გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
საქმე №2/12846-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი დ----- ა-------–ი, ი-----–- ჩ---–---
მოპასუხეები თ----- ხ--–-–---–ი, დ------ ხ--–-–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს თ----- ხ--–-–---–სა და დ------ ხ--–-–---–ს 2015 წლის 28 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა 38407,24 აშშ დოლარის, პროცენტი - 2444,71 აშშ დოლარისა და ჯარიმა - 926,34 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ი-–------ის მ--- ჩიხი, N-, ს/კ N0--------------- და ქ.თბილისი, მ-------ს დასახლება, მ--- მ/რ, კორპ. N--, ბინა N- ს/კ N0---------------------- იძულებითი რეალიზაცია.
1.2. იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად, აღსრულება მიექცეს თ----- ხ--–-–---–ისა და დ------ ხ--–-–---–ის სხვა ქონებაზე.
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე თ----- ხ--–-–---–ს შორის 2015 წლის 28 ივლისს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, 360 თვის ვადით. იმავე მხრეებს შორის 2015 წლის 28 ივლისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 10,5%-ის სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თ----- ხ--–-–---–ის უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ი-–------ის მ--- ჩიხი, N- (ს/კ N0---------------) და ქ.თბილისი, მ-------ს დასახლება, მ--- მ/რ, კორპ. N--, ბინა N- (ს/კ N0----------------------), ასევე გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება დ------ ხ--–-–---–თან. მოპასუხე მხარეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებითა და სესხის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით, თუმცა მოპასუხეთა მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები. სარჩელის შემოტანის დროისთვის მოპასუხეებს მოსარჩელის წინეშე ერიცხებათ სესხის ძირი თანხა 38407,24 აშშ დოლარის, პროცენტი - 2444,71 აშშ დოლარისა და ჯარიმა - 926,34 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპაუსხეებზე სოლიდარულად. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რაელიზაცია, ხოლო თუ მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, აღსრულება უნდა განხორციელდეს მოპასუხეთა სხვა ქონებაზეც. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოაპსუხე თ----- ხ--–-–---–ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით, იგი ნაწილობრივ სცნობდა სარჩელს, ამასთან მიუთითა, რომ იგი იყო 2008 წლის ომით დაზარალებული და დევნილი. იმის გათვალისწინებით, რომ მას მცირე ბიზნესისთვის სჭირდებოდა თანხები, ბანკიდან გამოიტანა სესხი, თუმცა მისთვის უცნობი იყო სამომავლო შედეგები, ამასთან მისი საცხოვრებელი ბინები დაიტვირთა იპოთეკით. თავდაპირველად საქმე კარგად მიდიოდა და ვალდებულებასაც პირნათლად ასრულებდა, თუმცა შემდგომ ეტაპზე ვეღარ შეძლო ვალდებულების შესრულება, რის გამოც მიმართ მოსარჩელეს არსებული დავალიანების გადანაწილების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. როგორც მოპასუხე აცხდებს, მან ერთი საცხოვრებელი სახლიც კი გაყიდა და თანხა 8000 აშშ დოლარის ოდენობით სწორედ ვალის დაფარვის მიზნით იქნა მოსარჩელეზე გადახდილი. ამჯამად კი სურს დავალიანების განაწილება (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
მოაპსუხე დ------ ხ--–-–---–ის მიერ შესაგებლი არ ყოფილა წარმოდგენილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხე მხარის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება;
ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 52-64)
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2015 წლის 28 ივლისს სს „ს----------–--------სა“ და თ----- ხ--–-–---–ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლაზე, 360 თვის ვადით, წლიური 0,5%-დან 48%-მდე.
ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, მათ შორის მიეთითა, რომ თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს).
ამავე ხელშეკრულების 8.2. პუნქტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 28 ივლისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.15-25
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2015 წლის 28 ივლისს სს „საქართვლოს ბანკსა“ და თ----- ხ--–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეზე 120 თვის ვადით გასცა სესხი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 105%-იანი სარგებლით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით.
2016 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობების დანართის შესაბამისად, ცვლილება შევიდა 2015 წლის 28 ივლისის ხელშეკრულების 4,8 პუნქტში და ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 9%-ით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 26-27)
- კრედიტოს დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 28-30)
- 2016 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობების დანართი (ს.ფ. 31)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 32-33)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. 2015 წლის 28 ივლისს სს „ს----------–--------სა“ და თ----- ხ--–-–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშკრულება, რითაც უზრუნველყოფილი იქნა 2015 წლის 28 ივლისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების 8.4. პუქნტით განსიაზღვრა იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის წესი, ასევე განისაზღვრა, რომ ბანკი უფლებამოსილი იყო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.
ამავე ხელშეკრულების 15.2. პუნქტით კი განისაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე შეთანხმება.
იპოთეკის ხელშეკრულების დანართი #- მიეთითა იპოთეკის საგნები, კერძოდ, უძრავი ქონებები მდებარე ქ.თბილისი, ი-–------ის მ--- ჩიხი, N- (ს/კ N0---------------) და ქ.თბილისი, მ-------ს დასახლება, მ--- მ/რ, კორპ. N--, ბინა N- (ს/კ N0----------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 28 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 34-40)
- იპოთეკის ხელშეკრულების დანართი #- (ს.ფ. 41)
- 2017 წლის 18 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 48-49)
- 2015 წლის 04 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 50-51)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2015 წლის 28 ივლისს სს „ს----------–--------სა“ და დ------ ხ--–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რითაც უზრუნველყოფილი იქნა 2015 წლის 28 ივლისის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება.
თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 42)
- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 43-47)
4.5. თ----- ხ--–-–---–მა ვალდებულების განწილვადებასთან დაკავშირებით მიმართა 2016 წლის 10 ნოემბერსა და 2016 წლის 09 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადებები (ს.ფ. 91-93)
4.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი კანცელარიის მიღების ბარათი (ს.ფ. 93), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბარათი (ს.ფ. 94), სს „ს----------–------------ს“ გზავნილი (ს.ფ. 95), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბარათი (ს.ფ. 96), საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წერილი (ს.ფ. 97) აღნიშნულ დოკუმენტაციას არ აქვს შემხებლობა დავის საგანთან, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან (არც სადავო და არც უდავო გარემოებებთან), შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ მოხდება მათი სამართლებრივი შეფასება.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი საფუძვლიანია, თუმცა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნა შემცირდეს მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 870-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
ამავე კოდექსის 870-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2015 წლის 28 ივლისს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნა იმავე დღეს დადებული იპოთეკისა და პირადი თავდებობის ხელშეკრულებებით. თითოეულ ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით სასამართლომ უკვე მიუთითა ამავე გადაწყვეტილების „სადავო ფაქტობრივ გარემოებებში“.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ამასთან სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის ოდენობის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ არ წარმოდგენილა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ხოლო მ--- ნაწილის მიხედვით კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოაპსუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა 200 აშშ დოლარის ოდენობით.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილია 2015 წლის 28 ივლისის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ, ასევე სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე დ------ ხ--–-–---–ს შორის დადებული ხელშკრულება სოლიდარული თავდებობის თაობაზე. იმის გათალისწინებით, რომ დ------ ხ--–-–---–ის პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, თავდებმა პირმა სწორედ მითითებული თანხის ფარგლებში უნდა აგოს პასუხი მოსარჩელის წინაშე.
7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მ--- და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
2015 წლის 28 ივლისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 8.2. პუნქით, ასევე 2015 წლის 28 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების 15.2. პუნქტით განისაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას აღსრულების მიქცევის ნაწილში, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 4.3.2. პუნქტით, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუქნტის თანახმად, თუკი მოსარჩელის ვალდებულების დაფარვას ვერ უზრუნველყოფს იპოთეკით დატვირთული ქონება, აღსრულება უნდა განხორციელდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზეც.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 01 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3080 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოაპსუხეებს კი ბანკის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2274 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს----------–--------ის“ სარჩელი მოპასუხეების თ----- ხ--–-–---–ისა და დ------ ხ--–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს თ----- ხ--–-–---–სა და დ------ ხ--–-–---–ს 2015 წლის 28 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა 38407,24 აშშ დოლარის, პროცენტი - 2444,71 აშშ დოლარისა და ჯარიმა - 926,34 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ი-–------ის მ--- ჩიხი, N-, ს/კ N0--------------- და ქ.თბილისი, მ-------ს დასახლება, მ--- მ/რ, კორპ. N--, ბინა N- ს/კ N0---------------------- იძულებითი რეალიზაცია. თავდები პირის დ------ ხ--–-–---–ის პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვროს 150000 აშშ დოლარი.
1.2. იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად, აღსრულება მიექცეს თ----- ხ--–-–---–ისა და დ------ ხ--–-–---–ის სხვა ქონებაზე.
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 01 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3080 ლარის ოდნეობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხეებს თანაზ ხ--–-–---–სა და დ------ ხ--–-–---–ს მოსარცელის სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2274 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე