1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეამოწმონ, რომ იმ საკრედიტო დაწესებულების მიერ მათ ტერიტორიაზე დაფუძნებულ ფილიალებს, რომელსაც მთავარი ოფისი აქვთ ევროკავშირის გარეთ, ჰქონდეთ წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული დაცვის ეკვივალენტური დაცვა.
თუ დაცვა არ არის ეკვივალენტური, წევრმა სახელმწიფოებმა, დირექტივის 2013/36/EU 47(1)-ე მუხლის თანახმად, შეიძლება დათქვან, რომ საკრედიტო დაწესებულებების მიერ დაარსებული ფილიალები, რომლებსაც სათავო ოფისი აქვთ ევროკავშირის გარეთ, შეუერთდნენ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას, რომელიც მოქმედებს მათი ტერიტორიის ფარგლებში.
წინამდებარე პუნქტის პირველი აბზაცით გათვალისწინებული შემოწმების ჩატარებისას, წევრმა სახელმწიფოებმა, სულ მცირე, უნდა შეამოწმონ, სარგებლობენ თუ არა მეანაბრეები იმავე სადაზღვევო დაფარვის დონითა და დაცვის მასშტაბებით, როგორც გათვალისწინებულია წინამდებარე დირექტივით.
2. საკრედიტო დაწესებულების მიერ დაარსებულმა თითოეულმა ფილიალმა, რომელსაც სათავო ოფისი აქვს ევროკავშირის გარეთ და რომელიც არ არის წევრ სახელმწიფოში მოქმედი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრი, უნდა წარმოადგინოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია ფილიალის არსებულ და პოტენციურ მეანაბრეთა ანაბრების საგარანტიო შეთანხმებების შესახებ.
3. მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს იმ ენაზე, რომელზეც მეანაბრე და საკრედიტო დაწესებულება შეთანხმდნენ ანგარიშის გახსნისას ან იმ წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე, რომელშიც არის ფილიალი დაფუძნებული, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, და უნდა იყოს ნათელი და გასაგები.
მე-16 მუხლი
მეანაბრის შესახებ ინფორმაცია
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საკრედიტო დაწესებულებებმა არსებული და პოტენციური მეანაბრეებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის იდენტიფიკაციისთვის, რომლის წევრებიც არიან ეს დაწესებულება და მისი ფილიალები, ევროკავშირის ფარგლებში. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საკრედიტო დაწესებულებებმა არსებულ და პოტენციურ მეანაბრეებს ინფორმაცია მიაწოდონ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის დაცვიდან ამოღებასთან დაკავშირებით.
2. ანაბრის აღებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებამდე, მეანაბრეებს უნდა მიეწოდოთ 1-ელ პუნქტში მითითებული ინფორმაცია. მათ უნდა დაადასტურონ ინფორმაციის მიღება. აღნიშნული მიზნისთვის გამოიყენება I დანართში მოცემული ნიმუში.
3. დასტური იმისა, რომ ანაბარი ანაზღაურებადია მეანაბრეს უნდა მიეთითოს ანგარიშის ამონაწერზე, სადაც ასევე მითითებული უნდა იყოს I დანართით გათვალისწინებული საინფორმაციო ბარათი. ამასთანავე, საინფორმაციო ბარათზე უნდა მიეთითოს შესაბამისი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ვებგვერდი. I დანართით განსაზღვრული საინფორმაციო ბარათი მეანაბრეს უნდა მიეწოდოს, სულ მცირე, ყოველწლიურად.
ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ვებგვერდზე მოცემული უნდა იყოს მეანაბრისთვის საჭირო ინფორმაცია, კერძოდ ინფორმაცია ანაბრების გარანტიის პირობებისა და პროცესის შესახებ დებულებებზე, როგორც გათვალისწინებულია წინამდებარე დირექტივით.
4. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ ენაზე, რომელზეც მეანაბრე და საკრედიტო დაწესებულება შეთანხმდა ანგარიშის გახსნისას ან იმ წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე, რომელშიც ფილიალია დაფუძნებული.
5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეზღუდონ 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის რეკლამაში გამოყენება და უნდა შემოიფარგლონ იმ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის უბრალო მითითებით, რომელიც უზრუნველყოფს რეკლამირებული პროდუქტის გარანტიას, და იმ დამატებითი ინფორმაციით, რომელსაც მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
რეკლამაში გამოყენებულ ინფორმაციაში შეიძლება ასევე შევიდეს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ფუნქციონირების ფაქტობრივი აღწერა, მაგრამ არ უნდა შეიცავდეს მითითებას ანაბრების შეუზღუდავ სადაზღვევო დაფარვაზე.
6. შვილობილი საწარმოების ფილიალებად შერწყმის, კონვერსიის ან სხვა მსგავსი ოპერაციების შემთხვევაში, მეანაბრეებს ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ, სულ მცირე, ერთი თვით ადრე მანამ, სანამ ოპერაცია იურიდიულად შევა ძალაში, თუ ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო არ დაუშვებს უფრო მოკლე ვადას კომერციული საიდუმლოების ან ფინანსური სტაბილურობის საფუძველზე.
შერწყმის ან კონვერსიის ან სხვა მსგავსი ოპერაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მეანაბრეს ეძლევა სამთვიანი პერიოდი მისი ანაზღაურებადი ანაბრების გამოსატანად ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში გადასატანად დაგროვებული პროცენტითა და სარგებლითურთ, ჯარიმის დაუკისრებლად, იმ პირობით, თუ მათ გადაჭარბებული ჰქონდათ მე-6 მუხლით გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვის დონე ოპერაციის შესრულების დროს.
7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ, თუ საკრედიტო დაწესებულება გამოვა ან გაირიცხება ანაბრების უზრუნველყოფის სქემიდან, საკრედიტო დაწესებულებამ თავის მეანაბრეს აღნიშნული გასვლის ან გარიცხვის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ერთი თვის ფარგლებში.
8. თუ მეანაბრე იყენებს ინტერნეტ ბანკს, ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც წინამდებარე დირექტივითაა მოთხოვნილი, შეიძლება გაიცეს ელექტრონული საშუალებებით. მეანაბრის მოთხოვნის შემთხვევაში, ის შეიძლება გაიცეს ქაღალდზ