1. ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა.
2. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს უკან გამოთხოვილი.
3. ანაბრებს შესაბამისად უნდა დაერიცხოს პროცენტები.
4. ანაბრის მიმღები და საკრედიტო დაწესებულების დირექტორები (მენეჯერები) ვალდებულნი არიან მეანაბრეს მიაწოდონ ინფორმაცია ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.
5. ის პირი, რომელიც ბრალეულად გასცემს არასწორ ინფორმაციას ან უარს ამბობს საჭირო მონაცემების მიწოდებაზე, ვალდებულია მეანაბრეს აუნაზღაუროს არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან ინფორმაციის გაუცემლობით წარმოშობილი ზიანი.
6. ასევე აგებენ პასუხს სოლიდარულად ბანკის დირექტორები (მენეჯერები), რომლებიც სარეკლამო ბროშურების მეშვეობით ან სხვაგვარად საჯაროდ ავრცელებენ არასწორ მონაცემებს ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(27)
საქმე №ას-443-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2023
…განათავსა თანხა, რომელიც მეანაბრის ნების საწინააღმდეგოდ იქნა გატანილი ანგარიშიდან. სადავო არ არის ის ფაქტიც, რომ მეანაბრეს კუთვნილი თანხიდან ნაწილი - 500 000 აშშ დოლარი ბანკისგან დღემდე არ მიუღია. 25. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 874-ე მუხლით გათვალისწინებული ანაბრის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ მეანაბრე და საკრედიტო დაწესებულება, ხელშეკრულების საგანი არის ფული, რომელიც მეანაბრეს…
საქმე №ას-762-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2023
…ტვირთი). 24. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს ანაბრის ხელშეკრულების ცნება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საბანკო დაწესებულების ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. 25. სსკ-ის 874-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია, ვადის დადგომისას…
საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
…არსებობის აღიარებას. წინამდებარე საქმეში დადასტურებული და უდავო გარემოებაა, რომ ლ.დ–ვას, ა.დ–ისა და ი.დ–ის მიერ ბანკში დეპოზიტის (სამოქალაქო კოდექსი იყენებს ტერმინს - ანაბარი) შეტანა არ განხორციელებულა. ანაბრის ხელშეკრულება, 874-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, რეალური ხელშეკრულებაა და დადებულად ითვლება ფულადი თანხის საკრედიტო დაწესებულებაში შეტანის მომენტიდან (იხ.…
საქმე №ას-425-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2021
…ურთიერთობა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დადგენილი სამართლის ნორებით (სსკ 128. 2-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 319-ე, 342-ე, 874-ე მუხლებით), მართებულად განსაზღვრა მოპასუხეთა წრე, რაც გამორიცხავდა საბანკო დაწესებულების, როგორც არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის შესაძლებლობას და დელიქტის…
საქმე №ას-291-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2019
…რომ მოსარჩელე საწარმოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.4-ე მუხლის მე-2 წინადადების წინაპირობები გამოვლენილია, მაშინ თანხის დაბრუნების სამართლებრივი შედეგი სსკ-ის 874.1-ე მუხლშია /ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში…