გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17458-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - სს „ლ-------------ი“
წარმომადგენელი - ლ--–---------ა
მოპასუხე - ე--------------------–---–ი
წარმომადგენელი - ც---------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ე--------------------–---–ისთვის, მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ, 17898.45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 14873.79, პროცენტი - 2422.57 ლარი, პირგასამტეხლო - 312.09 ლარი, ხარჯი - 290 ლარი;
1.2. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს 2018 წლის 2 მაისის #-------- გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობის საგანი, ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: მოდელი CADELLAC ESCALADE, ტრანსპორტის სარეგისტრაციო #-------, საიდენტიფიკაციო #1----------------, გირავნობის სარეგისტრაციო მოწმობის #A--------;
1.3. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, აღსრულების განხორციელება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა), სს „ლ-------------ის სარჩელი, მოპასუხე ე--------------------–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდა; მოპასუხე ე--------------------–---–ს, მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 17898.45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 14873.79 ლარი, პროცენტი - 2422.57, პირგასამტეხლო 319.09 ლარი, სხვა ხარჯი - 290 ლარი; მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა 2018 წლის 02 მაისის #-------- გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობით დატვირთული ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: მოდელი CADELLAC ESCALADE, სარეგისტრაციო #-------, საიდენტიფიკაციო ნომერი: 1----------------; გირავნობის სარეგისტრაციო მოწმობის #A--------; მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდებოდა, განისაზღვრა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულება, რეალიზაციის გზით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით, გაუქმდა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2018 წლის 02 მაისს, სს „ლ-------------სა“ და ე--------------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #--------. კრედიტის თანხა განისაზღვრა 15300 ლარით, საპროცენტო სარგებელი 48%. შეთანხმებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.41%. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 04 მაისი.
2018 წლის 02 აგვისტოდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეს აღარ შეუსრულებია.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 02 მაისს, სს „ლ-------------სა“ და ე--------------------–---–ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება #--------. ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი (CADELLAC ESCALADE, სარეგისტრაციო #-------, საიდენტიფიკაციო ნომერი: 1----------------; გირავნობის სარეგისტრაციო მოწმობის #A--------);
ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხე წერილობით იქნა გაფრთხილებული. ვალდებულების შესრულებისთვის მას ასევე განესაზღვრა დამატებით 14 დღიანი ვადა. აღნიშნულის შემდეგაც, მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
არსებული მდგომარეობით, სს „ლ-------------ის“ მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 17898.45 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 14873.79 ლარი, საპროცენტო სარგებელი 2422.57 ლარი, პირგასამტეხლო - 312.09 ლარი.
გირავნობის მოწმობის გაცემისა და სააღსრულებლო მომსახურეობის საფასურის სახით, მოსარჩელემ გადაიხადა 290 ლარი;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 02 მაისს, მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა 15300 ლარი, საპროცენტო სარგებელი 48%. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.41%-ზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 მაისამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №--------;
3.1.2. 2018 წლის 02 მაისს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება. გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის სატრანსპორტო საშუალება (CADELLAC ESCALADE, სარეგისტრაციო #-------, საიდენტიფიკაციო ნომერი: 1----------------, გირავნობის სარეგისტრაციო მოწმობის #A--------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის ხელშეკრულება №--------;
- ცნობა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
- გირავნობის მოწმობა #------;
3.1.3. 2018 წლის 02 აგვისტოდან, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა, მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ლ-------------ის “ 2018 წლის 08 აგვისტოს წერილი;
- სს „ლ-------------ის“ 02.04.2019წ ცნობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. გირავნობის საგანზე, სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემის, სააღსრულებო და ევაკუატორის მომსახურეობის მიზნით, მოსარჩელე მხარემ გაიღო ხარჯი 290 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა, ავტოლომბარდისთვის გაწეული ხარჯის თაობაზე;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, არსებითი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „ლ-------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა უკავშირდება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
განსახილველ საქმეზე, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2018 წლის 02 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე. ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, მსესხებელზე გაიცა 15300 ლარი, საპროცენტო სარგებელი 48%. შესაბამისად, შესრულებული ვალდებულების სანაცვლოდ, კრედიტორის უფლებაა მოითხოვოს მოვალისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპასუხო შესრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი).
საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ მოპასუხემ 2018 წლის 02 აგვისტოდან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა, მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
შესაბამისად, მოცემულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისთვის ხელშეკრულების ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოზე მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალისთვის პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით დაკისრების თაობაზე. პარალელურად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, რისთვისაც ვადაგადაცილებული პერიოდის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 312.09 ლარით.
შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობათა საფუძველზე, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 870-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 278-ე შესაბამისად გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 02 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება და გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის სატრანსპორტო საშუალება (CADELLAC ESCALADE, სარეგისტრაციო #-------, საიდენტიფიკაციო ნომერი: 1----------------, გირავნობის სარეგისტრაციო მოწმობის #A--------); ასევე, 2018 წლის 02 მაისის საბანკო კრედიტის შესახებ, ხელშეკრულების 3.7 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზებით მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავდა მოგირავნის მოთხოვნას, კრედიტორი უფლებამოსილი იყო აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
როგორც აღინიშნა, მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულება და 2018 წლის 02 აგვისტოდან ვალდებულება, თანხის გადახდის თაობაზე, აღარ შეუსრულებია. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო კი, კრედიტორი უფლებამოსილია სამართლებრივი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის უფლებით დატვირთული ქონების (ა/მანქანა) იძულებით რეალიზაციის გზით. ასევე, კრედიტორის უფლებაა, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად გამოიყენოს მოვალის სხვა ქონებაც, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ვერ დაფარავს დავალიანებას.
არსებულ მოცემულობაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დავალიანების გადახდევინების მიზნით, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოპასუხის გირავნობით დატვირთული ქონება. ამასთან, რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის საფუძველზეც.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულებაა 17898.45 ლარი, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით საქმეზე გადახდილი აქვს 536.6 ლარი. შესაბამისად, საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 536.6 ლარის გადახდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ე--------------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 17898.45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 14873.79 ლარი, პროცენტი - 2422.57 ლარი, პირგასამტეხლო - 312.09 ლარი, სხვა ხარჯი - 290 ლარი.
3. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს 2018 წლის 2 მაისის N-------- გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობით დატვირთული ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: მოდელი - CADELLAC ESCALADE, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი: S------, საიდენტიფიკაციო ნომერი 1----------------, გირავნობის საგნის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი A--------.
4. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
5. მოპასუხე ე--------------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 536.6 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე