განუსაზღვრა დრო ვალდებულების შესასრულებად, და მხოლოდ ამის შემდეგ მომართა სასამართლოს პირველივე დარღვევიდან 4 თვესა და 8 დღის შემდეგ და სწორედ მითითებული ოდენობით ითხოვს სარგებლის დარიცხვას მოპასუხეზე, ისევე როგორც 97 კალენდარული დღის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად როგორც მოთხოვნილ სარგებელს, ასევე პირგასამტეხლოს და მოსარჩელის მიერ თავისი ქმედებით პრაქტიკულად მოაპასუხის მიმართ განხორციელდა გარკვეული სახის შეღავათები, რაც მხარემ ითხოვა 2017 წლის 24 მარტის განცხადებით.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების 8.15. პუნქტით განისაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქცევის წესი, შესაბამისად, სასამართლოს მიერ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 23 იანვრის ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა აღსრულების წესიც, კერძოდ, თუკი ვალდებულების დასაფარად საკმარისი არ იქნებოდა გირავნობის საგანი, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოპასუხის სხვა ქონებაზეც მიექცია აღსრულება. აღნიშნულზე მითითებულია ხელშეკრულების 6.4. პუქნტში, რის გამოც მოპასუხის სხვა ქონებაზე მიქცევის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სარჩელი სრულად დაკმაყოფიდლა, ამასთან მოპასუხის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე სესხის ძირი თანხის ნაწილში - 11 500 ლარის ნაწილში სარჩელი ქინა ცნობილი, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 01 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 431,77 ლარიდან 345 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა კი - 86,77 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე-----------------“-ის სარჩელი მოპასხუე ქ------- ხ--------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.
1.1. მოპასუხე ქ------- ხ--------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელის შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ 2017 წლის 23 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომინდარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა 11 500 ლარი, სარგებელი - 2698,66 ლარისა და პირგასამტეხლო - 194 ლარის ოდენობით.
1.2. აღნიშნული ვალდებულების გადახდევინება მოხდეს დაგირავებული ა/მანქანის „მ-------------–---–-----–--“ სარეგისტრაციო #K------, საიდენტიფიკაციო #W--------------------------------- რეალიზაციის გზით, ხოლო რეალიზაციის შედეგად მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლოვბის შემთხვევაში, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხე მოპასუხე ქ------- ხ--------ის (პ/ნ N0----------) მთელ ქონებაზე;
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 01 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 431,77 ლარიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 345 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 86,77 ლარი - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე ქ------- ხ--------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 86,77 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე